შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრიზი თუ განაჩენი?!


4-06-2016, 16:30
ავტორი sopiko
ნანახია 3 086

[თავი 1]
-ნოე, ნოე, დამელოდე!-კიბეებზე დაეშვა ოციოდე წლის გოგონა.-არ გესმის?
ღამის ბინდ-ბუნდში ნაცნობი სილუეტი შენიშნა და კვლავ შეუნაცვლა მარჯვენა ფეხს მარცხენა, მერე მარცხენას მარჯვენა და ა.შ...
სილუეტი არ ჩერდებოდა და კიბეებზე ჩარბოდა.
-ნოე, ზედმეტები მოგდის!-ჭირვეულად ''დაიჩხავლა'' გოგონამ.
-უკაცრავად?!-მოულოდნელად მოუბრუნდა ნოე.-ხვალ ვილაპარაკოთ, დაშა. ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ, თავს ვერ ვაკონტროლებ!
-კარგი, ბატონო. მადლობა თქვი, რომ უკან გამოგყევი! ან როგორ ბედავ, რომ გეძახი და შენ კიდევ არ ჩერდები?-ამაყად აიბზუა რუსი ხალხისთვის დამახასიათებელი ცხვირი დაშამ და კიბეები აირბინა. ჯერ მისი დედის ამპარტავნული სიტყვები მოესმა ნოეს, მერე კი კარის მოჯახუნების ხმა.
-ჯანდაბაშიც წასულხარ!-დაიღრინა და დაბლა ჩასვლა განაგრძო.
დაშა ერთი წლის წინ გაიცნო. ის რუსეთში დაბადებული და საქართველოში აღზრდილი გოგონა იყო. მართალია დედა ქართველი ჰყავდა, მაგრამ არც მას ეტყობოდა რამე ქართველობის და არც მის ქალიშვილს. მამა კი ყველანაირად რუსულ ყაიდაზე ზრდიდა შვილს და არც ერთ კვირაში შეყვარებულის სამჯერ გამოცვლაზე აბობდა რამეს და არც იმაზე, რომ დაშას წელს ათი სანტიმეტრით ჩამოშორებული კაბა ეცვა. პირველი შემთხვევა ნოე იყო დაშას თინეიჯერობის ხანაში, რომელმაც ერთი წელი შეინარჩუნა ამ უმშვენიერესი ქალიშვილის შეყვარებულის სტატუსი, თუმცა თავად სულაც ვერ გრძნობდა ამას, რადგან ქალების გულთამპყრობელი იყო და პატარა გოგონა მის ცხოვრებაში ახალისებდა და სიცოცხლის სურვილს უმძაფრებდა. ხო, ნოე ოცდარვა წლის იყო, დაშა ცხრამეტის, თუმცა ეს ურთიერთობაში დიდად არ ჩანდა. ნოე არ იყო ტიპური ქართველი მამაკაცი და არც ტატუზე და მოკლე კაბაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ზომა-წონა, რაღა თქმა უნდა, ყველგან არსებობდა. დაშასაც ალბათ თავისებურად მოსწონდა ახალი ხილის დაგემოვნების პროცესი და ამ ერთი წლის განმავლობაში სხვა ბიჭებს არ ეკარებოდა. არშიყი ბოლომდე ვერ მოიშორა, რაზეც ხშირად კამათობდნენ, მაგრამ... მაგრამ... ნოე მაინც მიჯაჭვული იყო დაშაზე!
დღეს კი... დღეს პირველად ესტუმრა დაშას ოჯახს. შუა ვახშმობისას მშობლები ნოეს პროფესიით დაინტერესდნენ და გაიგეს თუ არა, რომ ნოეს ''გეპეიში'' ჩაებარებინა საინჟინროზე და ახლა მშენებლობაზე უბრალო მშენებლად მუშაობდა, გადაირივნენ. თურმე დაშას მილიონერი მშობლებისთვის ეთქვა, რომ ნოეს პროექტი იყო და მას მშენებლობასთან სხვა კავშირი არ ჰქონდა, რაც სინამდვილეს ოდნავადაც არ შეესაბამებოდა.
-ესე იგი რცხვენია, რომ მის გვერდით ერთი უბრალო მშენებელია! ესე იგი აქამდე ყველაფერი ტყუილი იყო!-ჩაიბურტყუნა და ცაზე გამოკიდებულ მთვარეს ახედა.
დასცინეს კიდეც. შეურაცმხყოფელი რეპლიკები არ მოაკლეს. ნოე ფეხზე წამოხტა და სახლიდან გამოვარდა. თურმე ამით ბატონი კოს'წ'ია შეურაცხყო და ქალბატონ დარეჯანს გული ატკინა. საშინლად გაცხარებული იყო. ზუსტად იცოდა, რომ ხვალ არანაირი ლაპარაკი არ შედგებოდა. დღეიდან დაშა აღარ არსებობდა. ის ერთი ფულზე და ბიჭებზე დახამებული გოგო იყო, რომელსაც კაბის სიგრძე მიაჩნდა მთელ ქვეყნიერებად!
-ჩემი ტუჩსაცხის ფასი იმაზე ორჯერ მეტია, რასაც შენ ალბათ ერთ თვეში ამ მათხოვრულ სამუშაოზე გაძლევენ!-გააჯავრა აწ უკვე ყოფილი შეყვარებულის დედას.-თქვენი გაიძვერობით ნაშოვნი მილიონერები ვის რაში სჭირდება!
დაბლა დაგდებულ სიგარეტის კოლოფს ფეხი ჰკრა და ჯიბიდან ამღერებული მობილური ამოიღო. თავიდან დაშა ეგონა, მაგრამ ისიც ნოესავით თამოყვარე იყო, სწორედ ამიტომ ეკრანზე სულ სხვა ნომერი ეწერა... თან რაღაც სხვანაირი... სხვანაირი!
-გისმენთ!-გაცხარებულმა ჩასძახა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-გილოცავთ! ბედის ლატარიაში გაიმარჯვეთ! თქვენ მოიგეთ საგზური იმ ქვეყნად! კიდევ ერთხელ გილოცავთ!-მოისმა მეორე მხრიდან და ნოემ გაოცებაც ვერ მოასწრო, რომ მანქანის ფარების შუქმა თვალი მოსჭრა. ჯერ ის ვერ გაეაზრებინა, რა მოხდებოდა მერე, რომ ძლიერი დარტყმა იგრძნო...
შემდეგ?
შემდეგ სამი რამ იყო...
სიბნელე, ტკივილი და... ალბათ სიკვდილი!

ეგონა ქუთუთოებზე დიდი ლოდები ეწყო და თვალებს ვერასდროს გაახელდა, მაგრამ დიდი ტკივილის ფასად მაინც გაახილა. დაბინდული მზერა ოთახს მოატარა და იფიქრა, ალბათ საავადმყოფოში ვარო. შეეცადა გაეხსენებინა ის ყველაფერი, რაც საბედისწერო დარტყმამდე მოხდა. დაშა... მისი მშობლების ლანძღვა... დაშორების გადაწყვეტილება... გრძნობების წამში გაქრობა... ტელეფონზე ზარი... მილოცვა და... ის სინათლე! აშკარაა, რომ სატელეფონო ზარი რაღაც მხრივ დაკავშირებული იყო ავარიასთან და ნოესაც ვიღაცამ წინასწარ შეატყობინა ის, რაც გარდაუვალი იყო.
უფრო დაკვირვებით მიმოათვალიერა ოთახი და მიხვდა, რომ ეს საავადმყოფოს პალატა სულაც არ იყო. დაჯახებისას ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომ მინიმუმ ინვალიდი უნდა ყოფილიყო ახლა. სინამდვილეში კი ერთი ორგანოს ტკივილსაც ვერ გრძნობდა. საღსალამათი იყო. სრულიად ჯანმრთელი. არც კათეტერზე იყო მიერთებული და არც ცხვირ-პირზე ეკეთა სასუნთქი აპარატი.
-მაშ, რა ხდება?-ჩაიბურტყუნა და წამოჯდომა სცადა.
-იწექით, იწექით.-გვერდიდან მოესმა ნაცნობი ხმა და სანამ იმ მხარეს გაიხედავდა, დაფიქრდა, თუ საიდან ეცნობოდა ეს ლაღი და სასიამოვნო ტემბრი. მობილური! სწორედ ამ ვიღაცამ დაურეკა მობილურზე და აქაც სწორედ მის გამო იყო!
თავი გვერდით მიაბრუნა და ახალგაზრდა ქალი დაინახა. ქერათმიანი, ცისფერთვალება, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ოდნავ კეხიანი ცხვირით და პატარა ტუჩებით... ეს უკანასკნელი ორი რამ მის გარეგნობაში არ მოეწონა. მიჩვეული იყო დაშას ლამაზ და პატარა ცხვირს, ეს ერთი! ტუჩები კი თოთხმეტი წლიდან დიდი და გაბუშტული ხიბლავდა... მექალთანე ყოველთვის ორი კრიტერიუმით აფასებს ქალს, მკერდით და საჯდომით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნოე ქალის თვალებში ჩამძვრალიყო და იქიდან ამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობდა.
-გაა...მარჯობა.-ენის წვერზე დასკუპებული სიტყვები უკუაქცია და თავაზიანად მიესალმა ქალს.
-გამარჯობა.-უშუალოდ გაუღიმა ქალმა. ისე კი არა, დაშა რომ მაცდუნებლად და ეშმაკურად იღიმოდა. არა, ეს სხვანაირი ღიმილი იყო... არც ისე მომხიბვლელი, მაგრამ წრფელი და გაუაზრებელი.
-მე_ნოე, თავად?-პირდაპირ ''საქმეზე'' გადავიდა ჯაყელი.
-ტიპური ''ბაბნიკის'' პირველი სიტყვები და მისი ოინები?-მიუხვდა ქალი. ის ისევ ისე იღიმოდა. მელაკუდისებრი ცბიერობა მასში არ იყო... ან ნოე ვერ ხედავდა.
''ერთი ასეთი ეგზემპლარიც ხომ გვინდა!''-ასე ფიქრობდა და სულაც არ იყო მისი მსჯელობა არასწორი.
-ზედმეტად გამოცდილი ხომ არ ხარ?-ღიმილი პირზე შეაშრა მამაკაცს.
-გაგიკვირდება, მაგრამ ცდები. აქ ხშირად არ შემხვედრიან მექალთანეები. ისინი უფრო იმ ქვეყნად არიან.-ხელით რაღაც მოძრაობა გააკეთა ქალმა.
-იმ ქვეყნად? იმ ქვეყნად მკვდრები არ არიან?
-ა, მგონი შენ ჯერ კიდევ ვერ გაერკვიე. ახლა იმ ქვეყნად, ანუ ამ ქვეყნად ხარ და შენი ქვეყანა იმ ქვეყნით უნდა მოიხსენიო.-განუმარტა და მამაკაცის გაოგნებული სახის დანახვაზე თავი მოიქექა.
-რა-ა?-ფეხზე წამოვარდა ნოე. მას ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა ის, რასაც ისმენდა, რასაც ხედავდა და რასაც... ყნოსავდა?! არა, გონება უკვე ზედმეტად არეოდა. პირჩამოვარდნილმა გააფაციცა თვალები და ბოლოს ისევ თეთრხალათიანი ქალისთვის მოუწია თვალის გასწორება.-მართლა?
-ასე ძალიან გიყვარს ის ქვეყანა? მე პირადად მიხარია, აქ რომ ვარ.-ხალისიანად წამოიძახა ქალმა.
-შენ... ისა... რა გქვია?-მისი სახელის უცოდინრობის გამო დაიბნა ნოე.
-მე... ისა... მქვია... ნადია!
-რა? ისევ რუსი?-მთლად გადაირია ჯაყელი.
-კარგი, გეხუმრე. ტაისია მქვია.-მის დამფრთხალ გამომეტყველებაზე ჩაიცინა ქალს.
-ესე იგი ყველაფერი იცი?-ხელები დაუშვა მამაკაცმა.
-სულ, სულ ყველაფერი! ის, რომ დაიბადე 1989 წლის 4 ოქტომბერს, გქვია ნოე და გვარად ხარ ჯაყელი. ერთი წელია შეყვარებული ხარ დაშა ხრუშჩოვკზე. მამამისი ვითომ ძალიან მაგარია, მაგრამ შავზე შავ საქმეებშია გარეული და ეს დაშამაც კარგად იცის და დედამისმაც. გუშინ საღამოს დაშორდისავით. დღეს უნდა შეხვედრილიყავით, მაგრამ მე ხელი შეგიშალეთ. აქ ორ კვირაში მაინც აღმოჩნდებოდი, მაგრამ მე ეს ყოველივე დავაჩქარე, რათა იმ საზიზღარი გოგოს მონობისგან გამეთავისუფლებინე.
ჯაყელი მოინუსხა ტაისიას ინტონაციით. ყველა სიტყვას რაღაცნაირად წარმოთქვამდა. თან ალალად, თან თბილად, თან ხალისით, თან სიყვარულით... და სანამ თვალები რამდენჯერმე არ დაახამხამა, ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა ქალი! რას შთააგონებდა თავისი განსაკუთრებული ძალით, რომლისთვისაც ჯერ ვერ დაერქმია სახელი.

^^^
არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი, რა გითხრათ...
წინა ისტორია რომ ვერ დავამთავრე, ამაზე ხომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მარტო ეს არ არის ჩემი წუხილის მიზეზი... ისეთ ჟანრს შევეჭიდე, რომელშიც გამიმართლებს თუ არა, აზრზე არ ვარ და ამიტომ განსაკუთრებულად ველოდები თქვენს შეფასებებს.
ის, რომ აწმყო არ არის და წარსულია, მარიამის ''დამსახურებაა'' და იმედია ამით მაინც გამოვასწორებ ჩემს დანაშაულს, უპასუხისმგებლობას... ეს უკვე მეოთხე დაუსრულებელი ისტორიაა, თუმცა თავს იმით ვიმართლებ, რომ ამაზე ოთხჯერ მეტი დასრულებული მაქვს {აქ კმაყოფილი ვიცინი}
გეტყვით, რომ ძალიან ბევრი სახალისო, უცნაური და არაამქვეყნიური რამ გელოდებათ, თუმცა მერე ამქვეყნიურებსაც რომ შევურევ, მთლად დაიბნევით.
ეს იქნება სასიყვარულო ფანტასტიკა, რომელმაც ყველანაირად ვეცდები, რომ თქვენი მოწონება დაიმსახუროს!
უყვარხართ სოფიკოს...
და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს!



№1 სტუმარი Sali

Sainteresoa gagrdzele :*

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ბრჭყალებს რატომ იყენებ ამ სიტყვების დროს? "დაიჩხავლა", "ბაბნიკი", "საქმეზე"... მხოლოდ შენ არა, სხვებთანაც შევხვედრივარ... პრონციპში მესმის, რატომაც... მაგრამ ვფიქრობ არაა საჭირო... ისედაც ხომ გასაგებია, რომ გადატანითი მნიშვნელობით ამბობ ;)
ისტორიას კიდევ რაც შეეხება: მეტი არ მინდა დაუსრულებელი დატოვო... უკვე ვიცი, რომ კარგად გავერთობი. პირველივე თავი მშვენიერია... რაღაც შეცდომები შემხვდა აქა-იქ მარა ეგ არაფერია...
ნოე დიდად არ მომწონს, მაგრამ ვნახოთ ერთი რას გვიმზადებ :დდ
წარ მა ტე ბე ბი!!! <3

 


№3  offline მოდერი sopiko

Sali
Sainteresoa gagrdzele :*

გმადლობ, აუცილებლად. love
lullaby
ბრჭყალებს რატომ იყენებ ამ სიტყვების დროს? "დაიჩხავლა", "ბაბნიკი", "საქმეზე"... მხოლოდ შენ არა, სხვებთანაც შევხვედრივარ... პრონციპში მესმის, რატომაც... მაგრამ ვფიქრობ არაა საჭირო... ისედაც ხომ გასაგებია, რომ გადატანითი მნიშვნელობით ამბობ ;)
ისტორიას კიდევ რაც შეეხება: მეტი არ მინდა დაუსრულებელი დატოვო... უკვე ვიცი, რომ კარგად გავერთობი. პირველივე თავი მშვენიერია... რაღაც შეცდომები შემხვდა აქა-იქ მარა ეგ არაფერია...
ნოე დიდად არ მომწონს, მაგრამ ვნახოთ ერთი რას გვიმზადებ :დდ
წარ მა ტე ბე ბი!!! <3

დიდი მადლობა, მარიამ love
ხო, ბრჭყალებს რაც შეეხება, კი, შეიძლება სულ რომ არ დავწერო... თუ გინდ ჩასვამ, თუ გინდ არა, მაგრამ მე ხელი მაქვს შეჩვეული და...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent