შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (17)


9-04-2016, 01:05
ნანახია 2 526

***

-ანკ, დათას ვურეკავ მთელი დღეა და არ იღებს ტელეფონს. სად არის ხო არ იცი?-შეშინებულმა დაურეკა ანკას სესილიმ.
-აუ, რა უდროო დროს დამირეკე მაგარ სიზმრებში ვიყავი,-ნამძინარევი ხმით უთხრა ანკამ სესილიას.
-რა ძილი გოგო შუადღის 3 საათია,-გაეცინა სესილიას.
-შენსავით ჭოტი კი არ ვარ!-უპასუხა გაბრაზებულმა ანკამ,-აზრზე არ ვარ. იკუნამ იცის, რომ არ უნდა დამირეკოს ამ დროს და ჯერ არ მილაპარაკია. თუ მალე გამითიშავ ტელეფონს გაგაგებინებ.
-აუ, ოქროს მედალი ირაკის შენი გაძლებისთვის რა!
-და შენ?
-მე კაკ მინიმუმ ბიუსტი მეკუთვნის,-გაეცინა სესილიას და ტელეფონი გაუთიშა. არ გასულა რამდენიმე წუთი ანკამ დაურეკა სესილიას.
-ველაპარაკე ირაკლის და არვიცი, დილას ადრე გავიდა და წერილიც არ დაუტოვებიაო.
-სად წავიდა, ნეტა..-ჩაფიქრდა სესილია.
-ვაიმე, შე გოიმო! განერვიულებს ბიჭი..!
-ხო, აი, სულ ირაკლის და ანკას ვგავართ რა..! თქვენამდე ბევრი გვიკლია.
-მერე, დავაი გივისთან შეაჭერი და უთხარი: მამიკო, შენ შვილს ეშველა და პირველი და უკანასკნელი „ლოვე“ მყავსთქო.
-აუ, ანკა იღადავე შენ და მართლა ვნერვიულობ სად არის დათა.
-რა იყო ხო არ მოგენატრა, ფისო?
-აუ, დავაი რა..!-გაბრაზდა სესილია,-თუ, გამოჩნდა გამაგებინე.
იმეცადინა, იმეცადინა და დაიზეპირა ყველაფერი. ნუციკოს ეთამაშა, ნინოს მიეხმარა. რა არ გააკეთა და დრო მაინც ძალიან ნელა გადიოდა. დათა კი არ ჩანდა. თითქმის უკვე საღამო იყო, როცა ტელეფონი ახმაურდა. დახედა თუ არა ბედნიერებისგან ჰაერში შეხტა:

-დათა..!-ჩასძახა ტელეფონში.
-მე მეგონა ნანერვიულები ხმა გექნებოდა და შენ კიდევ ბედნიერი ხარ,-მოესმა საყვარელი ბოხი ხმა.
-ვინერვიულე, როგორ არ ვინერვიულე?! გირეკავ მთელი დღეა..
-ჰო, სესო ვნახე, მაგრამ არ მეცალა და ვერ გადმოგირეკე რა. ეხლა კიდე მცალია და შენს ფანჯრებთან ვდგავარ და ჩამოდი რა,-უთხრა დათამ. სასწრაფოდ ჩაიცვა სესილიამ შემოდგომის შესაფერისად, დედას გასძახა ჩავდივარ ქვემოთო და კუნტრუშით გავიდა სადარბაზოდან. გადაკოცნა დათა და გრძნობა ერთ გამოხედვას გააყოლა.
-ვა, დათ ახალი მანქანა?-შესძახა გახარებულმა.
-ჰო, მთელი დღე მაგიტო ვერ გიპასუხე ამ საქმეზე ვიყავი რუსთავში წასული. მოგეწონა?
-კი, ძალიან. რა ლამაზია..! მშვიდობაში.. და სულ მწვანეზე!-უთხრა სესილიამ და მანქანა შეათვალიერა. ალბათ, ბევრისთვის საოცნებო მანქანა იყო რენჯ როვერ ევოუქი. დახვეწილი, ელეგანტური და რაც მთავარია ძალიან მდიდრული. თეთრი ფერის იყო მანქანა და შინდისფერი სალონი ჰქონდა. გახარებული ჩახტა სესილია მანქანაში და შეისრუტა სიახლის სუნი.

-აუ, რა მაგარია..!
-სესო, მანქანის ტარება იცი?
-ვიცი? მართვის მოწმობაც მაქვს დაჟე!-გაეცინა სესილიას.
-ვა, მართლა? როდის მოასწარი? არადა, აშკარად გუშინ წინ დაამთავრე ბაღი.
-ხო და ბაღის მოსწავლეს აეკიდე, არ გრცხვენია?
-მე აგეკიდე?
-ჰო, შენ!
-არა, პირიქით იყო! შენ არ იყავი რო დამსდევდი და მოსვენებას არ მაძლევდი?
-მეეეეეე? ჰო, მე ვიყავი ის გოგო თვალებით რო გჭამდი და უაზრო საქციელებს ჩავდიოდი..!
-ისე, თვალებითაც მჭამდი და უაზრო საქციელებსაც სჩდიოდი. ეგ აღარ გამოგივიდა,-აუტყდა სიცილი დათას და დაბღვერილ სესილიას გახედა.სესილიამ საპასუხოდ ენა გამოუყო და ისევ მანქანის სალონის შესწავლას შეუდგა.
-ანუ, შეიძლება გენდო?
-ბატონო?
-რავიცი, არ გასინჯავ ახალ მანქანას?-გამომცდელად შეხედა დათამ სესილიას. გოგოს თვალებში ჭინკები აუთამაშდა და სახე გაებადრა.
-მართლა?
-ჰო, აბა ტყუილად რამე მითქვამს შენთვის?-უთხრა დათამ და თბილად გაუღიმა.
-აუ, კი ძალიან მინდა! ოღონდ აქ არა რა..-უთხრა სესილიამ და თავისი ეზოსკენ ანიშნა, საიდანაც მეზობლები იყურებოდნენ.
-კარგი, როგორც გინდა. არც მაგაზე გეტყვი უარს,-უპასუხა დათამ და მანქანა დაძრა. ნელა და მშვიდად მიაცურებდა დათა მანქანას. თბილისის ზღვაზე ავიდნენ და გადმოჯდა სესილია საჭესთან. საოცრად მოეწონა მანქანა.. არ დაგიმალავთ და გეტყვით, იმ ბევრში სესილიაც კი შედიოდა, რომელსაც ძალიან მოსწონდა ეს მანქანა და უნდოდა. დათასავით მშვიდად ატარებდა მანქანას სესილია, არ ქმნიდა ავარიულ სიტუაციებს, აი, ისე დაყავდა ძალიან ლამაზად!

მანქანა მოუხდა სესილიას..
ან
მანქანა-ს მოუხდა სესილია.

-რო არ ვიცოდე, რომ გოგო ხარ კაი გამოცდილი „შოფერი“ მეგონებოდი,-უთხრა დათამ.
-შოფერი ხო შეიძლება ქალი იყოს?
-კი, მაგრამ კაცები უფრო არიან ვიდრე ქალები.
-ანუ, მოგეწონე?
-მე შენ მიყვარხარ კი არ მომწონხარ,-უთხრა დათამ და სიყვარულით ანთებული თვალებით გახედა სესილიას. სესილია დადნა, გალღვა და გაორმაგებული გულისცემა იგრძნო.
-ნელა, გოგო!-შეჰყვირა დათამ. სესილიამაც დაატორმუზა. დათას რომ არ ეყვირა, აუცილებლად დაარტყამდა წინ მანქანას.
-ყურადღება გაქვს აშკარად გაფანტული..!-ამოისუნთქა დათამ და უთხრა სესილიას.
-ვაიმე, ნეტა ვინ მიფანტავს ყურადღებას?
-რა ჩემი ბრალია, თუ გიჟდები ჩემზე?-სესილია გაწითლდა და დაიმორცხვა. ვეღარაფერი უპასუხა და უბრალოდ, დათას ხელი მოჰკიდა.

ახლა როლები იყო შეცვლილი.. დათა თუ საჭესთან იჯდა ადრე და სესილიას ხელი თავის ხელში აეხლართა, ახლა პირიქით იყო..

-ესეც ასე..! სულ მწვანეზე გევლოს დათი,-უთხრა სესილიამ და სახლთან გააჩერა მანქანა.
-მევლოს არა, გევლოს.-შეუსწორა დათამ.
-რა?-ვერ მიხვდა სესილია.
-გევლოს სესო, გევლოს. შენია ეს მანქანა.. შენი დაბადების დღის დაგვიანებული საჩუქარია,-უთხრა დათამ და სესილიას ხელზე აკოცა. იგრძნო, როგორ შეკრთა სესილია და როგორ აკანკალდა. წამით გონება დაებინდა. არ მოელოდა ამ საჩუქარს.
-რა.. რა.. რას ამბობ, დათა?-ძლივს თქვა სესილიამ.
-ჰო, შენია ეს მანქანა. აბა, მე თეთრი მანქანა შინდისფერი სალონით რათ მინდა? იმნაირი კი არ ვარ,-გაეცინა დათას და გახედა შოკურ მდგომარეობაში მყოფ სესილიას.
-არა.. ვერა..
-რა არა ან ვერა? შენი საჩუქარია. თან მართვის მოწმობაც გქონია და უფრო გამარტივებულა საქმე..
-ვაიმე, დათა..-ძლივს წარმოთქვა სიტყვები სესილიამ და ცრემლები გადმოუშვა.
-აუ, კაი ტო.. რა გატირებს? თუ იტირებდი ვაფშე არ გაჩუქებდი
-არ ვიტირო? იცი, როგორ გამაბედნიერე? ჩემი სასწაული ხარ შენ!
-ხოდა, ზუსტად მაგიტომაც ხარ ჩემი გოგო, რომ მე შენ ყოველ დღე გაგაბედნიერო..-უთხრა დათამ და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს.
-იცი, როგორ მიყვარხარ?-უთხრა სესილიამ და მაშინვე აკოცა.

ბაგე შეეხო ბაგეს.
გულებმა დაიწყო ფეთქვა.
სინქრონში კი არა?! ორივემ ერთდროულად..
პულსი ავარდა ზემოთ.. ალბათ, არც ერთს აღარ ესინჯებოდა და
ენდორფინებმა დაიწყეს ფრენა..

-დიდი მადლობა..
-არანაირი მადლობა. შენ მეტს იმსახურებ ხო იცი, არა?-უთხრა დათამ და თმაზე ჩამოუსვა ხელი სესილიას.
-წავედი და იცი..
-ჰო, ვიცი. ამ მანქანას მე წავიყვან იქამდე, სანამ შენ თვითონ არ გადაწყვეტ შენს ბედს.
-რა ცუდი ნათქვამია შენს ბედს..ჩემი ბედი ხომ იცი გადაწყვეტილია უკვე..
-კი როგორ არ ვიცი. შენი ბედი აქ გიზის, მაგრამ გარემოებების გამო ზედმეტად იკავებს თავს და ოღონდ, როდემდე გასტანს ეს თავშეკავება ზუსტად აღარ იცის.
-კაი, რა.. ვსო წავედი..-უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა დათას. სადარბაზოში შესულმა უკან მოიხედა და დაინახა შავი თვალები, რომელიც ისეთი შავი აღარ იყო. იცით რატომ? საოცრად ბრწყინავდა..


****

-იცი, როგორ მიყვარს? მასთან ერთად, რომ ვარ თავს ვერ ვაკონტროლებ. ბედნიერებისგან მინდა მთელს სამყაროს გავაგებინო, რომ ის საუკეთესოა! არ არსებობს წამი, რომ არ ვიფიქრო.. ვერ ვხვდები იმ წყვილებისას ერთმანეთს რომ უბრაზდებიან. რატომ? როცა ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა რატო ვხარჯავთ ამ უაზრო ნერვების შლაზე დროს? როცა შეიძლება გვიყვარდეს და ბედნიერებით დედამიწაზე დავფრინავდეთ. ყველაფრის შეგრძნებისა და აღქმის უნარს ვკარგავ, როცა მის გვერდით ვარ.. მისი არსებობა.. მისი არსებობა უბრალოდ ღვთის საჩუქარია. მის გარეშე კი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც სხვების მსგავსად ატარებს მეგობრებთან დროს, სწავლობს და ლაპარაკობს ერთსა და იმავე თემებზე..იცი, სულ არ მინდა მისგან მესმოდეს ყოველდღე რომ ვუყვარვარ ან რამხელაა მისი სიყვარული ჩემდამი. არ მინდა ეს სიტყვა გაუფასურდეს და ალბათ, სწორადაც ხდება ჩვენ შემთხვევაში. ზედმეტად ვუფრთხილდებით ერთმანეთს და თუნდაც, თვეში ერთხელ ნათქვამი სიტყვით ვაბედნიერებთ.

მჯერა, რომ როცა გიყვარს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს..



***

-სესო, უნდა წავიდე.
-სად მიდიხარ?
-ნია საავადმყოფოში წევს..
-რა დაემართა?
-სიმსივნე აქვს.
-წადი დათი.. ნიას სჭირდები..-ნაღვლიანად უთხრა სესილიამ.
-მადლობა, რომ გესმის ჩემი..
-როგორ არ მესმის! ნიას ასე გადაეცი, რომ სესილია ელოდება საქართველოში და ძალიან კარგად უნდა იყოს..
-მიყვარხარ რა.. ჩამეხუტე ძალიან მაგრა..-უთხრა დათამ და მიიხუტა საყვარელი ადამიანი.
-ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ხო გჯერა?
-კი..
-იცი, როცა რაღაცის გჯერა, აუცილებლად, ეგრე იქნება.. მე კიდევ მჯერა, რომ ნია კარგად იქნება..
-მაგრად ჩამეხუტე,-უთხრა დათამ,-ასე მგონია ბოლოჯერ გხედავ იმდენად მინდა რომ მეხუტებოდე. არ მყოფნი..
-კაი, რა სისულელეს ამბობ?! სკაიპი, ვაიბერი, ყველაფერი ჩვენს ხელთაა.. გეფიცები არ მოგანატრებ თავს!
-არ მომანატრებ? მე ამ წუთსაც კი მენატრები..
-ო, ბოდავ რა რაღაცას..

რეისი: თბილისი-მადრიდი.
არც ერთი ცრემლი, მაგრამ დიდი ნაღველი..
დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და ჯერ არ აღქმული მანძილი.



***

-ვაიმე, ღმერთო დაიფარე ყველა..-დილას ნინოს ტირილმა გააღვიძა სესილია. მძიმედ გაახილა თვალები და ყური დაუგდო დედის ნამტირალევ ხმას. შეშინებული წამოხტა და მისაღებისკენ გაიქცა, სადაც გივი და ნინო საინფორმაციო გამოშვებას უყურებდნენ.
-მამა, რა მოხდა?-იკითხა სესილიამ და გული აუჩქარდა.
-თვითმფრინავი ჩამოვარდა სესო..
-უი, რას ამბობ? რომელი?
-აი, თბილისი-მადრიდის..-დამწუხრებულმა უპასუხა გივიმ და ტელევიზორს მიაჩერდა.

გული გაუჩერდა.
თავი ატკივდა.
პულსმა იკლო
და ყველაფერი უბრალოდ
სიბნელემ მოიცვა.

***

ესეც შემდეგი თავი!
ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარებისთვის.
უბრალოდ, ძალიან მახარებთ და მაბედნიერებთ თქვენი თბილი შეფასებებით!არც ვიცი ხოლმე რა გიპასუხოთ იმდენად ვიბნევი:)!

თქვენ ხართ ძალიან მაგრები!



№1  offline წევრი Nini123456

აუუუ არ მოკლა დათი

 


№2  offline წევრი natia-natia

Magari shenxar....da Auu data armokla raaa

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Ar mokla data torem agar wavikitxav am istorias :-) :'(
--------------------
G.ke

 


№4 სტუმარი tamuna

Eg bichi iyo saocreba eg Ro mokvdesbgavgijdebi<3

 


№5  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Vaimeeee ar arzebooovs data rom mokvdes gavgijdebiiii es ar unda daushvaaa raaa((( ragaca moifiqre sxva reisit gaushvi ogond eg araaaa!male gaagrdzele raaaa

 


№6  offline წევრი Pepper

ახლახანს მოვრჩი ისტორიის კითხვას
ემოციებით ავივსე ისეთი თბილი ისტორიაა. მახარებს მე ამათი წყვილი და ბედნიერება. ძალიან კარგად წერ <3
იმედია დათას არაფერი მოუვა :(
ველოდები შემდეგ თავს დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ <3

 


№7  offline წევრი ელენა ილდანი

ვაიმე, გული ვეღარ იტევს თქვენს ასეთ თბილ დამოკიდებულებას!
დიდი მადლობა ყველას ასეთი კარგები რომ ხართ!
შემდეგი თავი დაწერილი მაქვს, უბრალოდ ვერ მოვახერხე ამეტვირთა. აუცილებლად, ავტვირთავ როგორც კი შევძლებ.
მადლობა კიდევ ერთხელ!

Pepper
ახლახანს მოვრჩი ისტორიის კითხვას
ემოციებით ავივსე ისეთი თბილი ისტორიაა. მახარებს მე ამათი წყვილი და ბედნიერება. ძალიან კარგად წერ <3
იმედია დათას არაფერი მოუვა :(
ველოდები შემდეგ თავს დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ <3


ბევრი ბედნიერი წყვილია საჭირო ❤️ მადლობა დიდი! ვეცდები იმედები გავამართლო:)

gvanciii kereselidze
Ar mokla data torem agar wavikitxav am istorias :-) :'(


ჰაჰა :))
დაწერილი მაქვს შემდეგი თავი და
ვნახოთ გამიბრაზდები თუ პირიქით:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent