შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (7)


13-06-2016, 12:28
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 599

ხანდახან მინდა გაპატიო ჩემი დატოვება,
მაგრამ მახსენდება შენი თვალები
და მეზიზღები, რადგან წახვედი.

8888

_ მძულხარ, შვილი წამართვი და ახლა ყველაფერ დანარჩენსაც მართმევ არა? _ ყვირის ლიანა, თვალებში უდიდესი ბოროტება უდგას და გამწარებული იქნევს ხელებს. მეჩვენება, რომ დავპატარავდი... მინდა გავქრე...
ლიანას თვალებში დანახულმა ბოროტებამ ისე ვერ შემაშინა, როგორც დაბუდებულმა სევდამ და ტკივილმა.
_ ყველაფერი შენი ბრალია, შენს გამო წამოვიდა იმ ღამე, ნანა ცუდადაა და უნდა გავართოო _ მიღრიალებს და სახეში მირტყამს. ერთი წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია, მაგრამ პირში სისხლის მლაშე გემო მაქვს და ხელს ვწევ, რომ ტუჩი მოვიწმინდო.
_ როგორ ფიქრობ, შეგარჩენ იმას, რაც გამიკეთე? _ თვალებს მიბრიალებს, მეორე ლოყაზე მირტყამს გაშლილ ხელი და მე ამჯერადაც ვუთმობ მას.
_ ისე უყვარდი, მიკვირდა, შენნაირი სულელი და საშინელი გოგო როგორ შეუყვარდა. შენ კი რა გააკეთე? _ ამჯერად თმებში მწვდება და ისე მქაჩავს, რომ ოდნავ ვკვნესი, ეტლიდან ძირს ვცურდებო და მის ფეხებთან ვვარდები. ყელში რაღაც მომაწვა, მერე რამდენიმე ნაწილად გაიფანტა და თვალები ამეწვა. ვხუჭავ და მაგრად ვაჭერ ერთმანეთს, რომ არ ვიტირო.
_ ხო, ახლა ჩემს ფეხებთან ხარ და მე ველოდები ბოდიშს _ დამიღრიალა ლიანამ. მეღიმება და თვალები გავახილე.
_ შეიძლება ახლა შენ მიყურებ ზემოდან და მე შენს ფეხებთან ვგდივარ, მაგრამ მე შენზე ათასი თავით მაღლა ვარ. არ განგსჯი, ლიანა. შენ სასოწარკვეთილი დედა ხარ და გეპატიება. შენ შენს შვილს გლოვობ. მე გაპატიე ლიანა, შენზე გაბრაზება არ შემიძლია. არც მწყინს, იცი? იმიტომ რომ, ახლა გონება გაქვს დაბინდული და ხსნას ეძებ. გამოსავალს ეძებ და შენი შვილის სიკვდილის გამართლებას. გინდა ვიღაცას გადააბრალო, რომ ყოფნა შეგიმსუბუქდეს. მაგრამ ლიანა... მე გაპატიე ლიანა, მაგრამ თავს დავდებ, ნიკა არასდროს გაპატიებს. აი ახლა, გიყურებს და დარწმუნებული იყავი, რომ არასდროს გაპატიებს. მე გაპატიე მაგრამ საკუთარი გარდაცვლილი შვილი ამას არასდროს გაპატიებს. ჩემს თავზე უკეთ მას ვიცნობ, ლიანა. არ გაპატიებს, არასდროს არ გაპატიებს და თუ ფიქრობდი, რომ ამ საქციელით სევდას შეიმსუბუქებდი, ცდებოდი. სული ისე დაგიმძიმდება, ვეღარაფერი გიშველის _ ღიმილს არ ვიშორებ, თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ, რომ უფრო მეტად ბოროტდება. უფრო მეტად გრძნობს დანაშაულს, უფრო მეტად ვეზიზღები მეც.
_ ამას არ შეგარჩენ _ ხმადაბლა ამბობს, მაგრამ გატეხილ ხმას ვერ მალავს. საჩვენებელ თითს მიქნევს, ამრეზით მიყურებს და მიდის. კარებს როგორც კი ხურავს, ხმამაღლა ვიწყებ ტირილს და სახეზე ორივე ხელს მაგრად ვიფარებ. არ მინდა, არ მინდა საკუთარ თავს ვანახო, როგორი უსუსური ვარ. მე არაფერი შემიძლია.
_ ნიკუშ, დამეხმარე რა. ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვუძლებ. წამიყვანე ან შენ დაბრუნდი _ ვქვითინებ, გული წარმოუდგენლად მტკივა, თითქოს ლოდი მაწევსო. მუცელიც მტკივა ნერვიულობისგან და ვიღლები. ისე ვიღლები, რომ მინდა დავიძინო. თუმცა, არ ვიძინებ. ხელებს ძირს ისე ვაწყობ, რომ წამოვიწიო და ეტლზე ავბობღდე. არ გამომდის და ძირს უფრო ცუდად ვეცემი. ვჩქარობ, არ მინდა დედამ ასეთს მომისწროს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როცა მაინც არაფერი გამომდის, თავს ეტლის ფეხს ვაყრდნობ და მუშტებს იატაკს ვურტყამ. კარზე ზარია. ვცბები და ვფიქრობ, როგორ ავიდე ეტლზე. როცა ვერაფერს ვაკეთებ, ვყვირი, რომ ღიაა.
_ გამარჯობა, იაკობიძეების ბინაა? _ კარი იღება და ვიღაც ბიჭის სასიამოვნო ხმა მესმის. ვათვალიერებ. მწვანე, ჭაობისფერი თვალები აქვს. სხვას ვერაფერს ვხედავ. ის ოდნავ მიცინის.
_ არა, შეგეშალათ _ ვლუღლუღებ და ერთი სული მაქვს, აქედან წავიდეს.
_ ხომ ვერ მიმასწავლით? _ არ მეშვება და სახლში შემოდის. კარი ნახევრად ღიაა და მზად ვარ ვუყვირო, რომ გაეთრიოს.
_ სამწუხაროდ, არც მე ვიცი _ შეძლებისდაგვარად ვუღიმი მე.
_ დაგეხმაროთ? _ თვალებში მიყურებს და კარებს ზურგს უკან ხურავს. თვალები მიფართოვდება, წარბშეკრული ვუყურებ და ვფიქრობ, მინდა თუ არა მისი დახმარება.
_ არ მინდა, შეგაწუხოთ _ ვეუბნები მას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეს თანხმობაა. მირჩევნია მან ამაყენოს, ვიდრე დედაჩემის შეშფოთებული სახე დავინახო. არც დათას თვალების დანახვა შემიძლია...
_ არა, რა სისულელეა _ მხრებს იჩეჩს, მიახლოვდება და წელზე ორივე ხელს მიჭერს, მაღლა მწევს და მეც ჩემი ხელებით სავარძლის სახელურს ვეყრდნობი. მსვამს.
_ დიდი მადლობა _ ვეუბნები და ამჯერად გულწრფელად ვუღიმი მას.
_ არაფერს _ თვალს მიკრავს და ყოყმანობს. არა, ძალიან გთხოვ...
_ კარგი, მე წავალ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნანა _ უკან ბრუნდება და მიდის. მე ვფიქრობ, როდის ვუთხარი მას ჩემი სახელი. ის ვიცი, რომ აუცილებლად ვეტყოდი, მაგრამ იმდენად არეული ვარ, ნამდვილად არ მახსოვს, როდის.
ეტლით სააბაზანოში შევდივარ და სარკეში საკუთარ თავს რომ ვუყურებ, მრცხვენია. ჩაწითლებული თვალები, გამსკდარი ქვედა ტუჩი და აწითლებული ორივე ლოყა. ონკანს ვუშვებ და პირს ვიბან. ნიჟარაში სისხლი იღვრება, მერე წყლის ნაკადს მიყვება და ახალ “პარტია” სისხლს ეგებება. სანამ კარგად არ ვიბან სახეს და ხელებს, მანამ არ ვეშვები. მერე პირსახოცით ვიმშრალებ, მისაღებში, ტელევიზორთამ ვბრუნდები და ხასიათის გამოსაკეთებლად, მულტფილს ვრთავ.

88888

დაახლოებით ერთ საათში სახლში ლილიკო და დათა ერთად მოვიდნენ.
_ როგორ ხარ ნანკა? _ მეკითხება დათა და ჩემს გვერდით ეშვება დივანზე. მაგიდაზე ჩუპა-ჩუპსს აგდებს დე მეღიმება.
_ კარგად, ოღონდ მომეწყინა ცოტა _ მხრებს ვიჩეჩ და იმ იმედს ვეჭიდები, რომ დგეს კარგ ხასიათზე და მასთან ლაპარაკის საშუალება მომეცემა. მაგრამ მეტს არაფერს მეუბნება და იმედები მიცრუვდება. უსიტყვოდ დგება და ჩემს წინ დგება. მისი ხელები წელზე მწვავს. ხელში მიყვანს, გრძელ დივანზე მოხერხებულად მსვამს და მერე უკან ბრუნდება. ეტლი ჩემს ოთახში შეაქვს.
_ გშია დედიკო? _ მეკითხება ლილიკო და დაღლილი ჯდება ჩემს გვერდით. ოთახში დათაც შემოდის და ლილიკოს წინ თავსდება სავარძელში.
_ არა _ თავს ვაქნევ, ჩუპა-ჩუპსს ვათამაშებ ხელში და მერე ერთი ხელის მოძრაობით ვხსნი.
_ დათა, აღარასდროს მოუტანო ამას ეს რაღაც საშინელება _ თვალებს ატრიაებს დედაჩემი და მეცინება.
_ გვშია ლილიკო _ წინა კითხვაზე ჩემს მაგივრად პასუხობს დათა და ახლანდელ ნათქვამს აიგნორებს.
_ გშია _ ვუსწორებ და თვალს ვუკრავ. წარბაწეული მიყურებს, მერე მზერას მარიდებს და აწკრიალებულ ტელეფონს ხელში ათამაშებს.
_ უპასუხო შვილო, რა იცი რა ხდება _ ეუბნება ლილიკო და დგება. ვხვდები, სამზარეულოში უნდა გავიდეს და სანამ მკითხავდეს, მე ვეუბნები.
_ კარტოშკა მინდა, შეპიწკინებული _ ორივეს ხმამღლა გვეცინება. დათა უკვე აივანზეა გასული და მხოლოდ ზურგიდან ვხედავ მას. მეზიზღება, როცა ასე იქცევა. არ მინდა ისე მექცეოდეს, თითქოს არ ვარსებობდე. რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი რომ ვეცოდები და ამის გამო მტოვებს მასთან, მაგრამ ასეთი არ არის. არასდროს აკეთებს იმას, რაც არ უნდა. გამოსავალს მოძებნის და ისე არ მოიქცევა, რომ უსიამოვნოდ იცხოვროს. მინდა რომ მელაპარაკოს, ხანდახან მაინც. მინდა რომ სტანდსრტული მოკითხვის გარდა, სხვა რამეც მკითხოს. მაგრამ არაფერი ამდაგვარი და გული ძალიან მტკივა.

_ ნუ ცუცქნი! _ მკაცრად მეუბნება ლილიკო და ლუკმას ღეჭავს. თავს ვუქნევ და ამჯერად უფრო ენერგიულად ვარჭობ ჩანგალს კარტოფილს, მაგრამ ვაცილებ და პირზე ხელს ვიფარებ, რომ ხმამაღლა არ გამეცინოს. გაღიზიანებული დედაჩემი თავისთვის რაღაცას ბურტყუნებს. რამდენიმე ლუკმის შემდეგ, წყალი მოვსვი და თეფში წინ მივწიე.
_ დედიკო, ტუჩზე რა გჭირს? _ უეცრად მეკითხება და ჩემს ტუჩს უყურებს გაფართოებული თვალებით. მე მზერას დათასკენ ვაპარებ. თავს მაღლა სწევს და ჯერ ტუჩზე მიყურებს, მერე თვალებში. მწვავს მისი მზერა.
_ არაფერი, რა უნდა მჭირდეს _ ვუცინი ლილიკოს და ვლოცულობ, რომ მეტი აღარაფერი მკითხოს.
_ აბა, დამსკდრი რატომ გაქვს? აი, სიცილის დროს დაგეჭიმა და სისხლი მოგდის დე. ტუჩის კუთხე კიდე გალურჯებული გაქვს _ იმედი არ მიმართლდება. შეწუხებული ვუყურებ და თვალებით ვთხოვ, რომ გაჩერდეს.
_ გთხოვ რა... მართლა არაფერია სერიოზული _ უხერხულად ვუყურებ და მერე ისევ დათაზე გადამაქვს მზერა. მისი თვალები მეუბნება “ამაზე მერე ვილაპარაკებთ” და მე მიხარია. თუნდაც ამაზე მელაპარაკოს, მაინც ხომ წამოცდება რაღაც, როგორ ხარ-ს მეტი? ხოდა, მიხარია.
_ კარგი დედი, მაგრამ იმედია მართლა არაფერია სერიოზული _ ბოლოს თავისთვის ლაპარაკობს და მიღიმის. თავს ვუქნევ, წყალს ვსვამ და ჭიქას დავყურებ. მოლოდინი შიგნიდან მჭამს და ერთი სული მაქვს, როდის გამიყვანს დათა ოთახში.



№1  offline წევრი talamani

დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად , ძალიან მომეწონა. ძვლივს ბაბნიკი ბიჭის და უკარება გოგოს ბანალური ისტორიების შემდეგ ასეთ კარგ ისტორიას წავაწყდი. იმედია გააგრძელებ და არ დამაღალატებ. საინტერესოდ წერ და იმედია ასე გააგრძელებ

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა...არა, მე კი ვთქვი რომ დათა მომწონს, მაგრამ უკვე მერამდენე თავია და მის ფუნქციას ამ ისტორიაში ვერ ვხვდები. სულ მრჩება შთაბეჭდილება რაღაც ხომ არ გამოვტოვე. არადა, მართლა ვკითხულობ ისტორიას. ვერ ვხვდები ტიპს რატომ შერჩა ასე ულაპარაკოდ და ცივილურად ავარიის ამბავი, ბიჭის დაღუპვა...საერთოდ, გაუგებარია გოგოს, მისი მშობლის პოზიცია.

 


№3  offline მოდერი sopiko

ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ელე! ეს უდავოა love
საშინლად ტკივილიანი და მწარე ისტორიაა. ცხოვრებაზე რომ დაგაფიქრებს... მისებრული ფილოსოფიებით. აქ ხვდები ბედნიერებასაც, იმედგაცრუებასაც, ზიზღსაც, ერთგულებასაც, უსამართლობასაც, უმწეობასაც... რა გინდა, რომ აქ ვერ ნახო! ისურვე სულო და გულოო...
რა ვქნა, მეც რომ მებრალება ნანა... მეც ვერაფერს ვგრძნობ სხვას მის მიმართ... ეტყობა მხოლოდ დათაა გამონაკლისი! მისი პერსონაჟი... ღრმა, ამოუცნობი, რთული, უცნაური... მარჯვნიდან რომ შეხედავ, სხვანაირია, მარცხნიდან რომ შეხედავ, სხვანაირი...
მაგრამ არ მესმის, იცი? ბევრი რამის არ მესმის!
როგორ, როგორ უნდა იყო ასე მშვიდად შენი შვილის გამაუბედურებელის გვერდით? ხო, შეიძლება შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ მაინც... თან მეც ძალიან მიკვირს, რატომ არაა ციხეში, როცა ადამიანი მოკლა! ნებსით თუ უნებლიედ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ლიანას რეაქცია ბუნებრივი იყო ამ სიტუაციაში! შვილმკვდარ დედას ვერაფრით ვერაფერში დაადანაშაულებ, რადგან ის ყველასთან მართალია! როცა ხედავ, რომ შენი შვილი მკვდარია, სხვა კი ცოცხალია... როცა ხედავ, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი... საშინელებაა! აუტანელი ტკივილია! გინდა ყველა შენსავით იტანჯებოდეს... ეს სწორი ნაბიჯი იყო შენი მხრიდან და ოდნავადაც არ მიფიქრია, რომ ლიანა უარყოფითი პერსონაჟია.
დათასთან ნანას დამოკიდებულება კი მაბრაზებს... როგორ შეიძლება გსიამოვნებდეს იმ ადამიანის სიახლოვე, ვინც საყვარელი არსება წაგართვა?
იმედია ყველაფერში გავერკვევი...
შენ კი ემოციების ტორნადო ხარ!
არ ვიცი, სად იტევ ამდენ გრძნობას...
როგორ ითავისებ ყველა შენს პერსონაჟს...
ყოჩაღ!
წარმატებები love

 


№4  offline წევრი Salo me

ძაან კარგი ისტორიაა, ეჭვი არავის ეპარება შენს ნიჭიერებაში. უდავოდ ძალიან კარგად წერ, მაგრამ პატარა თავებია და თითქოს ,,მუღამი" ეკარგება. ცოტა გაზარდე რა ჩემი თხოვნა იქნება.
--------------------
Sally

 


№5  offline მოდერი Eleniko13

Salo me
ძაან კარგი ისტორიაა, ეჭვი არავის ეპარება შენს ნიჭიერებაში. უდავოდ ძალიან კარგად წერ, მაგრამ პატარა თავებია და თითქოს ,,მუღამი" ეკარგება. ცოტა გაზარდე რა ჩემი თხოვნა იქნება.

თავების რაიდენობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ყველა თავი ინდივიდუალურია და იმდენს ვწერ, რამდენიც მეწერინება. მადლობა, ძალიან დიდი ❤️

sopiko
ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ელე! ეს უდავოა love
საშინლად ტკივილიანი და მწარე ისტორიაა. ცხოვრებაზე რომ დაგაფიქრებს... მისებრული ფილოსოფიებით. აქ ხვდები ბედნიერებასაც, იმედგაცრუებასაც, ზიზღსაც, ერთგულებასაც, უსამართლობასაც, უმწეობასაც... რა გინდა, რომ აქ ვერ ნახო! ისურვე სულო და გულოო...
რა ვქნა, მეც რომ მებრალება ნანა... მეც ვერაფერს ვგრძნობ სხვას მის მიმართ... ეტყობა მხოლოდ დათაა გამონაკლისი! მისი პერსონაჟი... ღრმა, ამოუცნობი, რთული, უცნაური... მარჯვნიდან რომ შეხედავ, სხვანაირია, მარცხნიდან რომ შეხედავ, სხვანაირი...
მაგრამ არ მესმის, იცი? ბევრი რამის არ მესმის!
როგორ, როგორ უნდა იყო ასე მშვიდად შენი შვილის გამაუბედურებელის გვერდით? ხო, შეიძლება შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ მაინც... თან მეც ძალიან მიკვირს, რატომ არაა ციხეში, როცა ადამიანი მოკლა! ნებსით თუ უნებლიედ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ლიანას რეაქცია ბუნებრივი იყო ამ სიტუაციაში! შვილმკვდარ დედას ვერაფრით ვერაფერში დაადანაშაულებ, რადგან ის ყველასთან მართალია! როცა ხედავ, რომ შენი შვილი მკვდარია, სხვა კი ცოცხალია... როცა ხედავ, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი... საშინელებაა! აუტანელი ტკივილია! გინდა ყველა შენსავით იტანჯებოდეს... ეს სწორი ნაბიჯი იყო შენი მხრიდან და ოდნავადაც არ მიფიქრია, რომ ლიანა უარყოფითი პერსონაჟია.
დათასთან ნანას დამოკიდებულება კი მაბრაზებს... როგორ შეიძლება გსიამოვნებდეს იმ ადამიანის სიახლოვე, ვინც საყვარელი არსება წაგართვა?
იმედია ყველაფერში გავერკვევი...
შენ კი ემოციების ტორნადო ხარ!
არ ვიცი, სად იტევ ამდენ გრძნობას...
როგორ ითავისებ ყველა შენს პერსონაჟს...
ყოჩაღ!
წარმატებები love

სოფიკოო, უსაყვარლესო, უთბილესო და უმაგრესო ❤️
ამ ეტაპზე ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, მადლობის გარდა.
რაც შეეხება ამ ყვეკაფერს, დათაზე... ცოტაც მოიცადეთ...

grafo
მდაა...არა, მე კი ვთქვი რომ დათა მომწონს, მაგრამ უკვე მერამდენე თავია და მის ფუნქციას ამ ისტორიაში ვერ ვხვდები. სულ მრჩება შთაბეჭდილება რაღაც ხომ არ გამოვტოვე. არადა, მართლა ვკითხულობ ისტორიას. ვერ ვხვდები ტიპს რატომ შერჩა ასე ულაპარაკოდ და ცივილურად ავარიის ამბავი, ბიჭის დაღუპვა...საერთოდ, გაუგებარია გოგოს, მისი მშობლის პოზიცია.

ოო, გრაფინია, სულ ცოტაც და, მივხვდებით მაგის ფუნქციასაც როლსაც და ყველაფერსაც.

talamani
დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად , ძალიან მომეწონა. ძვლივს ბაბნიკი ბიჭის და უკარება გოგოს ბანალური ისტორიების შემდეგ ასეთ კარგ ისტორიას წავაწყდი. იმედია გააგრძელებ და არ დამაღალატებ. საინტერესოდ წერ და იმედია ასე გააგრძელებ

უღრმესი მადლობა ❤️
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

კი ბატონო. ვიცდი, გიცდი:*

 


№7 სტუმარი მიკა

უჰჰჰ ძლივს მართლაც რო კლუბებისგან და ბიზნესმენებისგან შორს ვართ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent