შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები (თავი 2)


4-06-2016, 12:15
ავტორი selleny
ნანახია 1 348

რვის ნახევარი იყო მაღვიძარამ, რომ დარეკა. შევიშმუშნე, ლოგინიდან წამოვიწიე, სახიდან თმა გადავიწიე და ფანჯარაში გავიხედე. ცივი ამინდი იყო მაგრამ თოვლი ჯერ არსად ჩანდა. განსაკუთრებით ზამთარში არ მიყვარს ჩემი ლოგინის დატოვება. თბილი ლოგინიდან, როგორც კი ფეხი გადმოვდგი ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ საბედნიეროდ მალე შევეგუე ახალ ტემპერატურას და თავის მოწესრიგებას შევუდექი. დაახლოებით ცხრის თხუთმეტი წუთი იქნებოდა ჩანთას, რომ ხელი მოვკიდე და კიბეებზე დავეშვი. გაჩერებასთნ დიდხანს მომიწია ლოდინი, უეჭველი იყო სკოლაში დამაგვიანდებოდა და კიდევ ერთ საყვედურს მივიღებდი, მაგრამ ჩემი ბრალი მართლა არ იყო, ავტობუსი აგვიანებდა. ამ დილით ძალიან ციოდა, თავი კაშნეში უფრო მეტად ჩავრგე და აბუზულმა გავაგრძელე ლოდინი, როგორც იქნა გამოჩნდა ჰორიზონტზე ნაცნობი ტრანსპორტი, სწრაფადვე ავედი და უკან, ჩემს საყვარელ ადგილას დავჯექი. დღეს უჩვეულოდ ბევრი ხალხი ისხდა ავტობუსში და რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობდნენ, მუსიკას დავუწიე და ყურსასმენების მოუხსნელად გადავწყვიტე მათთვის მომესმინა.
-არ იყო იმ ბიჭის ბრალი, მისი გზა იყო და გადმოდიოდა, ეგ იცით რისი ბრალია ? უყურადღებო მძღოლებით რომაა სავსე ქვეყანა მაგის.
-რას ამბობთ ქალბატონო ? ამხელა ბიჭი გზაზე, რომ გადმოდიხარ ცოტა ყურადღებით უნდა იყო. მშობლები რასაც ასწავლიან ყველაფერი ავიწყდებათ ამ ახალგაზრდებს, ვერ დამაჯერებთ იმას, რომ დედამისი ბავშვი, როცა იყო არ ეუბნებოდა-"დედა ჯერ მარჯვნივ გაიხედე, მერე მარცხნივ და რომ დარწმუნდები არაფერია, მერე გადადი."
-საწყალი ბიჭი. რამხელაზე ააგდო ჰაერში, სასწრაფო კიდევ კარგი რომ მალე მოვიდა.
-საწყალი ეგ კი არა, საწყალი ის კაცი. ახლა მაგას აანაზღაურებინებენ სამედიცინო ხარჯებს.-ქალს სახე აელეწა, რაღაცას ჩუმად ბუტბუტებდა, ტუჩებს აცმაცუნებდა და გულნატკენი თვალებით უყურებდა კაცს, რომელიც თავს დარდიანად აქანავებდა და ერთიდაიგივეს იმეორებდა-"საწყალი მძღოლი".
ისევ მუსიკის ხმას ავუწიე და თავი ავტობუსის ფანჯარას მივადე. "ნეტავ პირველი ვინ გაახსენდა იმ ბიჭს სანამ გონებას დაკარგავდა ?"-მოულოდნელად გამიელვა თავში ამ კითხვამ, ყველაზე მეტად მაინტერესებს ვინ ახსენდებათ სიკვდილის წინ, რაზე ან ვისზე ფირობენ. ვიცი, რომ როცა სული გეცლება, გინდა კიდევ დიდხანს იცოცხლო, ყველაფერი გენატრება მაშინ, შენი ბალიში, შენი სოფელი, შენი ჭრაჭუნა საწოლი და ალბათ ის საათიც, რომელიც მთელი ცხოვრება ნერვებს გიშლიდა, მაგრამ ვისზე ფიქრობ მაშინ? იქნებ დედაზე, რომელიც გელოდება როდის დაბრუნდები სახლში, იქნებ დაზე ან ძმაზე, რომელიც შენთან ერთად თამაშს გეგმავს, იქნებ მამაზე, რომელიც ყოველდღე ნერვიულობს რაიმე ხიფათს არ გადააწყდე, ან იქნებ ღმერთზე, რომელიც იქ გელოდება და ნატრობს როდის ჩაიკრავს გულში თავის ტანჯულ შვილს......არ ვიცი.
ავტობუსი გაჩერდა. ჩამოვედი სკოლის გაჩერებასთან, ყურსასმენები მოვიხსენი და როცა მუსიკის გამორთვას ვაპირებდა ნიცას შეტყობინება მომივიდა. გავხსენი, თან ვკითხულობდი და თან კიბის საფეხურებს ავუყევი.
-ბაი კარგია, რომ აგვიანებ. სკოლაში არ მოხვიდე, პირდაპირ ქალაქის სავაადმყოფოში წადი, ჩვენ არ გვიშვებენ.-ვერ მივხვდი რა მინდოდა სავაადმყოფოში , ვიფიქრე ალბათ ჩვენი დამრიგებელი იყო ცუდად. და სწრაფად მივწერე-რა მოხდა, ისევ ელენე მასწავლებელი გახდა ცუდად ?-თავი რომ ავწიე უკვე სკოლის შენობაში ვიდექი, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი, ნიცას პასუხს ველოდი რომ მალევე გავტრიალებულიყავი.
-არა ელენე კარგადაა....ალექსია ცუდად, მანქანამ დაარტყა, გთხოვ არ ინერვიულო უბრალოდ წადი და ნახე, მე არ მიშვებენ სკოლის მერე ნახეო, უთხარი რომ მიყვარს და მალე ვნახავ.-დიდი ტკივილი ვიგრძენი გულში, თითქოს ერთი ნაწილი ჩაწყდაო, ყურებში საშინელი წუილი მესმოდა და გარემოს კარგად ვერ აღვიქვამდი, მხოლოდ ის მახსოვს რომ ჩემი დირექტორი გაბრაზებული სახით მოდიოდა ჩემსკენ და რაღაცას მიყვიროდა, ყურადღება არ მივაქციე , ჩანთა იქვე დავაგდე და სწრაფად გავიქეცი. ყველაფერი მახსენდებოდა, ავტობუსში ქალმა თქვა საწყალი ბიჭი რამხელაზე ააგდოო, ახლა უკვე მეც მტკენდა გულს იმ კაცის სიტყვები-"საწყალი მძღოლიო", ჩემი გუშინდელი-"ხვალამდე" და მისი ღიმილი, მივრბოდი და ვცდილობდი ბევრი ტირილისგან გული არ გამსკდომოდა."სიკვდილის წინ იქნებ პირველ სიყვარულზეც ფიქრობენ"-გავიფიქრე და ტკივილისგან ხმამაღლა დავიწყე ტირილი. ტაქსი გავაჩერე.
-გემუდარებით სწრაფად მიმიყვანეთ ქალაქის საავადმყოფოში.-ძლივს ვლუღლუღებდი სიტყვებს.
-დამშვიდდი შვილო, ყევლანაირად ვეცდები ჩქარა ვიარო, რა მოხდა ? დედა გაგიხდა ავად ?
-არა არა მეგობარი...მაგრამ არა ჩქარად არ იაროთ, ავარია არ გამოვიწვიოთ.-მძღოლმა გამიღიმა, მიტრიალდა და მეტი აღარაფერი უკითხავს. არ მახსოვს გზა რომლითაც მივედით საავადმყოფოში, მძღოლმა ფული არ გამომართვა, მითხრა შენთვის იყიდე შვილო ტკბილეული რომ დაკარგული ენერგია აღიდგინოო. მადლიერების გრძნობამ უარესად ამატირა, მინდოდა ჩავხუტებოდი მაგრამ მხოლოდ მადლობა მოვუხადე და როგორც შემეძლო ისე გავუღიმე.სწრაფად შევვარდი საავადმოფოში
-ალექსანდრე ბაქრაძე რომელ პალატაშია ?
-გვარი გამიმეორეთ
-ბაქრაძე
-ბატონ ალექსანდრეს ოპერაციას უკეთებენ, 20 წუთის წინ შეიყვანეს საოპერაციოში.
ფეხებში ძალა წამერთვა, ჩემს გარშემო ყველაფერი ტრიალებდა, ვცდილობდი სკამამდე მიმეღწია, მაგრამ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი გულში და გონება დავკარგე.
გონს, რომ მოვედი პალატაში ვიწექი, ნიცა ჩემ თმას ეთამაშებოდა, თვალები რომ გავახილე ცისფერი თვალები აუწყლიანდა.
-ბაი როგორ შემაშინე, რამე ხომ არ გტკივა, გული როგორ გაქვს, ბაია გესმის ჩემი?
-ალექსი როგორაა?
-ამბობენ რომ მოულოდნელად გონება დაკარგე, ჩვენ რომ მოვედით მეგონა ალექსის პალატაში დამხვდებოდი მაგრამ შენც საწოლში ჩაწოლილი დამხვდი.
-ნიც ალექსი როგორაა?
-ექიმებმა მითხრეს გული გქონდა აჩქარებული, სისხლი ძალიან სწრაფად მოძრაობდა და გონება რომ გადაგეღალა , მაგიტომ წაგივიდა გული.
-ნიცა გეხვეწები მითხარი როგორაა?
-ოპერაცია მალევე დამთავრდა, კარგადაა
-ასეთი სახით რატომ მიყვები? ნიცა არაფერი დამიმალო.
-არა კარგადაა, ერთი-ორი ნაკერი დაადეს და ფეხი აქვს თაბაშირში ჩასმული, ძლიერი ორგანიზმი აქვსო და მალევე გავწერთო.-ცრემლები წამსკდა , ოღონდ ახლა სიხარულის, გადარჩა და მალე დაგვიბრუნდება, მისი ნახვის სურვილი მკლავდა, მაგრამ ნიცა არ მიშვებდა.
-არა ცოტა ხანს მოიცადე და მერე მიდი.
-არა ნიც გამიშვი ხელი, მალე დავბრუნდები, უბრალოდ ვნახავ დავინახავ რომ კარგადაა და შენთან დავბრუნდები.-საწოლიდან სწრაფად ჩამოვხტი, ამ ამბავმა ძალა შემმატა და პალატიდან სულ სირბილით გავედი.დერეფანში დავინახე დედაჩემი როგორ მორბოდა, მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
-მაპატიე ჩემო პატარა, რომ დამირეკეს ლამის გავგიჟდი, მეტი სწრაფად ვეღარ მოვედი დე, მეგონა შენც დაგკარგავდი ჩემო პატარა, რა დაგემართა დე?
-არაფერი დე, ალექსს მანქანამ დაარტყა და ნერვიულობის გამო გული წამივიდა. არ ინერვიულო, ხომ იცი მე არსად არ ვაპირებ წასვლას.-გულით მინდოდა ალექსი მენახა , მაგრამ დედა, რომ ასეთ მდგომარეობაში დავინახე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი მასთან, პალატაში დავბრუნდი, ნიცა ანერვიულებული დადიოდა აქეთ-იქით, როგორც კი შევედით დედაჩემს მიესალმა და სწრაფად მკითხა
-ნახე უკვე ?
-ჩშშშშ, ხო იცი რომ გაიგოს გამაბრუნებს წადი მეგობარი ნახეო, ხო ხედავ რა მდგომარეობაშია.
-დე ჯერ კიდევ არ გინახავს ალექსი? წადი დედა ნახე დროზე
-არა დე შენთან დავრჩები ალექს კი ცოტა ხანში ვნახავ.
დედაჩემმა ბევრი რამ გადაიტანა, მისი ძმის ოჯახი და ძმა ავტოავარიამ იმსხვერპლა. სამივე ადგილზე გარდაიცვალა. დედა მაშინ სამშობიაროში იყო, იმ დღეს მე გავჩნდი, დისშვილის სანახავად წამოსული ძმა კი დაიღუპა, თავიდანვე ასე იყო , ჩემმა დაბადებამ დედას ჯერ სიხარული შემდეგ კი იმდენად დიდი ტკივილი მიაყენა, რომ მე ბებია მზრდიდა 4 წლამდე, ჩემს შემდეგ კი დედას შვილი აღარ გაუჩენია. მერე დედა მიხვდა, რომ ცხოვრება გრძელდებოდა და მეც გულში ჩამიკრა.
-დე ახლა წავალ ალექსანდრეს ვნახავ და მალევე დავბრუნდები.რომელ პალატაშია ნიცა?
-კარგი დე მიდი გაიქეცი და მალე დაბრუნდი, სახლში წავიდეთ.
-მეორე სართული, მესამე პალატა.
-მალე დავბრუნდები
პალატიდან გავედი, მაინც ვერ მივხვდი, რატომ იყო ნიცა ასეთი? უხაროდა ალექსის კარგად ყოფნა მაგრამ თვალები ჩამქრალი ჰქონდა, მეორე სართულზე ავედი, ჩავუარე ორ პალატას და ის-ის იყო კარი უნდა შემეღო რომ სიცილის ხმა გავიგონე.
-კარგად ვარ ჩემო პატარა , აი ასე სიცილი არ სჯობს-ალექსის ხმა იყო, აღარ დავინტერესებბულვარ ვინ იყო შიგნით, ხელი ჩამოვუშვი, თვალები ცრემლებით ამევსო, გამოვტრიალდი და ნელა ჩავუყევი კიბეებს. ისევ დავაგვიანე....



№1  offline წევრი მოლურჯო

ცოტა მეტი ემოცია
ცოტა ნაკლები შეცდომა
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent