შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ჩხვლეტა -2-


13-06-2016, 11:54
ავტორი sopiko
ნანახია 3 279

[თავი 2]
თუმცაღა ხუთიოდე წუთში ლეო უკვე ცისას სახლში იყო და მისსავე საყვარელ სავარძელში იჯდა. მეუნერგია ოთახიდან სულ წამით გავიდა და უკან რომ შემობრუნდა, სავარძელი დაკავებული დახვდა.
''რა თავხედობაა!''-გაიფიქრა ცისამ და გაბუსხული ჩამოჯდა დივანზე.
-აბა, რა გნებავთ?
-თქენ მნებავთ... უფრო სწორად თქვენი ვარდები.-სწრაფად გამოასწორა წამოროშილი და გონებაში დადა გალანძღა. მისი სისულელის გამო იყო აქ და მისი სისულელის გამო უწევდა თავისი ცხოვრების ძვირფასი წუთების ამ მოსაწყენი, არაპოზიტიური ადამიანის გვერდით გაეტარებინა.
-თქვენ ალბათ უკბილო ხუმრობები არასდროს გამოგელევათ და იქნებ პირდაპირ მითხრათ სათქმელი?-წამოწითლდა გოგონა. ორი წამით თვალიც კი ვერ გაუსწორა ლეოს, მაგრამ მერე იფიქრა, რამე სხვა არ ეგონოსო და ისევ ამაყად მოიღერა კისერი.
-ხომ გითხარი, შენი ვარდები მინდა.
შეხეთ, რა უცებ გადავიდა შენობით ფორმაზე! ეს უკვე თავხედობის ზენიტია! ჯერ გოგოს ეუბნება, თქვენ მინდიხართო, მერე თქვენი ვარდებიო და უცებ თქვენი შენი გახდა? ცისამ თავიდანვე ამოიცნო მისი პიროვნება! ერთი ყეყეჩი, ვითომ მხიარული და თვითდარწმუნებული ტიპია, რომელსაც ჰქონია, რომ მის მინდაზე ყველა, შავიც და თეთრიც გაივლის.
-ახლავე აბრძანდით და აქედან წადით!-ვერ აიტანა თავისი ვარდების ამდენჯერ და ასე ხელწამოკვრით ხსენება და წამოიმართა.
-ბრძანდებოდეთ, ბრძანდებოდეთ! მე შენი ვარდების შესყიდვა მინდა... დიდი რაოდენობით.-დაამატა შემპარავად და გოგონას დაჯდომისკენ ანიშნა.-შენი სახელი? ხომ უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი პარტნიორი ამ მომგებიან საქმეში?
-მე ვარდებს არ ვყიდი! ტყუილად შეწუხებულხართ.-მკვახედ მიუგო მამაკაცს და სახლის კარები გამოაღო.-კარგად ბრძანდებოდეთ.
-იქნებ ცივილიზებურად დაგველაპარაკა? თქვენც დიდ...-მისი გადარწმუნება სცადა ლეომ, მაგრამ რა ეგონა, ეკლიანი ვარდის ჭკუიდან გადაყვანა ასეთი ადვილი იქნებოდა? ნურას უკაცრავად! ცისამ პირი მაგრად მოკუმა, ერთი რომ არ დაეჭყივლა გემრიელად და ნესტოებითაც ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-ნახვამდის!
ლეო ამდენსაც არ ელოდა. შეიძლება იყო კომბინიზონიანი, ხვეული, აჩხა-ბაჩხა თმის დასწორებაზეც არ ფიქრობდე და თანაც სამუშაო ფეხსაცმელები გეცვას, მაგრამ ამდენი ჯიუტობაც დაუშვებელია! მინჩხს შეეძლო მისთვის იმდენი ფული მიეცა, რომ თბილისის ცენტრში ეცხოვრა, ეს გოგონასთვისაც არ იქნებოდა უცნობი, მაგრამ ვარდების გაყიდვაზე მაინც მტკიცე უარი განაცხადა. არა უშავს, ყველა ასეთი სულელი კი არ იქნებოდა! ვინმე მაინც მოინდომებდა თავისი სათბურის ან თუნდაც კონკრეტული რაოდენობის ვარდების გაყიდვას და ეს საქმეც მარტივად მოგვარდებოდა.
მამაკაცმა გოგონას დამცინავი მზერა სტყორცნა, ეზო გადაჭრა, ბურტყუნით გააღო რკინის კარი და გარეთ გავარდა.

ოთახის ერთ კუთხეში დადა იდგა გამოღებულ ფანჯარასთან და სიგარეტს აბოლებდა. მეორე კუთხეში კი ამ კაბინეტის ბატონ-პატრონი მისჯდომოდა მაგიდას და ფურცელზე ჩამოწერილ სიტყვებს პლუსებს უწერდა.
ვარდისფერი სავარძლები და დივანი:+
შინდისფერი ხალიჩა:+
განათება:+
ფოტოგრაფები:+
წამყვანი:+
სტუმრები:+
ხელოვნური დეკორაციები:+
ბუნებრივი დეკორაციები:?
აი, აქ კი მოუწია აზარტში შესულს შეჩერება! პლუსების აღზევებას ერთი მინუსი ხომ არ შეუშლიდა ხელს? არა, რამე უნდა მოეფიქრებინა. მცენარეთა დაცვის სამინისტრომ არაო, ბოტანიკურმა ბაღმა, ისედაც რაღაც დაავადება შეეყარა ჩვენს ვარდებს და მათი გაყიდვა არ გვარგებსო, მის სოფელში ამდენი ვარდი არავის ჰქონდა, გარდა ერთი ქალისა, რომლის ვარდებიც სასუქის უქონლობის გამო არც ისე ნორჩად გამოიყურებოდა.
-ბოლოს ხომ მაინც მოგიწია მაგ პუნქტის წაკითხვა?-პასტის წკაპუნი რომ ვეღარ გაიგო, მიუბრუნდა დადა.-გეუბნები, უნდა გადაგერწმუნებინა ის გოგო.
-უნდა გადაგერწმუნებინა!-ძმაკაცის ხმას მიამსგავსა და ისე ჩაიბურტყუნა.-ადვილი გგონია შენ ეგ? არც ფული უნდა და არც არაფერი თავისი ვარდების გარდა! არც მიკვირს. ისე გამოყურება, აშკარად თავისი თავისთვის არ სცალია და სულ ვარდებს ეფოფინება! ნუთუ არ იცის, რომ ჯინსის ფართე კომბინიზონი უკვე გადავიდა მოდიდან?
-შენ ამაზე ფიქრობ? არ აქვს მნიშვნელობა, როგორი გარეგნობის, როგორი სტილის და როგორი ხასიათის გოგოა! ცოლად კი არ უნდა მოიყვანო, გარიგება აწარმოე და მორჩა!
-მაგ მორჩამდე რომ ვერ მივდივარ, პრობლემაც მაგაშია. მართლა საწყალი ის, ვისაც ერთ დღეს მისი ცოლად მოყვანა მოუწევს! ჯერ მარტო ისეთი ველური გამოხედვა აქვს... ტარზანს თუ მოხიბლავს ეგ, თორემ სხვას ვერავის!-ჩაიცინა ლეომ და კვლავ ფურცელს დააკვირდა.
-პროდიუსერი შენ ხარ და მოიფიქრე რამე, თორემ ყველაფერი უკვე დაგეგმილია და დიზაინიც აირ-დაირევა და სტუმრების სიაც. ან უნდა დაივიწყო შენი სიამაყე და მეორედ მიადგე იმ გოგოს... რა ჰქვია?-სახელის გამოყენება დასჭირდა და მაშინღა მიხვდა, რომ თავიანთი გადაცემის მოსალოდნელი ''ჩაფუშვის'' მიზეზის სახელით მოხსენიებაც კი არ შეეძლო.
-არა, გაგიგონია ასეთი რამ? ხომ გითხარი, ყველანაირად ჩამორჩენილია_მეთქი. ცისანა ჰქვია, ცისანა.-გაეღრიჭა ძმაკაცს.
-რატომ, ცისანა კარგი სახელია! ციურს ნიშნავს ერთი ლეგენდის მიხედვით...-მის აზრზე არ აღმოჩნდა ფანჯიკიძე.
-კარგი ერთი, რა ეტყობა მაგას ციურის! ველურია, ველური-ი-ი თავისი ვარდებისავით!-წაიმღერა ლეომ, თუმცა უკვე კარგად იცოდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც ამ ველურთან მეორედ მისვლა და ვარდებისთვის მათხოვრობა მოუწევდა, რაც საშინლად არ მოსწონდა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ცისანას უნდა შეხვედროდა და მისი მბრძანებლური ტონი აეტანა.

ცისამ ყვავილების მორწყვა დაასრულა. შუბლზე ხელის ზურგი მოისვა და ჭიშკრისკენ გამობრუნდა, თავისი სახლისკენ მომავალი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ორი მამაკაცი რომ დაინახა.
-მოვიდნენ...-შეშინებულმა ჩაიჩურჩულა, მაგრამ არ შეიმჩნია. წელში გასწორდა და სანამ ისინი დაკაკუნებდნენ, მანამდე გააღო კარები.
-აქეთ მობრძანდებით?-უხეშად ჰკითხა წინ მდგომ მამაკაცს.
-ცისანა მეუნერგია, არა?-კითხვაზე კითხვით უპასუხა მან და თან კმაყოფილმა გაიღიმა.
-დიახ.
-საგადასახადოში არ მობრძანებულხართ. როგორც ჩანს, თქვენზე ჩვენმა გაფრთხილებამ ვერ გაჭრა. თუ ხვალვე არ შემოიტანთ თანხას, ამ სათბურს გავაუქმებთ. თქვენ კი ვარდების მოჭრა და სათბურის დანგრევა მოგიწევთ.-მეტად კმაყოფილი ალაპარაკდა მეორეც.
მოიცა, მათ ეგონათ, რომ ცისას ასე შეაშინებდნენ? სულაც არა! ის მედგრად იდგა და გონებაში ყველა სავარაუდო გადაწყვეტილებას ნსჯიდა. ცივი გონებით ყველაფერი უფრო ადვილი იყო. ვარდებს ვერ გაიმეტებდა, ფულიც არ იყო. რა უნდა ექნა? რით გადაერჩინა თავისი სათბური? ისე მიმოიხედა, თითქოს დასახმარებლად ვინმე გამოჩნდებოდა და... გამოჩნდა კიდეც!
ჭიშკართან ძვირადღირებული ავტომობილი გაჩერდა, იქიდან კი ის მამაკაცი გადმოვიდა, რომელიც სამი დღის წინ იყო ცისასთან. მამაკაცი, ვარდების შესყიდვა რომ უნდოდა. ვარდების ნაწილის. თუ მეუნერგია მას ვარდებს მიყიდდა, სათბურის ნახევარს მაინც გადაარჩენდა! სხვა გზა არ იყო, თორემ ნამდვილად არ ეხატებოდა გულზე ამ ვიღაცისთვის ვარდების მიყიდვის პერსპექტივა.
-თქვენ ის არ ხართ?-ჯერ მამაკაცს არაფერი ეთქვა, კითხვა რომ შეაგება.
საგადასახადოდან მოსულებმა უკან გაიხედეს და უცხო მამაკაცის დანახვაზე ცოტა არ იყოს შეცბნენ.
-ვინ ბრძანდებით?-ცისასთვის არაფერი უპასუხია, პირდაპირ ამ ორს მიმართა ''ოდნავ უკეთესმა ვარიანტმა''.
-ჩვენ... ჩვენ საგადასახადოდან ვართ. იცით, ახლა გვეჩქარება. სხვა დროს მოვალთ. ბოდიშით, რომ შეგაწუხეთ.-მოუბოდიშეს ცისას და მოშორებით მდგარი მანქანისკენ დაიძრნენ.
გოგონას უამრავი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ მათთან საუბრის გადადებამ გაახარა და გაცისკროვნებულმა შეხედა მამაკაცს.
-მობრძანდით.-გზა დაუთმო მას, თუმცა ამ უკანასკნელმა ჯენტლმენობის გამოჩენა სცადა და პირველი მაინც ცისა შეუშვა სახლში.

^^^
შუადღე მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო!
ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა და განსაკუთრებით კი იმან, რომ ცისა ასე გაახარა ჩემმა მცირედმა საჩუქარმა!
მაინტერესებს, როგორ მოგეწონათ მოვლენების ამგვარად განვითარება... ველი თქვენს შეფასებებს!
მეც ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა ამას ვწერ...
''უყვარხართ სოფიკოს''!
პ.ს. პ.ს. პ.ს.
ბევრი, ბევრი გული!



№1 სტუმარი მიკა

კარგი იყოო ,ძალიან მომწონს ეს ისტორია. მერამდენედ შემოვედი შესამოწმებლად დაა საშინლად გამიხარდა, ეს რო ვნახეე... არ ვიცი რა ვუწოდო შენს ისტორიებს. შიტყვები არ მყოფნის, საოცრად კარგ ხასიათზე მაყენებს ❤❤❤❤❤❤... ,,უყვარხარ მკითხველებს '' ))))

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აიი ძალიან ძალიააან მაგარი იყო ცუდ ადგილას გაწყვიტე რა .. მალე დადე wink

 


№3  offline წევრი teddy))

Mxiaruli istoriebis avtori sopiko xar shen! :D modidan gadavida jinsis kombinizonio? Hmm... Es aris anis dzalian surso :D vinaa aseti chveni leo rom ase shehsindnen is ori mamakaci? :D leo, tarzani shen agmochndebi :D velodebi shemdegs da shen iici gimila!

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე wink wink love ძალიან მაგრად წერ და შენი ისტორიების კითხვა მიყვარს ძალიან wink love love

 


№5  offline წევრი mimimimo

გინდა მოგკლა? am
რა პატარა თავია.
რა არის ეს? no
არ მეყო! recourse
ველი მოუთენლად ახალ თავს!
წარმატებები! love

 


№6  offline წევრი cisa

ისეთი გადატვირთულიგრაფიკი მაქ ძლივს ვახერხებ წაკითხავს. მაგრამ შენ მაინც ვერ შეგელევი ♥♥♥ ჰოდა კიდეევ ესგოგორაღაცნაირად ჩემეულია რა..მისი ხასიათი პატივმოყვარეობა მეცნობა :დდ კარგად უპასუხა ამჩვენლევანისაც.და საერთოდაც რას ერჩის მის სახელს
.:დ განსხვავებული და უცხო არიის..ისე მე ცისანა არ მქვიდა ჩემიუფრო გამსხვავებულია ♥♥ ძალიან მომწონს.. ველოდებიმოუთმენლად შემდეგს ♥♥ჩემო სუპერ გოგოო ♥♥♥

 


№7 სტუმარი Black

Bravo sopachka wina tavistvis dzalian gvian movicale da modzinebulze damviwynia komentari datoveba sagol sopachka dzalian kargi iyo da veli shemdeg tavs mec bevri guli gamogigzavne;) :D love

 


№8  offline წევრი aNuGi

როგორ მომწონს love
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline მოდერი sopiko

უუდიდესი მადლობა ყველას! love
ცალ-ცალკე მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ არაო...
არ ჩაეტია ფორმატში no

 


№10  offline წევრი tatushki1995

Dzalian kargi iyoo yochag

 


№11  offline მოდერი sopiko

tatushki1995
Dzalian kargi iyoo yochag

გმადლობ, თათუშკები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent