შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (17 თავი)


9-06-2016, 01:16
ავტორი zia-maria
ნანახია 3 694

17.
---კარგ ადგილზე ცხოვრობთ, წყნარი ადგილია ქალაქიდან მოშორებით და იმდენი ხმაურიც არ არის. ბავშვისთვის კარგი ადგილია. გატვირთული მოძრაობის გამო დიდი დრო მოუნდა მისამართზე მისვლას და როგორც იქნა მივიდნენ ახალი წლის დადგომამდე ერთი საათით ადრე. იოანემ საათს დახედა შეუმჩნევლად მაგრამ, ჟანეტმა შეხედა და არ შეიმჩნია. სახლის კარზე ზარი მიცა და კარები ლუბამ გააღო რომელმაც გაურკვეველი ბგერები წარმოთქვა და ყვირილი მორთო. ლუბას ყვირილმა ყველა ფეხზე წამოაგდო და თვალებდაჭყეტილი უყურებდნენ კარში მდგარ უცხო მამაკაცს გაჩხერილს და ლუბა ვიღაც გოგოს ეხვევა. სანამ არ მოცილდნენ ერთმანეთს, ვერ გაიგო ვერავინმა ვინ იყო სტუმარი. როცა ხვევნა-კოცნა დაამთავრე ჟანეტმა მეგობრებს გადახედა და სიცილით უთხრა.
---ცოტა ხანი კიდე ასე მომაშტერდით და ვიფიქრებ რომ არ გაგიხარდათ ჩემი მოსვლა!
---ჟანეტ,- ატყდა ყიჟინა და ვინ ,ვის ეხვეოდა ვერ გაიგებდა გრაკალის მკითხავი. გამოეცალა ყველას ხელიდან და როგორც იქნა მიაღწია მომღიმარი მდგარ მამასთან.
---მამიკო როგორ მომენატრე, ჩემო ტკბილო მამიკო!- კოცნიდა მამას და თან ტიროდა.
---რატომ ტირი ჩემო მონატრევაბ. როგორ გამახარე შენ არც კი იცი!
---მამა გაიცანი იოანე ამირეჯიბი ჩემი მეგობარი!
ნოდარ მოეწონა სტუმარი და გულში შეუქო მშრალად ნათქვამი მეგობარი ჟანეტს მამამ.
---მობრძანდი შვილო რა კარში დამდგარხარ, წასასვლელად გამზადებული მაყარივით. საათს ნუ უყურებ და ტყუილად ნუ ფიქრობ დღეს აქედან წასვლაზე. აქ შემოსული სტუმარი ასე მშრალად ვერ წავა აქედან. ასე რომ დღეს აქ მოგიწევს ახალ წელთან შეხვედრა!
---დიდი მადლობა მაგრამ, მე სრულიად უცხო ვარ თქვენთვის!
---მოდი, მოდი იო გაგაცნო, ეს ჩემი გიჟი სამყაროა. ჩემი სამეგობრო!- წარუდგინა მეგობრები ჟანეტმა. იოანემ ყველა გაიცნო და საერთო ენაც მალე გამონახა. უფრო გუგას დაუახლოვდა.
---ლუბაჩკა ლიკაკოს ძინავს? -შვილი მოიკითხა ჟანეტმა.
---ძინავს საყვარელო და არ გააღვიძო თორე უხასიათოდ იქნება და ყველას დაგვცოფავს მერე. არც მოგეკარება, აცადე გამოშუშდეს ძილში! -მოულოდნელად გუგა ადგა და სადღაც გავიდა, მის ადგილზე იოანეს გვერდით ჟანეტი დაჯდა. გუგა მალე დაბრუნდა ჩუპასთან ერთად.
---ჩუპა ნახე ვინ მოვიდა?- უთხრა გუგამ და ჟანეტისკენ მოაბრუნა. დაინახა თუ არა ჟანეტი აფართხალდა გუგას ხელში და ჟანეტთან მივიდა.
---ჩემო ჩუპა როგორ მომენატრე, საყვარელო როგორ ხარ!- ორივე ხელები შემოხვია და ცხირით გაეთამაშა ნისკარტზე. ჩუპამ თვალები დახუჭა და გაიტრუნა.
---ნახეთ როოგორ ჩაკაიფდა ტო?-გაეცინა გიორგის.
---ჟანეტ იპნოზი გაუკეთე? იცი რა დღეშია ხოლმე? არაფერი არ ესმის. გალიაში კი ზის საწყლად, აი იქედან თუ აიწყვიტა მერე ძნელია ხელში მოხელთება!- სიცილით უთხრა გუგამ.
---გაწვალებენ ეს უარგისები ხომ? -ჩუპამ ახედა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
---აი ახლა ყველა გაამწესე თავიანთ ადგილებზე!-უთხრა მკაცრად ჟანეტმა. რამაც ჩუპას პატრონის გვერდით ყოლამ გააგულიანა, ფრთები შეარხია და ყველას მედიდურად გადახედა.
---ძილის დროა, გვიანია!- თქვა თუარა ყველას გაეცინა.
---რომ გაბრაზდება დასაწოლად გვიშვებს ყველას!- სიცილით უთხრა გუგამ იოანეს.
---ჟანეტ დაგვიბრუნდი განათლებული? აბა აღარ შემეშინდება გულის შეფართხალების! -უთხრა სიცილით რეზიმ
---შენ გული გაქვს საერთოდ? ეს ორგანო გაგაჩნია სხეულში? მე ვფიქრობ რომ უცხოა ეს მნიშვნელოვანი ნაწილი შენთვის!-უთხრა გიორგიმ
---აი შენ რომ გიყურებ მაშინ ფარცქალობს, ეხლა კი ჟანეტის რომ შევხედე მივხვდი ტახიკარდია მაქვს!
--გამოუსწორებელი ადამიანი ხარ!-სიცილით უთხრა ჟანეტმა.
---რეზის კი აქვს გული და ძალიანაც თბილი, სხვები რომ არიან უსულ-უგულოები იმათ რა ეშველებათ თორე? რეზი არ დაიკარგება ცხოვრებაში. -ჟანეტმა კაკის გახედა და თვალებით შეეკითხა რა ხდებაო. იმანმაც თვალი ჩაუკრა სერიოზული არაფერიო.
---გაბრაზებულზე ისეთი გესლიანი ხარ, ნერწყვი არ გადაყლაპო, თორე ვარიანტი არაა დილამდე რომ გასტანო. მოგკლავს შენივე გესლი!- კბენა არც კაკიმ დააკლო ლილუს. იოანე უსმენდა და გაეცინა კაკის და ლილუს კინკლაობაზე. ჟანეტმა ყურში უჩურჩულა ,,ერთმანეთს ეტრფიან უკვე დიდი ხანიაო“. ჩურჩულის დროს ჟანეტის ტუჩები იოანეს სახის კანს გაეხახუნა, რამაც სასიამოვნოდ დააკვნესა რომელიც მხოლოდ ჟანეტმა გაიგონა. ხმამაღლა კი თქვა
---წავალ ბავშვის ვნახავ გაიღვიძებდა უკვე!- წავიდა ნარნარივით, ჰაერივით მსუბუქად და საძინებლის კარებთან გუგას ხმა შემოსმა.
---იცი ჩემო პრინცესა დიდი საჩუქარი რომ გელოდება?
---ლა? ლა მიკიდე?
---დედას რომ ნახავ რას ეტყვი?
---ვატოცებ და დულში ჩავექუტები!
---ძიო გიყვარს ლიკაკო?
---მიკალს თან ჯალიან, ჯალიან!
---აბა რატო მიშლი ნერვებს ხანდახან?
---იმიტო ლო მიქალქალ და ლა ვქა?
---ტვინის ჭია ხარ შენ, ხო ხარ?
---წია ალა, მატი ვალ. პატალა მატი!- გუგამ ხმამაღლა გაიცინა და უთხრა
---მართლა მატლი ხარ შენ. ჩემი მატლი.
---კიდე ლა ვალ დაგაიწდა? --შეხედა გაკვირვებულმა ბავშვმა გუგას.
---კიდე რა დარჩა რომ არ გითქვამს? რა ხარ აბა შემახსენე!
---მე ჩენი ნელების კიბო ალა ვალ?ქო ვალ? -შეეკითხა სერიოზულად.
---შენ არ ხარ ნერვების კიბო და დედაშენი კი არის, რადგან არ მითხრა რაღაც, რაღაცეები!- ჟანეტი უსმენდა გუგა როგირ ეფერებოდა მის შვილს და ცრემლებს ვერ იკავებდა.
---წამოდი ახლა და დედა ვნახოთ ხო?
---დედა რომ აქ არის?-ოთახში ჟანეტი შევიდა და შვილი გულში ჩაიკრა.
---ჩემი სიცოცხლე, ჩემი ცხოვრება შვილი ხარ შენ!
---დედიტო ლოდის მოფინდი?
---შენ რომ გეძინა, წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ ხო? უიმეე რამსიმძიმე ხარ ქალი!
---მომეცი მე წამოვიყვან ძიოს პრინცესას, ხო ძიოს გოგო?
---მიკალქალ და ჩულ ჩენჟე მებუტუნება!- უთხრა გუგას და გემრიელად აკოცა ლოყაზე ძიას.
---ვაიმეეე ჩემი ერთი ცალი ხარ შენ, ჩემი პატარა წერტილი ხო?
---ქო მატო ჩენი!
---ჩემი არ ხარ ლიკაკო?- თითქოს მოწყენილმა უთხრა დათომ პატარას.
---შენი მე ვიქნები საყვარელო!- უცებ უპასუხა დათოს რეზიმ.
---მომშორდი აქედან, უსაქციელო ხარ! -სიცილით უთხრა დათომ და პატარა ბალიში ესროლა თავში.
იოანე უყურებდა ამ ერთად შეკრულ სამეგობროს და მიხვდა რატომ იჩქაროდა ჟანეტი მათთან შეხვედრას, მათ ნახვას. რაოდენი სითბო და სიყვარული, რაოდენ დადებითი აურა მოდიოდა თითოეული მათგანიდან. უყურებდა ჟანეტს და უხაროდა მისი სევდით და დარდით სავსე თვალები, ახლა ბრწყინავდნენ და ბედნიერებას ასხივებდნენ. მაგრამ მაინც აკლდა რაღაც ამ ბედნიერებას, რაც უფრო შეავსებდა და გულში კი ფიქრობდა.
---მაგ სიცარიელეს მე შეგივსებ, რომ იყო უსაზღვროდ ბედნიერი!
---ათვლა დაიწყოოოო.- მოესმა ლილუს ხმა და ყველანი გარეთ გავიდნენ. იოანე ჟანეტის უკან დადგა და ჩუმად უჩურჩულა ყურში.
---მინდა ჩაგიფიქრო ჟანეტ. ვინ იცის, იქნებ ამისრულდე, იქნებ დამებედო ამ იანვრის ღამეს! -და როგორც ჟანეტიმ მანაც გაუხახუნა ტუჩემბი მის ლოყას. თან ფრთხილობდა არავის შეეხედა მაგრამ, გუგა არწივივით აბრიალებდა თვალებს რას გამოაპარებდა მას. ჟანეტი შეცბა და კიც გაუხარდა,მანაც მოავლო თვალი ჩუმად ყველას და შეხედა გუგა რომ უყურებდა. მანაც თვალი ჩაუკრა შეუმჩნევლად და თბილად გაუღიმა. მიულოცენ ერთმანეთს ახალი წლის დადგომა და სახლში შევიდნენ. მხიარულობდნენ ლიკაკომ დედას რომ შეეკითხა.
---დედიტო ეჩ უცო კაცი ჩენი ჩეკალებულია?- ყველა გაჩუმდა და გააოცა ბავშვის დასმულმა კითხვამ. საიდან ასეთი კითხვები ამ პატარა არსებას. შერცხვა ჟანეტს და წყნარად უთხრა შვილს.
---ეს ჩემი მეგობარია დე!- დათოს გული ეტკინა მაგრამ, რას იზამდა. მისი უჭკუო ძმის გამო ჟანეტის პირად ცხოვრებას ვერ აუკრძალავდა.
---შენ ხომ ხარ კარგი გოგო მაგრამ, ასეთი კითხვევისთვის ჯერ ძალიან პატარა ხარ დე!
---ჩუდი გოგო ვალ მე ქო?
--არა, ცუდი გოგო არახარ მაგრამ, ზოგჯერ ყველაფრის კითხვა და თქმა არ შეიძლება!
---ეცე იგი გძელი ენა მაქს მე მივთვი ამის თმა გიდოდა. ჩამიში ძილს!- გულმოსული ჩასრიალდა დედის მკლავებიდან და გაბუტული დაჯდა კუთხეში. მაგიდასთან ღვინით ხელში ნოდარი დაბრუნდა და ბავშვი რომ კუთხეში დაინახა დამჯდარი გაბრაზებული სახით გაუკვირდა.
---ვინ გაწყენინა ბაბუ, აბა მითხარი რომ ვცემო. ვინ გაბედა ჩემი პრინცესას გაბრაზება -თქვა და ბავშვისკენ წავიდა.
---არ მოეფერო. უნდა მიხვდეს რომ დააშავა!- მკაცრად თქვა ჟანეტმა.
---რა გააფუჭა ასეთი!-გაუკვირდა ლუბაჩკას.
---გრძელი ენა აქვს ძალიან ხანდახან!- გაბრაზებულმა თქვა და შვილს გახედა ჩუმად რომელიც წამოდგა და ყველას წინ დადგა და ხმამაღლა თქვა.
---მე ვიქები ჯალიან, ჯალიან კალქი გოგო მაგლამ, მალტო დათო ძიოსთინ. დანაჩელება მოითინეთ ლიკუნა თქენთინაც გამონაქავს დლოს!- წავიდა და დათოს ფეხებზე შემოეხვია. რომელმაც დიდი სიამოვნებით აიყვანა ძმიშვილი ხელში და გულში ჩაიკრა.
---ძიოს წერტილა ხარ შენ საყვარელო. ჩემი ცხოვრების ლამაზი წუთები ხარ!
---რა დღე გაგითენდა, რა დღე დაგიღამდა, ბავშვმა გაღიარა საყვარელ ადამიანად! -უთხრა კაკიმ.
---ნუ გშურთ შურიანებო, მე რომ მეხუტება ჩემი გოგო. ჩემი ტკბილი, ჩემი თბილი, მაგიჟებ ლიკუნა, მაგიჟეეებ. შეგჭამ ერთ დღეს, ფერებაში შემომეჭმები!
---ჩულიანები ქალთ თქენ. გჩულთ ჩემი ძიო კელაზე სიპოტული ლომაა!
---რაა საყვარელო სიპოტული ამიხსენი რა ვერ გავიგე!-სიცილით უთხრა დათომ.
---ლაა და კელაჯე ამაზი ქალ ჩენ. აჩე მოდიყთებათ თქენ!- ტიტინებდა ბავშვი და იოანეს მალამოსავით ედებოდა მისი ტიტინი გულზე. შეუყვარდა ეს ბავშვი, საოცარი უნარის მქონე სამი წლის ბავშვი..
---ვაიმე, ვაიმე სიმპატიური და ლამაზი ძიო მყავსო გადავთარგმნე! -იცინოდა რეზი და ყველა აყვა მას სიცილში.
---მამა სოფო რატომ არ მოვიდა? იკითხა ჟანეტმა.
---სოფო ამერიკაშია 6 თვით!- სევდიანად თქვა გუგამ.
---გუგა ძიოს პაემანი ჩაეჩალააა!- წაუმღერა ლიკაკომ.
---შენ მე რა გითხარი, ყველაფერს ნუ ლაპარაკობთქო!- მსუბუქად გაუჯავრდა ჟანეტი შვილს.
---გაჩერდი ნუ უჯავრდები, მაინტერესებს საიდან იცის ესენი ამ წერტილამ. შენ საიდან იცი რაა პაემანი ძიოს გოგო?
---მე ალექიმ დამპატიჯა პაემანჯე მაგლამ ბაბუამ ალ გამიჩვა. მიკვილა და ლოგინჩი შემადო თავით!
--ალექსი ვინ არის? გაკვირვებულმა გადახედა ჟანეტიმ მამას რომელიც იცინოდა და სიცილისგან სახეზე გაწითლებულიყო.
---არ გაიცინოთ ხმამაღლა თორემ აღარაფერს აღარ იტყვის!- ჩუმად თქვა დათომ ყველას გასაგონად.
--ვინ ალის და ჩემი შეკალებულია ბაქჩი!
---ხოდა რატომ არ გაგიშვა ვერ ხვდები? იმიტომ რომ ჯერ პატარა ხარ და ბაბუც მართალი იყო რომ გაგიჯავრდა! -ლიკაკომ გაბრაზებულმა გადახედა გუგას და თითქმის უყვირა.
---ლა პაემანი ადამუანო. აქ შულ სხა საქეა, შულ სხაა.
--ხოდა რაა ეს მთავარი ადამუანო რაა, ეს მითხარი!- არც გუგა ეშვებოდა. არადა ერთი გულიანი გადახარხარება ყველაფერს ერჩია.
---ლა უტინო ქალ ჩენ ვინცა ქალ. ლა ველ გაიგე ლაა თავალი. ლადა უსიკალულოდ კელა კოცის დედას შევ......ი მეეე! -ყველა გაშეშდა, ვერცერთი ხმას ვერ იღებდა და პირველი რეზი მოეგო გონს და ხმამაღლა გადაიხარხარა.
---ვაიმეეეე ცუდად ვააარ!- რეზის ყველა აყვა და კარგა ხანი ისმოდა სახლიდან გემრიელი სიცილი. სული რომ მოითქვა გუგამ ისევ ბავშვის მიუბრუნდა.
---ეხლა მითხარი მხოლოდ ერთი, ვისგან გაიგონე ეს სიტყვა, ვინ გასწავლა. შენ ხომ გოგო ხარ, ფაქიზი და ნაზი პრინცესა. ეს კი ბიჭების საქმეა ასეთუ სიტყვების თქმა!- ნახევრად გაბრაზებულმა და ნახევრად სიცილით უთხრა გუგამ.
---ალექშიმ მითლა.უსიკალულოდ ალაჩდლოს ალ გატოცებო და მეც უჩდი ლოდის მოვა სიკალული!
---მოვა ძიო, მოვა სიყვარული. ერთ ათ წელიწადში შენი მწყესვაც მომიწევს.-სიცილით უთხრა დათომ. ცოტა ხანში დაიღალა და დედის ხელებში ჩაეძინა. ჟანეტი უყურებდა მძინარე შვილს და ჩურჩულით უთხრა.
---შენთვის, შენს გამო. ყველაფერზე ვიტყვი უარს, ყველაფერს დავთმობ. შენ ხარ ჩემი სიძლიერე და ცხოვრების სტიმული. -წამოდგა და საძინებელში წაიყვანა.. თავის ხელით გახადა და ღამის პიჟამმა ჩააცვა. შემდეგ მის საწოლში ჩააწვინა. მაგიდასთან კი სიჩუმე ჩამოვარდა და სევდამ დაისადგურა. ყველამ გაიგონა ჟანეტის სიტყვები, თითქოს ჩურჩულით ნათქვამი .კარგი საღამო იყო მხიარულობდნენ, იგონებდნენ ბავშობის წლებს და გულიანად ხარხარებდნენ. გამთენიისას კი ერთმანეთზე მიწყობილებს მიეძინათ.
ტკბილად ფშვინავდა ყველა რომ დილის 7 საათზე სახლის კარები სოფომ შემოაღო. სახლში სოფოსთან ერთად სიგიჟემაც შემოაბიჯა და დღეიდან დამთავრდა გუგას წყნარი ცხოვრება. გადახედა ყველას და ეშმაკურად გაეღიმა. ჩემოდანი გვერძე მიაგორა, ჩანთა იქვე დადო და პირველი ძია ნოდარის საძინებელში შევარდა. გიჟური კოცნით გააღვიძა ჯერ მისი საყვარელი ძია ნოდარი მერე ლუბაჩკას გადაწვდა და შემდეგ ბავშვისკენ გაიწია მაგრამ ლუბამ და ნოდარმა ორივემ სტაცა ხელზე ხელი და ადგომის საშუალება არ მისცენ სოფოს.
---ვაკოცებ მარტო, მხოლოდ ერთხელ. კარგი რა აქ ვარ და ახლა იმ გაბუშტულ ტუჩებზე როგორ არ ვაკოცო!
---კაი რა გვიან დაიძინა და ცუდ ხასიათზე გაეღვიძება. შენ ის მითხარი დაბლა რა ხდება?
---თევზებივით ერთმანეთზე წევს ყველა და ერთი კარგი იდეა მაქვს, წავედი მე მაგრამ, შეიძლება ცოტა ხანში სიმყუდროვე დაგირღვიონ ვირებმა და არ შეგეშინდეთ!
---ისე არ გააკეთო ყველამ მოსაკლავად გამოგეკიდოს. მე ყველას ვერ მოვერევი!
---შენი ერთი მჭექარე ხმა და ყველა სტარტზე დადგება!
---გიჟი ხარ, როდის უნდა დაშუშდე შენ! -უთხრა სიცილით ლუბაჩკამ. წამოდგა მის საძინებელში შევიდა და ფერადი ფლომასტერები გამოიტანა, სათითაოდ მოუხატა ბიჭებს სახე. იოანე არ ეცნო მაგრამ მიხვდა რადგან ჟანეტი ყავდა ჩახუტებული და ასე ტკბილად ძინავთ, ესე იგი რაღაც ხდება ამ ორს შორის, ამიტომ ეს განა წიუთელი კვერცხია? ესეც უნდა მოხატოს აუცილებლად. გუგას სახე დამალული ქონდა და მუცელზე იწვა, რომელსაც ზურგი მოეშიშვლებია არ დააყოვნა და მისი ზურგის მოხატვას შეუდგა თან სიცილით კვდებოდა. დაამთავრა მისი დამქანცველი საქმე და ყველას ფოტოები გადაუღო. ჯერ წყვილას კაკის და ლილუს შემდეგ იოანეს და ჟანეტის და შემდეგ ბიჭებსაც. გაუჭირდა კარდრში ერთიანად ყველას ჩატებვა მაგრამ ერთი სამახსოვრო ფოტო მაინც გადაუღო და ფიქრობდა აი მოწყენილობის დროს ეს გამომიყვანს ხასიათზეო. ადგა და მათ შუაში მოთავსდდა და დაელოდა როდის დაიღვიძებდნენ. ამ ლოდინში თავადაც მიეძინა.
---ნოდარ ადექი სიწყნარეა რამე არ ისულელოს იმ სულელმა გოგომ!- უთხრა მძინარე ქმარს ლუბამ.
---მართალი ხარ, წავალ დავხედავ რა იგიჟა მართლა არ შემოაკვდეს ხელში რომელიმეს. ოხ ღმერთო უკვე ამხელა ვირები არიან და ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს ჭკუა. ადგა და ხალათი შემოიმცვა. ფრთხილად ჩავიდა კიბეზე და გაეცინა სოფოც მათთან ერთად მიძინებული რომ დაინახა. აბრუნდა უცებ და ფოტო აპარატი გამოიტანა და ჩუმად გადაუღო ყველას ერთად ერთიანი ფოტო. ვითომც აქ არაფერი ისევ შეწვა და კმაყოფილს დაეძინა მანამ სანამ მართლა ღრიალი არ შემოესმათ ქვემოდან.
---მეცოდები ლუბაჩკა!- საწყლად უთხრა ცოლს ნოდარიმ.
---რატო? რა მჭირს საცოდავის?
---ეხლა სახლი ბრძოლის ველს დაემსგავსება და იმიტომ!
---არა უშავს ბავშვები ორი დღით არიან განა დაუშლი რამეს რომელიმეს? მთავარია ზიანი არ მიაყენონ ერთმანეთს! -თბილად თქვა ლუბაჩკამ. გაეცინა ნოდარს და ხელი მოხვია ცოლს და გულზე მიიკრა.
პირველი დათომ გაიღვიძა და გადახედა ყველას, გამოკვეთილად მოხვდა თვალში იოანეს კულულებიანი ულვაშები და ბლანჟე და თავი წამოწია. თვალები მოისრისა და ისე დააკვირდა და ხმამაღლა გადაიხარხარა. მერე უცებ პირზე ხელი მიიდო მაგრამ უკვე გვიან იყო რადგან მის ხარხარზე იოანეს გაეღვიძა. უყურებდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ. დაეღვიძა ყველას და გაკვირებულები ერთმანეთს უყურებდნენ და ცრემლებამდე იცინოდნენ. შემდეგ ერთად გაჩუმდა ყველა და სარკესთან მივიდნენ, მიხვდნენ რომ ამ უაზრო სიცილის მიზეზი თავად იყვნენ. მხოლოდ გუგა იდგა სუფთა სახით და სიცილისგან აღარ შეეძლო, ბიჭებს რომ უყურებდა.
---გამარჯობათ ბიჭებო!-მოესმათ მონატრებული ხმა.
---ქაჯი დაბრუნდა, თავის ქაჯობებთან ერთად.
---გოგო ესენი კარგი არ შეგეცოდა მაგრამ ამ უცხო ადამიანს რას ერჩოდი არ შეგეცოდა?- კითხა გუგამ.
---რა აქვს შესაცოდი? უხელოა თუ უფეხო? რითიაა თქვენზე მეტი? ან თუა ეხლა ყველა ერთნაირები ხართ. კარგი ფოტოებით აჭრელდება სოციალური ქსელი!
---არ გაბედო და არ დადო თორემ ვერ გადამირჩები იცოდე! -უთხრა გიორგიმ. მე რატო დამტოვე მოუხატავი? იკითხა გუგამ და წამოდგა სააბაზანოსკენ წავიდა.
---შენ საყვარელო ამათი დონის ხომარახარ არა? -სერიოზულად უთხრა სოფომ.
---ვაუუუ ჭკუა მოგვმატა ამერიკამო?- ვანოს დაებანა პირი და ყველასგან მოშორებით იჯდა და ლუდს სვამდა რომ მოულოდნელად ხველა აუტყდა და სიცილისგან ძირს დავარდა ხალიჩაზე. ამ დროს გუგა მორტიალდა რა დაგემართაო რომ მეორე მხრიდან გაისმა უცნაურო ხარხარი რომელმაც სახლი დააზანზარა.. გუგამ ვერ გაიგო რა ხდებოდა ხელი ჩაიქნია და სააბაზანოსკენ წავიდა რომ ვანოს ხმამ შეაჩერა ისევ.
---გუგა ვინიპუხებით და ბუშტებით სიარული როდის მერე დაიწყე ?
---რა? სად ხედავ შენ ეხლა აქ ვინიპუხებს. წუხელ არ დაგვილევია უაზროდ დაულევლად დაგეწყო ბელაია?
---შენს ზურგზე არის ისე კოხტად მოთავსებული რომ რა გინდა ძალიან ლამაზია- უთხრა და ისევ ხმამაღლა გაეცინა. გვერდი აუარა მოხარხარეებს და სარკესთან მივიდა და ხმამაღლა იღრიალა.
---სოფოოოოო, ხელებს დაგამტროვ ეს მოაშორე აქედან როგორც დაახატე უაზრო!
---თეთრი აგური გინდა თუ წითელიიი!- მიაძახა სოფომ და ძია ნოდარს ამოეფარა რომელიც მათ ხარხარზე დაბლა ჩამოსულიყო და ისიც გემრიელად იცინოდა.
---შენი ფოტო მაინც დაგეხატა ეს ვინიპუხი რამ გაგახსენა!- ხარხარს არ წყვეტდა რეზი. -ვაიმე დედა ცუდად ვარ, აღარ შემიძლია მეტი!
--კარგია თქვენთან გაჩერება მაგრამ მე უნდა წავიდე!- მოულოდნელად თქვა იოანემ.
---თუ კაცი ხარ ხალხი არ გადარიო გზაში პირი დაიბანე და ისე წადი!- გულიანად გაიცინა ისევ გიორგიმ.
---ნეტა თქვენ თავები კარგად დაათვალიერეთ სარკეში?!- არც იოანემ დააკლო სიცილი გიორგის. შემდეგ სააბაზანოში შევიდა თავი მოიწესრიგა, ყველა მისაღებში დახვდა დაბანილები და მოწესრიგებულები იოანე რომ გამოვიდა, ისევ გაეცინა იოანეს მათ რომ შეხედა და ჟანეტის სანახავად ავიდა. ჟანეტი ბავშვის აცმევდა და თან ეთამაშებოდა.
---ჟანეტ შეიძლება შემოვიდე?
---ჩემობლანდი. ჩემ ჩემი მამიტო უნდა იყო? ქოდა ლას კითულობ ჩეიძება თუ ალა? -იოანე გაშტერდა კარებში და ჯანეტს მიაჩერდა, ასევე ჟანეტი იოანეს მიაჩერდა ლიკაკომ ადგა ხელი მოკიდა იოანეს და ოთახში შეიყვანა რომელიც გაოგნებული იყო ამ პატარას ქცევებით.
---მე შენ რა გითხარი. დღეს დაისჯები ლიკაკო!- გაუბრაზდა შვილს რომელსაც აშკლარად ეტყობოდა სიბრაზე სახეზე.
---რატომ უბრაზდები, ის ხომ ჯერ სულ პატარაა!- იოანე ჟანეტს გაუბრაზდა. შემდეგ პატარასთან მივიდა და მის წინ დაიჩოქა, ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა. მოეფერა და დაუყვავა.
---შენ გინდა მე რომ ვიყო შენი მამიკო?- უთხრა პატარას იოანემ და თან ჟანეტის გადახედა.
---მინდა მაგლამ ის მისის პარალაკს და თან მიბაზდება!- ცრემლიანი თვალებითახედა იოანეს. მისი პატარა ხელები მოხვია კისერზე და ჩაეხუტა. თავი იოანეს კისერში ჩადო და გაიტრუნა ცინტალივით.
---ჩუუუ დაწყნარდი პატარავ. მე ეხლა უნდა წავიდე მაგრამ, გპირდები რომ მოვალ კარგი?
---მათა მოქალ ალა, ალა მომატულებ? -უცებ აწია თავი და გაბრწყინებული თვალებით შეხედა იოანეს.
---მოვალ, სიტყვას გაძლევ რომ აუცილებლად გიპოვნი!- გულში ჩაიხუტა პატარა და ასე ჩახუტებული ჩავიდნენ ბავშვებთან.
---აბა ეხლა მიდი ძიოსთან და მას ჩაეხუტე! -გუგამ გამოართვა ბავშვი და კალთაში ჩაისვა. იოანემ კი ყველას გულით დაემშვიდობა და უთხრა თბილიში რომ ჩავიდოდნენ ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
---დიდი მადლობა ამ სასიამოვნო საღამოსთვის რომელიც, მე თქვენთან გავატარე. ეს არის დაუვიწყარი ახალი წელი ჩემი 28 წლის მანძილზე. უღრმესი მადლობა ბატონო ნოდარ ქალბატონო ლუბა ამ სასიამოვნო მასპინძლობისათვის. შენ კი ოდესღაც მომეცემა საშუალება და ერთი წუთითას არ დავფიქრდები ისე გადაგიხდი სამაგიეროს. ელოდე ჩემგან სასიამოვნო სიურპრიზს!- უთხრა სოფოს და სასიამოვნოდ გაეცინა
--გაგაცილებთ, მოვდივართ ჩვენც აეროპორტში!
--დამელოდეთ უჩემოდ არ წახვიდეთ. ისეთი დღეებია გაჭირდება ბილეთის შოვნა და მე ხალხი მყავს იქ!- უთხრა ნოდარმა.
დაიძრენ გასასვლელად რომ უცებ უკან მობრუნდა იოანე და ჟანეტის უთხრა.
--ჟანეტ ყველაზე დიდი მადლობა შენ გეკუთნის და კიდე. არასდროს არ გაუჯავრდე პატარას, ის რასაც ამბობს შეიძლება ერთ დღეს სიმართლეც იყოს რა იცი!- ჟანეტი მოემზადა რაღაც უნდა ეთქვა რომ გააჩუმა.
--ჩუუუუ არაფერი არ თქვა, დრო თავად გვეტყვის თავის სათქმელს. ამიტომ არაა ეხლა საჭირო არაფლის თქმა.- შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა. ყველას გულში სითბო დარჩა, ჟანეტის შუბლზე კი მისი ტუჩების ცხელი კვალი.
--ჟანუ რა მაგარი ბიჭია სად გაიცანი, გრძნობ რამეს მის მიმართ?
--რა გითხრა სოფო, ძალიან კარგი ადამიანია მაგრამ, ჩვენს შორის დიდი დისტანციაა. მე ისე მაქვს ნდობა დაკარგული რომ, არ შემიძლია ამ ცარიელ გულში კიდევ ვინმე შეუშვა. არ შემიძლია კიდევ ტკივილის დანახვა, სიმშვიდე მინდა და სიწყნარე. არამაქვს უფლება კიდევ იგივე შეცდომა დავუშვა, ეხლა აღარ ვარ მარტო და ძლიერი უნდა ვიყო ჩემი შვილისთვის. ახლა ლიკასთვის უნდა ვიცხოვრო ესაა ჩემი სიცოცხლის აზრი. ხომ დე, ხომ ხარ ჩემი სიცოცხლე?
---კი ვალ. დე იქ ლო გიკულებდი ყოველ დგე, ექლა ლატო ალა ქალ კაიფჩი?
---კაიფში?- გაეცინა ჟანეტს.- ის შორს ვიყავი და ამიტომ ვიყავი ხოლმე კაიფში და იქედან გეფერებოდი.- მხიარულობდნენ სახლში ბიჭები აეროპორტიდან რომ დაბრუნდნენ. იქვე მოკალათდა ყველა, გუგა ჟანეტს დაუჯდა გვერდით და ხელი გადახვია.
---ჟანეტ რა ხდება შენსადა იოანეს შორის?-იკითხა გუგამ ყველას თანდასტრებით- ხომ მაქვს უფლება რომ ვიცოდე მეც?
---კი გუგა, არა მარტო შენ ყველას. სერიოზული რომ რამე ყოფილიყო, როგორ გგონია არ გეტყოდი? მე ცხოვრებამ დიდი პროფესიული გამოცდილება მომცა. მე თამამად შემიძლია თვითეულ თქვენთაგანს შეგეკითხოთ და რჩევა გკითხოთ. მე თქვენ მეამაყებით, თქვენ ჩემი ბედნიერება და ნეტარება ხართ. მე ერთხელ შევცდი გუგა, მეორედ იგივე შეცდომა აღარ მეპატიება. ამიტომ თუ ჩემს ცხოვრებაში რამე შეიცვლება გპირდებით რომ პირველი თქვენ გაიგებთ!
კიდევ ორი დღე გუგუნებდა და ზანზარებდა სახლი და ორი დღის შემდეგ დაცარიელდა და დადუმდა. ჟანეტის უნდოდა მამასაც დაესვენა ცოტა ხნით და აიძულა ბავშვებს გაყოლოდა და ცოტა ხანი დაესვენა მის სახლში. მამაც დათანხმდა რადგან ოთხი წელია კომპანიაში არ ყოფილა და უნდოდა გადაეხედა იქ ყველაფრისთვის და ისიც მეუღლესთან ერთად სიხარულით გაემგზავრა რამოდენიმე დღით. დარჩა მხოლოდ ჟანეტი და ლიკაკო სახლში. ერთ დილით ძალიან ადრე კარზე ზარის ხმამ გამოსაღვიძა და პატარასაც რომ არ გაღვიძებოდა, სასწრაფოდ ხალათი მოიმცვა და გაემართა კარის გასაღებად. გამოაღო კარი და კარში უზარმაზარი თაიგულით ,,ის“ იდგა. რომელიც თვალებში უყურებდა ჟანეტს და თვალებით ეუბნებოდა თუ როგორ მონატრებოდა.



№1 სტუმარი stumari #77

მადლობა, ძალიან მაბედნიერებს ამ კოველივეს წაკითხვა, გული მითბება.

 


№2 სტუმარი Mariami

Ar velodi ase male axal tavs,rogor gamixarda rom davinaxe.. Vgijdebi am samegobroze,es patara xom saertod saocrebaa..

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაიმე მაგარია გაგრძელე ძალიან მომეწონა ყოჩაღ

 


№4  offline წევრი kora

ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს ეს ოჯახის დანგრევაა და შვილებისთვის ერთ-ერთი მშობლის სხვით ჩანაცვლებაა. იოანე ძალიან კარგი ადამიანია და ეს ეტყობა კიდეც. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ვერ ვიჯერებ, რომ იმ დღეს ნიკასგან კაბინეტში თქმული სიტყვები საღი გონებით თქმული იყოს. ნიკას პერსონაჟმა თავიდანმე მიიქცია ჩემი ყურადღება და სხვანაირად განვეწყვე მისდამი...
ცხადია ეს ჩემი მოსაზრებაა და ავტორის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ქალბატონო მზია, იცით როგორ დიდ პატივსაც გცემთ და ყოველთვის დიდი მოლოდინით ვუცდიდი ახალ თავს. მაგრამ, სამწუხაროდ აქ უნდა დავტოვო ეს ისტორია, ალბათ სხვა დროს წავიკითხავ, მაგრამ, ახლა უბრალოდ არ შემიძლია...
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Tako

Dzalian kargi tavi iyo..zhaneti da io kargi wyvilia.ai nika ki… namdvili arakacia, dgemde ar mesmis zhanets ase rogor moeqca da axla unda rom gamoisyidos magram chemi azrit ukve gviania.

 


№6  offline მოდერი zia-maria

kora
ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს ეს ოჯახის დანგრევაა და შვილებისთვის ერთ-ერთი მშობლის სხვით ჩანაცვლებაა. იოანე ძალიან კარგი ადამიანია და ეს ეტყობა კიდეც. მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ვერ ვიჯერებ, რომ იმ დღეს ნიკასგან კაბინეტში თქმული სიტყვები საღი გონებით თქმული იყოს. ნიკას პერსონაჟმა თავიდანმე მიიქცია ჩემი ყურადღება და სხვანაირად განვეწყვე მისდამი...
ცხადია ეს ჩემი მოსაზრებაა და ავტორის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ქალბატონო მზია, იცით როგორ დიდ პატივსაც გცემთ და ყოველთვის დიდი მოლოდინით ვუცდიდი ახალ თავს. მაგრამ, სამწუხაროდ აქ უნდა დავტოვო ეს ისტორია, ალბათ სხვა დროს წავიკითხავ, მაგრამ, ახლა უბრალოდ არ შემიძლია...

ჩემო კორა ძალიან მიყვარხარ და გაფასებ,ისიც მინდა გითხრა რომ სრული სიმართლეა და მეც გეთანხმები,არ მიყვარს ოჯახები რომ ინგრევა და შვილები პასუხს აგებს მშობლის შეცდომაზე.მაგრამ აქ არის ღალატი,დიდი ღალატი და ტყუილი.სიყვარულით სავსე გული კიარ გაიბზარა,ის გატყდა და რომ შეაერთოს ეს ორივემ მოინდომონ ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყება სადღაც ბზარი და ტკივილი მაინც დარჩება.ამიტომ ავტორი აძლევს მათ სიყვარულის მეორე შანსს,რომ ერთხელ და სამუდამოდ გამონახოს ნატანჟმა გულმა შვება და იგრძნოს ის ნეტარება,რაც დიდ და წრფელ სიყვარულს მოაქვს.მადლობა რომ კითხულობ და აზრს მიზიარებ.

Tako
Dzalian kargi tavi iyo..zhaneti da io kargi wyvilia.ai nika ki… namdvili arakacia, dgemde ar mesmis zhanets ase rogor moeqca da axla unda rom gamoisyidos magram chemi azrit ukve gviania.

მადლობა საყვარელო. love ადამიანს მთავარია უნდა შეეძლოს მისი დანაშაულის აღიარება,ესეც ძალიან დიდი ნიჭია.აპატიებს თუ არ აპატიებს ჟანეტი მის მიერ მიყენებულ ტკივილს,ამას თავად ისტორია გვეტყვის.მე კი მადლობას გიხდი რომ კითხილობ და თქვენს აზრს აფიქსირებ.

isterichka123
ვაიმე მაგარია გაგრძელე ძალიან მომეწონა ყოჩაღ

მადლობააა, love მადიდებს თქვენი თითეულის თბილი სიტყვა და დიდ სტიმულს მაძლევს.

Mariami
Ar velodi ase male axal tavs,rogor gamixarda rom davinaxe.. Vgijdebi am samegobroze,es patara xom saertod saocrebaa..

უნდა გითხრა და ვაღიარო, რომ ეს პატარა ჩემი ცხოვრების სტიმულია,მისი ქცევა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული,რომელიც ჩემს სამყაროში უძვირფასესი არსებაა.მადლობა საყვარელო,მამხნევებს თქვენი სიტყვები.

stumari #77
მადლობა, ძალიან მაბედნიერებს ამ კოველივეს წაკითხვა, გული მითბება.

თქვენ კი მე მითბობთ გულს. love გაიხარე,არ დააგვიანდება იმედია ამ დღეებში დასრულდება.

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Kargia dzalian kargiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent