–ქურდი შეგიყვარდა? (ნაწ. IV)
სასიამოვნო აღნაგობის მამაკაცი შეხვდათ აეროპორტში. ისე გადაეხვია ლაშას, თითქოს საუკუნე არ ენახოსო, მაგრამ ვინ იცის?! –მასე უნდა დავიწყება, ? – გადაეხვია ძმაკაცს და ზურგზე ძლიერად დასცხო ხელი. –კაი, ნუ მცემე, – გაეცინა ლაშას, – ბილეთები უნდა გაგვიჩითო თბილისი–მესტიის. –აღარ არის ბილეთები, შეივსო უკვე თვითმფრინავი, – დანანებით გადაიქნია თავი მამაკაცმა და ლუბა ხარბი მზერით შეათვალიერა. –ჰო, სულ გადამავიწყდა, – ჩაილაპარაკა ბრაზმორეული ტონით, – ეს ლუბაა, ჩემი საცოლე, ეს კი თომაა, ჩემი ძმაკაცი და მოვალე, – გაიცინა. „ჯანდაბა, ახსოვს“ მზერით გადმოხედა თომამ ლაშას. მამაკაცს უფრო გაეცინა. –მიდი, ძმაო, მიდი, ორი ბილეთი გაგვიჩითე, – მხარზე ნელა დაჰკრა ხელი და კაბინისკენ უბიძგა. მამაკაციც მორჩილად წავიდა. ლუბას ჩაეცინა მისსა და ლაშას ქცევებზე და კიდევ „საცოლეზე“. გაიფიქრა: „ეს მართლა ფიქრობს, რომ გამიძლებსო?!“. –ნუ ხარ მასეთი მიმზიდველი, თორე დავხოცავ ყველას! – უჩურჩულა ლაშამ ლუბას და გოგონას უფრო გაეცინა. –ახლა შენ ბავშვობ! – ნიშნისმოგებით შეახსენა მისი საქციელის არსი. –მართლა ვამბობ, – მანაც სრული სერიოზულობით უთხრა. ლუბამ ხალხს თვალი მოავლო. –მივალ ერთი, იმ ბიჭს საღეჭი რეზინი ექნება, – გამომწვევად ჩაილაპარაკა და ნელი მიმოხვრით წავიდა გონებაში გავლებული ბიჭისკენ. ზურგზე ორი ძლიერი ხელის შეხება რომ იგრძნო, გადაირია. მერე მუცლისკენ გადაინაცვლეს ხელებმა და საბოლოოდ ცხელი სუნთქვა ყელში რომ მიეფრქვა, კინაღამ დადნა. მოელოდა, უეჭველად მოელოდა რეაქციას, მაგრამ ასეთს არა. ესიამოვნა, საოცრად ესიამოვნა, მაგრამ არ აღიარა, მის სტანდარტებში არ ჯდებოდა აღიარება და იმიტომ. –რას აკეთებ? – დაიჩურჩულა და მის ძლიერ მკლავებს დაეჯაჯგურა, თავისუფლების მოლოდინში. –ნუ მიწვევ, პატარავ, თორემ დაისჯები, – უჩურჩულა და ყელში აკოცა, შემდეგ ყურის ბიბილოზე გადაინაცვლა და აქ უკვე პიკი დაეწყო ლუბას. გადაირია, გაოცდა, სანთელზე უფრო სწრაფად დადნა და ისიც კი დაივიწყა ვისთან იყო და სად. –ლუბა?! – გაიგო მამაკაცის ბარიტონი და სწრაფად გაახილა თვალები. გახელა და ისევ დახუჭვა ერთი იყო, რადგან რეალურად „ის“ არ უნდა ყოფილიყო აქ და ახლა. –დათუნა?! – აღმოხდა გაკვირვებულს და შეშინებულს. იგრძნო, რომ თავი მის ყელს მოშორდა და შემდეგ ხელებიც მიჰყვა მუცლიდან. –არ გეკადრება შენ ეგ ლუბა, – დანანებით ჩაილაპარაკა დათუნამ და თითქოს მის ხმაში, სადღაც გაღვიძებული სიბრალული იგრძნო გოგონამ. ხმას ვერ იღებდა ლუბა და რეალურად არც არაფერი არ ჰქონდა სათქმელი. ასე უბრალოდ გაცვალა ბავშვობის სიყვარული ვიღაცაში და არც გააცნო მის მეგობრებს თავისი „ახალი რჩეული“. სინამდვილეში ის არც არსებობდა ლუბასთვის. მისთვის ყოველთვის ერთი იყო – დათუნა და ვერავინ შეცვლიდა მას. ასე რომ, ფიქრი და გონების გადატვირთვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაეცნო მეგობრებისთვისა და უკვე ყოფილი შეყვარებულისთვის ახალი შეყვარებული, არ უღირდა. ეგონა „რამდენიმე დღე გავქრები ამ საზარელ მამაკაცთან ერთად და ვანახებ ვინც ვარო“. დიდი იმედები ჰქონდა, რომ ცუდად მოიქცეოდა და ამით მამაკაცში ზიზღს გამოიწვევდა, მაგრამ რას იფიქრებდა მოულოდნელად გამოჩენილი დათუნა თუ უკუღმა დააყენებდა ყველაფერს?! –არ გინდა შენი მეგობარი გამაცნო, ლუბა? – ფიქრებიდან ლაშას მკაცრმა ხმამ ამოიყვანა. „ეს რა ეჭვიანი ავადმყოფი ყოფილაო!“ – გაიფიქრა ლუბამ. –აჰ, ჰო! ეს დათუნაა, – მიუთითა დათუნაზე და მერე მომლოდინე თვალებით გახედა დათუნას, – ეს კი ლაშაა. – აღარ დააკონკრეტა, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. –ბოლოს რომ გნახე, ჩიტივით თავისუფალი იყავი, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა. –როგორც ხედავ, ახლა აღარ არის! – სიმკაცრით ჩაერთო ლაშა. –ბედნიერებას გისურვებთ, – გაეცინა დათუნას, ხელი ჩაიქნია, გატრიალდა და თავის გზას დაადგა. შეშინებულმა ახედა ლუბამ პასუხების მომლოდინე ლაშას. გაეცინა მამაკაცს და კისერზე ხელი შემოხვია, გულზე მიიკრა. –გიყვარდა? – ღიმილით უთხრა და ლუბას იმედით აევსო გული. –კი.. – წარმოთქვა დაიმედებულმა, თუმცა ცოტა მაინც შეშფოთებულმა. – საიდან მიხვდი? –შენ ისიც კი არ უთხარი, რომ შეყვარებულები ვართ, – გაეცინა ლაშას, – თანაც სულ ქურდი კი არ ვიყავი, ფსიქოლოგიას ვსწავლობდი. –მართლა? – გაუკვირდა გოგონას. –ხო, აბა ტყუილად?! – სახე დაუსერიოზულდა, – გადაგავარებ! – მტკიცედ ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა. „მაგასაც ვნახავთ“ – გაიფიქრა ლუბამ. თომა გამოვიდა, მხრების აჩეჩვით წაიწია წყვილისკენ. –ძმაო, აფრინდა უკვე თვითმფრინავი. სხვა დროს გამაფრთხილე და ხო იცი, არა?! – შიშნარევი ხმით ჩაილაპარაკა თომამ. –კაი, ძმაო, კაი, – თავისუფალი ხელი სიცილით ჩაიქნია, მეორე ხელით, რომელიც კისერზე ჰქონდა მოხვეული ლუბათვის, უფრო მიიკრო გოგონა მკერდზე და გასასვლელისკენ წავიდა. –რა ვქნათ, ლუბ? – ღიმილით ჩამოხედა, როცა აეროპორტიდან გავიდნენ. –შენ ძმას თუ ძმაკაცსდაურეკე მანქანა დააბრუნოს და მერე სახლში მიმიყვანე, – უღიმღამოდ ჩაილაპარაკა. –და მანქანით რომ წავიდეთ? – გაუღიმა ისევ. – წამალს დალევ და ეგ იქნება რა. –არ მინდა არსად წასვლა, ლაშა, კარგი რა, – ხელი კისრიდან ჩამოაშვებინა და წინ აესვეტა. მამაკაცის ღიმილიანი სახე ბრაზმა შეცვალა. –იმ ბიჭის გამო ხო, – გაეცინა ისევ. „რა აცინებს, ღმერთო, გიჟია“ – გაიფიქრა ლუბამ. – ისევ განახლდა შენი გრძნობები? –ისინი არც არასდროს ჩამცხრალან, – მიახალა გაბრაზებულმა. –დაუშვათ და დაგაბრუნე, გაგშორდი, რას ეუბნები მშობლებს? – ინტერესით ჩახედა დაბნეულ გოგონას. –ვეტყვი, რომ დავშორდით და დავასრულებ ამ სპექტაკლს, – აღმოხდა გაბრაზებულს. –ანუ, გინდა? – არ წყვეტდა ლაშა მის ნერვებზე თამაშს. –გეყოს რა, დავასრულოთ, – ტირილისპირზე მისულმა ძლივს ამოთქვა. –კარგი, წავედით, – გაკვირვებულმა აიტანა მზერა მიწიდან მისი ბრაზით სავსე თვალებისკენ ლუბამ. ტაქსს ხელი დაუქნია ლაშამ. –დაჯექი, – ნელა უბიძგა მამაკაცმა ლუბას დასაჯდომად. მერე ტაქსს მისამართი უკარნახა და ფული გადაუხადა. – საოცრებები იწამე, – უთხრა საბოლოოდღა და კარები მიკეტა. იქამდე უყურა მამაკაცმა ტაქსის მანქანას, სანამ თვალს არ მიეფარა. მერე აეროპორტში შებრუნდა. ასე არასდროს, არავინ არ მოსწონებია. რაღაც საოცრება იყო ეს გოგო. ჯერ კიდევ სიბნელეში მოეწონა, როდესაც არც კი ჩანდა და რომ დაინახა, მოწონებამ პიკს მიაღწია და გადააჭარბა, რადგან ქალი კი არა, ნამდვილი ქალი იყო. ისეთი, როგორზეც ყველა მამაკაცი ოცნებობდა. მერე მისმა ფაქიზობამ გააკვირვა, როგორ უყვარდა ოჯახი და მის დასაცავად საკუთარი თავი გადადო. მერე იმან ხომ სულ გადარია, თუ როგორი უყურებდა დათუნას, ვნებამორეული, ანთებული თვალებით და გულში ოცნებად გაივლო, ნეტა მეც ასე შევუყვარდეო. ლაშასთვის ლუბა რიგითი გოგო არ იყო. ჩვეულებრივ, დაედო გოგოზე ხელი, ყველა მისკენ გამორბოდა, მაგრამ ლუბას ვერაფრით მოაწონა თავი. არადა როგორი თბილი იყო ყოველი გაღიმებისას, კოცნისას, ჩახუტებისას. ასეთი სითბო თუ გააჩნდა, თავადაც ვერ წარმოედგინა. თავის თავს აღემატა და ამ სამყაროს გასცდა. ახლა კი ზის, პასპორტს ატარებს და ვერ ხვდება რის გამო, ვის გამო აკეთებს ამას.. ეზო სწრაფი ნაბიჯებით გაიარა გოგონამ და სანამ სახლის კარს შეაღებდა, კედელს მიეყრდნო, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა. თავის თავს არ ჰგავდა და ვერ ხვდებოდა რატომ. დათუნას გამოჩენამ აღუძრა ისევ ის დიდი გრძნობა თუ ლაშამ გამოიწვია მასში სიმპათია, ვერ გაეგო, რადგან არ ცხრებოდა მისი პულსი. ორივე კითხვას, დათუნა თუ ლაშა, საოცარი სისწრაფით პასუხობდა. კატომ გაკვირვებულმა გამოხედა და მერე უკანაც გაიხედა, რომ ვერავინ შენიშნა და თანაც მის უკან დაბრუნებულ ბარგს მოკრა თვალი, შეეშინდა, რა მოხდაო. –დავშორდით, კატო, დავშორდით, – უნებურად ჩამოუგორდა ჯერ ერთი ცრემლი ლუბას, მერე მეორე, მერე მესამე და დედის კისერში აქვითინდა. რა ატირებდა? ლაშას შესტიროდა, თუ დათუნას? ხომ იცოდა, რომ არც ერთი მათგანი არ აპატიებდა ღალატს. დათუნა ამდენი წლის მერე პირველ მამაკაცს ვერ აპატიებდა, ლაშა კი დათუნასადმი ამხელა სიყვარულს. და მაინც, რა ადარდებდა? ნუთუ იმდენად ეგოისტი იყო, რომ ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა სურდა? თავის თავს ათას კითხვას უსმევდა და ყველაზე მეტად ის უჭირდა, რომ არც ერთ მათგანზე არ ჰქონდა პასუხი. ბოლო წუთს გადაიფიქრა გაფრენა ლაშამ. ბილეთი გააუქმა, სასტუმროში დარეკა, ოთახი დაჯავშნა, მანქანა იქირავა და წავიდა. თავიდან განტვირთვას უთმობდა დროს. ბუნებაში მოქცეული სასტუმრო და იქიდან ულამაზესი ხედი, საოცრება იყო განსატვირთად, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აირია, ისევ თავდაყირა დადგა. სეირნობისას სულ შემთხვევით მოკრა ლუბას თვალი, ბიჭთან მოსაუბრეს და ემოციები რომ ვერ გადმოანთხია, სასმელს მიეცა. ყოველ ღამე უაზროდ ბევრს სვავდა, ითიშებოდა და დილით აღარც ახსოვდა ვინ მოიყვანა სასტუმროში. ყოველ ღამე იგივე გრძელდებოდა, რამოდენიმე კვირის მანძილზე და ერთ დღესაც, სანამ სმას დაიწყებდა, მაშინ შენიშნა გოგონა, მისკენ მომავალი. ლამაზი აღნაგობის იყო, ვერც ნაკვთებს დაუწუნებდით და ვერც ფორმებს. –გამარჯობა, შეიძლება? – ლაშას მიესალმა და სკამზე დაჯდომის ნებართვა ითხოვა. თავი დაუქნია მამაკაცმა და ორი ვისკი შეუკვეთა ბარმენს. – იცი, დიდი ხანია გიყურებ და მოვიხიბლე, – ინიციატივა გოგონამ გამოიჩინა. ჯერ კიდევ შეფხიზლებულ ლაშას გაეცინა. – რა გქვია? – მომზადებულ ვისკის გადაწვდა და ერთს თვითონ მოუჭირა თითები, მეორე მამაკაცს გაუცურა. –ლაშა, – გაეღიმა მამაკაცს. –მე ლუბა, – გაუღიმა გოგონამ. გაკვირებულმა და გაცოფებულმა გახედა გოგონას. –მეღადავები? – აღმოხდა გაკვირებულს. –არა, რატო? – გაუკვირდა გოგონას. ადგა ლაშა და წამოვიდა კლუბიდან. ტელეფონს დახედა, ურეკავდნენ. –გისმენთ, – უპასუხა, მაგრამ სალაპარაკო ხასიათზე არ იყო. –ლაშა, როგორ ხარ? – ხმა ეცნო ლაშას. –რამე ხდება, კატო? – შეშინებულმა იკითხა მამაკაცმა და დასტოპდა. –ლუბა არის ცუდად, გკითხულობს, – ცივმა ოფლმა დაასხა მამაკაცს. იმედია ისიამოვნებთ! გილოცავთ ამ უბრწყინვალე დღესასწაულებს! უფალი გფარავდეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.