შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ვენებში [4]


6-06-2016, 23:55
ავტორი Nude
ნანახია 2 805

– გთხოვ, მითხარი რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. – სთხოვა ლიზამ მეგობარს, როგორც კი მოახერხა მასთან დაკავშირება.
– ყველაფერი კარგად დამთავრდა უფლის წყალობით. კარგად არის, იმაზე კარგად, ვიდრე გვეგონა. – მხიარულად გაიცინა ანაბელმა და ტაქსის მძღოლს ლილეს სახლის მისამართი უკარნახა, ამასობაში კი, ავტომობილის უკანა სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა. – ძალიან კარგი ვინმეა.
– გაცნობა, როდის მოასწარი? – გაიცინა ლიზამაც და ფეხი ფეხზე სასაცილოდ გადაიდო.
– არ ვიცი. უფრო სწორად, არ ვაპირებდი, მაგრამ გულმა ვერ გამიძლო, ისე წამოვსულიყავი, ცოტნე რომ არ მენახა და გავიცანი. საოცრებაა, პირდაპირ, გამაგიჟა ისეთი მხიარული და პოზიტივს მქონე ბიჭია. – მონუსხული საუბრობდა ანაბელი და წუთების წინ მომხდარ ამბებს ღიმილით იხსენებდა.
– ძალიან მიხარია ყველაფერი ასე რომ დასრულდა. სახლში როცა მიხვალ, დამირეკე.
– კარგი. – უთხრა და გაუთიშა.
ახლა, ისე ეძინებოდა, რომ არაფრის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფრის ახსნა და სიმართლის თქმა ძალიან უნდოდა ლილესთვის, ამიტომ მთელი ძალით ცდილობდა ენერგიასთან ერთად სიფხიზლეც შეენარჩუნებინა. ძალიან, ძალიან და იმაზე მეტადაც განიცდის დაქალს რომ მოატყუა, მაგრამ იმ მომენტში, მგონი, ასეც კი სჯობდა.
ტაქსის მძღოლს ფული მიაწოდა, სხეული ძლივს აზიდა და სადარბაზოში შევიდა. ლიფტის ღილაკს, რომელსაც ზედ ოთხიანი ეწერა, დააწვა და დაელოდა, როდის ავიდოდა თავის სართულზე. ყოველი წამი, რომელიც აიძულებლდა რომ თვალები არ დაეუჭა, ნერვებს უშლიდა.
კარებზე ფრთხილად დააკაკუნა, რადგან არ გაეღვიძა ლილე და გაბრიელი, თუ უკვე არ ეღვიძათ. შაბათი იყო, რაც იმას ნიშნავდა რომ ცოლ–ქმარი ისვენებდა, სამსახურში არ იყვნენ წასასვლელები. საბედნიეროდ, კარი ფხიზლად მყოფმა ლილემ გაუღო და ღიმილით შეატარა სახლში.
– დილამშვიდობის. – უთხრა ლილემ და დამნაშავეს თვალებით შეხედა.
– დილამშვიდობის. – უპასუხა ლილემ და სამზარეულოსაკენ გაუძღვა დაქალს. – რა დააშავე? ეგეთი თვალებით მხოლოდ მაშინ მიყურებ, თუ რამე დააშავე. – გაიცინა ქალმა. – ჩაი, თუ ყავა?
– ყავა, ოღონდ ძალიან მაგარი, რომ გამომაფხიზლოს ისეთი. – ამოიკრუსუნა და თავი მაგიდაზე დადო. – ჰო, შეიძლება ასეც ითქვას.
– ბოლო–ბოლო, არ იტყვი სათქმელს? – გაკვირვებულმა ლილემ კარადიდან თავი გამოყო, რათა კარგად დაკვირვებოდა ანაბელის არეულ სახეს, რომელიც არაფერს ამბობდა. სრულიად არაფერს.
– გუშინ რომ დაგირეკე და გითხარი ჩემ დაქალთავ ვრჩები–მეთქი, მოგატყუე. ბოდიში რა, უბრალოდ ისეთი რამ მოხდა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა.
მშვიდად უსმენდა ლილე, რადგან არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, ანაბელს მოეტყუებინა. ძალიან იშვიათად, მაგრამ თუ იტყუებოდა, ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდა და ეს ასეც იყო. სერიოზულზე სერიოზული მიზეზი ჰქონდა ახლა, ამიტომ წამითაც არ შეურხევია გამომეტყველება. ღიმილით გააცილა დასაძინებლად ანაბელი და თვითონაც მიუწვა გაბრიელს გვერდით.

* * *
გაიღვიძა თუ არა, მაშინვე მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა. დღეს არსად აპირებდა წასვლას. გაბრიელი იმ საღამოს უკეთ გაიცნო, უკეთ ცოტა რბილი ნათქვამია. შესანიშნავი ადამიანი იყო, პრინციპში, ლილეს ქმარი სხვანაირი ვერც იქნებოდა, უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან ლილე ისეთი კარგია, ისეთი, რომ მის გვერდით ცუდი ადამიანი ვერ იქნებოდა.
უფრო გვიან, თიკო, ზურა და პატარა სოფი მოვიდნენ მათთან. ნათლიასთან, როგორც კი მიიყვანეს პატარა ჭინკა, მოშორება მისგან, არც კი უცდია. მთელი საღამო მიწებებულები იყვნენ ანაბელი და სოფი ერთმანეთზე. საერთოდ ვერავის ამჩნევდა ვერც ერთი. Gამალებული თამაშობდნენ სოფის მოტანილი სათამაშოებით და ბოლო ხმაზე კისკისებდნენ. ძალიან გვიან წავიდა ოჯახი. წასვლისას ანაბელი ნათლულს დაპირდა, დილით წაგიყვან სასეირნოთ, თან ნაყინსაც გაჭმევო. ყიჟინით აიკლო მთელი სახლი პატარა სოფიმ, ყველას ეუბნებოდა, მე ნათლიამ ნაყინი უნდა მაჭამოსო და თან თითოეულ მათგანს ენას უყოფდა.
დედასაც დაურეკა და ლიზასაც. ლიზამ, ხვალ აუცილებლად უნდა გნახო, რაღაც უნდა მოგიყვეო უთხრა, მაგრამ საშIნლად არ მოეწონა გოგონას ხმა ანაბელს. დედამ ერთი–ორი რჩევა მისცა, როგორც ყოველთვის იცის ხოლმე და გაუთიშა. ზოგადად ასეთი იყო ანაბელი და შესაბამისად ქალბატონი ნინოც. Aრასდროს არ აწყენდნენ ერთმანეთს ბერი ლაპარაკით და სიტყვებით. მითუმეტეს ანაბელს ეზიზღებოდა ბევრი საუბარი, ამიტომაც ძალიან იშვიათია მისგან ,,ჭორაობა.’’

* * *
ჩუმად გააღო სახლის კარი, ისე რომ არ დაუკეტავს და კიბეებზე ჩაირბინა. ნამდვილად არ უნდოდა ლილეს და გაბრიელის გაღვიძება, ამიტომ ნათლულთან გაუფრთხილებლად წავიდა, პრინციპში, გაუფრთხილებლად, არ გამოუვიდა, რადგნა გუშინ ღამე გაიგეს ანაბელის და სოფის საუბარი წასვლისას.
ბედნიერი შეაფრინდა სხეულზე პატარა ჭინკა და ჩუმად ჩაიცინა, მამიკოს ძინავს, არ გავაღვიძოთო. უკვე გამზადებული ჰყვდა თიკოს, ამიტომ დიდი დრო არ დასჭირდათ.
– საღამომდე მეყოლება, კარგი? – ჰკითხა ანაბელმა თიკოს სახლიდან გასვლისას.
– ვაიმე, ოღონდ ახლა ეს მომაშორე და თუ გინდა საერთოდ აღარ მომიყვანო. – გაიცინა ქალმა უფრო იმაზე რომ სოფის რეაქცია არ ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ მისი სიტყვები გაიგო. – ჭკვიანად, დე. არ გააბრაზო ნათლია. – დაარიგა შვილი და ფეხსაცმლის თასმა შეუკრა.
– არ გავაბრაზებ. – დაპირდა ბავშვმა, ლოყაზე აკოცა და ანაბელის გამოწვდილ ხელს, თავისი შეაგება.

* * *
– ლიზა, მე და სოფი გამოვედით სასეირნოდ და თან სანაყინეშიც შევიყვან. გამოხვალ ახლა, თუ საღამოსკენ გირჩევნია? – ირიბად შეახსენა შეხვედრა რომ სთხოვა გუშინ ლიზამ და ხელი ჩასჭიდა სოფის, რათა გზაზე გადასულიყვნენ.
– არა, არა. ახლა მირჩევნია. სად ხარ?
– ,,ლუკა პოლარესთან.’’
– ხუთ წუთში მანდ ვიქნები და დამელოდე გარეთ.
მგონი, ხუთიც კი არ დასჭირდა, ისე სწრაფად გაჩნდა მათთან. სანაყინეში ადგილები დაიკავეს, თან შეკვეთაც მისცეს. სოფი გვერდით მიისვა ანაბელმა და კოკა–კოლა გაუხსნა.
– რა უნდა მომიყვე? – ინტერესით ჰკითხა ლიზას ანაბელმა და გაუღიმა.
– გუშინ, ისეთი რაღაც მოხდა, მეგონა მოვკვდებოდი, შენ თავს ვფიცავარ.
– ეე, თქვი რა მოხდა, თორემ მომკლავს ინტერესი. – გაიცინა ანაბელმა და შეკვეთის ასაღებად წავიდა, დაბრუნებულს კი ლიზამ სიტყვის თქმაც არ აცადა, ისე დაიწყო მოყოლა.
– გუშინ, მეგობართან ვიყავი და იმის სახლიდან, როცა წამოვედი უცბად იქ საიდანღაც გაჩნდა, ჩემი ყოფილი შეყვარებული. ღმერთო ჩემო, ისე მომნატრებია, ისე, რომ მთელი ღამე ტირილში გავატარე. როგორ სულელურად დავკარგე, რომ გაიგო, ალბათ, მომკლავ. – ხმა გაებზარა ლიზას.
– ჰო, გუშინ შევამჩნიე, რაღაც რომ გჭირდა. ცუდი ხმა გქონდა. – აღნიშნა ანაბელმა და თავისი ხელით მიაწოდა ნაყინით სასვე კოვზი სოფის.
– მე თვითონ შევჭამ. – კოპები შეკრა ბავშვმა. – დიდი ვარ უკვე.
– კარგი, მაგრამ ფრთხილად, არ დაისვარო. განაგრძე. – მიუბრუნდა ლიზას.
– თავიდან, რაღაც უაზრობებს მებუტბუტებოდა, მგონი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ არც ნასვამი იყო. ნუ, ხომ ხვდები რა... ხელი მომკიდა და მაკოცა. ვერ გეტყვი იმ წამს რა ვიგრძენი, თუმცა იმასაც მივხვდი რომ ფხიზელ მდგომარეობაში ამას არ გააკეთებდა და მოვიშორე. არ მიშვებდა. მითხრა, მიყვარხარო, მაგრამ ახლა შეყვარებული ჰყავს და თან თავისი იმჟამად არეული გონების გამო, არაფერი ვუთხარი. მომენატრეო, ისიც მითხრა და მიუხედავად ყველაფრისა, მის თვალებში თითქოს მაინც შევამჩნიე სიმართლის სხივები. მინდოდა მეთქვა, მეც მომენატრე–თქო, მაგრამ არ ვეტყოდი, რა თქმა უნდა. მაგის უფლება კარგად დიდი ხნის წინ ჩამომერთვა. ყველაზე ცუდი და საშინელება იცი რა არის? გუშინ, იმ ბიჭსა და ჩემ ცოტნეს შორის, რაღაც საერთო დავიჭირე. პრინციპში, გუშინ ვერ დავაკვირდი მაგას იმდენად ცუდად ვიყავი, მაგრამ, როცა სახლში, ჩემ ოთახში დავწექი და ცოტა დროის შემდეგ, ასე თუ ისე, დავმშვიდდი, იმ უცნობი ბიჭის სახე აღვიდგინე და რაღაც დამთხვევები ვიპოვე. ოღონდ ის არ ყოფილიყო ასე ცუდად და ყველაფერს ვიზამ, გეფიცები! – წამოიტირასავით ლიზამ, თუმცა გრძნობების მოთოკვა შეძლო, რადგან საზოგადოების თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა, თან სოფიც გამალებით უსმენდა.
– ისე, მართალი ხარ. გუშინ ღამით ისეთი აფორიაქებულები და შეშინებულები ვიყავით, ვერ გაარჩევდი მის სახეს, თან საოცრად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა ისიც. ცოტნე, ისევ გიყვარს?
– მიყვარს, თუ არა? რა თქმა უნდა, მიყვარს. – მწარედ ჩაიცინა ლიზამ და ნერვიულად გადააჯვარედინა თითები.
ლიზას ამ ჟესტზე უცბად გაახსენდა ანაბელს ის ცოტნე, რომელიც გადაარჩინეს და გონებაში, რაღაცამ ძლიერად დაარტყა. გონება დაებინდა. ,,ნუთუ შესაძლებელია?’’ სულ ამ სიტყვებს იმეორებდა გონებაში წუთის განმავლობაში. ერთი შეხედვით ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, ამდენი დამთხვევა? თბილისი პატარა ქალაქია, აქ ყველაფერი შესაძლებელია. მიუხედავად იმისა რომ ამის შესაძლებოდა დაუშვა, პირდაპირ არაფრის თქმას არ აპირებდა.
– ცოტნე, რა გვარის არის?
– რატომ დაინტერესდი? – თვალ მოჭუტულმა ლიზამ ჰკითზა ანაბელს, მაგრამ პასუხი მაშინვე გასცა. – მენაბდე.
– და სანდრო მენაბდეა მისი ბიძაშვილი ხო?
– ასეა.
– ის არის. გუშინ რომ წავიყვანეთ საავამდყოფოში, სწორედ ის არის.
– დარწმუნებული ხარ? – ხმის კანკალით იკითხა ლიზამ და ტელეფონს მთელი ძალით მოკიდა ხელი. – ეს არის? – მათი საერთო სურათი აჩვენა, რომელიც დაშორებამდე ძალიან ცოტა ხნით ჰქონდათ გადაღებული.
– ეს არის.
– ვაიმე... გუშინ ვუყურებდი, როგორ კვდებოდა და... – მთელი ძალით ჩაეხუტა ანაბელს.
ახლა უკვე, არც ის აინტერესებდა სად იყო და არც ის, ვინ უყურებდა. მისთვის მხოლოდ ერთადერთი იყო მთავარი, რომელიც საავადმყოფოში იწვა, სწორედ იმ პალატაში, სადაც გასულ ღამეს. ყველაფერი იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმოედგინა.
– უნდა დაურეკო. აუცილებლად! – უთხრა ანაბელმა და ცივი წყლით სავსე ბოთლი მიაწოდა, გონზე მოსასვლელად.



№1  offline წევრი isterichka123

Kaia gagrdzele

 


№2  offline მოდერი Nude

isterichka123
Kaia gagrdzele

okay
ოჰოო, ძალიან საინტერესოა.
ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესია.
ანაბელი ძალიან მომწონს.
ნუ, რა თქმა უნდა შენც.
ველი მომდევნო თავს.

გმადლობთ, გმადლობთ. მიხარია, თუ ოდნავ მაინც მოგწონთ. love
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი kiko

აუუ ძაან მაგარია. ვახ ვახ უყურე შენ ცოტნეს საიდან სად გაიჩითა :დ სანდრო გამოაჩინე რა შემდეგ თავში :დ მე'ვ'ასება უკვე სანდრო

 


№4  offline მოდერი Nude

kiko
აუუ ძაან მაგარია. ვახ ვახ უყურე შენ ცოტნეს საიდან სად გაიჩითა :დ სანდრო გამოაჩინე რა შემდეგ თავში :დ მე'ვ'ასება უკვე სანდრო

აუცილებლად, აუცილებლად love
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent