შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (4)


6-06-2016, 19:51
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 757

ადამიანებს სჭირდებათ ადამიანები. ერთმანეთი. და რაც მთავარია, საკუთარი თავი. თუ ცხოვრებას უფლებს მისცემ, წუთით მაინც დარჩე მარტო, გამოსავალს ვეღარ იპოვი. იმ წყვდიადს თავს ვერასდროს დააღწევ და... იცით, რა არის ჭეშმარიტი ტკივილი? როცა ყვირი და არავის ესმის, ქვეცნობიერის გარდა.

8888

_ აქ გრძნობ? _ ექიმის ხელი ჩემს ბარძაყებზეა. თავს უარის ნიშნად ვაქნევ და ორივე ხელით საწოლს ვეყრდნობი. დაახლოებით ორმოცს გადაცილებული მამაკაცი ჩემი საწოლის ბოლოსთან დგას, წელში მოხრილი და ჩემს გაუპარსავ ფეხებს დაჰყურებს. მანამ, სანამ სირცხვილის გრძნობა შემომიტევდეს, ვუყურებ მის აღზნებულ თვალებს და გამყიდველ სხეულის ნაწილს და მინდა ყელში ვწვდე. მინდა მოვკლა, იმიტომ რომ, მე ცუდად ვარ. იმიტომ რომ, მე თავს არარაობად ვგრძნობ, ის კი ალბათ დღეს ღამე, ჩემს ფეხებს წარმოიდგენს და... ღმერთო, როდიდან გავხდი ასეთი?
_ აქ? _ მუხლის თავებზე მსუბუქად მირტყამს პატარა ჩაქუჩით და თვალებში მიყურებს. არაფერს ვპასუხობ და როცა მისი ხელები ჩემს კოჭებთან სრიალდება, სხეულით თუ არა, გუნებით მაინც ვგრძნობ, რომ მისი ხელების შეხება არ მსიამოვნებს. გული მერევა და სანამ ეს მოხდებოდეს, თვალებს ვხუჭავ.
_ ვერაფერს გრძნობ? _ სადღაც შორიდან ჩამესმის მისი ხმა. მე ვყვირი. არ ვიცი, რას. გაურკვეველ ბგერებს გამოვცემ, ხელებს უმისამაროდ ვიქნევ და ყელში მოწოლილ ცრემლებს ვერ ვაკავებ. არაფერი შემიძლია. რაც გინდათ, ის მიწოდეთ. ინვალიდი, შეზღუდული შესაძლებლობების პირი, წელსქვემოთ მგრძნობელობა დაკარგული არსება. ჩემთვის სულერთია. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მომმართავ. მე არარაობა ვარ და მთელი სხეულით ვგრძნობ ამას, ფეხების გარდა. სასაცილოა. ახლა მხოლოდ ირონია თუ მიშველის, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
კარები იხსნება, გაშეშებული დედაჩემი სახელურს ეჭიდება და ძირს ცურდება. დათა მშვიდად დგას, აუღელვებლად მიყურებს ჯერ მე, მერე ექიმს და ანიშნებს, გავიდეს. ყურები დაგუბებული მაქვს და არაფერი მესმის, მაგრამ ყვირილს არ ვწყვეტ. თვალებს კვლავ ვხუჭავ და ღაპაღუპით მცვივა ცრემლები. აღარ შემიძლია. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა რთულია, იყო ძლიერი. აღარ შემიძლია. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს თავზე ცა ჩამოგექცეს. არსებობს ტკივილი, რომელსაც დრო ვერ გააქრობს. ვიღაცას შეიძლება უბრალოდ ეჩვენებოდეს, იყო ინვალიდი. ვიღაცას შეიძლება არც ანაღვლებდეს, რომ ვერასდროს გადადგამს ნაბიჯს. მე მტკივა და ვიცი, რომ არასდროს გადამივლის.
_ დამშვიდდი _ დათა თითებს ჩემს თმებში აცურებს და მე ვჩუმდები. არა იმიტომ, რომ მან მითხრა. უბრალოდ, ძალიან დავიღალე და ყელი მტკივა. თანაც, ბავშვობიდან ასე იყო - როცა თმებზე მეფერებიან, ვწყნარდები და მეძინება. მაგრამ ახლა არ მინდა, დავიძინო. ყელთან დათას ცივ სუნთქვას ვგრძნობ და სიგარეტის უსიამოვნო, მაგრამ ამავდროულად დამათრობელი სურნელი ცხვირში მიღუტუნებს. საკუთარი თავი მეზიზღება, რადგან მახსენდება, რომ ნიკა ვერ იტანდა სიგარეტს. საკუთარი თავი მეზიზღება, რადგან ნიკა მახსენდება და დათას შეხება ჩემზე საშინლად მოქმედებს.
_ წამიყვანე აქედან... _ ამდენი ხნის ყვირილის მიუხედავად, მტკიცედ ვთხოვ თვალდახუჭული და ღრმად ვსუნთქავ. საჩვენებელი და შუა თითით თმებს ყურზე მიწევს, შემდეგ კი ისევ თმებში მიცურებს.
_ წავიდეთ _ მეუბნება ისიც და მგონია, რომ იღიმის. თვალებს ვახელ. ვცდები. ისევ ისეთი სახე აქვს, როგორიც ჰქონდა. ვერაფერს ვხვდები და ვერც მივხვდები. ალბათ არასდროს მომცემს უფლებას, რომ გავიცნო. ახლა მე არ ვიცი, რას გრძნობს. არ ვიცი, როგორაა. ის ვიცი, რომ მისი არც ერთი საქციელი არ არის თანაგრძნობა და ის არ არის ყალბი. და ეს საკმარისია იმისთვის, რომ ვენდო.
_ დღესვე? _ ვეკითხები და თვალებში ვუყურებ. ნაცრისფერი, არაფრისმეტყველი და უემოციო თვალები.
_ დღესვე _ მშვიდად მპასუხობს, ხელებს მაშორებს და ჩემსკენ იხრება. ცალი ხელი ჩემს თავქვეშ, მეორე კი მუხლქვემოთ მოათავსა და ხელში ამიყვანა. კარებში მდგომი დედაჩემი უხმოდ ტირის. ჩემი ორივე ხელი დათას ყელზეა, თავი მის გულზე და იმ წამს ფეხებ^ზე მკი^დია, რომ მე ინვალიდი ვარ. მასთან თავს არ ვგრძნობ ინვალიდად. მუცელზე აწეულ ხალათს მისწორებს და კოჭებამდე ჩამოაქვს. საკუთარ სხეულს გვერდიდან ვუყურებ და ვფიქრობ, რომ უნდა გავსუქდე.
_ დედიკო, დამელოდეთ, სად მიდიხართ, რას აკეთებთ _ დაბნეული დგას ლილიკო და ხან მე მიყურებს, ხან დათას მადლიერი თვალებით.
_ სახლში ლილიკო, ჩემთან _ პასუხობს დათა. მიხარია, რომ ისიც ისე მიმართავს დედაჩემს, როგორც ყველა.
_ ჯერ ჩვენთან შევიაროთ... ტანსაცმელი წამოვუღო და საჭირო ნივთები _ ბურტყუნებს და როცა დათას კარებში გავყავარ, უკან სწრაფად მოგვყვება. მეცინება.
_ და ჩემი კიკი _ ვამბობ ლილიკოს გასაგონად. დათუნიას გახსენებაზე კვლავ მაწვება ცრემლები. ალბათ სულ მარტოა, თან რამდენი ხანია... და ალბათ ჩემზე ნაწყენია.
_ კიკი სულ დამავიწყდა დედი, შენს ოთახში, საწოლზე დევს.
_ ცოდოა _ გული მეკუმშება და თვალებს ვხუჭავ.
_ შენ ნუ ნერვიულობ, არ გაუჭირდებოდა. ან შეიძლებოდა ლიზას წაეყვანა.
_ ლიზა რას შვება? _ ვეკითხები დედაჩემს და ზუსტად ამ დროს, ექიმი გვაჩერებს. დათა ჩერდება და მე მის ყელზე მოხვეული ხელები მეძაბება.
ექიმი დათას უყურებს, სახე შეწუხებული აქვს, თუმცა თეთრ ხალათზე ეტყობა, რომ ყავა დალია. ლაქა ალბათ ძნელად მოშორდება. ნაძი^რალა.
_ ჯერჯერობით, პაციენტის გაწერის უფლება არ გვაქვს _ თანაგრძნობით გადმოაქვს მზერა ჩემზე, მაგრამ მაშინვე ისევ დათას აშტერდება.
_ ექიმო, დროს მაკარგვინებთ. გთხოვთ, გააფორმეთ გაწერის ფურცელი, თუ რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს. ახლა აქ ვერ გავჩერდებით _ ეუბნება და ჩემდა გასაკვირად, ექიმი ნებდება. თავიდან გაბრაზებული უყურებს, მერე სახეს ასწორებს და ზურგს გვაქცევს. არ მაინტერესებს, სად მიდის. ვუყურებ მას და მეორედ მიჩნდება სურვილი, რომ მოვკლა. ის ექიმია?
_ დათა, იქნებ ჯერ ჩვენთან შევიაროთ _ საავადმყოფოდან როგორც კი გავდივართ, ეკითხება დათას დედაჩემი.
_ ჯერ ნანკა დავტოვოთ, მერე უცებ გაგიყვან ლილიკო და საჭირო ნივთებსაც იყიდი _ ეუბნება დათა და მანქნის უკანა კარს აღებს.
_ ეტლი? _ უეცრად ყვირის დედაჩემი. იმედგაცრუებას ვგრძნობ, ყელში კვლავ რაღაც მაწვება, მაგრამ თავს ვიკავებ. დათა ფრთხილად იხრება და მოხერხებულად მსვამს უკანა სავარძელზე, მერე ღვედს წვდება და ცდილობს, მომარგოს. ხელები ოდნავ შესამჩნევად უკანკალებს. ღვედს აწვალებს, მერე ხმადაბლა იკურთხება.
_ მე თვითონ _ ვბრაზდები და ხმამაღლა ვეუბნები. ცბება, ღვედს ხელს უშვებს და მაცლის, თავად გავიკეთო.
_ ეტლი არ გვჭირდება _ ეუბნება ლილიკოს დათა. გაოგნებული ვახამხამებ თვალებს და სწრაფად ვიწმენდ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს. სულ გაგიჟდა?
_ ყოველთვის მასთან ვერ იქნები _ მიუხვდა დედაჩემი. მადლიერი თვალებით ვუყურებ მას, მის მზერაში კი შეცოდების გარდა სხვას ვერაფერს ვიჭერ. ზიზღი მახრჩობს და წამით ჩემს ვენებში სისხლის იმოქცევასაც კი ვგრძნობ. აი, რით განსხვავდება დათა ყველასგან და რატომ ვგრძნობ მასთან თავს კარგად. მას არ ვეცოდები .



№1  offline მოდერი Eleniko13

okay
რაღა მიჭირს აწი!
მიგაცხრილავდი სიამოვნებით.

ასე კარგად წერ და ასე იშვიათად

გამიგე გთხოვ...
ხანდახან არ მეწერინება და
როცა არ მეწერინება,
არ ვწერ.
მიყვარხარ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline მოდერი nicol

ელე. ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და მართლა გავოცდი love
უნიჭიერესი ხარ... შენს ასაკში ასე წერაა?! love
ბრავო love
ველოდები შემდეგ თავს და იცოდე ბოლომდე უნდა მიიყვანო bully

სიყვარულით თინანო love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline მოდერი Eleniko13

nicol
ელე. ახლა წავიკითხე ოთხივე თავი და მართლა გავოცდი love
უნიჭიერესი ხარ... შენს ასაკში ასე წერაა?! love
ბრავო love
ველოდები შემდეგ თავს და იცოდე ბოლომდე უნდა მიიყვანო bully

სიყვარულით თინანო love


მივიყვან, თინანო, მივიყვან love
ძალიან გამახარე. ძალიან.
მადლობა და მიყვარხარ love
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი Gerko

GააგრძEლეეე

 


№5  offline წევრი Peoplefallformysmile

აუ ცოტა მალე ვერ დადებ ხოლმდ ?:/ ძალიან მომეწონაა

 


№6  offline წევრი ნიტა096

ძალიან მაგარი გოგო ხარ !

 


№7  offline მოდერი Eleniko13

ნიტა096
ძალიან მაგარი გოგო ხარ !


შენ კი ძალიან მაგარი მკითხველი!

Peoplefallformysmile
აუ ცოტა მალე ვერ დადებ ხოლმდ ?:/ ძალიან მომეწონაა

მადლობა, რომ მოგეწონა ❤️

Gerko
GააგრძEლეეე

ისედაც ვაგრძელებდი ❤️ მადლობა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

გაუპარსავი ფეხები და აღგზნებული თვალები...სტრესის გამო ეს გოგო აშკარად არასწორად ფიქრობს, თან ექიმები სამუშაო საათებში ეთიკის ნორმებს არ სცილდებიან, მზერითაც კი wink . ოოო, დათა: შეგნებულ-უშეცდომო, მაგრამ მაინც მთავარი დამნაშავე. მომწონს ძალიან მისი პერსონაჟი.განსაკუთრებით ის, რომ მუხედავად დანაშაულის შეგრძნებისა საკუთარ თავს ამ გოგოსთან სენტიმენტების გამოვლენის უფლებას არ აძლევს!

 


№9  offline მოდერი Eleniko13

grafo
გაუპარსავი ფეხები და აღგზნებული თვალები...სტრესის გამო ეს გოგო აშკარად არასწორად ფიქრობს, თან ექიმები სამუშაო საათებში ეთიკის ნორმებს არ სცილდებიან, მზერითაც კი wink . ოოო, დათა: შეგნებულ-უშეცდომო, მაგრამ მაინც მთავარი დამნაშავე. მომწონს ძალიან მისი პერსონაჟი.განსაკუთრებით ის, რომ მუხედავად დანაშაულის შეგრძნებისა საკუთარ თავს ამ გოგოსთან სენტიმენტების გამოვლენის უფლებას არ აძლევს!

ხო, ჯერ სად ხარ, დათას გარდა ყველაზე იყრის ჯავრს :დ სულელია, მაგას ბოლოსკენ გავარკვევთ... ვსო, აღარ დაგასპოილერებ. დათა მეც მომწონს, უბრალოდ მეშინია მისი. მადლობა, რომ კითხულობ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№10 სტუმარი Sally

კარგია ძალიან მომწონს. კარგად წერ. უცებ წამეკითხა.

რამდენი წლის ხარ? თუ საიდუმლო არაა? (რატო უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვიკითხე:) )

 


№11  offline მოდერი Eleniko13

Sally
კარგია ძალიან მომწონს. კარგად წერ. უცებ წამეკითხა.

რამდენი წლის ხარ? თუ საიდუმლო არაა? (რატო უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვიკითხე:) )


13-ის. რა მოხდა? :დ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent