ჩემს ვენებში [3]
– შეგიძლიათ მოინახულოთ პაციენტი. – უთხრა მთავარმა ექიმმა ანაბელს და ტერიტორიას ისე გაეცალა, არაფრის თქმა აცადა გოგონას. – გმადლობ... – თავისთვის ჩაიბურტუნა და პალატის კარებთან წუთით გაჩერდა. მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ამოუდგა უცნობს გვერდით, მაინც ძალიან ეუხერხულება მასთან შეხვედრა, რაღაცნაირად ბოჭავს და არ აძლევს უფლებას, იყოს თავისუფალი. კარების სახელურს ყოყმანით მოკიდა ხელი, მაგრამ მაინც გაბედა შიგნით შესვლა, რადგან არ უნდოდა ისე წასვლა, უცნობი რომ არ გაეცნო. ჩვეულებრივი, სტანდარტული პალატა, ჩვეული ნივთებ–ატრიბუტებით, დამახასიათებელი სუნით და ფერთა გამით. სანამ ანაბელი პალატას ათვალიერებდა, მისუსტებულმა ბიჭმა მისი დანახვა შეძლო. – შენ, ალბათ, ის ხარ, რომელმაც გადამარჩინა. ასეა? – ძალიან ბავშვური ხმა ჰქონდა, მაგრამ გოგონაზე ერთი, ან ორი წლით უფროსი იქნებოდა. – ასეა. – ნერვიულობისგან ათრთოლებული ხმით უპასუხა დასმულ შეკითხვას და ფრთხილად გააცოცა მისკენ თვალები. – მოეშვი, რა იყო, არ შეგჭამ. მოდი, დაჯექი სკამზე. – გაიცინა, თუმცა მაინც ძალიან სუსტად. – მეგონა შემჭამდი. – გაუღიმა და სწრაფად წავიდა სკამისკენ. – ცოტნე მენაბდე. ვერც კი გადმოგცემ, იმდენად მადლიერი ვარ შენით. გმადლობ, რომ ჩემი რიგით მეასე სულელური საქციელისაგან დამიხსენიზ – გაეცნო უმალ და ხელი სასაცილოდ გაუწოდა, მაგრამ მაინც გაჩნდა მის ნათელ სახეზე, რაღაც პირქუში. პოზიტივს ასხივებდა! მაინც! – ანაბელ გაბლაია. არაფრის. პირიქით, ძალიან ვწუხვარ, კიდევ უფრო მეტი რამით რომ ვერ დაგეხმარე. – ნუ სულელობ! ხოდა, რას გეუბნებოდი... – დაიწყო მხიარულად, წარბების თამაშით, – ჩემ შეყვარებულს უნდა დაურეკო და ჩემი ადგილსამყოფელი გააგებინო, თორემ აქედან თუ ცოცხალი გავალ, იქ მაინც მომკლავს. – შესჩივლა ვითომ მწუხარედ და ნომერი უკარნახა. – შენ რომ ელაპარაკო, არ გინდა? – უთხრა მანამდე, სანამ ყურმილს აიღებდა გოგონა. – ნუ კაი, მომეცი მობილური და თუ რამე, ხო იცი, რაც უნდა ქნა? – რა? – დაიბნა ანაბელი. – მალე უნდა გაეცალო ტერიტორიას! – ხმამაღლა გაიცინა და შეყვარებულს მიუბრუნდა. – ,,ალიოო!'' ანაბელს ეუხერხულა შეყვარებული წყვილის დიალოგის მოსმენა, ამიტომ, ფანჯარასთან მივიდა და ვერაფერი დიდი ხედის ყურებით გაირთო თავი მანამდე, ვიდრე ცოტნე საუბარს დაამთავრებდა. – ცოტნე, მე მალე უნდა წავიდე და დავურეკავ ვინმეს, შენ ოჯახის წევრს, ან, რა ვიცი, ვისაც გინდა იმას. – როცა საუბარი მორჩა ცოტნესა და იმ გოგონას შორის, ღიმილით შეტრიალდა ყურებამდე გაკრეჭილი ბიჭისკენ. – ჩემი ძმა სამსახურშია და ვერ წამოვა, ამიტომ ჩემ ბიძაშვილს დავურეკოთ. – კი ბატონო, მითხარი ნომერი და... ოღონდ, ამასაც შენ დაელაპარაკე. – აუ, არაა, – სახე დამანჭა ცოტნემ, – ეგ მომკლავს ჩემგან რომ გაიგებს. – და, ჩემგან რომ გაიგებს, მოგეფერება? – წარბი სასაცილოდ აწკიპა ზევით ანამებლმა და უკმაყოფილოდ გადმოატრიალა ქვედა ტუჩი. – მრცხვენია! – ხომ ხედავ ჩემთან რა მალე შემოხვედი ურთიერთობაში, ისიც ჩემი მსგავსია. ნუ, ძალიან ცოტათი ვგავართ ერთმანეთს ხასიათებით, – გაიცინა ეშმაკურად, – მაგრამ არაუშავს! – კარგი, ჯანდაბას. – ნომერი აკრიფა და საწყალი სახის თანხლებით უპასუხა მობილურს. – გისმენთ. – ძალიან ბოხი, თუმცა ამავე დროს ძალიან უემოცია ხმა გაისმა ყურმილში. – ეეე–მ... – დაიბნა უცბად, მაგრამ მაინც განაგრძო, თუმც, სხვა გზა არც ჰქონდა, – ცოტნე მენაბდეს ბიძაშვილი ხართ? – რა მოხდა? – აშკარა იყო, რომ ხმა საგრძნობლად დაიძაბა. იმაზე მეტადაც, ვიდრე შესაძლებელი იყო. პირველად გამოჩნდა ბიჭის ხმაში რაიმე გრძნობა და მეამიტურად გაუხარდა, ანაბელს, რადგან დარწმუნდა რომ რობოტს არ ესაუბრებოდა. – საავადმყოფოში წევს. – რა მოხდა? – ისევ გაუმეორა ბიჭმა, უფრო დაძაბული ხმით. ცოტნეს შეხედა ანაბელმა, რა ვქნაო, თვალებით ჰკითხა, რადგან ტელეფონი ,,სპიკერზე'' იყო ჩართული და შესაბამისად, ყველაფერი გაიგო ბიჭმა. ცოტნემ მხრები აიჩეჩა სერიოზული სახით. უთხარიო, ტუჩების მოძრაობით და მიმიკებით ანიშნა, შემდეგ კი თითები ერთმანეთში ნერვიულად გადახლართა. – მწვავე ინტოქსიკაციით მოვიყვანე საავადმყოფოში. ქუჩაში ვიპოვე და უცბადვე მოვახერხე დახმარება. – მოვდივარ! – მგონი, ცუდად არის შენი საქმე... – დამნაშავის მზერით შეხედა ანაბელმა. – რამეს გეტყვის? – თქმით, არაფერს მეტყვის. – ლაღად გაიცინა ცოტნემ. – წარმატებები! – სიცილში აჰყვა ანაბელიც. – კარგი, ახლა მე წავალ, მაგრამ თუ რამე დაჭირდება, არ მოგერიდოს. – მე არ მომერიდება, მაგრამ შენ არ წახვალ ჯერ. დაველოდოთ სანდროს და მერე წადი. არ მინდა მარტო ყოფნა. – კარგი, კარგი, ოღონდ შენ ნუ ტირი და ყველაფერს ვიზამ. – ღიმილით შეხედა და გაბადრულ სახეზე დააკვირდა. როგორი ბავშვური იყო და ამავდრულად, როგორი მამაკაცური. ვერ გეტყვით, რომ დიდი ხანი მოუწია ცოტნეს ბიძაშვილს საავადმყოფომდე მოსვლა. დაზაფრული ადევნებდა თვალს გიჟივით შემოვარდნილ სანდროს ანაბელი და თვალის გუგები უფრო და უფრო უფართოვდებოდა გაოცებისაგან. არც კი შეუხედავს გოგონასთვის, რაიმეს თქმაზე ზედმეტია საუბარი. არაფერს უებნებოდა ცოტნეს თავისი ბიძაშვილი, ალბათ, ანაბელის გამო. არაფერს ამბობდა, მაგრამ თვალებს აბრიალებდა საზარლად. – ცოტნე, წავალ მე... – მორცხვად თქვა, როცა თავი ზედმეტად იგრძნო, უცბად აკოცა ბიჭს ლოყაზე. – ნახვამდის. – თქვა ორივეს გასაგონად და პალატიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა. *** ესეც მესამე თავი და რა თქმა უნდა, მაინტერესებს, როგორი იყო ეს ნაწილი. ისევ ,,კაის'' ვწერ, რადგან ასე მიმაჩნია სწორად, თორემ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიცი რომელია სწორი და არასწორი ფორმა. მინდა კომენტარი გავაკეთო ,,okay''–ს შენიშვნებზე. მე ვგრძნობ თითოეული მკითხველის კომენტარში, რომელიც შეცდომებს მისწორებს, რისთვის, რატომ და როგორ აკეთებს ამას. სამწუხაროდ, მე შენ სიტყვებში ის დავინახე, რომ გინდა უბრალოდ რაიმე შენიშვნა მომცე და ამ პატარ–პატარა და განზრახ, ვიმეორებ, განზრახ შეცდომაზე ყურადღებას მიმახვილებ. აი, ზუსტად ეს დავინახე და არა სხვა რამ. შენ იმისთვის არ დაწერე ის, რაც დაწერე რომ ჩემი წერის სწორი მანერა ჩამოაყალიბო, უბრალოდ გინდა, რაც ზევით ავღნიშნე, ის. მეტი კორექტულობა! პ.ს ასეთ სისულელეზე ბოლოჯერ ვამახვილებ ყურადღებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.