შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრიდან რეალობაში (1-4)


7-06-2016, 01:00
ავტორი mariam-mariam
ნანახია 1 942

ალბათ როგორი სასიამოვნოა როცა დილით გძინავს შენთვის ტკბილად, მშვიდად და ხედავ საოცნებო სიზმარს.. აი წამებია დარჩენილი და გაიგებ იმ ადამიანის სახეს რომელიც უკვე სამი თვეა გესიზმრება...
ცოტაც და აი დაიწყო ნელა მოძრაობა...
2 წამიც და გაიგებ და აი....
-ნიტაააა!!!!
ჯანდაბა...
ისევ ლუკას ხმა და ისევ ის უცნობი, რომელიც ამაღამაც აუცილეად მეწვევა...
-ნიიიტააააა...
ამჯერად უფრო ხმამაღლა დაიძახა ჩემმა ძმამ და მეც იძულებული გავხდი წამწამები ნელ-ნელა დამეშორებინა ერთმანეთს...
პირველი რაც თვალში მომხვდს მარტისთვის შეუფერებელი მზის სხივები იყო... რომელიც მშვიდად აღწევდა დახურული ფანჯრის მიღმა...
-ნიტა!!!!!
როგორც ჩანს ლუკა უკვე კარებთან იდგა და სრულ გაბრაზებამდე წამებიღა აკლდა და ალბათ აქვე დამთავრდებოდა ჯერაც არ დაწყებული ისტორია, რომ არა ჩემი სწრაფი რეაგირება და ვდგების ბოლო ხმაზე ყვირილი...
ზანტად წამოვდექი ლოგინიდან და აბაზანაში შევედი...
მე ნიტა ყიფიანი ვარ.. 20 წლის ვსწავლობ ჯავახიშვილში ჟურნალისტიკაზე... ამბობენ რომ უჩვეულოდ მწვანე თვალები მაქვს ღია მწვანე, თუმცა მე ამას ჩვეულებრივ მწვანედ აღვიქვავ...
თხუთმეტ წუთში ჩაცმულ-დავარცხნილი სამზარეულოში ვიჯექი და ყავას ვსვამდი...
-ნიტ მე მივდივარ და ჭკვიანად იყავი, უნივერსიტეტში არ დააგვიანო გასაღები სარკესთანაა და ხო დღეს ბიჭები ამოვლენ და რამე გააკეტე რა...
-არაა ლუკა საჭირო ერთი და იგივეს თქმა ... ბიჭები ყოველდღე მოდიან და საჭმელიც მაცივარშია...
-ჩემი ჭკვიანი გოგო...
შუბლზე მაკოცა და კარები გაიხურა...
ჯერ მხოლოდ დილის ცხრა საათი იყო ლექციები კი 12ზე მეწყებოდა...
ამიტომ მოვიმარჯვე ტელეფონი და სასურველი ნომრის მოძებნა დავიწყე...
-ნუციტო...
დავიწყე პატარა ბავშვივით და ჩემ თავზე გეცინა
-ჰოუ
არც მან დააყოვნა პასუხი და ცოტა არ იყოს გამიკვირდა რომ არ ეძინა...
-რას შვები? არაფერს ხო? ხოდა დაგასაქმებ გამო ჩემთან და მერე ერთად წავიდეთ..
-შეწინააღმდეგებას აზრი...
-არ არსებობს...
-კაი..
ბოლო სიტყვა ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გამითიშა...
მე და ნუცა (ნუციტო) ბაღიდან ერთად ვართ.. ყველგან ერთად დავდიოდით და ყველას დები ვეგონეთ მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ...
მე შავგვრემანი ვარ
ნუციტო კი ქერაა...
თუმცა ტიპიური ქერა არა, ყველას რო დებილები გონიათ, პირიქით ყველაზე ჭკვიანი ქერაა ქერებს შორის...
ნუციტოს ლოდინში მისაღებში დივანზე დავჯექი,ფეხები მაგიდაზე ავაწყე და პულტს დავუწყე ძებნა, როცა ხელში ლუკას ტელეფონი შემრჩა...
ნუ ეხლა მე რის ნიტა ვიყავი "არქეოლოგიური" გათხრები რო არ ჩამეტარებია ...
ეკრანზე ხელის გასმა და მესიჯების გახსნა ერთი იყო და ჰოი საოცრებავ...
გაოცებისგან ავდექი, მერე მივხვდი რო დაჯდომა მჭირდებოდა და რასაცქვი დავეხეთქე, თუმცა ჯობდა ფეხზე ვყოფილიყავი, ჩემი მოხერხებულობიდან გამომდინარე სავარძლის სახელურსაც კი ავცდი და პირდაპირ იატაკზე მოვადინე ბრაგვანი...
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი ძმა და ჩემი დაქალი შეყვარებულები იყვნენ...
"ჩემი ნუციტო"
სახელიც ჩემგან რო გადაიკოპირა, გავიფიქრე ჩემთვის და ცოტა არ იყოს გავბრაზდი კიდეც...
ამით დაინტრიგებულმა უფრო ღრმად გადავწყვიტე ჩავწვდომოდი ამ "ურთიერთობის" არსს და კითხვა დავიწყე...
"-აუ ლუ როდის უნდა ვუყხრათ ნიტას?
-მალე პატრავ...
-ხო იცი რო გაბრაზდება..
-ვიცი მაგრამ ჯერ ადრეა..."
დანარჩენი არც ისე საინტერესო იყო და იატაკიდან ადგომა ვინება.. სავარძელში ჩავესვენე და ფიქრს მივეცი...
-ეი ნიტა... ნიტა..
ფიქრებიდან ნუციტომ გამომიყვანა და შესინებულმ კითხვები მომაყარა... საათს რომ დავხედე თორმეტი იყო დაწყებული, ტელეფონი თავის ადგილას დავდე და ფეხზე წამოცდექი ..
-წავიდეთ გვაგვიანდება
მოკლდ მოვუჭერი და გასასვლელისკენ წავედი.. ჩანთა ავიღე და სარკეში კიდევ ერთხელ შევათვარიელე საკუთარი თავი ...
მანქანაში ჩავჯექით თუ არა ნუციტომ როგორც იქნა ამოიღო ხმა და გულის გამაწვრილელბელი სიჩუმე დაარღვია....
-ისევ სიზმარი ხო?
ძვლივს მივხვდი რაზე მეუბნებოდა...
მეც მსახიობური ნიჭი გავურიე და დამწუხრებულმა თავი დავუწნიე...
-არაუშავ ნიტ... მაინც გაიგებ ვინ არის...
-გავიგებ თუ შენმა ლუ...
-რა თქვი?
სახეზე ფერი ეცვალა ნუცას...
-გავიგებ თუ ლუკამ დამაცადა თქო რა უნდა მეთქვა...
წარბები გაოცების ნიშნად ავწიე და ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა, როცა ნუცუტოს დსმშვიდებულ სახეს შევხედე...
-რა უბედურებაა დილის თორმეტ საათზე საცობი რა..
ბუზღუნით ჩაილაპარაკა უნივერსიტეტთან მისილებმა უკვე...
-მიდი ნუც შენ ადი არ დააგვიანო მე კიდე გავაჩერებ მანქანას და ამოვალ....
ძლივს ვიპოვე ადგილი გასაჩერებლად და ისიც იმხელა იყო რომ ერთი სანტიმეტრითაც უკან ან წინ რომ წავსულიყავი რომელიმეს შევეჯახებოდი..
უნივერსიტეტის კარებთან მისულს უკვე სიცარიელე დამხვდა რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ლექცია დაწყებულიყო.... კიბეები ავირბინე და თან გასაღები ჩავაგდე ჩანთაში, როცა ვიღაცას ძლიერად დევასკდი და რომ არა ის ალბათ იმ სამ სართულს რაც ამოვირბინე, გორაობით ჩავივლიდი..
გაწითლებულმა თავი ოდნავ ამვწიე და მგონი ჯობდა არც ამეწია...
მის კუპრივით შავ თვალებში ჩემი ანარეკლი დავინახე, თუმცა არა ეხლანდელი....
მეთვითონაც არ ვიცი რა იყო ეს...
უცნაური....
-ბოდიშით
დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და ვეცადე მისი მკლავებისგან დამეღწია თავი..
-არაუშავს აწი უფრო ყურადღებით იყავი...
თვალი ჩამიკრა და თვალწინ გასაღები ამიტრიალა რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩანთაში მეგონა რომ ჩავაგდე...
სასწრაფოდ ამოვატრიალე მთელი ჩანთა და გასაღები რომ ვერსად ვნახე უფრო დარცხვენილმა გამოვართვი, მადლობა გადავუხადე და დარჩენილი ორი საფეხური ნელა ავიარე....
უკან რომ მივტრიალდი, მკრთალად, თუმცა მაინც დავინახე სიზმრის ბიჭის ზურგი, რომელც მერამდენე თვეა მესიზმრება...
დარეტიანებული შევედი აუდიტორიაში და დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადე თუ არა არ მახსოვს.. ჩემ ადგილას როგორ დავჯექი ისიც არ მახსოვს, მხოლოდ ნუციტოს რამდენიმე სიტყვა მახსოვს და ჩემი "მერე" სხვა არაფერი...
ჩემმა მეხსიერებამ მოქმედება მხოლოდ ლექციის შემდეგ აღადგინა, როცა უკვე საჭესთან ვიჯექი და იძულებული გავხდი ყურადაღება სხვა რამეზე გადამეტანა...
-იტყვი თუ არა რა მოხდა...
სიჩუმე კვლავ ნუცამ დაარღვია და გამომცდელად შემომხედა...
თავი საჭეს მივადე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე ძლიერად...
-გთხოვ კაფეში მივიდეთ და მერე...
ძლივს გასაგონად ამოვილაპარაკე ეს ხუთი სიტყვა და მანქანა დავძარი.. კიდე კაი წინა მანქანა აღარ იდგა და თავისუფლად შევძელი გამოსვლა... თხუთმეტ წუთში მაგიდასთან ვისხედით და მეორე ჭიქა ძლიერ ყავას ვსვამდი...
-ნიტა!
-ის იყო...
-ვინ ის?
-ის...
თვალები კიდევ ერთხელ დავხუჭე და ვეცადე დეტალებში გამეხსენებია ყველაფერი...
-ნიტა... მისმენ? ვინის გამაგებინე...
ფიქრებიდან ისევ ნუციტომ გამომიყვანა და ანერვიუკებულმა შემხედა..
-სიზმრიდან რეალობაში...
-არ არსებობს...
-ხო... მგონი არა დარწმუნებული ვარ ეგ იყო..
ყველაფერი მოვიყევი და ანერვიულებულმა კიდევ ერთი ჭიქა ყავა შევუკვეთე..
-ნიტა არ შეიძლება ამდენი...
-ნუცა მაცადე... უნდა დავწყნარდე.... ამდენი ხანი ველოდი ამ სახის დანახვას.... სულ სხვანაირი წარმომედგინა... რეალობაშიც კი სხვანაირად წარმოვიდგენდი ჩვენ შეხვედრას და არა ასეთ...
-სიმპატიური იყო?
-ძალიან... მაღალი... მოკლედ შეჭრილი თმით.. სწორი ცხვირით... თხელი ტუჩებით და შავი თვალებით... არამქვეყნიური იყო...
ბოლო სიტყვები აღტაცებულმა ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე...
ნუციტომ ანგარიში მოითხოვა და კაფე დავტოვეთ..
-დარწმუნებული ხარ რო კარგად იქნები?
სადარბაზოსთან მისული მოტრიალდა ნუციტო და ფანჯარაში თავი შემოყო.... დასტურის ნიშნად მხოლოდ თავი დავიუქნიე და მანქანა დავქოქე...10 წუთში ჩემ ეზოში ვიყავი, მანქანა გავაჩერე და იქვე არსებულ პარკში გადავწყვიტე მისვლა... მართალია მზე იყო, მაგრამ მაინც გრილოდა..
ხელები კურტკის ჯიბეში ჩავიყავი და სკამზე ჩამოვჯექი...
ვერც კი გავიგე როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდზე...
-ბედი ირონიაა არა?
ნაცნობ ხმაზე ელდანაცემივით მივტრიალდი და ამის გარდა ყველაფერს ველოდი, მიქელ გაბრიელსაც კი ცელით ხელში... ოღონდ ამას არა...

ამის გარდა მართლა ყველაფერს წარმოვიდგენდი...
რამის სათქმელად გაღებულ პირს ვმუწავდი და გაუგებარ ბგერებს წარმოვთქვამდი...
ბოლოს როგორც იქნა მოვაბი თავი და ერთი სიტყვა ძლივს წამოვილუღლუღე
-შეენ?
აშკარად ვერ დავმალე გაოცება და ზიზღი, რომელმაც ამდენი წლის მერე კიდე ერთხელ გამახსენა თავი...
5... მთელი 5 წელი გავიდა ამ ამბიდან...
მაშინ სულ ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად მესმოდა ის ტკივილი რასაც დედაჩემი განიცდიდა....
ტკიოდა და მეც მტკიოდა.. აი ის იყო ბოლო წელიწადი, როცა დედასთან ერთად გავატარეთ მე და ლუკამ...
15 წლის ვიყავი როცა მამამ მიგვატოვა და როცა დედაჩემი გარდაიცვალა...
დიდი დრო დამჭირდა ამ ყველაფრის გასააზრებლად... ლუკამ ჩემთან შედარებით ადვილად გადაიტანა, თუმცა არც 20 წლის ბიჭისთვის იყო ეს ადვილი გადასატანი...
იმ დღის შემდეგ მამა მხოლოდ ერთხელ ვნახე და ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით იყო მოსული....
თუმცა ლუკა იმდენად შეცვლილი ამ ამბების მერე მამა ახლოსაც არ მომაკარა...
ბოლო სიტყვები კი ნათლად მახსოვს რაც მამამ თქვა გასვლის წინ...
"-მალე, ძალიან მალე დადგება ის დღე როცა მე და შენ, ნიტა... მე და შენ პირისპირ დავრჩებით და მოგვიწევს ერთმანეთის მოსმენა... ძალიან მალე...."
ზუსტად ხუთი წელი გავიდა მის მერე და არცერთხელ არ გამოჩენილა მამა...
ეხლა როცა 20 წლის ვარ და მივხვდი ყველაფერს ნამდვილად არ მაქ სურვილი მისი ზღაპრების მოსმენის..
მაშინ?
მაშინ ყველაფერზე ვიყვავი წამსვლელი ოღონდაც რამე ეთქვა... რაიმე უბრალო მიზეზი იმისა რო დამნაშავე არ იყო, მაგრამ ყველა საბუთი მის წინააღმდეგ იყო...
-გახსოვს ბოლო სიტყვები?
წართმეული ხმით მკითხა და მეც გამოვერკვიე ფიქრებიდან და მწარე რეალობას დავუბრუნდი...
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სხვა მხარეს გავიხედე...
ნამდვილად არ მინოდა მისთვის მეყურებინა....
დედამ მითხრა სიკვდილის წინ, რომ დედამიწაზე ორადორ ადამიანს ქონდა ისეთი იშვიათი მწვანე ფერის თვალეები როგორიც მე...
"-ნიტა, დე... დედამიწაზე მხოლოდ და მხოლოდ ორადორი ადამიანია, რომელსაც ესეთი მწვანე თვალები აქვს... ერთი შენ ხარ და მეორე მამაშენი... რაც არ უნდა მოხდეს და მომხდარიყო, ის მამაშენია და ყოველთვის გვერდით ედექი... აუცილებლად იქნება მიზეზი თუ რატომ გააკეთა ეს..."
ბოლო სიტყვები უკვე იმდენად ჩუმად თქვა რომ თითქმის წარმოუდგენელი იყო იმის გაგება..

თვალები ცხელი სითხით ამევსო, რომელმაც მალევე იპოვა გზა და თვალებიდან ლოყაზე გადმოინაცვლა და უსასრულოდ გაქრა....
არაფრის თქმის სურვილი არ მქონდა, უბრალოდ ადგომა და სახლში წასვლა მინდოდა....
ზურგშექცევით ავდექი და უკანმოუხედავად გავიქეცი... დიდხანს მესმოდა მამაჩემის ხმა, რომელიც ჩემ სახელს იძახდს და უბრალოდ მოსმენას მთხოვდა...
მაგრამ პრინციპებიც არა, სხვა რამ მაკავებდა... სხვა რამ არ მაძლევდა უფლებას დავრჩენილიყავი და ბოლომდე მომესმინა ზღაპრისთვის თუ რეალობისთვის არ აქ მნიშვნელობა....
სადარბაზოსთან მისულმა საბოლოოდ მოვიშორე მლაშე სითხე სახიდან და სუნთქვის დარეგულირება ვცადე..
ნელა ავიარე ცხრა სართული დს მეთვითონ მიკვირს რატომ გადავწყვიტრ ფეხით ასვლა, როცა ლიფტი შესანიშნავად მუშაობს და თანაც ის ხუთი თეთრიც არ მეირდება...
კარებთან მისულმა გარკვევით გავიგე ბიჭების სიცილი და ტუჩის კუთხეში ჩამეღიმა....
ყველაფრის მიუხედავად ეს ხუთი ყოველთვის ახერხებენ ჩემ გამხიარულებას....
დაბადებიდან მათთან ერთად ვარ და ლუკასგან არაფეით გამოვარჩევ ...
ლუკა, ნიკა, ტატო, გიო და ბექა...
ეს ხუთნი არაინ ჩემთვის ყველაფერი...
ამათი შიშით ვერცერთი ბიჭი ვერ ბედავდა ჩემთან ახლოს ჩავლას, რაც ცოტა არა კარგად მიშლიდა ნერვებს... ამის გამო რამდენჯერ გვიჩხუბია და რამდენჯერ დევრიგებულვართ სათვალავი ამერია...სახლის კარები შევაღე და გეზი მაშინვე სააბაზანოსკენ ამიღე, რომ ჩაშავებული თვალები გამეწმინდა...
-ნიტა კარგად ხარ?
წყლის ხმაში მაინც გარკვევით გავიგე ლუკას შეშფოთებული ხმა და მის მზრუნველობაზე გამეცინა...
-კი ლუ გამოვალ ეხლავე...
-ეეეე ეგრე ნუ მეძახი მასე მხოლოდ
-რა მხოლოდ
სააბაზანოს კარები გამოვგლიჯე და და პირდაპირ თვალებში ჩავხედე გამომცფელი მზერით...
-რა მხოლოდ?
-ხო რა მხოლოდ?!
-აუ ნიტა კაი რა უნდა გამომეკიდო ეხლა სიტყვებზე? წამო ეხლა ბიჭები ნახე და რატო იტირე მაგას მერე მეტყვი...
-რაა? საიდან გაიგე.... კი მაგრამ ... მოიცა... რაა?
პატარა ბავშვივით ავბლუყუნდი და სათქმელს თავი ძლივს მოვუყარე...
-წამო წამო..
ხელი გადამხვია და რასაც ქვია ოთახიდან გამათრია....
-ბიჭებს გაუმარჯოს...
ხელის აწევით მივესალმე და ნიკასა და გიოს შორის ჩავეხეთქე...
-ნიტას გაუმარჯოს..
მხარზე ხელი დამკრა ტატომ და საფირმო სიცილით გაიცინა...
-მეტკინა ველურო....
შეწუხებული ხმით ვთქვი და ნატკენ ადგილას ხელის სმა დავიწყე...
-პრასწი კრასოტკა
ჩვეული ხუმრობების ხასიათზე იყო და კიდე ერთხელ აროხროხდა...
-ჩუმად შე*ემა ტელეფონი მირეკავს...
ხელის კვრით გააჩერა ბექამ ტატო და სენსორს ხელი გადაუსვა..
-ხო... არა არ ვარ.... ძმაკაცთან... ამო ტო.... არა რა ტეხავს მისამართს მოგწერ....
-აუ ლუკა ნიტა , ხო არ ტეხავს ჩემი მამიდაშვილი რო ამოვიდეს?
მესიჯი რომ გააგზავნა მერე შემოგვხედა მე და ლუკას და უკვე არა საჭირო კითხვა დასვა...
-კი ტეხავს...
გაეხუმრა ლუკა და თვალი ჩამიკრა...
-გვიანია 10 წუთში აქ იქნება
მხარზე ხელი დაკრა ბექამ ლუკას და თვალები სასაცილოდ ააფაფხურა...
კიდე ბევრი მაცინეს ბიჭებმა... მუცლის ტკივილამდე ვიცინოდი, ცრემლები კი ღაპაღუპით მდიოდა...
სრული სიჩუმე ჩამოვარდა როცა მარებზე გაბმული ზარის ხმა გაისმა...
ნუ რა თქმა უნდა კარის გაღება მე მომიწია, აბა იკიდან რომელი იყო საჯდომის ამწევი და აქამდე მომსვლელი...
კარები გავაღე და აი ეს იყო ნამდვილი ბედის ირონია და არა მამაჩემის ნახვა ამდენი ხნის მერე.....


-ბედის ირონია პატარავ...
დამცინავად ჩაილაპარაკა და სახლში შემოვიდა...
მანამ ვიყავი გაშეშებული კარებში, სანამ სიცივემ არ გამახსენა თავი....
დარეტიანებული შევედი მისაღებში და ბიჭებს შევხედე...
-ნიტა ეს ლაშაა ჩემი მამიდშვილი... ლაშა ეს ნიტაა ლუკას და ჩვენი და...
-სასიამოვნოა ნიტა...
დამცინავი ტონით წარმოთქვა და ხელი გამომიწოდა... მეც ძლივს ავიწე ხელი და მის ხელს შევაგებე...
უბრალო ჩამორთმევის მაგივრად ხელი ისე მომიჭირა ცრემლები მომადგა და რომ არა სიმწრისგან შეწუხებული სახე კიდე დიდხანს იქნებოდა ასე...
ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავთ და ისევ ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ, ნუ ვილაპარაკეთ რა მე ძირითადად ვუსმენდი...
ფიქრებში ვიყავი წასული, რომ ამ სამი თვის მერე ესე ორ დღეში გავიგე ყველაფერი ბიჭის შესახებ რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა...
თუ არ არსებობს ბედისწერა რატომ მოხდა ეს?!
ამბობენ ხოლმე ის გესიზმრება ვისაც ყველაზე მეტად ენატრებიო...
მაგრამ დამეფიცება რომ ლაშა ცხოვრებაში არასდროს მინახავს....
ფიქრებიდან ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ გამომიყვანა, ამის გამო კი სამზარეულოში მომიწია გასვლა და ვინ იქნებოდა თუ არა ნუციტო...
-ჰოუ
-ჰოუ კი არა აწი საჯდომი დაა გამო გარეთ გავისეირნოთ შესანიშნავი ამინდია..
-როდის იყო ნუციტო დანელია ამინდის მიხედვით გადიოდა სასეირნოდ?!
-აუ გამოეტიე ეხლა თორემ ამოვალ და ძალით წამოგათრევ..
-აუ მიდი ამო რა აქ ისეთები ხდება...
ცოტახნიანი დუმილი ჩამოწვა არც მე ვიღებდი ხმას და არც ის...
-ჰე ეხლა დიდიხანს ვიყოთ ესე თუ მოყვები რა ხდება...
გაისმა ტელეფომს მიღმა ნუციტოს დაინტრიგებული ხმა...
-მიდი ამო ჩემთან და შენი ლუც აქაა..
-ვიიინ?
იმხელა ხმაზე იღრიალა შემეშინდა და ყურმილი უცებ გავუთიშე...
მივხვდი რომ უკვე აზრი არ ქონდა დამალვას და ცოტა ცირკის მოწყობა გადავწყვიტე...
მისაღებში შევედი და კვლავ ნიკას და გიოს შორის დავჯექი...
-აუ ლუუუკააა
ზუსტად ის ხმა მივიღე როცა რააღაც ძალიან მინდა და ამაში ლუკას დახმარება მჭირდება ან როცა ფული მინდა...
-რამდენი გინდა?
ეგრევე მაჯახა კითხვა და საფულის მოძებნა დაიწყო..
-ე ბიჭო მაცადე იკნებ რას გეუბნები...
გაკვირვებული თვალებით შემომხედა სუყველამ და მზერა ისევ ლუკაზე გადაიტანეს...
-ლუკი შეყვარებული რატო არ გყავს?
არავინ ელოდა ჩემგან ესეათ შეკითხვას და ყველა გაშრა... მხოლოდ გიომ მანიშნა თვალებით "იციო?" მხოლოდ ისე მე რომ გამგო...
მეც ხოლოდ მცირედი თავის დაკვრით ვაცნობე პასუხო და კვლავ გამშრალ ლუკას გავხედე...
-იმიტომ რომ ასეა საჭირო...
-აი კაი რა ლუ...
-რა თქვი?
ამს თქმა იყო და სავარძლიდსნ წამოვფრინდიი და კარებთან ახლოს დავდექი გაქცევა რომ უკეთ შემძლებოდა...
-აუ კაი რა ლუ როდის უნდა მითხრა, ხო იცი რო გავბრაზდები...
-რა თქვი გოგო?
აშკარა გაბრაზება იგრძნობოდა მის ხმაში მაგრამ მის ნერვებზე თამაშსს ვაგრძელებდი...
-კაი რა ლუ ეხლა შენი პატარა მოვა და დაწვრილებით ამიხსენი ყველაფერი..
ამის თქმა იყო და ოთახში გაამაყრუებელი სიცილი გასმა... ლუკას ძარღვები დაჭიმვოდა და სახე სულ გაწითლებოდა... მე კი სიცილისგან ვიხეოდი და ჩემკენ მომავალი ლუკა როგორც კი დავლანდე ეგრევე გარეთ გავვარდი...
პირველ სართულამდე ისე ჩავვედი რომ სიცილი არ შემიწყვეტია...
აი იქ კი სად წავსულიყავი არ ვიცოდი...
დავდგი თუ არა ფეხი ნუციტოს წაშლილი სახე დამხვდა აი აქ კი უნდა მევაჟკაცა და ცხრა სართული ისე ამერბინა რომ ნუციტო ვერ დამწეოდა...
აი ჩემ ბედად ვიღაც გამოვიდა ლიფტიდან და მაშინვე შიგნით შევვარდი...
აი ზუსტად წამით ადრე დაიკეტა კარები ვიდრე ნუცუტო მომვარდებოდა და ავიჭერი მეცხრე სართულზე აი იქ კი რა მელოდა არ ვიცოდი...
ჩემდა საბედნიეროდ ლიფტთან ლაშა დამხვდა და ნამდვილად არ მაინტერესებდა ვინ იყო ისე ჩავებღაუჭე მის ზურგს..
აქდან ლუკა მედგა იქიდან ნუციტო, მაგრამ ჩემთვის სად ეცალათ ერთმანეთის ცქერით იყვნენ დაკავებულები...
-ჰეი გვრიტებო ჯერ საქმე და მერე ტკბობა...
ეს ვთქვი თუ არა ვინანე და მაშინვე ბოლოხმაზე ვიკივლე
-ლაშა მიშველეეე..
მანაც არ დააყოვნა და ორივე ერთად ლიდტში აღმოვჩნდით, რომელიც სულ ერთ წამში პირველ სართულზე აღმოჩნდა...
-ესეც კიდე ერთი ბედის ირონია პატარავ, უკვე მეორეჯეს გიხსენი...
ირონიული სიცილით დამაჯილდოვა და სადარბაზოდან გავიდა...
მხოლოდ ეხლა მოვწვი, რომ მთელი ეს დროის მანძლზე ველაპარაკებოდი ბიჭს სიმზრიდან რომელიც რეალობაში იყო.. ანუ ეს იყო სიზმრიდან რეალობაში და წამებში ამეწვა ყველა ის ადგილი სადაც ის შემეხო...
დარეტიანებული ავედი ისევ ლიფტით მეცხრე სართულზე...
ლიფტი ყოველთვის "ატრაქციონად" მიმაჩნდა და ძალიან იშვიათად ვიყენებდი მას...
დღეს კი იმდენჯერ ვისარგებლე, რომ მთელი ცხოვრება მეყოფა...
გონს მხოლოდ ლუკას და ნუციტოს სახეებმა მომიყვანა და ვაიძულე ჩემ თავს, რომ მკაცრი დის და დაქალის იმიჯი მომერგო...
-დიდხანს გელოდოთ?!
ხელები გადავაჯვარედინე და მარჯვენა ფეხი იატაკზე რითმულად ავათამაშე...
ლუკამ ისევ ჩემი ადგილისკენ მიბიძგა და მეც არ დავაყოვნე "ჩავეხეთქე" და ისტორიის მოსასმენად მოვემზადე....
სიმართლე ვთქვა ისეთი არაფერი იყო რაზეც გაბრაზება შეიძლებოდა, თუმცა გართობა მინდოდა და კვლავ მკაცრი სახით ვუყურებდი...
-და თქმას როდის აპირებდით?
ისეთი მკაცრი ტონი მქონდა, რომ მეთვითონ შემეშინდა ჩემი ხმის...
ნუციტომ ისეთი სახე მიიღო რომ შემეცოდა და ამდემი ხნის ნაგროვები სიცილი ბოლოხმაზე ამოვხეთქე....
გაკვირვებულები მიყურებდნენ, სანამ ისევ მე არ ამოვიღე ხმა..
-კაი რა იყო მართლა კი არ ვბრაზდები, უბრალოდ ცოტა მეწყინა რო დამიმალეთ, ისე რა ჯობია, როცა საკუთარი დაქალი არის შენი რძალი...
ერათი ომახიანად გავიცინე და ორივეს ერთდროულად მოვეხვიე...


მათელი ღამე აღვნიშნავდით ლუკას და ნუციტოს ერთად ყოფნას... ვერ ვიტყვი რომ სასმელი არასდროს მიმიღია და ცუდად ვხდები თქო, მაგრამ ნორმაზე მეტი მქონდა დალეული...
მეორე დღეს ტატოს ყმუილმა გამაღვიძა....
-მმმმმმ
ამის თქმა და თავის უარესად ატკიება ერთი იყო...
-აუ თავიიი
ხმამაღლა წამოვიძახე და ორივე ხელი თავზე მაგრად მოვიჭირე...
გარეთ გასულს მისაღები შეძლებისდაგვარად მილაგებული დამხვდა...
ლუკას ოთახში ნიკას, ბექას, ლუკას და ლაშას ეძინა...
გამეღიმა და კარები მივხურე...
შემოტრიალებაა ვაპირებდი როცა თავში უცებ დამარტყა და კარები რასაც ქვია გამოვგლიჯე და ყველას კიდე ერთხელ გადავხედე სათითაოდ ყველას...
არა აშკარად ნიკა, ბექა , ლუკა და ლაშა წვანან...
და თან ისე სასაცილოდ საურათი რო არ გადამეღო არ შემეძლო...
ტელეფონი ამოვიღე და ოპაა...
არ არსებობს....
მთავარ ფოტოდ ჩემი და ლაშას სურათი მიდევს...
ხელეები ჩემ წელზე აქვს შემოხვეული, თავი კი კისერში ქონდა ჩარგული....
დაფეთებულმა უცებ გავხსენი ფოტოები და ერთი ასი სურათი მაინც იქნება მხოლოდ ჩემი და ლაშასი...
ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, რომ ამ მომენტზე მის მერე ვოცნებობდი რაც ჩემ სიზმრებში გამოჩნდა....
მინდოდა ეს ყველაფერი ფხიზელზე მომხდარიყო და არა ესეთ მთვრალზე.... უცებ შევვარდი ჩემ ოთახში და ყველა სურათიკომპიუტერში გადავიტანე, ტელეფონში კი რამდენიმე დავიტოვე...
-ეს რაა??
უკნიდან ნუციტოს ნამძინარევი ხმა მომესმა და უცებ ლეპტოპის ეკრანს შევხედე სადაც ჩემი და ლაშას ფოტო იყო გადიდებული...
-ამმმ... ისა... გუშინდელი სიმთვრალის შედეგი....
-მესმის მაგრამ
როგორ?!
-რა როგორ ნუციტო არ იცი სურათს როგორ იღებენ?!
გაოცებული მივტრიალდი და ერთ ადგილას დაჭედებულ ნუციტოს გავხედე...
-რა სურათი გოგო ეს...
თვალებით მისი მარჯვენა ხელის არათითზე მიმითითა სადაც კალციო იწონებდა თავს..
-ლუუუკაააა
მიუხედავად თავის ტკივილისა მაინც ბოლოხმაზე ვიყვირე და წამებში ლუკას ოთახის წინ აღმლვჩნდი...
იქიდან კი დაფეთებულები გამოვარდნენ ოთხივე სათითაოდ...
ტატო კი სამზარეულოდან გამოვარდა...
ყველა წელს ზემკთ შიშველი იყო...
ნუ ეხლა ლუკას, ბექას, ნიკას და ტატოს ფორმები არ გამკვირვებია, მაგრამ როცა ლაშა დავინახე ესეთ ფორმაში მაშინ დამემართა რაც დამემართა.
გონს მხოლოდ ნუციტოს ჩქმეტამ მომიყვანა...
-ხო რისთვის მოვედი...
ძლივს მოვარიდე მზერა ლაშას, თუმცა ბოლოს მაინც დავინახე მასზე ირონიული ღიმილი და საშინლად გავბრაზდი...
-ლუკა ხელი მომეცი...
ჩემი სათქმელო ნუციტომ დაამთავრა და ლუკას მარჯვენა ხელს დაეჯაჯგურა...
ნუციტომ რამდენჯერმე გადმომხედა და ისევ ხელს დახედა...
არც ლუკა იყო კარგ მდგომარეობაში და არც სხვა დანარჩენები...
-ეს... ეს... მოიცა რაა?
ძლივს მოაბა თავი სათქმელს ლუკამ და ამჯერად ნუცას ხელს დახედა...
ნახევარი საათი ყველა გაშტერებულები ვიჯექით და ერთმანეთს ვუყურებდით...
ლუკას ნუციტოს ხელი ეჭირა და ბეჭდიან თითზე ეფერებოდა...
-გადაწყდა....
გულისგამაწვრილებელი სიჩუმე დაარღვია ლუკამ და ფეხზე წამოდგა...
-რა...
ხმა ამოიღო ლაშამ, რომელსაც ძილისგან ხმა ჯერკიდე დაბოხებული ქონდა...
-ცოლად მომყავხარ...
უცებ დააბრეხვა ლუკამ და თვალებში ჩააშტერდა გაოცებულ ნუცას...
-ეხლა ხო დაა რას ამბობ რა...
სიტუაციის განმუხტვა ვცადე და ვითომ ხუმრობა დავაბრეხვე....
-არა... მე გადავწყვიტე ამ ყველაფრის უფრო გაოფიციალურება, ისედაც მინდოდა ამის გაკეთება უახლოეს მომავალში... ბოლო ბოლო 25 წლის ვარ და ცოლი მინდა..
იმდენად დამაჯერებლად წარმოთქვა, რომ ყველამ დანებების ნიშნად ხელები ავწიეთ....
-ხოდა ძალიან კარგი... ნუც შენ დღეს მიხვალ სახლში და შენებს ეტყვი რომ შეყვარებული გყავა, ხოლო ხვალ მოვალ და დაგნიშნავ...
-მოიცა მოიცა... მე არ მეკითხები მინდა თუ არა?!
ფეხზე წამოიჭრა ნუციტო და პირდაპირ დაუდგა ლუკას...
-კარგი... ნუცი ხო გინდა ჩემი ცოლობა? ხოდა ძაან კაი ხვალ ნიშნობა გვაქ... რაა? ხო გკითხე...
მხრები აიჩეჩა და სავარძელში ჩაჯდა...
კიდე დიდხანს ვილაპარაკეთ თუ რა უნდა გვექნა და ბოლოს ისევ ლუკას წინადადებას დავჯერდით... როდესაც ნუციტო გავაცილე, სახლში მხოლოდ ლუკა, ბიჭები და მე დავრჩით...
როგორც ყოველთვის ფეხბურთის და ჩემთვის არასაინტერესო საკითხებს განიხილავდნენ, ამიტომ ჩემ ოთახში შესვლა და ჩემთვის საყვარელი საქმის დაკავება გადავწყვიტე...
ლეპტოპი გავხსენი და ჩემი და ლაშას სურათი გავადიდე...
თაბახის ფურცელი და შავი ფანქრები მოვიმარაგე და საუკეთესო სურათის გადახატვა გადავწყვიტე...
სიმართლე გითხრათ, მხატვროვაზე არასდროს მიოცნებია, მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად ვხატავ....
ნახატი დავასრულე და უკან ხელმოწერა და თარიღი დავტოვე და იქვე ნახატს სახელიც დავარკვი ”სიზმრიდან რეალობაში”
უჯრაში ჩადებას ვაპირებდი როცა ოთახში ლაშა შემოვიდა...
ლეპტოპი უცებ დავხურე და ნახატიც იქვე წიგნებში ავურიე...
-რა იყო არის რამე რაც არ უნდა ვიცოდე?
ირონიული ტონით სავსე ხმით მითხრა და კარებს მხრით მიეყრდნო...
-მგონი არც ისე ნაცნობი არ ხარ ჩემთვის რომ რაღაცეები გითხრა....
არც მე დავაკელი ირონია და ხელები გადავაჯვარედინე
-არა მაგრამ რა იცი რა ხდება... შეიძლება ისეთი ნაცნობები გავხდეთ რომ ერთმანეთისთვის რამის დამალვა აღარ მოგვიწიოს....
ცოტა არ იყოს შემაშინა მისმა ამ სიტყვებმა თუმცა ბოლომდე დათმობას არ ვაპირებდი....
-შენ რა იყო მაშინებ?
გაოცებ ვერ დავმალე, თუმცა არც ირონია იყო ნაკლები ჩემ ნათქვამში...
კარებიდან საწერი მაგიდისკენ გადმოინაცვლა და წინ ჩამოყრილი თმები ყურზე გადამიწია...
ვერ ავხსნი რა ვიგრძენი იმ წუთას თუმცა გული საშინლად მიცემდა...
რომ არა მისი გახშირებული სუნთქვა ალბათ ნამდვილსდ ვერ დავმალავდი ჩემი გულის ცემას...
-არა პატარა გაფრთხილებ...
ლოყაზე ნაზად შემახო ტუჩები და წავიდა...
ვისღა ახსოვდს თავის ტკივილი და სხვა დანარჩენი, ყველა ადგილი მიხურდა სადაც ის შემეხო... გუშინდელი სურათები რომ წარმოვიდგინე ინსტიქტურად ხელი მუცლისკენ წავიღე მეორე კი კისერზე მოვისვი და დბილივით გამეღიმა...
-უი ხო მაგრა ხატავ და ერთი ნახატი მეც მინდა ჩვენი.
ოთახში თავი შემოყო და თვალი ჩამიკრა....

გამაშეშა მისმა ამ პირდაპირობამ და ხმა ვერ ამოვიღე...
თვალი გავაყოლე მის სახეს და სიბრაზისგან წამოვენთ...
ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები და გარეთ გავვარდი...
-შენ მომისმინე...
ჩხუბით შევედი სამზარეულოში და როცა ვგრძენი ოთხი წყვილი თვალი მაშინ მოვკტე..
-რა ხდება ნიტა?
ინტერესით გამომხედა ლუკამ.
-ა..არაფერი
დაბნეულმა მოვათვალიერე სამზაეულო და თვალებით ლაშას ძებნა დავიიწყე..
-ლუკა მე უნდა გავიდე მალე მოვალ..
უცებ მვაძახე და სახლის კარები გამოვხურე..
თავდახრილი მივუყვებოდი ნაწვიმარი თბილისის ძველ ქუჩებს და ერთიანად მომაწვა ფიქრების მუზა.
ერბაშად დავფიქრდი მამაჩემზე, ის რომ არ წასულიყო ეხლა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება?..
დედაზე..
ის რომ არ მომკვდარიყო ყველაფრის მიუხედავად ეხლა როგორ ვიცხოვრებდი?!
მივუყვები ნაწვიმარ ლესელიძეს და სხვადასხვა ფიქრები
უფროდაუფრო მერევა გონებაში.
გონზე მხოლოდ ტელეფონის ხმამ მომიყვანა და დაფეთებულმა დავხედე ეკრანს... ცამეტი გამოტოვებული ზარი ლუკასგან...
"ცუდის ნიშანია"
ჩემთვის ამოვილაპარაკე და ტელეფონი ჯიბეში ჩავიბრუნე, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.
თხუთმეტ წუთში უკვე სადარბაზოსთან ვიყავი და ზლაზვნით მივუყვებოდი კიბეებს, ლიფტით ასვლა ისევ დამეზარა...
კარებზე ზარი და ლუკას გაბრაზებული სახე ერთი იყო...
ვიცოდი უკვე ეს მზერა რისი მომასწავლებელიც იყო და ახსნა განმარტება კარებიდანვე დავიწყე..
-ვსეირნობდი ხმა გათიშული მაქვს და ვერ გავიგე.
-ეხლა ეგ არ მაინტერესებს მისაღებში შედი.
მკაცრად მითხრა და კარები მიხურა..
ჟაკეტი იქვე საკიდზე ჩამოვკიდე და მისაღებში შევედი...
გაოცებისგან კი პირი ღია დამრჩა...
-შენ აქ რას აკეთებ?
-თქვენს სანახავად მოვედი
ისე თქვა თითქოს არც არაფერი მომხდარა...
-ჩვენს სანახავად მოსვლა კაი დროსია... - გაბრაზებულმა უღრიალა ლუკამ და სავარძელში ჩაჯდა - ამდენი წლის მერე როგორ გაბედე და როგორ მოხვედი ჩვენ სანახავად თითქოს არაფერი არ მომხდარა... ნამუსი არ გაგაჩნია ამხელა ადამიანს...
ძლივს დავაწყნარე ლუკა და სავარძელში დავსვი.
"მამაჩემი" კი ისევ იმ მზერით გვიყურებდა..
არხეინად იჯდა სკამზე და იღიმოდა, ლუკა კი ნერვებ აშლილ იჯდა და იგინებოდა..
მე კი დამნაშავე ბავშვივით ვიდექი კედელთან და ნერვები მეშლებოდა...
შემეძკო ამომეღო ხმა და ორივე " დამეწყარებინა, მაგრამ ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი.
-დაწყნარდით?
ფიქრებიდან მისმა ირონიულმა ხმამ გამომიყვანა, როგორც აღმოჩნდა ეს ბოლო წვეთი იყო და მოთმინებიდან გამოსულმა ბოლოხმაზე ვიღრიალ
-ეხლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან და აღარასდროს არ მოხვიდე აქ. არ მინდა შენი შვილი ვიყო, წადი!
კარები გავუღე და თავით ვანიშნე გასულიყო...
ზანტად წამოდგა ფეხზე და კარეისკენ წავიდა.
-მაინ მოგიწევთ მოსმენა!
მუქარასავით გაისმა მისი ხმა სახლში და გარეთ გავიდა...
ნერვებ მოშლილმა კარები მთელი ძალით მივაჯახუნე და ლუკასთან გაედი...
-რატო არ მითხარი?
-რა?
-ის რომ ნახე.
არც გამოუხედავს ჩემკენ ისე მითხრა და წელში გასწორდა.
-შენი და ნუცას ამბავი იყო და არ მიდოდა ჩაგშხამებოდათ.
დამნაშავე ბავშვივით ამვილაპარაკე და თავი დავხარე.
-კარგი არაუშავს აწი აუცლებლად მითხარი თუ დაგეკონტაქტება...
ხელი მომხვია და თავზე მაკოცა...
ამ ამბებიდან ზუსტად ორი კვირა გავიდა..
ჩემმა ძამამ და ნუცამ ხელი მოაწერეს და ისედაც გადმობარგებული ჩემთან, სახლში, ოფიციალურად გადმობარგდა...
ჰორიზონტზე არც მამაჩემი და არც ლაშა არ გამოჩენილა, რასაც ვერ ვიტყვი სიზმრის ბიჭზე, რომელიც ისვ არ მტოვებს...
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ "სიზმრის ბიჭისა" და ლაშას "ერთნაირობაში" ჩემი რაღაც ნაწილის ერთ პროცრნტს ეჭვი ეპარება მის რეალურ არსებობაში..
დილა როგორც ყოველთვის ნუცათი დაიწყო, ერთი განსხავებით, ცოლ-ქმარი ერთ ხმაში გაჰკივიან ჩემ სახელს...
-ნიტა საუზმ მზადაა...
სამზარულოდან გამომძახა ნუცამ და მყუდროება ისევ დამირღვია...
მოვდივართქო გავძახე და ისევ გავაგრძელე ძილი...
ისევ მეწვია ჩემი
"სიზმრის ბიჭი" და ისევ ჩემი ძვირფასი ძმის გამო ვრ დავინახე მისი სახე..
-ესაა შენი მოვდივარ?
გადასაფარებელი გადამაძრო და ფეხზე წამომაგდო...
-მეტკინა ველურო...
უცებ გავასაჩივრე და ნატკენ ადგილას ხელი მოვისვი..
-მორჩი წუწუნს გამოიცვალე და ჩამოდი უნივერსიტეტში დაგაგვიანდება...
უცებ მომაყარა და ოთახიდან გავიდა....
მეც მალევე მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გავედი..
-რძალს გაუმარჯოს - ხელის აწევით მივესალმე ნუცას და ყავა გავიმზადე... - არ მოდიხარ უნივერსიტეტში?
-დღეს ერთი ლექცია მაქ და ისიც სამ საათზე..
შეპარული ღიმილით მითხრა და ქვემოდან ამომხედა...
-აბა აქამდე ცხრაზე რატო გეწყებოდა?
-აქამდე მოგყვებოდი შენ და მერე შენ ძმას ვნახულობდი...
შეპარული ღიმილით მითხრა და ლუკას კალთაში ჩაუხტა.
-კარგით გვრიტებო, პატარა ვარ ესეთებისთვის და ნუ გამრყვნით ჯერ...
უცებ მივაყარე და სამზარეულოდან გამოვვარდი...
-ჰო გვრიტებო დღეს გვაინ მოვალ..
-სად მიდიხარ?
უცებ გაიღვიძა ლუკაში ძმამ ა დოინჯშემორტყმული დამიდგა წინ..
-კლუბში
-კლუბი რა გინდა?
-კურსელის დაბადების დღეა ლუკარა გჭირს, როდის მერე მაკონტროლებ?!
-შენი ძმა ვარ და მაინტრესებს სად დადის ჩემი უმცროსი და...
-შენი ჭირიმე რა...
ხელი ავიქნიე და გარეთ გავედი...
მანქანაში ჩაჯდომა და ლუკას ამ სისულელეზე გაცინება ერთი იყო.
-ნიტა სად ხარ ამდენხანს იცი რა ამბები ხდება?!
მანქანიდან გადასვლისთანავე "მომახტა" ნინუკა და ისტერიული სიცილი დაიწყო...
-რა ხდება რატოა ამდენი ხალხი შეგროვებული ეზოში?!
ინტერესით მოვავლე თვალი ეზოს, სადაც ამდენი ხალხი ჩემი აქ ყოფნის მანძილზე არასდროს არ მახსოვს..
-შენ ხო სულ ჭურში ზიხარ რა, ერთი კვირის წინ არ გითხარი ახალი ბიჭი გადმოდის თქო და ჯავახიშვილის ბიჭის ხამი გოგოები უკვე მიახტნენ, ისე მართლა მაგარი ბიჭია... - ბოლოს ყოყმანით დაამატა და ცალყბად გაიცინა... - არ წამოხვალ სანახავად?
-შენი ჭირიმე რა სად მაქვს მაგათი თავი..
ხელი ავიქნიე და შენობაში შევედი...
ნინუკაც მხრების აჩეჩვით შემომყვა და აუდიტორიაში შევედით... უცბ დავიკავე ჩემი ადგილი და ფანჯარაში გადავიხედე...
სადაც ისევ იდგა დიდი "ჯოგი" და ახალ ბიჭს თვალებში შესციცინებდნენ....
ისევ ამეშალა ნერვბი მსგავს სიტუაიაზს და სინანულით გავაქნიე თავი..
წორედ ამ დროს ამოიხედა ახალმა ზუსტად "ჩემი" ფანჯრისკენ და ღიმილით დამაჯილდოვა...
სიმართლე რომ ვთქვა დიდი არაფერი...
აქედანვე ეტყობოდა "მამიკოს ბიჭი" რომ იყო, მის ღიმილის ირონიული ღიმილით ვუპასუხე და ჩემ ადგილს დავურუნდი...
-მამიკოს ბიჭი...
ჩემთვის ამოვილაპარაკე და ტელეფონში ბოდიალი დავიწყე...
ისევ წავაწყდი ჩემი და ლაშას საერთო სურათებს და სადღაც, გულის სიღრმეში რაღაცნაირად გამკრა...
თავი უაზრო ფიქრების გასაფანტად გავაქნიე და რეალობაში დავბრუნდი....
-როგორც ჩანს ერთადერთი ხარ ვინც არ "მომახტა", რატი, შენ?
ღიმილით მომიჯდა გვერდზე და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა...
-ნიტა.
უხეშად ვუპასუხე და გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არც მიმიქცევია...
-ცოტა ნელა ნიტა, თორემ მეტკინა ხელი ისე მიჭერ...
-ჰაჰაჰა, ფრთხილად ირონიამ არ დაგახრჩოს...
ცალბად გავუღიმე და ლექციის მოსასმენად მოვბილიზდი...



№1  offline წევრი natia-natia

Magadia veli shemdegs

 


№2 სტუმარი Nino

Zaan kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent