მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მეოცე თავი)(დასასრული)
ფეხშიშველა ატალახებულ და ქვებით გავსილ ბილიკზე მთელი სისწრაფით მირბოდა.ცალი ხელით გოგონას იყო ჩაბღაუჭებული და მისკენ მთელი ძალით ქაჩავდა. გახშირებულ გულისცემას უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას ტკივილს გულში იღშობდა და ცრემლების ნაკადს ყრიდა.უკვე 20 წუთია გაუჩერებლად მირბის და სადაცაა წაიქცევა. მაინცდამაინც იმ დღეს იყო ასეთი სიცივე წვიმასაც კი აპირებდა თუმცა ახლა ყველაზე მეტად იმაზე დარდობდა რომ შეიძლებდა დაეჭირათ. -ცოტაც გაუძელი.უკან მყოფს ხვნეშით მიაძახა და გზატკეცილს მიადგა.-მოდი მომეჭიდე, ახლა ვინმე გამოივლის და წაგვიყვანს.მისი ხელი კისეზე მოახვევინა და ხელში დაიჭირა. -მე დამტოვე შენ წადი.ძლივს ამოიკნავლა გოგონამ. -გაჩუმდი ნუ ლაპარაკბ!.მკაცრი ტონით განუცხადა და მათკენ მომავალ ავტომობილს ხელი გაუქნია თუმცა არ გაუჩერა. ასე გაიარა დაახლოებით შვიდმა მანქანამ.-ხალხიც ამათ ქვია.ბოლოს რომ ვერ მოითმინა იქვე ქვაზე ჩამოსვა დაუძლურებული და შუა გზაზე დადგა. ხელებისქნევით უკვე დაიღალა და ბოლოს გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი კაცი დიდი ტრაილერიჩ და გაუჩერა.-ბატონო გემუდარებით წაგვიყვანეთ ჩემი მეგობარი ცუდადაა თბილისში სასწრაფოდ თუ არ ჩავედით ისიც დაიღუპება და მეც.თავი ძლივს ააწვდინა ფანჯარამდე რომ ეთქვა. -არ არის პრობლემა შვილო.იმწამსვე გადმოხტა ის ჭაღარაშესხმული მამაკაციც ქვაზე მჯდომ გოგონას ხელი დაავლო და ტარაილერსი შესვა. ორივენი კონფორტულად მოთავსდნენ და იმის იმედით რომ მალე თბილისში ჩავიდოდნენ მშვიდად იყვნენ.-წყალი ხომ არ გინდათ ან საჭმელი. -არა მადლობთ მთავარია თბილისში მშვიდობით ჩავაღწიოთ. -თქვენი სახელები?. -მე ალექსანდრა მას კი ქეთი. -რა დაგემართათ შვილო?. -მოგვდევდნენ მე მის დასახმარებლად წამოვედი და მერე.თავი რომ ვერ შეიკავა ცრმელები გადმოუშვა ალექსანდრამ. -კარგი შვილო დაწყნარდი 2 საათში თბილისში ჩავალთ და თქვენს მშობლებთან მიგიყვანთ. -მადლობთ არვიცი რითი გადაგიხადოთ ეს სიკეთე. -სიკეთეს გადახდა არ სჭირდება შვილო, თქვენხელა 3 გოგო მყავს სახლში შუათანას ჰქვია ქეთი, დები ხართ ხომ?. -დიახ ქეთი ჩემი დაა. -კარგია შვილო დაზე უახლოესს ვის დაეხმარები. -უკაცრავად შეგიძლიათ დამარეკინოთ?. -კი როგორარა.ტელეფონი გაუწოდა კაცმა და ალექსანდრამაც ნაცნობი ნომერი აკრიფა. -გისმენთ.ლევანის მჭექარე ხმა გაიმა პატარა ტელეფონში. -ლეო ალექსანდრა ვარ თბილისში მოვდივართ მე დაქეთი. -ალექს შენხარ ტო? სადახარ? ან საიდან მოდიხარ?. -მიშოს ხალხი მოგვდევდა გამოვიქეცით ახლა ვიღაც კაცს მოვყავართ ტრაილერით და მალე ჩამოვალთ თბილისში.ფსლუკუნით საუბრობდა და ცრემლებს ძლივს იწმენდდა. -მე მაგისი... გინებას და ლანძღვას რომ მორჩა დიდხანს აღარ ულაპარაკიათ, რამოდენიმე საათიანი მგზავრობის ემდეგ თბილისშიც შევიდნენ, მოხუცმა კაცმა გზა გაიმრუდა და გლდანშიც მიიყვანა გოგონები ბიჭებიც სტარტზე იყვნენ იმწამსვე ჩამოვიდნენ და ხელშიიაყვანილი აიყვანეს ორივე. ქეთი თითქმის გონზე არ იყო თუმცა ლაპარაკი შეეძლო. ჯუბო ქეთის ჰყავდა ალექსანდრა კი ლევანის. ორივე ოთახში შეიყვანეს და იარების შეხვევა დაუწყეს. ქეთიც გონზე მოვიდა მისაღებში დასხდნენ და ყველაფრის მოყოლა დაიწყეს. -აბა მოყევი გისმენ. -სასწავლებლიდან რომ გამოვდიოდი მიშკამ დამირეკა და მითხრა თუ გინდა რომ ქეთი ჯუბოს დაუბრუნო ამადაამ ადგილას მოდი ოღონდ მარტოო, მეც ავდექი და მარტო წავედი რაღაც პატარა სახლი იყო შევედი და ქეთი დავინახე ნაცემი, ფეხზე წამოვაყენე და გამოქცევა დავაპირე, მერე ვიღაც ორი მუტანტი შემოვიდა გაქცევა ვცადე მაგრამ ფეხი რაღაცას წამოვკარი იმათმა ფეხსაცმელზე ხელი წამავლეს და ორვე გამძვრა მერე რაღაც სკამისმაგვარი ვნახე და ის ვესროლე ქეთისთან ერთად კი გამოვიქეცი, არვიცი რამდენიხანი მოვრბოდი მაგრამ ვიღაც კაცმა გაგვიჩერა და წამოგვიყვანა. -დემური სადაა? ეგ რატომ არ ახსენე?. -არც მინდა მისი ხსენება. -რატო რამოხვდა?. -ყველაფერი ბოლომდე არ მომიყოლია. -ხოდა რაც გამოგრჩა დაყაჭე ახლავე. -სანამ მიშო დამირეკავდა დემურის ველაპარაკე მიათხრა რომ კურტანა უნდა ენახა მაგრამ სხვაგან წამოვიდა, ვიცი ძალიან ცუდი საქციელია მაგრამ უკან გავყევი და ქალაქგარეთ მიშოს შეხვდა, დემურის რაღაც ჩემოდანი ეკავა ხელში მგონი მიშომ მისცა ისე საუბრობდნენ საერთოდ არ იგრძნობოდა მათ შორის დაძაბულობა პირიქით ღიმილითაც კი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. -მაგას *იგ ხოარააქ? მოძებნეთ ახლავე სუყველამ და აქ მოათრიეთ ეგ ახვარი.ბოლო ხმაზე დასჭექა ლევანმა.რამდენიმე საათი დემურისგან არაფერი ისმოდა ალექსანდრა გაგიჟებული იყო სალომე ძლივს აწყნარებდა. -მე მისი მჯეროდა მან კი რა გააკეთა მიშოს შეეკრა, თავიდანვე არ უნდა დამეჯერებინა მისი, ჯუბოსთანაც იყო შეკრული ახლა კი მიშოს შეეკრა, მე მისი ღმერთოჩემო რა სულელი ვარ როგორ გავბედე მისი შეყვარება.საწოლზე იწვა და ჩუმდა მოთქვამდა. -ჰო კაი ახლა დაწყნარდი მაგის გამო თავს ნუ იტანჯავ.თავზე ხელს უსმევდა სალი და აწყნარებდა. გარედან ჩხუბის ხმა შემოესმათ ამიტომ ფეხზე წამოხტნენ და მისაღებში გავიდნენ. -ალექსანდრა ყველაფერი არასწორად გაიგე მიშომ კიარგადმომცა ის ჩემოდანი მე მივუტანე მას.მხრებზე ხელები ჩაავლო და თვალცრემლიანი ცდილობდა ახსნას. -მე რაც დავინახე იმას ვამბობ როგორ უცინოდით ერთმანეთს ვიღაც უცხოს რომ ენახეთ კაი ძმაკაცები ეგონებოდით და ასეცაა მგონი.ხელი გააშვებინა და უკან დაიხია. -ჩემი დის ღირსი არიყავი არასოდეს და არც იქნები ლევანი ხურციძე არვიყო თუ ეს ყველაფერი შეგარჩინო.ვერ მოითმინა და სახეში მუშტი გაუქანა. მთელი ძალით ურტყავდა დემურის მანამ სანამ ალექსანდრამ არ შეუშალა ხელი. -თავი გაანებე გეხვეწები გაუშვი.გულაჩქარებული ცდილობდა მისთვის ყველაზე საყვარელი მამაკაცი დაეცვა.-წადი აქედან! გთხოვ წადი!.დემურის ერთი შეჰყვირა და სახლიდან გააგდო. -ალექსანდრა რა..სიტყვა გააწყვეტინა ლევანის. -რა ალექსანდრა? რის ალექსანდრა? არცერთმა არ ამოიღოთ ხმა უკვე ყელში ამოვიდა გესმით?! თქვენ ყველა თითოეული მათგანი ყელში ამოხვეით სიცოცხლე შემაძულეთ! ისიც კიარვიცი დემური სიმართლეს ამბობს თუ ტყუილს, უკვე ყველას ეჭვისთვალით ვუყურებ, ვეღარავის ვეღარ ვენდობი ჩემი თავის იმედიც კიარმაქვს და რისგამო? რადავაშავე? ახლა კი არცერთმა არ გაბედოთ და პრეტენზია არ წამომიყენოთ! ახლა მე რაც მინდა და როგორც მინდა ისე იქნება!. სახლის კარი გაიხურა და გაიქცა.თვალცრემლიანმა იქაურობა სირბილით დატოვა და ქალაქს მოსწყდა, ერთადერთი რაც მას სჭირდებოდა ნორმალურ და თბილ ხალხთან ურთიერთობა იყო ამიტომ სოფელში წავიდა სადაც ბებო და ბაბუ ეგულებოდა. დაჟანგული ჭიშკრის კარი ხმაურიანად შეაღო და ნაცნობ ეზოს თვალი მოავლო ხეზე ჩამოკიდებული მისი ბავშვობის საქანელა რომ დაინახა თვალები ცრემლებით აევსო და გაიხსენა როგორ იჯდა მასზე და ხელისკვრით როგორ აქანავებდა ლევანი. მაშინ რა მოსიყვარულე და-ძმა იყვნენ, მხოლოდ იმაზე ჩხუბობდნენ თუ ვისი იყო დედიკო და მამიკო ახლაც ასე უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი ხომ სხვანაირადაა, დედ-მამა სასღვარგარეთაა ძმა თითქმის კრიმინალია მისი შეყვარებული მატყუარა ერთი დაქალი დარჩა ცოტა ნორრმალური და აქ ბებო და ბაბუ. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით მოიწმინდა და მეორე სართულზე მოფისფუსე ბებოს გახედა. -ვისი ხარ შვილო?. შუბლზე ხელი მიიფარა მოხუცმა ქალმა და აივნის მოაჯირზე გადმოეყუდა. -მევარ ბეე ალექსანდრა ვარ. მხრები არხეინად აიჩეჩა ალექსანდრამ და ხელი დაუქნია. -შენგენაცვალოს შენი ბებო ეს რა სიურპრიზი გამიკეთე ბებიას ანგელოზო.სირბილით ჩამოვიდა მანანა ბებო კიბეებზე და ფართუკი იქვე კუთხეში მიაგდო.-ჯემალი მოდი ბიჭო აქ შვილიშვილი ჩამოგვივიდა. ყანაში გასულ ბაბუს შესძახა ქალმა და მონატრებული შვილიშვილი გულში ჩაიხუტა. -როგორხარ ბე?. ხელები მჭიდროდ მოხვია მოხუც ქალს და ლოყები გემრიელად დაუკოცნა. -შენ როგორახარ ბებიას კუდრაჭა გოგო.სახეზე ხელებს უსვავდა მასზე 1 თავით მაღალ შვილიშვილს.-მარტო შენ ჩამოხვედი? ლევანიკოც ხოარ ჩამოვიდა?. -არა ბე მარტო მევარ. -რაგინდა ქალო?! რას მომაცდინე საქმესა ჰა?.ვენახიდან გამოვარდა ჯემალი ბაბუ. -რასა ჰყვირი ჰა? მოდი ჩვენი გოგო ჩამოვიდა ჩვენი ალექსანდრა. -ვინ ჩამოვიდა? ჩვენი ალექსანდრა? დამანახე აბა.ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ალექსანდრას.-დედა რავა გაზრდილა უყურე ერთი ჩვენი გოგო.მთელი ძალით მოხვია ჯემალი ბაბუმ ხელები გოგონას.-აა ქალო ხომ გეუბნებოდი ჩამოვა მა რასიზავსთქო. -ბაბუუ როგორ მომენატრეთ. -შემოდი შვილო კაი ცხელ ხაჭაპურებს დაგიცხობ. შვილიშვილი სახლში შეიყვანეს და კარგი პურმარილიც გაუშალეს. -ბე რათგინდოდა ამდენი საჭმელი. -გაჩუმდი და ჭამე ეხლა ჩხირივით რომხარ იქ თბილისში რასშეჭამ და სანამ აქ ხარ უნდა გაგასუქო. -ეგრე ქენი.თავი მორჩილად დაუქნია ალექსანდრამ და ხაჭაპურის მოზრდლი ნაჭერი ყბაში გაიქანა. -აბა რა ქარმა გადმოგაგდო გოგო აქეთ. -რავი ბაბუ მომენატრეთ და ჩამოვედი. -ის რაშვება? ლევანიკო რავაარის? არაპირებს ცოლის მოყვანას?. -რავი ბაბუ შეყვარებული კი ყავს მაგრამ დაოჯახებას არ აპირებს. -მართლა? ნეტა დამანახა ჩემი ლევანიკოს შესაფერისი გოგო და მეტი არმინდა არაფერი. -ჩემი დაქალია ბეე. -უი მაშინ კაი გოგო იქნება. -ბებო სალომეა მაგის შეყვარებული ბერიძე. -უი ისგოგო აქ რო გყავდა ჩამოყვანილი 2 წლისწინ?. -ხო ბებო აი ეგ. -დედა რაკაია მაგისთანა რაძალი არ დაიწუნება. -ხო აბა. -შენ რას შვები არაპირებ დედობას?. -არა ბაბუ რა დედობას ჯერ პატარავარ. -აბა რა შვილო ჯერ არიჩქარო ბავშვიხარ მაგისთვის ჯერ უნდა ისწავლო და ოჯახი მერეც იქნება. -აბა რა ბებო. -შენ გაჩუმდი ქალო, ქალი თუ 21 წელს გადაცილდება მერე აღარ ეღირება მაგის გათხოვება. -კაი ბაბუ მაშინ 1 წელი კიდე დამრჩა. -აბა რა შვილო 1 წელიწადში იმდენი რამე შეიცვლება, შენ ჭამე ახლა თორე ბებიაშენი ისეთი თვაებით გიყურებს სანამ ბოლომდე არ გაჭმევს ამ ყველაფერს აროგასვენებს. -კაი კაი შევჭამ. -რაგჭირს შვილო ხელებზე რატომ გაქვს შეხვეული?. -არაფერი ბებო კიბეზე ვიგორიალე ცოტა. -ეგ მაგის ბრალია არაფერს რომ არ ჭამ. -კაი რა ბებო გავიზარდე უკვე.ბოლო ხმაზე გადაიხარხარაალექსანდრამ. -მე გეუბნები შენ და არგესმის.შუა ჭამის დროს ტეეფონზე ზარი შევიდა ამიტომ გარეთ გავიდა და იქ უპასუხა. -გისმენთ.ხმა გაიმკაცრა. -სადხარ გოგო?.ლევანის ყვირილმა კინაღამ ტელეფონი გააგდებინა. -იქ სადაც თქვენნაირები არარიან და ნუყვირიხარ. -რასქვია იქ სადაც თქვენნაირები არარიან ეხლა არმითხრა სამოთხეშიო, საბურთალოზე ვერგიპოვე და ახლა სად ჯანდაბაში ხარ. -მე გითხარი უკვე დასვენება მინდა და დასასვენებლად ვარ წასული პაკა.ტელეფონში ერთი ჩაჰყვირა და გაუთიშა.გათიშათუარა სალომეს ზარი შემოვიდა. -ალექს სად ხარ?. -სალ არმინდა ვინმემ მნახოს ცოტახნით დასვენება მინდა არგეწყინოს მაგრამ ვერგეტყვი. -ისმაინც მითხარი ხომ ხარ კარგად?. -კი კი კარგად ვარ სანდო ხალხთან ვარ არ ინერვიულო ცოტახნით მინდა დავისვენო. -კაი, მომიკითხე ჯემალი და მანანა. -გეხვეწები არავის უთხრა. -რაა უნდა ვითხრა ან ვის? არვიცი სადხარ და რა უნდა ვთქვა კაცო. -მადლობა. -მეც მიყვარხარ. -მოდი ალექსანდრა ბარემ ესეც ჭამე.ოთახიდან შესძახა მანანა ბებომ. -ბეე აღარ მინდა ხო ვჭამე უკვე. -თეფში მაინც მოასუფთავე თორემ მახინჯი შვილი გეყოლება. -აუ ბაბუ უთხარი რამე არ მეყოლება მახინჯი ბავშვიი. -გადი ქალო იქით ნუ აწუხებ ჩემ გოგოს ძაან ლამაზი შვილი ეყოლება.მხარი აუბა ბაბუმ. 1 კვირა ისე გავიდა ვერც კი შეამჩნია, იცოდა რომ თბილისში შეიძლება ყველაფერი ცუდად ყოფილიყო მაგრამ ახლა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა. ღამის 3 საათი იყო ბირჟაზე იჯდა და მაფიოზობანას თამაშობდა როცა ტელეფონი აწკრიალდა. ნაცნობი ნომერი რომ ამოიცნო გათიშვა დააპირა თუმცა გამბედაობა მოიკრიბა და უპასუხა. -გისმენთ. -სადხარ?.მკაცრმა ხმამ გაარღვია დუმილი. -რაში გაინტერესებს?. -უბრალოდ თქვი სადხარ?. -რატომ უნდა გითხრა?. -ალექსანდრა ყველაფერი მინდა აგიხსნა. -უკვე ყველაფერი ნათელია. -არაფერიც არაა ნათელი, რატო გამოიტანე ისეთი დასკვნა ტოო. -რა ჩემოდანი იყო? ან საერთოდ რატომ მომატყუე. -ყველაფერი მინდა აგიხსნა და მითხარი სადხარ გნახავ და აგიხსნი. -აქ მითხარი. -არა ასე არ გამოვა. -მაშინ კარგად იყავი. -კარგი კარგი უბრალოდ არ შემაწყვეტინო. -გისმენ. -მიშომ დამირეკა მითხრა რომ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და ამიტომ შევთანხმდით, მე მის კრიმინალურ წარსულს გავაქრობდი ის კი გაუჩინარდებოდა ასევე ქეთისაც გამოუშვებდა და ჩვენს ცხოვრებაში აღარ ჩაერეოდა, სანამ ვნახავდი შენ მანამდე დაგირეკა, იმ ჩემოდანში საბუთები იყო მის შესახებ, ერთმანეთს მშვიდად დავემშვიდობეთ და რამოდენიმე საათში დამირეკა და მითხრა სიურპრიზი გავუკეთე ალექსანდრასო საქმეში რომ გამარკვია იმწუთასვე დათიშა და უცხოეთში გაემგზავრა, მე თქვენთან წამოვედი, შენ რაგეგონა იმ მუტანტებს მართლა გაექეცით? მე დავედევნე და გავაჩერე თუმცა ქვენ ვერ დაგეწიეთ დავინახე როგორ წაგიყვანათ სატვირთომ და მშვიდად დავბრუნდი თბილისში, შენთვის არმიღალატია ყველაფერი სხვანაირად გაიგე ახლა კი გთხოვ დაბრუნდი ყველაფერი დამთავრდა მიშკა ვეღარ ჩაერევა ჩვენს საქმეში და შეგვეძლება ერთად ვიყოთ, გთხოვ არ გამიტეხო უბრალოდ დაბრუნდი რა. -დრო მომეცი.ღრმად ამოისუნთქა და ცრემლი ხელისგულით მოიწმინდა. -ასე არა? დრო მოგცე არა? ბაზარი არაა, პროსტო რაც მოხვდება შენსთავს დააბრალე.ხმამაღლა ამოიგმინდა და ტელეფონი გაშიშა. -რაა?. თავისთვის თქვა და სახლში შევარდა. დილას ადრე გაიღვიძა და მეორე სოფელში მაღაზიაში წავიდა. ყველანაირად იმედდაკარგული დააბიჯებდა გზაზე და ნაოშნიკებით მუსიკებს უსმენდა. სახლის ჭიშკარი ნელა შეაღო და მისათღებში გააბოტა, ყურსასმენები რომ მოიხსნა მერეღა გაიგონა დემურის ხმა მეორე სართულზე სირბილით ავიდა და რას ხედავს დემური ჯემალი ბაბუ და მანანა ბებო საუბრობდნენ. -აქ რახდება?.გაოცებისგან პირი ღია დარჩა. -საქმრო თუ გყავდა ბებია არ უნდა გეთქვა?.დოინჯით დაუდგა მანანა ბებო წინ. -რა საქმრო?. -ჯემალი ბაბუ მანანა ბებო, მინდა ალექსანდრას ხელი გთხოვოთ. -დემური რახდება?. -არაფერი საყვარელო შენს დასანიშნად მოვედი. -დედა ამას რას მოვესწარი ჩემი გოგო მითხოვდება.კეფაზე ხელი მოისვა მანანამ და სიხარულის ცრემლები გადმოყარა. -შე კუდრაჭა მაიმუნო აბა ჯერ პატარა ვარო.თითი დაუქნია ჯემალიმ და გვერდიგვერდ მდგარი წყვილი გულში ჩაიკრა. -მოიცათ ხალხო რა გათხოვება ან შენ რამ გადაგრია ხვდები მაინც რას აკეთებ?. -აღელვებულია თუშეიძლება ცალკე დაველაპარაკები.აივანზე გაიყვანა დემურიმ ალექსანდრა. -შენ სულ გაგიჟდი ბოჭო?. -არა! მინდა რომ ცოლად მოგიყვანო ნებართვას კი მათგან ვიღებ. -არა და ვსო მორჩი ამ სპექტაკლს. -აუ ნერვებს მიშლი იცოდე, მორჩა შენ არ შეგეკითხები რაც არუნდათქვა იცოდე მაინც მოგიყვან ცოლად მოგიტაცებ გაიგე? არასოდეს დაგთმობ რაც არუნდა ქნა თუ ოდესმე დაგთმო *ოზიშვილივიყო. -ნუ ბრძანებლობ და არა წადი ახლა აქედან. -შეხედე მათ როგორი გახარებულები არიან.ოთახში შეახედა სადაც ჯემალი და მანანა ერთმანეთს ეხუტებოდნენ და სიხარულის ცრემლებად იღვრებოდნენ.-გინდა რომ მათ გული ატკინო? ან ის გინდა რომ მე მატკინო გული? ხელი დამადე.ხელი გულზე დაადებინა.-ხომხედავ რა ჩქარა ცემს გული ხოდა შენს პონტში ცემს უნამუსოვიყო, შეიგნე რომ მარტო შენმიყვარხარ შენსგარდა არავინ მინდა, მინდა რომ ჩემი შვილების დედა იყო მინდა ზუსტად აი მათნაირი ვიყოთ.ხელით მოხუც წყვილზე ანიშნა.-გთხოვ დამთანხმდი. -გესმის მაინც რა პასუხისმგებლობას ვიღებთ?. -მესმის და ახლა წამოდი.ოთახში შეიყვანა.-მინდა რომ თქვენი შვილიშვილი დავნიშნო მომცემთ ამის უფლებას?. -ჩვენ რას გვეკითხები შვილო მთავარია ალექსანდრა იყოს თანახმა თორე სასიძოდ კაი ბიჭი ხარ. -ალექსანდრა გახდები ჩემი ცოლი?.გოგონას წინ ცალ მუხლზ დადგა და უკანა ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო. -ვაი ახლა არვიცი რაუნდავთქვა.ხმა აუკანკალდა ალექსანდრას. -რადა უნდა დათანხმდე შე სულელო გოგო.გვერდიდან მიაძახა ბებომ. -კი გავხდები შენი ცოლი.თავი დაუქნია. -მართლა ტო?.თვალები დაქაჩა დემურიმ. -აბა ტყუილად?. -აუ რა ჯიგარი ხარ ტოო, მიყვარხარ. თითზე ბეჭედი მოარგო და ძლიერად ჩაეხუტა. -მეც მიყვარხარ.ყურთან უჩურჩულა ალექსანდრამ. -ახლა წავედით.ხელი გაუშვა გოგონას. -სად?. -ნახავ. ოთხივენი მანქანაში ჩასხდნენ და თბილისსკენ აიღეს გეზი ბოლოს წყნეთში აუხვიეს და ნაცნობ სახლსაც მიადგნენ. ბებო და ბაბუ წინ შეუშვეს და მერე მათ უკან მიყვენენ.მათი ოთახში შესვლა და ჩაბნელებული ოთახის ანთება ერთი იყო. სახლი სულ მორთული იყო ოთახი კი ხალხით იყო სავსე. -მოიცა აქ რახდება?.გაოგნებულმა ახედა თავის საქმროს. -ჩვენს შეუღლებას აღნიშნავენ. -კიმაგრამ ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. -მეორე სართულზე ადი იქ მოგაწესრიგებენ და ხელსაც მოვაწერთ.სირბილით აათრიეს გოგონებმა ალექსანდრა და თეთრი საპატარძლო კაბა ჩააცვეს. სალომე არსად ჩანდა ამიტომ სულ მას კითხულობდა თუმცა ყველა იმას ეუბნებოდა არვიციო. ყველანაირად რომ მოწესრიგადა ოთახიდან გამოვიდა გვერდით გაიხედა და სალომე დაინახა, ისიც თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი და დებილივით იცინოდა. -მეღადავები?.მეგობარი რომ დაინახა მასთან მივარდა და გადაეხვია. -გენაცვალე შენ თუ თხოვდები მე რა ვიზე ნაკლები ვარ.სიცილით უთხრა ალექსანდრას. -იციან შენმა მშობლებმა?. -კი აქარიან ჩემებიც შენებიც და დემურის მშობლებიც. -აქარიან? დედიკო და მამიკო ორივე აქარიან?. -ხო უკან გაიხედე. -დეე მაა.უკან გაიხედათუარა სირბილით წავიდა მათკენ და გადაეხვია. -ცრემლები არ დამანახო თორემ არვიცი რასგიზავ შენი ქორწილია დღეს.ლოყაზე ჩამოსული ცრემლი მოწმინდა და შუბლზე აკოცა. -კარგი დე. -დემურის მშობლები გავიცანი რა კარგები არიან. -ხო მაკა დეიდა ძალიან მიყვარს კარგი ქალია. -ხო კარგი აბა ჩავედით და გელოდებით მამიკოს სიხარულო.კიბეებს ჩაუყვნენ მშობლები და ზედა სართულზე მხოლოდ 2 პატარძალი დატოვეს. -დღეს ჩვენი დღეა.ხელები ერთმანეთს ჩაჰკიდეს დაქალებმა. -რძალო. -მულო. -ჰე ახლათ ჩამოდით გამძვრა სული.ქვემოდან ამოსძახა ლევანმა. -მოვდივართ ძმაო.კიბეებს ხელჩაკიდებულები ჩაუყვნენ და თავიანთ სატრფოებთან მივიდნენ. ხელისმოწერა ძალიან ლამაზი იყო, მთელი ეზო გაფორმებული იყო საქორწლო მორთულობებით, საბოლოო ჯამში ყველაფერი იდეალური გამოვიდა. განა რა უნდა ყოფილიყო ამაზე უფრო მეტი ბედნიერება, ორი ნანატრი წყვილი ასე მოულოდნელად შეუღლდა, ეს ფაქტი კი ყველასათვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა. ყველაფერი წარსულში დატოვეს, ის წესები ძმაკაცის დაიკოსთან დაკავშირებით, ჯუბოსადმი ასეთი სიბრაზეც და ის საშინელი დღეები რაც ერთად გამოიარეს. ახლა მათთვის დაიწყო ახალი ეტაპი სადაც ოჯახური თანაცხოვრებით უნდა ეცხოვრათ, მართალია ჯერ ისევ პატარები იყვნენ გოგონები ამისთვის თუმცა მათ ხომ ის გამოცადეს რაც მთელი 20 წელი სურდათ "სიყვარული" და მათი ეს გრძნობა ქორწინებით განამტკიცეს. ალბათ ყველა წარმოიდგენთ რა საყვარელი ბავშვები დაამშვენებდათ მათ. ალექსანდრას და დემურის ქერათმიანი შავთვალება კულუკა ნიკოლოზი ლევანის და სალომეს კი შავგვრემანი და ცისფერთვალება ბარბარე. საბოლოოდ ყველა დაჭკვიანდა როგორც ხასითით ისე კარიერულად. მთლიანობაში კი ერთი ლამაზი ისტორია გამოვიდა სადაც იყო ბევრი უთანხმოება თუ დაძაბულობა თუმცა საბოლოოდ ხომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. სწორედ ესაა ჩვენი ცხოვრების არსიც რაც არუნდა ცუდი რამ ხდებოდეს ჩვენს ირგვლივ უნდა გვჯეროდეს რომ ბედნიერ დასასრულს ყველა იმსაგურებს და ადრე თუ გვიან ყველაფერი საბოლოო ჯამში კარგად იქნება."მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ" დემურიმ სწორედ რომ არ დათმო ალექსანდრა იმიტომ რომ უყვარდა. სიყვარული ყველაფრის გასაღებია, ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი და რაც არ უნდა წინააღმდეგობა შეგხვდეთ არ დათმოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი. და აი დამთავრდა ეს ისტორიაც.. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ რომ გვერდით მედექით და ასეთი საოცარი კომენტარებით მამკობდით.. ვიცი მოულოდნელი იყო მაგრამ მეტი აღარ გავაჭიანურე. იმედია ყველას მოგეწონებათ მაინტერესებს თქვენი აზრი.. მიყვარხართ აი ძალიან ძალიან, მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.