შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მეოცე თავი)


4-06-2016, 20:49
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 083

ყველა ნიკას სიტყვებს ელოდებოდა, მაგრამ მოულოდნელად მან გონება დაკარგა და გაითიშა. ყველა მას მივარდა დავით ცაბაძე კი წამოდგა და კარისკენ გაიხედა. იქ მისი ასაკის მამაკაცი იდგა, რომელმაც ირონიულად ჩაიცინა და დარბაზი დატოვა. მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ის კაცი იქნებოდა თანამზრახველი. მაშინვე ცაბაძესთან მივედი ხელი დავავლე და თან გავიყოლე
- ლიზ, რას აკეთებ, სად მივდივართ?
- წამომყევი...
- კარგი, მაგრამ რატო?
- ამ კაცს ხედავ? წინ მიმავალ კაცზე მივუთითე, რომელიც რამდნეიმე წუთის წინ სასამრთლო დარბაზში ვნახე.
- ვხედავ მერე?
- იცნობ?
- კი, მამაჩემის მეგოაბრია.
- რა?
- სახელი მითხარი.
- კახა ჰქვია რა იყო, მითხარი.
- როდესაც ნიკამ გონება დაკარგა, ეს კაცი კართან იდგა და მაგ დროს მამაშენმა მას შეხედა და ისე გაიღიმა ორივემ, რომ...
- რომ რა?
- მგონია, რომ ეს კაცია თანამზრახველი. ნიკა მოწამლეს, რომ არაფერი ეთქვა სასამართლოზე.
- რა? რას ამბობ, სულ გაგაიჟდი?
- არა, არ გავგიჟებულვარ. აბა რა დაემართა ნიკას შენი აზრით?
- ექიმმა თქვა, რომ ნერვიულობის ბრალი იყო.
- კაი რა, დარწმუნებული ვარ მოწამლეს, რომ არაფერი ეთქვა. ამმაშენს აწყობს, რომ მისი თანამზრახველი თავისუფალი იყოს, რათა ციხიდან გამოვიდეს.
- კარგი ლიზი, მაგრამ ახლა რა ვქნათ?
- ეს კაცი დაიჭირე, რომ არ გაიქცეს. მე კი მოსამართლეს დაველაპარაკები.
- მაგის უფლბა არ მაქვს, ლიზ.
- ვიცი, მაგრამ სხვაშეთხვევაში შეიძლება გაიქცეს.
- კარგი იჩქარე, ლიზ სასამრთლოს უნდა დავუმტკიცოთ, რასაც შენ ამბობ.
- კარგი.
მე სასამრთლო დარბაზში წავედი, ჩემი იურისტი მოვძებნე და ყველაფერი ვუთხარი. ის მოსამართლესთან მივიდა და დალაპარაკებას შეეცადა. დიდი ხანი ვერ არწმუნებდა, ამგრამ ბოლოს დაითანხმა, რომ ნიკას ორგანიზმი გამოეკვლიათ და გონების დაკარგვის მიზეზი გაეგოთ. ნიკას ანალიზები ჩაუტარეს და პასუხებს ელოდებოდნენ. მე კი მანამდე მის პალატაში შევედი. ის ისევ გათიშული იყო. მისი გონზე მოსვლა მინდოდა, რომ დავლაპარაკებოდი, მაგრამ გონზე არ მოდიოდა. შემდეგ უცანური ფეხის ხმა მომესმა და სააბაზანოში დავიმალე. ვიღაც კაცი შემოვიდა ექიმის ფორმით და რაღაც წამლის შეყვანა უნდოდა ნიკას ორგანიზმში. ჩემს იურისტს სმს გავუგზავნე, რომ პოლიციასთან ერთად სასწრაფოდ მოსულიყო. ექიმმა ნემსში წწმალი შეიყვანა და უკვე გაკეთებას უპირებდა. მცირე დოზა შეიყვანა და ნიკას გულმა გაჩერება დაიწყო. ამ ყველაფერს ვიდეოთი ვიღებდი. თუმცა ეს რომ დავინახე, სასწრაფოდ მივედი და იმ ექიმს თავში ჩავარტყი. ამ დროს პოლიციაც მოვიდა. მაშინვე ვუთხარი ყველაფერი და სხვა ექიმი გამოიზახეს. ნიკას გული ნელ-ნელა ფეთქვას წყვეტდა. სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს. პოლიციამ კი ის ექიმის ფორმაში გადაცმული კაცი დააკავა. ის კაცი სასამართლო დარბაზში შეიყვანეს და ბრალდებულის ადგილას დასვეს. შევამჩნიე როგორ არ ესიამოვნა ეს დავითს და მივხვდი, რომ მისი ხელი ერია ამ საქმეში. ჩემს იურისტს ვთხოვე ამ ვითომ ექიმისთვის ყურადღება მიექცია და მასთან დავითი არ მიეშვა, მე კი ნიკას სანახავად წავედი. პალატასთან, რომ მივედი ფანჯრიდან დავინახე რამდენად ცუდად იყო. სუნთქვა უჭირდა და პულსიც ეცემოდა. ექიმები ცდილობდნენ გადაერჩინათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. თუმცა შემდეგ პულსაცია დარეგულირდა და მეც შვებით ამოვისუნთქე. თუმცა მაინც ჩემს თავს ვადანაშაულებდი, ის კაცი რომ არ შევაჩერე სანამ ნემსს გაუკეთებდა. ნიკა პალატაში გადაიყვანს, მე კი ისევ სასამართლო დარბაზში დავბრუნდი. ჩემს იურისტს შესაძლო სედეგებზე ვესაუბრებოდი, როცა გამოაცხადეს, რომ სასამართლო პროცესი იწყებოდა. დარბაზში მოსამართლე შემოვიდა და სიტყვის უფლება იმ კაცს გადასცა, ვინც ნიკას მოკვლა სცადა. დავითს სახეზე ფერი აღარ ქონდა, რადგან იცოდა, რომ ეს კაცი ყველაფერს იტყოდა. მეც ვნერვიულობდი იმიტომ, რომ არ ვიცოდი ცაბაძე სად წავიდა ან რა მოახერხა. ის კაცი ჯერ ჩუმად იდგა, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ ნიკას მოკვლა კახა ნუცუბიძემ დაავალა. ჩემი იურისტი მაშინვე შეტევაზე გადავიდა
- ვინ არის კახა ნუცუბიძე და რა კავშირი აქვს მას ამ საქმესთან?
- ის.. ის დავით ცაბაძის ბიზნეს პარტნიორი და ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელია.
- რატომ უნდოდა მას ნიკა გველესიანის მოკვლა?
- არ ვიცი... მე მხოლოდ დავალება შევასრულე.
- დარწმუნებული ვარ მიზეზიც იცით...
- არ ვიცი.. მე მხოლოდ ბრაძანების შესრულება მევალებოდა. შემდეგ დვითის იურისტმა პროტესტი გამოთქვა, რომ ეს უკვე ზეწოლა იყო და ცემი იურისტი იძულებული გახდა შეჩერებულიყო. ამ დროს ნიკას ანალიზის პასუხები მოიტანეს და მოსამართლეს გადასცეს. მოსამართლემ ამოიკითხა პასუხი და სასწრაფოდ მოითხოვა კახა ნუცუბიძის დაკავება, რადგან ის სავარაუდო დამნაშავე იყო, ნიკა გველსიანის მკვლელობის მცდელობაში. ნიკა მართლაც მოწამლული იყო და ჩემი ვარაუდიც დამტკიცდა. თუმცა კახა სად იყო არავინ იცოდა, ამიტომ მის საძებნელად მოსამართლემ პოლიცია გაუშვა. დავითს კი ისევ ირონიულად გაეღიმა, რადგან ეგონა, რომ კახა გაიქცეოდა. პოლიცია წასვლას აპირებდა, როდესაც კარი გაიღო და კახა შემოიყვანეს, უკან კი ცაბაზე მოჰყვებოდა. ამან ძალიან გამახარა და დაბოღმილ დავითს გამარჯვების თვალებით შევხედე. კახა ბრალდებულის სკამზე დასვეს და მოსამართლე მაშინვე პირდაპირი კითხვით გადავიდა.
- რატომ შეუკვეთეთ ნიკა გველესიანის მოკვლა?
- მე არაფერი შემიკვეთავს.
- ტყუილს აზრი აღარ აქვს. აღაირებითი ჩვენება გვაქვს და მაგის საფუძველზე მოწამვლაშიც და შემდეგ მეორედ მკვლელობის მცდელობაშიც გედებათ ბრალი, ამიტომ სიმართლე თქვით.
- მე არანაირი მკვლელობა არ ჩამიდენია.
- აღიარება სასჯელს შეგიმსუბუქებთ.
- არაფერი ჩამიდენია, ამიტომ სასჯელიც არ არსებობს.
- თქვენი ნებაა... კახას დანაშაული უკვე აშკარა იყო, თუმცა იმის დამტკიცებაც საჭირო იყო, რომ ის დავითის თანამზრახველია. ამიტომ სიტყვა ჩემმა იურისტმა მოითხოვა.
- საიდან იცნობთ დავით ცაბაძეს?
- ის ჩემი ბიზნეს-პარტნიორია.
- არა მარტო ბიზნეს პარტნიორი, ის თვქენი თანამზრახველიცაა.
- არა, მაგ მხრივ ჩვენს შორის კავშირი არ არსებობს.
- მაშინ რატომ შეუკვეთეთ ნიკა გველესიანის მკვლელობა?
- ეს მე არ გამიკეთებია.
- იმ ექიმმა, რომელიც თქვენ დაიქირავეთ ეგ უკვე აღიარა, ამიტომ ტყუილს აზრი აღარ აქვს.
- რომელმა ექიმმა? იურისტმა იმ კაცისკენ მიუთითა კახას. კახა მიხვდა, რომ აზრი აღარ ქონდა ტყუილს.
- მე შევუკვეთე, მაგრამ დავითი რა შუაშია მანდ?
- მან დაიქირავა ნიკა გველესიანი, ლიზი ზედგინიძის გასატაცებლად და თქვენ კი მისი მოწამვლა სცადეთ.
- ჩვენს შორის კვაშირი არ არსებობს.
- მასინ რატომ მოწამლეთ ნიკა გველესიანი? კახა გაჩუმდა, ალბათ პასუხის მოფიქრებას ცდილობდა.
- ეგ თქვენი საქმე არა. ამ დროს დავითის ადვოკატმა კვლავ პროტესტი გამოთქვა, თუმცა ისევ უარი მიიღო.
- იმიტომ ხომ არა, რომ ნიკა გველესიანი თქვენს მხილებას აპირებდა?
- რა მხილებას?
- აპირებდა ეთქვა თქვენი დანაშაულის შესახებ.
- არა მე არ ვარ გარეული არაფერში.
- მაშინ რატომ დაურეკეთ, ნიკა გველესიანს იმ დროს, როცა ლიზი ზედგინიძე გატაცებული იყო?
- რააა... მეე... სხვასაქმე მქონდა.
- რა საქმე?
- პირადი საქმე.
- ეს სასამრთლოა და ყველაფერი უნდა თქვათ.
- დავალება მივეცი.
- რა დავალება?
- სამსახურთან დაკავშიდებით.
- რომელ სამსახურთან? გატაცების საქმეზე? კახას უკვე სიმწრის ოფლი სდიოდა.
- არა, კომპანიის საქმეზე.
- ის თქვენთან არ მუშაობს. ჯერ უნივერსიტეტში სწავლობს და არც თქვენი ტანამშრომელია. ტყუილებს მორჩით.
- კარგით... მე მას დავურკე იმიტომ, რომ გატაცების საქმეზე დავლაპარაკებოდი. მე ვარ დავითის თანმზრახველი და ნიკას მკვლელობაც მე შევუკვეთე, რადგან სხვა გზა არ ქმონდა, ის სიმართლეს იტყოდა.
ჩემი იურისტი კმაყოფილი დაუბრუნდა ადგილს, კახა კი ბრალდებულების ადგილას გადაიყვანეს. შესვენება გამოცხადდა, სანამ მსაჯულები განაჩენს გამოიტანდნენ. ყველანი მოსაცდელ დარბაზში გავედით, ბრალდებულების გარდა. მათ დარბაზის დატოვების უფლება არ მისცეს. სასამართლო პროცეესი ყვლავ დაიწყო და მოსამრთლეს, მსაჯულების გადაწყვეტილება მიაწოდეს. მე ცაბაძეს შევხედე მან კი გამიღიმა. მოსამრთლემ კი სუყველას სასჯელი ცალ-ცალკე გამოაცხადა. ნიკა გველესიანი- გიორგი ზედგინიძის მკვლელობა, გატაცება, სასამრთლოსთვის სიმართლის დამალვა, პატიმრობა 20 წლით. დავით ცაბაძე- იაკობ ზედგინიძისა და მისი მეუღლის მკვლეობა; ელიზაბედ ზედგინიძის გატაცების გეგმირება და მისი მკვლელობის შეკვეთა. 40 წლით თავისუფლების აღკვეთა. კახა ნუცუბიძე- თანამონაწილეობა ელიზაბედ ზედგინიძის გატაცებაში. ნიკა გველესიანის მკვლელობის მცდელობა და სასამრთლოსთვის სიმართლის დამალვა- 15 წლით პატიმრობა. შემდეგ იმ დაქირევებული მკველის და ნიკას მეგობრის სასჯელიც გამოაცხადა, რომელთაც 5 წელი მიესაჯა თითოეულს. მოსამართლემ სასამართლო პროცესი დაასრულა, ბრალდებულები დააპატიმრეს, მაგრამ მანამდე დავითმა ირაკლისთან საუბარი მოითხოვა.
- ეს რატომ გააკეთე? იმ გოგოს რატომ დაუჭირე მხარი?
- ის გოგო როგორც შენ ეძახი მიყვარს და მალე ცოლადაც მოვყვან, შენ კი მაგდენი დანაშაულისთვის სასჯელს ნამდვილად იმსახურებდი.
- მე მამაშენი ვარ და ამას ვერ შცვლი ირაკლი.
- მრცხვენია, რომ შენნაირი მამა მყავს. შენ აღარ ხარ მამაჩემი.
- შე ლაწირაკო, დედაშენივით სუსტი ხარ. ისიც გრძნობებს აჰყვა და სწორედ მაგას შეეწირა. მისი ასლი ხარ.
- ვამაყობ კიდეც რომ მას ვგავარ და შენნაირი ცხოველი არ ვარ, დავით ცაბაძე.
- ხოდა იამაყე, ჩემი ქონებიდან ვერაფერს ვერ მიიღებ ვერასდროს. ღარიბ- ღატაკი დარჩები.
- მირჩევნია ღარიბი ვიყო და რირრსეული, ვიდრე მიდიდარი და შენნაირი უგულო
- ეგ ღირსება არ გაცოცხლებს ქვეყნად, ცხოვრებისთვის ფულია საჭირო, რომელსაც ჩემგან ვერ ეღირსები. შემდეგ მე ჩავერთე საუაბრში
- მაგას უკვე ეღირსა.
- რაა? ორივემ ერთად თქვა.
- დიახ. თქვენ, თქვენი ნებით გადაეცით თქვენს შვილს მთელი ქონება. ვუთხარი და საბუთები ვაჩვენე, რომელზეც თვითონ მოაწერა ხელი და მთელი ქონება ირაკლის გადაუფორმა.
- რაა? არა ეს როგორ მოხდა? გაკვირვებული იყო დავითი და ცოტა გავრზებულიც.
- ძალიან მარტივად, ამ საბუთებს თქვენ ხელი მოაწერეთ და თქვენი მთელი ქონება ირაკლის მიეცით. ახლა თქვენ აღარაფერი გაგაჩნიათ. არ ინერვიულოთ, ციხეში ამინც არ დაგჭირდებათ, ირაკლი კი თქვენს ქონებას გონივრულად განკარგავს ეჭვიც არ მეპარება.
- არა, შეუძლებელია. ეგ ჩემი ქონებაა და მას არ მივცემ. მითუმეტეს იმის შემდეგ რაც მან გამიკეთა.
- მას რაფერი გაუკეთებია ცუდი, უბრალოდ სიმართლის და სიკეთის მხარე დაიჭირა. რაც შეგეხებათ თქვენ, დიდი ხანი ვერ გამოხვალთ ციხიდან. მშვიდობით!!!
მე კმაყოფილი წავედი იქიდან, მამა-შვილი კი გაიცებულები დავტოვე. ცოტა ხანში დავითი საკანში გადაიყვანეს ცაბაძე კი მე დამედევნა. დავითი ყვირილს არ წყვეტდა
- ინანებ, გაფრთიხლებ ელიზაბედ ზედგინიძე, ინანებ ამას. ის ყვიროდა მე კი ამაყად მივდიოდი, რადგან მისი არ მეშინოდა, ოდანვაც კი. მან სამაგიერო მიიღო ყველაფრისთის რაც დააშავა და იმსახურებდა კიდეც. მე ფიცი დავდე და შევასრულე. შური ვიძიე ყველაზე და ყველაფრის გამო. ამ დროს ცაბაძე დამეწია, შემაჩერა და კითხვები მომაყარა.
- ლიზი, ეს რას ნიშნავდა?
- არაფერს. მე ის გავაკეთე რაც საჭიროდ ჩავთვალე.
- მამაჩემს ქონება როგორ წაართვი?
- ისევე ადვილად, როგორც მან წამართვა ოჯახი. მე დავიფიცე, რომ ყველაფერს ინანებდა და სიტყვა შევასრულე.
- ლიზი, ხომ იცი მააგს არ ვგულისხმობ, როგორ მოახერხე, რომ მამაჩემისტვის მაგ საბუთებზე ხელი მოგეწერინებინა?
- სიმართლე გითხრა ეგ არც მე ვიცი.
- როგორ თუ არ იცი?
- სანამ შენთან მოვიდოდი სავადმყოფოში ეს საბუთები მანამდე შევადგინე, შემდეგ კი შენგან როცა წამოვედი თქვენს სახლში გავიარე. მამაშენი იქ დამხვდა და გადავწყვიტე საქმე ბოლომდე მიმეყვანა, ვიცოდი რომ რისკი იყო, რადგან შეიძლებდა საბუთების წაკითხვა მოენდომებინა, მაგრამ ამინც გავრისკე და გავიმარჯვე. საბუთებზე ხელი მოაწერა და მთელი ქონება შენ გადმოგიფორმა. გილოცავ ცაბაძე!
- ლიზი, მართლა მაოცებ მუდმივად ლამაზო!
- რა თქმა უნდა ცაბაძე, მე ხომ ელიზაბედ ზედგინიძე ვარ. ვუთხარი და გავუღიმე. მანაც გამიღიმა და ორივემ დავოტვეთ სასმართლოს შენობა. სახლამდე ისე მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მანქანიდან გადმოვედი და სახლში ასვლას ვაპირებდი, მაგრამ შემაჩერა და მანქანაზე ამაყუდა.
- რა მოხდა?
- რაღაც ხომ არ დაგავიწყდა, ჯიუტო ლამაზმანო?
- არა... გამომცდელი და ეშმაური თვალებით სევხედე და გაძრომას შევეცადე, მაგრამ ამხელას აბა სად გავექცეოდი.
- მე ვფიქრობ, რომ დაგავიწყდა. მოულოდნელად მასზე ავეკარი და გაამლებით დამიწყო კოცნა. იმდენი ხანი იყო არ მყავდა ნანახი, რომ მეც ავყევი, მაგრამ მალე ორივე გონს მოვეგეთ და მაშინვე შევჩერდით.
- მგონი გეყოფა. ისევ ეშმაკურად გავუღიმე და კორპუსისაკენ წავედი. სანამ შევიდოდი ერთხელ კიდევ შემოვხედე და გავუღიმე, შემდეგ კი სახლში ავედი. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი და მაშინვე ჩემს ოთხაში შევედი. აივანზე გავედი და დავინახე, რომ მეორე აივანზე ცაბაძე იყო გამოსული. მაშინვე სმს მომივიდა.
- მიყვარხარ !!! არც მე დავაყოვნე
- მეც მიყვარხარ ცაბაძე.
- ლამაზო, დღეს ერთ ადგილას მინდა დაგპატიჟო და წამოხვალ?
- და სად გააჩნია?
- ეგ სიურპირიზია.
- კარგი.
- კაი მაშინ საღამოს 8-ზე გამოგივლი და მზად იყავი.
- ოკ.
ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი ყველაფრის გამო, თუმცა შემდეგ ჩემი ძმა გამახსენდა და სევდა ისევ შემომაწვა. გადავწყვიტე მის საფლავზე მივსულიყავი. გზაზე ვარდები ვიყიდე და საფლავზე წავედი. გზაზე ვფიქრობდი, რამხელა განსხვაება იყო ჩემს წინა მისვლასა და ახლანდელს შორის. მაშინ რომ მივედი, განადგურებული ვიყავი, თუმცა მებრძოლი სული მქონდა. ახლა კი ძალიან კარგად ვარ, თუმცა რაღაც მაინც მაწუხებს. ალბათ ის, რომ ამ ყველაფერს ჩემი ძმა შეეწირა. ახლა ის საოცრად მენატრებოდა და მის გარეშე საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი, რომელსაც ვერც ეს შურისძიება და ვერც სიყვარული ავსებდა. ჩემი ძმის საფლავს მივუახლოვდი და ქვაზე მომღიმარი ჩემი ძმის სახე, რომ დავინახე სევდა მომაწვა. ყველაფერი გაამხსენდა რაც ერთად გადავიტანეთ და საოცარი სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. მე ჩემი თავით კი არა ჩემი პატრა ძმით ვამაყობდი, რომლემაც ამდენი გადაიტანა და მაინც ბოლომდე იბრძოდა, რომელმაც პატარა ასაკში დაკარგა მშობლები, მაგრამ არ დანებდა. ის არ დანებდა ამ სასტიკ რეალობას და ცხოვრება მაინც გააგრძელა. ვიცი მასაც ძალიან სტკიოდა ობლობა და აკლდა მშობლები, მაგრამ არ მაჩვენებდა, რადგან იცოდა რომ ეს უფრო მეტად მატკენდა გულს. იმ შემთხვევის შემდეგ მე ძალიან გულცივი გავხდი, მაგრამ ჩემი ძმა არ შეცვლილა, იმი გამო რომ ჩემთვისაც ძალა მოეცა ცხოვრების გაგრძელების. მისი მხარში დგომით მოვედი აქამდე და დღესაც ცოცხალი მისი წყალობით ვარ. სწორედ ამიტომ მიყვარდა ჩემი ძმა და ახლა საოცრად ვამაყობდი იმით, რომ ასეთი ძმა მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო ვიცოდი სადაც არ უნდა ყოფილიყო იქიდან დამიცავდა. ვარდები საფლავზე დავაწყვე და საფლავთან დავიხარე. მინდოდა ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო ან რა მეთქვა. ბოლოს მხოლოდ სამი სიტყვა ვუთხარი და იქაურობა დავტოვე
- ჩვენ გავიმარჯვეთ, ძამიკო!



№1  offline წევრი isterichka123

კაი გაგრძელე ნუ აგვიანებ

 


№2  offline წევრი Shorena Quqchishvili

isterichka123
კაი გაგრძელე ნუ აგვიანებ
მადლობა, ხვალ ამ ისტორიის დასასრულს დავდებ, იმედი მაქვს მოგეწონებათ love
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent