გურული რომანტიკოსი [სრულად]
-არ მინდა წამოსვლააააააა (მე) -არ მაინტერესებს, მოდიხარ (მამა) -კარგი რაა. უკვე 16 წლის ვარ და შემიძლია ჩემი უფლებების დაცვა (მე) -უფლებების დაცვაზე თუ ლაპარაკობ გაგახსენებ რომ მოსამართლე ვარ (მამა) -თქვენი სახელით ბოროტად ნუ სარგებლობთ ბატონო სანდრო (მე) -მე არაფრით არ ვსარგებლობ, შენ დაიწყე კამათი. (მითხრა მამამ და მოიბუსხა) -ვაიმე გამიბლაზდა ცემი მამიკო (მე) კაი კაი წამოვალ ოღონდ არ გამებუტო. მამამ გამიღიმა თავზე მაკოცა და მითხრა: -კარგი ჩემო პატარა, ეხა სამსახურში წავალ და შუადღისას დავბრუნდები, მაქამდე გაემზადე შენ(მამა) -კარგი ბატონი სანდრო.(მე) მამა წავიდა თუარა ეგრევე გოგოები მოვიდნენ. ბარგის ჩალაგებაში დამეხმარნენ.მერე კინოს ყურება გადავწყვიტეთ და ნიკოლას სპარქსის "the choice" ჩავრთეთ, თან პიცა შევუკვეთეთ,საღამო იყო მამა რომ მოვიდა მე უკვე მზად ვიყავი ამიტომ, ბარგი მანქანაში ჩავალაგეთ, გოგოები სახლებში დავტოვეთ და გავუდექით გურიის გზას. ძალიან დამღლელი და გრძელი გზა იყო თუმცა მთელი გზა ფაქტობრივად მეძინა და ვერც გავიგე როდის ჩავედით. იქ მამას ნათესავები დაგხვდნენ, ყველა გავიცანი თითქმის. ჩემი ტოლი 4-5 ბავშვი იყო. ყველა ძალიან კარგები იყვნენ, ერთ-ერთს ძალიან დავუახლოვდი, ნინა ერქვა. წითური ლამაზი გოგო იყო. დახვეწილი სახის ნაკვთებით. ძალიან კარგად შევეწყვე, საღამომდე სახლში ვიყავით სუფრა იყო გაშლილი, მამა ისეთი ბედნიერი იყო თავისიანებთან ყოფნით რო სიხარულისგან თვალებიდან ნაპერწკლებიც გადმოყარა ერთი-ორჯერ. საღამოს როცა ყველა შეზარხოშდა გარეთ გავედით ბავშვები, რაღაც გამორჩეული ადგილი ქონიათ სადაც ყველა იკრიბებოდა. -გურიაში პირველად ხარ? - როგორც მახსოვს ღრმა ბავშვობაში ვიყავი რამდენჯერმე, მაგრამ არ მახსოვს არაფერი. -მერე? მოგეწონა აქაურობა? -ძალიან, ულამაზესია ყველაფერი,მართლა,აღფრთოვანებული ვარ. -ძალიან კარგი ხოდა ზაფხულშიც ჩამოხვალ. -ვნახოთ, ძალიან მინდა. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, "განსაკუთრებულ ადგილზეც" მივედით. 6 ბიჭი იჯდა, ნინა გახარებული გაექანა ერთი ბიჭისკენ და როგორც მივხვდი მისი შეყვარებული იყო. გიორგი ერქვა სიმპატიური იყო და ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. დანარჩენი ბიჭები ეჭვის თვალით მიყურებდნენ, რამოდენიმეჯერ ამათვალ-ჩამათვალიერეს. მერე მარუსა მოვიდა და დამისვა გვერდით. თან მელაპარაკებოდა რაღაცეებზე. გამაცნო ყველა, არ იყვნენ ცუდი ბიჭები მაგრამ ძალიან ცანცარები და ბაბნიკები იყვნენ. ყველა როგორც მარუსამ მითხრა ათზე ნაკლები შეყვერბეული არცერთს არ ყოლია გარდა ერთისა. ის ბიჭი მოსვლისთანავე შევნიშნე. რაღაცნაირად გამორჩეული იყო, გარეგნობითაც, ქერა გვერდებში აპარსული და შუაში უკან გადაწეული თმა ქონდა, ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თან სიგარეტს ეწეოდა, რამოდენიმეჯერ ამოიხედებოდა ყველას დაზვერდავდა და მერე ისევ ჩაძვრებოდა ხოლმე ტელეფონში. რატომღაც ავითვალწუნე, ყურადღება აღარ მივაქციე და სხვებთან ერთად გავაგრძელე ლაპარაკი და სიცილი. მერე ნინაც მომიჯდა და ყველაზე რაღაცებს მეჩურჩელებოდა. ბოლოს იმ "ცივ" ბიჭზეც მომიყვა რაღაცეები, მაგალითად ის რომ დათა ერქვა, საზღვარგარეთ(ლოს ანჯელესში) ცხოვრობდა, მხოლოდ არდადეგებზე ჩამოდიოდა ხოლმე ისიც იმიტომ რომ ბებია მოენახულებინდა რადგან მის გარდა არავინ ყავდა. თითქოს წამიერად გული მომილბა, მაგრამ რომ შევხედე ისეთი ამპარტავანი გამოხედვით მიყურებდა რო უარესი შთაბეჭდილება დამრჩა. ამ დროს მამამ დამირეკა და გვერდზე გავედი. -ჰო მა. -რას შვები მამი (მამა) -რავი ბავშვებთან ერთად ვარ გარეთ. შენ? (მე) -დედაჩემი უნდა წავიყვანო გვერდითა სოფელში და მალე მოვალ. -კაი ვნახოთ მგონი მალე წამოვალ, არამგონია დიდხანს დავრჩე (მე) -კაი მოკლედ ყველა სახლშია, ბებო გელოდება (მამა) -კაი მა მიყვარხარ (მე) -მეც ჩემო პატარა. გავუთიშე და ბავშვებთან დავბრუნდი. -ნინ უნდა წავიდე მე. -აუ რატოოო.(მარუსა) -რავი გვიანიც არის უკვე სამი დაიწყო თან ძალიან მცივა. -აუ დარჩი რა გთხოვ, ბიჭები მოგცემენ რამეს და მოიცვი, -არა არ მინდა შევაწუხო მართლა. ჯობია წავიდე. თან ბებიაც მოვიდა და უნდა ვნახო. -კარგი მაშინ გაგაცილებთ (ნინა და მარუსა) -არა არა იყავით არ შეწუხდეთ, მე თვითონ წავალ, ღამე მშვიდობისა. (მე) -კარგი საყვარელო, ხვალამდე (ნინა) -მოიცა მეც მოვდივარ და მიგაცილებ (დათა) გამიკვირდა, ხმა რომ ამოიღო, დავიბენი მაგრამ ვუპასუხე: -არ შეწუხდე მადლობა. (მე) -არ ვწუხდები, სახლში მივდივარ (დათა) -როგორც გინდა (მე) ნინამ და მარუსამ ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს, მე დავემშვიდობე და წამოვედი ისე რომ დათას არ დაველოდე. მივდიოდი და უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმოდა, მაგრამ არცერთხელ შევბრუნებულვარ. არც გამომლაპარაკებია, საერთოდ არაფერი უთქვამს. როოგრც აღმოჩნდა ჩემი სახლის გვერდით ცხოვრობდა, როცა ჭიშკარის კარი შევაღე მითხრა: - ყალბი ხარ (დათა) -უკაცრავად? (მე) -რაც გაიგე, ინიღბები, თითქოს უცოდველი კრავი იყო, მაგრამ პირიქით შინაგანად არ ხარ ეგეთი წმინდა. (დათა) -აჰაჰჰ უკვე ზედმეტი მოგდის, -მე სიმართლეს ვიძახი. -ოდესმე უთქვამთ რომ უზრდელი ხარ? -შეიძლება, მაგრამ სიმართლეს ვიძახი, ადამიანების ამოცნობა კარგად შემიძლია. -ნუ მაშინ ამ შემთხვევაში ცდები. (მე) -მე არასდროს ვცდები (დათა) -ძალიან დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში (მე) იცი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ცხოვრებაში ბევრმა ადამიანმა ჩაიარა ჩემ გზაზე და მეც ძალიან კარგად შემიძლია ადამიანების ამოცნობა ერთი შეხედვითაც კი. და თუ გგონია რომ ეგ ძალით მაგარი ბიჭის იმიჯი ხელს გიწყობს რომ კედლები აღმართო და შენი საკუთარი თავი დამალო, მაშინ ძალიან ცდები. შენი ქმედებებით უფრო აშკარას ხდი თუ ვინ ხარ სინამდვილეში. და ეს უარესია (მე) - ვაა მართლა? და ვინ ვარ სინამდვილეში (დათა) -ვინ ხარ? ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ, რომელსაც პრობლემები აქვს,შენ ტკივილს მალავ და გულში იკლავ, ცდილობ მტკიცე გამოჩნდე და ყველას თავი მაგარ ბიჭად მოაჩვენო, მაგრამ პირიქით, ძალიან ძალიან გულჩვილი ადამიანი ხარ, რომელსაც უნდა მისი კედლების დაშლა, მაგრამ ეშინია, ეშინია რომ ვინმე შეუშვას გულში, ეშინია რომ შეუყვარდეს. ბოლო სიტყვების წარმოთქმას არ ვაპირებდი, ამიტომ როცა ვთქვი დიდი პაუზა ავიღე და თვალებში ვეღარ შევხედე. -ბ...ბ..ბოოდიში (მე) ეს არ უნდა მეთქვა. დათამ ეჭვის თვალით შემომხედა, მიყურებდა და ფიქრობდა. მე უკან გავბრუნდი და სახლის კარებთან მივედი როცა მომაძახა. -მართალია არ უნდა გეთქვა. ღამე მშვიდობისა ნატალია. (დათა) გავხედე თუმცა არაფერი მითქვამს, მერე კი სახლში შევედი. ბებო ვნახე მოვესიყვარულე და ჩემ ოთახში ავედდი. ვეღარ დავიძინე ამიტომ პლედი და ყურსასმენები ავიღე და ეზოში გავედი. სახლის უკან დიდი "კაჩალკა" გვედგა და იქ დავჯექი, პლედში ჩავიფუთნე და მუსიკებს ვუსმენდი. დათას ოთახი პირდაპირ ჩვენს ეზოს უყურებდა, მის ფანჯარას შევხედე, შუქი ენთო, "როგორი უზრდელია, არც მიცნობდა, პირდაპირ ჩემ გალანძღვაზე გადმოვიდა, იდიოტი" ვფიქრობდი და ვუყურებდი მის ფანჯარას, ისე ვიყავი ფიქრებში გართული რომ ვერც კი შევნიშნე როგორ დადგა ფანჯარაში და როგორ მიყურებდა. როცა დავაკვირდი და მივხვდი რო მე მიყურებდა შემეშინდა, უსიცოცხლო ცივი თვალები ქონდა, ისე ჩანდა რომ თითქოს არც ახამხამებდა თვალებს. მერე სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო, ნახევრად შიშველი იდგა, თმები აწეწილი ქონდა, მაგრამ უხდებოდა. ერთმანეთს ვუყურებდით, არცერთი არ ვიძროდით ადგილიდან, უცბად ვიღაცის ხმა მომესმა ფანჯრიდან, ბებია იყო. -ნატუ არ შეგცივდეს ბები (ბებო) -არა ბები არ ინერვიულო, პლედი მაქვს თან. დაიძინე შენ (მე) -ამო შენც დაწექი ცოდო ხარ. -ამოვალ მალე (მე) ბებო შევიდა ოთახში, ისევ დათას ფანჯარას შევხედე მაგრამ შუქი ჩამქრალი იყო უკვე და ისიც არ იდგა იქ. ადგომა დავაპირე რო პლედს ფეხი დავაბიჯე და ლამის წავიქეცი რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელები. -ფრთხილად პრინცესა თორემ წაიქცევი (დათა) - იდიოტო!!!! გამიშვი ხელი,გამიშვი გამიშვიიიიიი (მე) -რომ გაგიშვა წაიქცევი (დათა) უცბად წამოვდექი და ხელები გავაშვებინე. -ოო ფრთხილად, ფრთხილად ისეთი წითელი ხარ ცეცხლი არ წაგეკიდოს. -შენ კიდე უზრდელი, თავხედი და ყეყეჩი ხარ (მე) -სიტყვები შეარჩიე პრონცესა (დათა) -ნორმალური ხარ? არა იცი რა მაინტერესებს? ფსიქიკურად შეშლილი ხომ არ ხარ? -შეიძლება ცოტათი ვიყო. (დათა) -იცი ძალიან გეტყობა (მე) არც მიცნობ ისე დაიწყე ჩემი გამოლანძღვა და ახლა უცბად სუპერგმირივით გამოჩნდი, წაქცევას გადამარჩინე და პრინცესას მეძახი. აარა ნამდვილად არ ხარ ნორმალური. -ოოო მშვიდად მშვიდად, ნუ წიოკობ. (დათა) თვალები მოვჭუტე და ისე შევხედე, მერე ღრმად ამოვიუნთქე ,უკან შევბრუნდი ტელეფონი და პლედი ავიღე და ჩემ ოთახში ავედი, დათა იქ დავტოვე ისე რომ აღარაფერი მითქვამს. ეს ბიჭი ნამდვილად ჩემ ნერვებზე მოქმედებს. ლოგინში ჩავწექი, ტელეფონი ავიღე და facebook-ში შევედი, როგორც მოველოდი ყველა ვინც დღეს გავიცანი მიმატებდა მეგობრებში, მათ შორის დათაც. დამაინტერესა და მის გვერდზე შევედი. მისი სურათები ვნახე არაფერი განსაკუთრებული მეგობრებთან გადაღებული სურათები ედო და რამოდენიმე ბავშვობის მშობლებთან ერთად. გამეღიმა, ტელეფონი გამოვრთე და ძილი დავაპირე, მაგრამ უკვე თენდებოდა და მზის სხივბმა მოსვენება არ მაცადეს, ამიტომ ლოგინში ვწრიალებდი, მერე კი გადავწყვიტე აუზში მეცურავა, თან გამოვფხიზლდებოდი, ამიტომ ასეც მოვიქეცი, ჩემი შავი მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი, პირსახოცი ავიღე და აუზთან ჩავედი. წყალი ძალიან მესიამოვნა, მიყვარს ცურაობა განსაკუთრებით როცა ძალიან დაღლილი ვარ, წყალი თითქოს მამშვიდებს და ყველანაირ ტვირთს მაშორებს. რამოდენიმეჯერ გავცურე აუზი მერე კი ამოვედი და დავჯექი თან ფეხები წყალში მქონდა. -ეხა წყალში რო ვარდებოდე იცოდე აღარ დაგიჭერ. უკნიდან ხმა მომესმა და გავიფიქრე "ოღონდ ის არა, ოღონდ ახლა არა" -შენ რა მითვალთვალებ? (მე) -შეიძლება (დათა) -მარტო ყოფნა მინდა და ჩემ ეზოში ნუ გადმოდიხარ, თუ შეიძლება. -ბოდიში, მაგრამ ... (დათა) -ბოდიში მიღებულია შეგიძლია წახვიდე. (მე) -იცი ძალიან რთული ხარ (დათა) -არც შენ ხარ ნაკლები (მე) -რას მერჩი? (დათა) -კიდე მე რას გერჩი? შენ რას მერჩი, პირველი სიტყვა თქვი და ეგრევე ჩემი ლანძღვა დაიწყე. ყველანაირად გამიქრე კარგი შთაბეჭდილებები შენზე. იდიოტი ხარ. (მე) -ბოდიში, უბრალოდ რაც ვიფიქრე ის ვთქვი. (დათა) -ოოო რასაც ვფიქრობ იმას რო ვამბობდე კარგ დღეში არავინ იქნებოდა. (მე) ტვინი ენაზე მაღლა დგას და შეგიძლია გააკონტროლო რა თქვა. (მე) -თუ ასე ვერ მიტან ესე რატომ მეჩხუბები (დათა) -ვერ გიტან თქო არ მითქვამს (მე) -აა ესეიგი მოგწონვარ? (დათა) -არც ეგ მითქვამს მემგონი (მე) -იცი შევცდი შენზე ასე არ უნდა მეფიქრა, არ ხარ ცუდი ადამიანი. (დათა) -ეს კომპიმენტი იიყო? (მე) -გინდა რომ იყოს? -ოო ღმერთო (მე) -ღმერთს რაღას ერჩი (დათა) გაკვირვებულმა შევხედე და სიცილი დავიწყე. -იცი ხშირად უნდა გაიცინო გიხდება (დათა) -მეფლირტავები კიდეც? (მე) -რავი არ შეიძლება? (დათა) -არ მითქვამს რო არ შეიძლება (მე) -ანუ შეიძლება (დათა) -ვაიმე ძალიან ნერვებზე თამაშობ (მე) -ჩემი ჰობია (დათა) -ჰოდა სხვის ნერვებზე ითამაშე (მე) ავდექი პირსახოცი შემოვიხვიე და წასვლა დავაპირე რო დათამ მითხრა : -კარგი კარგი ბოდიში, უბრალოდ ძალიან უკარება ხარ და საინტერესო. შენნარი აქამდე არავინ მინახავს (დათა) - მე შენი ექსპერიმენტი არ ვიქნები. (მე) -რატომ? (დათა) -არ მინდა ვიღაცის წიგნის ფურცელი ვიყო, რომელიც უნტერესოა. (მე) -რატომ იქნებ ყდა იყო (დათა) -სერიოზულად? სერიოზულად? ოდნავ ჭკვიანი მაინც მეგონე და სულელი ყოფილხარ. (მე) დათა ადგა მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია: -რატომ მირთულებ შენთან ფლირტაობას (დათა) -ალბათ იმიტომ რომ მერე აღარ მეფლირტავები (მე) არ ველოდი ამას თუ ვიტყოდი ამიტომ თვალები დავხუჭე დათას გაეღიმა ლოყაზე მომეფერა და მითხრა: -ძალიან ცდები. ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა: -ახლა წადი, სველი ხარ და გაცივდები. დროებით არაფერი მითქვამს ისე გამოვბრუნდი უკან და გაოგნებული შევედი სახლში. სახლში რომ შევედი მამა და ბებო სამზარეულოში იყვნენ და საუზმეს ამზადებდნენ: -სად იყავი მამი (მამიკო) -ვიცურავე და მოვედი (მე) მმმ ბლინებიიი -მიდი გაიმშრალე, ჩაიცვი და ჩამო (ბებო) -ოქეიიიი (მე) ჩემ ოთახში ავედი, ხალათი გავიხადე და საცურაო კოსტუმის გახდას ვაპირებდი რომ დავინახე ფარდები გადაწეული იყო, ფანჯრიდან კი მომღიმარი დათა მიყურებდა. ფანჯარასთან ახლოს მივედი ძალით გავუღიმე და ფარდები ჩამოვაფარე. მერე კი მშვიდად შევუდექი თავის მოწესრიგებას. თმები დავისწორე და გავიშალე, რადგან ოდნავ ციოდა გადავწყვიტე დახეული ჯინსი და ოდნავ დიდი ნაქსოვი ღია ვარდისფერი ჯემპრი ჩამეცვა, ფეხზე კეტები ამოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი. ნინაც და მარუსაც იქ დამხვდნენ ორივე გადავკოცნე და მაგიდასთან დავჯექი -აბა რა ხდება რატო ცქმუტავთ ასე? (ვუთხარი მე და თან ბლინები ჩავკბიჩე) -მოკლედ. დღეს "ციცინათელაში" მივდივართ ბავშვები. (ნინა) და რა თქმაუნდა შენც -კი მაგრამ იქნებ არ მინდა (მე) -ეგ არ გვაინტერესებს მოდიხარ (მარუსა) ძალიან მაგრად გავერთობით და ვიმხიარულებთ. -კარგი კარგი, რომელზე მივდივართ? (მე) -ქალბატონო უკვე აღარაფერს მეკითხებით? იქნებ არ გიშვებ? (მამა) -აუუუ სანდრო ბიძია გამოუშვით რააა (ნინა) -თვითონ რომ არ გადაეწყვიტა შეიძლება გამომეშვა (მანა) -აანუ არ მიშვებ? (სიცილით ვუთხარი მე) -უნდა გაგიშვა? (მამა) -კიი (მე) -მაშინ წადი (მამა) კმაყოფილი სახით გადავხედე გოგოებს და ვუთხარი: -ტყუილად კი არ ვიძახი რო მსოფლიოში N1 მამა მყავს თქო. საუზმე დავამთავრე ჩანთა ავიღე, ჩემები გადავკოცნე და გარეთ გავედით. -საერთოდ ყველა მოდის? (ვიკითხე) -საერთოდ ყველაში შენ ვის გულისხმობ. (ეჭვის თვალით შემომხედა ნინამ) -კონკრეტულად არავის (მე) -მაშინ კი საერთოდ ყველა მოდის (ნინა) -ეზოდან რო გავედით ორი მანქანა დაგხვდა, მართლაც ყველა იქ იყო, ნინა თავის შეყვერებულთან გიოსთან მივიდა, გიოს გვერდით კი დათას მოვკარი თვალი, მიყურებდა და მიღიმოდა. მეც გავუღიმე და ქვევით დავიხედე, ბოლოს კი როგორც იქნა წავედით. ისე მოხდა რო მე, ნინა, მარუსა და დათა ერთ მანქანაში აღმოვჩნდით. ბიჭები წინ იჯდნენ გოგოები კი უკან, რამოდენიმეჯერ შევნიშნე სარკიდან დათას თვალები როგორ მიყურებდნენ. დაახლოებით ერთ საათში ციცინათელასთან ვიყავით. ბიჭებმა ბარათები აიღეს და პირველ ატრაქციონთან მივედით. -ნატ წამო (ნინა) -არა მართლა არ მინდა (მე) -კაი რაა გავერთობით (ნინა) -მართლა არ მინდა თორე ხო არ მცხვენია -კაი კაი.(მითხრა უკმაყოფილოდ ნინამ) თბილი ჰაერი კისერზე შემეხო და მივხვდი რომ დათა ჩემს უკან იდგა. -რატომ არ გინდა (დათა) -უბრალოდ არ მიყვარს ესეთი ატრაქციონები (მე) -მაშინ რატომ წამოხვედი? (დათა) ოდნავ დავიბენი რატომ მკითხა ეს. -არ მინდოდა ნინას წყენოდა (მე) -მე კიდევ მეგონა სხვა მიზეზი გქონდა (დათა) -სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო? (ვუთხარი და მივხვდი რომ პულსი ამიჩქარდა) -მაგალითად მე (დათა) -შენ? (გაოცებულმა ვიკითხე და შევბრუნდი) -რატო გაწითლდი? (დათა) -არ გავწითლებულვარ. (მე) და თავი დამანებე არ ვარ ვალდებული გიპასუხო ყველა შეკიტხვაზე. -მართალი ხარ. წამო ეშმაკის ბორბალზე არ გინდა? (დათა) -არა არ მინდა -რატომ? (დათა) -არ მინდა (მე) -კარგი. მითხრა, ზურგზე გადამიკიდა და ეშმაკის ბორბლისკენ წამიყვანა. -გამიშვიიი, გამიშვი შე ცხვოელოოოო, დამანებე თავიიიიიიიი (ვკივი და ზურგზე მუშტებს ვურტყავ იმის იმედით რომ გამიშვას) -დამშვიდი რა გჭირს (მითხრა და დამსვა ძირს) მე კიდე ტირილი დავიწყე და პანიკური შეტევა დამეწყო. -ნატა რა გჭირს (დათა) ნატა, დამშვიდდი არსად არ მიმყავრხარ. ნატა შემომხედე. დაიხაარა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ასეთი შეშინებული დათას დანახვას არ მოველოდი. -ნატ რა დაგემართა? კარგად ხარ? (ვიგრძენი როგორ შემეხო მისი თითები სახეზე და როგორ მომწმინდა ცრემლები, -ბბბოოდიში, კი კი კარგად ვარ. (დამნაშავე ბავშვივით დავხარე თვალები ძირს) -რა დაგემართა? არ ვიცოდი ესე თუ შეგეშინდებოდა თორემ ამას არ ვიზავდი. (დათა) -არაუშავს, საიდან გეცოდინებოდა, (ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა) -ძალიან შემაშინე (დათა) მითხრა შუბლზე მაკოცა და წამომაყენა. ამ დროს კი ნინა და მარუსაც მოვდნენ, რო დაინახეს ჩემი ნამტირალები სახე შეშინდნენ და ეგრევე კითხვები დამაყარეს : -რა მოხდა ნატ, მშვიდობაა? რატო ტირი. -არაფერია, (მე) -ჩემი ბრალია, ეშმაკის ბორბალზე მიმყავდა და ტირილი დაიწყო უცბად და პანიკაში ჩავარდა. - წამო ნატ გავიაროთ,(მარუსა) მეც დავეთანხმე და გავყევი, -გაგიჟდი? ეს რატომ გააკეთე? ნატას დედა ეშმაკის ბორბლიდან გადმოხტა და თავი მოიკლა. (უყვიროდა ნინა დათას) -არ ვიცოდი (დათა) -კაი კაი შენ რა შუაში ხარ, მართლა არ იცოდი, არავის ბრალი არარის. (ნინა) მოგწონს ხო? -ესეთი აშკარაა? (დათა) -არა დათმ უბრალოდ დიდი ხანია გიცნობ, ბევრ რამეს ვხვდები. -კი ძალიან მომწონს უბრალოდ, არ მინდა თავი მოვაბეზრო, ან შევაწუხო, იქნებ მას არ მოვწონვარ . -ასე არარის.(ნინა) დათას თვალებში თითქოს ნაპერწკლები გაჩნდა, -ესეიგი.. -უთხარი შენი გრძნობების შესახებ (ნინა) თუ არ ეტყვი ინანებ. -ახლა? (დათა) -რას ელოდები?(ნინა) მიდი და მარი აქეთ გამოუშვი დათაც ისე მოიქცა როგორც ნინამ დააბარა. ნატას და მარის მიუახლოვდა, მარიმ დაინახა და დათამ თვალებით ანიშნა წასულიყო. -ნატ კარგად ხარ? (დათა)ბოდიში მართლა არ ვიცოდი -არაუშავს ხომ გითხარი, მართლა, არაფერია (მე) -რაღაც მინდა გითხრა. (დათა) ოღონდ არ ვიცი ამას როგორ მიიღებ -ჯერ მითხარი და მერე ჩემ აზრს გეტყვი. -მმ...მოკლედ, მომწონხარ ნატა, ძალიან, ვიცი სულ სამი დღეა გიცნობ, მაგრამ ეს სამი დღეც მეყო იმისთვის რომ ამას მივმხდარიყავი,განსაკუთრებული ხარ, არავის გავხარ, შენი აზრის გამოხატვის არ გრცხვენია, დამოუკიდებელი ხარ, და ლამაზი, არა ლამაზი კიარა ულამაზესი, მშვენიერი, ვიცი ცუდად გექცეოდი და შეიძლება ააარც მოგწონდე, მაგრამ დღეს შენი ცრემლები რომ დავინახე ვეღარ გავუძელი, მომწონხარ ნატალია, ძალიან მომწონხარ, მოწონებაზე მეტია. შეიძლება ძალიან ადრე და სწრაფაც გითხარი ეს ყველაფერი მაგრამ არ გატყუებ და ამის დასამტკიცებლად წინ დიდი დრო მაქვს, მოკლედ.... ეს უნდა მეთქვა. გაონგებული დავრჩი არ ვიცოდი რა მეთქვა, ჩემს თავში ქაოსი იყო, გაურკვევლობა. ბოლოს კი დაუფიქრებლად წარმოვთქვი : -როგროც იქნა ეს სიტყვები მოვისმინე. დათას გაეცინა და წამში მისი ბაგეების შეხება ვიგრძენი, უსასრულობაში დავიკარგე და მის მკლავებში ჩავიძირეეე. როცა რეალობში გამოვერკვიე, შეძახილები და ტაშის ხმები მესმოდა. -ბრავოოოოოოოოოოო, აი ეს მესმის (გიო) -ყოჩაღ დატ (ნინა) იმ დღის მერე კი მე ნინა დათა და გიო სულ ერთად დავდიოდით "ორმაგ პაემნებზე". ხან სად ვიყავით ხან სად. ბოლოს კი მამაჩემმაც გაიგო, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ქონია დათას მხოლოდ ეს უთხრა : "აწყენინებ, ჩათვალე მკვდარი ხარ" მაგრამ ბოლოს თვითონაც გაიცინა. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა.იმისიც კი შემეშინდა რო ეს ყველაფერი სიზმარი იყო. მე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი რადგან მასწავლებლები მეწყებოდა მამამ კი ცოტახანი კიდევ დავრჩები მომენატრა მშობლიური მხარეო, ნუ რა თქმა უნდა ოთხივე ერთად წავედით. გზაშიც კი ძალიან გავერთეთ, სიმღერებს ვმღეროდით, სურათებს ვიღებდით. ბოლოს კი ყველა დავიღალეთ ნინას ჩაეძინა მე კი უბრალოდ თვალები დავხუჭე მარა გიოს ეგონა რო მეძინა, ამიტომ დათას მიუბრუნდა: -უთხარი უკვე? (გიო) -ვერა, ისეთი ბედნიერია, არ მინდა ჩავუშხამო ყველაფერი. (დათა) -ადრე თუ გვიან მოგიწევს უთხრა. ააგვისტო მთავრდება უკვე (გიო) -სადამდეც შემეძლება გავწელავ დროს (დათა) ვერ მივხვდი რაზე ლაპრაკობდნენ, მაგრამ არაფერი მითქვამს რადგანნ უკვე ჩემ სახლთან ვიყავით. -ნატ, ნინ გაიღვიძეეთ ჩამოვედიიით. -ასე მალე? ისე გავიდა დრო ვერც გავიგე. (ნინა) -მთელი გზა გეძინათ თითქმის და რას გაიგებდით. (გიო) -ხო საერთოდ ვერაფერი გავიგეთ. ( ვთქვი სწერვა სახით) დათამ შეამჩნია მაგრამ არაფერი უთქვამს. -სახლში არაფერი იქნება და მაღაზიაში გავალ მე, აი გასაღები ადით და მოეწყვეთ. (მე) -წამოგყვები (დათა) -როგორც გინდა (მე) გიო ბენზინი კიდევ დარჩა? -მხოლოდ იმდენი რო ბენზინგასამართ სდგურამდე მივიდეთ. -კაი მომე გასაღები და ბენზინსაც ჩავასხავ. გიომ გასაღები მესროლა, მაგრამ დათამ დაიჭირა -მე დავჯდები (დათა) -კაი ბატონო (მე) მთელი გზა არაფერი მითვამს, მხოლოდ ფანჯარაში ვიყურებოდი. "სმარტთან" გააჩერა მანქანა, მაგრამ კარები ჩაკეტა. -ნატა რა გჭირს ? (დათა) -არაფერი რა უნდა მჭირდეს (მე) -მაშინ ესე რატომ მექცევი? რამის თქმა თუ გინდა მითხარი (დათა) -შენ თვითონ ხომ არ გინდა რამის თქმა? (მე) -მანქანაში არ გეძინა ხო? (დათა) -არა არ მეძინა. -ესეიგი ყველაფერი მოისმინე. (დათა) -კი ყველაფერი მოვისმინე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. და ჩემ შეყვარებულს არაფრის ახსნა არ უნდა ჩემთვის (მე) -პირველ რიგში ბოდიში რომ ვერ გითხარი. ლოს ანჯელესში უნდა დავბრუნდე. 2 სექტემბერს მივდივარ. ანუ ერთ კვირაში. -ოო ღმერთო, ეს დღეც დადგა. რა თქმა უნდა უკან უნდა დაბრუნდე, რათქმაუნდა. -ნატ, არც მე მინდა წასვლა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიღონებ.(დათა) შენთან ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა ხომ იცი ეს? -ჰოო ვიცი. (ფანჯარაში გავიხედე და ცრემლები ჩუმად მოვიწმინდე, რომ არ დაენახა) -მიყვარხარ ნატალია, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ყველაფერს გავაკეთებ რომ სულ შენთან ვიყო, მალე ჩამოვალ ჩემო პატარა, მალე ცამოვალ და მარტო აღარასდროს დაგტოვებ, სულ ერთად ვიქნებით პრინცესა (დათა) -მპირდები? (მე) -გპირდები (დათა) საჭმელი ვიყიდეთ და რომ დავბრუნდით სახლში გიოს და ნინას ჩასძინებოდათ ერთათ. სხვაგან საწოლი კი არ იყო, ჩემ ოთახში შევედით. ძალიან გვეძინებოდა, ამიტომ დავწექით, დათა ჩამეხუტა და მის მკლავებში ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე დათა აქ არ დამხვდა, აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე ყვავილებიანი ნაჭრის შორდი კომბინიზონი ჩავიცვი , ფეხზე ესპადრელები და სამზარეულოში გავედი. გიოს და ნინას ისე ეძინაათ, ამიტომ ყვირილით შევვარდი ოთახში: -გაიღვიძეთ გვრიტებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო,, გათენდაააააააააააა -აუ ნაააააატ, კაი რააა (ნინა) -გაჩუმდი თორე მოგკლავ (გიო) -რო მომკლა უნდა გაიღვიძო (მე) შენ კიდე ისევ გძინავს. გიო გადმობრუნდა და ბალიში მესროლა. ამ დროს კი კარებზე ზარი იყო. მეც ხტუნვა-ხტუნვით მივედი კარებთან და გავაღე, არავინ არ იდგა, შემდეგ კი ყეფის ხმა გავიგე და ძირს რომ დავიხედე კაალათაში პატარა კოკესპანიელის ლეკვი იჯდა და საწყალი თვალებით მიყურებდა. მერე კი უცვაბ დათა გადმოხტა: -სიურპრიზიიიიიიიიიიიიი. -არარსებობს. (მე) -არსებობს (დათა) -რა საყვარელიააა, ჩემია? -არა შენი მზობლისაა მოვპარე და სანამ დაგინახავს გყავდეს. (დათა) მე ეგრევე მოწყენილი სახე მივიგე. -რა თქმაუნდა შენია სულელო (დათა) -დიდი მადლობააა -რა მადლობებს მიხდი სულელო, რას დაარქმევ? (დათა) -ჰმმმ, არ ვიცი, მოვიფიქრებ, ამას სეხედე ლა სიცოცხლეააა. რაო საკალელო, -ფრთხილად თორემ ვიეჩვიანებ. (დათა) -იეჭვიანე, აბა მარტო მე უნდა ვიეჭვიანო ხოლმე? ნურას უკაცრავად, ლეკვი ავიყვანე და ენა გამოვუყავი. -ჩემო სულელო, მიყვარხარ (დათა) -მეც მიყვარხარ. ისინი გააღვიძე თორე საჭმელს არ ვაჭმევ. -გააჩნია ჯერ მე რას მაჭმევ. (დათა) -რავი პიცა შევუკვეთე და ათ წუთში მოიტანენ.(მე) -კაი კაი, ისე მშია მაგასაც შევჭამ.(დათა) ათ წუთში პიცაც მოიტანეს. ყველამ გემრიელად მივირთვით, მერე კი სასეიროდ გავედით. ბევრი ვიარეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ. ყველა მომენტის, ყველა წამის დამახსოვრება მინდოდა. არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა. ბოლოს კი კინოში შევედით, კუნინძები ვნახეთ, ძალიან ვიხალისეთ, მერე შემოსასვლელში "Photobooth" იდგა და მე და დათამ სურათები გადავიღეთ, მერეკი ოთხივემ ერთდ. ეს ერთი კვირა ორ წამში გავიდა, ძალიან სწრაფად, მაგრამ შესანიშნავად, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყველა ბედნიერეაბას აქ დასასრული. ის საშინელი დღეც დადგა. დათას წასვლის დღე. არ მინდოდა ეს მომხდარიყო, ყოველ ღამე ვფიქრობდი ამ დღეზე, წაწრმოვიდგენდი ათასნაირად. ღამე ვერ ვიძინებდი,უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი მას და ვფიქრობდი, არ მინდოდა ეს დასასრული ყოფილიყო, არ მინდოდა ერთი საზაფხულო რომანი ყოფილიყო, მე მომავალი მინდოდა, უსასრულობა, ჩვენ ოთხივე ერთად. მაგრამ როოგორც ვთქვი ყველაფერს აქ დასასრული. ჩემოდანი ცავულაგე, ყველაფერი გავამზადე, მერე კი აეროპორტში წავედით. ჩემი გული იწვოდა. ნელნელა ნაფლეთებად იქცეოდა. -ჰეიი, კარგად ხარ? (დათა) -რა? კი კი კარგად ვარ (მე) - ხომ დაგპირდი მალე ჩამოვალ. (დათა) -ხო რათქმაუნდა (მე) -მიყვარხარ პატარავ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. გახსოვდეს. -არ მინდა რომ წახვიდე, არ მინდა რომ დასასრული იყოს, სხვა რომ შეგიყვარდეს? ან მე რო გადაგიყვარდე? -ჩემო სულეელოოო, მოდი ჩემთან. ნიკამ გულში მაგრად ჩამიკრა. -ასეთ სისულელეებს როგორ ამბობ პატარავ, მე შენ მიყვარხარ, ახლა და სამუდამოდ. დათამ გამიღიმა : "იმ სიყვარულით რომ აბრუნებს მზეს და ვაარსკვლავებს" -სიკვდილის იარაღები? (მე, გამეცინა, რადგან ჩემი სყვარელი წიგნის ერთ-ერთი ფრაზა თქვა, რომელიც მიყვარს) - მიყვარხარ ნატალია, რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი წასვლის დროა პატარავ, გთხოვ შენი ცრემლები არ დამანახო, ისე გამიშვი რო შენი ღიმილი მახსოვდეს და არა შენი ცრემლები. თავი დავუქნიე და ცრემლები ჩქარა მოვიწმინდე. -მალე დამიბრუნდი. და როგორც კი ჩახვალ გამაგებინე. დათამაც თავი დამიქნია და მაკოცა, ისე როგორც არასდროს უკოცნია, მთელი გრძნობები ამ ერთ კოცნაში ჩააქსოვა, ცრემლები ვერ შევიკავე და გზები თავისით იპოვეს. წავიდა. გაურკვეველი დროით წავიდა. დამტოვა. ჩემი გულიც თან წაიღო. -ნატ, მალე ჩამოვა, ხომ შეგპირდა, დათა ყოველთვსი ასრულებს დანაპირებს (ნინა) ხვალ სკოლაც იწყება და გულს გადააყოლებ. ნინა მართალი აღმოჩნდა, დათას სულ ვწერდი დღე და ღამე, მაგრამ ნელნელა მივეჩიე ამ ყველაფერს, პირველი სემეტრი მთავრდებოდა და თან ჩემი დაბადების დღეც მოდიოდა. (2 დეკემბერი) -აბა რას აპირებ ხვალ? -არ ვიცი ალბათ, ნინა და გიო მოვა და გოგოები. ნეტა შენც ჩემთან იყო. -ნეტავ ჩემო სიცოცხლე. -აუ მშია და საჭმელი ვაბშე არაფერი მაქ, მამაც სამსახურშია და გვიან მოიტანს, - ამ შუა ღამეს უნდა ჭამო გოგო? (დამცინა დათამ) - ოო მშია და. მსუქანიც ხო გე (მე) -ყველანაირი (დათა) -გაჩედი ერთი, (მე) რომელია საათი, არ მიდიხარ შენ სკოლაში? -რა? ა ხოხო კი ეხა ავდგები და წავალ (დათა) მენატრები -მეც მენატრები. მიდი და მომწერე რო მოიცლი (მე) გკოცნი ბევრს -მეც ჩემო პატარავ (დათა) ტეელეფონი გავთიშე და ააბაზანაში შევედი,რომ გამოვედი კარებზე ზარი იყო, უცბად ხალათი მოვიცვი და კარები გავაღე. -თქვენი შეკვეთა. -გეშლებათ რაღაც მე არაფერი შემიკვეთავს (მე) -ნატალია ამირეჯების სახლია? -დდიიიახ. მაგრამ მართლა არ შემიკვეთავს არაფერი. -ქალბატონო, თქვენ სახელზე შეკვეთა მოვიდა და ჩემი ვალია გადმოგცეთ. -კარგით უგრმესი მადლობა, რამდენი უნდა? -გადახდილია. -კი მაგრამ.... დათაააა.. კარგით მადლობა დიდი, -ნახვამდის. ტელეფონი ავიღე და დათას მივწერე: -გიჟო, მადლობა პიცისთვის. -არაფრის ლამაზო. (დათა) გამეღიმა, ჩემ ოთახში შევედი და ლოგინზე დავჯექი, შევჭამე და მამას დავურეკე: -რასა იქმნ? -რავი ვმუშაობ შენ? (მამა) -მე რავი პიცა შევჭამე და ვიძინებ. მალე მოხვალ? -კი ალბათ, დაიძIნე შენ (მამა) -კაი პიცა შენც დაგიტოვე და ჭამე რო მოხვალ. -კაი მამი ძილინებისა (მამა) -შენც მა (მე) ტელეფონი გავთიშე და დავიძინე. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ავდექი აბააზანაში შევედი, მერე კი ერთი საათი გარდერობთან ვიდექი და ვფიქრობდი რა ჩამეცვა. ბოლოს კი გადავწყვიტე კაბა ჩამეცვა, შავი, ოდნავ მუხლს ზემოთ, ფეხზე ჩექმები ამოვიცვი, თმები დახვეული მქონდაა ამიტომ უბრალოდ გავიშალე, ჩანთა და მობილური ავიღე და სამზარეულოში გავედი. -ჩემი იუბილარი გოგოც მოსულა. (მამა) გილოცავ ჩემო სიხარულო, ჩემო ერთადერთო იმედო. -მადლობა მამი. (მე) მოდი ვჭამოთ თორე დამაგვიანდება -რაღაც მოწყენილია ჩემი გოგო.(მამა) არ მოუწერია ჯერ? -არა არა , ეგ რა შუაშია, უბრალოდ რაღაცნაირ ხასიათზე ვარ. არაუშავს (მე) მამამ თავზე გადამისვა ხელი და მაკოცა. სკოლის შესასვლელთან გოოგები მელოდებოდნენ დამინახეს თუარა გამოიქცნენ და მომილოცეს, ერ ეკი ერთად შევედით კლასსში. ზარი დაირეკა და მასწავლებელიც შემოვიდა. -ბავშვებო როგორ ხართ აბა? გილოცავ ნატალია დაბადების დღეს, ღმერთმა სულ ბედნიერი და ჯანმრთელი გამყოფოს. -მადლობთ მას. -მოკლედ, ყველამ იცით რომ სემესტრის დასასრულია და არდადეგები გეწყებათ, ეს სიახლე არარის თუმცა ერთი სიახლე გვაქ, ახალი კლასელი გყავთ, ელენემ გადმომჩურჩულა:- ეხა რაღადროს გადმოსვლა იყო. მეც მხრები ავიჩეჩე. მიესალმე თქვენ ახალ კლასელს. კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა მე კი ამ დროს ტელეფონზე მესიჯი მომივიდა "technoboom"-ისგან და შემოსვლისას ვერ დავინახე. როცა მასწავლებელმა სახელი და გვარი გამოაცხადა ტელეფონი ხელიდან გამივარდა. "დავით დოლიძწ" ჩემს თავში ექოდ ისმოდა ეს სახელი და გვარი, მეგონა მომესმა, მერე კი "ახალ კლასელს" შევხედე და გული გამიჩერდა. დათა, ჩემ წინ ცემი დათა იდგა, ჩემი, ჩემი დათა, დათა, ჩემი შეყვარებული, ჩემი შეყვარებული რომელიც საზღვარგარეთ იყო, რომელიც საზღვარგარეთ სწავლოდა, და ვერანაირად ვერ იდგებოდა ახლა ჩემ წინ, ჩემ სკოლაში, ჩემ კლასში, ჩემი მერხის წინ , ჩემ დაბადების დღეზე. თვალები ცრემლებით ამევსო. ხმას ვერ ვიღებდი გაოცებული ვიჯექი და დათას მივშტერებოდი. -ბატონო მიხეილ, მართალია დღეს ჩემი პირველი დღეა ამ სკოლაში და არ მაქვს პირველივე დღეს რაღაცის თხოვნის უფლება, მაგრამ თუ ნებას მომცემთ მე და ნატალია გაგენთავისუფლებით, დირექტორის თანხმობაც მაქვს. იცით ნატალიას შეყვარებული ვარ და 4 თვეა არ მინახავს, დღეს კი დაბადების დღე აქვს და სიურპრისიზ გაკეთება მინდოდა, მაგრამ რატომღაც ისეთი არ გამოვიდა როგორსაც წარმოვიდგენდი, რადგამ ის ახლა გაშეშებული ზის სკამზე და ხმასაც კი ვერ იღებს,სანაცვლოდ კი მე ამდენს ვლაქლაქებ. მოკლედ, თქვენის ნებართვით წავალთ. -რათქმაუნდა, ჩემგან განთავისუფლებულები ხართ ბავშვებო. -უგრმესი მადლობა ბატონო მიხეილ (დათა) ელენემ ხელი მკრა და გამომაფხიზლა:- წადი თორე მოგალი. -რა? ხოხო მივდივარ მივდივარ. (მე) ჩანთა და მანტო ავიღე, ბატონ მიხეილს თავი დავუკარი და გარეთ გავედი სადაც დათა მელოდებოდა. -დათ. ვიყვირე, გავიქეცი და ჩავეხუტე, - ნუთუ მართლა შენ ხარ, ნუთუ არ მესიზმრება ეს ყველაფერი, -არა ჩემო ანგელოზო არ გესიზმრება, აქ ვარ, შენთან ვარ, ხომ გითხარი მალე ჩამოვალ თქო, და ხომ დაგპირდი სულ შენთან ვიქნები თქო -როგორ მომნატრებიხარ, (მე) -მეც სიგიჟემდე (მითხრა და მაკოცა, ღმერთო სულ დამვიწყებია მისი ტუჩების გემო, მისი ვნებიანი ტუჩები, მიყვარს, მიყვარს მიყვააააარს) -წამოდი (დათა) -სად? -ნინა და გიო გველოდებიან (დათა) -კი მაგრამ სად მივდივართ? -გურიაში (დათა) -რა? დამცინი? (მე) ახლა გურიაში? -აჰამ, მამაშენიც იქ არის, ყველა იქ გველოდება. -გიჟი ხარ (მე) -შეიძლება გიჟი ვარ, მაგრამ შენზე შეყვარებული გიჟი. -მიყვარხარ, "იმ სიყვარულით რომ აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს" (მე) -"იმ სიყვარულით რომ აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს" (დათა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.