შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (5)


8-06-2016, 19:02
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 533

არ მემეტები დასავიწყებლად,
მაგრამ ძალა აღარ მაქვს ერთგულების.

88888

მგზავრობის დროს ხმა არცერთს ამოგვიღია. მანქნის სალონში სიგარეტის სპეციფიკური სუნი იდგა და ჩემს თმებსაც სწრაფად მოედო. კუპრივით შავ, წელამდე გაზრდილ თმებზე ჩამოვისვი ხელი და ვიფიქრე, რომ ჯერ უნდა შემეჭრა, მერე კი ლურჯად შემეღება. დედაჩემი ჩემს გვერდით იჯდა. დედაჩემი, რომელიც ცხრამეტი წლის განმავლობაში გვერდიდან არ მომშორებია და ახლა ძალიან შორს იყო ჩემგან. დედაჩემი, რომლის ხატებაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და სანუკვარი იყო და ახლა ისეთი უცხო იყო ჩემთვის, როგორც არავინ.
_ მოვედით _ დათამ მანქანა გააჩერა და როცა გადავიდა, მე სიცილი ამიტყდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მანქანას ისე მშვიდად, ნელა ატარებდა... თუმცა, სულერთია.
_ დედიკო, კარგად ხარ? _ ლილიკოს შეშინებულმა თვალებმა სული ამიმღვრიეს. სიცილი შევწყვიტე, გავუღიმე და თავი დავუქნიე. კარი დათამ გააღო და ღვედი გამიხსნა. ხელი გავუწოდე და მან, ჩემდა გასაკვირად, მაგრად ჩამკიდა. მერე მეორე ხელზე ჩამჭიდა თავისი მარცხენა და ღრმად ჩაისუნთქა. ხმას არ ვიღებდი. ლილიკო თავისი მხრიდან გადავიდა მანქნიდან, სადარბაზოსთან დადგა და ირგვლივ მიმოიხედა. გამეცინა.
_ არ გინდა _ თვალები მოვჭუტე და ხელები გავუშვი. ჩემსკენ გადმოხრილმა ორივე ხელი წელზე მომხვია, მანქნიდან ფრთხილად გადამსვა და წელში გასწორდა, შემდეგ კი გულზე მიმიხუტა. მის გულისცემასაც კი ვერ ვგრძნობდი. მისი სხეული კი, ისეთი ცივი იყო, როგორც გვამი.
_ თვალები დახუჭე _ მითხრა, მაგრამ მე თვალები არ დავხუჭე. სადარბაზოსთან შეკრებილმა ხალხმა შემაკრთო. ასე, ათამდე მოხუცი ჩამომჯდარიყო მარჯვნივ, ხის სკამზე და მზესუმზირის ჭამისთვის თავი დაენებებინათ. მარცხნივ, ბირჟაზე, ჩემი ასაკის ბიჭები იდგნენ კედელს მიყრდნობილები და მე მიყურებდნენ.
_ წავიდეთ _ ვუთხარი მშვიდად დათას, რომელსაც ყელზე ძარღვები დაეჭიმა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა. წამითაც არ შემრცხვენია იმის, რომ დათას ვყავდი ხელში. წამითაც არ მიგრძვნია ეს... მაგრამ უცებ ყველაფერი დატრიალდა ჩემს ირგვლივ.
_ დათა, შენ? შენ...ჩემი... _ ვერ დავასრულე, ისე დავხუჭე თვალები და მაგრად ვიკბინე ტუჩზე. ბლანტმა სითხემ ენა დამისველა და სისხლი ტუჩებზე მოეფინა.
_ ფრთხილად _ ცივად დაიხარა დათა, ტუჩებზე დამხედა და იძულებული გავხდი, გახელილი თვალები კიდევ დამეხუჭა. მის სუნთქვას ლოყაზე ვგრძნობდი. მაგრამ არაფერი გაუკეთებია.
კიბეებზე ავედით. უფრო სწორედ, დათა ავიდა. წამით არ შეჩერებულა და ჩვენს უკან ლილიკოს ქვითინი ყურში იავნანასავით ჩამესმოდა.

88888

რომ გავიღვიძე, ფანჯრებიდან შემოსულმა წვიმის წვეთების ხმაურმა დამირღვია სიმყუდროვე. ოთახი მოვათვალიერე. ერთ კუთხეში წიგნების თარო დაეკიდათ, რომელიც სრულიად ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით ორ წიგნს. მაინტერესებდა, რა წიგნები იყო, მაგრამ ამას ვერ გავიგებდი. მეორე კედელზე, ფანჯარის რაფაზე თავისუფლად შეძლებდი დაჯდომას და ფეხების ოდნავ მოკეცვასაც კი. შუაში კი საწოლი იდგა, გვერდით პატარა ტუმბო წყლის ჭიქით და ახალი ტელეფონით. ჩემი იმ დროს გატყდა ალბათ, როცა ავარიაში მოვყევი. ოქროსფერი 5s მიღიმოდა და მეც უგემურად ვუღიმი.
_ გაიღვიძე? _ ოთახში დედაჩემი შემოდის. მე თავს ვუქნევ და ის ჩემი საწოლის გვერდით მდგარ პუფში ჯდება.
_ კიკი მოვიყვანე _ ახლაღა შევნიშნე მის ხელში ჩემი ყავისფერი დათუნია, ყელზე წითელი ბაფთათი და ზოლებიანი შორტით. გულწრფელად გაეცინა, დათუნია ჩავიხუტე და დედაჩემს შევხედე.
_ გთხოვ, მითხარი რამე, ვღელავ შენზე. ასე აღარ შემიძლია _ ატირდა დედაჩემი.
_ რამე _ ცივად მივუგე, თუმცა მაშინვე ვინანე ჩემი ტონი. ის არ იმსახურებდა ამას, რადგან უპირველესად, დედა იყო ჩემი. და თუნდაც ვეცოდებოდე, მას აქვს ამის უფლება _ მაპატიე დე, კარგად ვარ, გეფიცები, კარგად ვარ _ თავი დავუქნიე, წყლიან თვალებში ჩავაშტერდი და ყურებამდე გავუღიმე.
_ ყველაფერი კარგად იქნება, ამ თვეში ოპერაციას ვგეგმავთ..._ დამამშვიდებლად გამიღიმა და ჩემს თვალებში გაჩენილმა იმედის ნაპერწკალმა შეაკრთო.
_ მართლა?
_ მართლა დე, და თუ ახლა არა, მომდევნო ოპერაციების მერე აუცილებლად გაივლი...
_ ების? _ ყელში ნაგროვი ტკივილი დამიგუბდა და მივხვდი, რომ მე კარგად უნდა ვყოფილიყავი. მე ჯერაც მაქვს იმედი და შანსი, ნიკას კი ა’ღარ. მე ჯერაც შემიძლია ყველაფრის გამოსწორება, ნიკას კი ა’ღარ. იმიტომ რომ მე ვსუნთქავ, ის კი...
_ დე, ნიკა როგორ მოკვდა? _ ვკითხე და თვალებში წამიერად გამიელვა მისმა სახემ, ქერა, შემოდგომის ფოთლების ფერმა თმამ, ეშმაკურმა ღიმილმა და გულში, სადღაც ღრმად, რაღაც გამებზარა.
_ რომ მოვედით... შენ სუნთქავდი, მაგრამ მას უჭირდა ძალიან _ ღრმად ამოიოხრა ლილიკომ და საყვარელი ნიკოლოზის გახსენებესთან ერთად კვლავ ატირდა. ძალიან უყვარდა ლილიკოს ნიკა, ხანდახან ჩემზე მეტდაც კი _ გვითხრა, მტკივაო, მიშველეთო ყვიროდა. შენს ხელზე ქონდა ხელი ჩაკიდებული დე, არაფრის დიდებით არ გიშვებდა. მიშველეთო, ნანოს ნუ დამაკარგვინებთო, ცუდად ვარო... _ მე ტკივილი მეტასტაზებად მომაწვა და სახეზე ორივე ხელი მაგრად ავიფარე _ სულ სისხლიანი იყო დედიკო... და ყვიროდა, მიშველეთო. იცი, როგორ გიჭერდა ხელს ხელზე? გიჯურად უყვარდი ნიკას, მთელი გულით უყვარდი დედიკო, ასე ვერავინ ვერასდროს შეგიყვარებს _ ტიროდა და მიღიმოდა დედაჩემი, მერე წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ალბათ მიხვდა, რომ ცუდად ვიყავი. ვიგრძენი რომ ნიკა აღარასდროს გამიღიმებდა ისე, როგორც იცოდა. აღარასდროს მომხვევდა ხელებს წელზე, თვალს არ ჩამიკრავდა და მერე ჩემს ტუჩებს არ შეუერთებდა თავისას. აღარასდროს მიკბენდა ყელში, როცა მე მის კოცნას ველოდი. აღარასდროს შეეხვეწობოდა ლილიკოს, მასთან ერთად გავეშვი მოტოთი და მერე აღარასდროს დაუკოცნიდა ორივე ლოყას. ვიგრძენი, რომ ნიკა დავკარგე და იმდენი “აღარასდროს” დამიგროვდა, რომ ის ჩემთან ვეღარასდროს იქნებოდა. წავიდა, ან წაიყვანეს.
_ მეზიზღები, მეზიზღები ღმერთო. მაპატიე, მაგრამ მეზიზღები _ ვჩურჩულებ ღმერთის მიმართულებით და ხმამაღლა ტირილს ვერ ვწყვეტ _ მძულხარ, რადგან წამართვი. ერთადერთი ადამიანი წამართვა, ვისაც..._ ყრუდ ვკვნესი, რომ არ ვიკივლო კბილებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს და თვალებს ვხუჭავ _ მეზიზღები, ღმერთო, ახლა შენზე მეტად არავინ მძულს და მაპატიე, რომ ვერ გპატიობ. მაპატიე, რომ ვერ გაგიგე._ სახიდან ხელები ძირს ჩამოვუშვი და კარებში მდგარ დათას შევხედე. თვალებში არ მიყურებს, სადღაც შორსაა. ერთ წერტილს მიშტერებია და უმეტყველო სახე აქვს, არაფრისმთქმელი.
_ შემოდი _ ჩავახველე და ხმა გავიწმინდე. თვალები დაახამხამა, მშვიდად გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი და კარი ზურგს უკან მიხურა.
_ წამოდი, საჭმელი მზადაა _ მეუბნება მაგრამ არც ამჯერად იხედება ჩემსკენ.
_ არ მინდა, გთხოვ _ ვპასუხობ მე, შეძლებისდაგვარად ვუღიმი და თვალს არ ვაშორებ.
_ კარგი, აქ შემოგიტან _ მიმიხვდა და რამდენიმე ნაბიჯი კვლავ უკან გადადგა.
მინდა ვთხოვო, რომ დარჩეს, მაგრამ არ შემიძლია. ის კი ოთახიდან გადის და როგორც კი კარს ხურავს, ყრუდ ვკივი, ხელით ჭიქას ვწვდები და სანამ ძირს ვანარცხებდე, ვწყნარდები. ასე არ შეიძლება... მე არ მაქვს ამის უფლება.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

კიდევ ერთი რაც მომწონს ამ ისტორიაში ისაა, რომ აი...როგორ ვთქვა. კი ეს გოგო ადეკავატურად იქცევა, მაგრამ მაგის "გამოხტომებს" დიდ დროს რომ არ უთმობ და უბრალოდ, ზოგად წარმოდგენას რომ ქმნი მისი მდგომარეობისას სასიამოვნოს ხდის კითხვის პროცესს.

 


№2  offline მოდერი nicol

გადასარევი წასააკითხია, მიუხედავად ზომიერი სიმძიმისა. love უნებურად გაფაციცებული ვკითხულობ, რომ არცერთი სიტყვა არ გამომრჩეს. თითოეული სიტყვა თავის ემოციას ინახავს, შეიძლება რომ გამოტოვო - რაღაც გამოგრჩეს ემოციურად.
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ ნიჭიერი გოგო ხარ ჩემო ჟელიბონო love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3 სტუმარი Sally

ვაიმეეე როგორ მეცოდება ეს გოგო. ისტერიკები, რომ დაიმართოს თითქოს არაუშავს, მაგრამ თავს, რომ იკავებს და სხვებზეც რომ ფიქრობს უფრო მეცოდება. არაჩვეულებრივად გადმოსცემ ემოციებსაც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent