შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Fight for Love... 21 თავი.(დასასრული)


12-06-2016, 02:46
ავტორი Katty21
ნანახია 2 325

მარიამმა აიჩემა მეც დედასავით იურიდიულზე უნდა ჩავაბაროო, თანაც ისე მტკიცედ რომ ვერ გადააფიქრებინეს. უკვე მესამე კურსზეა.ალექსანდრემ ცოლი მოიყვანა, ის ოჯახთან ერთად იქვე ახლოს გადავიდა საცხოვრებლად.ლუკა ჯერ 2 კურსზეა, მან მამას მიბაძა და ეკონომიურზე ჩააბარა.
ახალმა წელმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ახლა 21 იანვარი ახლოვდებოდა.დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს სახლში, ახლო მეგობრების გარემოში აღენიშნათ ეს დღე.
- აუ დეე, მაა წამოდით რა ერთწაამს _სტუმრების წასვლის შემდეგ მარიამმა გიო და ქეთი საძინებელში "წააპროწიალა"
- არ ხარ შენ ნორმალური შვილო
- ვიცი მაა. მოდიი ჩემი საჩუქარი განახოთ.
ოთახში შესულებს ლოგინის წინა კედელზე,მთელ სიგრძეზე მათი ფოტოები დახვდათ გაკრული რომლებიც გულის ფორმას ქმნიდა. აზრზე რომ მოვიდნენ ორივე ერთად ჩაეხუტნენ მარიამს და აღარ უშვებდნენ. ამ წლების მანძილზე, ჰქონდა მარიამს ისეთი დღეები როცა სჭირდებოდა ორივესთან ლაპარაკი, სჭირდებოდა მათი წარსულის მოსმენა. ამ დროს კი მარიამი მივიდოდა მათთან და ეტყოდა " აუ თქვენი ძველი ფოტოები დამათვალიერებინეთ რაა". ქეთიც უსიტყვოდ გადმოიღებდა ფოტოებს, ანახებდა და თან მის ისტორიას უყვებოდა რაც მარიამისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. ყველანაირ გართობას ერჩივნა სახლში მჯდარიყო გიოს და ქეთის წინ და მათი მონაყოლისთვის ესმინა.
- დე ეს ფოტო არასდროს არ გინახებია და ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე _მიანიშნა ერთ-ერთ ფოტოზე და გაბუსხული სახე მიიღო.
- მაა მოდი ამ ფოტოს მე მოგიყვები გინდა?
- აუ კიი კიი მიდი
- ეს ფოტო გადაღებულია ჯერ კიდევ მაშინ როცა უგონოდ მამწარებდა და სისხლს მიშრობდა ჩემი ქეთუსიი. აიი ძალიან რომ მინდოდა ხოლმე მისი ჩახუტება და ესრომ მპასუხობდა " აუ ნუ მეხუტები მცხელააა ". ახლაც რომ მახსენდება სიცილს ვერ ვიკავებ ისეთ რაღაცეებს იგონებდა ხოლმე, მაშინაც ყველაზე ყველაზე საყვარელი იყო. ხოდა ამ ფოტოში სკოლიდან მოვდიოდით მე, ჩემი ძმაკაცი და ეს ქალბატონი, ცეკვაზე მიდიოდა მგონი და ტრანსპორტს ელოდებოდა, ამდროს დაიწყო წვიმა და ხოიცი დედაშენს რომ ეკეტება წვიმაზე, ჰო მე იმ დროს არ ვიცოდი. მეთქი წამო მოვეფაროთ სადმე თქო და ისეთი სახით შემომხედა მეთქი კაი კაი ვიყოთ თქო. ხოდა კარგადრომ დაუშვაა და ყველა რომ გარბოდა აქეთ იქეთ, ეს იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და თავგადაწეული ისე რომ წვიმის წვეთები პირდაპირ სახეზე ეცემოდა.იცი რა ლამაზი იყო? ვგიჟდებოდი ისე მინდოდა იმდროს მთელი სახე დამეკოცნა მისთვის მაგრამ ვერ ვბედავდი. გაუაზრებლად ვუთხარი ჩემძმაკაცს ქეთიზე რომ ნახე რა საყვარელია მეთქი და შევამჩნიე როგორ გაეღიმა, ისე რომ არც გამოძრავებულა.აი მაშინ მივხვდი რომ ამ პატარა გოგომ ჭკუიდან გადამიყვანა და ის ჩემი იყო, მარტო ჩემი და სხვისი არავისი. _მთელი ამ დროის მანძილზე, როცა გიორგი ამას ყვებოდა ქეთის სახიდან ღიმილი არ მოშორებია, თვალები დაეხუჭა და იმ დღეს იხსენებდა.რაღაცნაირად არცერთს - არც გიორგის და არც ქეთის არ ჰქონდათ მარიამთან მათ ურთიერთობაზე ლაპარაკის კომპლექსი. ყველაფერზე ჩვეულებრივად ელაპარაკებოდნენ.
- აუ ძალიან ძალიან მიყვარხართ მე თქვენ _ გიოს და ქეთის შუაში ჩასკუპებული მარიამი ორივეს ერთად მოეხვია
- კიდევ რამე მომიყევით რაა
- მარიამ მემგონი უკვე შენ უფრო კარგად იცი ჩვენი ისტორია ვიდრე ჩვენ
- ოო მიდი მომიყევით კიდევ რამე, აიი ის არ მოგიყოლია ნუ მეხუტები მცხელაო რაღაც კარგად ჟღერს _სიცილით გაიმეორა გიოს ნათქვამი
- აუ ეგ მაგარი ღადაობაა მაშინაც ეგრეიყო ტრანსპორტს ელოდებოდა და მე აი გიჟს ვგავდი ისე მინდოდა მისი ჩახუტება და ვეხვეწები ჩამეხუტე თქო და ეს მპასუხობდა " ოო გადი მცხელა ამ გაგანია ზაფხულში რა ჩახუტება მომინდომეო " მეთქი ეხა ამას დავლეწავ თქო უკვე ისე ვიყავი ხოდა წამოდი იქეთ ჩრდილია და იქ ჩაგეხუტები თქო და ეს სულელი კვდებოდა სიცილით
- ვაიმეე რა არანორმალურები ხართ ხალხო რა ოჯახში მოვხვდი ეს ბოლობოლო ჩაეხუტეე? _ მარიამი უკვე ცუდად იყო იმდენი იცინა თან გიო მოყოლისას ისე აფორმეებს ხელებით, ფეხებით, მთელი არსებით ყვება ხოლმე და თუნდაც რაიმე სერიოზულს ყვებოდეს რთულია სიცილის შეკავება
- ბოლოს მაინც არ მეხუტებოდა. თან ერთი 4 მარშუტკა გავაშვებინე და ერთი სამმა ისე გაიარა რომ ვერ დაინახა ხან სად გავახედე ხან სად.. ხოდა ბოლოს მაინც ჩავეხუტე და თვითონაც მომეხუტაა ქალბატონი.
აუ ის მოგიყვაა ზოოპარკში რომ აილეწა?
- არაა არ მოუყოლია მიდი აბა დაფქვი
- მოკლედ ერთ დღეს აიტეხა ზოოპარკში მანქანებზე მინდაო და წავედით ამ ზოოპარკშიი. ხოდა ჯერ იმ კაცს ერთი საათი ვეხვეწეთ რომ დავესვით, დიდები ხართ არ დაგსვავთო, ერთი საათი ვუმტკიცებდით რომ მართალია ქეთუსი 21 წლის იყო და მე 24 მარა გული ისევ 13 წლისების გვაქვს თქო და ბოლოს ეს კაცი დავღალეთ იმდენი ვაცინეთ და ველაპარაკეთ და დაგვსვა. იმდენი ხანი ვიჯექით და კრუგებს ვურტყავდით ერთმანეთს რომ, რომ გადმოვედით თავბრუ დაეხვა თუ რაქნა არვიცი და გამოვედით თუარა ასფალტზე გახოხდა და მოინახულა ოჯახებიით _ თან კვდება სიცილით მოყოლისას. ჰოდა გადაიტყავა ეს მუხლები და ის კაცი გვიყვიროდა აიი ეხლა მჯერა რომ ისევ 13 წლისები ხართო.
- აუუ რა გიჟები ხააართ რაა და რა საყვარლები
- მე ყველაზე მეტად ერთი დღე მიყვარს და არ დამავიწყდება არასდროს_ თქვა გიომ და სახე გაებადრა გახსენებისას
- რომელიი?
- ზაფხული იყო, დასასვენებლად მიდიოდა და ეგონა რომ სექტემბრამდე ვერ მნახავდა, ნუ ეგონა არა ეგრე გამოდიოდა ისეთი სიტუაცია იყო. წასვლამდე რაამდენიმე დღით ადრე როგორღაც მოახერხა და მნახა.. დილის 6 საათზე პარკში ვიყავით ჩვენ, ქეთუსის დაქალი და ჩემი ნათესავი. ჰოდა ხომ იცი რა გიჟია აიტეხაა წამო აბა დამიჭირეო და იმდენი ვირბინეთ, იმდენი რომ ცუდად ვიყავით. მერე აღმოვაჩინე რომ ხეზე ძრომაც ისე შეეძლო რომ ბადალი არ ჰყავდა, უბრალოდ მერე ჩამოსვლა უჭირდა. ხოდა უკვე წასვლის დრო იყო, 3 საათი ვიყავით ერთად და სანამ წავიდოდით კალთაში მეჯდა და მეხუტებოდა რომ უეცრად აეტირა, რომ შეამჩნია რომ დავინახე ადგა და თავის ჭკუით ცრემლები მოიწმინდა და გაჩერდა მაგრამ მივუახლოვდი თუარა ჩამეხუტა და ისევ აეტირა, აიი ამ დროს რას ვგრძნობდი როგორ ვთქვა მართლა არვიცი, ჩემზე ერთი თავით დაბალი, პატარა ქეთუსი მთელი ძალით მიჭერდა მკლავებს და მეხუტებოდა, გულს და სულს მითბობდა. თავისთვის ჩუმად ლუღლუღებდა 2 თვე რომ ვერ გნახავ როგორ გავძლო ამ ჩახუტების გარეშეო, იქ დავპირდი რომ აუცილებლად ვნახავდი როგორმე და ასეც მოხდა და ეგ ვიცი რომ მოყოლილი აქვს ქეთუსის. აი ნახე იქ, ის ფოტო კალთაში რომ მიზის მაგ დღესაა გადაღებული და ძალიან მიყვარს.
- ყველაზე თბილები ხართ თქვენნ
- ჩემი 2 პრინცესაა
- გვიყვარხარ მაა
- მეეც ჩემო ლამაზებო. წადი ეხლა შენ გაიქეცი შენს ოთახში და დაიძინე, გვიანია.
- გაკოცეეეეთ.
მარიამის გასვლისთანავე მიეხუტა ქეთი გიოს და ყელში აკოცა, შემდეგ მაღლა აიწია და ტუჩებს დასწვდა
- ნუ ცუღლუტობ ქეთუუს
- კაი გავჩერდი _სიცილით უთხრა და ჩაეხუტა
- ოო რა გაჩერდი კაცო მოდიი ჩემთან

----------------------------------------

ესეც 21 თავი და დასასრული. ჩვენ და ჩვენი 21 ^_^ მოკლედ ამ ისტორიას ვწერდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანისთვის.სწორედ მისი და ჩემი ისტორიაა ეს,რათქმუნდა შეცვლილი სახელებით და გვარებით და რათქმუნდა ჯერჯერობით ამ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ვართ მაგრამ გაგრძელება როგორც წარმომიდგენია ზუსტად ისე დავწერე. ვიცი რომ ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ ძალიან ძალიან ბედნიერია ხოლმე და ვიცი რომ ამის შემდეგ როცა ძალიან მოვენატრები და მიწერას ვერ მოვახერხებ ამ ისტორის მეასედ და მეათასედ თავიდან კითხვას დაიწყებს. მოკლედ, ძალიან მიყვარხარ მე შენ!!!



№1  offline მოდერი Marry Amm

ძალიან, ძალიან კარგი იყო <3 ყოჩაჩაღ

 


№2  offline წევრი nawka

კი ვეჭვობდი თავის თავზე ხო არაათქო მაგრააამმმ....კი ვკითხულობდი ამ ისტორიას მაგრამ ეხლა თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ძალიანაც ვისიამოვნე:*ძალიან კარგი და საკმაოდ არაბანალური ისტორიაა

 


№3  offline წევრი Katty21

marimayishvili
ძალიან, ძალიან კარგი იყო <3 ყოჩაჩაღ

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3
nawka
კი ვეჭვობდი თავის თავზე ხო არაათქო მაგრააამმმ....კი ვკითხულობდი ამ ისტორიას მაგრამ ეხლა თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ძალიანაც ვისიამოვნე:*ძალიან კარგი და საკმაოდ არაბანალური ისტორიაა

ძალიაან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent