შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [10]


4-06-2016, 23:38
ავტორი N7
ნანახია 3 515

10
– მე და შენ მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით, – ღიმილით ამოუდგა გვერდზე სანდრო თიკას, რომელიც ახალგაღვიძებული ყავას ამზადებდა.
– რატო? – გაეცინა გოგოს.
– შენ ყავას ამზადებ დილით, მე მასზე ვგიჟდები! – აღნიშნა, ხელი ააღებინა და აკოცა. – გთხოვ, დეპრესიას ნუ აიძულებ, რომ გაგწიროს, ცხოვრება დაგინგრიოს... – ხელიდანვე ამოხედა სევდიანი თვალებით.
– ვერ შეგპირდები, თუმც შევეცდები! – ტკივილიანი ღიმილი მოეფინა სახეზე.
– უნდა შემპირდე, სხვაგვარად არ გამოვა, – თვალი ჩაუკრა. – რა ნაზი და გემრიელარომატიანი კანი გაქვს... და რა ლამაზი თითები! – თვალები დახუჭა და ლოყით მის ხელს მოეფერა.
– მორჩი! – გაიცინა და ხელი ლოყიდან ააცალა.
– მართლა! – გაეცინა ბიჭსაც.
– ტკბილი ყავა გიყვარს? – სწრაფად შეეცადა თემის შეცვლას თიკა.
– ტკბილი შენც ეყოფი სამზარეულოს.
– მორჩი! – გაეცინა ისევ, – რამდენი? – შაქარზე ანიშნა.
– ერთი საკმარისია, – მხრები აიჩეჩა და დახლთან დაჯდა. – ძალიან ლამაზი ხარ! – რამდენიმე წუთის შემდეგ აღნიშნა ღიმილით.
– მადლობა, შენც! – თვალი ჩაუკრა და ყავა ჭიქებში გაანაწილა.
– მეც? – გაეცინა სანდროს და მის მოპირდაპირედ მინას შეხედა, რომელზეც თავისი ანარეკლი მოჩანდა. – სიმპათიურს იძახიან კაცებზე, არადა!
თიკამ ტუჩი ძლიერად მოიკვნიტა, შერცხვენილს ალმური აუვიდა. ჯერ ასეთი კომპლიმენტი და შემდეგ უკმეხი შენიშვნა... ეს ბიჭი რამეს დამართებდა ერთ დღეს.
– ოჰ, მაპატიე, არასდროს დამჭირვებია ვინმესთვის მსავსი კომპლიმენტის თქმა... – კოპები უკმაყოფილოდ შეკრა და დახლთან სანდროს გვერდით დაიკავა ადგილი.
– ძალიან კარგი. მიყვარს პირველობა! – წარბები ზემოთ აზიდა და ბედნიერი გამომეტყველებით მიაჩერდა სიწითლისგან შეწუხებულ გოგოს.
– ძალიან ნუ გაგიტკბება! – უპასუხა მკაცრად, შუბლგაუხსნელად.
– შენ რომ ძალიან დაგიტკბა ყავა, დიდი ამბავი მეც გამიტკბეს პირველობა!
– სანდრო, მორჩი, – სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აკისკისდა.
– მართლა, რამ გაგაგიჟა წუხელ? – მიმიკები გაასწორა.
დახლზე დადებული ხილის ვაზიდან ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაახრამუნა.
თიკაც დასერიოზულდა, რადგან გაახსენდა, როგორი პრობლემები ჰქონდა მის მშობლებს. ამის გახსენებაზე ისიც მოაგონდა, რომ ნინო არ გაუფრთხილებია.
– ღმერთო! – წამოიძახა აღშფოთებით და მაღალი სკამიდან ლამის ჩამოხტა.
– რა მოხდა? – დააწია სიტყვა, თიკას ქცევით გაოცებულმა ბიჭმა.
– დედაჩემისთვის არ დამირეკავს... გადაირევა! – ყვირილით დაიძახა შორი მანძილიდან.
ოთახში შევიდა და ტუმბოზე მიგდებული ტელეფონი აიღო. ჩართო. ნერვიულობისგან გული კინაღამ საგულედან გადმოუვარდა. თავის თავზე ბრაზობდა, ეს უნდოდა კიდევ ნინოს? მოკვდებოდა ნერვიულობით... ჩართულ ტელეფონზე შეტყობინებები შემოვიდა, რომელიც რამდენიმე გამოტოვებულ ზარს აუწყებდა დედისგან. შეტყობინებაც იყო, მარიამისგან: „სად ხარ? ნინო გეძებს“. ნერვიულობაც მოემატა. დედის ნომერი თითების კანკალით აკრიფა და ყურთან მიიტანა ტელეფონი. საწოლზე დაეშვა, რომ არ წაქცეულიყო. მისი ისეც გამხდარი სხეული ამ ნერვიულობაზე უფრო შესუსტებულიყო.
– თიკა... – ამოივნესა ნინოს ხმამ ტელეფონში.
– დე, როგორ ხარ? – ხმა აუკანკალდა გოგოს.
– შენ როგორ ხარ? სად ხარ? – ხმას მკაცრად აუწია ქალმა.
– მეგობართან დავრჩი დე...– კარში ჩამდგარ სანდროს გახედა. – შენ არ იცნობ ჯერ დე...
ბიჭს გაეღიმა, თიკამ კი საპასუხოდ თვალები დაუბრიალა.
– გული გამიხეთქე, თიკა! ეს მინდოდა კიდე მე? – სასოწარკვეთილება უაზრო სიხარულში გადაეზარდა ნინოს, თითქოს გრძნობდა შვილის ბედნიერებას და თვითონაც ეს გრძნობა ეუფლებოდა.
– ნუ ნერვიულობ!
– როდის დაბრუნდები?
– არ ვიცი ჯერ...
– თიკა, სისულელე არ ჩაიდინო? – დამთბარი ხმა კვლავ გაუცივდა ქალს, მაგრამ იცოდა გოგომ, დროებითი იყო ეს სიცივეც.
– მასე მიცნობ? – გაეღიმა და შვებით ამოისუნთქა.
– გკოცნი და შემეხმიანე ხოლმე.
გაუთიშა და თავისუფლებისგან ხელებგაშლილი გაწვა საწოლზე.
– შემაშინე! – გულწრფელად უთხრა სანდრომ და საწოლზე ჩამოჯდა.
– მეც შემეშინდა, – გაეცინა თიკას. – სანდრო... – მიმართა რამდენიმე წამის შემდეგ, – შეიძლება რამდენიმე დღე აქ რომ დავრჩე?
– არა, არ შეიძლება! – თვალები მკაცრად დააბრიალა ბიჭმა.
საწოლზე დენდარტყმულივით წამოჯდა გოგო და გაოცებულმა შეხედა სანდროს.
– კარგი, – მხრები აიჩეჩა ვითომ უდარდელად და წამოდგა.
ზურგით მდგარს სანდროს სიცილი მოესმა. უფრო გაბრაზდა, ვიდრე წინა ჯერზე. გაეხუმრა, ამან კი სერიოზულად მიიღო და მეტიც – აღშფოთდა. ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა, როგორიც ნებისმიერ ქალს ექნებოდა, რადგან ეგონა ბიჭი დაინტერესებული იყო მისით.
– კარგი რა, ასეთ ურჩხულს ვგავარ? პირიქით, ავსებ ამ სახლს და შეგიძლია სულ დარჩე, – უთხრა და ხელზე თავისი თითები შეახო. – მოდი აქ! – მომთხოვნი ხმით დაიჩურჩულა, ძლიერად გასწია და ფურფუტი სხეული ფეხებზე დაისვა.
– რას აკეთებ? – გაეცინა დაბნეულ გოგოს.
– არაფერს, – მხრები აიჩეჩა და წელზე ორივე ხელი შემოხვია.
ასეთ უხერხულ სიტუაციაში ჯერ არასდროს ყოფილა. პირველად კი ძალიან სასაცილო გამოდგა. იყო ბიჭის სახლში და იჯდა მისსავე კალთაში, რომლის მხოლოდ სახელი იცოდა. იჯდა და ბიჭიც ძლიერად იკრავდა მის პატარა სხეულს გულში, თითქოს ვიღაც წართმევას უპირებს და უნდა სანამ შეუძლია ძლიერად ჩაეჭიდოსო.
– გამიშვი, სანდრო! – გაიბრძოლა და მისი ძლიერი ხელებისგან თავის გამოგლეჯვას შეეცადა, თუმცა ამაოდ.
– კარგი რა... – უკმაყოფილოდ დაიჩურჩულა და მხარის ქვემოთ, ხელზე აკოცა.
– სანდრო, რას აკეთებ? – წამოენთო თიკა.
– არ შეგჭამ... – კოპები შეკრა ბიჭმა.
– მაშინ გამიშვი! – ნერვიულად გაეცინა.
– თუ შეჭმა მინდა შენი, ისეც ადვილად შეგჭამ, რომც გაგიშვა! – თვალი ჩაუკრა და გამომწვევად გაუღიმა.
– მორჩი რა... გადავიფიქრე აქ დარჩენა! – გაიბუტა და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. კვლავ უშედეგოდ.
– ნებითა თქვენითა ან ძალითა ჩემთა, ქალბატონო! – კიდევ ერთხელ აკოცა.
კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ ჩაეღვარა თბილი შეგრძნება მთელს სხეულში. ახლა უკვე იცოდა, რომ ბოლომდე სანდროს განკარგულებაში იყო. უნდოდა თუ არა ეს. მაგრამ უნდოდა. გულის სიღრმეში, ძალიან მოსწონდა ეს ახლადწარმოჩენილი გრძნობა, რომ უთრთოლებდა მთელს სხეულს, ყინავდა და ამავდროულად ძალიან, ძალიან ათბობდა. ტკბილი იყო სანდრო, თავისი მარწყვისფერი ტუჩებითა და იდუმალი გამოხედვით. მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა თიკას ნაწილი. ისევ ეს ავი ქვეცნობიერი...
– მართლა მაშინებ... – ამოიკვნესა საწყლად, უგამოსავლოდ დარჩენილმა.
– მიხარია, – გაუღიმა, უნებურად აიტაცა სხეული და საწოლზე წელით ნელა დააწვინა, თავად კი ზემოდან მოექცა.
ახლა უკვე თვალებში უყურებდა სანდროს და ვერსად გაურბოდა მის მწველ მზერას. ისეთი ღრმა თვალები ჰქონდა, ისეთი ჩამთრევი... ეგონა მარწუხებს ხვევდა და ითრევდა მასში. მაგრამ თვალებზე უფრო ტუჩები მიუგავდა ჭაობს. მარწყვისფერ ჭაობს. ან იქნებ, მარწყვით სავსე ჭაობს?
კიდევ უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ ვერაფერი შეძლო, რადგან პირველი შეხვედრიდან მოყოლებული სურვილი აუხდა. მისი ბაგეები მარწყვისფერ ტუჩებს შეერწყა... და მისთვის მთელმა სამყარომ არსებობა შეწყვიტა. გრძნობების კორიანტელში ჩაიკარგა და ეს ყველაზე სასიამოვნო მოგზაურობა აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. სანდრო ყველაზე მგრძნობიარე მამაკაცი აღმოჩნდა, ვინც კი ოდესმე შეხვედრია. მაგრამ ადვილად შეძლო ასე მოკლე დროში გოგოს დასაკუთრება. გოგოსი, რომელსაც გულისტკენის შემდეგ, ბიჭისკენ არ გაუხედავს.

ყველაფერი მარიამიდან დაიწყო. უფრო სწორად, მარიამის ქორწილიდან. გაგას რომ გაყვა, პირველ კურსზე იყო. ახალი ჩაბარებული და დაწყებული ჰქონდა სწავლა. აღარ დაიცადა სასწაულებისთვის და გაჰყვა ბიჭს, რომელიც იცოდა, ცხოვრების სიყვარული იყო. პირველი და უკანასკნელი. ქორწილი გადაიხადეს, საკმაოდ დიდი. თიკა მეთერთმეტე კლასს ხურავდა მაშინ. რა თქმა უნდა, არ გამოუტოვია ქორწილში დაქალი მარიამს. არც ერთი. არც თიკა. ხოდა, როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი იქ დაიწყო...
თვალისმომჭრელად ლამაზი იყო თიკა. შავი კაბა ეცვა, რომელიც მის თეთრ კანს სიბნელესთან წყვილშიც ვერ ამუქებდა. ბრწყინავდა. არავის გამორჩენია მისი სილამაზე, არც ერეკლეს. ერეკლე დოლიძე ბანკის მენეჯერი იყო მაშინ უკვე. საკმაოდ ახალგაზრდა, კარგად განათლებული და ბევრს მიღწეული. არც სიმპათიურობა აკლდა და არც გოგოების არმია, ჩუმი თვალებისპაჭუნით რომ ეფლირტავებოდნენ შორიდან. თუმცა მისთვის მარიამის ქორწილში ახალი ცხოვრება დაიწყო, როცა თიკა დაინახა.
ერეკლე ზუსტად წელიწადი იბრძოდა გოგოს გულის მოსაგებად, თუმცა თიკას დიდი ხნის განმავლობაში საპასუხოდ მოსწონდა კიდეც, უბრალოდ, არ ჩქარობდა. ჩუმი და ბედნიერი ღიმილით პასუხობდა შეყვარებული ბიჭის თითოეულ ქმედებას. მხოლოდ სურდა სკოლის დასრულება და თავისუფლად ჩაბმა რომანში, იმ სიმხურვალით, რამდენის შესაძლებლობაც შეიქმნებოდა. ზაფხულის დასაწყისში ერეკლემ და თიკამ წყვილად გამოაცხადეს თავი. ზაფხულის ბოლო თვეში სამეგობრო დასასვენებლადაც წავიდა ერთად. მხურვალე, თუმცა ამავდროულად დისტანციური ჰქონდათ. თიკა იჭერდა მაქსიმალურ დისტანციას, რადგან ჯერაც ნაჩქარევად მიაჩნდა უფრო ღრმა ურთიერთობა. სხვა თუ არაფერი, მშობლებს ვერ გახდიდა ხალხისგან თითმისაშვერს.
ბათუმში მხიარულების ბოლო დღეს ტრაგედია დატრიალდა. ბევრისთვის ტრაგედია, თიკასთვის კი ირონია უფრო იყო. სარკაზმი – მეტად...
გოგოები საღამოს სასტუმროს ბარში ჩავიდნენ, კოქტეილის გასასინჯად. მთელი დღე გაუჩინარებულ ერეკლეზე დარდობდა თიკა. ურეკავდა, ეძებდა, მაგრამ ბიჭი არ ჩანდა. ნაადრევად დაემშვიდობა გოგონებს დილამდე და ბულვარში გამოვიდა. სეირნობაზე მაინც უნდოდა გულისგადაყოლება. დილით ხომ მაინც აუცილებლად მოვიდოდა ერეკლე... დილამდე კი რამით უნდა გაეტანა თავი. სანაყინესთან შეჩერდა. ნაყინის ჩამოსხმას დაელოდა, მანამ კი ტელევიზორში მიმდინარე საინფორმაციოსკენ უნებურად მიექცა ყურადღება. კინაღამ ადგილზე მიიყინა, როცა გაიგო ბათუმში ხანძრის შედეგად ერეკლე დოლიძის შვილი იქნა დაზიანებული და საავადმყოფოში იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაშიო. არ ეგონა, მიწა თუ არ გაუსკდებოდა და არ ჩაყვებოდა. ტელეფონი ინსტიქტურად ამოიღო და მარიამს დაურეკა.
– გამოგივლი. სად ხარ? – მეტი არც იყო საჭირო, მარიამის მხრიდან.
საავადმყოფოს დერეფანში ერეკლე მიმოდიოდა. ნერვიულობდა. როგორც საყვარელი მამაკაცი დაინახა, ადგილზე მიიყინა. გაქვავებულ სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. შეშლილი თვალებით შემოხედა ერეკლემ, ისიც რამდენიმე წამის განმავლობაში გაქვავდა, შემდეგ აჩქარებით წამოვიდა თიკასკენ და ის იყო, უნდა ჩახუტებოდა, ნაბიჯი უკან გადადგა გოგომ.
– ამდენი ტყუილი... – ზიზღით ჩაილაპარაკა. თვალებში ცრემლები დაგუბებოდნენ და ყელში ბოღმა აწვებოდა. – არ მომეკარო! – დაუყვირა, ზურგი აქცია და საავადმყოფოდან გამოვიდა.
მაშინ პირველად მოინდომა, რომ დამთვრალიყო და მეტიც – ნარკოტიკი გაესინჯა. მაშინ უქროდა, ასეთ ასაკში იყო. მითუმეტეს კი, აქამდე არასდროს ენახა ტკივილი და სასოწარკვეთა, ახლა კი... ახლა ტკივილს მთლიანად დაენგრია. ერთი დარტყმით მხოლოდ...

დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. უეცარი გამოცდების გადამკიდე, ვერაფრით მოვახერხე დაწერა, თანაც სტრესში ვიყავი, თანაც დრო არ მქონდა.
თუმცა შედარებით დიდი და თქვენი სურვილისამებრი თავი დავწერე. იმედია, ამით გამოვისყიდე დანაშაული :დ
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Pepper

ოჰ !
რა საოცარი თავი იყო
როგორც იქნა ჩემს სანდროს და თიკას მეტი დრო დაეთმოოო ^^
მომწონს ამათი ურთიერთობა მე ძალიან.
ძალიააამ საყვარელი იყო ამ თავის პირველი ნაწილი ხოლო მეორე ნაწილი დამაინტრიგებელი.
მთლიანობაში მშვენიერი თავი იყო
ძალიან "თბილობა" იყო პირველი ნაწილი და ჟრუანტელმა დამიარა პირდაპირ რააა ^^
ჩვენც გვიყვარხარ
არაჩვეულებრივი და საოცარი ხარ <3

 


№2 სტუმარი Mariami

Dzalian,dzalian kargia,magram agar daagviano ra..

 


№3  offline წევრი mariam sajaia

მაგარი გოგო ხარ♡♡

 


№4  offline წევრი N7

Pepper
ოჰ !
რა საოცარი თავი იყო
როგორც იქნა ჩემს სანდროს და თიკას მეტი დრო დაეთმოოო ^^
მომწონს ამათი ურთიერთობა მე ძალიან.
ძალიააამ საყვარელი იყო ამ თავის პირველი ნაწილი ხოლო მეორე ნაწილი დამაინტრიგებელი.
მთლიანობაში მშვენიერი თავი იყო
ძალიან "თბილობა" იყო პირველი ნაწილი და ჟრუანტელმა დამიარა პირდაპირ რააა ^^
ჩვენც გვიყვარხარ
არაჩვეულებრივი და საოცარი ხარ <3

საოცრად დიდი მადლობა!
უკვე აღარ ვიცი, რა სიტყვით გითხრა მადლობა...
აქ რომ იყო, მე - ცივიც კი, ჩაგეხუტებოდი! ძალიან, ძალიან ძლიერად love love

Mariami
Dzalian,dzalian kargia,magram agar daagviano ra..

მიხარია, რომ მოგწონს.. love
ვეცდები მაქსიმალურად.

mariam sajaia
მაგარი გოგო ხარ♡♡

უჰ, გამაწითლე... დიიიიდი მადლობა love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი ketia

ძალიან კარგია ძალიან დითხანს არ გვალოდინო ახალ თავაზე გტხვ

 


№6  offline წევრი N7

ketia
ძალიან კარგია ძალიან დითხანს არ გვალოდინო ახალ თავაზე გტხვ

მაქსიმალურად შევეცდები, რომ დღეს დადო..
მიხარია, რომ მოგწონს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent