შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

7 სართული ღრუბლებამდე (სრულად)


9-06-2016, 16:46
ავტორი Marry Amm
ნანახია 16 412

და ერთ პატარა ლამაზ ქვეყანაში, პატარა მყუდრო ბინაში, პატარა გოგონამ გაიღვიძა... ნუ გავიღვიძე რა, წამოვხტი იმის გახსენებაზე, რომ ორი დღე მქონდა დარჩენილი სამსახურში გეგმის შესასრულებლად, რის შედეგადაც საბოლოოდ დამენიშნებოდა ნანატრი ფიქსირებული ხელფასი. აბაზანა, გარდერობი, სარკე, სამზარეულო, ყავა და სიგარეტი, რომელსაც ბოლო ერთი წელია სულ თავს ვანებებ და ვერაფრით მოვიკრიბე ნებისყოფა. სამსახურში რომ მივედი მხოლოდ უფროსი დამხვდა. თორნიკე დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო და არასდროს უფროსობდა.
- როგორ ხართ თორნიკე? - ჩემს მაგიდასთან დავჯექი და კომპიუტერი ჩავრთე.
- კარგად მარიამ, შენ? რა ქენი გუშინ ლოკაციაზე?
- ძალიან ცოტა ხალხი იყო, ყველა ან უკვე დაზღვეული იყო, ან მძღოლებს მოყავდათ მანქანები. დღეს ,,მერსედეს ცენტრში" მაქვს გაწერილი.
- საშინელი საცობებია ეს რა არის! - შემოვიდა ლიკა ქოთქოთით. - როგორ ხართ? მარიამ რამდენი გაკლია გეგმაზე?
- ორი ათასი. შენ?
- შვიდი! რა ბედნიერი ხარ ნეტა იცოდე....
- ორი დღე მაქვს სამაგიეროდ. შენ კი ერთ კვირაზე მეტი. გამარჯობა ბატონო ავთანდილ, მარიამი ვარ სადაზღვეო კომპანია ,,ჯიელიდან". ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? - ამ ფრაზით კიდევ რამოდენიმე კლიენტს დავურეკე. ერთი მეორე დღეს დავიბარე ხელშეკრულების გასაფორმებლად, დანარჩენი ,,ხელახლა დასაკავშირებლებში'' მოვნიშნე და ცენტრისკენ დავიძარი. არც იქ იყო ბევრი კლიენტი თუმცა რამოდენიმე ნომერი მაინც ჩავიწერე, ერთმა მითხრა მანქანას ვამოწმებინებ და მერე მოგისმენ პირობების გასაცნობათო, თუმცა ისე გამეწელა ეს პროცედურა უკვე წამოსვლას ვაპირებდი ორი ათას თხუთმეტ წლიანი ახალთახალი ,,მერსედეს" ჯი კლასი რომ შემოვიდა და დასატესტად გააჩერა მანქანა. სასტიკად მომინდა მისვლა, იმისდამიუხედავად, რომ საჭესთან ახალგაზრდა ტიპი და გვერდით სავარაუდოდ მისი ძმაკაცი იჯდა. საერთოდ არ მიყვარდა ბიჭებთან მისვლა, ისინი ყოველთვის ,,მაღლიდან'' იყურებოდნენ და არასერიოზულად ეკიდებოდნენ ჩემს საქმიანობას, თუმცა ასეთი მანქანის დაზღვევა ჩემთვის გეგმის შესრულებას კი არა, კომპანიაში პირველ ადგილზე გასვლას და მაღალ პრემიას უდრიდა. ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და მძღოლის მხარეს მივედი.
- გამარჯობა, მე მარიამი ვარ სადაზღვეო კომპანია ,,ჯიელიდან", დაზღვევით ხომ არ ხართ დაინტერესებული?
- არა. - გვერდულად ჩაიღიმა მწვანეთვალებამ და თვალი ამაყოლა.
- და თუ გყოლიათ აქამდე დაზღვეული მანქანა? - მიუხედავად ბიჭის ასეთი მზერისა ფარ-ხმალი არ დავყარე და შემცვლელ კითხვაზე გადავედი.
- არა! - მანქანის კარი გააღო ბიჭმა და გადმოვიდა.
- იცით, ძალიან კარგი პირობები შემიძლია შემოგთავაზოთ...
- შენ თუ შენმა კომპანიამ? - ზურგით მიეყრდნო მანქანას და პერსონალს ანიშნა დამელოდეთო. კითხვამ უცებ დამაბნია.
- ანუ... მე, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა...
- კომპანიის არა, მარა შენი პირობებით კი დავინტერესდებოდი. - ისევ გამიღიმა და თვალი ფეხებიდან ძალიან ნელა ამაყოლა.
- მე მხოლოდ სადაზღვეო პირობების გასაცნობად ვარ აქ! - ბრაზი მომერია და წიგნაკი ჩანთაში დავაბრუნე.
- რომელი კომპანია ხართ?
- ,,ჯიელი''.
- რა სასიამოვნოა. - ხელები გადააჯვარედინა ბიჭმა და ტუჩებზე დაჟინებით მომაშტერდა. - ლამაზი ხარ, სიამოვნებით მოგისმენდი სადმე წყნარ ადგილას, მაგალითად...
- თუ არ ხართ დაინტერესებული კარგად ბრძანდებოდეთ! - გავუღიმე დაფარული ბრაზით და შეტრიალება დავაპირე.
- ,,ჯიელი'' ისედაც მამაჩემისაა. მე შენით ვარ დაინტერესებული როგორც უკვე გითხარი! შენთან დაწოლა მინდა. მომხმარებელთან უხეშობა რომ არ შეიძლება ამას პირველ რიგში ასწავლიან ჩვენთან! თუ ჩემთან არ დაწვები, დათხოვილი ხარ!
- ვერ გავიგე... - თავზარი დამეცა და ნახევარწუთიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოვიღე.
- სამსახურიდან თავისუფალი ხარ-თქო რა ვერ გაიგე? - ირონიულად გამიღიმა ბიჭმა და ერთი ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა.
- გასაგებია... - სისუსტე ვიგრძენი და თვალები ამემღვრა, არ მინდოდა დაენახა და სწრაფად შევტრიალდი. ჩემსკენ მომავალი წეღანდელი კლიენტი დავინახე და ვეცადე თავი შეეკავებინა.
- მარიამი ხომ? - გულთბილად გამიღიმა მამაკაცმა.
- დიახ, - ვეცადე თვალებში არ შემეხედა, მამაკაცს რომ არაფერი შეემჩნია და ცოტა სული მოვითქვი. - ჩვენ... იცით...მოკლედ ბატონო ირაკლი, ჩვენ სხვადასხვა პაკეტები გვაქვს, შემიძლია შემოგთავაზოთ როგორც მანქანის, ისე პასუხისმგებლობის დაზღვევაც, ანუ თუ თქვენ სხვის მანქანას დააზიანებთ, ამ შემთხვევაში, თქვენიც და მისი მანქანაც...
- რას აკეთებ? - მომესმა ზურგს უკან მწვანეთვალებას ხმა და ცივად შევტრიალდი.
- კლიენტს ჩვენ პირობებს ვაცნობ... - თვალებში ვერ შევხედე და წიგნაკს დავუწყე წვალება.
- ჩვენთან აღარ მუშაობ-თქო. გასაგებად ვერ გითხარი?
- დიახ მაგრამ...
- რა მაგრამ?
- იცით, ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი კულტურა, ისევე, როგორც ადამიანებს. - ამ სიტყვებზე უკვე თვალი გავუსწორე ბიჭს, მიუხედავად მათი აწყლიანებისა. - მართალია თქვენთან აღარ ვმუშაობ, მაგრამ ჩემი კლიენტები ვიღაცამ უნდა ჩაიბაროს. მე როგორც ,,ჯიელის'' კულტურის მატარებელი, ვალდებული ვარ კლიენტებს შესაბამისად მოვექცე. თქვენი ნომერი მითხარით თუ შეიძლება, ჩავინიშნავ და ჩვენი წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან. - მივუბრუნდი მამაკაცს და მანაც, ამ ამბით დაბნეულმა ნომერი მომცა თუარა ბიჭს მიაჩერდა.
- გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ. - თავი დავუკარი და გამოვტრიალდი. მეგონა ცა ჩამომექცა თავზე... გაუაზრებლად გამოვედი ცენტრიდან და ქუჩას დავუყევი. სიბრაზისგან და უსუსურობისგან სისხლი ტვინში მასხავდა. ცრემლებს გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. დიდი ხანი ვიარე ფეხით, თავში უამრავი პრობლება ამომიტივტივდა, რომელიც სამსახურის დაკარგვით იყო გამოწვეული და ამ დროს მანქანამ ძალიან ახლოს ჩამიარა, გზა გადამიჭრა, წინ გაჩერდა და იქიდან მწვანეთვალება გადმოვიდა.
- კარგი გეხუმრე რა იყო! - მის დანახვაზე... ვერ გეტყვით... ისეთი სიბრაზე მომერია წიგნაკი გავუქანე.
- შემეშვი გესმის? შენ შენი თავი ვინ გგონია! უბადრუკო იდიოტო! ფეხებზე მკ.იდ.ია მეხუმრე თუ რაც ქენი ვინ მოგცა ჩემი ასე დამცირების უფლება! - წიგნაკის სროლით გაოცებული ბიჭი ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, ერთი ამბავი რომ დავაწიე და გაოცებული მიყურებდა. - რა იყო? შენთვის ასე არავის უყვირია? მე კი შენსავით არავის დავუმცირებივარ! - გვერდი ავუარე მანქანას გაცოფებულმა და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, რომ მწვანეთვალება მაჯაში მეცა და რესკად მისკენ შემაბრუნა.
- როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს? - ისეთი მრისხანება ვიგრძენი, წეღანდელი გამბედაობა და ბრაზი სადღაც გაქრა. - შენ ჯერ კიდევ ჩემი თანამშრომელი ხარ დაგავიწყდა?
- წეღან არ ვიყავი კლიენტთან რომ გამომეცხადე?
- ხმაა! - ისე დამიყვირა შევხტი და თვალები კვლავ ამიწყლიანდა.
- დღეიდან ჩემს განყოფილებაში გადმოხვალ! ჩემი პირადი თანაშემწე იქნები და უარის თქმა არ გაბედო თუ გინდა დღევანდელი ისტერიკა გაპატიო.
- ჩემს განყოფილებაში მირჩევნია...
- აქეთ-იქით წანწალი გირჩევნია ოფისში ჯდომას და სამი ათას ლარიან ხელფასს?
- ამას რატომ აკეთებთ?
- იმიტომ, რომ მე ყველას თვალწინ გამოგიცხადე აქ აღარ მუშაობ თქო და სიტყვას ვერ გადავალ!
- მაშინ საერთოდ არ მინდა თქვენთან მუშაობა და გამიშვით ხელი, მეტკინა! - მკლავი გამოვგლიჯე და შევტრიალდი.
- იცოდე ინანებ მარიამ! - მომაძახა უკნიდან, მაგრამ უკვე აღარაფერი მაინტერესებდა. ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუკარნახე. ფანჯარაში ვიყურებოდი და ყველაფერზე ერთიანად ვფიქრობდი. ტელეფონი აწკრიალდა, თორნიკე იყო.
- გისმენ თორნიკე.
- რა იყო გაგიტკბა ,,მერსედესების" ყურება? - მითხრა სიცილით და პასუხი რომ ვერ გავეცი დააყოლა, - სად ხარ აღარ მოდიხარ?
- არა...
- რა არა? - აშკარად დააბნია ჩემმა პასუხმა.
- აღარ ვმუშაობ თქვენთან...
- მეხუმრები? რატო რა მოხდა?
- ,,ჯიელის" მფლობელის შვილი იყო ცენტრში მოსული...
- ლექსო?
- ხო არ ვიცი რა ქვია...
- მერე?
- მასთან მივედი მე რა ვიცოდი ვინ იყო... ძალიან ნაგლად მელაპარაკა და მეც ვუთხარი თუ არ ხართ დაინტერესებული კარგად ბრძანდებოდეთ-თქო და უხეშობისთვის დამითხოვა...
- კარგი რა მარიამ, დაველაპარაკები მე და...
- რა კარგი თორნიკე ყველას თვალწინ მითხრა - ვერ გაიგე რა გითხარი? დათხოვილი ხარო!
- მასე თუ გითხრა მართლა არ დაგაბრუნებს... მაინც დაველაპარაკები, ვეტყვი კარგი კადრია და სხვაგან გადავიყვანოთ-თქო, არ ინერვიულო შენ.
- ეგ თვითონაც მითხრა...
- როგორ თუ თვითონაც გითხრა... სულ დამაბნიე რა გითხრა, ან როდის გითხრა?
- რომ წამოვედი გზაში დამეწია, გეხუმრე და ჩემს პირად თანაშემწედ აგიყვან სხვა განყოფილებაშიო. აქ შეუხვიეთ! - მივასწავლე ტაქსს.
- მოეწონე?
- რა მოვეწონე გამომაგდო და ყველას თვალწინ მიყვირა!
- ნუ აბუქებ მაგან ყვირილი არ იცის საზოგადოებაში... იცი რა, ხვალ მოდი ჩვეულებრივ, თუ არ მოვიდა ჩვენთან, ესეიგი დაივიწყა ყველაფერი და დაიკიდე, თუ მეილზე მომწერა გეტყვი, და აი თუ მოვიდა უკვე არ ვიცი... მოდი მოკლედ რა ხვალ და აღარ მეწუწუნო. სხვათაშორის უცოლოა. - ხმის ტემბრზე შევატყე რომ გაიღიმა და სანამ ნერვები მომეშლებოდა გათიშა. მართალი იყო, არ უნდა დავნებებოდი ასე იოლად, საქართველოში ეხუმრებით სამსახურის პოვნას? თანაც ბინის ქირა, გადასახადები... ამაზე ფიქრით ტვინი ამტკივდა.
- აი აქ მოატრიალეთ და გააჩერეთ თუ შეიძლება. - ფული გავუწოდე და ხურდის დაბრუნებისას გადმოვედი. მარკეტში შევიარე, რაღაცეები ვიყიდე და სახლში ავედი. ტელევიზორის ჩართვა ბავშვობიდან ჩვევად მაქვს, იშვიათად ვუყურებ, მაგრამ სულ ჩართული მაქვს, ალბათ იმიტომ, რომ სიწყნარეს ვერ ვიტან. სამსახურიც შესაბამისად ხმაურიანი და მრავალფეროვანი შევარჩიე. ინგლისურში ვიმეცადინე, ანუ რაც სამსახურისთვის მჭირდებოდა და ფილმის არჩევა დავიწყე. იმ ღამით დამესიზმრა, რომ დიდი, სალათისფერი კაბა მეცვა და ვთხოვდებოდი, ვისზე ვთხოვდებოდი არ ვიცი, მაგრამ... ბედნიერმა კი გავიღვიძე. თუმცა როგორც კი გამახსენდა რა დღე მელოდა ერთიანად მოვიშხამე. ყოველდღიური დილა და ,,ჯიელის'' კარი. უსიამოვნების შეგრძნება მქონდა, კიბე ჩვეულებრივზე ნელა ავიარე. ოთახის კარი შევაღე და... დავმშვიდდი, ყველა თავის ადგილას იჯდა, ძალიან ჩვეულებრივად მომესალმნენ და საქმე განაგრძეს.
- თორნიკე... - დავიწყე დაბნეულმა. - ახალი ხომ არაფერია?
- არა, მეილზე არაფერი მომსვლია და არც არავის უთქვამს რამე.
- ეგ უარესია!
- მარიამ უბრალოდ იღადავა კაი რა...
- ეგ თავიდან... კაი... ორმოცი ათასიანი კლიენტი მყავს ,,მეგაგრინში'' აქვს დაზღვეული და უკეთეს პირობებს თუ შემომთავაზებ გადმოვალო. ისინი ათას შვიდას დოლარს ახდევინებენ, ორასი დოლარით ნაკლებში თუ მომიხერხებ გეგმასაც შევასრულებ ერთი სხვაც მყავს... თორნიკე მიდი რა!
- ანდერვრაიტერთან მომიწევს გასაუბრება...
- მიდი რა მალევე ოღონდ, დღეს უნდა დავაზღვიო ორივე, გეგმა ხვალ საღამომდე მაქვს...
უცებ კარი გაიღო, შევტრიალდი და გავქვავდი... დარწმუნებული ვარ გავფითრდი კიდეც. ალბათ აღარ დამჭირდება იმის თქმა, ვინ შემოვიდა. გაყინული, თევზივით უმეტყველო თვალებით მიყურებდა. თორნიკე წამოდგა, დანარჩენებიც მიხვდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და საქმე შეწყვიტეს. ნელი ნაბიჯებით წამოვიდა, შეკრული წარბებით თვალს არ მაცილებდა, გვერდი ამიარა და თორნიკეს ხელი ჩამოართვა.
- როგორ ხარ თორნიკე?
- კარგად ბატონო ლექსო, თავად? დაბრძანდით. - საკუთარ სკამზე მიუთითა და ისიც ურცხვად დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- კარგად. რას შვებით აგენტები, კოორდინატორები, როგორ მიდის საქმე?
- რა ვიცი, კარგად, კარგი აგენტები გვყავს, როგორც ძველები, ისე ახლები. - გამიღიმა თორნიკემ.
- ხო, ვიცი, მარიამი შემხვდა გუშინ და ისე კარგად მუშაობდა უნდა დავაწინაუროთ.
- გმადლობ ლექსო, აქ მირჩევნია, კარგი კოლექტივია და...
- ბატონო ლექსო, გინდოდა გეთქვა ალბათ. - გამიღიმა ირონიულად. - შენ არ წყვეტ, სად იმუშავებ. ჩემს განყოფილებაში გადმოხვალ, შვიდი სართულით ზემოთ, ანუ ყველაზე ბოლო სართულზე, ჩემი თანაშემწე იქნები. თუ, რა თქმა უნდა, ხელშეკრულების დარღვევას, და სამსახურიდან წასვლას არ აპირებ. დანარჩენს კაბინეტში გეტყვი. - ამ სიტყვებზე წამოდგა, თორნიკეს დაემშვიდობა და კარებთან შედგა. - არ მოდიხარ?
- იცით... - თორნიკეს გადავხედე დასახმარებლად მან კი ამის მაგივრად გაიცინა.
- გილოცავ მარიამ! წარმატებები და ჩამოგვიარე ხოლმე, კარგი?
- კარგი... - ჩანთა ავიღე და კრავივით უკან გავყევი ლექსოს. გული გამალებით მიცემდა... ძალიან კარგი აღნაგობა ჰქონდა, საკმაოდ მაღალი, ხშირი მუქი თმა. საშუალოზე ოდნავ დიდი ტუჩები. ვოცნებობდი ლიფტში ვინმე დამხვედროდა, მაგრამ ცარიელი იყო. მეცხრე სართულის აღმნიშვნელ ღილაკს დააწვა და სუნთქვა უფრო ამიჩქარდა. გულწრფელად რომ გითხრათ... მაშინებდა, და ეს შიში ძალიან მიზიდავდა. ყოველთვის მომწონდა ძალიან ძლიერი, მკაცრი მამაკაცები და აი, ის ჩემს გვერდით იდგა და მიყურებდა, მე კი თითქოს ვერ ვამჩნევდი.
- ნუ ღელავ, ჩემთან დაწოლას არ მოგთხოვ!
- გმადლობთ.
- უბრალოდ სამსახურიდან გასაგდებად ვერ გაგიმეტე.
- გმადლობთ. - ვიცოდი მოკლე პასუხებით გავაღიზიანებდი და მხოლოდ მადლობებით ვიფარგლებოდი.
- უბრალოდ შენნაირი გოგოები უამრავი ვიცი და ჩათვალე დეპრესიას გამოგგლიჯე ხელიდან.
- გმადლობთ.
- შენ რა მხოლოდ ეგ იცი? - მკლავში მომკიდა ხელი და სახეში ჩამხედა. ისე ხმამაღლა მოუვიდა, ისე შემეშინდა, რომ შევკრთი და თვალები შიშისგან სწრაფად ავახამხამე.
- ბატონ ლექსო...
- როგორ მომწონს ასეთი დაბნეული და შეშინებული რომ ხარ იცი? - ლიფტი გაჩერდა და ხელი სწრაფად გამიშვა. კართან მდგარი თანამშრომელი გაკვირვებით მოგვაჩერდა. - რა იყო გიორგი რამე გვისვია? - ლიფტიდან გავიდა ლექსო. - ეს მარიამია ჩემი ახალი თანაშემწე.
- სასიამოვნოა ქერა! - ხელი გამომიწოდა გიორგიმ და გამიცინა.
- მარიამი ვთქვი მე და არა ქერა!
- ეს რომ არ იქნება მაშინ დაგიძახებ ხოლმე თუ არ გეწყინება. - ჩამჩურჩულა ეშმაკურად და ლიფტში მიიმალა.
- ჩემი ძმაკაცია. - წინ გამიძღვა ლექსო თითქოს არაფერი მომხდარა. - ეს ნინაა ჩემი მდივანი. ნინა ეს მარიამია დილას რომ გითხარი. საბუთების გადამოწმება ახლა მას დაევალება და ყავასაც ის მომიდუღებს. ამიტომ საქმე შეგიმსუბუქდება.
- სასიამოვნოა მარიამ.
- ჩემთვისაც.
- აქეთ მინი ბუფეტი გვაქვს. ყავას აქ მოადუღებ. ძირითადად ყველა აქ სვავს და აქ ჭამს. პირველზე ჩასვლა ეზარებათ. ეს კი ჩემი კაბინეტია. - შემიძღვა დიდ, დარბაზივით ოთახში. მარჯვნივ შენი მაგიდა და კომპიუტერია, უკან, როგორც ხედავ ნახევრად სავსე კარადაა. ყველა ინფორმაცია მანდაა რაც მჭირდება ძირითადად. შენ ნივთებს აქ დაკიდებ. ყავა უშაქრო და ძლიერი. დასაწყისისთვის საკმარისია. - ტელეფონმა დამირეკა და ბოდიში მოვუხადე. უცხო ნომერი იყო.
- გისმენთ!
- გასაღები არ დატოვე?
- დუდააა! - ისე გამეხარდა ჩემი ძმის ხმის გაგონება ხმამაღლა დავიყვირე და ლექსომ გაოცებით შემომხედა. - ეხლა ჩამოხვედი? რატომ არ მითხარი? სახლთან ხარ?
- კაი კაი ნუ დამაყარე ახლა! ხო აქ ვარ ბიჭებს გავუვლი მაშინ ჯერ, რომელზე მოხვალ?
- არ ვიცი, ერთ წამს. - ლექსო... უკაცრავად, ბატონო ლექსო, რომელზე ვამთავრებთ?
- შვიდზე. - ისეთი სახით მიუჯდა მაგიდას მივხვდი ჩემგან ბიჭის სახელის გაგონება არ ესიამოვნა და გამეღიმა.
- შვიდზე ვამთავრებ დუდიკ და 15 წუთში ვიქნები მანდ. არ დააგვიანო კაი?
- ეე! უფრო მალე ვერა?
- ვერა!
- კაი მალე ქენი! - და ტელეფონი გათიშა.
- ვინ იყო ასე რომ გაგახარა?
- სამსახურში პირადულ კითხვებს არ ვპასუხობ ბატონო ლექსო. - გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე.
- ყავა მინდა!
......
დამეთანხმებით ყავის გაკეთებას დიდი არაფერი არ უნდა, მაგრამ მე მაინც ძალიან ვეცადე და ხელის კანკალით ლექსოს მაგიდაზე დავდგი. ჭიქა ხელში აიღო თუ არა გამოვბრუნდი და ის იყო მაგიდას უნდა მივჯდომოდი რომ...
- ეს შენ გააკეთე?
- კი, რა მოხდა?
- ჯობს ნინასთვის გეკითხა, ძალიან სლაბია, წაიღე და უფრო მაგარი მომიტანე!
- ორი კოვზი ყავა ჩავყარე...
- მაშინ ახლა მეტი ჩაყარე! რაღას უყურებ?
თავი მაქსიმალურად შევიკავე, ფინჯანი ავიღე და გამოვედი. როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებული სახე მქონდა.
- რა მოხდა? - მკითხა შეშფოთებულმა ნინამ.
- ყავა არ მოეწონა! სლაბიაო, რამდენს უყრიდი შენ?
- ერთნახევარს...
- გასაგებია! - სამზარეულოში შევედი და ოთხი კოვზი ყავა ჩავყარე.
- რა საშინელებაა?! მთელი კოლოფი დაცალე? - ისე დაიჯღანა სიამოვნებისგან გამეცინა. - სასაცილო ვთქვი რამე? წაიღე და ცოტა ნაკლები ჩაყარე!
ისევ წავიღე და თან საათს ვუყურებდი. რა ნელა გადის დრო, როცა გინდა მალე დაასრულოს... ისევ ორი კოვზი ჩავყარე და მოვუტანე.
- ძლივს! შეგძლებია რაღაც.
- კარგია?
- კი ახლა ნორმალურია.
- პირველში რამდენიც ჩავყარე, იმდენია ზუსტად! - გავუღიმე ნიშნის მოგებით და გამოვტრიალდი.
- ხვალიდან ასე ჩაცმული ვეღარ ივლი!
- ასე როგორ?
- მაღალქუსლიანს ჩაიცმევ და ცოტა უფრო კლასიკურად. ბევრ შეხვედრაზე მოგვიწევს სიარული და ასე ჩვეულებრივ არ უნდა გამოიყურებოდე. ცოტა მაკიაჟსაც თუ გაიკეთებ კარგს იზავ.
- შვიდია უკვე და წავალ მე კაი?
- ათი აკლია! - დახედა საათს და გამიღიმა. - კარადაში ლურჯი საქაღალდე უნდა იყოს და მომიტანე.
- ეს? - გამოვიღე შუა თაროდან.
- ეგ ლურჯია? მაღლა უფრო! კიდე მაღლა!
- ვერ ვწვდები!
- ოხ, გამოდი! - წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. არ ვიცი რა მემართებოდა, მე რომ მივდიოდი არაფერი, მაგრამ ის რომ ჩემსკენ მოდიოდა ერთიანად სუნთქვა მიჩქარდებოდა. - ამიტომ უნდა გეცვას მაღლები. - საქაღალდე ჩამოიღო და თვალებში შემომხედა. - ვინმე გყავს?
- ანუ?
- შეყვარებული, საქმრო ან რა ვიცი...
- პირადულ კითხვებს არ ვპასუხობ თქო, ხომ გითხარით?
- და მე რომ პირადულისთვის აგიყვანე ჩემს თანაშემწედ არაუშავს? - ძალიან ახლოს მოვიდა და ერთიანად დავიბენი.
- ძალიან ცალმხრივი განწყობაა ბატონო ლექსო!
- ცალმხრივი მე არაფერი მაქვს! - ნიკაპში მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა. ისევ ტუჩებზე დამხედა... თვალი არ აარიდო! არაფერი შეიმჩნიო თქო ვუმეორებდი ჩემს თავს, მაგრამ ვერ შევძელი.
- გამიშვით თუ შეიძლება!
- მაინც მოგდრიკავ!
- სამსახურეობრივი წესები დაიცავით!
- თორემ რას იზავ? წახვალ?
- შვიდს გადასცდა, მეჩქარება. - შევბრუნდი და ჩანთისკენ წავედი.
- მანქანით ვარ და გაგიყვან!
- არ მინდა, გმადლობთ.
- მე მინდა, რა იყო იეჭვიანებს დუდა?
- რა შუაშია? - მოსაცმელი შემოვიცვი და ჩანთა ავიღე.
- აბა რატომ არ გინდა მანქანით სიარულს მარშუტკა გირჩევნია?
- ეგ თქვენი საქმე არაა! - კარი გამოვიჯახუნე და ლიფტს დაველოდე. რამდენიმე წუთში გვერდით მომიდგა. ისევ ცარიელი ლიფტი და ჩემი გაჭაღარავება...
- ასე კიდევ ერთხელ მელაპარაკები და არ ვიცი რას გიზავ!
- იმედია ,,არ ვიციში'' ჩემს ცემას არ გულისხმობთ.
- გამორიცხული არაა! ვერ ვიტან ასე რო მელაპარაკები ეს ერთიციდა გოგო!
- რა ვაჟკაცურია!
- მარიამ! - ეს მკლავში ხელის მოკიდება აშკარად ძალიან უყვარდა, მე კი ისე მაშინებდა...
- გეყოფათ! მე თქვენი თოჯინა კი არ ვარ!
- გახდები!
ლიფტი გაიღო და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი. გაჩერებისკენ როგორც კი წავედი მომაბრუნა.
- გითხარი მაგით ვეღარ ივლი თქო! დაგავიწყდა ვისი თანაშემწე ხარ? დილით მძღოლი გამოგივლის საღამოს კი მე წაგიყვან, თუ მე არ ვიქნები - მძღოლი.
- ძალიან დამღალეთ!
- შენ საწოლში არ გინახივარ. - გამიღიმა და მანქანისკენ მანიშნა ჩაჯექიო. არაფერი მითქვამს, მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი. - სად ცხოვრობ?
- ვორონცოვის მოედანზე, კრუგთან.
- ახლოს ვართ ანუ, საწყენია. ზეგ კორპორატიული საღამოა, გაქვს რამე რომ ჩაიცვა?
- არა. არ მინდა წამოსვლა.
- არ მინდა აღარ გავიგო შენგან არასდროს! წამოხვალ თქო გითხარი და ასეც მოიქცევი! არაფერი გაქვს სათქმელი?
- კი, ეგ გზა გადაკეტილია, სარემონტოები მიდის და სანაპიროდან წადით.
- რა აუტანელი ვინმე ხარ!
- თქვენ ჩემი აზრი უნდა იკითხოთ თქვენს შესახებ.
- ვიცი უკვე, - უბადრუკი იდიოტი. - გაიხსენა ჩვენი პირველი შეხვედრა და გაიცინა.
- არამხოლოდ. აი აქ მოატრიალეთ და გააჩერეთ.
- დუდა აქ გელოდება?
- არა, სახლთან.
- რატომ არ მეუბნები ვინაა?
- ვაიმე... ჩემი ძმაა! დაწყნარდით?
- მაეჭვიანებდი ვითომ?
- და არ იეჭვიანეთ? - ღვედი გავიხსენი და ჩანთა გადავიკიდე.
- რა თქმა უნდა, არ მიყვარს ჩემ გოგოს სხვა რომ ურეკავს!
- მე თქვენი არ ვარ!
- შენ არ იცი ეგ ჯერ!
- მე კი ვფიქრობ თქვენ არ იცით ვისთან დაიჭირეთ საქმე. - გავუღიმე გამომწვევად და გადავედი.
- ასეთიც მომწონხარ იცი?
რა თქმა უნდა, ყურადღება აღარ მივაქციე მაგრამ... ღმერთო როგორ მომწონდა ეს ბიჭი... შინაგანად ძალიან მომწონდა... მიზიდავდა... საშინლად სექსუალური იყო და ეს დიდი მწვანე თვალები...
- მეღირსა?
- დუდაა! - ისე ჩავეხუტე ძლივს მომიშორა. მახსოვს ბავშვობაში რომ იჩხუბა და დალილიავებული, სისხლში მოთხვრილი მოვიდა... რომ დავინახე მუხლები ამიკანკალდა... კიდევ კარგი ძიძა არ იყო...
- მომიყევი რა ხდება თბილისში. ვინმეს ხომ არ უნდა სახე გავუხიო? - ბარგი მიყარა და დივანზე მიწვა.
- შენ სულ მუშტებზე ნუ იყურები. დაგავიწყდა ვინ გერეოდა ბავშვობაში?
- ძალიან გაზრდილხარ... - დასერიოზულდა უცებ.
- ხინკალი მაქვს მაცივარში, მოგენატრებოდა მოვხარშავ უცებ.
- არა, მართლა... გყავს ვინმე?
- ეს ,,გყავს ვინმე" ახალია?
- კიდე ვინ გკითხა? - მოიღუშა უცებ.
- დაიკიდე... წამო სამზარეულოში. - გავედი და უკან წამში გამომყვა.
- მარიამ სერიოზულად... ვინმე გაწუხებს?
- არა.
- ვიცი, მარტო ცხოვრებაც ძნლია და...
- დუდა კმარა! შენ შენი ცხოვრება გაქვს და ვალდებული არ ხარ კუდში მდიო. თანაც მარტო ცხოვრებას დიდი პლიუსი აქვს. თავის დაცვასაც სწავლობ და ცხოვრებასაც უფრო რეალურად აფასებ.
- ჩვენი მშობლები...
- დუდა გაჩუმდი! ჩვენ მშობლები არ გვყავს! და გთხოვ... ნუ მახსენებ იმ ტკივილს...
- მაპატიე. - ხელი მომკიდა და ჩამიხუტა. მე კი როგორც ყოველთვის გული ამიჩუყდა... თავი მხარზე დავადე და ბავშვივით ავტირდი. იმ ბავშვივით, ყოველ ღამე ერთადერთ ძმას რომ ეხუტებოდა და ტიროდა...
***
- დააგვიანე!
- შენ მძღოლს დააბრალე! - ჩანთა დავდე თუ არა, კომპიუტერთან დავჯექი.
- ნოდარი არ მოგწონს?
- კარგი კაცია...
- აბა რას ერჩი?
- ლექსო გთხოვ საქმე მაცადე...
- ოჰ, რა იყო ქალბატონო, ჩემი საზოგადოება ასე გაღიზიანებს?
- შენი მუდმივი ლაპარაკი და კითხვები მაწუხებს. - საქაღალდეების დახარისხება დავიწყე, თუმცა ამაზე სულ არ ვფიქრობდი. ავტომატურად ვაკეთებდი საქმეს და წუხანდელზე ვფიქრობდი.
- არა, რა არ მოგწონს ჩემს ლაპარაკში ვერ გამიგია, ვუზრდელობ, გაუნათლებლურად ვსაუბრობ, შეურაცხყოფას გაყენებ თუ რა?
- .... - არაფერს ვპასუხობ და საქმეს ვაგრძელებ.
- იქნებ ჩვენმა გუშინდელმა საუბარმა რამე შეცვალა? მარიამ გამცემ ხმას ბოლობოლო? ვის ველაპარაკები?! გინდა გაგაგდო? - წამოვიდა ჩემსკენ მაგრამ ისე ვიყავი გაღიზიანებული ამას ჩემზე ოდნავადაც არ უმოქმედია.
- ხო, მინდა!
- დათხოვილი ხარ!
- მადლობა! - საქაღალდეები დავყარე და ჩანთისკენ წავედი.
- კონტრაქტი დაგავიწყდა?
- არ მაინტერესებს!
- გეყოფა! იცი შენს გარდა რამდენი პრობლემა მაქვს? - მითხრა შუბლშეკვრით და ამის გაგონებაზე გიჟივით, ისტერიკულად გამეცინა. - რა გჭირს?
- პრობლემებიო შენ თქვი? - სული მოვითქვი და ცრემლები მოვიწმინდე. - რა პრობლემები გაქვს მითხარი. როგორ დააზღვიოს ,,ჯიელმა'' ,,კრამპერზე'' მეტი მანქანა და ქონება? როგორ აიწევს ან დაიწევს კომპანიის აქციების ფასი ბირჟაზე? თუ როგორ ჩაიწვინო შენი თანაშემწე საწოლში?! ესაა შენი პრობლემები? გინდა მოგიგვარო ყველაფერი ერთ დღეში?
- ვერ გავიგე?
- შენი კომპანიის პერსონალის რესურსს არასწორად იყენებ! არ აძლევ საშუალებას კრეატივი გამოამჟღავნონ ადამიანებმა, რომლებიც უშუალოდ კონტაქტობენ კლიენტებთან და იციან მათი ყველანაირი მოთხოვნილება. როგორ ფიქრობ, ისინი უფრო კარგ რჩევებს მოგცემენ გაყიდვების გასაუმჯობესებლად, თუ ის სათვალიანი ჭკუისკოლოფები, შენ რომ საბჭოს ეძახი და ხალხის ცხოვრებაზე და პრობლემებზე წარმოდგენაც არ აქვთ? თუმცა რა მიკვირს, შენც მათნაირი ხარ! უბრალოდ სათვალის გარეშე!
- მარიამ...
- ან რა გგონია, შენი ბიზნესპარტნიორები რატომ ცდებიან ზოგჯერ, როცა საქმე სერიოზულ რისკს ეხება და რატომ გაძლევენ სწორ მიმართულებას წვრილმანებზე? შენ ხალხზე წარმოდგენაც არ გაქვს! არც გოგოებზე, ყველას ერთნაირად გინდა მიუდგე?! ცხოვრება ასე მარტივი არ არის ლექსო! ისიც კი ვერ შემამჩნიე რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და უარესად გამაღიზიანე! ნამდვილი... ნამდვილი ბედოვლათი ხარ! - კარი გამოვიჯახუნე და ლიფტს არც დავლოდებივარ ისე ჩავირბინე კიბეები. ყოველთვის გავრბივარ და ამ ჩვევას ვერაფერი მოვუხერხე... ვერცერთხელ ვერ შევძელი დავრჩენილიყავი იქ, სადაც პრობლემები ისე დამტრიალებდნენ თავს, როგორც ფარვანები სინათლეს...
***
რამდენიმე დღე სახლიდან არ გამოვსულვარ. დუდა ამჩნევდა რომ რაღაც ისე არ იყო და ხან საიდან მივლიდა ხან საიდან... როგორ მინდოდა წასვლა სადმე შორს, ნაცნობებისგან და კითხვებისგან შორს... კითხვებისგან, რომლებზე პასუხის გაცემაც არ მინდოდა... დაბადებიდან უფალი გვანიჭებს არჩევანის თავისუფლებას... დაბადებიდან... მანამდე კი თავად წყვეტს რომელ ქვეყანაში უნდა დავიბადოთ, რა ენაზე ვილაპარაკოთ და ვინ უნდა იყვნენ ჩვენი მშობლები... შემდეგ კი სრულიად თავისუფალი ხარ. რატომ ვერ ვგრძნობთ ამას? იმიტომ, რომ საზოგადოებაში მცხოვრებმა ,,ჭკვიანმა'' ადამიანებმა დაადგინეს წესები, რომლებიც თავისდროზე აწყობდათ და რომლებმაც განიცადეს ისეთი რეფორმაცია, რომ ფრთები გაქვს, მაგრამ ციხეში... ერთ კონკრეტულ საკანში... და ისიც მარტო... ფრთები გაშალე, მაგრამ არ იფრინო... იფრინე, მაგრამ გისოსებს არ გაცდე... საკანს გაცდი, მაგრამ ციხეს არა... უფრო სწორად ვერა...
- მარიამ... შენთან არიან. - ჩამესმა ძილში დუდას ხმა და გამოვფხიზლდი.
- ვინ?
- შენი უფროსი. გავაგდო?
- ჩემი უფროსი? - უცებ ვერ მივხვდი.
- ხო ლექსო!
- ლექსო? - ისე გადმოვბრუნდი დუდა შეცბა. - უთხარი გამოვაო... - ძალიან სწრაფად ავდექი, ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გამოვედი. ეს სულელი მის წინ იჯდა და ავი ძაღლივით უყურებდა.
- დუდა ნუ აშინებ!
- მე? შენი უფროსი უთენია სახლში გაკითხავს და... ლუდიც ხომ არ გადმოვუღო?
- არამგონია სვავდეს... - გვერდზე დავუჯექი დუდას და ლექსოს მივაშტერდი.
- ვსვავ! თანაც ბევრს! - გაიღიმა გვერდულად.
- კაი, რამდენ ბაკალს სვავ ყველაზე მეტს?
- ლუდს არაყი მირჩევნია დუდა. როგორ იმგზავრე?
- ოჰ! - გადმომხედა გვერდულად. - ასე ახლო ურთიერთობა გაქვთ?
- დუდა გეყოფა, ადამიანი საქმეზეა მოსული. წადი ისაუზმე არ გინდა? - შევუბღვირე გაბრაზებულმა.
- ვისაუზმე უკვე და არ მინდა! - თქვა პატარა ბავშვივით და ლექსოს გაეცინა.
- მაშინ ყავას დავლევთ ჩვენ! - წამოვდექი და ,,უფროსს'' ვანიშნე გამომყევი თქო.
- იცოდეთ ხმამაღლა ილაპარაკეთ რომ გავიგონო! - წარბი აწია და მერე თვითონვე გაეცინა. - კაი ვსო გავედი მე ბიჭები უნდა ვნახო. ლექსო... იცოდე არ მაინტერესებს ვისი უფროსი ხარ, მსოფლიოს პრეზიდენტიც რომ იყო ჩემ დას ატირებულს ვნახავ და ცხვირ-პირს დაგინაყავ!
.................
- კარგი ბინა გაქვს, მყუდრო და საკმაოდ დიდი. - ჩამოჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და ოთახი შეათვალიერა.
- ჩემი არაა...
- ქირით გაქვს აღებული?
- ხო... რატომ მოხვედი?
- იცი... თორნიკეს, გიას, ნათიას, ყველა ჩვენს კოორდინატორს დავავალე აგენტებთან ერთად შეექმნათ საუკეთესო, ხალხისთვის მისაღები პროდუქტი და პრემია დავაწესე გამარჯვებულზე...
- კარგი გიქნია. მათ ყველაზე უკეთ იციან როგორი დაზღვევა ჭირდება ხალხს ...
- ხო, კიდევ დირექტორთა საბჭო შევამცირე, ნუ შევამცირე რა... ახალ კადრებს ვიღებ...
- კარგია... - ყავას მოვურიე და მივაწოდე.
- მინდა რომ დაბრუნდე...
- რატომ?
- არ ვიცი, უბრალოდ... ვერ ვიტან ჩემს გვერდით რომ არ ხარ და ნერვებს არ გიშლი. - ისე გულახდილად გამიცინა კინაღამ შემიყვარდა. ,,კინაღამ შემიყვარდაზე'' მერე ვიკამათოთ.
- თუ გახსოვს ზუსტად მაგიტომ წამოვედი შენგან!
- არ მახსოვს!
- ლექსო კარგი რა...
- რა კარგი რა მარიამ?! მინდა ჩემს გვერდით იყო, ზურგი გამიმაგრო... მე კი ყველა შენი პრობლემა მოვაგვარო... მითხარი რომელი ბინა გინდა და დღესვე გიყიდი!
- ოჰ! რით დავიმსახურე?
- არაფრით სხვათაშორის, მაგრამ ადამიანებს რომ ყოველთვის დამსახურების მიხედვით ჰქონდეთ ყველაფერი, ბევრად სხვანაირ სამყაროში ვიცხოვრებდით ახლა. თანაც შენთვის საჩუქარი მაქვს... - პატარა ბიჭივით წამოხტა და მისაღებში გავიდა. - ტარარა რაამ! გახსენი, იმედი მაქვს მოგერგება. - მომაწოდა დიდი ყუთი და მოლოდინით სავსე მზერა მომაპყრო.
- ეს რა... კაბაა? - ყუთიდან საკმაოდ მოკლე, გიპიური ნაჭერი ამოვიღე და გაოცებულმა შევხედე.
- ხო, ისეთი ტანი გაქვს აბა გრძელი არ მოგიხდებოდა ასე.
- ძალიან მოკლედ მექნება...
- და სექსუალურად!
- ამას ვერც გამოგართმევ და ვერც ჩავიცმევ ლექსო! - დავაბრუნე ყუთში და ეგრევე მეცა.
- გაგიჟდი? იცი რა ღირდა?
- მითუმეტეს!
- მარიამ გთხოვ!
- გაიმეორე...
- რა გავიმეორო?
- რომ მთხოვ!
- გთხოვ. - გაიცინა და უფრო ახლოს მოვიდა. - მინდა კორპორატიულზე ულამაზესი იყო!
- მოიცა... კორპორატიული ხომ უნდა ყოფილიყო უკვე?
- ისეთი რეცესიები მოვაწყე გადაიდო.
- ლექსო დისტანცია დაიკავე გთხოვ!
- რა ვქნა! მაგიჟებს ჩემი მოახლოებისას მაგ უკუნით თვალებს რომ დაბნეულად სწრაფად ახამხამებ... თანაც ისე ღრმად სუნთქავ მკერდზე გეტყობა... - მის მზერას თვალი გავაყოლე და ჩემ მოღეღილ მკერდამდე მივედი. სწრაფად შევისწორე ხალათი და ისევ ლექსოს ავხედე. - ძალიან მომწონხარ მარიამ...
- როგორც ჩანს მიდგომის სტილზეც იმუშავე. კარგი ჩავიცვამ ამ კაბას... როდისაა?
- დღეს.
- დღეს? რომელზე?
- მოასწრებ ყველაფერს, დაწყნარდი. შვიდისთვის გამოგივლი და მზად იყავი.
- მირჩევნია მძღოლი მოვიდეს.
- კარგი, რაღაცას მეც დავთმობ... - და ისევ ტუჩებზე მომაშტერდა. - უნდა წავიდე - დაფაცურდა უცებ და შეტრიალდა. - მძღოლი შვიდზე აქ იქნება. აბა შენ იცი...
- გაგაცილებ.- უკან გავყევი და კარი გავუღე.
- ხო მართლა, იქ უმეტესობა ჩემი ყოფილი იქნება და თვალებით შეგჭამენ. რამე გიშრისას თუ გაიკეთებ კარგს იზავ! - გამიცინა და კიბეებისკენ წავიდა. - საღამომდე მაარ... - ასე მხოლოდ დედაჩემი მეძახდა...
კაბა თეთრი იყო და როგორც უკვე ვთქვი გიპიური, ზურგი მთლად ამოღებული, წინ კი დახურული. მაღლები გადმოვიღე, მთელი დღე ვემზადებოდი. დუდა საღამოს მოვიდა და ცერად შემათვალიერა.
- სად მიდიხარ?
- იქნებ მითხრა ჯერ როგორ გამოვიყურები?
- სექსუალურად თან ძაან! იმ ტიპთან მიდიხარ?
- არა, ჩვენს კორპორატიულ საღამოზე.
- ანუ იმ ტიპთან!
- შენმა ,,ანუმ'' ხო მომკლა!
- მოგწონს?
- დუდა გეყოფა დაკითხვა ახლა! თმა ასე ჩახვეული და აწეული ხო მიხდება?
- ხო ისე გამოიყურები მეეჭვება დღეს სახლში გამოგიშვან!
- დუდა!
- მალე დაბრუნდი... საჭმელი არი რამე? - წავიდა სამზარეულოსკენ და თან უკნიდან შემათვალიერა.
- სალათები.
- მე კიდე შენმა სალათებმა მომკლა!
რვა იყო დაწყებული დაბლა რომ ჩავედი. ნოდარი უკვე მელოდებოდა. კარი გამიღო და მის ადგილს დაუბრუნდა. ისრ ვღელავდი ნერვიულობისგან თითები დავიმტვრიე. ,,რედისონთან'' გადმოვედი და შიგნით შევედი. უამრავი ხალხი იყო... ალბათ ყველა ჩვენი ოფისიდან. ჩემი თანამშრომლები დავინახე და მათკენ წავედი.
- მარიამ! ვაიმე ძლივს გიცანი! - გაოცდა ლიკა.
- როგორ ხართ?
- შესაბიშნავად შენ? მაგარ ,,ვიდზე ხარ''. დალევ?
- საერთოდ არ ვსვავ მარა... ახლა დავლევ აუცილებლად... - შამპანიური გამოვართვი და სულმოუთქმელად დავლიე.
- ლექსო გეძებდა... თუ ნახავთ უთხარით ყვავილებისკენ ვარო. - ჩაერთო თორნიკე. ჭიქა დავდგი და იქით წავედი საითაც მიმასწავლეს. ლექსო ნერვიულად აცეცებდა თვალებს და როგორც კი დამინახა გაშტერდა. თვალი აღარ აუყოლებია, აშკარად ერთიანობაში მაკვირდებოდა.
- როგორ ხარ?
- და შენ ამაზე მეუბნებოდი უარს? - მიჩურჩულა და მამაკაცებისკენ შეტრიალდა. - ბატონებო, ეს მარიამია, ჩემი თანაშემწე.
- რა სასიამოვნოა, როცა ქალი ლამაზიცაა და ჭკვიანიც! - ხელი ჩამომართვა ახალგაზრდამ და დანარჩენებმაც იგივე გაიმეორეს.
- მარიამი დაკავებულია სოსო!
- არც ველოდი ასეთ ქალს მარტოს, თანაც შენ ვინ დაგასწრებს!
- უხერხულში მაყენებთ! - ვუთხარი ძალიან სერიოზულად და გამოვბრუნდი. ვერანდა დავინახე და იქით წავედი, თან შამპანიურიანი ჭიქა გავიყოლე და რა თქმა უნდა, უფროსიც.
- ულამაზესი ხარ!
- შენ კი ზედმეტად მექალთანე! - მოაჯირთან მოვტრიალდი და ზურგით მივეყრდენი.
- ლამაზი ტატუ გაქვს ხერხემალზე, ყვავილებია?
- ხო, სიმშვიდის ნიშანია...
- მომწონს.
- შენ ყველაფერი მოგწონს....
- შენი თვალები განსაკუთრებით! - ძალიან ახლოს მოვიდა და მეორე ჭიქაც გამოვცალე. - გამომართვი! - მომაწოდა კიდევ.
- არა, არ ვსვავ ხოლმე და ძალიან მარტივად ვთვრები... უკვე საკმაოდ შემაბახუსა...
- მაინტერესებ მთვრალი.
- ნუ იკითხავ! - ისევ ახლოს მოვიდა და მესამე ჭიქაც დანარჩენი ორის გზას გავუყენე. - მორჩა მეტს ვეღარ დავლევ მართლა...
- მარიამ... - სუნთქვა ისევ ამიჩქარდა და მკერდზე დამხედა.
- ლექსო ხომ გთხოვე...
- მეც ხომ გითხარი არ შემიძლია თქო? - მოაჯირსა და მის შუა მომიქცია და უფრო დავიბენი ტანით მომაწვა ისე რომ... ზედმეტად უხერხულად ვგრძნობდი თავს მაგრამ... რა ვქნა ამ კაცთან წინააღმდეგობაზე ვერც კი ვფიქრობდი... ხელები თმაში შემიცურა და თვალები თავისით დამეხუჭა... კარის ხმა გაიღო და უკან გაიწია.
- მოგესალმებით, - შუახნის მამაკაცი ჩვენსკენ მოდიოდა. - შესანიშნავი საღამოა ლექსო... არა?
- ნამდვილად, ახალი არის რამე?
- კი, გაგიკვირდება და ნიკას ამ წუთას ველაპარაკე. თანახმაა გაერთიანებაზე, ის ჯანმრთელობას დააზღვევს, შენ კი დანარჩენს ყველაფერს.
- როგორც იქნა! - გაუხარდა ლექსოს. - აუცილებლად უნდა შევსვათ.
- მარიამ, რა გვარი ხართ? - მომიტრიალდა მამაკაცი სანამ ლექსო ჭიქებს მოიტანდა.
- ტუღუში.
- არ შევმცდარვარ, - ჩაილაპარაკა თავისთვის და ჭიქა გამოართვა.
- რაში? - მეც გამოვართვი თუმცა უკვე ძალიან მომკიდებოდა სასმელი.
- გურული რომ იყავი. - გამიცინა და ჭიქა აწია.
- ჩვენს მომავალ წარმატებას გაუმარჯოს! - შემომხედა ლექსომ და შამპანიური დაიყუდა.
- გაუმარჯოს! - ვთქვი და მეც მას მივბაძე.
- შესანიშნავი ტატუ გაქვთ მარიამ. დიდი ხანია გაიკეთეთ?
- საკმაოდ...
- რა ისტორია აქვს?
- ოო, ისტორია ძალიან დიდი აქვს, ისე სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა.
- როგორც ,,peacefull-ი?'' - მამაჩემის კომპანიის სახელის გაგონებამ შემაკრთო. - მახსოვს სამშენებლო კომპანია იყო ასეთი... - თვალებში მომაშტერდა მამაკაცი.
- ხო... იყო... ლექსო ძალიან დავიღალე და წავალ კარგი?
- ასე მალე?
- ხო...
- რა გაეწყობა. კარგი წაგიყვან.
- არა შენ დარჩი, რატომ უნდა დააკლდე აქაურობას?
- მე აქ ყოფნა შენს გამო მინდოდა. - ხელით მანიშნა გთხოვთო და მეც წამოვედი.
- კარგად ბრძანდებოდეთ. - დავემშვიდობე მამაკაცს და პირდაპირ კიბეებზე დავეშვი.
- მომეჩვენა თუ ზურამ დაგაფრთხო?
- არა უბრალოდ... იცი ძალიან მომეკიდა და არ მინდა მთვრალმა სისულელეები ვილაპარაკო.
- მე კი ძალიან მინდა შენი სისულელეები მოვისმინო. - მანქანის კარი გამიღო და მეორე მხრიდან მოუარა. - მინდა ერთი ადგილი განახო იცი?
- გააჩნია სადაა...
- მალე მივალთ. იქიდან თბილისი უბრალოდ... ნახვად ღირს დამიჯერე...
ისე გავერთე ლაპარაკში რომ გავჩერდით მხოლოდ მაშინ ვიკითხე სად ვიყავით და ერთიანად შემეშინდა რომ მიპასუხა წყნეთში ვართ ჩემს აგარაკზეო და მანქანიდან გადავიდა.
- არა არა! სახლში მირჩევნია! - შევიცხადე როგორც კი კარი გამიღო.
- კარგი რა! ვერანდაზე დავსხდებით, ჩაის დაგალევინებ. მე ვისკს მოვწრუპავ და თბილისით დავტკბებით.
- ჩემი ძმა მომკლავს.
- ნუ ღელავ. მე დავურეკავ...
- გაგიჟდი? შეიშლება!
- მარიამ გადმოდი! შენს გვერდით ახლა მე ვარ, ეს ნიშნავს რომ შეგიძლია არ ინერვიულო!
სახლში შევედით, ძალიან ლამაზი იყო. ვერანდაზე პლედი მომახვია და ნომერი გამომართვა. ნერვიულობისაგან ტუჩები დავიკვნიტე.
- რა გითხრა? - ვკითხე როგორც კი გამოვიდა.
- ვგიჟდები რა საყვარლად გიცავს... დაც კი მომინდა!
- ოო, მითხარი რაო?
- არაფერი ისეთი. დამემუქრა არ აწყრნინოო როგორც ყოველთვის და დღეს სახლში არ ვიქნები გადაეცი მარიამს ვიღაც ,,ბიგნოსასთან'' ვსვავთო.
- სულელი... - გამეცინა და მაგიდას დავხედე.
- ახლავე მოგართმევ ყველაფერს ქალბატონო! მანამდე ეს ვისკი წრუპე ძალიან მაგარია და აი ვაშლის წვენი მიაყოლე. - ისე გავარდა ვერაფრის თქმა მოვასწარი. ვისკი დავისხი, რაღაცნაირად გამოვდიოდი უკვე და ისე მომეწონა სიმთვრალე შებრუნება მომინდა. ნუ... სანამ მოვიდა შევბრუნდი კი არა ცოტა მეტიც მომივიდა. - ეს ხილის ასორტი, ეს კი ჩაი. შოკოლადი ხომ გინდა?
- არა, არ მიყვარს. - ისე დავიჭყანე გსოცდა.
- ერთხელაც რა გთხოვ!
- რა ერთხელაც?
- დაიჯღანე.
- კარგი რა! - გამეცინა გულიანად.
- შოკოლადი გინდა?
- ლექსოო! - ისევ დავიჯღანე და სიცილისგან გადაყირავდა.
- რა საყვარელი ხარ ღმერთო ჩემო! ჩემი აღმოჩენა ხარ!
- ხილზე ვგიჟდები. - ფორთოხალს დავწვდი და მადიანად დავაგემოვნე.
- მეც. ჩაქაფული მიყვარს კიდე საოცრად.
- რა ახლოს თქვი! - ახლა მე გავიცინე გულიანად და ანანასიც ფორთოხლის გზას გავუყენე. - დაგპატიჟებ ერთხელ.
- არ თქვა გაკეთება ვიციო!
- დიიახ! - გავიჭიმე სკამზე და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე.
- ხვალ შევეჯიბროთ!
- გინდა გურულს შეეჯიბრო ჩაქაფულის გაკეთებაში?
- უჰ შენ თან რა მწარე გეცოდინებაა!
- არც ისე...
- მოდი შენ გაგიმარჯოს!
- კარგი...
- კარგი? მე უფრო თავმდაბალი მეგონე! - გაიცინა და ჭიქა შემივსო.
- აუუ... არა რა მე უკვე ძაან დავთვერი!
- შენი სადღეგრძელოა გოგო, აიღე ჭიქა!
- აუ ლექსოო!
- მიდი მიდი! დიდი სადღეგრძელოს თქმით არ გამოვირჩევი, მაგრამ... რა ლამაზიც ხარ ისეთი მშვენიერი გზით გაგიმარჯოს! - ჭიქა მომირტყა და სწრაფად გადაკრა. მე მხოლოდ ნახევრამდე დავლიე, რასაც მისი პროტესტი მოყვა და ჭიქა კვლავ დაცარიელდა.
- იცოდე შენ მომივლი!
- მე სულ მოგივლი! - მითხრა ძაან სერიოზულად და გამეღიმა. ძალიან მომეძინა და შიგნით შემიძღვა. - მინდა ყველა დღე ამ ფორმაში გხედავდე იცი?
- დაივიწყე. - გამეცინა გულიანად. - ერთი სული მაქვს გავიხადო.
- მე კი ერთი სული მაქვს გაგხადო... - მაშინღა გავაანალიზე, რომ საძინებელში ვიყავით. ლექსომ წელზე მომხვია ხელი და სხეულზე მიმიკრა.
- ლექსო გთხოვ... - სიტყვის თქმაც არ დამაცადა და ტუჩები ნაზად შემახო. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა. ცხელმა ტალღამ ერთიანად გამაშეშა. საწოლზე დავეცი, ის კი ზემოდან დამაწვა და კოცნა გააგრძელა. ხელი კაბისქვეშ შემიცურა და ოდნავი კვნესა აღმომხდა. მკერდზე ხელი მომიჭირა და სიამოვნებისგან ისე მოვითენთე, ისე მივენდე გონს რომ მოვედი ლექსო სახეზე მიყურებდა.
- შენ რა... არავისთვის არასდროს გიკოცნია?
- მხოლოდ ერთხელ... - თვალები ავახამხამე დაბნეულმა.
- მარიამ... არავისთან წოლილხარ აქამდე?
- არა... - თავი ჩავხარე თუმცა ლექსომ ამაწევინა.
- მარიამ... ჩემო გოგონა... რა სულელი ვარ ეგ როგორ ვერ ვიფიქრე... - სახეს მიკოცნიდა და გულზე მიხუტებდა. - აღარ შეგეხები... სანამ დარმუწნებული არ ვიქნები რომ შენც გინდა, ხელს არ გახლებ... დაიძინე ჩემო პატარა... ჩემო პატარა ქალბატონო... ღრუბლებზე მაღლა აგიყვან...
დილა? შესანიშნავი... რომ გავაანალიზე რა შეეძლო გაეკეთებინა ლექსოს და როგორ უნდა ესარგებლა ჩემი სიმთვრალით... გადავწყვიტე აღარასდროს დამელია. წვერზე ხელი ჩამოვუსვი და სახეზე დავაკვირდი. შავი დიდი წამწამები ჰქონდა, სწრაფად რომ დაეხამხამებინა ვფიქრობ გაფრინდებოდა. ასეთივე ხშირი წარბები და თმა. ზომაზე დიდი ტუჩები. რომ ეძინა უფრო მეტად გაზრდილი ჰქონდა. ზომიერად დაკუნთულ მკერდზე ხელი ჩამოვუსვი.... მინდოდა გამებედნიერებინა... მინდოდა მსოფლიოში ყველაზე ამაყი და თავდაჯერებული ყოფილიყო ჩემს გამო... ფრთხილად ავდექი და პირველ სართულზე ჩავედი. ისეთი ლამაზი სახლი იყო რომ აუცილებლად ქალმა შექმნა მისი პროექტიც და დიზაინიც... საოცრად დახვეწილი და ნათელი. სამზარეულოში შევედი. მასალამ არ შემიწყო ხელი და მხოლოდ ყავა და ტოსტები გავაკეთე. ზემოთ რომ ავედი ისევ ეძინა. პოდნოსი მის გვერდით დავდგი, დავწექი და უხეშად გადავტრიალდი რომ გამეღვიძებინა და მიზანსაც მივაღწიე. თავი მოვიმძინარე, თუმცა ვიგრძენი ერთხანს როგორ მიყურებდა. შემდეგ წამოდგომა დააპირა მაგრამ ნანახმა აშკარად გააშეშა.
- მაარ... მარ გღვიძავს?
- რა მოხდა? - ვუპასუხე ვითომ ძილში და მისკენ გადავტრიალდი.
- ამდგარი იყავი?
- რა მოიგონე?
- აბა ეს ყავა და ტოსტები საიდან?
- ალბათ თოვლის ბაბუა იყო....
- თოვლის ბაბუა თუ ბებია?
- ერთერთი...
- სულელო ნუ მატყუეეებ! - ჩამეხუტა და გულიანად გაიცინა.
- მომშორდიი...
- ჩემი ბაბუინი! - ყელში მაკოცა და გავიტრუნე. - იცი რომელი საათია?
- არ მინახავს...
- დილის ექვსი.
- ღადაობ? - ავხედე გაოცებულმა.
- ვისკმა ასე იცის... ისე ღრმად გძინავს ენერგიას ადვილად იკრებ და მალე გეღვიძება.
- არ მინდა ადგომა... არ წავიდეთ რა დღეს...
- შანსი არაა, დღეს ნიკა მოვა გუშინ ზურა რომ ახსენებდა და გაერთიანებაზე უნდა დავილაპარაკოთ. ჩაგიყვან ახლა სახლში მოწესრიგდი გამოიცვალე და მძღოლიც გამოგივლის... მარიამ... მარიამ ჩაგეძინა?
- ვიწიოკებ თუ გამაღვიძებ კიდე...
- ღმერთო რა მაიმუნი ხარ! - წელზე ხელი მომხვია და მიმიკრო. - მაარ შენი მშობლები სად ცხოვრობენ?
- გთხოვ, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ...
- კარგი მაგრამ...
- ლექსო გთხოვ... - გადასაფარებელი გადავიძრე და წამოვდექი. - წავიდეთ კარგი?
ოფისში სრული ქაოსი იყო. ემზადებოდნენ, შესაბამის საბუთებს აგვარებდნენ. მე კი აივანზე ვიყავი და ვეწეოდი... წარსული... ღმერთო რა ძნელია წარსული... წარსული ქვია, მაგრამ არასდროს არის ამ ფუნქციის შემსრულებელი. სიგარეტი ჩავაქრე და კაბინეტში შევედი თუმცა იქ აღარავინ დამხვდა. საკონფერენციო დარბაზისკენ წავედი და კარი ფრთხილად შევაღე.
- უკაცრავად არ მეგონა თუ უკვე... - ამ გრძნობას არ ვიცი რამდენად სწორად აღვწერ. თითქოს არაფერი იყო და ამასთან ყველაფერი. ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა... რა ძლიერია ადამიანი, დღემდე მიკვირს როგორ არ გავითიშე. მაგიდის ერთ ბოლოში ლექსო იჯდა, შუაში საბჭოს წევრები. მეორე ბოლოში კი მამაჩემი...
- შემოდი მარიამ... - უხერხულობის გასაფანტად მითხრა ლექსომ მაგრამ მე არ ვინძრეოდი... გახევებული მივშტერებოდი მამაჩემს და ხმას ვერ ვიღებდი. ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
- როგორ ხარ?
- რა უნდა გიპასუხო? აქამდე უკეთ ვიყავი...
- ვიცი... მაგრამ არ შემეძლო...
- უჩემობა?
- მარიამ...
- დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი. შენ ჩემთვის არავინ ხარ... ვიღაცაც კი არ ხარ... - თვალები ცრემლით ამევსო და ნელა გადავდგი უკან ნაბიჯი. კარი მივიხურე და კიბეებზე ამჯერად უკვე ნელა ჩავედი... იმიტომ, რომ აღარ მქონდა ძალა... ძალა იმის, რომ კიდევ ერთხელ გადამეტანა ყველაფერი... ძალა იმის, რომ კიდევ ერთხელ დამეწყო ცხოვრება თავიდან. მოჩვენებები წარსულიდან სულ უკან დამსდევდნენ... ჩემს გონებაში დაუკითხავად იჭრებოდნენ და აღარ მიდიოდნენ... რამხელა ენერგია დამჭირდა მათთვის კარი დამეხურა... დამდენი ცრემლი დავხარჯე მათზე... და ახლა ისევ თავიდან.
- ნინ... ნი სად ხარ?
- ბათუმში სად ვიქნები, რა მოხდა?
- მე როგორ წამოვიდე მანდ?
- ტაქსით მარა... რა მოხდა...
- ნი დამალვა მინდა... სადმე რომ ვერავინ მიპოვოს... ვერც ჩემმა აჩრდილებმა, ვერც თუნდაც იმათ, ვისაც ვუყვარვარ... ნი დამეხმარე გთხოვ...
- ჩამოდი და ყველაფერს მოვაგვარებთ. კარგზე იფიქრე... როგორ გავირუჯებით და როგორ დავთვრებით...
- მოწევა მინდა...
- ეგეც მაქვს ჩამოდი შენ...
სახლში შევედი, დიდი ჩანთა გადმოვიღე და რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი ჩავყარე. უჯრა გამოვიღე და კარტა, რომლისთვისაც აქამდე ხელი არ მიხლია საფულეში ჩავიდე. ბანკში შევედი და ხუთიათასი ლარი გამოვიტანე. შემდეგ კი ტაქსში ჩავჯექი და როგორც სახლიდან გამოპარულმა პატარა გოგონამ ნელნელა დავტოვე თბილისი...
- მეტი არაფერი უთქვამს? - ნერვიულად მოძრაობდა ნინო და სიგარეტს ღერი ღერზე ეწეოდა.
- არა... წამოვედი. შენ რომ გელაპარაკე კი ტელეფონი გავთიშე. ლექსოზეც ვნერვიულობ მაგრამ... აუ ნინო არ ვიცი მე რაღა ვქნა რა გავაკეთო თავს ხო არ მოვიკლავ, ამხელა ცოდვით უფალთან როგორ წარვდგე? - ამოვხეთქე ბოლოსდაბოლოს და სახე ხელებში ჩავმალე...
- მოგვარდება... ყველაფერი მოგვარდება მარიამ... მთავარია ტკივილს არ მისცე უფლება გრძნობების ფასი დაგაკარგვინოს... ლექსოც გაგიგებს... დუდაც... ყველა გაგიგებს...
- მის გარდა... იცი ყველაზე მეტად რა მტკივა? მას რომ სტკივა ახლა... ვიცი ჩემზე მეტად განიცდის და ვერ გამოხატავს... მე ადვოკატი... ის ქურდი... დედაჩემი ვაფშე სადაა კაცმა არ იცის... ერთადერთი დუდა მყავს... ჩემი და კი... ღმერთო რა კოშმარია...
- არც კი ვიცი რა გითხრა...
- არაფერი... უბრალოდ მომისმინე რადგან რომ არ ვთქვა მოვკვდები...
***
- ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე! დაცვის მხარე ზეწოლას ახდენს მოწმეზე! - თავი ვეღარ შეიკავა თენგიზ არჩვაძემ და წამოხტა.
- პროტესტი მიღებულია, ქალბატონო მარიამ, სხვაგვარად დასვით კითხვა, თუ შეიძლება.
- კარგით, - ჩაიღიმა ვითომ კმაყოფილმა და გეგმა "ბ"-ზე გადავიდა. - იცოდით, რომ დედათქვენს სასიყვარულო ურთიერთობა სხვა კაცთან ჰქონდა, კერძოდ, გარდაცვლილ გიორგი ლაგვილავასთან?
- არა. - დაიჩურჩულა გოგონამ.
- ლიკა, თქვენ აქ მეზობლების გამართულ შეკრებაზე არ ხართ, წმინდა წიგნზე გაქვთ დაფიცებული და აქ ადიანის თავისუფლების ბედი წყდება, - მიუახლოვდა მარიამი გოგონას და თვალებში ღრმად ჩახედა. - იცოდით თუ არა რომ დედათქვენს...
- ვიცოდი! ვიცოდი, იმიტომ რომ ეს არაკაცი ამას იმსახურებდა! ყველაფერს იმსახურებდა! დედაჩემის ფურთხის ღირსიც არაა! წამიყვანეთ! - ყვიროდა ლიკა, - აქედან წამიყვანეთ გესმით? ამ არაკაცს როგორ იცავთ ეს რა სამართალია!
- სასამართლო 12 მაისამდე გადადებულია! - გაისმა ჩაქუჩის ხმა და ყველა წამოიშალა.
- თითქმის მოგებული მქონდა ეს,რა სცენა გამართა! - ბრაზობდა მარიამი და საბუთებს კრეფდა. - ახლა რა მოიცდის იქამდე.
- იქნებ არ ღირს მისი დაცვა... მარიამ შენც ხომ იცი რომ დამნაშავეა! - ნოდარი მისი კოლეგა იყო. უკვე საკმაოდ ჭაღარაშერეული და გამოცდილი მამაკაცი, რომელიც სულ კარგ რჩევებს აძლევდა გოგონას.
- დამნაშავე მაშინ იქნება როცა სასამართლო გადაწყვეტს, მანამდე კი ის უბრალოდ ეჭვმიტანილია. - სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა დარბაზიდან და ნოდარიც უკან გაყვა.
- გეყოფა ჩემთან სამართლის ენით ლაპარაკი! კარგად იცი რაზეც გელაპარაკები. უკვე მეშინია შენთან ერთად სიარულის, ბოლო ოცდაათი საქმიდან არცერთი არ წაგიგია, და აქედან დამნაშავე რამდენი იყო, იცი?
- სასამართლოს გადაწყვეტილებით არცერთი. გამარჯობა! - მიესალმა მარიამი ერთ-ერთ ნაცნობს და იგივე ტემპით განაგრძო სიარული.
- ოცდაექვსი! იცი ეს რამხელა ციფრია? - არ წყნარდებოდა ნოდარი.
- ნოდარ მგონი ამასთან დაკავშირებით მე კი არა იმ გამოუცდელი ადვოკატებისა და პროკურორების ხროვას უნდა ელაპარაკო, მე რა შუაში ვარ? ღმერთო როგორ არ მაქვს ახლა ბეწუკელის ნერვები!
- შენ გოგო ნორმალური ხარ? გინდა პერსონანონგრანტად გამოგაცხადოს სახელმწიფომ? - წინ აესვეტა თაზო ბეწუკელი, მარიამის და ნოდარის კოლეგა და საადვოკატო ფირმის მენეჯერი.
- შენ რაღა გინდა ვერ გავიგე ან აქ რას გამომეცხადე, არ მოვიდოდი სამსახურში?
- ზურაბი გაშტერებულია გოგო აღარ იცის გაეხარდეს თუ ეწყინოს, მალე ალბათ საპროტესტო აქციას მოგვიწყობენ ჟღენტის გამო-ო!
- რა გინდათ ვერ გავიგე საქმე ძალით წავაგო? - მოთმინება დაეკარგა მარიამს და ისე სწრაფად შეტრიალდა თანამშრომლებმა თავი ძლივს შეიკავეს.
- მაარ, მარიამ, - დაიწყო ნოდარმა. - ვიცი მამაშენის ამბები, ვიცი რომ გაცოფებული ხარ, ისიც ვიცი რომ საქმე მას შემდეგ არ წაგიგია რაც მასთან იჩხუბე, მაგრამ, ნუთუ ღირს ამდენი დამნაშავის გარეთ ყოფნა იმის გამო, რომ შენი პროფესიონალიზმი დაუმტკიცო? ისედაც უამრავი ჭორი დადის რომ...
- მერე შენ ადვოკატი ხარ თუ ჭორთა ბიურო?
- ამასთან ლაპარაკს იმენა აზრი არ აქვს ხომ გითხარი არა? - გაბრაზდა თაზოც. - იცი რას ამბობენ შენზე? კიანო რივზის ქართული მოდელია, სახელწოდებით ეშმაკის ქერა ადვოკატიო!
- კიანუ, ჯერ ეს ერთი და მეორეც, ოცდახუთი წლიდან ბოლო ორი წელიწადია ხალხის აზრი მაინცდამაინც აღარ მაინტერესებს და რა შემოტევა გაქვთ დილიდან რა გინდათ?
- უკაცრავად ქალბატონო მარიამ საუბარს რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება სასწრაფოდ და მითხრეს, რომ შემეძლო აქ მომეძებნეთ. - გოგონამ თვალი ააყოლა ახალგაზრდა, დაახლოებით ოცდაათი წლის საკმაოდ მიმზიდველ მამაკაცს და ისე მოეწონა მაშინვე გაუღიმა.
- სიამოვნებით, თუ ეს ჩემს ძალებს არ აღემატება. ადრეც შევხვედრილვართ? ნაცნობი თვალები გაქვთ...
- არამგონია, სხვაგვარად დამამახსოვრდებოდით, - გაუღიმა მანაც და ხელი გაუწოდა. - ანდრო ქარცივაძე!
- სასიამოვნოა... გურული ხომ?
- დიახ.
- მომწონს გურულები. რით შემიძლია თქვენი დახმარება?
- ჩემი ძმაკაცი დაიჭირეს...
- სისხლია?
- არა, არავინ მოუკლავს. - დაიბნა ანდრო და მარიამმა გულიანად გადაიკისკისა.
- მე ვიგულისხმე სისხლის სამართალია თქო?
- არამგონია, დისტრიბუციაში მუშაობდა და ათი ათასის აღებას ედავებიან.
- გასაგებია, მაინც სისხლია...
- თუ დამნაშავეა თქვენი მეგობარი, მარიამი ხელს არ მოკიდებს ამ საქმეს! - ჩაერია თაზო. სიმართლე რომ ვთქვათ, თაზო იმ წუთას მარიამის ქცევამ უფრო გააბრაზა ვიდრე ამ საქმეზე ნაღვლობდა. მას პირველივე ნახვიდან მოსწონდა და ყოველთვის ცდილობდა მის გვერდით ყოფნას, თუმცა თქმას ვერ ბედავდა.
- თამაზ როდის აქეთ წყვეტ ასეთ საკითხებს? - დაფარული ბრაზით გაუღიმა გოგონამ და ანდროსკენ შეტრიალდა. - მოკლედ ჩვენ ახლა წავიდეთ, პირველ რიგში მის ადვოკატად უნდა გავფორმდე. დანარჩენს მერე მოვაგვარებთ, ხელი ხომ არ აქვს მოწერილი ვალის აღიარებაზე? - ნოდარი და თაზო უკან მოიტოვა და მამაკაცთან ერთად მანქანისკენ წავიდა.
- არა, არაფერზე. ჩვენებასაც არ აძლევს სანამ ადვოკატს არ მომოყვანენო.
- ძალიან კარგი. მანქანით ხართ?
- კი, აი იქ დგას. თქვენ?
- მეც. მაშინ მე წავალ და თქვენ უკან გამომყევით კარგით? აი ეს ''მერსედესია''.
- ოჰო! - შესძახა ანდრომ. - რა ხელფასები გაქვთ ადვოკატებს ამისთანა?
- ბევრი არაფერი. ეს მამაჩემის საჩუქარია... მოკლედ აი ჩემი ნომერი მერე რომ არ დამავიწყდეს, ჩემს ყოველ ნაბიჯს შეგატყობინებთ.
- აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს? - გაუღიმა ანდრომ მაცდურად. მარიამიც მიხვდა რაზე მიანიშნებდა მამაკაცი.
- რა თქმა უნდა, ყველა საქმის დეტალს თქვენთან შევათანხმებ.
- სიამოვნებით მოგისმენთ. - მანქანის კარი გაუღო ანდრომ და ხელით ანიშნა დაბრძანდითო.
- გმადლობთ. გამომყევით, როგორც შევთანხმდით.
სიმართლე გითხრათ მარიამისთვის ასეთი ფლირტი პირველი არ იყო. თუმცა ყველას მალევე იშორებდა თავიდან. ვერ გეტყვით ამ კაცში რა დაინახა ისეთი, რამაც თამაშში აიყოლია. შესაძლოა უბრალოდ ისევ მოუნდა თავი ქალად ეგრძნო და არა სამართალდამცავ რობოტად, ან ყველაფერი ანდროს შავი თვალების ბრალია. ფაქტია, რომ მარიამი იმ ბილიკს დაადგა, რომელიც ფაქტობრივად კლდის ნაპირზე გადიოდა და ბურუსში იყო გახვეული, ბოლოს კი უფსკრულში გადავარდნას პირდებოდა.
პირველივე შუქნიშანზე გაჩერდა და უკანა ხედვის სარკეში გაიხედა, თუმცა ანდრო არ ჩანდა. ის იყო მანქანის გადაყენება და დალოდება გადაწყვიტა, რომ გვერდიდან ვიღაცამ ხანგრძლივად დაასიგნალა. გაოცებისგან გაეღიმა როცა ზუსტად მისნაირ ''მერსედესში'' ანდრო ამოიცნო. იღიმოდა და სიგნალებს განაგრძობდა. მარიამმა პირველ რიგში შუქნიშანს შეხედა, შემდეგ გადაამოწმა პატრული თუ იდგა სადმე და რომ დარწმუნდა ამის საშიშროება არ იყო სავარძელს მიაწვა. საჭეს ხელი მჭიდროდ მოკიდა, ანდროს გადახედა და როგორც კი იგრძნო, რომ მწვანე აინთო გაზს ფეხი დააჭირა. სტარტი ორივეს ერთნაირი ჰქონდა, მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ ანდრომ რამდენჯერაც გაიხედა მარიამი თვალს არ აცილებდა, ფაქტობრივად წინ არ იყურებოდა. გაოცებულმა მამაკაცმა აღარ იცოდა თავისი გზისთვის ეყურებინა თუ მარიამისთვის. ქალის წინ რომ მანქანა დაინახა კი სვლა შეანელა და მარიამმაც მას მიბაძა.
- ეს რა იყო ქალბატონო მარიამ? გულწრფელად გამაოცეთ და სიმართლე გითხრათ... არ ვიცი, შემაშინეთ.
- და ამიტომაც შეანელეთ სვლა, თორემ შეიძლება მოგეგოთ. ახლა კი გაოცებული წაგებულის როლში ხართ.
- ეს რატომ გააკეთეთ?
- შრომა, უმაღლეს ხარისხში აყვანილი ხელოვნებაა!
- ანუ?
- სხვა დროს აუცილებლად აგიხსნით. ახლა კი შევიდეთ, აქ ყოველ წუთს უფრო მეტი ფასი აქვს ვიდრე გარეთ.
- მაოცებთ...
- მომწონს. - გაუღიმა მარიამმა და დარბაზში შევიდა.
- ტუღუში! ახლა თუ კიდევ ვინმეს საქმე მოითხოვე გავაფრენ გეფიცები! - ხელები ასწია გამომძიებელმა აკაკი ქავჟარაძემ.
- როგორ ხარ კაკო?
- როგორ ვიქნები, როცა დილას შენით ვიწყებ. გვითხარი ბარემ და პირდაპირ გამოვუშვებთ! რა მნიშვნელობა აქვს დამნაშავეა თუ არა.
- სხვათაშორის შუადღეა უკვე და შენგან განსხვავებით მე მეორე ''სუდიდან'' მოვდივარ! ანდრო შენი ძმაკაცის სახელი და გვარი მითხარი რა. - მუიბრუნდა მათი საუბარით გართულ მამაკაცს.
- ალეკო დულარიძე.
- ოღონდ ეს არა! - აღმოხდა აკაკის.
- შენია? - გაეცინა მარიამს. - ხომ გითხარი ერთ დღესაც მოვალ შენამდე თქო.
- საქმე ჩვენ სააღსრულებლომ მოგვაწოდა. ასე რომ... არ ვიცი, რომელმა პროკურორმა აიღო საბრალდებო. - საქმეზე გადავიდა ნერვებმოშლილი გამომძიებელი.
- მშვენივრად იცი ქავჟარაძე, მე მატყუებ? უბრალოდ რომ გაიგე მე ვარ ადვოკატი გამოცვლა გინდა. გავაფორმოთ ეხლა ყველაფერი და უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს.
სავალდებულო პროცესების გავლის შემდეგ მარიამი და ანდრო საბუთებით ხელში გამოვიდნენ.
- თქვენი რეპუტაცია უკვე მაფრთხობს ქალბატონო მარიამ. - საუბარი განაახლა ანდრომ.
- წესით უფრო საიმედოდ უნდა გრძნობდეთ თავს.
- ხო მაგრამ, ვინც დაგინახავთ ყველას გული უსკდება. - გაიცინა მამაკაცმა და მარიამმა მაშინღა შეამჩნია როგორ უხდებოდა.
- იმედი მაქვს თქვენც ასე არ დაგემართებათ.
- ამის იმედი მე უფრო მაქვს. კი ვიცოდი რატომ მირჩიეს თქვენი თავი, მაგრამ ასეთი არ წარმომედგინეთ.
- ასეთი როგორი? - მანქანასთან შედგა მარიამი და ანდროსკენ მიტრიალდა.
- არ ვიცი, ლამაზი, ჭკვიანი... თანაც საშიში.
- საშიში მხოლოდ განათლებული, ლამაზი ქალია.
- სწორედ ამაზე გელაპარაკებოდით.
- ვფიქრობ აჭარბებთ, - გაუღიმა მარიამმა და გასაღები ამოიღო. - უნდა წავიდე, საქმე გადასახედი მაქვს, ხვალ "სვითთაიმში" მივალ, შეიძლება თქვენს მეგობარს ფული აქვს აღებული, მაგრამ ათი ათასი ერთ თვეში ნამეტანია. თუ ეს ასეა, საქმე გამიადვილდება. თანაც საჩივარი კომპანიის კი არა, ფიზიკური პირისგან, კერძოდ "სვითთაიმის" გენერალური დირექტორიგან არის დაწერილი. მის შესახებაც უნდა გავიგო რაღაცეები. თუ არ მეშლება მაგ პიროვნების დაცვა ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას ჰქონდა ჩაბარებული და პროცესი წააგო. მისი პასუხისმგებლობის საკითხი კი საერთოდ გამიმარტივებს პროცესის მოგებას. მით უმეტეს თუ ისიც თქვენი მეგობრის მსგავსად გაფლანგვასთან დაკავშირებით არის დაჭერილი.
- შეიძლება ხვალ მეც წამოგყვეთ?
- თქვენ?
- დიახ, საქმე მაინც არაფერი მაქვს, თან მინდა ყველაფრის საქმის კურსში ვიყო.
- აუცილებლად ჩაგაყენებთ, მე მარტო მუშაობას ვარ მიჩვეული. ამოტომ, ვწუხვარ, მაგრამ უარი უნდა გითხრათ.
- სასაცილოა.
- რა არის სასაცილო?
- მე უარს არასდროს ვიღებ. - გაიღიმა ანდრომ და შეტრიალდა. - ხვალამდე ქალბატონო მარიამ!
საჭესთან იჯდა და ტუჩებს ნერვიულად იკვნეტდა. ვერ ხვდებოდა რა ჭირდა, სიამოვნებდა, მაგრამ აშინებდა. შინაგანი ხმა თითქოს კარნახობდა, რომ მცდარ გზას ედგა, გონება ეთანხმებოდა, გრძნობები კი აიგნორებდა. ანდროს ასეთი აშკარა დაინტერესებაც აეჭვებდა. ყოველთვის ასეთი ჩვევა ჰქონდა, იმაზე შორს იყურებოდა ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლა გრძნობდა ხიფათს, ცხოვრებაში პირველად მიყვა დინებას. შინაგან ხმას არ მოუსმინა, მოხდეს რაც მოსახდენიაო გაიფიქრა და ძრავაც გამორთო.
***
- რაზე ფიქრობ მარ?
- იმ დღეზე, ანდრო რომ გავიცანი...
- ყველაფერი მისი ბრალია! - კომპიუტერთან დაჯდა და მუსიკები ხმადაბლა ჩართო.
- ჩვენ ყველამ დავაშავეთ, მე, მამაჩემმა, ანდრომ, ამას კი ნენე შეეწირა... ჩემი ნენე... ჩემი პატარა გოგონა...
* * *
ნენე? ულამაზესი იყო... მამასავით დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. ჩალისფერი თმა და მარიამისნაირი მსხვილი თუმცა ფერმკრთალი ტუჩები.
- ამ ბოლო დროს ყურადღებას ვეღარ გაქცევ შენ, სწავლობ?
- მაგისთვს ეკაც მეყოფა! - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა და პლანშეტში ყურება განაგრძო.
- სადა?
- სამზარეულოში.
- გვეღირსა ქალბატონო? - გამოვიდა ხელებგაფქვილიანებული ეკა.
- დედა არ დაიწყო გთხოვ, ხომ უკვე იცი ჩემი პასუხები. ბევრი საქმე მაქვს და ამიტომ მივდივარ ასე ადრე. დღესაც პირდაპირ სახლში მოვედი, რადგან სააგენტოში მისვლას აზრი არ ჰქონდა და მინდოდა თქვენთან ერთად გამეტარებინა დრო.
- თვითონ ხარ მოკლედ შენი თავის ადვოკატი! - თავი გააქნია ეკამ. - ხო შეჭამ?
- კი, ძაან მშია...
- მარიამ მამამ დარეკა წეღან.
- რაო? - მოსაცმელი გაიხადა და სკამზე მიკიდა.
- როგორ ხართო, მარი როგორ არის, გავიგე ძალიან საქმიანი გამხდარა არცერთი პროცესი არ წაუგიაო.
- მეტი არაფერი უთქვამს?
- ისეთი არაფერი...
- მაარ, დედა, ნერვიულობს ძალიან, იქნებ დაელაპარაკო და შერიგდეთ...
- არ გამოვა ეგ საქმე დედა, არა. ისე მატკინა გული, ისე დამამცირა რომ შანსი არ არის.
- მას შენი დაცვა უნდოდა, რატომ არ გესმის? თუმცა რა მიკვირს! ერთმანეთს გავხართ, მისი შვილი არ ხარ? ოღონდ სადმე ხიფათი ნახოთ და თავით გადაეშვებით კლდიდან.
- რას აცხობ? - იმდენჯერ ჰქონდა მარიამს ეს ყველაფერი მოსმენილი სიტყვებს აღარც კი აღიქვამდა მისი ტვინი.
- აჩმას... - ჩაილაპარაკა ეკამ უკმაყოფილოდ და სამზარეულოში შებრუნდა.
- სკოლაში რა ნიშნები გყვება? - ნენეს მიუტრიალდა უფროსი და.
- რავი...
- რა რავი გოგო, მოტრიალდი ერთ წამს მელაპარაკე ნორმალურად!
- მარიამ რა გინდა? ჩვეულებრივი ნიშნები, რვები ცხრები და ათები!
- ძალიან გაღიზიანებული მეჩვენები ამ ბოლო დროს... მართალია შენზე ბევრად დიდი ვარ, მაგრამ აღარც ისეთი პატარა ხარ, რომ ჩვენი საუბარი მარტო სკოლით შემოიფარგლოს... - შეაპარა მარიამმა იმ იმედით, რომ ნენე რამეს მაინც ეტყოდა თავის პირად ცხოვრებაზე.
- არაფერი არ ხდება საერთოდ... უბრალოდ... უკრაინაში წასვლა არ მინდა ამ ზაფხულს და მამას რომ ვუთხარი გაგიჟდა.
- და რატო არ გინდა, აქამდე სულ გიხაროდა?
- ეს ზაფხული სხვანაირად მინდა გავატარო...
- მაგალითად? - მარიამი ცდილობდა მის ლაპარაკში არაფერი გამოპარვოდა და ყველა სიტყვას ანალიზს უკეთებდა.
- მაგალითად, ბათუმში მინდა წავიდე დაქალებთან ერთად. - პლანშეტი გვერდზე გადადო ნენემ და სავარძელში უფრო კომფორტულად მოკალათდა.
- ვინმეს აქვს იქ სახლი შენი დაქალებიდან?
- არა, ჩვენ სახლში მინდა.
- ანუ მამას სახლში...
- ხო, მამასი, ჩვენი. ერთიდაიგივე არაა? მაინც ტყუილადაა ეგ სახლი არავინ არ ცხოვრობს.
- ეკამ იცის?
- არა, და ზუსტად ვიცი ერთ პანიკას აწევს და იქნებ შენ უთხრა?
- მე არ მომწონს ნენე ეგ იდეა... ვიცი შენთვის ახლა გამაღიზიანებელი იქნება ჩემი სიტყვები, რომ ჯერ პატარა ხარ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. მე რომ დედას დაველაპარაკო და მან გაგიშვას ჩემი ხათრით, იქ რომ რამე მოხდეს გგონია ვაპატიებ ოდესმე ჩემ თავს? და ამ ტვირთით ვიცხოვრებ დარჩენილი სიცოცხლე?
- კარგი რა მარიამ, რა უნდა მოხდეს?
- ნენე... მოდი შენ ენაზე გეტყვი მაშინ, - მარიამი სულ ფრთხილობდა მასთან ლაპარაკისას, რადგან მისი გარდატეხის პერიოდი კარგად ახსოვდა და ცდილობდა გოგონასთვის ისე მიეცა რჩევები, რომ ნენეს გაეთვალისწინებინა. - მე კარგად ვიცნობ ახლანდელ შენი "პაკალენიის" ახალგაზრდებს. თქვენი ძირითადი საფიქრალი გართობაა. ისიც ვიცი რა სახის გართობაც. დალევა, მოწევა, სხვადასხვა ფსიქოტროპული აბები, ... ვერ გამოვრიცხავ, რომ შენც არ მოგინდეს გასინჯვა...
- მარიამ კარგი რა...
- ნენე ეს ადამიანის ბუნებაა ასეთი. ის ყველაზე ცნობისმოყვარეა მთელს სამყაროში და ამავდროულად ისეთი თავდაჯერებული, რომ ჰგონია, რაც ირგვლივ ხდება, მას არასდროს დაემართება. როგორ ფიქრობ როცა მოწევას იწყებს რას ფიქრობს? ყველას ჰგონია, რომ როცა უნდა, თავს მაშინ დაანებებს. როცა ყოველდღე სვავენ, ფიქრობენ "ზაპოის" ისინი ვერასდროს აიკიდებენ. როცა წამალს იკეთებენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ "ლომკა" დაეწყებათ ოდესმე, ან თუ დაეწყებათ ვერ გაუმკლავდებიან. როცა გოგოები ბიჭებთან წვებიან, ყოველთვის აბსოლუტურად გამორიცხავენ, რომ შეიძლება დაორსულდნენ და როცა ორსულდებიან ზოგი თავს იკლავს, ზოგი ბავშვს კლავს! ეს ჩვენი, ყველას სენია. ადამიანებმა წინასწარ იციან რაც დაემართებათ და მაინც ამას აკეთებენ. ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობის და თავდაჯერებულობის ბრალია. შენ გგონია არ ვიცი, რომ სიგარეტს ეწევი? თავს მხოლოდ იმიტომ ვიკატუნებ, რომ ვიცი ეგ რაც არის, მეც ვეწეოდი, მაგრამ თავი დავანებე, თუმცა მხოლოდ ჩემი სურვილით. მე რამდენიც არ უნდა გიჩიჩინო სანამ თვითონ არ მოინდომებ შენ თავს არ დაანებებ...
- საიდან იცი?
- ამხელა მონოლოგის შემდეგ მხოლოდ ის გადარდებს, რომ ეგ ვიცი?
- უბრალოდ დამაინტერესა...
- ნენე იქ რომ წახვიდე და რამე მოხდეს რა ვქნა მითხარი... თვითონ მითხარი...
- არაფერი მომივა... - ჩაილაპარაკა გოგონამ და თავი დახარა.
- საიდან იცი? არ იცი... - დააყოლა მარიამმა, როდესაც ნენემ არაფერი უპასუხა. - მესმის რომ გინდა, მეც მინდა რომ წახვიდე, ოღონდ იმ გარანტიით, თუ იქ არაფერი მოხდება ისეთი, შენს ცხოვრებას რადიკალურად რომ არ შეცვლიდეს. მომცემ ასეთ გარანტიას? ვერა... - თავისივე კითხვას თვითონვე უპასუხა რადგან ნენე ისევ დუმდა.
- ვახშამი მზადაა, წამოდით. - გამოვიდა ეკა. - რა მოხდა, რა სახეები გაქვთ?
- ვუთხარი, რომ უკრაინაში წასვლა არ მინდა. - რადგან მარიამმა ხმა არ ამოიღო, რითიც მიანიშნა ჩვენი საუბარი ჩვენ შორის დარჩება და მე ეკას არაფერს ვეტყვიო, ნენემ გასცა პასუხი და თან ფეხზე წამოდგა.
- რა? რატო არ გინდა?
- მომწყინდა ყოველწელს იქ სიარული რამე სხვა მინდა.
- მამაშენს უთხარი?
- კი და გაგიჟდა.
- რა ვიცი... ნუ წახვალ თუ ასე ძალიან არ გინდა... ჩვენ ხომ არ დაგაძალებთ.
ვახშმის დროს განსაკუთრებულზე არაფერზე ულაპარაკიათ. მარიამი გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ ამის საპირისპიროს ნენეს ასაკი მეტყველებდა. ის ახლა იწყებდა ფაქტობრივად ცხოვრებას და ცხადია უამრავი სხვადასვა აზრი მოსდიოდა გონებაში. წყალი გადაივლო და როგორც კი მოწესრიგდა საბუთები მაგიდაზე გაშალა, მასალებს გაეცნო, ბევრი არც არაფერი იყო. ამ დროის განმავლობაში ათჯერ მაინც დაურეკეს. თაზომ გალანძღა, ზურაბმა, ანუ მისმა უფროსმა თან მიულოცა გამარჯვება თან უსაყვედურა. ისე დაიღალა ამ ყველაფრით რომ შემდდეგ ზარზე არც დაუხედავს ისე უპასუხა.
- გისმენთ!
- დაიღალე? - ისე გააკვირვა ანდროს ხმამ ნომერს დახედა, თითქოს იცნობდა.
- ანდრო თქვენ ხართ? - გული აუჩქარდა და ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა.
- კარგი რა მარიამ, აღარ გვინდა ეს თქვენობით ლაპარაკი.
- მოხდა რამე? - ცდილობდა ყველაფერისთვის საქმესთან მიეცა კავშირი.
- არა, უბრალოდ გამახსენდი. ჩაი ხომ არ დაგველია? თან დარწმუნებული ვარ უკვე გაეცნობოდი საქმის მასალებს და ამაზეც ვისაუბრებთ.
- ამაზე-ც? კიდევ რაზე გვაქვს სასაუბრო მე და შენ?
- მაგალითად, როგორ დავიცვათ თავი, რომ ჭკვიანი და ლამაზი ქალი არ შეგვიყვარდეს.
- მაგაზე პასუხი მარტივია, უნდა გაერიდო და თუ ეს გარდაუვალია, მაშინ მასთან ხშირ კონტაქტს მაინც მოერიდო. - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიამოვნებდა, მაინც არ მოსწონდა ურთიერთობის ასეთი, სწრაფი ტემპით განვითარება.
- და ეგეც რომ გარდაუვალია მარიამ?
- მაშინ არ ვიცი... მაპატიე უნდა წავიდე ბევრი საქმე მაქვს და ძალიან დაღლილი ვარ. რამე თუ შეიცვლება გაგაგებინებ. - მიაყარა კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონივით და აღელვებული სავარძელზე ჩამოჯდა.
- კარგი. ხვალამდე! - თქვა ანდრომ და სანამ მარიამი რამეს ეტყოდა ტელეფონი გათიშა.
- რა მემართება? - წარმოთქვა ხმამაღლა და სარკეში ჩაიხედა. გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება ირეოდა. ანდროს დარეკვაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ აღელვებულიყო და ტვინში ფიქრები აეხლართა. არადა აღარც პატარა იყო... ლოგინზე მიწვა და დაღლილს ხალათითვე მიეძინა.
მაღვიძარამ რვა საათზე დარეკა. როგორ არ უნდოდა გაღვიძება, როგორ უნდოდა დაღამებამდე ეძინა, საკუთარ თავზე გაებრაზა საბავშვო ბაღში ძილს როგორ ვერ ვაფასებდიო და თვალები გაახილა. მისდა გასაოცრად ანდროზე გაიფიქრა და გაეღიმა. წყალი რომ გადაივლო გარდერობს მიადგა. ნეტავ დღეს თუ წამოვაო ფიქრობდა და ტანსაცმელს არჩევდა. მაღალწელიანი მუქი ჯინსი გადმოიღო და თეთრი მაიკა მეტი სერიოზულობისთვის, რადგან სადა კეტების ჩაცმას აპირებდა. თმა უკან უმისამართოდ შეიკრა, სუნამო მიისხა, საბუთებს დასწვდა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შეიარა და სიგარეტის სუნმა სუნთქვა შეუკრა.
- დილამშვიდობისა დედა, ამ უთენია ნუ ეწევი-თქო ხომ გთხოვე არა?
- ერთი დღე არაფერია. ძილი გამიკრთა. ყავა დაგისხა?
- მე თვითონ. - შეაჩერა როგორც კი წამოდგომა დააპირა ეკამ. ჩანთა დადო და ჭიქა გადმოიღო. - მოხდა რამე?
- არაფერი, ნენე მთელი ღამე ტელეფონზე ლაპარაკობდა. - ფანჯარაში გაიხედა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
- შეყვარებულია? - წყალი დაასხა და ჭიქის რევით მაგიდასთან ჩამოჯდა.
- არ ვიცი... შეყვარებულებს თვალები უბრწყინავთ, ის კი სულ გაღიზიანებულია ამ ბოლო დროს და რაღაცნაირი სევდიანი. ახლაც არ ვიცი როგორ წავა სკოლაში... მარიამ არ მინდა შეცდომა დაუშვას...
- ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ხომ იცი? რომ შევზღუდოთ უარესია, თავისუფლება მივცეთ და მერე უნდა ვინანოთ, რატომ უფრო მკაცრად არ ვიქცეოდითო. ჩვენ ვერაფერს შევცვლით დედა, მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ როგორმე ისეთი რჩევა მივცეთ, რასაც გაითვალისწინებს. მაგრამ რა ვურჩიო როცა არ ვიცი რა აწუხებს? არაფერს მეუბნება და რა გავაკეთო?
- იქნებ უფრო მეტიი დრო გაგეტარებინა მასთან ერთად, მაინც და ხარ. მე უფრო არაფერს მეტყვის...
- კარგი მოვიფიქრებ რამეს ნუ ნერვიულობ შენ და ნუ ეწევი დილით! - ნახევარი ყავა დატოვა, ეკას ლოყაზე აკოცა გავიქეციო მიაძახა და ნენეზე ფიქრით კიბეები ჩაირბინა. მეოთხეზე ცხოვრობდა, მაგრამ მაინც სულ ფეხით დადიოდა. ბავშვობიდან ეშინოდა ლიფტების და რომელი სართულიც არ უნდა ყოფილიყო ფეხით ადიოდა და ჩამოდიოდა. ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ ზურგს უკან ანდროს ხმა მოესმა.
- რა კარგია ამინდია არა, ქალბატონო მარიამ?
- ხო... - ისე დაიბნა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, რა ეთქვა ან ეკითხა.
- ძალიან კარგ ფორმაში ხარ, თან თითქოს კლასიკური, თან ძალიან ყოველდღიური. ასე რატომ მიყურებ?
- აქ რა გინდათ? - გონს მოეგო უცებ მარიამი.
- შემთხვევით მოვხვდი. - გაუღიმა ქალს მაცდურად და მარიამი, მის ღიმილზე რომ არ დაბნეულიყო მანქანისკენ შებრუნდა.
- მჯერა, რა თქმა უნდა. - კარი გააღო და ჩასაჯდომად მოემზადა.
- კარგი რა მარიამ! - სწრაფად გაჩნდა ანდრო მის გვერდით და მკლავზე ხელი მოკიდა შესაჩერებლად. მარიამი ისე დაბნეული შემოტრიალდა, თან მის ხელს დახედა და დაჰიპნოზებულივით თვალებში ახედა. ხმას ვერ იღებდა, ასეთი რამ პირველად ემართებოდა და ვეღარ გაეგო სიამოვნებდა თუ აშინებდა.
- გამიშვით! - მკლავი უკან გაწია და მაქსიმალურად უკან გადადგა ნაბიჯი. ანდრომაც იგივე გაიმეორა, ოღონდ მარიამის მიმართულებით და ქალს სუნთქვა აუჩქარდა. ანდო ამჩნევდა, ყოველთვის იცოდა როგორ ზემოქმედებას ახდენდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე და ეს უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებდა, განსაკუთრებით კი მარიამის შემთხვევაში ორმაგად კმაყოფილი იყო. ისე უყურებდა თვალებში, როგორც გველი პატარა წიწილას და ხმას არ იღებდა. აინტერესებდა მარიამი რას გააკეთებდა. - მეჩქარება. - წარმოთქვა ძლივს და ისევ შებრუნდა. ანდრომ მანქანას შემოუარა და უკვე ჩამჯდარი ქალის გვერდით მოკალათდა.
- ღვედს იკეთებთ ადვოკატები?
- ყოველთვის. - თქვა აფორიაქებულმა და მანქანა დაქოქა. - სად დაგტოვოთ?
- გუშინ შენობით ვლაპარაკობდით და დღეს რამე შეიცვალა?
- კი, ვფიქრობ შეცდომა დავუშვი რომ არ გაგაფრთხილეთ მაგის შესახებ. - ნელ-ნელა გონს მოდიოდა და ჩვეული ლაპარაკის სტილზე გადავიდა. - ჩვენ მხოლოდ საქმე გვაკავშირებს და გთხოვთ, ნუ იყენებთ სიტუაციას თქვენს სასარგებლოდ.
- არ მესმის რაზე მიმანიშნებ.
- არამგონია მასეთი პატარა იყოთ. რამდენი წლის ხართ?
- ოცდაცხრის.
- მითუმეტეს, დარწმუნებული ვარ ხვდებით რაზეც მიგანიშნეთ და თუ გაგება არ გინდათ, მაშინ სხვანაირად გეტყვით. თუ ჩემთან ერთად საქმეზე სიარული გაქვთ გადაწყვეტილი, ჯანდაბას, დავუშვებ ამ გამონაკლისს, მაგრამ წესები უნდა დაიცვათ!
- საზოგადოებრივი? - მარიქმმა იცოდა რომ მამაკაცი იღიმოდა, ხმის ტემბრზე ამჩნევდა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა არ შეეხედა.
- არ გეხუმრებით. ჩემს წესებზე ვლაპარაკობ!
- ღმერთო, რა საინტერესო ხართ! - უფრო მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში ანდრო და მოსასმენად მოემზადა. - გისმენთ და გემორჩილებით!
- პირველ რიგში ჩემთან შეუთანხმებლად ნუ მოდიხართ ჩემს სახლთან და ნუ მიჯდებით მანქანაში.
- ხომ გითხარი, ეს შემთხვევით მოხდა.
- მანქანაშიც შემთხვევით ჩაჯექით არა?
- მარიამ...
- დღეს გპატიობთ. შენობითი ფორმაც დაივიწყეთ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ საქმიანი პარტნიორები ვართ და ფორმალური წესები ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- მიღებულია ეგ წესი ქალბატონო მარიამ. - ისევ იღიმოდა და ქალს ნერვებს უშლიდა.
- და კიდევ ერთი, - ამაზე უკვე მარიქმმა მამაკაცს თვალებში შეხედა. - დისტანცია დაიცავით ჩემთან. ამას ორივე გაგებით გეუბნებით. მანძილსაც ვგულისხმობ და საუბრის თემასაც.
- ასე გაფრთხობთ ჩემი სიახლოვე?
- თანახმა ხართ ჩემს წესებზე თუ გავაჩერო მანქანა? - წაუყრუა ბოლო შეკითხვას.
- რა გაეწყობა... - თქვა ანდრომ და ფანჯარაში გაიხედა. - მომწონს ასეთი უკარება რომ ხართ.
- ვფიქრობ მანქანის გაჩერება მომიწევს შუქნიშანს რომ გავცდებით!
- მორჩა, ეს ბოლო დარღვევა იყო. ჯარიმა საჭირო არაა. - გაიცინა ანდრომ და მარიამსაც გაეღიმა. - ისე, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
- ეგეც პირადულს უკავშირდება.
- ანუ ბავშვობაში არ გინდოდათ სამართალდამცავობა?
- არა, ბავშვობაში მინდოდა მრბოლერი გამოვსულიყავი.
- რა რადიკალიზმია! - გულიანად გაეცინა ანდროს. - ისე რა გინდა, მრბოლერივით კი ატარებ.
- შენობითი ფორმა სასტიკად აკრძალულია! მეტი გაფრთხილება აღარ იქნება!
- მომიტევეთ!
- მოვედით. - ძრავა გამორთო და ღვედი მოიხსნა. - იცოდეთ, ლაპარაკში არ ჩამერთოთ, საერთოდ არ ამოიღოთ ხმა. მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის. გასაგებია?
- კარგით, ვითომ თქვენი დაცვა ვარ.
- თამაშისთვის ზედმეტად ასაკიანი ხომ არ ხართ?
- თქვენ კი ზედმეტად პატარა ხართ, ამდენი ადამიანის პასუხისმგებლობას რომ იღებთ.
- ვერ მივხვდი?
- ოდესმე აგიხსნით. გეჩქარებათ ახლა. - თქვა და პირველი გადავიდა მანქანდან...
* * *
იმ ღამეს არ მეძინა. ნინო ყველანაირად ეცადა კომფორტულად მოვწყობოდი მაგრამ წარსულმა ისევ არ დამაძინა. ყველა დეტალი მახსენდებოდა და სული მიწუხდებოდა. ბოლოს ხალათი მვიხვიე და წამოვდექი. ყავა მოვიდუღე და სიგარეტს მოვუკიდე. დილამდე ასე ვიყავი, სანამ თავს არ დამათენდა. შემდეგ კი შორტები ამოვიცვი, მაიკა და კეტები ჩავიცვი და გარეთ გავედი. დიდხანს ვიბოდიალე ზღვის ნაპირას, მობრუნებისას ყვავილები ვიყიდე ნინოსთვის და სახლთან მდგარი ,,მერსედესის'' დანახვაზე გული შემიწუხდა. მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. ყვავილებით ხელში რომ დამინახა ლექსომ შეცბა.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ? ნი გამომართვი რა...
- ეე... საიდან? - გამომართვა აღტაცებით და სამზარეულოსკენ გააქანა.
- მომეწონა და გიყიდე.
- რატო დამტოვე მარტო? - ისე გულახდილად მკითხა საკუთარი საქციელის შემრცხვა.
- უბრალოდ... მინდოდა ცოტახნით მარტო ყოფნა...
- ადვოკატებმა ასე იცით?
- ლექსო...
- სივში ამაზე არაფერი გეწერა! არცერთი სიტყვა არ დაგცდენია!
- იმიტომ რომ აღარ ვარ... - დივანზე დავეშვი და თვალებში შევხედე. - და არც არასდროს აღარ ვიქნები.
- მამაშენთან რატომ ხარ ნაჩხუბარი? ან დედაშენი... მარიამ უამრავი კითხვა მაქვს!
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ეს შენ არ გეხება.
- რაც შენ გეხება მეც მეხება მარიამ! გაიგე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ და თუ არ მომიყვები ყველაფერს... იძულებული ვიქნები აღარ გნახო.
- ამის გამო აღარ მნახავ?
- მარიამ ჩემთვის მნიშვნელობვანია შენზე ყველაფერი ვიცოდე, უნდა მითხრა!
- მაშინ წადი...
- წავიდე?
- ხო... ეს ჩემი წარსულია და არ მინდა არაფრის მოყოლა!
- გასაგებია. თუ მოგინდება მიპოვი... - ფეხზე წამოდგა და სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
.......
ლექსოს წასვლის შემდეგ ცრემლები მომერია. არ იყო ჩემგან ამის ღირსი და იმიტომ. უეცრად ვიგრძენი როგორ შევიცვალე. ცხოვრების ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი ვიყავი, ერთი სასამართლოდან მეორემდეც კი რადიკალურად ვიცვლებოდი. როგორი ვიყავი ადრე? ძალიან კეთილი და მიმდობი, მინდოდა არავისთვის მეწყენინებინა, ყველა გამეხარებინა... ისევ მომინდა ასეთი ვყოფილიყავი, ახალი, სრულიად სხვა ცხოვრება დამეწყო და ჩემში ამ გრძნობებს კვლავ ეცოცხლა. ამიტომ უეცრად წამოვდექი. ტელეფონი ჩავრთე, გამოტოვებული ზარებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და პირდაპირ ლექსოსთან დავრეკე.
- სად ხარ?
- რატო მეკითხები?
- მინდა გელაპარაკო...
- ბულვარში, ვსეირნობ.
- კარგი, გამოვალ...
გრძელი, კოჭებამდე თეთრი კაბა ჩავიცვი და ფეხით წავედი ბულვარისკენ, დიდხანს ვიარე, აღარ მინდოდა დამერეკა და უკვე პოვნის იმედი რომ დავკარგე ზღვასთან მჯდარი დავინახე.
- გიყვარს ზღვა? - ზღვას გავხედე და მის გვერდით დავდექი.
- ძალიან... - ვგრძნობდი როგორი გაოცებული მიყურებდა და მსიამოვნებდა. - ულამაზესი ხარ იცი?
- მადლობა. თეთრი საროჩკა გაქვს?
- კი...
- ღია ფერის ჯინსი?
- მარიამ... - გაიღიმა და თვალებში ჩამხედა.
- მინდა ასე ჩაიცვა და ერთად ვიბოდიალოთ პლიაჟზე ფეხშიშველებმა.
- ამ სურვილს აუცილებლად შეგისრულებ, მაგრამ აქ არა.
- მაშინ ახლა სადმე დავსხდეთ და მოგიყვები...
- იცი, ბევრი ვიფიქრე და... არ მინდა. მაშინ მომიყევი როცა შენ გენდომება, არ დაგაძალებ მარიამ...
- ასეთი კარგი რატომ ხარ? - თვალები ცრემლით ამევსო და თავი დავხარე.
- იმიტომ რომ შენ მყავხარ... - წელზე ხელები მომხვია და გულზე მიმიკრო. - მიყვარხარ მარიამ...
* * *
,,სვითთაიმში'' რომ გაიგეს ვინ იყო მოსული ყველა გაქრა საწყალი მდივნის გარდა. მანაც ხან როგორ ეცადა, რა აღარ იბურტყუნა მაგრამ მარიამმა თავისივე დაბეჭდილი საბუთი წარუდგინა მდივანს, რის მიხედვითაც გამოძიებისთვის ხელის შეშლა კანონით ისჯებოდა და ქალიც ზლაზვნით გაუძღვა წინ გენერალურ დირექტორთან. მამაკაცი მაგიდასთან იჯდა. მარიამმა მაშინვე შეამჩნია მისი დაძაბული გამომეტყველება და შინაურულად გაუღიმა.
- როგორ ბრძანდებით ბატონო ირაკლი?
- გმადლობთ, კარგად. ვის ვესაუბრები?
- გთხოვთ, არ გვინდა ფარისევლობა. გულწრფელად ვისაუბროთ. მით უმეტეს, რომ საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მე ვარ მოსული, თქვენს ყოფილ კოლეგას, რამაზ მებურიშვილს ეხება. ის ახლა წინასწარი პატიმრობით ზის ციხეში, დარწმუნებული ვარ იცით ამის შესახებ.
- დიახ, ვიცი. მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- თქვენი ასევე ყოფილი თანამშრომლის, ალეკო დულარიძის ნავაჭრები, ქვითრები, აღრიცხვები, ყველაფერი მჭირდება რაც მისი მუშაობის დღიდან იწერებოდა.
- არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს - შეყოყმანდა ირაკლი.
- მე ვიცი, რომ გაქვთ. დამიჯერეთ ბატონო ირაკლი, ამით არაფერს წააგებთ. საქმეს თქვენთან ოდნავი შეხებაც არ აქვს.
- და ამის მერე თავს დამანებებთ?
- ვფიქრობ კი.
- კარგით, წამომყევით.
მთელი საუბრის განმავლობაში ანდრომ, როგორც შეპირდა, ხმა არ ამოიღო. ის ოდნავ მოშორებით იჯდა და აკვირდებოდა მარიამის ლაპარაკის მანერას, სტილს, ტაქტიკას. დროდადრო ეღიმებოდა, შემდეგ სახე რადიკალურად ეცვლებოდა. მათი საუბრის დასრულების შემდეგ კი წამოდგა და ქალს უკან აესვეტა. საკმაოდ დიდ ხანს მოუნდნენ ყველაფრის შეგროვებას და ამობეჭდვას. ბოლოს ირაკლის დაემშვიდობნენ, მარიამმა მადლობა გადაუხადა და მანქანაში ჩაჯდა.
- რას იტყვი? - ღვედი შეიკრა ანდრომაც და ქალს გადახედა.
- დაახლოებით ექვსი ათასი დავითვალე. ამას დავამატოთ ათასი იმ ჩეკებისა და ამონაწერებისა, რომელიც არ გატარებულა და გამოდის ალეკომ სავარაუდოდ შვიდი ათასი შეჭამა. ეს უკვე კარგია, რადგან სამი ათასის თანამშრომელზე მიწერა ცოტა არაა. მე ამ თანხას უფრო გავამუქებ და სადავო ათი ათასს ხუთამდე ჩამოვიყვან. ამან თუ არ გაჭრა რამაზის ჩვენებას საერთოდ დავაყენებ ეჭვქვეშ, რადგან როგორც გავიგე ასი ათასის გაფლანგვაზე ზის ახლა. მოკლედ თუ მოსამართლემ ძალიან არ გამიჭინაურა შენი მეგობარი ერთ თვეში გარეთ იქნება. პირველ ვარიანტში საპროცესოს ორიათასზე შევათანხმებ, გაწყობთ ეს თანხა?
- რა თქმა უნდა!
- მეორე შემთხვევაში კი ნასამართლეობა სრულად მოეხსნება, თუ ვიყოჩაღებ კი მორალური ზიანის ანაზღაურებისა და გაცდენილი სამუშაო დღეების სანაცვლოდ აქეთ დავაკისრებ საკმაოდ კოლოსარულ თანხას. თუმცა ეს შეიძლება ძალიან გამიჭირდეს.
- ისე, ჩვენ თანხაზე არასდროს გვილაპარაკია. რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
- როდესაც კლიენტი უდანაშაულოა...
- ვიცი, ვიცი თქვენი წესები მაგ მხრივ. თუ უდანაშაულოა ნათესავები იმდენს გიხდიან, რამდენის საშუალებაც აქვთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ალეკო დამნაშავეა.
- საერთოდ, სისხლში ხუთი ათასს ვითხოვ ხოლმე, მაგრამ რადგან ეს გაფლანგვაა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხიდან შვიდ წლამდეა, ორიათასს ვითხოვ. თუ პროცესი წავაგე საერთოდ არაფერს.
- თქვენი თავდაჯერებულობა მაოცებს!
- ხომ გითხარით, შრომა, უმაღლეს ხარისხში აყვანილი, ხელოვნებაა-თქო.
- ხო, მაგრამ არ ამიხსენით!
- ოდესმე აგიხსნით. მე ახლა საადვოკატოში მივდივარ, სად დაგტოვოთ?
- სიამოვნებით წამოგყვებოდით მანდაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნებას არ დამრთავთ.
- სწორია! - გაიღიმა მარიამმა.
- მაშინ ლესელიძეზე. იქ კაფე მაქვს და სიამოვნებით დაგპატიჟებდით დღეს საღამოს ყავაზე, ან თუნდაც ჩაიზე...
- ვწუხვარ, მაგრამ არ მცალია. თქვენს გარდა სხვა კლიენტიც მყავს.
- არ გეტყობათ რომ წუხდეთ! - აშკარად გაბრაზდა ანდრო.
- მართალია, უბრალოდ სწორად შერჩეული უარი გითხარით. - ისე გაიცინა ეტყობოდა როგორ უხაროდა ანდროს ნერვების მოშლა.
- საყვარელი ადამიანი გყოლიათ?
- მასეთი საკმაოდ ბევრი მყავს.
- კარგად იცით რასაც გეკითხებით!
- პირადულს მეკითხებით ბატონო ანდრო? - ნიშნის მოგებით ჩაიცინა მარიამმა და მანქანა გააჩერა.
- ეს ლესელიძე არაა...
- ვიცი. - ისევ იღიმოდა და ანდროს აფეთქებას ელოდა.
- გასაგებია! - სიმწრით ჩაიცინა მამაკაცმა. - ისიც გასაგებია რატომ არავინ არასდროს გყოლიათ! - მანქანიდან გადავიდა და კარი ისე მოაჯახუნა მარიამმა კინაღამ შეამოწმა შიგნით ხომ არ შემოაღო-ო. შემდეგ მანქანა დაძრა. მოგონებებმა შეაწუხა და თავი მაშინვე სწრაფად გააქნია.
- არ იფიქრო მარიამ, ჩვენ ხომ ვისწავლეთ, არ ვფიქრობთ, რასაც არ ეშველება... თვითკონტროლი ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სიძლიერეა... არ იფიქრო... არ იფიქროო! - ფიქრები ელვის სისწრაფით ჩნდებოდნენ გონებაში და მარიამი მათგან თავს ვერაფრით იცავდა. უცებ მანქანა გააჩერა და გადავიდა. მათხოვარი დაინახა, ჯიბე მოიჩხრიკა და ხურდა რომ ვერ ნახა მანქანაში დაბრუნდა. რამდენიმე მონეტა ამოკრიფა და გაჭირვებულს დაეხმარა. ტანსაცმლის მაღაზიის დანახვამ ძალიან გაახარა და პატარა შოპინგი გადაწყვიტა, ამით მარიამი ცდილობდა ყურადღება გადაეტანა. კიბეები აირბინა, თუმცა არ დასცალდა. ტელეფონს რომ დახედა და თაზოს ნომერი დაინახა ნერვები მოეშალა.
- სად ხარ?
- აქვე, მარჯანიშვილზე, რა იყო?
- რატომ აგვიანებ?
- საქმე მქონდა.
- ოჰ, ეგ საქმე ანდრო ქარცივაძეა?
- არა! ალეკო დულარიძე!
- ასე მოგეწონა? - არ ჩერდებოდა თაზო და უცებ მარიამი ერთიანად შეიშალა.
- შენი რა საქმეა ვერ გავიგე, ან რა ჭორაობა გამიბი ტელეფონზე თამაზ ზედმეტი რო მოგდის მაინცდამაინც მე უნდა გითხრა და შენ ვერ იგრძნო? რომ მოგწონვარ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ასე უნდა ჩაერიო ჩემ ცხოვრებაში!
- ვინ გითხრა რომ მომწონხარ? - დაიბნა ბიჭი.
- ვისი თქმა მჭირდება, სახეზე გეწერა ყოველთვის! ახლა ეჭვიანობაღა გაკლდა.
- არ ხარ მართალი... - ჩაილუღლუღა თაზომ. უკვე ნერვები ეშლებოდა საერთოდ რას დავურეკეო.
- ვარ! - ტელეფონი გათიშა და უკან მიტრიალდა.
საადვოკატო ფირმა, რომელშიც მარიამი უკვე სამი წელია მუშაობდა აღმაშენებელზე მდებარეობდა, ამიტომ რამდენიმე წუთში იქ გაჩნდა. ყველას მიესალმა შეძლებისდაგვარად და მდივანს ამბები გამოკითხა. თაზომ როგორც კი დაინახა ისე სწრაფად შეტრიალდა როგორც ''შატალოზე'' გაპარული ბავშვი დერეფანში დამრიგებლის დანახვისას. კაბინეტში შევიდა, კოლეგებს მიესალმა და თავის მაგიდასთან როგორც კი დაჯდა ნოდარი თავს დაადგა.
- როგორ ხარ?
- უკვე დაღლილი, შენ? - კომპიუტერი ჩართო და უჯრიდან რაღაც დოკუმენტები ამოიღო.
- მე ჯერ არა. სად იყავი?
- დულარიძის საქმეზე ''სვითთაიმში''.
- ეგ ისაა, გუშინ სიმპატიურ ბიჭთან ერთად რომ წახვედი? - ნოდარსაც ამაზე უნდოდა ლაპარაკი და გაუხარდა მარიამმა თვითონ რომ დაიწყო.
- კაცთან, გინდოდა გეთქვა ალბათ. - მაუსი აამოძრავა და საქაღალდეებში დაიწყო ქექვა.
- კაცი მე ვარ მარიამ, ის კიდევ ჯერ საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. დამნაშავეა?
- დულარიძე?
- ხო აბა ეგ ბიჭი დაჭერილს არ გავდა. - გაეცინა ნოდარს და მარიამის გვერდით, სკამზე ჩამოჯდა.
- ხო, დაახლოებით შვიდამდე აქვს აღებული. საჩივარში კი ათი წერია.
- აჰა, უკვე ვიცი პროცესს როგორც მოიგებ!
- არა, მასე არ მინდა. მომჩივანი კერძო პირია, ''სვითთაიმის'' ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც ახლა ციხეზეა ასი ათასის გაფლანგვისთვის.
- არ მითხრა, რომ გინდა ყველაფერი მას ''შეტენო'' და საჩივრის უტყუარობა ეჭვქვეშ დააყენო!
- ეს ადვილი არ იქნება, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ დულარიძეს მართლაც აქვს აღებული თანხა და პროკურორი ძაან ''მომაწვება''. მაგრამ ვიზავ უეჭველი რაღაცას რა. ლაგვილავას საქმეზე რამე ხომ არ გამოუჩხრეკიათ?
- არა, თან ის ქალიც ვერ გამოჯანმრთელდა ბოლომდე.
- თუ ანდრიაძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სხვა გზა არ გვექნება, აფექტს უნდა მივაწეროთ. მაგრამ გარისკავს ქმრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას?
- ანდრიაძე ამბობს ვერ გაბედავსო.
- ხომ არ ჯობს მე მივიდე?
- მე თუ მკითხავ, ჯობს სულ ჩამოშორდე ამ საქმეს! - ფრაზას მარიამი არ გაუკვირვებია, მაგრამ ისეთი სახით შეტრიალდა ნოდარისკენ კაცმა თვალი აარიდა.
- ბარემ თავი ხომ არ დავანებო ადვოკატობას?
- მარიამ, მე ვშიშობ შენს გამო! შენ ეს უკრაინა ხომ არ გგონია. საქართველოში ქალი და კაცი არ იციან!
- გეშინია ვინმემ არ მომკლას? - გაეღიმა მარიამს.
- არ გამოვრიცხავ!
- იმედია ჩემს მკვლელს არ დაიცავ სასამართლოზე.
- და ღირსი არ იქნები? ამდენ მკვლელს, თაღლითს და კიდევ ათას ბოროტმოქმედს რომ იცავ და ''სვაბოდაზე'' ტოვებ? ან როგორ ახერხებ!
- შრომა, უმაღლეს ხარისხში აყვანილი, ხელოვნებაა!
- ვიცი, ვიცი! - წამოდგა გულმოსული ნოდარი და გულზე ხელი მიიდო. - ოდესმე ამიხსნი - გამოაჯავრა ქალს და თავისი მაგიდისკენ წავიდა.
- კარგი მოსწავლე ხარ. - ჩაიცინა მარიამმა და კლავიატურაზე ხელები სწრაფად აათამაშა.
სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავიდა. უკვე შვიდი ხდებოდა. ნენე არ დახვდა. ეკა წამოწოლილი იყო და ჩასძინებოდა. ამიტომ ჩუმად შევიდა სამზარეულოში, თავისი საყვარელი სალათის ფურცლების სალათი გაიკეთა, წვენი გადმოიღო, გემრიელად ივახშმა და ვერც კი გაიგო ისე წამოადგა ნენე თავს.
- როგორ ხარ?
- ღმერთო, როგორ შემაშინე! რა ჩუმად შემოხვედი, შენ როგორ ხარ? - გულზე ხელი მიიდო მარიამმა და დასაწყნარებლად წვენი დალია.
- რავი კარგად. მეც მშია. - თეფში და ჩანგალი გადმოიღო გოგონამ და მაგიდას მიუჯდა. მარიამს უნდოდა ეკითხა, რა ხდება სკოლაშიო, მაგრამ გაახსენდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, თვითონ ყოველთვის პასუხობდა არაფერი-ო. ამიტომ შეეცადა კითხვა სხვანაირად დაესვა.
- სკოლა ისევ ისეთია?
- ისეთი, როგორი?
- რავი, მოსაწყენი. მახსოვს ბოლო ზარზე აღარც კი მჯეროდა რომ მეორე დღეს სკოლაში არ უნდა წავსულიყავი და უფრო მეტიც, არასდროს აღარ მექნებოდა გაკვეთილები, რომელზეც დასვენებამდე წუთებს დავითვლიდი...
- ხო, მეც ასე ვარ. - ნენე ერთადერთი იყო, რომელთანაც მარიამს ადვოკატური ფანდები არ გასდიოდა. ამიტომ პირდაპირ მთავარ თემაზე გადავიდა.
- როგორ ადექი დილას, მთელი ღამე რომ ტელეფონზე ლაპარაკობდი?
- ტელეფონზე არა, ''სკაიპში''.
- ნუ ხო, რა მნიშვნელობა აქვს. - ბრაზი მოერია მარიამს
- არ გამჭირვებია. - ჭამა დაასრულა ნენემ და წამოდგა.
- შეყვარებული ხარ?
- მარიამ კარგად გიცნობ და ვიცი, ეს საუბარი სკოლაზე მხოლოდ იმიტომ წამოიწყე, რომ ამ თემამდე მისულიყავი...
- მერე ცუდს ვაკეთებ თუ ვინტერესდები?
- არა, მაგრამ ვიცი რითიც გაგრძელდება შენი დაინტერესება!
- და არ გინდა რომ გავიგო ვინაა. საქმე ჩვეულებრივ ბიჭს რომ ეხებოდეს დარწმუნებული ვარ მეტყოდი, არ არსებობს შეგიყვარდეს და გულში დაიტიო ამხელა ძალა. ვინმეს მაინც უნდა უთხრა. ასეთი რა ჭირს, რომ მე არ მეუბნები, ნასამართლევია?
- არ ვიცი... - მაინც გამოტყდა ნენე.
- აბა რატომ მიმალავ? კუდში დევნას კი არ დაგიწყებ ეკასავით, გამაცანი მე თუ მომეწონება-თქო. შენ არჩევანს ყველა პატივს სცემს ხომ იცი და თუ უბრალოდ რამე რჩევას მოგცემთ, ეს მხოლოდ...
- შენ არ გესმის! ის დიდია გესმის? თანაც ვერ გავიგე... პეპელასავით მექცევა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები-ო!
- თუ დიდია, ესეიგი კარგად იცის რა უნდა და თუ ეგრევე კოცნაზე არ გადავიდა მით უმეტეს, ეგ უკეთესია. ესეიგი ჩვეულებრივი, ერთი ღამის გართობა არ უნდა შენთან... - მარიამი პირველად ლაპარაკობდა ნენესთან ასეთ ინტიმურ თემებზე და სიტყვების პოვნა უჭირდა. - რამდენად დიდია?
- ეგეც არ ვიცი...
- ნენე ცოლი ხომ არ ყავს?!
- არ ვიცი მარიამ, არაფერი არ ვიცი მასზე... ყოველთვის თავს არიდებს ასეთ კითხვებს. მე კი მგონი უკვე მართლა მიყვარს გესმის? - თავი მაგიდაზე დადო გოგონამ და ფიქრებში წავიდა. მარიამი სულ დაიბნა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მართლა პირველად ესაუბრებოდა ნენე ამ თემაზე, მეორეც, სიტუაცია ძალიან გაურკვეველი იყო და ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ ნენეს უყვარდა. ან უბრალოდ ეგონა რომ უყვარდა.
- თუ გინდა მითხარი ვინაა და ყველაფერს გაგიგებ მასზე ხომ იცი. - გაუღიმა ბოლოს და თმაზე მოეფერა.
- მასე რა აზრი აქვს... მინდა თვითონ მითხრას. ხან სად დავდივართ ერთად და ხან სად, სულ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენზე არა. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველაფერი იცის ჩემზე...
- ხოდა შენც ადექი და პირდაპირ კითხე! თუ მოგატყუებს იმაზე მაინც აღარ დაადანაშაულებ შენს თავს მომავალში, რომ არ გიკითხავს არასდროს და ღირსი ხარ რომ დაგიმალა...
- მასე არ შემიძლია მარიამ, ასე არ ხდება...
- ჩვეულებრივ კითხე, რომ...
- მარიამ არ მინდა-თქო, მინდა თვითონ მითხრას! - თავი წამოწია გოგონამ და ფანჯარაში გაიხედა.
- ცოლი რომ ყავდეს?
- არამგონია...
- მითხარი ვინაა და გავიგებ.
- არ მინდა მარიამ არა! ამიტომაც არ გეუბნებოდი, ხომ ვიცოდი რითიც გაგრძელდებოდა შენი დაინტერესება არა?
- ხო მაგრამ...
- მასე არ ხდება! მე სხვანაირი სიყვარული მინდა! არ მინდა შენსავით...
- ნენე! - შეაწყვეტინა კართან მდგარმა ეკამ, თუმცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მარიამს თვალები აემღვრა.
- მართალი ხარ, მე როგორ შეიძლება რომ გირჩიო... - მაინც შეძლო და ოდნავ გაუღიმა. ამ დროს თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ამაყ, მოუდრეკელ ადვოკატს, რომელიც თითქმის არასოდეს აგებდა პროცესს ერთი ციდა ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. საკუთარ თავთან მარცხის განცდა უფრო მწარე აღმოჩნდა მისთვის, ვიდრე ოდესმე დაშვებული შეცდომა. მძიმედ წამოდგა. ნენეს დაჩურჩულებული მაპატიესთვის ყურადღება არ მიუქცევია. შემოსასვლელში უდიერად მიგდებულ გასაღებს ხელი წამოავლო, ჩანთას დასწვდა და კარი ფრთხილად მიხურა. კიბეებზე ჩარბოდა და შეუკავებელ ცრემლებს იწმენდდა. ჰაერმა ვერ უშველა და შეუცნობლად დაადგა გზას, რომელიც უამრავჯერ გაუვლია.
თბილისში დაბრუნება არ მინდოდა, თუმცა საქმე არ იცდიდა.
- მარიამ გამარჯობა ლიკა ვარ გახსოვართ?
- დიახ ლიკა, როგორ ბრძანდებით?
- საშინლად... მანქანა თითქმის სრულად არის განადგურებული, პარკინგზე რაღაც დიდი მანქანა დაეჯახა თქვენი კომპანია კი ზარალს არ მინაზღაურებს!
- ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო ლიკა...
- თქვენი წუხილი არაფერს მიშველის! ხომ მითხარით ზარალი ყველა შემთხვევაში აგინაზღაურდებათო!
- დიახ და ასეც იქნება. პატრული ხომ გამოიძახეთ?
- აბა რას ვიზავდი!
- ჩვენთანაც ხომ დარეკეთ?
- კი მარიამ ყველა პროცედურა სწორად გავაკეთე!
- ხოდა ნუ ღელავთ, მე დღესვე ჩამოვალ თბილისში და ყველაფერს გავარკვევ.
- იმედი მაქვს!
ლექსომ მაშინვე დამამშვიდა და დამპირდა შენს კლიენტს ზარალს აუცილებლად ავუნაზღაურებთო. ნინოსთან მივედით, ტანსაცმელი ავიღე და დავემშვიდობე.
- მამაშენი თუ ქურდი იყო არ მეგონა. - მანქანაში ჩაჯდომისთანავე მითხრა და ძრავა ჩართო.
- ხო... უკრაინაში ცხოვრობდა და იქიდან აგვარებდა ყველაფერს...
- მის გამო გადაწყვიტე ადვოკატობა?
- ხო... მახსოვს ბავშვობაში სახლში დაჭრილი მოვიდა, რაღაცის აღება უნდოდა და პოლიციაც უკან მოყვა... სისხლისგან იცლებოდა მაგრამ რეციდივისტივით ბორკილები დაადეს და გააქანეს... მახსოვს როგორ ვტიროდი და ვთხოვდი არ წაეყვანათ... მას მერე ნენე თვეობით არ ლაპარაკობდა...
- ნენე დედაშენია?
- არა... ჩემი და...
- და? არ ვიცოდი დაც თუ გყავდა... სადაა ახლა?
- სამოთხეში... - თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
- მაპატიე...
- არაფერია... მანამდე ვოცნებობდი მრბოლერი გამოვსულიყავი და სკოლაში სულ ორიანები მეწერა. ამ ყველაფრის შემდეგ კი სწავლა დავიწყე... მამაჩემი როგორღაც გამოვიდა და უკრაინაში გაიქცა. ერთი წლით ადრე ჩავაბარე ყველა საგანი, ჩემები და მასწავლებლები გაოცებულები იყვნენ, ვერ გაიგეს რატომ შევიცვალე ასე... სამართალზე რომ ჩავაბარე ყველასთვის ნათელი გახდა რაც დამემართა. თავიდან ჩვეულებრივ უყურებდნენ ამ ფაქტს, მაგრამ როცა პროცესებს ზედიზედ ვიგებდი და მხოლოდ რამდენიმე წავაგე ნიკამ დარეკა და მთხოვა შემეწყვიტა ეს საქმიანობა. მე გავჯიუტდი, შემდეგ ჩამოვიდა და პროკურატურამ მაშინვე სცადა მისი აყვანა...
- შენ მის ადვოკატად დაინიშნე და გინდოდა პროცესი სიმართლით მოგეგო...
- მან კი უარი განაცხადა... და სხვა აიყვანა...
- პროცესი მოსყიდვებით მოიგო და გათავისუფლდა...
- ამაზე გაზეთები წერდნენ არა?
- ხო.
- მას მერე მასთან აღარ მილაპარაკია... ვიცოდი რომ დამნაშავე არაფერში იყო და ვაპირებდი ეს ყველასთვის სიმართლით დამემტკიცებინა. მან კი სიცრუის გზა აირჩია, იოლი გამოსავალი იპოვა... და მეც ამ გზას გავყევი... იმ დღის მერე არცერთ სასამართლოზე ჩემი კლიენტი არ გაუმტყუნებიათ... სამართალი იმდენად შევისწავლე, რომ უსამართლობად ვაქციე... რა აღარ ქნეს... მე კი ამ გზიდან ჯიუტად არ გადმოვდიოდი... ეს მხოლოდ ნენემ... - ცრემლები ისევ წამომივიდა და ფანჯარაში გავიხედე. - მხოლოდ ნენემ და ანდრომ შეძლეს...
* * *
იმ ღამით მარიამს მტკვრის ნაპირას თავზე დაათენდა. ბევრი იტირა, არ იცოდა რატომ... თუმცა როგორ არა, იცოდა... მის ცხოვრებას მისტიროდა, დაკარგულ ცხოვრებას, რომელმაც სხვისი საქციელების აჩრდილად აქცია. ნენე მართალი იყო, როგორ შეიძლებოდა მარიამს სიყვარულზე ხმა ამოეღო მაშინ, როცა ოცდასამი წლის იყო და ბიჭი არ ყოფილა მის ცხოვრებაში. მხოლოდ კოდექსები, სისხლი, ბინძური, ავადმყოფური მკვლელობები, თაღლითობები, სიცრუე... ღალატი... და ის ამ ყველაფერს ამართლებდა... ამართლებდა მთელი ძალით და გონებით, როგორც შეეძლო ყველა მხრიდან უვლიდა და მაინც ამართლებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისისთვის მისი პროფესიონალიზმი დაემტკიცებინა, სამართალდამცავებისთვის კი სამართლის უსამართლობა. რვა წლის იყო ამ ცხოვრებისკენ რომ გადადგა ნაბიჯი, იცოდა სადღაც რომ დაუცდებოდა ფეხი, იცოდა რომ დასრულდებოდა, ის კი მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ...
- რა გჭირს? - ნოდარმა რომ მასზე ადრე მისული დაინახა სამსახურში ელდა ეცა.
- არაფერი...
- სახლში არ ყოფილხარ? - წინა დღის ტანსაცმელზე შეატყო კაცმა და გვერდით მიუჯდა.
- ნოდარ... ვიცი ჩემთვის ვინ ხარ და ისიც ვიცი რომ მამაჩემზე მეტად ზრუნავ ჩემზე, მაგრამ გთხოვ, დღეს არაფერი მკითხო კარგი? ეს საქმეს არ უკავშირდება...
- მარიამ... - ასეთი დაღლილი და გულწრფელი მარიამის ნახვამ ერთიანად დაშალა ნოდარი. - კარგი... მაგრამ დამპირდი რომ ოდესმე მომიყვები.
- მოგიყვები...
- ოჰ! არ მითხრა რომ დამლაგებელზე ადრე მოხვედი! - შემოიხედა თაზომ, მაგრამ მარიამმა თვალი აარიდა და ისიც უეცრად მოტყდა. - მარიამ რა გჭირს?
- დაანებე თავი შენღა აკლიხარ, ცუდად ეძინა! - უპასუხა ნოდარმა და მის მაგიდას დაუბრუნდა.
- პირი შეკარით? - არცერთმა რომ არ მიაქცია ყურადღება თაზო ერთიანად მოიშხამა. - აი პროსტა რა!!! ხმა არ გამცეთ არცერთმა!!! გესმით?
- ისედაც არ გცემთ. - გაიცინა ნოდარმა.
- შენც გადაგიბირა არა? წეღან ზურაბი შემხვდა, იმანაც ზედ არ შემომხედა რაღაც ზედმეტად გაბრაზებული ჩანდა, რა იყო სამსახურიდან ხო არ გამაგდეთ და არ ვიცი?
- გეყოფა თაზო, ხომ ხედავ ცუდ ხასიათზეა მარიამი!
- მარიამი ცუდ ხასიათზეა, ზურა გაცოფებული, შენც მეჩხუბები... მორჩა უკვე მეც ცუდ ხასიათზე ვარ და თქვენი უჟმური სახეების ყურებას არ ვაპირებ! - კარი გაიჯახუნა თაზომ და ნოდარმა გულიანად გადაიხარხარა.
- რა სასაცილო ბიჭია... ნეტა ზურაბს რაღა ჭირს?
- გამარჯობა! - კარი შემოაღო ზურას მდივანმა. - მარიამ ბატონი ზურაბი გიბარებს... არ ვიცი რა უნდა მაგრამ საშინელ ხასიათზეა.
- ამას ველოდი...
- რას?
- ზურას გამოძახებას ნოდარ... მაგრამ არ მეგონა ასე მალე თუ მოხდებოდა ეს...
- ვერ მივხვდი...
- მამაჩემმა ძალიან გაიდგა ფესვები რუსეთში ამ ბოლო დროს... რა თქმა უნდა, მთავრობაშიც ეყოლება მისი ხალხი...
- ფიქრობ რომ საქართველოში დაარეკინა და...
- ხო... ავედი, სავარაუდოდ ძალიან მალე ჩამოვალ.
კიბეები ზლაზვნით აიარა, მდივანს გაუღიმა და კაბინეტის კარზე დააკაკუნა.
- შემოდი. - გამოსძაძა ზურამ და მარიამიც ნელა წავიდა მისკენ. - დაჯექი. რა გჭირს რაღაც... გადაღლილი ჩანხარ...
- ცუდად მეძინა.
- სწორად ამაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი. - წამოდგა და კარადიდან ვისკი გადმოიღო. მარიამსაც დაუსხა და ჭიქა გაუწოდა.
- გმადლობთ, მაგრამ არ ვსვავ ხომ იცით.
- ეს კიდევ ერთი მიზეზია. - წინ დაუჯდა და ჭიქა ერთიანად დაცალა. ეტყობოდა ლაპარაკი უჭირდა და სიტყვებს ეძებდა. - მარიამ... ხომ იცი შვილივით გიყურებ...
- ბატონო ზურა გთხოვთ, ყველანაირი შესავლის გარეშე მითხარით.
- ყველა საქმეს უნდა ჩამოშორდე, ვინც დამნაშავეა... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ყველა მკვლელი და რეციდივისტი შენ გითხოვს ადვოკატად. მალე ალბათ საერთოდ დაგვხურავენ მთავრობის ხალხი შოკშია!
- მაშინ არ იყვნენ, თვითონ რომ ვჭირდებოდი?
- მარიამ...
- მამაჩემმა დაგირეკა თუ სხვას დაარეკინა?
- შინაგან საქმეთა მინისტრმა...
- სად შეგვიძლია... - გაიღიმა ირონიულად და წამოდგა. - განცხადებას მდივანს დავუტოვებ...
- მარიამ არ გინდა... მჭირდები...
- ასე ვერ ვიმუშავებ, მე ისედაც მეყოლება კლიენტები, იმხელა რეპუტაცია მაქვს, რაც არ უნდა ქნან მაინც ყოველთვის ყველა მე დამირეკავს და იცით რატომ?
- მარიამ...
- იმიტომ, რომ შრომა, უმაღლეს ხარისხში აყვანილი, ხელოვნებაა! უდიდესი ხელოვნება და ის ერთადერთია, რასაც ვერასოდეს ვერავინ წაშლის, ის ყოველთვის იქნება მწვერვალზე, რომელიც შვიდი სართულით მაღლაა ღრუბლებამდე. - გაუღიმა გაოცებულ ზურაბს და კარისკენ წავიდა. - ოდესმე აგიხსნით...
* * *
მოგონებების გასაფანტად თავი გიჟივით გავაქნიე. ლექსო მიხვდა, რომ მეტის მოყოლას ვეღარ შევძლებდი და თემა შეცვალა.
- იცი მე ვინ მინდოდა ბავშვობაში რომ გამოვსულიყავი?
- ალბათ მეთევზე.
- მეთევზე რატო? - გამომხედა გაოცებულმა.
- წყალს არ მოცილებიხარ რაც ერთად ვიყავით და იმიტომ.
- არა, მეხანძრე. - თქვა ამაყად და გულიანად გამეცინა.
- ახლაც არაა გვიან.
- შენთვისაც არაა გვიან. მრბოლერობას ვგულისხმობ, რომელი მანქანა გინდა?
- მყავს მანქანა...
- ჩემს გაოცებას არ წყვეტ... ბანკშიც გექნება შენ თანხა.
- ასი ათასამდე იქნება...
- მარიამ... ღმერთო რა უცნაური ხარ... მანქანა გყავს, ფეხით დადიხარ. სახლი გაქვს, ნაქირავებში ცხოვრობ, ფული გაქვს და ჩემს ასისტენტად მუშაობ სამი ათას ლარზე...
- მანქანა რომ გამომეყენებინა, მიპოვიდნენ. თანხა მომეხსნა, მომძებნიდნენ. ერთ მისამართზე მეცხოვრა...
- მეშინია რომ მეც გამექცევი... - წვიმა წამოვიდა და მინის საწმენდები ჩართო. - მეშინია რომ ვეღარ გაუძლებ და დაგკარგავ...
- გავუძლებ... საზიზღრები ვართ ადამიანები... ყველაფერს ვუძლებთ... შენ არ შეგეშინდეს კარგი? - ხელზე ხელი დავადე და სახეზე შევხედე. - ძლიერი ვარ... და მე დაგიცავ... - გაიღიმა, მაგრამ ძალიან სევდიანად.
* * *
სახლში გულდამძიმებული შევიდა. ეკა დივანზე იწვა. როგორც ჩანს მთელი ღამე ელოდა.
- დე... დე მაპატიე კაი?
- მარიამ... - წამოჯდა გაფითრებული. - რა აღარ ვიფიქრე მარიამ, დედა, ასე მეორედ აღარ მოიქცე გესმის?
- აღარ მოვიქცევი... ნინოსთან ვიყავი და...
- ნუ მატყუებ დედა, ნუ...
- მაპატიე... - თავი კალთაში ჩაუდო და მოეფერა. - შენ არ იმსახურებ... ასეთ შვილს არ მიმსახურებ...
- რა მოხდა მომიყევი...
- სამსახურიდან წამოვედი... ჩაი დამალევინე რა და თან მოგიყვები.
მოყოლა დასრულებული არ ჰქონდა ნენე რომ შემოვიდა. თვალები უბრწყინავდა. მარიამს ჩაეხუტა, დედას აკოცა და მაცივარს მიადგა.
- რა გჭირს შენ? - ვეღარ აიტანა მისი დუმილი ეკამ.
- აუ... რაღაც უნდა გითხრათ ოღონდ... არ დაპანიკდეთ.
- თქვი... - წყალი ჩამოასხა ეკამ და გულზე ხელი მიიდო.
- ოო! უკვე ნერვიულობ!
- და დროზე თუ არ იტყვი გულიც გაუსკდება! - ქვეშიდან ახედა მარიამმა.
- მოკლედ... ვთხოვდები. - გაიცინა მეცხრე ციდან და ეკას კალთაში ჩაუჯდა.
- რა თქვი ნენე? ადექი ერთ წამს... ვისზე თხოვდები გოგო ნუ გადამრიე... ვაიმე მარიამ რამე დამალევინე. - მარიამი მისაღებში გავარდა და წამლების ყუთი რომ ვერ იპოვა ბარიდან ვისკი გადმოიღო, ჭიქაში დაასხა და ეკასთან შევიდა. - ვინ არის გოგო ან გვარი მითხარი, ან ოჯახი... მარიამ ეს რა მომიტანე?!
- ეს უკეთესია დამიჯერე.
- ვაიმე... მამაშენი ყველას დაგვხოცავს...
- აუ დედა მორჩი რა! ვთხოვდები წამალს ხომ არ ვიკეთებ!
- ნენე რეებს ამბობ დედა რეებს?!
- ჩემი ბედნიერება არ გიხარიათ? მარიამ უთხარი რამე! - მარიამმა ვისკი თავისთვისაც ჩამოასხა და ერთი მოყუდებით დალია.
- როდის მოვა ჩვენთან?
- ეგ არ მიკითხავს...
- დაურეკე და უთხარი რომ მისი გაცნობა გვინდა. - მეორედ დაისხა მარიამმა.
- კაი... იცოდეთ არ დამიფრთხოთ ახლა თორე თავს მოვიკლავ!
- მშობლებიც წამოიყვანოს უთხარი... - მიაძახა ეკამ და მარიამს მიუბრუნდა. - დამისხი კიდე...
ნენე დიდხანს იყო გასული... იმდენად დიდხანს რომ მარიამი მისი ოთახისკენ დაიძრა. იქ არავინ დახვდა თუმცა... ძალიან ნაცნობი, საშინელი სუნი ეცა და სული შეეხუთა, პირღებინების გრძნობა დაეუფლა, აბაზანისკენ გაიხედა და... შემდეგ რაც მოხდა მისმა გონებამ ვეღარ აღიქვა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სისხლის გუბე დაინახა, ბლანტი სითხე ნელნელა მიიწევდა მისკენ, მასაც ეგონა რომ იქით მიდიოდა, სინამდვილეში კი მუხლებზე იდგა და ერთიანად კანკალებდა.
- ნენე... ეს რა ქენი ნენე... - მიხოხავდა და თავისთვის ბუტბუტებდა. - ჩემო ნენე... ჩემო სიცოცხლე ეს რა გააკეთე ნენე... - მოულოდნელად გაიაზრა ეკას რეაქცია ამის დანახვაზე და იმის შიშით რომ დედაც არ დაეკარგა მუხლების კანკალით ფეხზე წამოდგა. - ჩემო გოგონა... - აკანკალებული ხელით პულსი გაუსინჯა იმ იმედით, რომ ოდნავ მაინც იგრძნობდა მის ფეთქვას, მაგრამ ამაოდ. ცრემლებით მიმხმარი თმა სახიდან გადაუწია, დის უსიცოცხლო სხეული გულზე მიიხუტა და მთელი ხმით ატირდა. - ჩემო გოგონა... ჩემო სიცოცხლე... ეს რა გააკეთე ნენე... ეს როგორ გამიკეთე მითხარი გთხოვ... ოღონდ ხმას ამოიღებდე და რაც გინდა მითხარი ნენე... მითხარი რომ ცუდი და ვიყავი... ყურადღებას არ გაქცევდი... ჩემი ბრალია ვიცი ნენე... რამე მითხარი გთხოვ... მითხარი რამე ნენე ასე როგორ დამტოვე! - სახეზე ეფერებოდა და გაყინულ სხეულზე საკუთარ ჟაკეტს ახვევდა. ნამტირალევ თვალებს უკოცნიდა და ქვითინებდა. დიდხანს იყო ასე. შემდეგ კი ხელში აიყვანა. თავის ოთახში საწოლზე დააწვინა, ხელები გულზე დაადებინა და კარი მიხურა.
- მარიამ სადაა ეგ გოგო ამდენხანს, ჭურჭელიც დავრეცხე, სამზარეულოც... მარიამ... რა ხდება დედა... - გასისხლიანებული შვილის დანახვაზე ეკა გალურჯდა და ადგილზე გაიყინა.
- დამშვიდდი გთხოვ, ვიცი ვერ შეძლებ მაგრამ... გემუდარები შენ თავსაც ნუ დამაკარგინებ... - ეკა ხმას არ იღებდა და გაქვავებული უსმენდა. - ახლა უნდა გამაგრდე... ოღონდ ახლა დამიდექი გვერდით დედა კარგი? - აღარ იცოდა რა ეთქვა, მისკენ ფრთხილად მიდიოდა და ცრემლებს გასაქანს არ აძლევდა. - დედა... ნენემ... იცი, ის... ღმერთო არ შემიძლია ამის თქმა! - ამოხეთქა უცებ და მუხლებჩაკეცილ დედას ჩაეხუტა...
* * *
თბილისი... ყველა მისი უბანი გარკვეულ მოგონებას მახსენებდა. ზოგი ძალიან სასაცილო იყო, ზოგი საშინლად ბინძური, ზოგიც უბრალო და ჩვეულებრივი... უცნაურია, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ მარცხენა სანაპიროს ვუყურებდი.
- მარიამ... რას აპირებ ახლა?
- რას გულისხმობ?
- შენს ორ ცხოვრებას.
- არ ვიცი... უბრალოდ დინებას გავყვები და აღარ შევეწინააღმდეგები... ვფიქრობ ის თვითონ მიმიყვანს ჩემ სანაპიროსთან...
- მამაშენი?
-- არ ვიცი ლექსო, არაფერი არ ვიცი... ის ჭკვიანია და აუცილებლად მონახავს გზას, რომ ჩემთან მოვიდეს.
- შენ კი უბრალოდ უნდა იჯდე და ელოდო ყველა როგორ მოაგვარებს შენს ირგვლივ პრობლემას?
- მე ჩემი, პირადი პრობლემები მოვაგვარე... მათ კი თვითონ მიხედონ... გინდა ნენე განახო?
- სასაფლაოზე ავიდეთ?
- ხო...
- მინდა.
აქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. უამრავჯერ მოვსულვარ, რამდენჯერ მარტოს დამილევია ნენეს საფლავზე... ახლაც დიდი, ფერადი თაიგული მოვიტანე, ძველი გადავყარე და უზარმაზარ საყვავილეში ახალი ყვავილები ჩავდე. საფლავის ქვაზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა ,,ნენე'' მის ქვევით კი დიდი უსასრულობის ნიშანი. გამახსენდა როგორ ვეჩხუბებოდი სულ, როცა დაქალებთან მივდიოდი და ფეხზე მეკიდებოდა, ეკა კი ამის გამო სახლში მტოვებდა და გამეცინა. ნეტა სად იყო ახლა...
- ულამაზესია.
- ხო...
- ის ბიჭი იპოვე?
- ხო...
- მერე? რა თქვა?
- მკვდრები არ ლაპარაკობენ ლექსო.
- მგონი ნიკასთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. - გაიღიმა მან და ხელი ჩამკიდა.
- ის უსამართლოდ არავის ექცწვა. ასეთია მისი წესები... არავის... ჩემს გარდა.
- მის ადგილას შენ რას იზავდი?
- არ ვიცი, ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ არ ვიცი...
- მარიამიც ჩემსავით მოიქცეოდა... - მამაჩემის ხმამ ციებიანივით შემახტუნა. - დედამისი სულ ერთს უმეორებდა, ნიკასნაირი ხარ, ოღონდ ხიფათი დაინახო სადმე და თავით გადაეშვებიო... მამაშენისნაირი უჟმური და წიკიანი ხარო... - იღიმოდა... როგორ მენატრებოდა ეს ღიმილი... მაგრამ სიამაყე უკან მქაჩავდა.
- ნიკა...
- მარიამ გთხოვ... უკვე საკმარისად დიდი ხარ... არა უკვე ძალიან დიდი ხარ, იმისათვის რომ ლაპარაკი შევძლოთ. თუმცა... არც ვიცი რაზე... - მარმარილოს კიდეზე ჩამოჯდა და ნენეს სურათს შეხედა. - მინდა სახლში დაბრუნდე, მე არასდროს მოვალ, სანამ შენ არ მეტყვი. მინდა ჩემი ნაჩუქარი ,,გელენდვაგენიც'' გამოიყვანო გარაჟიდან... და კიდევ... მინდა ,,ჯიელთან'' შენ გააერთიანო საქმე.
- არ ვიცი რა გითხრა...
- შენ ჭკვიანი ხარ... ძალიან ჭკვიანი. მხოლოდ ერთს გთხოვ... - ამ სიტყვებზე წამოდგა და თვალებში შემომხედა. - იცხოვრე მხოლოდ შენი ცხოვრებით! შექმენი შენი, საკუთარი ხელოვნების უდიდესი ნიმუში, რომელიც დაგრჩება მარადიულად! - შუბლზე ფრთხილად მაკოცა, საოცრად მომინდა ჩავხუტებოდი... მაგრამ ეს არ გავაკეთე... ისევ არ გავაკეთე ის რაც მინდოდა... ასეთი რთულები ვართ... რას იზავ...
მეორე დღეს ჩემი კლიენტი, ლიკა მოვიდა. ზარალების ოთახში შევიყვანე და ყველა პროცედურა გავატარე. საბოლოოდ დავპირდი რომ მაქსიმუმ ერთ თვეში მანქანა ისევ ექნებოდა და გავაცილე.
- მამაშენის შემოთავაზებაზე იფიქრე?
- შენ შენი დარდი გაქვს არა? - გავუცინე ლექსოს და ჩანთა ავიღე.
- მარიამ მჭირდება გაერთიანება და რა გავაკეთო! მამაშენმა ყველა საჭირო საბუთი გადმოაგზავნა, აქაც ყველა პროცედურა გავლილია და მხოლოდ შენი ხელმოწერაა საჭირო. თანაც ახლა უკვე პარტნიორები ვიქნებით. - წელზე ხელი მომხვია და ტუჩებზე დამხედა... - გაცნობის პირველი დღიდან იცი რა მინდა?
- ვიცი! ეგ მაშინვე მითხარი!
- ხო ეგ ძალიან მაგრამ... მინდა ყველა დილას შენს გვერდით გავიღვიძო.
- ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, დუდა მელოდება აიღე შენი ბარგიბარხანა და დამტოვე სახში მარტო-ო. - გავიცინე და ხელი გავუშვი.
- ანუ დღეიდან ისევ მარტო იცხოვრებ? - გაიღიმა ეშმაკურად.
- არც იოცნებო!
- იცოდე ისევ დაგათრობ, და დილით რომ ჩემს მკლავებში გაიღვიძებ ამ სიტყვებს გაგახსენებ!
- ვგიჟდები ასე სექსუალურად რომ მემუქრები! - ლოყაზე ვაკოცე და კარი გავაღე.
- რომ აგისრულებ მერე უფრო გაგიჟდები!
- ეგ თავდაჯერებულობა დაგღუპავს შენ. - დავცინოდი და ნერვები ეშლებოდა. ლიფტში შევედი და უკან შუბლშეკრული მომყვა.
- გინდა აქვე აგისრულო? ძალიან ახლოს მოვიდა და სუნთქვა ისევ ამიჩქარდა. - ღმერთო როგორ ვგიჟდები ასე რომ მიყურებ და სუნთქავ! - ხელი ლოყებზე მომიჭირა და უხეშად, მაგრამ მთელი გრძნობით მაკოცა. - სისხლის ცხელმა ტალღამ ადგილზე გამაშეშა და საოცარი გრძნობა დამეუფლა. ის კი ისევ აგრძელებდა და გააგრძელა იქამდე, სანამ ლიფტი არ გაჩერდა. - და შენ გგონია ამ შემთხვევაში საქმე საოცნებოდ მაქვს?
- ზუსტად! - აზრზე მოვედი და შუბლი შევკარი. კარი გაიღო და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი, უკან მივიხედე, ლექსო სიცილით მომყვებოდა, უცებ სახე უფრო გაებადრა და მისი მზერის მიმართულებით რომ გავიხედე სისხლი გამეყინა...
* * *
პროცესიამ მთელ დღეს გასტანა. როგორც კი დააპირებდნენ ნენეს მიწაში ჩასვენებას ეკა ყვირილს ტეხდა, სასახლეს ხელებით გადაეფარებოდა და შვილს ეხუტებოდა...
- მას ვერ წაიყვანთ გესმით? ვერავინ წამართმევს ჩემ შვილს... არ დაგითმობთ ჩემ ერთი ციდა ანგელოზს.. ჩემ ნენეს არ დაგითმობთ... გინდათ სამუდამოდ დავკარგო? ის ადგება ხო დედიკო? ნენე ხომ ადგები დედა? შენს ოთახში დავწვები რომ ღამით არ შეგეშინდეს დედა... შუქსაც აღარ ჩაგიქრობ ხოლმე დედა... ზღაპარსაც მოგიყვები გნომებზე დედა... ხომ გიყვარს გნომები ნენე... ადექი დედიკო გთხოვ ადექი გემუდარები დედა! - მარიამმა მეტს ვეღარ ჩაუძლო და უკან გამობრუნდა. მოშორებით მდგარი სანდრო დაინახა, ცრემლები შეიშრო და მისკენ წავიდა.
- არ გკითხავ როგორ ხარ... ვიზიარებ მარიამ...
- გმადლობთ. - ცრემლი ისევ მოერია და გვერდზე გაიხედა.
- მეც ასე ვიყავი, როცა და დავკარგე.
- მეც ვიზიარებ... არ ვიცოდი...
- მას ლილი ერქვა...
- ლამაზი სახელია...
- მანაც თავი მოიკლა... ზუსტად ისე, როგორც ნენემ... - მარიამმა გაფართოებული თვალებით შეხედა ანდროს. - ბიჭის გამო... - განაგრძობდა ის და გოგონა ერთიანად აკანკალდა. - მე ქარცივაძე არ ვარ მარიამ! მე ანდრო ლაბაძე ვარ! გეცნობა ეს გვარი? - მარიამს ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და ხმას ვერ იღებდა. - გეცნობა ლილი ლაბაძე? თუ არც კი გახსოვს? - აცრემლებული თვალებით მიუახლოვდა მარიამს, რომელსაც უკვე სუნთქვა უჭირდა და თვალებს სწრაფად ახამხამებდა. - მე გაგახსენებ გინდა?
- გაჩუმდი...
- შენ იმ ნაბი.ჭ.ვრის ადვოკატი იყავი! იმ სი.რმ.ა ჩემი და თვითმკვლელობამდე მიიყვანა!
- გაჩუმდი... - ნელნელა იმუხლებოდა და საბოლოოდ დაეცა.
- შენ კი ისე გამოაძვრინე თითქოს საერთოდ არ ჰქონდა ჩემ დასთან კავშირი! მოდი იცი რა ვქნათ? იმ ბიჭს რომ ვიპოვით მის ადვოკატადაც შენ დაინიშნე! გაწყობს?
- ანდრო...
- მერე ციხიდან გამოვა და შენც ყველას დაუმტკიცებ, რომ შენი საქმე პირველ ადგილას გიყენია და პროფესიონალი ხარ! რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოკლა! რატომ მოკლა! იმსახურებდა თუ არა! ახლა გრძნობ? გრძნობ ჩემს ტკივილს? უარესად უნდა გეტკინოს... უბრალოდ მე ვერ გაგიმეტე! ვერც ის საბრალო გავიმეტე... ლუკას ვურეკავდი! დაკავება იყო, სახლში რომ მივაკითხე არ დამხვდა... როცა ვნახე და დავარეკინე კი უკვე აღარავინ უპასუხა ნენეს ტელეფონს და... მარიამ... მარიამ! მარიამ გესმის? მაარ!
რამოდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში მარიამი, ანდრო სულ იქ იყო, გვერდიდან არ შორდებოდა, გონს რომ მოვიდა და მის საწოლთან მჯდარი დაინახა ერთიანად შეიშალა.
- აქ რას აკეთებ?
- მარიამ...
- გაეთრიე! გაეთრიე შე მკვლელო! შე ცივსისხლიანო გველო გაეთრიე სანამ აქვე დაგახრჩობ!
- გეყოფა! - ხელები დაუჭირა და სახეში ჩახედა. - მე უბრალოდ ვეღარ მივუსწარი, თორე ნენე ახლა ცოცხალი იქნებოდა, აი მკვლელს რაც შეეხება, ეს მხოლოდ შენ ხარ! შენ მოკალი ნენე! და ყველა ის ადამიანი, შენი გათავისუფლებული მკვლელები რომ კლავდნენ! შენ ხარ ცივსისხლიანი! შენ ხარ ერთადერთი ცივი გველი! შენ მოკალი ყველა სული თავიდან! - ხელი გაუშვა და პალატიდან უკანმოუხედავად გავარდა. მარიამმა რომ გააანალიზა ყველაფერი შეშლილივით აბუტბუტდა. საწოლში მოიკუნტა და მთელი ღამე მისი პალატიდან მხოლოდ ერთი სიტყვა, ,,მკვლელი'' ისმოდა.
* * *
ანდროს დანახვაზე წარსულმა მოკლე კადრებივით ჩაიარა ჩემს წინ და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მასაც იგივე ხილვა ჰქონდა რაც მე. ლექსო მისკენ წავიდა და გადაეხვია... ღმერთო მის ნახვაზე უფრო ამან შემაშინა და ისევ გაქცევა მომინდა... მინდოდა სადმე ჯურღმულში შევმძვრალიყავი... თუმცა ლექსო მაინც მაჩერებდა. მორჩა... აღარ გავიქცეოდი არასდროს არსად. დავრჩებოდი ჩემს ადგილას... და დაე სხვებს ეზრუნათ ჩემგან თავის არიდებაზე. გამბედაობა მოვიკრიბე და მათკენ წავედი.
- როგორ გამიხარდა ბიჭო, როდის ჩამოხვედი? ან დარეკე, ან რამე ქენი... ეს მარიამია გაიცანი. მარიამ ეს სანდროა ჩემი... მოიცა ეს... მარიამ შენ... ჩემი დედას შ...ცი წამო აბა ერთ წამს!
პულსაციამ პიკს მიაღწია. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ისე მძლავრად და სწრაფად მიცემდა მეგონა სხეულის გარეთაც ჩანდა. უკან გავყევი, მანქანაში უხმოდ ჩავჯექით. მე უკან, ისინი წინ. არცერთმა იცოდა რა ეთქვათ. ბოლოს ისევ ლექსომ დაიწყო.
- ეს რა შარში გამხვიეთ ბო......ვიყო. შენ მაინც ბიჭო... როგორ არაფერი მითხარი?!
- ნუ ატ...ებ მე რა უნდა მეთქვა შეჩ.ე.მა ვაფშე აზრზე არ ვიყავი შენ საიდან იცნობ ვაფშე ან რატო იცი ეს ამბავი, ასე ახლოს ხართ და რამე?
- ჩემი საცოლეა მარიამი! - მისმა სიტყვებმა საერთოდ შოკში ჩამაგდო, თუმცა ისეთ შოკში... როგორ აგიხსნათ... უეცრად თითქოს რომ ტოვებ სხეულს და შორიდან აკვირდები სიტუაციას. აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა და რა მექნა.
- შენ ბიჭო შ.. ხომ არ გაქვს რა საცოლე... ლექსო ვაფშე იცი ვინაა? ან...
- ვიცი! მარიამ ტუღუში! სადაზღვეო აგენტი და მალე ჩემი ოფიციალური პარტნიორი ,,ჯიელში''. არ ვიცი შენ ვინ დატოვე, მაგრამ ის ადვოკატი აღარაა! და აღარც არაფერი აკავშირებს ამ თემასთან!
- მე ის მიყვარს... - ეს მეორე შოკი იყო და სხეულის მართლა დატოვებამდე უკვე აღარაფერი მეკლდა. - და შესაძლოა შენ ახლა ჩვენი მეჯვარე ყოფილიყავი იმ დღეს ნენე რომ გადამერჩინა...
- შენ მარიამს ლილის მკვლელად თვლიდი! რეებს იგონებ სუ გამოვ....დები ეხლა!
- ვთვლიდი, იმიტომ, რომ ბოლო სასამართლოს არ დავსწრებივარ!
***
მარიამი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პირდაპირ სახლში წავიდა. კარი გასაღებით გააღო და ძალიან გაუკვირდა ეკა შინ რომ არ დახვდა. ისედაც უკვირდა საავადმყოფოში ერთხელ მაინც რომ არ მისულა, თუმცა ამას სტრესს აბრალებდა და თავს ამით იმშვიდებდა. კედელზე ჩამოკიდებულ შავ ჩარჩოში ჩასმულ ნენეს სურათს მოკრა თვალი და გული დაუმძიმდა. ულამაზესი იყო ნენე და მშვიდი, ზღვისფერი მოციმციმე თვალებით უყურებდა მარიამს. მის ქვემოთ მდგარ მაგიდაზე უზარმაზარი თაიგულები გაშლილიყო პატარა სიფრიფანა წერილთან ერთად. მშვიდი ნაბიჯებით წავიდა სურათისკენ და წერილი ხელში აიღო. მაშინვე იცნო ეკას ხელნაწერი და ჯერ კიდევ სუსტი, დაბინდული თვალებით გადაიკითხა. ,, შენ და მამაშენმა მოგვკალით, არ მეძებო მარიამ!''. სხვა დროს ალბათ ატირდებოდა და მთელი ღამე თვალს ვერ მოხუჭავდა, მაგრამ მარიამმა მშვიდად ჩააგდო ქაღალდი სანაგვე ყუთში. ერთხელ კიდევ შეხედა მომღიმარ ნენეს და ოთახისკენ წავიდა. სააბაზანოსკენ თვალი გაექცა. ისევ იგრძნო სულისშემხუთველი სისხლის სუნი და თავისი ოთახის ფანჯარას ეცა. შემდეგ ნამტირალევი, გაყინული ნენე დაუდგა თვალწინ წითლედ შეღებილ აბაზანაში რომ უსულოდ იწვა და თავზე ხელები მძლავრად მოიჭირა.
- ასე არ შემიძლია... ასე ვერ გავძლებ აქ... აქ... აქ არ შემიძლია... - გარდერობი გამოაღო და მთელი ტანსაცმელები გადმოყარა. ისე ალაგებდა ჩანთებში ვინმე მოსდევსო იფიქრებდით და თან ბურტყუნებდა. - ნუ ფიქრობ მარიამ... ცოტაც გაუძელი, ცოტა ხანიც და აქედან გავალთ... ამ წყეული ადგილიდან შორს წავალთ და... არა არა ღმერთო.... - ჩაიკეცა უცებ და შუბლი ცივ იატაკს დაადო. ნენეს სურათს ვერ იცილებდა თავიდან... არ შეეძლო და რა ექნა... ყველაზე უსუსური საკუთარ თავთან აღმოჩნდა. ვინ არ გადაიყვანა აზრიდან, ვინ არ მოატყუა ვინ არ დაიმორჩილა... მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა და ამაზე ფიქრი უარესად აგიჟებდა... კარზე ზარის ხმა გაიგო და რაღაცნაირად იმედი გაუჩნდა დედის დაბრუნების. ცრემლები მოიწმინდა და გავარდა. არც უკუთხავს ვინ იყო ისე გააღო კარი და ელდა ეცა ანდრო რომ დაინახა. არ ვიცი იმ დროს რა იფიქრა მაგრამ კარს მოწყვეტით მიაწვა თუმცა ანდრომ იმარჯვა და... სად მისი და სად მარიამის ძალა.
- მარიამ კმარა შემომიშვი არ მინდა რამე გატკინო!
- ამაზე მეტი რა უნდა მატკინო, ჩემი წყევლა ხარ? კარს მოშორდი ახლავე! - უსუსურად აწვებოდა რაც შეეძლო, ბევრი იწვალა, ბოლოს ანდრო ერთიანად მოაწვა კარს და მარიამი ინერციით უკან გადავარდა.
- ხომ გთხოვე არა? - კარი მიკეტა და საკეტი გადაატრიალა. უეცრად მარიამი შიშმა შეიპყრო და რამდენიმე ნელი.ნაბიჯით უკან დაიხია. - ნუ გეშინია გთხოვ... ამის დედაც მაინც ვერ გეშვები! მაინც შენთან მოვდივარ!
- ანდრო წადი თუ ღმერთი გწამს, ეს დღეებია საშინლად გაუწონასწორებელი ვარ და შეიძლება ძალიან ალოგიკურად მოვიქცე!
- და შენ გგონია მე ვარ დალაგებული? ან მე ვიქცევი ლოგიკურად ახლა აქრომ ვარ? მარიამ... მაპატიე გემუდარები... არ ვიცოდი... არ ვიცოდი რომ ბოლო სასამართლოზე უარი თქვი იმ ნაბი.ჭ.ვრის დაცვაზე... რა იდიოტი ვარ ღმერთო ეს რა გავაკეთე...
- ანდრო... - დაიწყო მარიამმა მოღლილი ხმით... უკვე აღარ ღელავდა... უკვე აღარ სტკიოდა... რაღაცნაირად დამშვიდდა და ანდროს წინ, კედელზე ჩაცურდა. - რას მთხოვ... როგორ მთხოვ... დის სიკვდილი როგორ გაპატიო... თუნდაც იმ მიზეზით რასაც შენ ამბობ ანდრო არ შემიძლია... არავის შეუძლია... ამას ვერავითარი ძალა ვერ დამავიწყებს... სისხლში მოცურავე ნენე სულ თვალწინ მიდგას... შენი ნახვა კი უფრო გამიახლებს ამ კადრებს და... წადი გთხოვ... თუ გინდა უკეთ ვიყო... თუ გინდა რომ გაპატიო წადი...
ანდროს თვალები ცრემლით აევსო. ნელა მიუახლოვდა და ჩაიმუხლა... მის ხელებში მოიქცია მარიამის სახე. აკანკალებულმა ტუჩზე ტუჩები ოდნავ შეახო... შემდეგ ლოყაზე, ბოლოს შუბლზე აკოცა და იქვე რომ არ აღრიალებულიყო სახლიდან სასწრაფოდ გავიდა. მარიამი კი უბრალოდ იჯდა... მარტო იყო ამხელა სახლში და იატაკზე დაცემულ საკუთარ ცრემლებს ითვლიდა...
* * *
- მარიამ... მარიამ სად წახვედი? - მომიტრიალდა შეშინებული ლექსო და ხელით ოდნავ შემანჯღრია.
- წარსულში, როგორც ყოველთვის. - ჩავილაპარაკე მოღლილი ხმით და ანდროს გადავხედე. - სახლში მინდა ლექსო... წამიყვანე რა... დუდა მელოდება ხომ იცი.
- წაგიყვან აბა რას ვიზავ მარა... - ანდროს გადახედა მანაც.
- მივიყვანოთ... ცალკე უნდა გებაზრო თან...
- ანდრო იმენა რაა! ესეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ ჩემი აზრზე არ ვარ რა გავაკეთო რა ყ...ბაა რაა!
დუდას წარმოდგენაც არ ჰქონდა ამ თემებზე, საერთოდ მან გვიან გაიგო ნენეს ამბავი და რომ ჩამოვიდა საქართველოში უკვე სხვა ბინაში გადასული დავხვდი. ნინოს მეშვეობით შეძლო და მიპოვა თუმცა ბევრი არაფერი მითქვამს. არც იყო საჭირო... ლექსომ მანქანა გააჩერა თუ არა გადმოვედი.მინა ჩაწეული მქონდა, მაგრამ სული მაინც მეხუთებოდა. ისიც გადმომყვა.
- სად მოდიხარ?
- აბა ბარგი?
- დუდა ჩამომატანინებს და ტაქსით წავალ. ხვალ არ მოვალ სამსახურში... დასვენება მჭირდება... სახლიც უნდა დავალაგო, გავანიაო. მოკლედ... სხვა დროს ვილაპარაკოთ ყველაფერზე ლექსო... ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ თავს მარიდებ?
- გეჩვენება... - გავუღიმე ნაძალადევად და ლოყაზე ვაკოცე. - კარგად.
- კარგად მარიამ...
კიბეებს ნელა ავუყევი... რას ვგრძნობდი? არ ვიცი... თან არაფერს, თან ყველაფერს... მართალი ყოფილა რომ ამბობდნენ, რაც არ გკლავს, გაძლიერებსო. სწორად ასე ვიყავი... იმდენმა ტკივილმა არ მომკლა, რომ ფსიქოლოგიური იმუნიტეტი გამოვიმუშავე... უბრალოდ ჩემი გონება სერიოზულად აღარაფერს აღიქვავდა... ლექსოზე გამეფიქრა და გამეღიმა . ტანსაცმელებს ვალაგებდი და თვალწინ მხოლოდ ის მედგა. მისი თვალები... ღმერთო როგორ მიყვარდა მოუსვენრად რომ მიყურებდა თვალებში და ჩემში რაღაცას ეძებდა. მერე ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა... როგორ ვესროლე წიგნაკი. უაზროდ გავიცინე და კართან მდგარი დუდა რომ შევნიშნე რა სახით მიყურებდა დავსერიოზულდი.
- ვფიქრობ გარეკე.
- როგორ დავისვენებ შენი სასწაული დასკვნებისგან რომ წარმოვიდგენ სიამოვნებით მეცინება.
- პაპს ნუ ატყუებ! იმ შენ ლექსოზე გეცინება არა?
- ოო ზურა!
- ოჰ! როდის აქეთაა ნამდვილ სახელს რომ მეძახი?
- როცა მაბრაზებ სუულ! დაგავიწყდა დუდა ვინ დაგარქვა?
- ნენემ... - გაიღიმა სევდიანად. - ზურას ვერ იძახდა...
- მომაწოდე ეგ ჩანთა. ესღა და ვსო... მეტს ვეღარ ავიტან სახლში. - ვცადე თემა შემეცვალა.
- ეს ამდენი სულ ტანსაცმელია?
- არა, ერთში სუნამოები და პარფიუმერია აწყვია.
- გიყვარს?
- რა? - უცებ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა.
- ალექსანდრე. - გაიღიმა და ნერვები მომეშალა.
- შენ როდის აქეთაა ნამდვილ სახელს რომ ეძახი?
- დღეის აქეთაა! კითხვას თავს ნუ არიდებ.
- ოო დუდა შემეშვი რაა!
- გიყვააარს, გიყვაარს! - დაიწყო პატარა ბავშვივით და თვალებში ჭინკები გაუჩნდა. - შეყვარებულეეებო!
- სულელო. - ისე გულიანად გამეცინა გარდერობს მივეყრდენი.
- მარიამს ლექსო უუყვარს!
- დუდა გეყოო! - ჩემსკენ სიცილით წამოვიდა და ჩამეხუტა.
- იცოდე თუ გაწყენინებს მაგრა ვცემ!
- მაგრა ცემს! შენ ხო მეტი არაფერი იცი. კუნთა! და იმან რო გცემოს მაგრა?
- ვერ მცემს! არა კაი ჯანზე კი ჩანს ისე. ვარჯიშობს და რამე?
- მერავიცი დუდა...
- რა რა იცი გოგო შენ მართლა ვერა ხარ მემგონი. შეყვარებული უნდა და ის არ იცის ვარჯიშობს თუ არა...
- ეგ თუ არ ვიცი უცხოა ფაქტიურად!
- ხოო იასნია! ჩემმა ყველა გოგომ იცის რო სულ ვვარჯიშობ... დაჟე ვიღაც ნაშებმაც...
- შენ ტრიპაჩი ხარ და იმიტო. - დავცინე და ბოლო ჩანთაც შევკარი.
- დაიწყო ეხლა იმის დაცვა!
- ის რა შუაშია შენ თუ პირველ სიტყვას გამარჯობის ნაცვლად მე ვვარჯიშობო მაგას ეუბნები გოგოებს!
- არაფერიც! ისინი მეკითხებიან და მეც ვპასუხობ!
- ვაიმე დუდა ხანდახან მგონია ისევ იმხელა ხარ პირველად რომ ლაპარაკი ისწავლე... ჩამატანინე ეხლა ესენი და ვსო წავედი ნერვები მიჩანს უკვე გარეთ!
- მომენატრები შეშლილო...
- ახლა ავტირდები! მოგენატრები და მოდი თხუთმეტი წუთის სავალზე ვარ.
- ოო! ბარგის ჩალაგება რაღაცნაირად სულ... როგორ ვთქვა რაა... მგონია ძალიან შორს მიდიან ან მივდივარ...
- ნუ ფილოსოფოსობ გაინძერი!
- რა უტაქტო გოგო ხარ! - ხუთი ჩანთა ერთ ხელში დაიჭირა, ხუთი მეორეში. - ჰალკი ვარ შე.ჩ.ემა!
- იმას ცოტა მაინც ჰქონდა ტვინი...
ბარგის სახლში ატანაში უბნელებმა დიდი წვლილი შეიტანეს. რაღაცნაირად მეგონა კითხვებს დამაყრიდნენ მაგრამ... არა. ფანჯრები გავაღე მუსიკა მაღალ ხმაზე ჩავრთე და... ღმერთო რამდენხანს ვალაგებდი ვერც წარმოიდგენთ... ტელეფონს დავხედე და ნინოს გამოტოვებული ზარები რომ ვნახე სასწრაფოდ გადავრეკე.
- ხო...
- ნინ... რა მოხდა?
- თბილისში შემოვედი ეხლა სად მოვიდე მისამართი მომწერე.
- სახლში დავბრუნდი აქ მოდი... მოხდა რამე?
- ოო არა გოგო... სამსახურიდან წამოვედი პროსტა და თან ძალიან დამღალა ბათუმმა. სეზონიც აღარაა. იტოკში მოვალ და ვიჭორიკნოთ. სიგარეტი გაქ?
- ეს დრეები ისეთ შოკში ვარ სულ არ მომიწევია. მაქ კი.
- რა უკუღმართი ხარ ისე... არაყი?
- ვისკი მაქ. როდის იყო ჩემები ჩვენსავით არაყს უბრახუნებდნენ?
- საჭმელი?
- ოო რა ცალცალკე მეკითხები იქნება ყველაფერი მოდი შენ აქამდე!
- ოქეეი. - არ იცით როგორ გამიხარდა. არა ის კი არ გამიხარდა ასეთ დღეში რომ იყო, ამხელა სახლში მარტო რომ არ ვიქნებოდი... თანაც ღამე. საათს ავხედე და თერთმეტი ხდებოდა. ჩვენი მაღაზია უკვე დაკეტილი იქნებოდა. თვალი უჯრისკენ გამექცა. ნელა მივუახლოვდი და გამოვაღე. დამტვერილი მანქანის და გარაჟის გასაღებები ხელში შევათამაშე და გარეთ გავედი. კარი რომ გავაღე შუქი ავანთე. ჩემი გოგო... როგორ იყო დამტვერილი...
- ახლავე მოგივლი პატარავ... - ნაჭერი ავიღე და გასუფთავება დავიწყე. - ახლა ეს იკმარე... ხვალ კი მთლიანად გაბანავებ ძეტაჩკა. მანქანაში ჩავჯექი და... ღმერთო როგორ მაკლდა თურმე. გასაღები გადავატრიალე და ძრავი მოვსინჯე... ეს ჩემი საყვარელი მუსიკა იყო. გარეთ ნელა გამოვედი და გარაჟი ჩავკეტე. - მორჩა, აწი მარტოს აღარასდროს დაგტოვებ გპირდები... ნინოს დავურეკოთ კარგი? - მისი ნომერი ავკრიფე და ეგრევე მიპასუხა.
- რა იყო ხელში გეკავა?
- ხელში შენ გეკავა! რა დაგავიწყდა?
- არაფერი, მანქანით გამოვედი და დაგხვდები სადმე.
- მანქანით? ოჰო! ბევრი გქონია შენც მოსაყოლი. დიდუბეში დამხვდი მაშინ ბარემ. ოც წუთში ვიქნები.
- ოქეეი.
- ნუ მაჯავრებ.
- თენქიუუ!
- მოვალ მანდ იცოდე!
- კაი ვთიშავ პატრული მოდის. - ,,ორ ნაბიჯთან'' გავაჩერე მანქანა და გადმოვედი. ხილი, ბოსტნეული, მზა საჭმელები, წვენები, რაც შემხვდა ყველაფერი ვიყიდე. ორი სიგარეტიც ვუთხარი ყოველი შემთხვევისთვის და მანქანაში რომ ჩავჯექი ერთ ღერს მოვუკიდე. ესეც როგორ მაკლდა ღმერთო... მანქანა დავქოქე და უეცრად შემეშინდა. შემეშინდა ისევ არ დავბრუნებოდი ჩემს ძველ ცხოვრებას... თუმცა არა. ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო... მე ადვოკატი აღარასდროს გავხდებოდი... და თუ გავხდებოდი... არა ამ ,,თუმ'' ნერვები მომიშალა. ნახალოვკა გავიარე და ჩემნაირი ,,მერსედესი'' დავინახე. ნომრებს შევხედე. ღმერთო ანდრო იყო. სვლას შევუნელე და შუქნიშანზე გავუსწარი. როგორც ჩანს მანაც მიცნო და სიგნალებით წამომეწია... ჩვენი პირვწლი რბოლა გამახსენდა... მერე ლექსო დამიდგა თვალწინ... არა ახლა უკვე პარანოია მეწყებოდა. ანდრო ჩემს გვერდით მოდიოდა. მე კი არ ვუყურებდი... არცერთი წამით არ გამიხედავს მისკენ. რომ აღარ ჩამომცილდა მარჯვენა ,,პავაროტნიკი'' ჩავრთე და მანქანა გავაჩერე. ისევ გვერდით ამომიდგა და მინა დავუშვი.
- წინაზე მახსოვს თვალს არ მაცილებდი!
- სამყარო იცვლება. რას ამეკიდე?
- ოჰ! მანქანამ იმოქმედა ასე?
- ასე როგორ?
- ძველ მარიამს ვხედავ.
- ანდრო... მეჩქარება ახლა დაქალს უნდა დავხვდე. არ ვიცი რა ილაპარაკეთ შენ და ლექსომ, მაგრამ... მე ის მიყვარს. შენთან ურთიერთობა... არ ვიცი საერთოდ ურთიერთობა თუ იყო მაგრამ...
- ის კოცნა ურთიერთობაზე მეტი იყო მარიამ!
- მხოლოდ შენი მხრიდან... - ვიგრძენი პირდაპირ გულში რომ მოვარტყი და ჩემ თავზე გამებრაზა.
- კიდევ შევხვდებით! - გამიღიმა სევდიანად და საბურავების წივილით გავარდა. ისევ ტელეფონი... ღმერთო ნინო...
- ხო ნი.
- ვსო გადმოვდივარ სად ხარ აბა?
- ორ წუთში მანდ ვარ!
ჩემდა გასაკვირად მართლა ორ წუთში მივედი. ამიტომ მიყვარს ღამე, არანაირი საცობები. ფეხებთან მივუჩერე და დაიკივლა.
- ეს რა ჩვევა გაქ ტუღუში რა!
- ჩემი სიფრიფანა! - ცოტა ფუმფულაა და დაცინვით ვეძახდი.
- როგორ ხარ? - გადამკოცნა და ბარგი მომაწოდა.
- რა ამბავია! სულ ჩამოხვედი?
- ხო ალბათ... მარიამ დამაწყებინე სადმე მუშაობა რა!
- ისევ მასაჟისტად თუ გინდა ბაზარი არაა. ვეტყვი ვინმეს...
- არა არა. - მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. - მომწყინდა ცოტახანი პაუზა მინდა. მარ დავთვრეთ დღეს რა... როგორც ბავშვობაში.
- დავთვრეთ მარა ეგ თინეიჯერობის დროს იყო.
- თინეიჯერები ახლა ვართ ჩვენ! - მუსიკას ბოლომდე აუწია და სიმღერა დაიწყო.
- ეს რა ჩვევა გაქ რა! - ახლა მე მომეშალა ნერვები და საჭე მაქსიმალურად მარცხნივ მოვზიდე.
- ღმერთო როგორ მომენატრა ეს სახლიი! - ბარგი მიყარა და დივანზე მიწვა.
- ხო, მეც...
- მარ ლექსოს დაურეკე რაა!
- რატო?
- მინდა დავივიწყოთ ყველაფერი, ის რომ მე აღარ ვმუშაობ, აქამდე ვერ გავთხოვდით, უამრავი პრობლემა და სევდიანი წარსული გვაქვს და რაღაცეები... და მხოლოდ ერთი ღამე ვაჩუქოთ ჩვენს თავს...
- და ლექსო რა შუაშია?
- კაი რა მარიამ... ხომ გიყვარს?
- არ ვიცი... მართლა არ ვიცი. ეს ტელეპატია მგონი! - ტელეფონს დავხედე და ლექსოს ნომერი დავინახე. - გისმენ...
- მარ კარი გააღე რა.
- აქ ხარ? - გაოცებულმა შევხედე ნინოს. ის კი ხელით მანიშნებდა დაპატიჟეო.
- გააღე გთხოვ. - და გათიშა. დაბნეული წავედი კარისკენ. საკეტი გადავატრიალე და დაბლა დავიხედე.
- გეორგინები! - დაიკივლა ნინომ და ახტუნავდა.
- ღმერთო რამდენია... - ხელში ძლივს ავიღე და ცხვირი ეგრევე შიგ ჩავრგე.
- წერილს მე ვკითხულობ დაგასწარი. - სწრაფად ამოაცალა ნინომ ყვავილებს ფურცელი და გაშეშდა. - ღმერთო მაარ... რომელი საათია?
- რავიცი თორმეტი იქნება... რა იყო რა... - სიტყვის თქმაც არ მაცადა ისე მეცა.
- გილოცავ, გილოცავ, გილოცააავ! - მკოცნიდა და ხტუნაობდა. - ამ ვაჟბატონს ეგონა დამასწრებდა?
- სულ არ მახსოვდა... დღეს ოცდაექვსია?
- ხო ქალო! მაგიტო უფრო წამოვედი... ჰა წერილი! - ,,გილოცავ დაბადებისდღეს'' ამოვიკითხე ფურცელზე და გამეღიმა.
- ჩადე ესენი საყვავილეში მე მანამდე დავურეკავ. - მივაჩეჩე ეგრევე და ტელეფონი ამოვიღე.
- სად იშოვა ამდენი... ისე ყვავილები რაღაც ძაან მებანალურება... არა?
- გეორგინებია იდიოტო! თანაც რა უნდა ეჩუქებინა... ჩემთვის საჩუქრის ჩუქებას ეხუმრები შენ?
- რო არ ვეხუმრები და ვერ გადავწყვიტე რა მეყიდა იმიტო ვიჭყლიტე ტვინი მთელი თვე... და ბოლოს რავი... ეს გიყიდე. - ყვავილები დააწყო და პატარა ყუთი გახსნა ძალიან ლამაზი, ნაზი სამაჯურით.
- ნინ... ძალიან ლამაზია...
- იმიტო არ თქვა ეხლა რო მე გაჩუქე მართლა კაია?
- ხო თქო ეე! გამიკეთე აბა. - ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა და თავში ხელი დავიშინე. - როგორ დამავიწყდა.... ხო ლექსო.
- მოგეწონა?
- საშინლად... ამოდი რა ჩემთან მე და ნინო ვართ მარტო.
- როდის ჩამოვიდა?
- წეღან... ამოხვალ ხო?
- რავიცი... თუ შენ გინდა...
- რომ არ მინდოდეს შენი აზრით გეტყოდი?
- კაი... რა ამოვიტანო?
- მაქვს ყველაფერი ვაფშე... შენ ამოდი მხოლოდ...
- მოგენატრე?
- მომენატრე...
- მაშინ შემოვალ! - ხმა ერთდროულად უკნიდან და ტელეფონიდან გავიგე და გამეცინა.
- სულელოო...
- კარს რატომ არ კეტავ? ასე დაგაბნიე?
- ძალიან...
- ნინ რას შვები. - მოიკითხა გულიანად და შემდეგ მე მომიბრუნდა. - შებრუნდი.
- რა? - გავიოცე სასწაულად.
- შებრუნდი თქო ეე! - ხელი ჯიბისკენ წაიღო და ღიმილით შევბრუნდი.
- მალე ეხლა ხო იცი რა მოუთმენელი ვარ!
თმა ნაზად გადამიწია და კისერზე ვერცხლის მედალიონი გამიკეთა მარიამ ღვთიშობლის გამოსახულებით. კარგად რომ შევათვალიერე უკან ჯვარი იყო გამოსახული, მის ირგვლივ კი პატარა ასოებით ეწერა ,, შემხედე თვალებში მე შენ სუნთქვას ვგრძნობ''.
- და სანამ გიყურებ, ვერ მოვიკლავ თავს... - დავიჩურჩულე მხოლოდ მისთვის გასაგონად და ჩავეხუტე.
..................
- ეს ნახე როგორ ტრიალებს. - ამათვალიერა ლექსომ და გვერდულად გაიღიმა.
- აღარ არის დრო? - ჩაურტყა ნინომაც და ვითომ მე არ მითქვამსო ტელეფონში ჩაძვრა.
- ბევრს ნუ ტლიკინებ! ვსო მოვრჩი მემგონი. - ლექსოს წინ დავჯექი და სასმელი შევათვალიერე. - თამადა შენ უნდა იყო!
- რა თამადა ერთ ჭიქას დავლევ რომ დაგლოცო, მანქანით ვარ დაგავიწყდა?
- შენ ნორმალური ხარ?
- უნდა რომ უთხრა აქ დარჩიო რა ვერ გაიგე? - აფხუკუნდა ისევ ნინო და ისე შევხედე სიცილით გასკდა.
- მართალია რა გინდა, დავლევ, თუ აქ დავრჩები!
- ტაქსი და რამე არ არსებობს ხო?
- მე მანქანაში სხვას ვერ ჩავუჯდები! - სასმელს ხელი მოკიდა და ჭიქებში დაასხა. - ჰა, დავლიო თუ არა?
- დალიე. აქ ხო დაეტევი? - დივანზე მივუთითე და ჩაეღიმა.
- ხო, რა თქმა უნდა.
- მაშინ დალიე.
- უფლის დიდება იყოს. - ჭიქა აწია და მოგვირტყა. აღარ გავაგრძელებ რა, როგორ და რანაირად... რამდენიმე ჭიქის მერე უკვე გამზადებული ვიყავი და... არ ვიცი რა ძალამ ამტეხა.
- კლუბში წავიდეთ რა...
- სად? - თვალები გადმოუცვივდა ორივეს.
- ხო რა იყო, დაბადებისდღე რომ მაქვს კიდევ შეგახსენოთ თუ?
- აუ მარიამ მაცემინო უნდა იქ ვიღაცა...
- სუფთა დუდა ხარ... ვინ უნდა გაცემინო ცოტა დასტოინ კლუბში წავიდოდით... - თავი გვერდზე გავწიე ვითომ გავიბუტე და ლექსო მოტყდა.
- კაი დავაი წავედით...
- ჩემი მანქანით ოღონდ... - ეს პიკი იყო.
- შენ მართლა სულელი ხარ ხო? - წამოდგა წარბებშეკრული და სიგარეტს გაუკიდა.
- კაი მეც დავთმობ რაღაცას და შენ დაჯექი რულთან. ხო იცი რო არ აჩერებენ ჩემ მანქანას არა? გთხოოვ... - ტუჩი გადმოვაბრუნე და შრეკის კატის თვალების რეჟიმი ჩავრთე.
- აი პროსტა რა! გავა ეს დღე და განახებ მერე! წავედით....
- სად წავედით ჩავიცვა უნდა, ამ სპორტულებით არ მინდა. - ოთახში ავვარდი და თეთრი, გიპიური და, რა თქმა უნდა, მოკლე კაბა ჩავიცვი. რა ვქნა ხანდახან ასეც ვიცი ატეხვა...
- დაბლიდან რას იცმევ? - ამომხედა ქვემოდან და წარბი აწია.
- მაღლებს.
- მარიამ მოკლეა! - შემომხედა ფეხებზე და თვალი ნელა ამაყოლა.
- მერე?
- არაფერი. - ნინოს გადახედა, უკვე მზად იყო და გველოდებოდა. - იცოდე ჩემ საქციელზე პასუხს არ ვაგებ! - ჩამჩურჩულა გასვლისას და კარი ჩაკეტა.
უკვე გვიანი იყო კლუბში რომ შევედით. ლექსომ წელზე მომხვია ხელი და ჟრუანტელმა დამიარა. ცუდ ხასიათზე იყო და ვერ მივხვდი რატომ. მაგიდასთან დავჯექით, ნინომ რაღაცეები შეუკვეთა მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია. მუსიკას ნაზად ვყვებოდი და არაფერზე ვფიქრობდი. ეს პირველი შემთხვევა იყო ამდენი ხნის მერე და მინდოდა არასდროს დასრულებულიყო. რამდენიმე ჭიქა კიდევ დავამატე. შემოსასვლელში უცებ ანდრო დავლანდე. რატომღაც მეგონა მომეჩვენა... ან ძალიან მინდოდა რომ მომჩვენებოდა. ლექსოსკენ გავიხედე და ისიც რომ ვერ დავინახე ვერსად მივხვდი არ მომლანდებია. ვერც ნინო ვიპოვე. არ ვიცი მე ვეძებდი ცუდად თუ ყველა ერთად გაქრა. გარეთ გამოვედი და ცივმა, სუფთა ჰაერმა უფრო იმოქმედა და გამეღიმა. არადა დამეფიცება ვნერვიულობდი. ტვინი ნერვიულობდა, გული ბაგაბუგობდა, სხეული კი იცინოდა...
- ვაიმე... დახოცეს ერთმანეთი პროსტა იცი რა გამოტოვე? - მომესმა გვერდიდან და იქით გავიხედე. ახალგაზრდა გოგო დაქალს უყვებოდა და ჩქარი ნაბიჯებით მიათრევდა. - და რა ტანები აქვთ ნახავ ეხლა თუ არ დაშალეს უკვე... - გულმა რეჩხი მიყო რასაც ქვია და გოგოებს გავყევი, არა მე მეგონა რომ გავყევი, რამდენიმე ნაბიჯში შეგროვილი ხალხი დავინახე და სიჩქარეს მოვუმატე. უცებ ხალხს ლექსო გამოეყო... ეს მერე მივხვდი ახლოს რომ მოვიდა. წარბი გახეთქილი, მაიკა სისხლიანი და შემოხეული.
- ლექსო...
- წამოდი! - მაჯაში ჩამავლო ხელი და კლუბისკენ გამაქანა. - ნიინო სადაა?
- დავურეკავ... მაგრამ მეეჭვება გაიგოს... ლექსო ანდრო იყო?
- მარიამ...
- მე რა დავაშავე რა გინდა?
- არ იცი რა დააშავე?
- საიდან უნდა მცოდნოდა თუ აქ იყო?!
- აქ იყო არა ის! ჩემი მანქანა რომ არ დაენახა აქ კი არა შენ სახლში იქნებოდა ეხლა! - მიმათრევდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა.
- ვინ გითხრა რომ ჩემ სახლში შეძლებდა მოსვლას?
- რატო დამიმალე რომ ილაპარაკეთ? - კლუბთან შედგა და თვალებში ჩამხედა.
- გეყოფა ყველა ჩვენ გვიყურებს...
- მ.კ.ი.დია! რატომ დამიმალე თქო?
- ვაიმე არ დაგიმალე! დრო არ მეყო სათქმელად უბრალოდ!
- მაარ... - ნინოს ყველაფერი მოეკრიფა და გაშტერებული ლექსოს უყურებდა. ბოლოს ისღა მოიფიქრა რომ პიჯაკი მიეწოდებინა და მე შემომხედა. - რა მოხდა?
- მერე გეტყვი... - არ ვიცი უნდა მწყენოდა თუ არა მაგრამ... მართლა გავიბუტე რომ ასეთი კარგი დღე ჩამშხამდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა ბრალეულ მხარეს... მათ შორის გავიარე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი მანქანისკენ. რაც შემეძლო ხმაურით ჩავჯექი, ნინო უკან დაჯდა, ის კი საჭესთან. ზედ არ შემოუხედავს და უარესად მომეშალა ნერვები. სახლში შევედით. ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ასე ნერვებმოშლილს დაძინება არ მინდოდა და უცებ გამახსენდა წარბი რომ ჰქონდა გახეთქილი და ელვანაკრავივით მისკენ შევბრუნდი.
- დაჯექი აქ სპირტს ბამბას და ნემსს მოვიტან.
- გაიმეორე ბოლოს რა თქვი?
- დაწყნარდი, საექთნო კურსები მაქვს გავლილი.
- არ მინდა!
- გინდა!
- გეყოფა ჩემზე ვითომ ზრუნვა! - სამედიცინო ყუთისკენ წაღებული ხელი გამიშეშდა. ნინომ მე ავედი მეძინებაო და რასაც ქვია გაიპარა.
- ზედმეტად ახალი წყვილი ხომ არ ვართ ამდენი ჩხუბისთვის?
- წყვილი?
- ლექსო რა გინდა არ მესმის! შენ არ უთხარი ანდროს მარიამი ჩემი საცოლეაო?
- ვუთხარი...
- მერე?
- უბრალოდ მინდოდა ცოდნოდა რომ საქმე სერიოზულადაა!
- და ისე არ არის?
- მარიამ...
- წადი ჩემი სახლიდან!
- რა?
- წადი! ან არა, აქ დარჩი! და დილით რომ ჩამოვალ აღარ დამხვდე გესმის? გადასაფარებელს ჩამოგიტან. - კიბეებზე ავედი და თეთრეული გადმოვიღე. დაბლა რომ ჩამოვედი აღარ იყო. მინდოდა სამზარეულო და სააბაზანო შემემოწმებინა, მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა. დივანზე მივწექი გადასაფარებელი მივიფარე და მოწყენილმა ჩავილაპარაკე. - ესეც შენი ოცდაშვიდი წელი მარიამ... ესეც შენი საოცნებო ძლიერი მამაკაცი... შენ მასზე ბევრად ძლიერი ხარ... არაუშავს... მე მას მაინც დავიცავ!
დილით ნინოს წიოკმა გამაღვიძა.
- ჩამირტყეს! ვიზა ჩამირტყეს მარიამ!
- სად? - ვკითხე გაუაზრებლად და გადავტრიალდი.
- იქ, სადაც მზე ღამითაც ანათებს! - წარმოთქვა მხატვრულად და გამეცინა.
- დედამიწის რომელიმე პოლუსზე მიდიხარ?
- ამერიკაში იდიოტო! ამერიკა! - ყვიროდა გიჟივით და ბალიში თავზე დავიფარე. - მარიამ!
- რა გინდა?
- შენ სულელი ხარ? ამერიკაში მივდივარ თქო! აზრზე ხარ იქ რამდენს იხდიან ერთ მასაჟში?
- კაიიი? - ახლაღა გავიაზრე რა თქვა და გავოცდი.
- ვსო წავედი!
- სად გოგო?
- უნდა მოვემზადო, ფულს თავი მოვუყარო, ბილეთები ავიღო, ღმერთო რა მაგარია! - ისე გავარდა პირღია დავრჩი. ღმერთო გული როგორ მიფრიალებდა. ახლაღა გამახსენდა წუხელ რომ დავლიე. მერე სისხლიანი ლექსო გამახსენდა... მასთან კამათი.
- რა საშინელი დილაა! - წამოვდექი და მეგონა თავი დივანზე დამრჩა. - ღმერთო, წელი როგორ მტკივა... - საშინლად მომეშალა ნერვები. მერე გამახსენდა როგორ უნდა მემკურნალა ამ საშინელი მოწამვლისთვის. - რამაც მოგკლა, ის გაგაცოცხლებს! - ხელი ვისკის ბოთლს წამოვავლე და ერთიანად დავიყუდე. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ სმა არ შევწყვიტე. კიდევ რამდენიმე ყლუპიც და... ვსო. ისევ მთვრალი ვიყავი. - გავლოთდი! - გამეცინა ჩემთვის და კიდევ მოვიყუდე. ახლა იმაზე გამეცინა მარტო რომ ვლაპარაკობდი. ტელეფონი აწკრიალდა, ლექსო იყო.
- გისმენ...
- დღეს სამსახურში არ მოხვალ, არა?
- არა.
- ხვალამდე მაშინ...
- ვეჭვობ არც ხვალ მოვალ!
- მარიამ გეყოფა... გუშინ მთვრალი ვიყავი და...
- მე ახლაც მთვრალი ვარ და რომ მოგკლა ფიქრობ მაპატიებენ ამ მიზეზის გამო?
- სვავ?
- კი! - ტელეფონი გავთიშე. კიდევ დარეკა და აპარატი სულ გამოვრთე. თავი მაინც მისკდებოდა. წამლების ყუთისკენ წავედი და რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი ზედიზედ დავლიე. შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და სიგარეტს მოვუკიდე. საინფორმაციო გადაცემით ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავინტერესედი. ჟურნალისტს ვუსმენდი, რომელიც რომელიღაც მკვლელობაზე ლაპარაკობდა და ჩემი საქმე გამახსენდა. უეცრად წარმოვიდგინე როგორ გავამართლებდი მოსმენილი მასალის საფუძველზე მკვლელს და გამეღიმა. შემდეგ ლილი გამახსენდა და ბოთლი ისევ დავიყუდე. ლილის ნენე მოყვა... ვენებგადაჭრილი... ნამტირალევი... ჩაშავებული თვალები... კიდევ დავლიე... მერე კიდევ... მერე ნენეს სურათს გავხედე... მიღიმოდა და მეც გავუღიმე. მერე თითქოს სახე შეეცვალა... თვალები ჩაუშავდა... - ნენე! წამოვხტი გონებაარეული და სურათთან მივედი... აღარ იცინოდა... ნამტირალევი იყო... - ნენე ნუ ტირიხარ...
- ვთხოვდები... - მომესმა სამზარეულოდან და იქით გავიხედე. - ჩემი ბედნიერება არ გიხარიათ? - ნენეს ხმა იყო... მუხლები მომეკვეთა... სამზარეულოსკენ წავედი... ძალიან ფრთხილად მივდიოდი. ისე, როგორც ჩიტს ეპარებიან. - მარიამ უთხარი დედას რამე! - ისევ ლაპარაკობდა მისი წკრიალა ხმით და აღრიალებას ცოტაღა მაკლდა.
- მარიამ გეყოფა შემომიშვი! - ღმერთო კართან ვიყავი და ანდრო შემოსვლას ცდილობდა. ჩემ თავს ვხედავდი...
- ახლა გავგიჟდები! გავგიჟდები! - კარისკენ გავვარდი და მივაწექი. ის კი ისევ შემოსვლას ცდილობდა. - არ შემოხვიდე! აქ ნენეა! არ შემოხვიდე გესმის? - მაჯებში მწვდა და რომ ავხედე ლექსო იყო...
- მარიამ...
- ლექსო ჩუმად! აქ ნენეა!
- მარიამ მთვრალი ხარ, აქ არავინ არ არის...
- ხმადაბლა ილაპარაკე! უნდა ვუთხრა რომ... ღმერთო ახლა თავს მოიკლავს, ლექსო გამიშვი!
- მარიამ გთხოვ გაჩერდი...
- უნდა ვუთხრა! ოთახში ავიდოდა დასარეკად ლექსო უნდა გადავარჩინო გამიშვი! ვენებს გადაიჭრის რატომ არ გესმის!
- შეწყვიტე! - სახეში გამარტყა და შეშინებულმა შევხედე. - მაპატიე გთხოვ... ასე ძლიერ არ მინდოდა მაგრამ... მარიამ მომისმინე... ცოტა ხანი დამიჯერე კარგი? - გაფართოებული თვალებით ვუსმენდი და ხანდახან სამზარეულოსკენ ვიხედებოდი. - აქ მარტო ჩვენ ვართ, - მისაღებისკენ წამიყვანა, უკან მეკვროდა და მხრებზე მეფერებოდა. - ხედავ? აქ არავინ არაა! შენ ბევრი დალიე... - ვისკის ბოთლს გახედა მან და შემდეგ წამლების ყუთს მოკრა თვალი. - რა წამალი დალიე?
- არ ვიცი რაღაც... თავი მტკიოდა და... ლექსო ის სამზარეულოში იყო! მე მელაპარაკებოდა!
- მოგეჩვენა მარიამ ბევრი წამალი დალიე! მერე სასმელი! ახლა აბაზანაში შეგიყვან და გრილ წყალს შეგასხავ სახეზე კარგი?
- არა არა! იქ არა! აბაზანაში არა გთხოვ... იქ ვერ შემოვალ!
- კარგი, მოდი ჩემთან. - გულზე მიმიკრო და ხელში აყვანით დივანზე დამაწვინა. - მე შენთან ვარ, აქ ვარ მარ. დაიძინე და კარგზე იფიქრე, მაგალითად... მაგალითად როგორ მაცვია მე თეთრი საროჩკა, ჯინსის შარვალი. შენ კი გრძელი, კოჭებამდე კაბა... და როგორ ვსეირნობთ თეთრი ქვიშის სანაპიროზე... შენ ჩემს სულელურ ხუმრობაზე გეცინება და... დაიძინე ჩემო გოგონა. - ჩამესმა უკანასკნელად და ნაცრისფერ ბურუსში ჩავიძირე.
..............
შუაღამისას გამეღვიძა. შუქი არ ენთო. რომ გამახსენდა რაც მოხდა ცივმა ოფლმა დამასხა, თითქოს გავიყინე, მაგრამ აშკარად დამცხა. შიშისგან სულ გავცხელდი, მერე კი კანკალმა ამიტანა. განძრევას ვერ ვბედავდი, თითქოს ყველა იქ იყო... ყველა სული... ანდროს სიტყვები გამახსენდა ,, ყველა სული შენ მოკალი თავიდან", ,,შენ ხარ ერთადერთი ცივსისხლიანი მკვლელი". როგორ მძულდა ღამე... ღმერთს ვემუდარებოდი მალე გათენებულიყო. ეს სახლი... ეს სახლი ჭკუიდან მშლიდა... როგორც კი გათენდებოდა წავიდოდი... ფული ხომ მქონდა? ხოდა სადმე შორს წავიდოდი და თუნდაც მანქანაში დავიძინებდი ოღონდ ეს ღამე გადამეტანა. უეცრად სააბაზანოდან წყლის, შემდეგ კი ფეხის ხმა გავიგე და სუნთქვა შევწყვიტე. სახეზეც კი ვგრძნობდი ოფლის წვეთები როგორ გამოიყოფოდნენ, ერთად გროვდებოდნენ და დაღმართს ტაატით მიუყვებოდნენ. სააბაზანოს კარი ძალიან ფრთხილად გაიღო. უეცრად წარმოვიდგინე როგორ მოდიოდა ჩემსკენ ვენებდასისხლიანებული და ნამტირალევი ნენე... სისხლის მძაფრი სუნი მეცა და ფიქრებმა აბსოლუტურ შოკში ჩამაგდო. ფეხის ხმა უფრო ახლოდან ისმოდა და კანკალის ნაცვლად უკვე ვძაგძაგებდი. ღმერთო უკვე ჩემთან ახლოს, დივანთან იდგა, მე კი ზურგშექცევით ვიწექი. წარმოვიდგინე როგორ მიყურებდა, მისი სუნთქვა მესმოდა. ვიგრძენი რომ ჩემსკენ დაიხარა და... ეს უკვე პიკი იყო. ჩემმა სხეულმა ამდენი შიში ვეღარ აიტანა და ერთიანად წამოვხტი... არ ვიცი შემდეგ რა გავაკეთე, რა ვთქვი, მაგრამ გონს რომ მოვედი კარებთან ვიჯექი და ბოლო ხმაზე ვკიოდი.
- მე არ ვარ მკვლელი! მე უარი ვთქვი! ჩემი ბრალი არ არის გესმის?! - თვალები მქონდა დახუჭული და ყურებზე ხელებს ვიჭერდი. - მე არავინ მომიკლავს, არავინ, არავინ... არ ვარ... მკვლელი არ ვარ... ჩემი ბრალი არ არის... - ვტიროდი და ფეხებს უაზროდ ვიქნევდი. მოგვიანებით გავაანალიზე რომ შუქი ენთო და თვალები გავახილე. ნინო და ლექსო ჩემს წინ ჩამჯდარიყვნენ ერთს წყალი ეჭირა, მეორეს წამლების ყუთი. ხელები ნელ-ნელა მოვიშორე ყურებიდან და მისაღებისკენ გავიხედე. - სად არის? - ვკითხე მათ ჩურჩულით და ცრემლები მოვიწმინდე.
- ვინ, მარიამ? - მკითხა ნინომ ხმამაღლა და პირზე ხელი ავაფარე.
- ჩუმად! ნენეზე გეუბნები, სად არის?
- მარიამ, ნენე მოკვდა...
- ვიცი, თავად ვნახე. მაგრამ ის აქ იყო... გუშინ ტიროდა, მერე ლაპარაკობდა... ახლა ჩემთან მოდიოდა... ალბათ ფიქრობს, რომ მე ვარ დამნაშავე... ლექსო როგორმე უნდა უთხრა, რომ მე არაფერ შუაში ვარ გესმის? - ვჩურჩულებდი და ვერც კი ვხვდებოდი რატომ გადმოსდიოდა ნინოს ცრემლები.
- შენ ნახე ის? - მკითხა ლექსომ და ახლა მას ვეცი.
- გითხარი ჩუმად თქო! არ შეგიძლია ხმადაბლა ლაპარაკი?
- მარიამ... ღმერთო რა გჭირს?! - დაიყვირა მოულოდნელად და ფეხზე წამოდგა. მე კი ყურებზე ისევ ავიფარე ხელი, თუმცა მაინც მესმოდა. - აქ არავინ არ არის! მკვდრები არ ლაპარაკობენ! ისინი ადამიანებთან არ მოდიან! ადექი! - მაჯებში ხელი ჩამავლო და ჩემი წამოყენება სცადა, მაგრამ მე უარესად მოვიკუნტე და ყვირილი დავიწყე.
- არა გთხოვ, არ მინდა, მეორედ ასეთ მდგომარეობაში ვეღარ ვნახავ ლექსო გემუდარები...
- ლექსო გაუშვი... - ატირდა ნინო საბოლოოდ და კოლოფიდან რამდენიმე აბი გადმოყარა. - დალიე მარ...
- არ უნდა, ისედაც საკმარისადაა გაბრუებული...
- ხოდა ჯობს გაბრუვდეს ვიდრე ასე მოეშალოს მთელი ნერვული სისტემა. - აბები ხელზე დამიყარა და წყალი მომაწოდა. დამჯერი ბავშვივით გადავყლაპე. იმ მომენტში ნინო ანგელოზად მეჩვენებოდა, ლექსო კი ეშმაკად. რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი... ისინიც ისხდნენ და მიყურებდნენ. მერე გამეღიმა... თუმცა მალევე ნენე გამახსენდა და შეშინებულმა გავიხედე მისაღებში.
- იტოკში ჩაულაგე მიდი ნინ ერთი დღისთვის რაც დაჭირდება... ამ სახლში ყოფნამ შეიძლება რეალურად შეშალოს... ან შაქარი დამართოს ან რა ვიცი ათასი უბედურება...
- სად წაიყვან? - ისე საუბრობდნენ თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი და ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს.
- სახლში ვერ მივიყვან ამ მდგომარეობაში... არ ვიცი როდის რას გააკეთებს. აგარაკზე ავიყვან ჩემთან... მაარ, ხომ გახსოვს ის სახლი? - მომიბრუნდა და მეც თავი დავუქნიე. - აქ ყოფნას ხომ გირჩევნია იქ წავიდეთ?
- ნენეც რომ წამოვიდეს? - ვთქვი ისევ ჩურჩულით და მისაღებისკენ გავიხედე.
- არ წამოვა... იქ ჩვენს გარდა ვერავინ წამოვა... ახლავე წავიდეთ გინდა? - მე თავი დავუქნიე და ნინოს ჩურჩულით მივუბრუნდი.
- ნენეს ხელები შეუხვიე გესმის? შენთან თუ მოვა ხელები შეუხვიე. აბაზანაც მოწმინდე... იქნებ ეკა მოვიდეს და გული გაუსკდება... იცოდე შენ გაბარებ... თუ დაგელაპარაკა უთხარი მარიამი არაფერ შუაშია თქო კარგი? ნინო ხომ ეტყვი?
- მარიამ...
- დამპირდი რომ დაარწმუნებ...
- გპირდები. - ფეხზე წამოდგა და ჩემი ბარგის ჩასალაგებლად წავიდა.
- არ მინდა მისი ასე ნახვა... - ვუჩურჩულე სანდროს, ერთხელ კიდევ გავაპარე თვალი მისაღებისკენ და კარს ავეკარი.
როგორც ჩანს დამამშვიდებელმა საბოლოოდ იმოქმედა და აღარ ვნერვიულობდი, თუმცა შიში მაინც ვერ გავიქრე. მანქანაში ვიჯექით და დროდადრო უკან ვიყურებოდი.
- დამშვიდდი?
- ცოტა კი... ფიქრობ გავგიჟდი?
- არა, უბრალოდ ახლა ემოციების ქვეშ ხარ.
- რატომ მაშინვე არ გამომეცხადა? რაღა ახლა ლექსო?
- მარიამ, არავინ არ გამოგცხადებია... ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია.
- მე ის ვნახე ლექსო! არა ასე ცხადად არა მაგრამ... მისი ხმა მესმოდა... - ავჩურჩულდი ისევ.
- გოგო გეყოფა მართლა ახლა! ,,პახმელიაზე" იყავი, დალიე, მერე წამლები დააყოლე, მერე ისევ დალიე და ამ ყველაფერმა უბრალოდ მოგწამლა და ჰალუცინაციები დაგეწყო. ყველაფერთან ერთად მაგ სახლში ნენეს სიკვდილის მერე არ ყოფილხარ და მოგონებები ძალიან ცხადად აღიქვი. რაც შეეხება დღევანდელს, სააბაზანოში მე ვიყავი! წყალი ხელების გადასაბანად მოვუშვი, მერე ფრთილად გამოვედი, რომ არ გამეღვიძებინე... ნენე კი არა მე ვიყავი მე!
- ნამდვილად შევიშალე... დამამშვიდებლები წამომიღე?
- არის სახლში, მაგრამ აღარ დალევ! აბსოლუტურად ფხიზელი იქნები ეს დღეები რომ როგორმე აზრზე მოხვიდე. - თმებზე ხელი გადავისვი და ტანზე დავიხედე. ისევ ის თეთრი კაბა მეცვა.
- ორი დღეა ეს მაცვია?
- ხო...
- არც მიბანავია, არც... ღმერთო რა კოშმარია...
- ნინომ ჩაგილაგა სპორტულები, საცვლები და რაღაცეები კიდე რავიცი... პირსახოცი და აბაზანის სხვა ატრიბუტები არის ყველაფერი სახლში.
- შენ ხვალ სამსახურში უნდა წახვიდე? - გადავხედე შიშით და გამიღიმა.
- დაგავიწყდა ვინ ვარ შენ ხო? როცა მინდა მივალ, როცა მინდა არა.
- და მე?
- შენ მომავალი მეწილე ხარ და რომც გაგათავისუფლო, რა?
- მარტო არ დამტოვო კარგი?
- არ დაგტოვებ.
- არასდროს?
- მოვედით მარიამ. - მანქანა ჩააქრო და გადავიდა. კითხვა უპასუხოდ დამიტოვა, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია...
დღე და ღამე სულ ამერია, აბაზანაში დუშის ქვეშ ვიდექი, მაგრამ თვალი ერთი წამითაც არ მომიხუჭავს. გაფაციცებით ვიყურებოდი აქეთ-იქით და ვცდილობდი სწრაფად მებანავა. რომ გამოვედი თენდებოდა. ლექსო საწოლზე ტანსზემოთ შიშველი იწვა. ფეხზე დაეხადა და თვალები ეხუჭა. პირსახოცშემოხვეულმა ჩანთა ფრთხილად გავხსენი. ნაცრისფერი ბრეტელებიანი მაიკა და სპორტული შორტი ჩავიცვი და საწოლში შევწექი.
- ლექსო... ლექსო...
- ხო.
- დაწექი რა კარგად ზემოდან აწვები გადასაფარებელს და თან გაცივდები... გესმის? ლექსო!
- ხუთი წუთიც...
- აუ ლექსო!
- ვდგები... - ისე წამოდგა თვალები არც გაუხელია. შარვალი გაიხადა, იქვე მიკიდა და ჩაწვა. ფეხზე რომ შემეხო ეტყობა მერე მიხვდა სად იყო და თვალები გაახილა. - იბანავე?
- ხო...
- მოდი ჩემთან... - წელზე ხელები მომხვია და მაგრად მიმიკრო. ისევ დამიარა ცხელმა ტალღამ და გავიყურსე. - რა გაყინული ხარ! - ფეხზე ხელი მომკიდა და ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცურა. ტერფებამდე რომ მივიდა თავი წამოყო. - შენ რა, ცივ წყალში იბანავე?
- არა, მე სულ ასეთი ვარ ზამთარშიც და ზაფხულშიც...
- ფეხები ამოწიე გაგითბობ. - ხელით მის ფეხებს შორის მოიქცია და უფრო მიმიკრო. - შუქი არ ჩავაქრო?
- არა რა... გთხოვ.
- პატარა ბავშვს გავხარ. - გაიცინა და ცხვირზე მაკოცა. მერე ზედა ტუჩზე შემეხო და თვალები თავისით მიმენაბა. წამიც და ზემოდან მომექცა. - რა ვქნა, ვერ ვიკავებ თავს... - სუნთქვა გაუხშირდა და ტუჩებზე მეცა. ხელი ფეხზე ამომაყოლა და თეძოსთან გაჩერდა. - მარ ჩემი გახდები?
- მე ისედაც შენი ვარ... - ჩავჩურჩულე გრძნობაარეულმა და ხელი მკერდზე ავაყოლე.
- მხოლოდ ჩემი? - ორივე ხელი წელზე მომკიდა, ზემოთ ამოყვა და სწრაფი მოძრაობით მაიკა ამაძრო.
- მხოლოდ შენი... - სიტყვებს ჩემი გახშირებული სუნთქვაც მოყვა და შორტიც მაიკის გზას დაადგა.
- არ დაგთმობ! - ტუჩზე მაკოცა და თვალებში ჩამხედა. - შენ ჩემი ხარ! მარტო ჩემი! მიგისაკუთრე მარიამ! - ყელზე გადაინაცვლა და მკერდისკენ დაუყვა...
* ოთხი წლის წინ *
- აუ ჩემი დესას შე..ცი ეს ვინ ყოფილა, აუ მე მაგის...
- კაი ანდრო დაწყნარდი რა ბიჭო ე! ადვოკატია და მისი საქმე ეგაა! - აწყნარებდა გიორგი.
- რაა მისი საქმე ბიჭო შენ აზრზე ხარ რას მეუბნები ეხლა? ადვოკატმა მართალი უნდა დაიცვას და არა ასეთი ნაბი...რი ყრანტი ბებერი!
- კი მარა მესიჯები, ნარეკები ხო ამოყარეს?
- ყველაფერი ბიჭო! ,,ოტიდო" იციან მათი საუბარი! ჩემმა ადვოკატმა საქმე აღძრა... რაღაც მუხლი ყოფილა... თვითმკვლელობამდე მიყვანა თუ რაღაც ასეთი და იმან კიდე დაიქირავა ეს ერთიციდა გოგო და იცი რა გააძრო დღეს სასამართლოზე? ეს ვაფშე ,,პრიჩომო"" ტო! ისეთი რაღაცეები ,,იბაზრა" კინაღამ მეც დავიჯერე ამ ბებერის უდანაშაულობა. მერე ჩამოყარა ამადაამ მუხლის თანახმად ასე, ამის გამო ასე და თავისუფლება არ მოითხოვა? დაჟე სამსახურში გაცდენილი დღეების და მორალური ზიანის ანაზღაურებაო ხალხი გამო..ევდა შე.ჩ.ემა! შემოდი ღიაა! - კარზე ზარის ხმას გამოეპასუხა ანდრო და ლექსო რომ დაინახა აყვირდა. - სად ხარ ე ბიჭო ამდენ ხანს!
- ეე! ხო იცი რო მამაჩემს დავყვები აქეთ-იქით შე.ჩ.ემა ამ ,,ჯიელს" თუ რაღაცას უნდა ჩაუდგე სათავეშიო და მასწავლის რაღაცეებს რა ვქნა! სასამართლომ როგორ ჩაიარა?
- ისეთი ,,სუ.ჩ.კა" ადვოკატი ყავს იმ დედა მო...ულს დღეს გათავისუფლება მოითხოვა.
- მერე?
- გამო..ევდნენ შე.ჩ.ემა! ამ ჩემმა ადვოკატმა პირი დააღო და ვეღარ დახურა. პროკურორი ამ გოგოს მიაშტერდა, მოსამართლე ერთი საათი იქექებოდა ქაღალდებში. ბოლოს ისღა მოიფიქრეს, რადგან მასალები დღეს მოგვაწოდეთ სასამრთლო გადადებულიაო!
- ეგ რო გამოუშვან არ ვაცოცხლებთ ხო იცი! - ჩაერია გიორგი.
- რო კი არა, მეორე სასამართლო ზეგ არის და გამოუშვებენ უეჭველი. იასნია მაგას ვინ აცოცხლებს მარა მე ამ გოგოს მუღამი მაქ... რა ზმანზე გაეძრო თან დღეს უნდა გენახა! პროსტა რას ვუზავ იცი? უეჭველი უნდა ,,დავუპათხოდო" და ისეთ დღეში ჩავაგდებ...
- რა უნდა უქნა ბიჭო ქალია! - შეუბღვირა გიორგიმ.
- ხოდა ისე ვიხმარ ფეხზე ვერ ადგეს მე მაგის!
- რა ხეპრე ხარ! - გაეცინა ლექსოს. - მასეთ ქალებს ეგ უფრო ევასებათ შე.ჩ.ემა! ისეთი რაღაც უნდა გაუძრო რო მიხვდეს ვინ დაიცვას და ვინ არა!
- ანუ?
- ანუ გაიგე მაგაზე ყველაფერი, ან და ეყოლება ან დაქალი ან ვინმე პატარა გოგო, ,,შევკეროთ" ვიღაცა და ზუსტად ისე მოექცეს, როგორც ლილის მოექცა ის .
- ხო მარა... ბაზარი არაა ტო... ბაზარი არაა, დამევასა ეგ აზრი მაგრად... მარა მე ეს მაინც უნდა დავკერო და მერე მივახალო ვინ ვარ!
- იტოკში გავედი მე და გამაგებინე რას იზავ! - სიგარეტს წამოავლო ხელი ლექსომ და კარისკენ წავიდა.
- ,,სბოგამ" ბრაატ!
* * *
თვალები რომ გავახილე და ნაცნობი სურნელი ვიგრძენი გამეღიმა.... მერე კანი... გულის რიტმულ ხმას ყური დავუგდე და მივხვდი ეძინა. ფრთხილად ავწიე თავი რომ სახეზე შემეხედა და წვერზე ხელი ჩამოვუსვი. შემდეგ თვალებზე, მერე ავიწიე და ტუჩზე ვაკოცე. ეტყობა თმებით მოვუღუტუნე, სასაცილოდ შეკრა წარბები და ტუჩის ზემოთ მოიფხანა. მეც მეტი რა მინდოდა. მაიმუნობა მომინდა, თმა წინ გადმოვიწიე და სახეზე რომ მოვუსვი ისეთი სიჩქარით დააცემინა, ახლაც მიკვირს თავი როგორ არ დამარტყა. სახეზე ხელები მოისვა და დიდი მწვანე თვალები მომანათა.
- რას აკეთებ? - ვერ მიხვდა უცებ რატომ დავყურებდი ზემოდან და ვუღიმოდი.
- გეთამაშები... - ისე ბავშვურად გამომივიდა გაეცინა და მაგრად მიმიკრა.
- ჩემ ბაბუინს თამაში მოუნდა?
- ხო... რო არასდროს მეთამაშები... - ტუჩი გადმოვაბრუნე და გავიბუტე.
- გოგოო! - ჩემი არტისტობით მოხიბლულმა მაგრად ჩამკოცნა და ზემოდან მომიქცია. - ნუ ხარ ასეთი მაიმუნი.
- რო თამაში უნდათ, არ უნდა იმაიმუნონ ხალხმა? - საშინლად მომწონდა ჩემზე რომ იცინოდა და როლიდან გამოსვლას არ ვაპირებდი.
- მარიამ... - სიცილს ვეღარ იკავებდა და მეხუტებოდა. - რო მოფერება უნდათ, არ უნდა აკოცონ ხალხმა?
- კი ბევრი... მიდი ჩამკოშნე. - თავი გვერდზე გადავწიე, ყელი მივუშვირე და ლექსო სიცილით გასკდა.
- მართლა რა ბაბუინი ხარ! - იმდენი მაკოცა ბოლოს სახე დავუჭირე და ლოყა ლოყაზე მივადე.
- რა კარგია ასე....
- ხო... - გაიტრუნა ისიც და... ეს იყო მომენტი როცა საერთოდ არაფერი მანაღვლებდა, არაფერზე მეფიქრებოდა... აქამდე თითქოს ნახევარი ვიყავი, მან კი შემავსო, მასთან ერთად მე აბსოლუტურად მთელი ვიყავი... არაფერი მაკლდა, არაფერი მაწუხებდა... ალბათ ესაა ნირვანა. გავიფიქრე და გამეღიმა, რაც, რა თქმა უნდა, იგრძნო და ამომხედა. - რაზე ფიქრობ?
- ნირვანაზე.
- იმედია ჯგუფზე არა!
- ნუ ხარ სულელი. ,,კტო მამინი კრასავჩიკ?''
- დედიკოსი?
- ხო, რო მე შენზე ვზრუნავ. - თავზე ხელები შემოვხვიე და მკერდზე მივიკარი.
- მართლა, მართლა ბაბუინი ხარ!
- მანახე აბა ბაბუინის სურათები ერთი ვნახო ჩემსავით ლამაზი თუა...
- მერე განახებ.
- ახლა მინდა მე. რო შენი ქალბატონი ვარ, ყველაფერი უნდა შემისრულო.
- გოგოო! - უკვე ოცდებოდა ისე ვმასხრობდი.
- ,,გუგლში'' მანახე... - ტელეფონში ჩავწერეთ და ისეთი მახინჯი მაიმუნები ამოაგდო გული გამისკდა. - და ამას მეძახი მე? - იცინოდა და არაფერს მეუბნებოდა. - შეხედე რა დებილი მაიმუნები არიან!
- შენ საყვარელი ბაბუინი ხარ...
- ნახე პროსტა პუტინს ადარებენ და შენ მე მაიგივებ ამასთან? - ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ის კი ისე იცინოდა სულს ვერ ითქვავდა. - გაბუტული ვარ... - ტუჩი გადმოვაბრუნე, მკერდზე თავი დავადე და მის მკლავებში ჩავიმალე.
- ჩემი გაბუტული ბაბუინი. - თმა ისე გამიჩეჩა გული გამისკდა.
- რა ქენი?
- ჩიქორთული გაგიკეთე! - სკდებოდა სიცილით და ცრემლებს იწმენდდა.
- მე უფრო მწარედ ვიცი! - მუშტი შევკარი და თავზე დავაჭირე რომ გამეხახუნებინა და უფრო მოუმატა სიცილს.
- ხო, ხო, აი მანდ მეფხანება! ცოტა უფრო მარჯვნივ, ხოო, კაია! - ნერვებს მიშლიდა და სიამოვნებდა.
- იცოდე ახლა ძალიან გავბრაზდები ლექსო!
- რო ბრაზდებიან, არ უნდა იჩხუბონ ხალხმა? - წარბები შეკრა და ისე სერიოზულად მითხრა მივაშტერდი და ახარხარდა.
- შენ კიდე... შენ კიდე კოზაკი ხარ!
- რა? - ისე სწრაფად შეწყვიტა სიცილი ახლა მე გამეცინა.
- კო-ზა-კი! პატარა აქლემი!
- და მე აქლემი ვარ?
- და მე ის მახინჯი ბაბუინი?
- არა, შენ საყვარელი პატარა ბაბუინი ხარ. - ლოყებზე ხელი მომიჭირა და მაგრად მაკოცა.
- შენც საყვარელი კოზაკი ხარ! ,,მამინი'' არ გშია?
- ძაან...
- წამო ავდგეთ.
- შენ მშივხარ! - ზემოდან მომექცა, ისევ დამიარა ცხელმა ტალღამ, ისევ მიმენაბა თვალები და ისევ გადავეშვი ჩვენ ახალ სამყაროში რომელსაც სიყვარული ერქვა...
შუადღეს როგორც იქნა ავდექით, წყალი გადავივლეთ და სასადილოდ ვერანდაზე გავედით. აი ეს მაკლდა... ძალიან მაკლდა დასვენება, სუფთა ჰაერი, საყვარელი ადამიანი და ასეთი ხედი.
- ხომ არ გცივა?
- არა შენ? - ჩაი მოვსვი და თბილისს გავხედე.
- არც მე... მოგწონს?
- საშინლად... შემიძლია ერთი დღე ვუყურო ამ ყველაფერს შეუსვენებლად.
- კიდევ ბევრ რამეს განახებ...
- მაინც? - მოჭუტული თვალებით გადავხედე.
- ყველაფერს!
- და შენ რომ იმდღეს მითხარი...
- არ მაინტერესებს რა გითხარი და რა მითხარი, ან ვინ რას ამბობს და რას იტყვის! იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა! - მოეშალა უცებ ნერვები და გამიკვირდა.
- ანდრო...
- მარიამ რა ანდრო რის ანდრო, ნუ ვიფუჭებთ რა დილას! მიდი ცოტა თბილად ჩაიცვი და გავისეირნოთ ფეხით...
- კარგი... მართალი ხარ. მხოლოდ მე და შენ ვართ! - ფეხზე წამოვდექი და მივეხუტე.
- და ასე იქნება მარად! - ჩაილაპარაკა წინასწარმეტყველური ხმით და ხელით მიბიძგა შევსულიყავი. სპორტულები უკვე მეცვა, ჟაკეტი შემოვიცვი, თმა შევიკარი და კეტები ჩავიცვი. მედალიონიც, რა თქმა უნდა, არ დამვიწყებია და ისე მინდოდა მივპარულიყავი და შემეშინებინა ფეხაკრეფით გავედი.
- სად უნდა მოხვიდე შენ არ გეყო რაც მოგხვდა? - მომესმა მისი ანერვიულებული, დაბალი ხმა და ადგილზე გავჩერდი. - ფეხებზე შეთანხმება! არ დავთმობ, გასაგებია? ჩემია და ვსო! - სიგარეტს მოუკიდა და უეცრად იფეთქა. - ფეხებზე მ.კი.დია თქო ბიჭო! რა უნდა უთხრა ისედაც არ იცი შენ რა დღეშია! - უკვე ძალიან მინდოდა გასვლა და გავედი კიდეც. რომ დამინახა დაიბნა და მოკლედ მოუჭრა. - წავედი ვსო აღარ მცალია! - და ტელეფონი გათიშა.
- ვინ იყო?
- ანდრო...
- რა უნდოდა?
- დედის ტ..ნა! დამპირდი რომ სადაც არ უნდა შეხვდე შემთხვევით არც კი დაელაპარაკები!
- ო, ახლა ასე ვერ დაგპირდები მაგრამ თავს ავარიდებ აუცილებლად...
- წამო გავისეირნოთ... იცი რომ უკან აუზია?
- მართლა? აუ როგორ მიყვარს ზაგარი იცი?
- ხო მარა ახლა შემოდგომაა მარიამ და გაცივდები...
- გიყვარს შემოდგომა? - კიბეები ჩავირბინეთ და უკანა ეზოში გავედით.
- რავიცი... კი, მაგრამ ზამთარი რომ მოდის მაგიტო არ მევასება.
- ვერც მე ვიტან ზამთარს, სიცივეს... არაფრის ხალისი არ მაქვს...
- ყვავილები გიყვარს?
- არა... ანუ, კი მომწონს მაგრამ... - გამახსენდა რომ მაჩუქა და უცებ გადავაკეთე. - რომ ვგიჟდებოდე არა.
- აი მე ძალიან მიყვარს! განსაკუთრებით ესენი. - ხელით მიმითითა და უცებ ვიცანი რაც იყო.
- ეს... ეს... ესენი ისინია?
- ხო ესენი ისინია! - დამაჯავრა და გაიცინა.
- ღმერთო რამხელებია... თან იისფრები... აუ კარგია? - ჭინკები ამითამაშდა თვალებში და გამეცინა.
- ხო გოგო აბა! ,,ტრუხა" ჩემთან არაფერი მოდის. - მათკენ წავიდა და რამდენიმე ნაწილი მოაწყვიტა.
- და... შენ ამას... ანუ მარტო შენ იცი თუ...
- არა ჩემმა ძმაკაცებმაც. რა გაინტერესებს, ვყიდი თუ არა?
- არა... - რაღაცნაირად ეგ ვერ ვაკადრე.
- კარგია თუ არა. სხვათაშორის ანდრო სულ აქაა გაზრდილი და განა აფასებს ეგ ნა...ვარი! წამო და გავაშრობ თან. - რამდენიმე წუთში უკვე ბოლო ეტაპზე ვიყავით. - ,,ააფეთქებ?''
- არა, მე... შენ დაიწყე და მომეცი. სუსტი ფილტვები მაქვს! - ერთი ნაპასის შემდეგ უკვე ვიგრძენი, რომ ეს ის იყო რაც მე მინდოდა. მეორე ლექსოს ხათრით დავარტყი. აი მესამეზე კი უკვე უარი ვთქვი და ძალიან დამცინა. მის სიცილზე მეც ისე გადავიხარხარე უფრო მოუმატა და შემდეგ ცოტა ხანი დავსერიოზულდი. - დამავიწყდა ლექსო...
- რა დაგავიწყდა?
- რაზე ვიცინოდით... - ისევ გამეცინა და ამას ლექსოს ჩაბჟირება მოყვა. - მაა, მშია...
- ეს ,,მამინის'' შემოკლებითი ფორმაა?
- ხო... მაჭამე რამე... თუ გაბედავ!
- წამო...
- სად? აქ მოიტანე რა...
- ეხლა ჩიზბურგერი არ გაგისწორდება?
- ვაიმე... ძალიან.
- წამო მერე! - ხელი დამტაცა და ისე ამაფრიალა ვერც გავიგე.
ნახევარ საათში უკვე ,,მაკდონალდსში'' ვიყავით და ირგვლივ ყველა ჩვენ გვიყურებდა რომ ვიცინოდით.
- და დედაჩემთან გავედი გაჭიმული, მთელი კარაქიანი პური შევჭამე თქო და... - აქ პაუზა ავიღე.
- ისევ დაგავიწყდა?
- არა მოიცადე მახსოოვს... აუ ეხლა მართლა დამავიწყდა! ა ხო. ძაფების ყუთში ხო დავმალე და ეკას ვეუბნები შევჭამე არ დამიმალია ნახე თუ გინდა, ძაფების ყუთშიც არაა თქო და...
- ჩემი შტერი ბაბუინი! - შეიკი მოსვა და ალაგება დაიწყო.
- უკვე წავიდეთ?
- ხო რა გავიაროთ მარჯანიშვილზე სანამ წვიმას დაიწყებს და მერე წავიდეთ. რაო ეკამ?
- ვინ?
- დედაშენმა!
- როდის?
- კარაქიანი პური რომ ძაფებში დამალე.
- აა... - ისე ვთქვი თითქოს მივხვდი რას მეკითხებოდა და მერე უცებ გადავბჟირდი.
- მაგარია არა?
- აი ძაან! სულ გამომაშტერა...
დიდხანს ვიარეთ ფეხით, ლაპარაკში ისე გავერთე ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩნდით უცებ ჩემი საადვოკატო ფირმის წინ და ნოდარი რომ დავინახე სიხარულისგან კინაღამ ავტირდი.
- მარიამ!
- ნოდარ! - ისე ჩავეხუტე კინაღამ გაიჭყლიტა.
- რას შვები, როგორ ხარ... რა გჭირს თვალებზე მთვრალი ხარ?
- არა, მეორე.
- უფ... მეც არ მაწყენდა ახლა.
- შენ როგორ ხარ, როგორ მიდის აქ საქმეები? უი გაიცანი ეს ლექსოა, ჩემი...
- მარიამის საქმრო ვარ, - ხელი ჩამოართვა მან. - ლექსო გოლიაძე!
- მაინც გურული არა?
- ის არ ითვლება...
- ვინ მარიამ, ანდრო? - ნოდარს ლექსოს სიტყვებზე თვალები გაუშტერდა და დაიბნა.
- ლექსო ანდროს ძმაკაცია ნოდარ...
- ციხიდან რომ უნდა გამოგეყვანა?
- არა ეგ დულარიძეა, სხვა დროს აგიხსნი მოკლედ რამდენიმე წვეთი უკვე დამეცა და სანამ ძლიერად დაცხებს და სულ დავსველდებით წავალთ კაი?
- არ დამეკარგო იცოდე, თავს გაუფრთხილდი მარიამ და კარგად იყავი.
- კარგად ნოდარ! - ხელი დავუქნიეთ და შევბრუნდით.
- კარგად ბავშვებო. - ისე სევდიანად თქვა ეს სიტყვები რომ... ღმერთო რა ცუდია სიბერე...
მეორე დღეს რომ გავიღვიძე ტრადიცია დაირღვა, მარტო ვიწექი. საათი პირველს აჩვენებდა და გამიკვირდა აქამდე რომ ასე გაუნძრევლად მეძინა. შორტი ამოვიცვი მხოლოდ და დაბლა ჩასვლა დავაპირე ეზოდან რომ ხმა მომესმა. უცებ ჩავირბინე კიბეები და გარეთ გავედი. ანდრომ რომ დამინახა წამიერად ამათვალიერა და წამოწითლდა.
- თქვენ რა... ერთად წევხართ?
- შენი საქმე არაა! - შევატყე ლექსოს რად უღირდა თავის შეკავება და მისკენ წავედი.
- სპეციალურად გააკეთე არა ეგ? სპეციალურად ჩაიწვინე საწოლში! აქაც ამიტომ წამოიყვანე! თუმცა რა მიკვირს, შენ ხო ასეთების მოფიქრებაში ექსპერტი ხარ!
- ანდრო მოკეტე!
- სიმართლე მწარეა არა? შენ რას იტყვი მარიამ? შენ ხომ გიყვარს სიმართლე!
- რადგან ცუდად არ გელაპარაკები არ ნიშნავს რომ ნენეს სიკვდილი გაპატიე!
- მე? მართალია... მე ვარ დამნაშავე. მაგრამ მე თუ არ მპატიობ ლექსოს რატომ აპატიე?
- მოკეტე შენი დედაც! - გაიწია მან და ძლივს გავაჩერე.
- ლექსო ვერ ხედავ რომ სპეციალურად გიწვევს? თან მთვრალია შეეშვი!
- არა არა! ასე ვერ წავალ... ყველაფერი უნდა ვთქვა!
- ანდრო ძლივს გამოვიყვანე მდგომარეობიდან წადი თქო აქედან!
- რა იყო ესეც ორსულად ხომ არ არის? - გაიღიმა დამცინავად და მუცელზე შემომხედა.
- და ვინაა რო ორსულად? - ჯერ ლექსოს შევხედე და თვალი რომ ამარიდა მერე ანდროს.
- ნენე იყო ორსულად მარიამ... ნენე... მაგრამ მე მაგის სათქმელად არ ვარ აქ. იცი ვინაა ამ ყველაფრის ორგანიზატორი და მთავარი დამფინანსებელი?
- შენი დედაც შე ნაბ...არო! - ჩამესმა უკანასკნელად და მერე აღარაფერი გამიგია. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ვნატრობდი გული წამსვლოდა, მაგრამ არ მიმდიოდა... სიკვდილი მინდოდა და არ ვკვდებოდი... ამ ამბის დამთავრება მინდოდა და არ მთავრდებოდა... არაფერი ხდებოდა რაც მე მინდოდა... უეცრად სუნთქვა გამიძნელდა. ვიგრძენი რომ საშინლად მციოდა... თვალები გავახილე და ვერ მივხვდი სად ვიყავი... ხელები უსუსურად ავაფართხალე. ისევ სისხლი... ისევ ნენე... ისევ დასერილი ხელები...
- მარიამ! - ისეთმა ხმამ დაიღრიალა ვერავისას მივამსგავსე. წყალი ფილტვებში შემოვუშვი და მე სუნთქვა შევწყვიტე...
.....
ლექსომ მოწყვეტით დაარტყა ბიჭს სახეში და მანაც თავი ვეღარ შეიმაგრა, ინერციით უკან გადავარდა და წამოდგომა დააპირა თუმცა ლექსო ზემოდან მოექცა და წარბი გაუხეთქა. ანდრო კი იცინოდა... ისეთი მთვრალი იყო ხმამაღლა იცინოდა და ლექსომაც ხელი გაუშვა.
- არც შენი... არც ჩემი! რა მაგარია არა? ბოროტი ხარო არ მითხრა! შენზე ბოროტი მაინც ვერ ვიქნები ალექსანდრე ძმაა! - თავი წამოწია და ლექსოს შეხედა, რომელიც თავს ძლივს იკავებდა ისევ რომ არ მივარდნილიყო. ანდრომ სისხლი უხეშად მოიწმინდა და წამოჯდა. - შეგიყვარდა შე.ჩ.ემა?
- კმაყოფილი ხარ ასეთს რომ უყურებ?
- როგორს ასეთს? - თვალი მოავლო ეზოს და ლექსოს გაუღიმა. ის უკან შებრუნდა და მარიამი რომ ვერ დაინახა სახლში შევარდა. ანდრო ნელა წამოდგა. სისხლი ისევ მოსდიოდა. ზლაზვნით წავიდა უკანა ეზოსკენ რომ წყლით მოებანა და აუზს რომ გახედა თვალები გაუფართოვდა.
- მარიამ! - დაიღრიალა უცებ და მისკენ გაიქცა. პირდაპირ გადაეშვა წყალში და მარიამის გაყინულ, გალურჯებულ სხეულს დასწვდა. ნაპირზე რომ ამოიყვანა გულაღმა დააწვინა. - არ გაბედო... არ გაბედო სიკვდილი თორემ მეც თავს მოვიკლავ! არ გაბედო მარიამ! - მკერდზე ორი ხელით აწვებოდა და ხელოვნური სუნთქვის გაკეთებას ცდილობდა. უეცრად ძლიერმა ხელმა გვერდზე მოისროლა და აზრზე რომ მოვიდა ლექსო დაინახა, მარიამს გულში იხუტებდა. ის კი ახველებდა და გალურჯებული, გაფითრებული პატარა წიწილასავით შეშინებული იყურებოდა.
- არ მინდოდა... ეს მე არ მიქნია გეფიცები... მე თავს არასდროს მოვიკლავდი როგორც... - მარიამმა წამიერად გადახარშა ანდროს სიტყვები, მისი აუზში მოხვედრის მიზეზი და ლექსოს შეხედა. - მაა... ისევ მარტო ვარ?
- მე შენთან ვარ მარიამ...
- ხო მაგრამ... მე აღარ ვარ შენთან... - თვალები ცრემლით აევსო და წამოდგა.
- მე შენ მიყვარხარ მააარ... მინდა შენით დავიწყო და დავასრულო ყველა დღე! მინდა სულ გიყურო როგორ თამაშობ... როგორ იცინი... უბრალოდ რომ არ შეგეხო, მინდა გიყურო მა... ნუ წახვალ... თუ წახვალ... არ ვიცი მარიამ... - საშინლად დაუბერა ქარმა... არა მანამდეც უბერავდა, მაგრამ ახლა იგრძნო და შუბლი შეუშვირა. კანკალით შევიდა სახლში. თავისი ნივთები მოკრიფა და გამოვიდა. ეზოში არავინ დახვდა. კარი გააღო, უხმაუროდ გავიდა და ტაქსი გააჩერა...
..............
ნენეს საფლავზე ვიწექი, ვისკის ბოთლი გვერდით მქონდა მიხუტებული და ღრუბლებს ვუყურებდი.
ვიგრძენი ვიღაც რომ წამომადგა თავზე და თვალები დავხუჭე.
- ვინც არ უნდა იყო, შენი დანახვა არ მინდა... - წარმოვთქვი ხმამაღლა და ბოთლი დავიყუდე.
- ვიცი... - ხმამ იმდენად გამაოცა მეგონა მომეჩვენა და წამოვჯექი. უკან გახედვას ვერ ვბედავდი ეს ხომ... - თუ გინდა წავალ დედა... - მის აკანკალებულ ხმას ყველასგან გავარჩევდი. მინდოდა შებრუნება, მაგრამ არ შევბრუნდი და ვისკის ბოთლს დავხედე.
- ბოლოს როდის დავლიეთ მე და შენ ერთად?
- მარიამ... - შემომიარა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. გამხდარიყო დედა... ძალიან დასუსტებულიყო... უპეები ჩაცვენოდა და შეყვითლებოდა... ნაოჭებიც მომრავლებულიყო დედას სახეზე...
- არ გკითხავ რატომ დამტოვე... ალბათ მიზეზი გქონდა...
- მე... მარიამ მე...
- შენ ქალი ხარ დედა... შენ ბევრი გამოიარე... შვილმკვდარი დედა ხარ... ადამიანი ხარ... და მე არ ვაპირებ შენ განსჯას.
- როგორ გაზრდილხარ მარიამ... როგორ შეცვლილხარ... დაქალებულხარ... არ ვიცი რა გითხრა...
- შენც ნურაფერს მეტყვი. - ისევ გავწექი მიწაზე და გამეღიმა, როცა ისიც ჩემსავით მოიქცა. ბოთლი გავუწოდე, გამომართვა და მანაც დაიყუდა.
- გახსოვს კარაქიანი პური ძაფებში რომ დამალე?
- და გითხარი შევჭამე თუ გინდა შეამოწმე, ძაფების ყუთში არაა თქო...
- იცი რატომ არ გეჩხუბე?
- იმიტომ რომ სასაცილო და სულელი ვიყავი...
- იმიტომ, რომ არ გადააგდე.
- ღმერთს ეწყინებოდა...
- იცი რატომ არ ტირიან მუსულმანურ ქვეყნებში მკვდარს მარიამ?
- იმიტომ, რომ ღმერთის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ...
- მე შენ ასე გაგზარდე მარიამ... სად დავუშვი შეცდომა, რომ ტკივილით სავსე ცხოვრება ვერ აგარიდე და ვერც მოგაშორე?
- ამაზე ნუ ფიქრობ. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომას. ჩემს ასეთ ცხოვრებასთან შენ კავშირი არ გაქვს... მასე რომ არ აღგეზარდე შეიძლება უარესიც მქონოდა...
- პატიება ვერ გასწავლე...
- ჩემით ვისწავლე...
- ვერ ისწავლე. ვერც მამაშენს აპატიე... ვერც ნენეს... ვერც მე და ვერც ლექსოს...
- ლექსოზე რა იცი?
- უკვე მეშვიდე თვეა ყოველდღე კართან გეორგინებს ტოვებს... აქამდეც მინდოდა მენახე უბრალოდ... ვერ გავბედე დუდასთან მოსვლა.
- მან...
- მან არ იცოდა მარიამ... ახალგაზრდა იყო და შეცდომა დაუშვა. ისეთივე, შეცდომა როგორსაც შენ უშვებდი სასამართლოებზე...
- ფიქრობ ღმერთი მსჯის?
- მას პატიება შეუძლია... შენც უნდა აპატიო...
- სახლში ვერ დავბრუნდები დედა...
- არც გთხოვ მარიამ... - მისკენ გადავბრუნდი და ჩავეხუტე.
- მომენატრე დე...
- მეც ჩემო პატარა მაწანწალა...
კოკისპირულად წვიმდა, მე კი ისე ვნერვიულობდი ვერც ვგრძნობდი. უბრალოდ მის გარეშე არ შემეძლო, უბრალოდ ის იყო ჩემი სუნთქვა, უბრალოდ... ყველას ჰგონია, რომ რამე განსაკუთრებულშია ყველაფერი და გვავიწყდება, რომ უბრალოებაშია ყველაზე დიდი სინამდვილე. მხოლოდ უბრალო სიტყვას შეუძლია მოგკლას, უბრალო სიტყვას შეუძლია ჭკუიდან შეგშალოს და ამ უბრალო სიტყვას შეუძლია დაგაწყებინოს ომი საკუთარ თავთან... ,,მერსედესის'' კარი გაიღო და მისკენ წავედი.
- გამარჯობა! - მძღოლმა გაკვირვებით მოიხედა და დიდი მწვანე თვალები უფრო გაუფართოვდა. ვიგრძენი რომ მაისის წვიმა მასაც აღარ ასველებდა. - მე მარიამი ვარ... ,ჯიელიდან''... დაზღვევით ხომ არ ხართ დაინტერესებული?
- ვარ... - ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია, ერთხანს მიყურა და მაკოცა... მერე ისევ შემომხედა და მერე ისევ მაგრად მაკოცა.
*************************************
მაპატიეთ ასეთი დასასრულით თუ იმედი გაგიცრუეთ. მიხაროდა თქვენი კომენტარები. მიყვარხართ <3
მარიამი.



№1  offline წევრი მოლურჯო

არ მომეწონა
დასარული არაფერ შუაშია
საერთოდ არ მომეწონა
ძალიან ბევრი შეცდომა იყო
გრამატიკულად გაუმართავი
იმედია შემდეგი უფრო დახვეწილი და კარგი იქნება
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი Marry Amm

სევდიანი გიჟი
არ მომეწონა
დასარული არაფერ შუაშია
საერთოდ არ მომეწონა
ძალიან ბევრი შეცდომა იყო
გრამატიკულად გაუმართავი
იმედია შემდეგი უფრო დახვეწილი და კარგი იქნება

შინაარსი არ მოგეწონა, წერის სტილი თუ წინადადებების ჩემებური წყობა? (რომ ვიცოდე და გავითვალისწინო)

 


№3  offline წევრი მოლურჯო

marimayishvili
სევდიანი გიჟი
არ მომეწონა
დასარული არაფერ შუაშია
საერთოდ არ მომეწონა
ძალიან ბევრი შეცდომა იყო
გრამატიკულად გაუმართავი
იმედია შემდეგი უფრო დახვეწილი და კარგი იქნება

შინაარსი არ მოგეწონა, წერის სტილი თუ წინადადებების ჩემებური წყობა? (რომ ვიცოდე და გავითვალისწინო)

შინაარსი უფრო არ მომეწონა
--------------------
მარიამი

 


№4  offline მოდერი Marry Amm

სევდიანი გიჟი
marimayishvili
სევდიანი გიჟი
არ მომეწონა
დასარული არაფერ შუაშია
საერთოდ არ მომეწონა
ძალიან ბევრი შეცდომა იყო
გრამატიკულად გაუმართავი
იმედია შემდეგი უფრო დახვეწილი და კარგი იქნება

შინაარსი არ მოგეწონა, წერის სტილი თუ წინადადებების ჩემებური წყობა? (რომ ვიცოდე და გავითვალისწინო)

შინაარსი უფრო არ მომეწონა

ინდივიდუალურია, მაგრამ გავითვალისწინებ <3

არ მოგერიდოთ შენიშვნების ) ყველა დეტალს გაგებით მოვეკიდები და გამოვასწორებ.

 


№5 სტუმარი nino

mdzgholi vinaa? :D

 


№6  offline წევრი rebe123

ძალიან მომეწონა ^_^ მართალია არ მინდოდა ასე მალე დასრულებულიყო მაგრამ ძალიან კარგიი იყოო ^_^ დასასრულიც მაგარიი იყოო <3 მიხარია ერთად რომ დატოვე ^_^ მაგრამ ვერ გავიგე ნენე ვისგან იყო ორსულად?? :///მომწონს შენი წერის სტილი ^_^ მაგარი გოგო ხარ <3

 


№7  offline მოდერი Marry Amm

nino
mdzgholi vinaa? :D
ლექსო გოგოო

rebe123
ძალიან მომეწონა ^_^ მართალია არ მინდოდა ასე მალე დასრულებულიყო მაგრამ ძალიან კარგიი იყოო ^_^ დასასრულიც მაგარიი იყოო <3 მიხარია ერთად რომ დატოვე ^_^ მაგრამ ვერ გავიგე ნენე ვისგან იყო ორსულად?? :///მომწონს შენი წერის სტილი ^_^ მაგარი გოგო ხარ <3
ანდრომ ვინც მიუგზავნა და ვის გამოც თავიმოიკლა. მადლობა ჩემო გოგო არ მინდოდა უაზროდ გამეწელა ♥

 


№8  offline წევრი rebe123

marimayishvili
nino
mdzgholi vinaa? :D
ლექსო გოგოო

rebe123
ძალიან მომეწონა ^_^ მართალია არ მინდოდა ასე მალე დასრულებულიყო მაგრამ ძალიან კარგიი იყოო ^_^ დასასრულიც მაგარიი იყოო <3 მიხარია ერთად რომ დატოვე ^_^ მაგრამ ვერ გავიგე ნენე ვისგან იყო ორსულად?? :///მომწონს შენი წერის სტილი ^_^ მაგარი გოგო ხარ <3
ანდრომ ვინც მიუგზავნა და ვის გამოც თავიმოიკლა. მადლობა ჩემო გოგო არ მინდოდა უაზროდ გამეწელა ♥

უჰ კიდევ კარგი თორემ მეგონა ლექსოს ბრალი იყო :დ <3 <3 ჰო არ მიყვარს ძაან გაწელილი ისტორიები და არც ის პირველივე თავში რომ უყვარდებათ :დდ შენი ისტორიები ძაან მომწონს <3 <3

 


№9  offline წევრი Sweet-sofie

მძაფრი ემოციები და გრძნობები! კარგია ძალიან. ბრავო

 


№10  offline მოდერი Marry Amm

Sweet-sofie
მძაფრი ემოციები და გრძნობები! კარგია ძალიან. ბრავო

მადლობა ჩემო კარგო <3

 


№11 სტუმარი etiko

vgijjdebi am iistoriaze pirvelad wavikitxe da didi shtabecgdileba moaxdina magari gogo xar.... yvelaze metad mariam mecodebods bolo tavshi rogoor itanjebida da molandebebi ro daewyo magram sabolood happy end damtavrda da gamixarda ro mariami da aleqsandre(leqso) ertad darchnen isini imsaxurebdnem amas isic kargi rom mariami dedac dabrunda da mis shvils gverdit daudga... ramdenjerac ar unda wavikitxo es istoria darwmunebuli var yoveltvis amichhuydeba guli... shen tviton xar saocari aseti nichi rom gaqvs <3.

 


№12  offline მოდერი Marry Amm

etiko
vgijjdebi am iistoriaze pirvelad wavikitxe da didi shtabecgdileba moaxdina magari gogo xar.... yvelaze metad mariam mecodebods bolo tavshi rogoor itanjebida da molandebebi ro daewyo magram sabolood happy end damtavrda da gamixarda ro mariami da aleqsandre(leqso) ertad darchnen isini imsaxurebdnem amas isic kargi rom mariami dedac dabrunda da mis shvils gverdit daudga... ramdenjerac ar unda wavikitxo es istoria darwmunebuli var yoveltvis amichhuydeba guli... shen tviton xar saocari aseti nichi rom gaqvs <3.

ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მოწონება არ მოწონების საკითხი ძალიან ინდივიდუალურია და ჩემი წერა ამ მხრივ არაფერ შუაშია <3

 


№13 სტუმარი Daldo

Dadaamm....zalian magaria daujerebelic kia imdenad mravalferovania kvelaferi ertad.emociebit savse Roca ar icii ckena gamoxato tu sixaruli ise icvleboda situacia magram zalian magariaa .

 


№14 სტუმარი სტუმარი mancura

მომეწონა ძალიან ეს ისტორია..ბრავო კარგი იყო...დღეს ყველა შენს ისტორიას წავიკითხავ...მაგრამ უფრო სენსაციურ დასასრულს ველოდი...გაგრძელებაც შეიძლება და იქნებ იფიქროთ...

 


№15 სტუმარი სტუმარი ლილე

საუკეთესოა როგორც შინაარსით ისე წყობითაც. წარმატე ები????

 


№16 სტუმარი ნი-კე

მე ვფიქრობ რეალური ისტორია იყო..ძალიან ბევრია მსგავსი..რათქმა უნდა მძიმე და სევდით სავსეა როცა ახალგაზრდა გოგონა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს..და ასმაგად მძიმე მისი ახლობლისთვის.... წარმატებები თქვენ...(და კიდევ იმ მკითხველს მინდა მივმართო რომლებიც უხეშად მიმართპვენ კრიტიკას -მოგწონთ თუ არმოგწონთ,ცოტა მეტი პატივისცემა იქონიეთ ავტორის მიმართ და შეურაწყოფის ტონების გარეშე დააფიქსირეთ ხოლმე თქვენი აზრი...აქ ძალიან ბევრ ისტორიაში გადავაწყდი მსგავს კომენტარებს))

 


№17 სტუმარი სტუმარი Nina

უმაგრესი სიუჟეტი გაქვს, ოღონდ გაშალე თემა კარგად. პერსონაჟებიც გაშალე. ძალიან კარგად წერ მაგრამ არ მეყო. წარმატებიიი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent