შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (13)


9-06-2016, 14:04
ავტორი Supreme
ნანახია 3 699

  ადგილზევე გავშეშდი და გული ათასჯერ დამეგლიჯა. ნიკასგან ამ სიტყვებს საერთოდ არ ველოდებოდი. არასდროს უთქვამს და არც არასდროს წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო. ნიკას უყვარს თამო. რა მაგარია. ახლა თავს ორმაგად დამნაშავედ ვგრძნობ. საყვარელი გოგოს და საუკეთესო ძმაკაცის წინაშე მე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა. აუტანელია. აუტანელია ის, რომ მე ასეთი იდიოტი ვარ. რა უნდა ვქნა? უნდა ვუთხრა ნიკას? თუ გავჩუმდე? რომელია სწორი გადაწყვეტილება? რომ გავჩუმდე...არა, უბრალოდ არასწორი იქნება. მირჩევნია ვუთხრა. არც ვიცოდი იმ მომენტში და ახლა რადგან გავიგე, ჯობია ჩემით ვთქვა სიმართლე. ნაძირალა, იდიოტი, ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ. უბრალოდ როგორ დავუშვი ეს შეცდომა. როგორ ვერ გავაანალიზე.
-ლუკა, აე, მისმენ საერთოდ?-ნიკას ჩაცინებამ გამომაფხიზლა.
-კი, გისმენ.
-რა იყო, რა სახე მოგეღრიცა. ასეთ შოკში ხარ?
-კი. ბოდიში.
-რისთვის მიხდი ბოდიშს? ხო კარგად ხარ?-გაუკვირდა.
-არა.
-იმის გამო რომ გითხარი, თამო მიყვარს-მეთქი?
-არა.
-მაშინ რა მოხდა? ნინასთან ხო არ იჩხუბე?
-არა, ეგ რა შუაშია.
-აბა რა გჭირს?
-უნდა დაგელაპარაკო.
-რაზე?
-თამოზე.
-რამე მოხდა?
-კი. თან ძალიან სერიოზული.
-ლუკა, მანერვიულებ.-ნიკას სახე დაუსერიოზულდა.
-სანერვიულოა. 
-რა მოხდა.-ნიკა უკვე დაიძაბა.
-თამოსთან ვიწექი.-ჩემი ეს სიტყვები სადღაც შორიდან გავიგე და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
  ნიკა ცოტა ხანი გაშტერებული იდგა და მიყურებდა, მერე უცებ მოწყდა ადგილიდან და მუშტი ისე ჩქარა და მწარედ გამარტყა, აზრზე მოსვლა ვერც მოვასწარი, რომ უკვე ძირს ვეგდე.
-ნიკა-
  ჯობდა მოვმკვდარიყავი, აქვე დაეხალათ შუბლში ტყვია, ვიდრე ეს გამეგო. ყველაზე საშინლად ვიგრძენი თავი. შეიძლება ყველაფერი გამეტარებინა, მაგრამ ეს აუტანელი იყო. ვერც ამოვიღე, ვერც ვერაფერი. უბრალოდ დავარტყი. მინდოდა ცემაში ამომეხადა მისთვის სული, მაგრამ თან ვეღარც ვეკარებოდი. ბოლომდე ვერ გავიაზრე, რა მოხდა, როგორ მოხდა ან რატომ. ვუყურებდი როგორ ეგდო ლუკა და ხმას არ იღებდა, არც საპასუხოდ მარტყამდა. ან რატომ უნდა დაერტყა, რა უფლება ჰქონდა? ან მე მქონდა დარტყმის უფლება? იქნებ მეც არასწორი ვარ? მაგრამ, სიტყვები "თამოსთან ვიწექი", არ ვიცი, იმდენად საშინლად ჟღერს ჩემთვის, მოთმინებაც არ მყოფნის, რომ გავჩერდე. უბრალოდ არ შემიძლია წარმოგიდგინო, როგორ იწვა ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, ჩემ საყვარელ გოგოსთან. ამაზრზენია. რაღაც იმდენად საძაგელია, რომ ამაზე ფიქრიც არ მინდა, მაგრამ მაიმც ვფიქრობ, იმიტომ რომ, ვიცი, სიმართლეა. ჩემთვის ეს ყველაფერი მეტისმეტია. აღარ მინდა რამის გაგება ლუკასგან, არც მისი დანახვა არ მინდა. მინდა სამუდამოდ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.
  ჩუმად გავბრუნდი და მუშტებშეკრული გავედი ლუკას სახლიდან. მივდიოდი და რაღაც აუტანელი გორგალი მეჩხირებოდა ყელში. არ მინდოდა იმის გააზრება, რომ ეს ლუკამ მითხრა. როგორ მინდა ეს ყველაფერი უბრალოდ საშინელი სიზმარი იყოს და გამეღვიძოს. უბრალოდ ძალიან მინდა...
  პირველ სართულზე ჩავედი და ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. გავშეშდი, უბრალოდ გავშტერდი, ფეხებში ძალა გამომეცალა და იქვე ჩავიკეცე.
-ლუკა-
  ნიკას წასვლის მერე კიდე დიდხანს ვეგდე ძირს და გაშტერებული ვუყურებდი ჭერს. ჯერ ისტერიული სიცილი ამიტყდა, მერე ცრემლები მომაწვა. ასე სუსტად თავს როდის ვგრძნობდი, არც ვიცი. მხოლოდ ახლა ვიგრძენი ტკივილი, რომელიც მთელ სახეზე მედებოდა. მივხვდი რომ სისხლი მომდიოდა და ხელი მოვისვი მოსაწმენდად. ასე მგონია, სიკვდილის ღირსი ვარ. აუტანელია.
-ნინა-
  სასტუმრო ოთახში ყოფნით დაღლილი ჩემ ოთახში ავედი. ლოგინზე დავწექი და სიმღერების მოსმენა დავიწყე. მალე სანდრო და ჩემი ძმა შემოვიდნენ და მთელი იდილია ერთ წამში გაანადგურეს.
-სულ მარტო როგორ ხარ, არ მესმის.-სანდრომ თმები ამიჩეჩა.
-არ ვარ სულ მარტო.
-უი, ხო, შენ ხო ლუკა გყავს.-სანდეომ გაიცინა.
-ლუკა? ეგ ვინაა?-რა თქმა უნდა, აკაკის ეს არ გამორჩენია.
-ჩემი შეყვარებული.
-ვაა, როდის მოასწარი, დაიკო.
-მეც არ ვიცი.-გამეცინა.
-იმედია კარგი ბიჭია, თორემ თავ-ყბას გავუნგრევ.
-ოო, ზედმეტად "ძმა" ნუ ხარ რა.
-ზედმეტად ძმა რას ნიშნავს?-გაეცინა.
-აი, ზედმეტად ძმას.
-ისე ახსენი, გავიგე კი.-გაეცინა.
-აუ, თუ ვერც რა.-ჩავიცინე და ლოგინიდან წამოვდექი.-ნაყინი მინდა, თქვენ შეჭამთ?
-კი, თუ ამოიტან.
-ხო, ხო.
  ჩქარა გავედი სახლიდან. სტადიონიდან გავიარე. ეს უკვე ჩემი ჩვეული მარშრუტი იყო, და თან საყვარელიც.
  სტადიონისკენ გავიხედე. ყველა იყო, ნიკას და ლუკას გარდა. ცოტა გამიკვირდა. სულ აქ არიან ხოლმე. ლუკას ფანჯრისკენ ავიხედე. შუქი ჩამქვრალი ჰქონდა. ალბათ სახლში არაა. საინტერესოა, სადაა? კარგადაა?
  ლუკას სადარბაზოს ჩავუარე და როცა ჩაკეცილი ნიკა დავინახე, მაშინვე გავჩერდი და მასთან მივედი.
-აქ რა გინდა, რა გჭირს?-ამომხედა.
  იმდენად შეშლილი სახე ჰქონდა, ძალიან შემეშინდა და კიბეებს ავხედე.
-კარგადაა, უბრალოდ ერთხელ დავარტყი.
-რა? რატომ? რა მოხდა?-აღელვებას ვერ ვმალავდი.
-ეგ ლუკას მოკითხე.
-ნიკა, მაშინებ.
-ეგ მადარდე ახლა. თავი დამანებე რა, არ მაქვს შენი ნერვები.-ეს ისე მითხრა, მაშინვე რაღაც ჩამწყდა გულში.
-კარგი.
  უცებ, თითქოს რაღაც გაიაზრაო, წამოდგა და სუსტად გამიღიმა.
-ბოდიში, შენ და შუაში ხარ. ტყუილა გელაპარაკე ასე უხეშად.-თმა ამიჩეჩა.-კარგად. ლუკა ახლა მხოლოდ შენ გაბარია, მიხედე.
-რა?-გაშტერებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
  ნიკამ მხოლოდ ერთხელ გამიღიმა და სადარბაზოდან გავიდა.



№1  offline წევრი ketia

აუ როგრ ველოდი და ესე პატარაა??/

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაუმეეე ეს ისტორია ლამის დამავიწყდააა რატომ იგვიანებ ასეეე..... კარგია და ცოტა მალ მალე დადე ოღონდ

 


№3  offline წევრი Supreme

ვიცი რომ ძალიან ვიგვიანებ ხოლმე, უბრალოდ დრო არ მაქვს:( გამოცდების მოლოდინში სულ დავიკარგე, ვიცი:დ ჩავაბარებ და მერე უფრო ვიაქტიურებ^^ ❤

 


დავიწყებული მქონდა მართლა და სათაური რომ წავიკითხე ისე გამეხარდა სადხარ სად ასე აღარ დააგვიანორა
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი Supreme

შევეცდები❤ მადლობა რომ კითხულობთ. მომენატრეთ❤

 


№6 სტუმარი An

Warmatebebi gamocdazee <3

 


№7  offline წევრი Supreme

An
Warmatebebi gamocdazee <3

მადლობა დიდი^^❤

 


№8  offline წევრი lamazmani

sad xar aqamde agar daagviano ase male dade ra

 


№9 სტუმარი N. M

kargia da ecade ese dzaan agar daigviano ❣

P. S warmatebebi gamocdebze

 


№10  offline წევრი Supreme

N. M
kargia da ecade ese dzaan agar daigviano ❣

P. S warmatebebi gamocdebze

აუცილებლად შევეცდები გამოვასწორო ეს დაგვიანება^^ დიდი მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent