შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

–ქურდი შეგიყვარდა? (ნაწ. III)


8-04-2015, 20:16
ავტორი მარიამი, N7
ნანახია 2 334

დილით ტელეფონის გაბმულმა ბზუილმა გამოაღვიძა ლუბა. თავი ძლივს წამოყო და ბურტყუნით გადასწვდა ტელეფონს. ნომრისთვის არ დაუხედავს, ისე გაუსვა ხელი მარცხნიდან მარჯვნივ და ყურთან მიიტანა.
–გისმენთ, – ნამძინარევსა და ბურანიდან ახლად გამოსულს ხმა საოცრად შეცვლოდა.
–კარგად გეძინა, პატარავ? – მისი ხმის გაგონებაზე წამიერად საწოლზე წამომჯდარი, თვალებდაჭყეტილი აღმოჩნდა. „ხო, მაგრამ ჩემი ნომერი საიდან?“ – გაიფიქრა წამიერად და შემდეგ გაახსენდა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და ამოიხვნეშა.
–რომ არ გაგეღვიძებინე, შემეძლო ჩამეთვალა, რომ კარგად, – გაბრაზებით ჩაილაპარაკა და მამაკაცის სიცილს მოუსმინა. „არა, რას ვერჩი, მშვენიერი ბიჭია, მაგრამ ქურდი...“ – ფიქრობდა თავისთვის.
–რას შვები, ემზადები, პატარავ? – ისევ გაისმა და შეცბუნდა ლუბა. ახლაღა გაახსენდა, რომ ბაკურიანის მთები უნდა დაელაშქრათ, მარტო ლაშას და მას და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
–მალე უნივერსიტეტი მეწყება, წელს ვამთავრებ და ბევრი სამუშაო მაქვს... – ისე ჩამოარაკრაკა, თითქოს ვინმე ეკითხებოდა, – და რომ არ წავიდეთ? მე ხომ სხვა ყველაფერზე დაგთანხმდი?
–გადაწყვეტილებებს არ ვცვლი, – ხმა დაუსერიოზულდა ლაშას. – 3_ისთვის მზად იყავი, გამოგივლი, – სრული სერიოზულობით მიახალა და გაუთიშა.
დაბნეულმა დახედა საათს გოგონამ და რომ დაინახა უკვე თორმეტი იყო, ფეხზე წამოფრინდა. ვერ შეეწინააღმდეგებოდა, აზრი არ ჰქონდა, მის პროფესიონალიზმში დარწმუნებული იყო, რატომღაც.
საშხაპეში შევიდა, სწრაფად მიიღო შხაპი. ხალათი მოიცვა, თმებზე პირსაწმენდი შემოიხვია და თავის ოთახში დაბრუნდა, ტანსაცმლის ამოსარჩევად. ის იყო ხალათი გაიხადა და კარადა გამოაღო, რომ უკნიდან შეხება იგრძნო ზურგზე. ცხელი თითები მის ხერხემალზე ჩაატარეს და იმპულსები გაუგზავნეს მთელ სხეულში. გაიტვრინებოდა ეს დათუნა ან სხვა საყვარელი ადამიანი რომ ყოფილიყო, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ჰქონდა მიზეზი არ შეშინებოდა. შეხტა და მთელი სისწრაფით შეტრიალდა „უცნობი–ნაცნობისკენ“.
–ლაშა, გულს მიხეთქავ! – წამოიყვირა და ხელი კრა. დაბლა მიფენილ ხალათს ხელი სტაცა და შიშველ სხეულზე შემოიკრა.
–ისე უფრო ლამაზი იყავი, – უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები მამაკაცმა.
–აზრი არავის უკითხავს, ხო? – მიახალა სწრაფად, – და მგონი არც სამი საათი არ არის, ჯერ!
–დამშვიდდი, რა იყო, – გაღიზიანდა მამაკაცი, – დასახმარებლად მოვედი, რას მეჩხუბები!
–არც დახმარება არ უთხოვია არავის, ხო? – ისევ არ ცხრებოდა ლუბა და ლაშა ძლივს თოკავდა თავს, რომ არ ეჩხუბა. ასეთი მომთხოვნი და ამავდროულად თბილი არასდროს ყოფილა.
–ჩაიცვი მიდი და წავიდეთ, – გაუღიმა და ჩამოვარდნილი თმა პირსაწმენდში შეუცურა.
–აქ ვინ შემოგიშვა? – ისევ არ აპირებდა დანებებას ლუბა.
–მგონი შენებს ზედმეტადაც კი მოვეწონე, – გაეცინა მამაკაცს, – აშკარად არ გგვანან შენ, მაგრამ არაუშავს, შენც მიხვდები, რომ მოგწონვარ, – დარწმუნებით ჩაილაპარაკა.
–ჰოდა გადი იმათთან ახლა, სანამ წივილ–კივილი ამიტეხავს! – დაიმუქრა ლუბა. ლაშას გაეცინა.
–პირობა, პატარავ, პირობაა, – უთხრა და მისი ოთახი დატოვა.
სწრაფად გადმოიღო ლუბამ კარადიდან თბილი ჯინსი, სვიტერი და მოსაცმელი და ჩაიცვა. ის–ის იყო ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო, რომ კარზე დააკაკუნეს.
–ჩაიცვი? – ლაშა იყო.
–შემოდი, – გასძახა და მამაკაცმაც კარი შემოხსნა. გაეცინა. – რა გაცინებს? – გაბრაზდა ლუბა.
–რა საყვარელი ხარ აბურძგნულ თმებში, – ნელა გააპარა გოგონამ სარკისკენ თვალი და თავს რომ მოავლო თვითონაც გაეცინა.
მერე ისევ დასერიოზულდა.
–რამდენი დღით მივდივართ?
–არვიცი, შეიძლება სპონტანურად გამომიჩნდეს საქმეები, შეიძლება პირიქით, ასე რომ ნურც გაავსებ ჩანთას და ნურც პირიქით, – საწოლის კიდეზე ჩამოჯდა მამაკაცი და შეტყობინების სანახავად ტელეფონს დახედა.
–ვიეჭვიანო? – წარბები აწკიპა გოგონამ. ლაშას გაეცინა.
–ეს უკვე მომწონს, –თვალების ციმციმით უთხრა.
–კარგი, – კოპები შეკრა ლუბამ, – მომეცი ტელეფონი, – ხელი გაუწოდა. მორჩილად ჩაუდო გადაშლილ ხელში ტელეფონი ლაშამ და რეაქციის მოლოდინში დასერიოზულდა.
–ჰმ, – ჩაახველა გოგონამ, – ვინ არის ნატალი? – ცალი წარბი აწია და „შეყვარებულს“ გადახედა.
გაუკვირდა ლაშას. ნატალის მესიჯები ჯანდაბაში მოესროლა და ელოდა, რომ დედამისის მესიჯებს გახსნიდა ლუბა.
–არ მეტყვი, თუ მე თვითონ გავარკვიო? – მამაკაცის ანთებული თვალებისთვის გაესწორებინა თავისი ლამაზი თვალები და გულში გამარჯვებას ზეიმობდა.
–ნატალი? – აღმოხდა გაკვირვებულ მამაკაცს.
–ჰო, რა გაგიკვირდა? კაი ეხლა, ნუ ითამაშებ მამა აბრამის ბატკანს, – მომლოდინე თვალებით შეხედა ლაშას.
–ნატალი არავინ არაა, – მკაცრად ჩაილაპარაკა და ტელეფონისკენ წაიწია.
–აპაპა! – თვალები დაუბრიალა ლუბამ, – ჯერ უნდა მითხრა ვინ არის ნატალი და რატომ გწერს ასეთ რაღაცეებს? – დოინჯი შემოირტყა და წარბები ისევ აწია.
–ერთი ღამის შეცდომაა, – ამოიხვნეშა ლაშამ. – ახლა კი დამიბრუნე ტელეფონი! – გამკაცრდა.
–ბევრი გყავს „ერთი ღამის შეცდომა“? – თითქოს ეწყინაო ლუბას.
–არ აქვს მნიშვნელობა, – ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა.
–ნელა,მხეცო! – გადატრიალებულ თითს დახედა, რამდენჯერმე რომ დატკაცუნდა და საშინელი ტკივილი გამოიწვია.
–გეტკინა? – შეწუხებული სახით დახედა თითზე და ხელებში მოიქცია. ნელა წაიღო ტუჩებისკენ და ასევე ნელა შეახო გავარვარებული ორი სხეული. მერე თავი აწია, გატვრენილ ლუბაზე ჩაეღიმა და ეშმაკურად ააფახურა თვალები, – გაგიარა?
მისმა ბოლო სიტყვებმა გონზე მოიყვანა გოგონა. ხელები უკან წაიღო.
–არა! – წამოიყვირა და საწოლზე დაეშვა. – ვეღარსადაც ვერ წავალთ! თითი მეტკინა და ტანსაცმელს ვერ ჩავალაგებ! – გამოსავალი იპოვნა ლუბამ. მამაკაცმა გადაიხარხარა. – რა გაცინებს, იდიოტო?
–პატარა თინეიჯერივით იქცევი, – ხარხარს არ წყვეტდა ლაშა. – მე ჩავალაგებ შენს ნივთებს.
–არ მიყვარს, ჩემს ნივთებში რომ იქექებიან! – წამოიყვირა ლუბამ.
–წესები ჩემია, მგონი, ხო? – დასერიოზულდა ლაშა.
მორჩილად დაუქნია თავი ლუბამ და რომ შეტრიალდა, მერე ამოიხვნეშა. არადა მართლა ატკინა ამ მხეცმა მამაკაცმა თითი!
–ეგ არ მინდა! – წამოიძახა, როცა დაინახა, რომ ლაშა მის არასასურველ მაისურს დებდა ჩანთაში.
–გოგო, სმენასთან პრობლემები გაქვს შენ? – გაბრაზებულმა შემოხედა.
–გიჩივლებ! – წამოიძახა დაუფიქრებლად. ისევ ახარხარდა მამაკაცი.
–მაგასთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იცი უკვე, – თვალი ჩაუკრა და მაისური ორად დაკეცა, შემდეგ კი ჩანთაში ჩადო.
რამდენიმე წუთი არჩევდა მაისურებს, კაბებსა და შარვლებს ლაშა. რაც მოეწონებოდა დებდა, რაც არა და უკან აბრუნებდა. ზუსტად ისინი მოსწონდა, რაც დიდად არ ხიბლავდა ლუბას და ზუსტად ისინი არ მოსწონდა, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა გოგონას.
–წავედით? – როცა ჩანთა შეკრა, გოგონას მიუტრიალდა.
–გადი ეხლა, დამელოდე, – ხელით კარისკენ ანიშნა და წამოდგა.
–რამე დამრჩა და არ ვიცი? – ცალი წარბის აწევით გადახედა მამაკაცმა გოგონას.
–კი, – თვალი ჩაუკრა ლუბამ და ხელით კარისკენ უბიძგა.
–არ მიყვარს, რომ მალოდინებენ, იცოდე! – გააფრთხილა და გავიდა.
პირადი ჰიგიენური ნივთები და კოსმეტიკა ჩანთაში ჩაყარა, კიდევ რამოდენიმე ჩასაცმელი ამოარჩია და შეკრა ჩანთა. ისინი, რაც ლაშამ ჩადო, მოძველებული და უგემოვნო იყო. „და საერთოდაც, აქამდე რატო არ გადავყარე?“ – ფიქრობდა გაბრაზებული და მძიმე ნაბიჯებით მიიკვლევდა დიდ კიბეებს.
–ოჰ, ჩამოხვედი დე? – მიეგება კატო შვილს.
–არა, კატო, ისევ იქ ვარ, – უკბილოდ გაეხუმრა ლუბა დედას.
–გაძლება მოგცეს, ლაშიკო, ამის ხასიათების, – ლაშიკოს გაგონებაზე ლუბას ჩაეცინა, ლაშას კი სიბრაზე აერია, მაგრამ არ შეიმჩნია და გაიღიმა.
–კარგი, კატო, უნდა წავიდეთ, – მისკენ წამოვიდა ლაშა. ლუბამ ამრეცით გადახედა მამაკაცს და სახეზე დიდი კითხვის ნიშანი გამოესახა: „როდის დაკარგე ოფიციალურობაო“, თუმცა რას იტყოდა.
თამოს და კატოს დაემშვიდობნენ.
–კაკო ჩამიკოცნე, – მიაძახა დედას და დას კარებიდან.
მის მხრებზე ააცოცა ხელი ლაშამ და მკერდზე მიიკრო. გაკვირვებულმა ახედა მამაკაცს ლუბამ.
–ითამაშე, – მკაცრად მოუხაზა და ახლა ლუბამ ააცოცა მის წელზე ხელი.
მანქანაში ჩასხდნენ. სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ხარბად ჩაისუნთქა იქ არსებული სუნამოს სუნი. ლაშამ გაკვირვებით გადახედა და გაეღიმა.
–მოგწონს?
–ძალიან.
–XS_ია. – გაუღიმა.
–ეტყობა, – მანაც გაიღიმა და კიდევ ერთხელ შეისუნთქა მძაფრი სურნელი.
თბილისს გასცდნენ.
–შეგვეძლო თვითმფრინავით მესტიაში გადავფრენილიყავით, –თქვა ლუბამ და მამაკაცს გადახდა.
–მგზავრობა ცუდად გხდის? – გაუკვირდა.
–კი, – სახე შეეცვალა გოგონას.
მანქანა დაატრიალა და ისევ თბილისისკენ აიღო გეზი. ტელეფონი ჯიბიდან ამოაძვრინა და 112_ში დარეკა.
–თბილისი–მესტიას უახლოესი ფრენა რომელზეა? – გაკვირვებულმა გადახედა ლუბამ. თვალი ჩაუკრა ლაშამ.
–1 საათში, მაგრამ ბილეთები გაყიდულია.
–კარგით, მადლობთ, – გაუთიშა.
ბელამ მამაკაცს გადახედა:
–აღარ არისო ბილეთებიო?
–ეგ პრობლემა არ არის, – თვალი ჩაუკრა და გზა გააგრძელა.
აეროპორტში რომ მივიდნენ, 5 წუთიღა იყო დარჩენილი უახლოეს ფრენამდე.
–მოდი, ხვალ წავიდეთ რა, – შეეხვეწა ლუბა, – ქურდობას ხომ არ აპირებ? – პირზე ხელი აიფარა.
–არა, დამშვიდდი, – გაეცინა ლაშას. – ახლობელი მყავს აქ და ის „გაგვიჩითავს“ ბილეთებს, – თვალი ჩაუკრა.
–მოიცა, ის მოიპარავს? – კიდევ ერთხელ გადახედა ისეთი თვალებით, თითქოს მამაკაცს ოჯახი ამოეხოცა ამ წამს და მაინც უდარდელად აგრძელებდა გზას.
–ვაიმე, ნუ სულელობ, კაი? – გაუცინა და თმა ყურზე გადაუწია.
–რატომ მე? – იკითხა მოულოდნელად. მამაკაცმა გაკვირვებულმა გადმოხედა.
–ვერ გავიგე?
–რატომ მე? – გაიმეორა უფრო მკაფიოდ.
–რატომ შენ? – ისევ ვერ მიუხვდა კითხვას მამაკაცი.
–ხო, რატომ ამირჩიე მე? – დააბნია ლაშა მისმა კითხვამ და გახევებულმა რამდენიმე წუთი ხმა ვერ ამოიღო.
–იმიტომ, რომ ცუდ ბიჭებს კარგი გოგოები უყვარდებათ, – გაეცინა და ჩაიხუტა ლუბა.

იმედია ისიამოვნეთ! ველი აქტიურობას. მადლობთ, რომ კითხულობთ და ასე თუ ისე მგულშემატკივრობთ კიდეც <3



№1  offline წევრი kapa

Dzaan Magari gogo xar

 


№2  offline წევრი aDa

ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია love ძალიან კარგი გოგო ხარ შენ love

 


№3  offline წევრი მარიამი, N7

kapa
Dzaan Magari gogo xar

aDa
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია love ძალიან კარგი გოგო ხარ შენ love

ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი და ბევრი მადლობა თქვენ! სტიმულს მაძლევთ, რომ გავაგრძელო! გაიხარეთ, ძალიან მიყვარხართ<3
--------------------
სიყვარულით, N7

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent