ვერასდროს ვიქნები ის (თავი 1)
როგორც იქნა გათენდა ორშაბათი დილა. საერთოდ ორშაბათი არავის არ უყვარს, არც მე არ მიყვარს მაგრამ, სკოლის პირველი დღე იყო და მიხაროდა ჩემი კლასელებს ნახვა. უკვე მეთერთმეტე კლასში გადავედი, და ცოტა არ იყოს გულიც კი მწყდებოდა რომ სკლას მალე დავამთავრებდი. ნუ ბევრი რომ არ ვიბოდიალო, სიხარულით წამოვხტი საწოლიდან და სააბაზანოშ შევვარდი. მალე მოვიწესრიგე თავი და ტანსაცმელების არჩევა დავიწყე. საერთოდ არ ვარ პრეტენზიული. ყველანაირ ტანსაცმელს ვიცმევ უბრალოდ ხასიათს გააჩნია. დღევანდელ დღეს რატომღაც დახეული ჟინსი, მოკლე მაიკა და კეტები ჩეავიცვი. თმა შევიკარი, მობილური და ჩანთა ავიღე და სამზარეულოში გავედი. ჩემი პატარა და, ლანა მაგიდასთან იჯდა და უხასიეთოდ საუზმობდა, დედა კი სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ლანას სახეზე გამეცინა და მის გვერდით დავჯექი. -რა გჭირს გოგო?! -სიცილით ვკითზე -არ მინდა სკოლაში წასვლა! -წაიბუზღუნა ლანა. ვერასდროს ვიქნები ის (თავი 1) -აუ შენხელა რო ვიყავი, მეშვიდე კლასში იცი როგორ მიხაროდა გადასვლა? -გიხაროდა არა ის! -გამომძახა დედაჩემმა -ნუ ატყუებ ბავშვს. -ყოველ შემთხვევაში ასეთი სიფათი არ მქონდაა. -გავძახე დედაჩემს და ისევ ლანას გავხედე. -აუუ ნეტა როდის დავამთავრებ სკოლას რააა! -თქვა ლანამ და თავი გადააქნია. -ექვს წელში. -ვუთხარი და გასასვლელისკენ გავემართე. -აუუუ როგორ დამამშვიდე, შენ ხო არ იცი! -გამომძახა ლანამ. -ნიტაა! -დამიძახა დედამ. -ვიცი დეე, თუ სადმე დავაპირებ სკოლის მერე წასვლას გეტყვიიი! -ვუთხარი და სახლიდან გამოვედი. გარეთ ისევ ზაფხულის სურნელი იყო. ღრმად შევისუნთქე ჰაერი და სკოლისკენ წავედი. ხუთ წუთში ადგილზე ვიყავი. როგორც კი ჩემს კლასელებს მივუახლოვდი, ისეთები მომცვივდნენ თითქოს საუკუნე არ ვენახე. -ქალოოოოო, მომენატრეეეე.. -ყვიროდნენ სოფო და ნათია. -გუშინ არ მნახეე! მომშორდიი! -ვამეეეე! -გაისმა ლაშას და გიოს ხმა. -ბიჭებოო. -გიჟივით გავექანე და ჩავეხუტე. -რამდენიხანია არ გვინახიხარ ტოო, მოგვენატრე.- თქვა გიომ და თმები ამიჩეჩა. -მოგვიყევით როგორი იყო ბარსელონაში. - იკითხა სოფომ. -აუუ ძაან მაგარი იყო ტოო, აი უნდა წამოსულიყავით რაა. -თქვა ლაშამ. ჩვენ ცოტა ვილაპარაკეთ შემდეგ კი ჩვენ სხვა კლასელებსაც შევუერთდით. მალე დირექტორი გამოვიდა და მიკროფონი აიღო. რომ დაილაპარაკა დინამიკმა წრიალი დაიწყო და ყველამ ყურები დავიფარედ, ეტყობოდა რომ ტექნიკის აზრზე არავინ არიყო, ნუ როგორც იქნა ძლივის გაასწორეს. დირექტორმაც ბევრი იბოდიალა. როგორც იქნა აგვიშვეს კლასში. ყველანი დავსხედით და ლაპარაკი გავაგრძელეთ. მალევე ჩვენი დამრიგებელი შემოვიდა. -გილოცავთ ბავშვებო ახალი სასწავლო წლის დაწყებას!- თქვა მასწავლებელმა. -გაძლებას გისურვებთ მას!- წამოიძახა ერთერთმა. -გააჩუმე ენა გოგოლაძე! -უასყვედურა მასწავლებელმა და მაგიდასთან დაჯდა. -კლსში ახალი მოსწავლე გვყავს, გაიცანით ნიკა. უკან ნელა შევბრუნდი, ბიჭი შევათვალიერე, ღრმად ამოვისუნთქე და ისევ წინ შევბრუნდი. აკვეთილები რომ დამთავრდა მე და გოგოები გარეთ გავედით და ბიჭებს დაველოდეთ. როგრც ჩანს ლაშას და გიოს ვიღაც ბიჭი მოყვებოდა. თავიდან ვერ ვიცანი ვინ იყო მაგრამ მერე დავინახე რომ ეს ახალი მოსწავლე იყო. -ნიკა მოვიყვანეთ დევოჩკიი!- თქვა გიომ. -კარგია. წამო პარკში წავიდეთ რა?-წაიწრუკუნა სოფომ. -კაი წამო. სკოლიდან არც ისე შორს იყო პარკი. რომ მივედით გრძელ სკამზე დავსხედით. მე ნიკა მომიჯდა გვერდზე. ლაშა, გიო და ნათია მაღაზიაში წავიდნენ. მე, ნიკა და სოფო კი მარტო დავრჩით. -მოგწონს ჩვენი სკოლა? -კითხა სოფომ ნიკას. სოფოს უცნაურად შევხედე მეთქი რა კითხვას უსვამ მხუთე კლასელი ხოარაა თქო. -რავი არაა ცუდი.- როგორც მივხვდი ნიკამ ჩემი რეაქცია შეამჩნია და გაეციან.-შენ ნიტა ხო?- მკითხა ნიკამ -კი. გავიდა ორი კვირა. დიდი არაფერი შეცვლილა. ნიკა უფრო დაგვიახლოვდა. არ მორცხვობდა. სულ ჩვენთან ერთად დადიოდა. მოკლედ ძალიან მაგრად შეგვეწყო. დილით ისე მალე გავედი არც ლანა და არც დედა არ მინახია. კლასში რომ შევედი ლაშა და ნიკა დამხვდა. ლაშასთან მივედი და ჩავეხუტე. ნიკასთან მაინც ვერ ვიყავი მთლიანად გახსნილი. -მე არ ჩამეხუტები?- მკითხა ნიკამ და გაეცინა. რაღაცნაირად გამიხარდა ეს სიტყვები და თვალიც არ დამიხამხამებია ისე ჩავეხუტე. მანაც შემომხვია ხელები მაგრამ ეს ყველაფერი წამიერი იყო. ---------------- დიდიხანია ისტორია არ დამიწერია და ძალიან მომინდა დღეს რომ ახალი და განსხვავებული დამეწყო. იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.