შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ჩემშია! 3


1-06-2016, 16:46
ავტორი memo
ნანახია 1 458

როგორც იქნა ავედით. მანქანიდან ისე გადავედით და სახლში ისე შევედით , რომ არც მე და არც ქეთას ხმა არ ამოგვიღია. მინდოდა მეთქვა რომ ალექსანდრეზე მართლაც გავგიჟი. ასე ერთი შეხედვით და ერთი ნახვით ჩემი ყურადღება არავის მიუქცევია. ეს ალბათ იმიტომ რომ ჩემს ძმას ძალიან გავდა, მანქანასთან რო იდგა და გველაპარაკებოდა მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. ნეტავ ისეთი გრძნობით იცის ჩახუტება რომელი გრძნობითაც ჩემი ალექსანდრე მეხუტებოდა, ნეტავ ასეა?
ნეტავ მასე იყოს. ჩემს თავს პირობას ვაძლევ მეორე ალექსანდრეს აღარ დავკარგავ. არ გავუშვებ ადამიანს რომელმაც მთელი ჩემი სხეული ასე მოაჯადოვა. მინდა რომ არ დავკარგო. ამისთვის უეჭველად ყველაფერს გავაკეთებ. მართალია ქეთა, არ მაქვს უფლება მთელი ცხოვრება ტანჯვაში გავატარო თუნდაც იმიტომ რომ ალექსანდრეს ეს არ მოეწონებოდა. არ ვიცი ვინ ხარ და რა ხარ, მაგრამ უცნობო ალექსანდრე აუცილებლად ჩემი გახდები, მაგრამ იცით რა ხდება? ბედნიერების მეშინია. ვიცი რომ ბედნიერებას ისევ უბედურება მოყვება, ვიცი რომ ეს უბედურება კიდევ დიდხანს გასტანს. არ მინდა იმედები მივცე ჩემს თავს, მაგრამ ალბათ კი არა ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და მეც ადამიანი ვარ ვალდებული ვარ ცოტახნით მაინც ვიყო ბედნიერი. ეჭვი მეპარება ალექსანდრესთან ბედნიერება მალე დამთავრდეს. მეღიმებოდა. ღიმილი არ მშორდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ვერასდროს შევწყვეტდი ამ ღიმილს შეჩერებას. თითქოს ბედნიერების ზენიტში ვიყავი, თითქოს ბედნიერების ცუნამმა გადამიარა. მე ბედნიერი ვარ, ალექსანდრა ბურდულო ხედავ?! დღეს შენც მოგაკითხა ბედნიერებამ. დღეს შენთანაც გამოანათა მზემ. ზუკა გაშტერებული მიყურებდა, მივხვდი ჩემმა ღიმილმა გააკვირვა ასე.
- მიხარია რომ ბედნიერს გხედავ! დღეს შენი დღეა და ზუსტად ასეთი უნდა იყო. (ზუკა)
- არ კითხავ ბედნიერების მიზეზს? (ქეთა)
- არა, მერეც მოვასწრებთ მაგაზე საუბარს. მთავარია იღიმის, მთავარია ამდენი ხნის მერე რაღაც უხარია. ნახე უყურე რო იღიმის ნამდვილი ანგელოზია.
ქეთამ ცოტა უხეშად გახედა ზუკას, თითქოს ინერვიულა. მარა მიხვდა რომ უბრალოდ ზუკას ჩემი ბედნიერება უხაროდა. მხოლოდ ჩემთან იყო ასეთი თბილი.
- ხო, ულამაზესია! (ქეთა)
- ზუკა მე ბედნიერი ვარ გესმის?! (მე)
- ვხედავ ალე, იმსახურებ ამას! (ზუკა)
- წავალთ გამოვიცვლით, ცოტახანში ბავშვებიც მოვლენ (მე)
- მე დავრჩები ალე ადი შენ (ქეთა)
- კარგი (მე)
ვერ მივხვდი რატო გამომიშვა მარტო იმედი მაქვს ზუკას ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავს. კი მაგრამ მაინც რა უნდა იქ ქვევით მარტო ზუკასთა. ჩემს ფიქრებში წავედი, მაგრამ უცნობბმა ისევ გამახსენა თავი. მობილურს დავხედე უცხო ნომერი იყო. მომწერა დღეს აუცილებლად შევხვდებითო, მაგრამ თუ ის იყო ნომერი საიდან ქონდა მე ხო არ მიმიცია. ალბათ ქეთამმ მისცა. რახან ალექსანდრე მოდის ესეიგი ცოტა უფრო განსხვავებულ ფორმაში დავენახო. მაკიაჟი არ მიყვარს, მაგრამ გადავწყვიტე მსუბუქი მაკიაჟი გამეკეთებინა. ამოვიღე შავი კაბა რომელიც დღეს ვიყიდეთ მე და ქეთამ. ძალიან კარგი კაბაა, უბრალო, მაგრამ საკმაოდ კარგი და ტანზეც საკმაოდ ლამაზია. ნუ ცოტა მოკლეა, ცოტა არა კარგად მოკლეა, მაგრამ არაუშავს. მომდგარია ტანზე ასერომ არ გავწვალდები. ფეხზე ისევ ჩემი შავი ჟივენშის მაღალძირიანი კედები ამოვიცვი. ამ კაბას ქუსლიანები უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ქუსლიანები დიდად არ მხიბლავს, თან მაღალი ვარ და ვთვლი რომ არ მჭირდება. ეს კედებიც უხდება ასერომ აჯობებს კედები მეცვას, თან უფრო კომფორტულია. მაკიაჟიც გავიკეთე, სარკეში რო ვიყურებოდი აშკარად ჩემს თავს ვერ ვცნობდი, თმა გადაწეული მქონდა ვამჯობინე გამეშალა. მემგონი დღეს ალექსანდრა ბურდული მართლა მოახერხებს ფურორის მოხდენას. ტელეფონს დავხედე ერთი საათი უკვე გასული იყო. ქვევით ჩავედი. თქვენ უნდა გენახათ ზუკას სახე, ისეთი გაოცებული იყო მეგონა პირველად დამინახა და სულ უცხო ადამიანის წინ ვიდექი.
- ალე, ძალიან კარგად გამოიყურები! არა მე..მე..მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. (ზუკა)
- ვაიმე, მადლობა დიდი! მემგონი ძველი ალექსანდრა ნელნელა ბრუნდება! (მე)
- ვფიქრობ, ეს იმ ბიჭის გამო ხდება. (ზუკა)
- არ ვიცი, ალბათ ეგრეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ქეთა სად არის? ზევით რატო არ ამოვიდა? ხო მითხრა ამოვალ და გამოვიცვლი მეცო. სად არის?
- იცი რაღაც საქმეზე გავიდა. (ზუკა)
- კარგი, მაგრამ მალე მოვა? (მე)
- აი უკვე მოვიდა!!!
გავიხედე და აშკარად ქეთას უკან ვიღაც ედგა, კარგად დავაკვირდი და ეს ალექსანდრე იყო. რამდენიმე ბიჭთან ერთად. ამ ბიჭებში საკმაოდ ნაცნობი სახე დავინახე. ნუთუ წარსული თან დამდევს, ნუთუ ახლა ეს დღეც უნდა ჩამშხამდეს არა არ მჯერა! რა დავაშავე? ღმერთო საერთოდ არსებობ?



№1 სტუმარი ნნნნ

რა ეროტიული სათაურია რა არი :დდდდ

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№3  offline წევრი θεοδώρα

Kargia magram "ale" ratom?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent