სიყვარული მეორედაც მოდის (14 თავი)
ასე რომ მეუღლეს დაურეკეთ და მოვიდეს რომ ახარო ეს ძალიან სასიხარულო ამბავი. თქვენ ზუსტად 7 თვეში ლამაზი დედიკო იქნებით, ხელში პატარა თოჯინასთან ერთად. გილოცავთ! ---მე დედა გავხდები?- იკითხა დაბნეულმა. ---დიახ დედა გახდები და ვფიქრობ ძალიან ლამაზი დედა იქნებით. დროა მეუღლეს დაურეკოთ! ---არა, არა ეს მე უნდა ვახარო თავად! -გახარებული ბუტბუტებდა და იმედი ჩაესახა, ნიკას დაბრუნების იმედი. ---როგორც თქვენ გსურთ, მე წარმატებებს გისურვებთ. თუ აქ გააგრძელებთ კონსულტაციას სიამოვნებით ვიქნები თქვენი პირადი ექიმი. იოანე ამირეჯიბი, ქირურგი-გინეკოლოგი. ---როდის შემიძლია წავიდე?- კითხა ექიმს ჟანეტმა. ---თქვენ ეხლაც შეგიძლია წახვიდეთ. აი ეს ჩემი სავიზიტო ბარათი, ეხლა კი დაგემშვიდობებით შეხვედრამდე. ფრთხილად იყავით, თქვენ მარტო აღარ ხართ, თქვენს სხეულში კიდევ ერთი პაწაწა გული ფეთქავს და მოვალე ხართ გაუფრთხილდეთ მას. ექიმმა გავიდა და ჟანეტი ჩაფიქრებული დატოვა. ---იქნებ არცაა ჯერ კიდევ დაკარგული ყველაფერი დე!- მუცელს მოეფერა ჩურჩულით. შესაძლებლობლები ჩემი გულის კარზე აკაკუნებს. წავალ და პირადად ვეტყვი, რომ უკვე ჩვენ სამნი ვართ, იქნებ არაა ჯერ კიდევ ყინულად ქცეული ჩვენი გრძნობები და შევძლო დავიბრუნო ის, რაც ჩემია. გახარებული გამოვიდა საავადმყოფოდან, თბილმა სიომ მოეალერსა თითქოს დედობისთვის მზადება მიულოცა. წამოწვიმა ცოტა და საიდანღაც წვიმისაგან ნოტიო ჰაერს ვარდების სუნი მოჰყვა. შავი შარვალი და მალაკოსფერი თხელი დეკოლტე ზედა ეცვა. ხელში კი თეთრი კონვერტი ეჭირა. ეს კონვერტი არის მისი დიდი საიდუმლო, დიდი სიხარული და დიდი სიყვარული. რამდენიმე ნაბიჯი გაუბედავად გადადგა და ტაქსი გააჩერა. ეხლა უკვე იცის სადაც მიდის ასე გაბედული და ასე შემართული .---შევძლებ, მე ამას შევძლებ მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს დღეს, შენ ჩემი შეცდომა არასოდეს არ იქნები. მწარე ფიქრებმა დაისადგურა მასში, ბედისწერის ცივი ინდეფერენტული ტალღები შეუწყალობლად განაგრძობდა მის ღელვას. ძალიან უნდოდა |ჟანეტის აღედგინა ნიკასთვის ცნობიერება და დაებრუნებინა ის შეგრძნებები რაც მანამდე ქონდათ ერთმანეთის მიმართ. დრო საშინელი სიჩქარით გაფრინდა და ნიკას კაბინეტის კარებთან აღმოჩნდა რომ უეცრად რეზის გახარებული ხმა მოესმა. ---ჟანეტ? რა სიურპრიზია. პრინცის მოსანახულებლად მოდი? არ ვიცი აქ თუა, დღეს გარეთ საერთოდ არ გამოვსულვარ. ჟანეტი ერთიანად ასხივებდა მის სიხარულს რაც ეს ადვილი შესამჩნევი იყო ყველასთვის. ---რა ხდება, რა გახარებული ხარ!- გაკვირვებული შეეკითხა რეზი და ცნობისნმოყვარეობამ დაისადგურა მის სულში. ---წამოდი და შენც გაიგებ ნიკასთან ერთად!- უთხრა ჟანეტიმ. ---დაიცა გამოვიცნო ისაა რაც ვიფიქრე? თან მუცელზე მიჩერებოდა და გულში ჩაიხუტა სიხარულისგან საყვარლად აჭყლოპინებული ჟანეტი. ხელი გადახვია და ერთად მივიდნენ ნიკას მდივანთან. როცა ძლიერი ძგერა იგრძნო მკერდში, ყველა მისი ფიქრი მისუსტდდა სიტყვის უთმელად. სახეზე შერჩენილი იმედით და მხიარული სახით შეეკითხა რეზი მდივანს. ---მირანდა ნიკა შიგნითაა?- მირანდას ფერებმა გადაუარა სახეზე ჟანეტის დანახვისას, არ იცოდა რა ეთქვა. ორივემ შეატყო რომ , პასუხისაგან თავი შეიკავა მდივანმა, მიხვდა რომ მთელი ეს დრო გული ტყუილად არ უგრძნობდა ცუდს, ყოველ გასეირნებაზე ბუნებაც აფრთხილებდა, მიხვდა რომ დღეს და აი აქ მის სიყვარულს წერტილი დაესმებოდა. ამიტომ სიტყვის უთქმელად და წარბის აწევით თავად წავიდა ნიკას კაბინეტისკენ. ---არ გაბედო და ტელეფონზე არ დაურეკო!- მკაცრად უთხრა ჟანეტმა. რეზი კი გახევებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. ---ჟანეტ წამოდი, არ გინდა შიგნით შესვლა და ისე დაასრულე ყველაფერი!- თხოვა რეზიმ. ---მხოლოდ ეს მითხარი რეზი. შენ იცოდი?- მოლოდინით ჩააჩერდა თვალებში. არ უნდოდა ეს საუკეთესო მეგობარიც ნიკას ტყუილის თანამონაწილე ყოფილიყო. ---არა გეფიცები ჟანეტ, აი მაგ პატარას გეფიცები, არაფერი არ ვიცი. ---კარგი წამომყევი! - ღრმად ჩაისუნთქა კარებთან და ხელში კონვერტი ჩაბღუჯა მოემზადა და დასაკაკუნებლად და ხელი ჰაერში დარჩა გაშეშებული ნიკას ხმა რომ გაიგონა. ---მე შენ მიყვარხარ და ეს არ შეიცვლება. ხომ გჯერა ჩემი, მითხარი მენდობი? გჯერა? ---მჯერა მაგრამ ჟანეტი? ---ის თავად არ მეშვება, მე მას არაფერს არ დავპირებივარ. გუგას ვერ ვუტეხავ ხათრს თორემ ამდენი დროც არ გავწელავდი მასთან ყოფნას. ყოველი მასზე შეხება შენს თავს მახსენებს, სად შენ და სად ის, ის შრამი საოცრად უმახინჯებს მთელ მის გარეგნობას. გპირდები რომ მალე ჩამოვიშორებ, შენ ხარ ჩემი, მარტო ჩემი! ---შენ კი ჩემი რა ბედნიერი ვარ ნიკა, შენ ჩემი სამყარო ხარ!- ჟანეტი და რეზი კარებთან იდგა და ორივე გააშეშა ნიკას სიტყვებმა. არ უტირია, არცერთი ცრემლი არ მოწყვეტილა მის თვალზე, ჯიქურ შეაღო კარები და შევიდა, უკან რეზიც მიყვა და ორივეს საოცარი სურათი გადაეშალა წინ. მდივანზე ორი შიშველი სხეული ერთმანეთს ეალერსებოდა. რეზიმ ზურგი აქცია ნიკას, ნიკა კი დაიბნა ჟანეტის დანახვისას. ---მეგონა მუშაობდი, მეგონა ადამიანთან მქონდა საქმე მაგრამ, როგორ შევცდი. არ არის საჭირო ტყუილები ჩემგან წასასვლელად ნიკა. შენ უკვე წახვედი ჩემგან და აქვე მოკვდი ჩემში. მაგრამ ის რაც შენგან მერგო საჩუქრად ვერასოდეს ვერ ნახავ, ვერც მისგან ნათქვამ მამას გაიგონებ ვერასდროს. უნდა დამემალა და არასოდეს არ უნდა გაგეგო, მისი არსებობის შესახებ მაგრამ, არ მაქვს უფლება ეს რომ დაგიმალო. ეს ანალიზის პასუხია ორსულად ვარ, სულ ცოტაც და მამა გახდები მაგრამ, შენ რა მამობის ღირსი ხარ. სიურპრიზი მინდოდა მომეწყო შენთვის და თავად მომიწყვე, ბრავო წარმატებებს გისურვებ ახალ სიყვარულში. გახსოვდეს რომ ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნები, ვერცერთ ქალთან ვერ გაიხარებ, დამიწყევლიხარ მთელი გულით. იცოცხლე და იტანჯე იმიტომ რომ შენ სიყვარული არ იცი რა არის, ყოველ შემთხვევაში აქამდე არც გცოდნია და აწი მითუმეტეს ვერც ვერასდროს ვერ გაიგებ რაა ნამდვილი, წრფელი სიყვარული. მშვიდობით ნიკა, სამახსოვროდ კი აი ეს ანალიზის პასუხი გიტოვებ, კარგად შეინახე, ამ ქაღალდს მაინც მოუფრთხილდი და რამდენი დახედავ გაგახსენდეს რომ, ოდესღაც შენს ცხოვრებაში არსებობდა ქალი,ქალი რომელსაც მთელი მისი შეგრძნებით უყვარდი, შენი პლიუსებით და მინუსებით. შენ ეს ქალი ახლა აქ ამ წუთში მოკალი და გადაუარე მის გვამს!- ჟანეტი როგორც უცებ შემოიჭრა ნიკას კაბინეტში, ასე უცებ გაქრა და წავიდა და ნიკა დატოვა გაშტერებული. რეზიმ ნიკას მიუბრუნდა და ზიზღით უთხრა. ---ამას არცერთი მეგობარი არ გაპატიებს ნიკა. ეცადე რომ ჟანეტმა გაპატიოს! გაბრუნდა და ჟანეტს გაყვა.- ჟანეტ წამოდი სახლში გაგიყვან. ---არა მარტო მინდა ყოფნა. კარგად ვარ რეზი შენს თავს გეფიცები მარტო მინდა ყოფნა. გთხოვ ჯერ არავის არაფერი არ უთხრა.მპირდები? ---გპირდები მაგრამ, რომ დაგირეკო მიპასუხე კარგი? ---კარგი! ნიკამ ამასობაში გაანალიზა რაც მოხდა ცოტა ხნის წინ მის კაბინეტში. წამოხტა ფეხზე, შარვალი ამოიმცვა და ტესტის ანალიზის ფურცელი რომელიც ძირს ეგდო ხელში აიღო და დააჩერდა. მერე ადგილს მოწყდა და გავარდა ჟანეტის ძახილით. ---ჟანეტ მოიცადე, გთხოვ ყველაფერს აგიხსნი. ვიცი შევცდი, მაპატიე გთხოვ! რეზიმ დატოვა ორივე და მისი კაბინეტისაკენ წავიდა. ჯერ კიდევ შოკში იყო, ეს რომ მისი თვალით არ დაენახა ალბად არასოდეს არ დაიჯერებდა სხვისგან გაგონილს. ---მე შეცდომას გაპატიებ ნიკა მაგრამ, იქ შენგან ნათქვამ სიტყვებს არასოდეს გაპატიებ, არასოდეს! ---მოდი ჩაჯექი მანქანაში და დავილაპარაკოთ! ---არ ჩავჯდები. მე შენთან სალაპარაკო არაფერი აღარ მაქვს! ---დაჯექი!- მთელი ხმით იყვირა ნიკამ. უკვე ვეღარ აკონტროლებდა ნერვებს.ჟანეტის ქუჩაში მოსიარულე ხალხის შერცხვა და ჩაჯდა. ---რა უნდა მითხრა ნიკა? ჟანეტ საყვარელო ეს ის არ არის, რაც შენ გგონია? შენ სულ რაღაც 20 წუთის წინ თქვი შენი სათქმელი, რომელიც მარტო მე კი არ მომესმა მირანდამაც გაიგონა და რეზიმაც. ასე რომ მე თუ მომესმა იმათაც იგივე არ მოესმოდა ხო? გააჩერე მანქანა!- კი არ თხოვა მოთხოვა ჟანეტმა და ნიკამას უმალ დაატორმუზა რადგან ჟანეტის ასეთი ტონით ნათქვამი სიტყვა პირველად ესმოდა. ---ჟანეტ ძალიან გთხოვ! ---ნუ მთხოვ ნურაფერს და თავს ნუ დაიმცირებ მეტად ნიკა, შენ უკვე ჟანეტისთვის მოკვდი და აღარ არსებობ. როგორ ძლიერი სიყვარული მასწავლე ნიკა, ისეთივე ძლიერ სიძულვილს შეუძლია შეცვალოს ის სიყვარული. მშვიდობით, ეცადე თვალში არ გამეჩხირო! -გადმოვიდა მანქანიდან და ქუჩებში ხეტიალს მოყვა. რა ეთქვა, ან როგორ ეთქვა გუგასთვის.სახლში გვიან მივიდა ერთიანად დაცლილი და გამოფიტული. ---ჟანეტ სად იყავი, იცი რა ძალიან ვინერვიულე?- შეშინებული იყო ლილუ. ---მოვედი და აქ ვარ, ცოცხალი!- უხასიათოდ უპასუხა ლილუს და ცდილობდა მხიარულად მოეჩვენებინა თავი. მარტო ვართ სახლში? მამა არ არის მოსული? ---არა მე მარტო ვარ, არ გშია? ---არა,წავალ დავწვები!- თქვა და მისი საძინებლისაკენ წალასლასდა.- --ჟანეტ რამეს მიმალავ?- ცრემლიანი თვალებით შეხედა ლილუმ. ---წამოდი ზემოთ!-სუსტი ჩურჩულით უთხრა და ერთმანეთს მოეხვივნენ. ყველაფერი მოუყვა ლილუს რომელიც გაოგნებული უსმენდა და ვერ იჯერებდა, ნიკა და ღალატი? ---ეხლა რას აპირებ. არ გაბედო და რაიმე ზიანი არ მიაყენო ან შენს თავს, ან ბავშვს. შენ მარტო არახარ ჟანეტ, ჩვენ ყველანი შენთან ვართ! ---არა ლილუ ს არც ვაპირებ, ეს არც გამიფიქრებია. აწი მივხედავ ჩემს თავს მე თვითონ. წავალ ქვეყნიდან და სწავლას გავაგრძელებ. მე არ შემიძლია ის ჰაერი ვისუნთქო, რომელსაც ისიც სუნთქავს. არ დავნებდები და აი დაიმახსოვრე, მოვა დრო რომ, ის დღევანდელ დღეს მწარედ ინანებს. ნიკოლოზ მიქელაძე ჩემს გაცნობას ინანებს, რადგან მას ჩემი შეხედვაც კი მოენატრება, არათუ შეხება! ---მერე ვისთან, როგორ, განა ასე იოლია ყველაფერი? უცხო ქვეყანაში ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელო, გაგიჭირდება მარტო ცხოვრება! ---რამეს მოვიფიქრებ ლილუ. ჯერ არავის არ უთხრა არაფერი, ძალიან გთხოვ!- გულს დარდი მოერია და გაუსაძლისად მძიმე შეიქნა ამ დარდის ტარება, ყოველ დღე უფრო და უფრო მძიმე იყო შეგუება ღალატთან. გული, სული ყველაფერი მიუძღვნა მის ძლიერ გრძნობას და რა მიიღო ბოლოს? ტყუილი, ღალატი, დამცირება. ღმერთო ნუთუ ოდესმე გამივლის ეს ტკივილი?; ჟანეტი მისი ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდა. ერთ დღეს მთელი დღის ხეტიალის შემდეგ, ისევ ფეხით დაუყვა ვიწრო ქუჩას და მოულოდნელად მისი ყურადღება ქუჩის მეორე მხარეს თუთიყუშის ხმამაღალმა საუბარმა მიიქცია, რომელიც ვიღაცას ეხვეწებოდა, ---წამიყვანე, შენთან წამიყვანე!- ძალიან მოეწონა ეს თუთიყუში და ახლოს მივიდა. თვალები სევდიანი ქონდა, მოეფერა და უთხრა ---გინდა ჩემთან წამოხვიდე?- თუთიყუშმა უმალ მხიარული ხმით უთხრა და სულ სხვანაირი მხიარული თვალებით შეხედა, რომელშიც ჟანეტმა იმედი ამოიკითხა. ---შენთან მინდა!- მოესმა თუთიყუშის ხმა და არც დაფიქრებულა ისე იყიდა. თეთრი იყო თუთიყუში, ლამაზი შავი თვალებით. ბედნიერი იყო თავისი შენაძენით. ---იცი ნიკა იდიოტია, მაგრამ შენ რომ აღმოგაჩინე დღეს ეს ერთი კარგი ამბავია. მომწონხარ ძალიან. ეხლა შენ სახელი უნდა შეგირჩიო და ვფიქრობ რა დაგარქვა? მოდი ჩუპა იყოს შენი სახელი, შენ ჩემი ჩუპა ხარ! კმაყოფილი და მხიარული სახით მიდიოდა სახლში. ---ნიკა იდიოტია, ნიკა იდიოტია. მე შენ მომწონხარ! სახლში მისვლამდე იმეორებდა ჩუპა და ახალ-ახალი სიტყვების დამახსოვრებას ცდილობდა. გუგა ხვდებოდა რომ, ჟანეტს რაღაც დიდი დარდი აწუხებდა მაგრამ, ელოდა როდის გაიხსნებოდა და თავად ეტყოდა ჟანეტი. განიცდიდა, ძალიან განიცდიდა ჟანეტის უხასიათობას. სამსახური და მეგობრები ყველანი კარგია მისთის და დრო გაყავს მათთან ერთად ყოფნით მაგრამ, არ შეუძლია წუთით დაივიწყოს ჟანეტის ცრემლიანი თვალები და მოწყენილი სახე. ერთ დილას გაუფრთხილებლად დაადგა თავზე ჟანეტს, მოენატრა მასთან ერთად დილით ყავის დალევა. შევიდა სახლში და ესმის უცხო მამაკაცის ხმა, რომელიც ჯერ არ დაუნახავს მაგრამ ესალმება. ---პრივეტ გუგა როგორ ხარ ბიჭო!- გუგა გაოცებული შევიდა მისაღებში და ჩუპას დანახვაზე გემრიელად გადაიხარხარა. სიცილით გული რომ იჯერა ადგა და წავიდა ჟანეტის საძინებლისკენ. ---ძინავს არ გააღვიძო!- უთხრა გუგას ჩუპამ და წინ გადაუდგა. ამ დროს ჟანეტი გამოვიდა ოთახიდან და გაეცინა ჩუპას და გუგას რომ შეხედა რომლებიც უბღვერდნენ ერთმანეთს. ---ჟანეტ ეს რა მაგარი დაცვა აგიყვანია, ხედავ არ მიშვებს შენთან და როგორ მიბღვერს? რამ მოგაფიქრა თუთიყუშის ყიდვა მე მეგონა ვინმე გყავდა უცხო სახლში!-ჩუპა გატრიალდა გულმოსული და ჩაილაპარაკა. ---რამ მოგაფიქრებინა ყიდვა, იდიოტი!-ამაზე ორივემ ხმამაღლა გაიცინა ---რავი მომეწონა რომ შევხედე და თავადაც მითხრა შენთან მინდაო. ვიფიქრე ეს მაინც იქნება ჩემთან გულწრფელითქო და ვიყიდე! ---რატომ ხარ ასეთი მოწყენილი, ნიკა ნახე? შეეკითხა დაეჭვებით. ---ნიკა იდიოტია, ნიკა იდიოტია!- თქვა ჩუპამ და სიჩუმემ დაისადგურა. ---ასე სერიოზულადაა საქმე? არ გინდა დამელაპარაკო, მითხრა რა ხდება თქვენს შორის?-ამ დროს სახლში დათო და რეზი შემოვიდნენ. ლილუც ამდგარიყო და ყავას ადუღებდა. ყველას მიაწოდა და ჟანეტის ფორთოხლის წვენი და ორი ცალი ტოსტი მოუტანა ჭამეო. რეზის გაეცინა დათომ და გუგამ კი გაკვირვებულმა გადახედა ერთმანეთს და შემდეგ ჟანეტს. ---მოკლედ კარგია რომ აქ ხართ, ყველანი არა მაგრამ უმეტესობა! ---რა ხდება ჟანეტ!- ახლოს დაუჯდა გუგა და მეორე მხარეს ლილუ დაიჯინა თავად. ჟანეტიმ რეზის გადახედა და ერთი შეეკითხა. ---იციან? ---არა ჟანეტ. შენ მითხარი ჯერ არავის არ უთხრაო და მეც არაფერი არ მითქვამს. შენ აუხსენი თავად! ---კარგი მადლობა რეზი. მოკლედ, მიყვარხარ, გპირდები, მენდე, დამიჯერე არ ენდო ამ სიტყვებს არასოდეს ლილუ. ეს ჩემთვის უკვე დაიმარხა მიწაში, სამუდამოდ ამოიძირკვა ,,გულწრფელობის''ფესვები ჩემი გულიდან. აღარაფერი აღარ დარჩენილა შიგნით. გაქრა ის დროც,როცა ეს სიტყვები მდუმარებით მოსილ ზღვაზე მდიდარი იყო.ეხლა ურჩხულს გვანან,ყველა მამრობითი სქესის ადამიანი ჩემში. რა მოხდა სამი წლის წინ? შემიყვარდა და ვინ? მეც არ ვიცი ვინ. უბრალოდ ორფეხა ადამიანის მსგავსი ცხოველი. თოვდა, ნისლი იყო, წვიმა იყო მაგრამ, სიცოცხლე მიხაროდა. სად გაქრა ეს დრო დათო? როცა ჩემი გული თბილი იყო? ლაღი და უძლეველი. სად გაქრა ის დრო? როცა დროს, დრო არ ქვიოდა და ერთად ვიყავით, ვერ ვგრძნობდით დროის გასვლას. გაქრა, ყველაფერი დაიმსხვრა. სად გაქრა ის დრო როცა ჩემს გულში დიდი სინაზით იყო შემოჭრილი მისი სახელი, გაქრა, ესეც გაქრააა. ჩემი შუა გულის ნაწილი ჯერ კიდევ მტკივნეულად მეწვის თითქოს ცეცხლი მიკიდია მისი სიტყვების გახსენებაზე. ,,ის შრამიანია, შრამი მთელ სხეულს უმახინჯებს, გული არ მიმდის, შენ მას ჯობიხარ''. ამ სიტყვებით გააუფერულა მისი ყველა თბილიად ნათვამი სიტყვა. შეიძლება ახლა ნანობს კიდეც მაგრამ, ახლა უკვე ჩემთვის აზრი აღარააქვს, მან ჩემს თვალში დაკარგა არსებობაც და კაცობის ფასიც. ყველაფერი დაიმსხვრა გუგა, ყველაფერი ეს რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა ზღაპარი ყოფილა. ჩემს გულის ცემას ახლა მხოლოდ სიცივე დაედო ფონად და სანთელიც, იმედისა და სიყვარულის სანთელიც სამუდამოდ ჩაიწვა. ირგვლივ კი სიბნელეა, ჩემს სამყაროში ბნელა ისე როგორც ჩემს სულში. ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია ცხოვრებაში, მანიჭებს ბედნიერებას და ჩემთვის შეუფასებელია ეს თქვენ იყავით აქამდე და იქნებით მუდამ ახლა უფრო ახლოს დავდგებით ერთი სულის მომატებით. ჩემმა საყვარელმა ადამიანმა უარმყო და სხვაზე გამცვალა მაგრამ, ამ სიყვარულის სიმბოლოდ ჩემი შვილი მაჩუქა!- გაოცებული უსმენდა ყველა ჟანეტის, კაკი ისე შემოსულიყო სახლში ვერავინმა ვერ გაიგო. ---ვერ დავიჯერებ რომ, ის ძლიერი სიყვარული რაც თქვენს შორის იყო ისე გაქრა რომ ტკივილის კვალი დატოვა!- თქვა კაკიმ. ---გაიგებ შვილო, გაიგებ თუ ქალს აწყენინებ ის ამას არასოდეს არ გაპატიებს!- მოულოდნელად თავზე წამოადგა მოსაუბრეებს ბ.ნოდარი. გული ეტკინა შვილს ასეთს რომ ხედავდა მაგრამ, არ შეიმჩნია, ეხლა საყვედურების დრო არ იყო. ჟანეტს ახლა ჭირდებოდა გვერდით დგომა. ---ეს არ შეიძლება, იქნებ რამე შეცდომაა, სანამ თავად არ შეხედავ ჟანეტ ნუ დაუჯერებ სხვას!- მუდარით სავსე თვალებით უთხრა დათომ. ---დათო ორივემ შევხედეთ ნიკას, ზედმეტია აქ ყველაფრის საუბარი, ის ისეთ მომენტში ვნახეთ!- წყნარად თქვა რეზიმ. ---აბა, აბა მოწყენილი სახეებით არცერთი არ მომწონხართ და შენ რა გგონია შენი მამიკო რამეს გაგიჭირვებს? გისაყვედურებ და მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდებ?ეს შეიძლება უკეთესიც არის რადგან ჩემს შვილიშვილს უპასუხისმგებლო მამა არ ჭირდება. აი ნახე რამდენი მეგობარი გყავს და თან ნამდვილი მეგობრები. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემო გოგო. შენ და შენი შვილი სიცივეს ვერ იგრძნობთ. კი მართალია რთულ სიტუაციაში ხარ ახლა, მაგრამ პრობლემების იქეთაც გაიხედე, თქვენ ყველანი ჩემი ცხოვრების შეუცვლელი არსებები ხართ. დაფიქრდი შვილო ღირს კი ასეთი და ამდენი ნერვიულობა ასეთ ადამიანზე? რომელმაც ასე მწარედ და დაუფიქრებლად გაგიმეტა და გაგცვალა სხვაში? ახლა ვალდებული ხარ ძლიერი იყო და ცხოვრება გააგრძელო ერთი პატარა არსების შემომატებით. ჯამრთელი უნდა იყო რომ ისიც ჯამრთელი მოავლინო ამ ქვეყანას! მთელი ამ საუბრის განმავლობაში დათო გაშტერებული იჯდა და სიხარული იმისა რომ რაღაც თვეებში ძმის-შვილი შეეძინებოდა და ბიძა გახდებოდა, ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო. ნუთუ ეს სიმართლეა? და ნიკამ ეს გააკეთა? ფეხზე წამოდგა ჟანეტთან მივიდა, მის წინ მუხლებზე დადგა, ხელები ხელში აიღო და ცრემლიანი თვალებით უთხრა; ---შეიძლება ახლა ჩემი შეხედვაც არ გინდა მაგრამ,მომეცი საშუალება გავაკეთო ის რაც ბიძას მევალება.ბოდიშს გიხდი ჟანეტ ამ ტკივილისთვის რაც ნიკამ მოგაყენა! ---დათო შენ რა შუაში ხარ, ან თქვენ რა შუაში ხართ ,ჩვენ ვერ გაუგეთ ერთმანეთს ეს ზიანს არ მიაყენებს ჩვენს მეგობრობას. უბრალოდ მოვერიდები იქ მისვლას სადაც ის იქნება, ესაა და ეს. შენ კი ბიძის მოვალეობას შეასრულებ და არა მამის მოვალეობას. არასოდეს იფიქრო ის რომ ნიკას უაზრო საქციელის გამო მე თქვენ ხელი გკრათ, თქვენ არცერთი არ აგებთ პასუხს მის შეცდომაზე, დაე მან თავად ზღოს მისი შეცდომა და ცოდვა!- დათომ გულში ჩაიკრა ჟანეტი და უთხრა. ---მე მაპატიე ჟანეტ, საერთოდ ნიკას არსებობა მაპატიე!-არც შეუხედია არავისთვის ისე გავიდა სახლიდან ჩქარი ნაბიჯით. ---გავყვები თორემ დახოცავენ ერთმანეთს!- თქვა რეზიმ და უკან გაყვა დათოს. 18 თავი დათომ ნიკას დაურეკა და გაიქო სად იყო. იქ მივიდა, იმ ხის სახლში, სადაც დაისაკუთრა პირველად ჟანეტის სიყვარულიც და სულიც.ირგვლივ ბოთლები ეყარა, ხელები დასისხლიანებული ქონდა და თავადაც ძირს იყო ჩამჯდარი. განადგურებული, სულით დაცარიელებული. გული შეეკუმშა დათოს და რეზის ასეთი ნიკას რომ შეხედეს. ---ნიკა ძნელია მაგრამ შესაძლებელია გააცოცხლო ქალი, თუ გიყვარს ყველაფერი უნდა იზრუნო მის დასაბრუნებლად, აბსოლიტურად ყველაფერი! ---გვიანია, ძალიან გვიანი! ---შეგიძლია როდისმე ისე იცხოვრო რომ ასე მწარედ არ ატკინო არავის? როგორ შეგეძლო ასე მწარედ გეტკინა ჟანეტისთვის, რა არ გეყო ნიკა, მისგან სიყვარული ვერ იგრძენი? ძალას გატანდა ვინმე? როგორ არ გრცხვენია, ნამუსთან ერთად თავიც და შენი ავტორიტეტიც დაკარგე, არა მარტო ჟანეტის თვალში, შენ ჩვენს თვალშიდაც დაპატარავდი ნიკა! ---რას იზამ დათო თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება! ---დიახ ხდება მაგრამ, არ მეგონა შენ ნიკოლოზ მიქელაძეს ასეთ სერიოზულ და გაწონასწორებულ ადამიანს ვინმე ტვინს აგირევდა. კარგადაც მოახერხა ვინცაა, ეს შენგან არ უნდა მომხდარიყო, შენ ხომ ყოველთვის ჩვენი მაგალითი იყავი, სად წავიდა ის ნიკა, სად. შენ არ ხარ ის ნიკა რომელსაც მე ვიცნობდი, რამ ან ვინ შეგცვალა ასე, ვინ! -ხმამაღლა ღრიალებდა დათო. ---არ ვიცი რა დამემართა დათო, რა გამიკეთეს მაგრამ, ფაქტია ამ ყველაფერმა დამაკარგვინა ის ძვირფასი ვინც იყო ჩემთვის! ---ძვირფასი კი არ დაკარგე ნიკა, ძვირფასები დაკარგე. შენ ჟანეტთან ერთად შენი შვილიც დაკარგე. რატომ უნდა გაიზარდოს ის უშენოდ. შენგან, ჩემგან, ჩვენი ოჯახისგან შორს. ნუთუ ცოტა იყო ეს სამი წელი და საერთოდ ვერ გაიცანი ჟანეტი რომ, არ გავს ყველა იმ გოგოებს, ვინც ფულის გამო კისერზე გეკიდება? თუ რა გეგონა გაგიღიმებდა და იძულებით დაგიყენებდა გვერდით? ან ბავშვით გაიძულებს მასთან ყოფნას? ის შენ დაკარგე, სამუდამოდ დაკარგე. ძალიან გაგიჭირდება მასთან ახლოს მისვლა, რადგან ის სხვაა, სულ სხვა! ჟანეტის მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ყველა უყვარდა მაგრამ, ის ვერ გაჩერდებოდა იქ სადაც მისგან მოშორებით ცხოვრობდა ადამიანი რომელიც, უკვე არანაირ არსებობას წარმოადგენდა მისთვის. ---სად წავიდე, სადაც ვიქნები მარტო და ვერავინი ვერ მომაგნებს. მონასტერში წავალ მაგრამ იქ მომაგნებს. სადმე შორს, ძალიან შორს რომ მარტო ვიყო ჩემი სულის ტკივილთან. მაქვს თანხა მსაგრამ სამსახურიც საჭიროა, სწავლასაც გავაგრძელებ. ძლიერი უნდა ვიყო, ძალიან ძლიერი. ადგა და მამასთან გავიდა. საძინებელში არ დახვდა და დაბლა ჩავიდა. შეხედა მამას ვისკის ჭიქა ედგა წინ და ნელა ნელა სვამდა.ახლოს მივიდა და გვერდით დაუჯდა. ---მამიკო გული გატკინე ხო? მაპატიე ასე არ მინდოდა! ---ეს შენ მაპატიე შვილო, მე გაიძულე ახლოს დამდგარიყავი. შენ ჩემზე უკეთ შეიცანი ის მაგრამ მე დაუშვი შეცდომა რომ გიბიძგე მისი სიახლოვისკენ. იცოდე რომ მე ყოველთვის შენთან ვარ, შენ გყავს მამა რომელიც დაგიცავს და გვერდში დაგიდგება. ეხლა მითხარი რატომ ადექი? ---მამა ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე აქედან წავიდე, მხოლოდ ისე რომ არავინ იცოდეს სად ვარ, ამ პირველ ჯერზე. არც გუგამ და არც არავინმა. მარტო მინდა ყოფნა. ---კარგი მე და შენ ვიცოდეთ და ლილუს ნუ მოექცევი ასე მკაცრად, ცოდვაა ძალიან ინერვიულებს. ხომ იცი როგორი უთქმელია და მეშინია შვილო.. ხვალიდან შეუდგები საბუთების მოწესრიგებას და მოსკოვში გაგიშვებ. იქ ბევრი ნაცნობი მყავს და არ გაგიჭირდება ჩემს ჩამოსვლამდე. მე კი აქ ვიქნები ცოტა ხანი რომ არ იეჭვოს ვინმემ.ეხლა კი წადი და დაისვენე. ---შენთან დავწვები რა? წამოდი შენც! გაეცინა ნოდარს და ხელიხელგადახვეულები წავიდნენ საძინებელში.ტკბილად ეძინა იმ ღამეს მამის ძლიერი ფრთების ქვეშ ჟანეტს. რომ გაიღვიძა მარტო იყო საწოლში, გარედან კი მზის სხივები ეთამაშებოდნენ და გარეთ სუფთა ჰაერზე გასასვლელად ეპატიჟებოდნენ. ---ჟანეტ აქ გეძინა წუხელ? ---ხო იცი რა გემრიელად დამეძინა? გავიღვიძე და ისევ შემომაწვა სევდა! ცრემლიც გადმოუგორდა. თურმე ცრემლიც დარჩენილა თვალში, გაუკვირდა ეგონა დაშრებოდა ამდენი ტირილით! ---ადექი ქალი ხარ და თავს მიხედე. შენ მარტო არ ხარ! ---მართალია მეც ქალი ვარ, მეც ადამიანი ვარ. ეს უკვე იცი რომ დიდი ხანია აღარ მახსოვდა, უბრალოდ ამ პაწიამ გამახსენდა. გამახსენა რომ მეც მაქვს უფლებები, უფლება იმისა ვიყო ბედნიერი, ისე როგორც ვიყავი ერთ დროს ბედნიერი და ტკივილამდე შეყვარებული. მინდა დავივიწყო ეს უდიდესი ტკივილი მაგრამ,გული არ იხსნება, მეშინია ბედნიერების, იქნებ ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს ახალი ბედნიერებაც, არ მინდა ისევ დასასრული ასეთი ტკივილიანი რომ იყოს. ვიცი და ვგრძნობ ისიც რას განიცდის ახლა, მასაც ტკივა მაგრამ, მეშინია პატიების, მეშინია რომ ისევ აცდება სწორ გზას და ისევ ტკივილს ვიგემებ. არ მინდა ხელახალი ტკივილი, უფლებას ვაძლევ იყოს ბედნიერი. მე ესეც გამაბედნიერებს, თუნდაც შორიდან, რადგან მეცოდინება შორს არის და ბედნიერი ცხოვრობს! ---შენ ვალდებული ხარ იყო ბედნიერი. ძლიერი ხარ და შენ ამას შეძლებ. შენი ბრალი არაფერია, მას ჭკუამ უმტყუნა შენი რა ბრალია.ტყუილად იდანაშაულებ შენს თავს! ---ამბობენ ლილუ სიყვარულში იმიტომ არ უმართლებთ რომ, სხვის გრძნობებში ერევიანო. მე ხომ არავის შუაში ჩავმდგარვარ, არავის გრძნობებში არ მიფათურებია ხელები. მე უკვე მეშინია ბედნიერების და იცი რატომ? იმიტომ რომ ის ყოველთვის ხანმოკლეა ჩემთვის. არც ისე იოლია დაკარგო ბედნიერება, როცა მისი მოპოვება ასეთი რთულია! ---ხანდახან ბედნიერება ხანმოკლეც ღირებულია საყვარელო! ---ბოღმით და ნერვების მოშლით მე ამ ტკივილს ვერ დავამარცხებ. აი შურს კი აუცილებლად ვიძიებ. ეს პატარა რომელიც ჩემში დღე და დღე იზრდება ის ვერასოდეს ვერ ნახავს, ვერასოდეს!- ბოლო სიტყვები დიდი ზიზღით თქვა. ---დაიძინე თუ გეძინება და მე საუზმეს მოვამზადებ, მოვეხმარები გულიკო ბებოს. გამოიძინე და ჩამოდი მერე ძირს!- თბილად უთხრა ლილუმ და გამოიკეტა საძინებლის კარები და ფრთხილად ნელა ჩავიდა კიბეზე. მისაღებში გუგა და კაკი ისხდნენ, აღარ ქონდათ ის მხიარული სახეები ბიჭებს. ---ჟანეტი ცუდადაა. როგორმე ცხოვრების ხალისი უნდა დაუბრუნოთ. უნდა ვიზრუნოთ მასზე უფრო მეტი ვიდრე აქამდე. თუ დამთანხმდება გავარიდებ აქაურობას, ის უფაქიზესი სულის ადამიანია მაგრამ, ატკინეს ეს სული, დაუფლითენ ნაწილებად გული. მეკარგება ბიჭებო, ჟანეტი მეკარგება და მეცლება ხელიდან!- ატირდა ლილუ ვეღარ უძლებდა ჟანეტის ტკივილს. ---ჩუ, ჩუ დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. ასე როგორ გაიმეტა, ასეთი ძლიერი ტკივილისთვის. უნდა შემოვაბრუნოთ და ჩაუნერგოთ ის რომ ჩვენც გვჭირდება, მისი ჩვენთან ყოფნა. უნდა დაძლიოს ეს დეპრესია და იბრძოლოს, ჩვენი მეგობრობისთვის და უფრო მეტი მისი პატარასათვის. ნუთუ დავიჯერო აღარც ჩვენთან არ უნდა ყოფნა გუგა? ---არ ვიცი რა მოვუხერხო. ცხოვრების და სიცოცხლის ხალისი რომ დაკარგა ამას მეც კი ვხედავ! სახლში ნოდარი შემოვიდა. ---ჟანეტი არ ამდგარა?-იკითხა შეშინებულმა. ---არა ძინავს ჯერ კიდევ!- უთხრა ლილუმ. ---მე ვნახავ და ვაიძულებ რომ ადგეს. ასე დასუსტდება ორგანიზმი და ბავშვისთვინაც საზიანოა!- ავიდა მაღლა და ფრთხილად შეაღო საძინებლის კარები და ფრთხილად დაუწყო გაღვიძება. ---ჟანეტ შვილო, ადე ჩემო გოგო. ყველაფერი მოვაგვარე სამ დღეში წახვალ და უნივერსიტეტის საბუთებს იქ გადმოგიგზავნიან. ძალიან გული დაწყდა შენს ლექტორებს მაგრამ, გავაფრთხილე რომ არავისთვის არ ეთქვათ არაფერი. ასე რომ ყველაფერი მოგვარებულია! ---კარგი მამა დღეს საფლავზე მინდა გასვლა, ფეხით გავივლი ცოტას! ---მარტო არ წახვიდე. ლილუ წაიყვანე ან გულიკო. მე არ მცალია რაღაც პრობლემები მაქვს სამსახურში და შეიძლება დამაგვიანდეს. ადექი ახლა ბიჭები ძალიან ნერვიულობენ შენზე!-ადგა გუგას დაელაპარაკა. ---გუგა დღეს დამაგვიანდება და თუ საქმეები მოგვარებული გაქვს არ დატოვო მარტო ესენი. ---რაღაც საქმე მაქვს ძია ნოდარი და მერე აქ ვიქნები არ დავტოვებ მარტო! ---ლილუ დღეს საფლავზე უნდა წასვლა და მარტო არ გაუშვა ჩემო გოგო. გულიკო თუ გექნეს დრო შენც გაყევი. აბა თქვენ იცით დამაგვიანდება შეიძლება სულ ვერ მოვიდე და არ შეგეშინდეთ! ამ დროს ხმაურზე გაიხედეს და დაინახენ კიბეზე ჩამომავალი ჟანეტი. გუგამ შეხედა თუ არა აღშფოთებულმა უთხრა; ---რას გიგავს თვალები, ტირილში ათენებ მთელ ღამეებს? სადაც შენი ფასი არ იციან, თავი მეტად უნდა დაიფასო ჟანეტ. შენზე არ ფიქრობ საერთოდ? ან მაგ პატარამ რა დაგიშავა, ჩვენ კარგი მაგრამ არც ის არ გეცოდება? შენ არ ხარ ასეთი უგულო, წლებია გიცნობ გუშინ არ გამიცვნიხარ! ---თვალებიც ბერდებიან, როცა გულები ღალატობენ. ნუ გეშინიათ კარგად ვარ და მალე სულ კარგად ვიქნები მეც და ჩემი პატარაც!- თვალი ჩაუკრა გუგას და გემრიელად აკოცა ლოყაზე. ---სიყვარული ომს გავს. ადვილია დაიწყო, ძნელია დაამთავრო და შეუძლებელია დაივიწყო!- იქვე მდგარმა ლილუმ თქვა. ---იმ ცხოვრების დედას შე...ი, სადაც სიყვარული სიბრიყვედ იქცევა!-სიბრაზით ჩაილაპარაკა სახლში შემოსულმა რეზიმ. ---ბრიყვი ადამიანი აქცევს სიყვარულს სიბრიყვედ და არა ჭკვიანი და აზრიანი! -პასუხი შეაშველა კაკიმ რეზის. ---გუგა მე და ლილუ დღეს დედას საფლავზე მივდივართ.! ---არსადაც არ წახვალ ასე შვილო, საუზმე მზადაა, მოდით დაჯექით და მეც წამოვალ საყვარელო!- ცოტა მკაცრად მაგრამ თბილად უთხრა გულიკო ბებომ. ბიჭები მის საქმეზე წავიდნენ და გოგოებმა გულიკო ბებოსთან ერთად წავიდნენ სასაფლაოზე. გზაში თეთრი ვარდები იყიდა და ლამაზად დააწყო დედის გულზე. იტირა, გული მოიოხა და ცოტა დამშიდებულმა იქვე დასევდიანებულ გულიკო ბების და ლილუს უთხრა; ---ეს ადგილი იმიტოიმ ავარჩიე დღეს , აქ უფრო მშვიდად დაგელაპარაკებით ორივეს. ძალიან გთხოვთ აქ ხშირად მოდით, ჩემი ამბები მოუყევით დედას რომ არ ინერვიულოს! ---ნუ მაშინებ ჟანეტ, რა გემართება! -აკანკალებული ხმით უთხრა ლილუმ. გულიკო ბებომ გულში ჩაიხუტა ჟანეტი და უთხრა; ---ხანდახან ტირილი ხსნის დეპრესიას და იტირე ჩემო გოგო,გულზე მოგეშვება და ცოტა განთავისუფლდები. ყველაფერი გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო! აბა დაწყნარდი ცოტა და გვითხარი რისი თქმაც გინდა ჩვენ გისმენთ! ---ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ მე მივდივარ. აუცილებლად დავბრუნდები როცა ვიგრძნობ რომ უკვე დრო მოვიდა. მე და ჩემი შვილი უნდა გავეცალოთ აქაურობას გულიკო ბებო. აქ მოსვლა დამაგვიანდება და თქვენს იმედზე ვტოვებ, ჩემთვის ძვირფას ადგილს მაგრამ ჩემს მაგივრად შენ მოხვალ ლილუ. დედამ იწამა მისი დღეები რომ მე დავბადებული იყავი, ახლა ჩემი ჯერი მოვიდა ვიბრძოლო ჩემი შვილისთვის. მტკივა დედას თვითეული ცრემლი, მისი ტკივილიც მტკივა რადგან, თითქმის მეც იგივე, მისთვის ნაცნობ გზას დავადექი. ხო დე მივდივარ, შენს შვილიშვილს უნდა გაუფრთხილდე. შენ კოცნაც კი ვერ შეძელი ჩემი, მე უნდა ვიბრძოლო დე ეს რომ შევძლო. ჩემო ღარიბო მაგრამ, სულით მდიდარო დედიკო. ლილუ მოგაკითხავს ჩემს აქ არ ყოფნაში, როგორც კი დავბრუნდები მოგინახულებ შვილიშვილთან ერთად. მომენატრები დე, ეს სიმყუდროვეც მომენატრება! ---დიდი ხნით მიდიხარ? მოწყენილი იყო ლილუ. ---დრო, დრო გვიჩვენებს ლილუ! -ისევ ფეხით დაუყვა სამივე გზას სახლისაკენ. სახლთან ახლოს ნიკა ელოდებოდა, წყნარად შეხვდა ჟანეტი ნიკასთან შეხვედრას, რამაც ნიკა გააოცა. ---რაო ნიკოლოზ მიქელაძეს გაახსენდა ჩვენი არსებობა და გვიკადრა? ---ჟანეტ გთხოვ მაპატიე. მომენატრე, გულის ყველა დარტყმაში მეფიქრები და თან იცი როგორ მეფიქრები? მეღიმები, თვალები ეხლაც კი მიციმციმებს და იცი წუხელ მთელი ღამე ჩვენი წვიმა წვიმდა, გიჟური და შფოთიანი. ნახე ამინდიც ჩემს ხასიათს ყვება ჩემი თუ არ გჯერავს ის მოგიყვება რომ მიჭირს უშენოდ. ვიცი დავაშავე მაგრამ ,ნუთუ ასე გიჭირს იმ ერთი სიტყვის თქმა რომელსაც ,,მაპატიე ''ქვია? გთხოვ მაპატიე ჟანეტ. შეცდომები მაპატიე. შენი დაკარგვის შემდეგ გავიგე შენი ფასი, ფასი რომელიც ძალიან ძვირადღირებულია ჩემთვის.შენს დაკარგავასთან ერთად მე ძმაც დავკარგე ჟანეტ,მე ჩემი დათო დავკარგე.არც მან მაპატია ჩემი გაუთვალისწინებელი შეცდომა! ---მომისმინე ნიკა,ყველაზე მეტად იცი როდის მეტკინა?როდესაც მითხრეს ასეთი ადამიანი როგორ შეგიყვარდაო და მე ვერ შევძელი ამეხსნა რომ, შენ ასეთი არ იყავი . მაშინ შენ სულ სხვა ადამიანი იყავი. ახლა კი დგახარ ჩემს წინ და არ ვიცი ვინ ხარ, რადგან შენ სულ სხვა ნიკა ხარ რომელსაც მე არ ვიცნობ. ამიტომ მე უცხოებს არ ველაპარაკები. გული მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის სხეულში, ის ყველაზე უკეთ გრძნობს ვისთან უნდა ყოფნა. შენ გააკეთე შენი არჩევანი და მე გვერძე გავდექი. ბედნიერებას გისურვებ. ნუ მოხვალ, ნუ მომიახლოვდები, შორს დადექი ჩემთან, არ გირჩევ მეორედ მოსვლას. სუსტი მამაკაცების თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ უარყოს იგი და მიატოვოს, სიმარტოვისთვის გაიმეტოს. აი ამ სუსტ მამაკაცებში შენც აღმოჩნდი ერთერთი ნიკა! ---შეიცვალე ჟანუ,შენ ის ჩემი მორცხვი ჟანეტი აღარ ხარ! ---თქვენი დამსახურეებაა ჩემი შეცვლა ბატონო ნიკოლოზ! ---ირონიის გარეშე არ შეიძლება რომ მელაპარაკო?ერთ დროს მახსოვს კეთილი გოგო იყავი და ახლა ვეღარ გცნობ ჟანეტ! ---ჩემი სიკეთე დამთავრდა იქ, სადაც შენმა ტყუილა იჩინა თავი მაგრამ, მინდა შეგახსენო უძვირფასესო რომ სიყვარულს ბევრი ფრთები აქვს-კანონი კი მხოლოდ ერთი ,,ერთგულება''.მე ამ სიტყვას, უკვე მეორედ გეუბნები და დაფიქრდი კარგად შენ ყოფილხარ როდესმე ერთგული ჩვენი გრძნობების? არასდროს ნიკა, არასდროს. მშვიდობით ბრძანდებოდეთ ნიკოლოზ!- ჟანეტმა თავაწეული გაუარა გვერდი ნიკას და ამაყი ნაბიჯებით წავიდა მოშორებით მომლოდინე ლილუსთან და გულიკო ბებოსთან. ლილუ საოცრად გახარებული იყო ჟანეტის ქედმაღლობით და სიძლიერით. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცოდა, რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა ჟანეტის ამ სიმშვიდის შენარჩუნება. ის ხომ თავის ხელის ხუთი თითივით იცნობდა მის არაბიოლოგიურ დას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.