შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (6)


11-06-2016, 12:19
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 687

ასეა.
ყოველი დიდი ტკივილის მერე,
აუტანელი სიმშვიდე მოვა.

8888

_ ლილიკო, წყალი მომაწოდე რა _ წიგნების ამოლაგებით გართულ დედაჩემს ვეუბნები და ტელეფონში მორიგ ფოტოს ვაწკაპებ. ლიზა დროს არ კარგავს, ჩვეულ ფორმაშია.
_ მიწერე მაგას, გამოგვიაროს _ ხმადაბლა ოხრავს დედაჩემი და დოქიდან წყალს მისხამს. ვიწევი, საწოლის თავს ზურგით ვეყრდნობი და ჭიქას ვიჭერ.
_ თუ არ უნდა, ნუ მოვა. თუ უნდა, თავისითაც მოგვაგნებს _ ვპასუხობ და წყალს რამდენიმე ყლუპით ვსვამ. გატეხილ ხმას მაინც ვერ ვმალავ, რადგან საუკეთესო მეგობარი დავკარგე. თუმცა, საუკეთესო მეგობრები არ იკარგებიან.
_ ხომ იცი, დიდი ხანია არ უნახიხარ... ალბათ, რცხვენია _ ამართლებს ლილიკო და ეტლს საწოლისკენ სწევს. მერე უკან ბრუნდება და წიგნების თაროზე დალაგებას აგრძელებს. დათას თქმის მიუხედავად, დედაჩემმა მაინც მომიტანა ეტლი. მე არ მინდა, ეტლით ვიარო, მაგრამ ვაანალიზებ, რომ სხვა გზა არ მაქვს. როცა დათა სახლშია, ეტლი ყოველთვის ოთახის კუთხეშია მიგდებული. დათას ეზიზღება ეს “ნაგავი ნივთი” და არ მაძლევს უფლებას, მის თვალწინ ეტლით გადავაადგილდე.
_ ხოდა, ნუ მნახავს _ ვჩურჩულებ, ხელების დახმარებით წინ ვიწევი და ვახერხებ იმას, რომ ეტლში მოვთავსდე. მძულს ეს პროცესი, მაგრამ ბორბლებს ვეჭიდები და რამდენიმე წამში ლილიკოს გვერდით ვზივარ, ხელში “ქარიშხლიან უღელტეხილს” ვიჭერ და ვფურცლავ.
_ დღეს არა და ხვალ უკვე დათას მშობლები ჩამოდიან... _ თავისთვის ბურტყუნებს დედაჩემი და მე უკვე მეშინია. მეშინია, რადგან არ ვიცი, მიმიღებენ თუ არა. მეშინია რადგან არ ვიცი, მისცემენ თუ არა თავის ერთადერთ შვილს უფლებას, სახლში ინვალიდი აცხოვროს.
_ ჩამოვიდნენ _ მხრებს გულგრილად ვიჩეჩ, ზურგს ვაქცევ და ეტლს მისაღებში მივაგორებ. ტელევიზორში, როგორც ყოველთვის, უინტერესო საინფორმაციო გადის. არხიდან არხზე დავხტივარ და ტუჩს ვიკვნეტ. მაგიდაზე დადებულ ალპენ გოდს ალმაცერად ვუყურებ, მაგრამ მაინც ვკბეჩ და მაშინვე ვნანობ.
_ შოკოლადები ვინ მოიტანა? _ ვეკითხები ლილიკოს.
_ დათამ. შენთვის _ მიყვირის ოთახიდან და მერე რაღაცის ვარდნის ხმა ისმის. უეჭველად, წიგნი დაუვარდა.
_ მერე, არ იცის რომ მეზიზღება შოკოლადები? _ თვალებს ვატრიალებ და მაგიდაზე ვაგდებ შოკოლადის ფილას.
_ იცი რა? არ გირჩევნია, ქართული თარგმანით იყიდო წიგნები? _ საუბრის თემას ცვლის დედაჩემი. მე რუსთავი2-ზე ვაჩერებ და ინტერესით ვუყურებ სერიალს, რომლის სახელი და შინაარსი არ ვიცი, მაგრამ მსახიობი უსაზღვროდ გავს ნიკას.
_ არა, ინგლისური მირჩევნია. ხშირად არასწორად ითარგმნება წიგნები და კითხვაა უსიამოვნო _ ავუხსენი და თვალები ცრემლებით ამევსო. გადანრთველს დავწვდი, ტელევიზორი გამოვრთე და თავი ხელებში ჩავრგე.
_ რავი, როგორც გინდა. მე წასასვლელი ვარ, რაღაცეების ყიდვა მინდა და მოვალ ერთ საათში _ მესმის ლილიკოს ხმა და ოთახის კარის დახურვა. კბილებს ტუჩს მაგრად ვაჭერ და მოგუდული ხმით ვკივი. ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ დავკარგე. ყოველ დღე, უფრო და უფრო მტკივა და არავის, საერთოდ არავის ესმის. მათ ეს არ იციან. მე მინდა რომ ძლიერი ვიყო, მაგრამ უკვე ერთი კვირაა, რაც ჩემს სისუსტეს ვმალავ და უფრო და უფრო ცუდად ვხვდები. იმის გაცნობიერება მკლავს, რომ უნდა ვითამაშო. რომ იძულებული ვარ, თუნდაც მხოლოდ დედაჩემის გამო ვითამაშო და არა მარტო... ეს მეც მჭირდება. სისუსტის გამოვლენა უფრო დიდი სისუსტეა, ვიდრე ის, რომ ცუდად ხარ და მალავ.
_ ჟელიბონი წამომიღე _ ჩავახველე და ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე.
_ კი დედიკო, ეგ როგორ დამავიწყდება _ ყვირის დედაჩემი. გამეცინა, თავი ოდნავ გვერდით გადავწიე და კედლის საათს დავაკვირდი.
_ აუ, ეს ზედა მიხდება? _ ლილიკო ორჯერ ტრიალებს ხელებგაშლილი. ნაცრისფერი, ბრეტელებიანი მაისური აცვია და ჩემი შავი ჯინსი, რომელსაც შარშან ვიცვამდი. შარშან უფრო მსუქანი ვიყავი, ვიდრე წელს. ყოველ შემთხვევაში, შარშან საკუთარი სხეული მაინც მიყვარდა. ახლა ჩემი დაძარღვული ხელები მაშინებს.
_ აუ, რა კაი ტანი მქონდა _ ვწუწუნებ და ჩემს ფეხებს ვუყურებ.
_ მიხდება თუ არა? _ თვალებს მიბრიალებს ლილიკო. მეცინება და თავს ვუქნევ.
_ ხო, ეხლა მარტო ძვალი ხარ _ ამბობს და ჩანთას დივანზე ატრიალებს. კოსმეტიკა და რამდენიმე სურათი დივანზე იყრება ხურდასთან ერთად.
_ ეხლა არა, ახლა _ თითს ვუქნევ და ჩემს სურათს ვიღებ. აქ ექვსი წლის ვარ, ღია წაბლისფერი თმა მაქვს და ყურებამდე გაცინებული ვუყურებ ხელში აყვანილ ბოს (ძაღლი).
_ გეტყობა ფილოლოგიური ფაკულტეტი _ იცინის ლილიკო, სურათს მართმევს და ჩანთის ჯიბეში “კეტავს”.
_ ოო ლილიკო, მე თავიდანვე კარგად ვიცოდი გრამატიკა.
_ კი აბა რა, ალბათ და ალბად გეშლებოდა ერთმანეთში.
_ შანსი არაა!
_ ხო, არის. აუცილებლად-ს მაგივრად აუცილებლათ-ო ამბობდი.
_ არ არსებობს _ ვკივი და შუბლზე ხელს ვირტყამ.
_ შვიდის მაგივრად გვირტს ამბობდი _ კისკისებს ლილიკო.
_ ჰა?
_ ხო, მაშინ სამის იყავი და ენა ახალი ამოდგმული გქონდა _ დამცინის, ენას მიყოფს და ჩანთას მხარზე იკიდებს.
_ რომ შემეძლოს, გამოგეკიდებოდი და გაგტყიპავდი _ ცხვირს ვჭმუხნი, ხელებს გულზე ვიჯვარედინებ და მტრულად ვუყურებ. იცინის, თავს აქნევს და გადის. მიხურული კარებიდანაც მესმის, რომ იცინის. ან იქნებ, ტირის. ვინ იცის...

დაახლოებით ნახევარი საათია, ჩემს ოთახში, საწოლთან ვზივარ და “გრეის ორმოცდაათ ელფერს” ვკითხულობ. ინგლისურად ბევრად უფრო ბინძური წიგნია, ვიდრე ქართულად. მიკვირს, როგორ შეიძლება იყო ადამიანი ასეთი. გრეის ვგულისხმობ. საშინელი პიროვნებაა, ყოველმხრივ უარყოფითი და მინუსებიანი. არ არსებობს მიზეზი, რამაც შეიძლება ისეთი გაგხადოს, როგორიც კრისტიანია. თუმცა ვიცი, რომ მას ანა უყვარს, ძალიან უყვარს და ამას ანა ისე ვერ აცნობიერებს, როგორც საჭიროა გააცნობიეროს. მისი ელფერები კი... უბრალოდ, გულისამრევია. მე არ ვთვლი, რომ სიყვარული სექსია. სიყვარული გრძნობაა და მიუხედავად იმისა, რომ სექსის გარეშე არაფერია, არც სექსია სიყვარულის გარეშე ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მაჟრიალებს იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება მეც გადამეყაროს ვინმე გრეისნარი. თუმცა გულის კუნჭულში მაინც გაღმერთებულ გრეის ჩემი ქვეცნობიერი ცერა თითს უწევს. გრეი კარგია, თავისი მზრუნველი ხასიათით და იმით, რომ შეუძლია ქალი უზომო სიამოვნებას აზიაროს. მაგრამ როგორი იქნებოდა ის, თუ შემთხვევით ღმერთი იმპოტენტად ან გეიდ გააჩენდა? გაფიქრებაზეც კი მეცინება და წარმოვიდგენ კრისტიანს კაცთან, საწოლში.
_ რა გულისამრევია _ თვალებს ვახამხამხებ და კარზე ზარის ხმა მესმის. წიგნს იქვე ვდებ, ეტლით მისაღებისკენ მივგორავ და ვყვირი, რომ ღიაა. მაინც არავინ აღებს კარს და უკვე ვიცი, ის, ვინც კართან დგას, არც დედაჩემია და არც დათა. იმის გაფიქრებაზე, რომ კართან მდგომნი დათას მშობლები არიან, ტანში შიშის კანკალი მივლის. კარს მაინც ნელა ვაღებ და უკან ვიწევი.
_ შემოდით _ გატეხილი ხმით ვეუბნები ქალს, რომლის სახეც ჩემთვის იმაზე ნაცნობია, ვიდრე სხვა ნებისმიერი. მეშინია, ყელში მებჯინება ყველა ართქმული ტკივილი და ვლოცულობ, რომ წავიდეს. ვლოცულობ, რომ რამე მოხდეს და გაქრეს...
_ უნამუსო გოგო, როგორ დამინგრიე ცხოვრება, მეზიზღები, მძულხარ _ ყვირის სასოწარკვეთილი, ხელს მაღლა სწევს და მარჯვენა ლოყაზე მწარედ მირტყამს. ლოყა მეწვის, საშინლად მეწვის და ცივი ცრემლები უფრო მეტად მტკენს. მეორე გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაზე და ეს საკმარისია იმისთვის, რომ დავიკივლო. და მე ვკივი...


მადლობა წინა თავზე დაწერილი კომენტარებისთვის,
მადლობა იმისთვისაც,
რომ მკითხულობთ.
და ინტრიგისთვის მაპატიეთ უბრალოდ ამ თავში მეტი არ შეიძლებოდა.
ასე რომ, გაგრძელება იქნება :დ



№1 სტუმარი Nino

Vgijdebi am istoriaze

 


№2  offline წევრი მოიისფრო

მახსოვს ერთ-ერთმა ამ გვერდზე (კომენტარებში) შენს ისტორიებს უაზრობა უწოდა.
პასუხიც კი არ გაეცი!
კარგი გოგო ხარ!
უაზროა ის ვინც ვერ ხედავს შენში არსებულ პერსპექტივას!
გელოდები!

 


№3  offline მოდერი Eleniko13

მოიისფრო
მახსოვს ერთ-ერთმა ამ გვერდზე (კომენტარებში) შენს ისტორიებს უაზრობა უწოდა.
პასუხიც კი არ გაეცი!
კარგი გოგო ხარ!
უაზროა ის ვინც ვერ ხედავს შენში არსებულ პერსპექტივას!
გელოდები!

ახლა ისე გამიხარდა ის
რაც მითხარი,
რომ...
არ ვიცი,
ძალიან მაგარი ვიღაც ხარ შენ,
იმიტომ რომ დღე გამიხალისე.

ხო, არ ვაპირებ ასეთ კომენტარებს პასუხი გავცე.
კრიტიკას ვიღებ, მაგრამ როცა ვიღაცას არ მოსწონს ჩემი ისტორია,
ეს მისი საქმეა.
ყველას ღმერთიც კი არ მოსწონს
და მე როგორ მოვეწონები.

Nino
Vgijdebi am istoriaze

დიდი მადლობა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4 სტუმარი მიკა

ვაიმეეე.... ახლა წავიკითხე ყველა თავიი.ახალი ისტორიის წაკითხვა არმინდოდა , მაგრამ შემთხვევითგამეხსნა დაა დავინტერესდი და დამბურძგლაააა........მაგარი ხარ . არდააგვიანო რაა. ფლზ..

 


№5  offline მოდერი Eleniko13

მიკა
ვაიმეეე.... ახლა წავიკითხე ყველა თავიი.ახალი ისტორიის წაკითხვა არმინდოდა , მაგრამ შემთხვევითგამეხსნა დაა დავინტერესდი და დამბურძგლაააა........მაგარი ხარ . არდააგვიანო რაა. ფლზ..


შენ ის მიკა ხარ,
ხალხობას რომ მიწასთან ასწორებ?

პს: ძაან დიდი მადლობა, მიხარია რო კითხულობ.
ხვალ ვერ დავდებ, 6კურსიაზე ვიქნები, ზეგ ვნახოთ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი Eleniko13

okay
ელენ.
ხო იცი არა, ყოველი თავი ერთმანეთზე უკეთესი გამოგდის.
ძალიან მაგრად წერ, აი, ძალიან

ვგიჟდები შენს პატარა,
მაგრამ ისეთ კომენტარებზე,
რომ გაგეღიმება.
მიყვარხარ და მადლობა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

არ მომეწონა ეს თავი. ოღონდ, იმიტომ არა რამე ცუდად გქონდა აღწერილ-დაწერილი. უბრალოდ, შენს ამ ისტორიას...როგორ ვთქვა. არ მომეწონა სადაც შეწყვიტე. იმას კი არ ვამბობ, რომ ისტორიას ინტრიგა არ სჭირდება. უბრალოდ, ამ მომენტზე შეწყვეტა ამისტორიას აბანძებს და მთავარ მუღამს უკარგავს. ოღონდ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. იმდენად სხვა ისტორიაა და სხვანაირად წერ, რომ...აი,სხვა ისტორიებს ხომ სჭირდება ხოლმე ინტრიგობაზე შეწყვეტა,რომ მომდევნო თავს მკითველი დიდი მოლოდინით ელოდოს, აი ამას ეს არ სჭირდებოდა. სწორედ ეს არ მომეწონა. მგონი ჩამოვყალიბდი გასაგებად:)))). როცა მოგიხერხდება მაშინ დადე. ყოველ დღე წასაკითხად არც მემეტება მგონი ასეთი ისტორია:*.

 


№8  offline მოდერი Eleniko13

grafo
არ მომეწონა ეს თავი. ოღონდ, იმიტომ არა რამე ცუდად გქონდა აღწერილ-დაწერილი. უბრალოდ, შენს ამ ისტორიას...როგორ ვთქვა. არ მომეწონა სადაც შეწყვიტე. იმას კი არ ვამბობ, რომ ისტორიას ინტრიგა არ სჭირდება. უბრალოდ, ამ მომენტზე შეწყვეტა ამისტორიას აბანძებს და მთავარ მუღამს უკარგავს. ოღონდ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. იმდენად სხვა ისტორიაა და სხვანაირად წერ, რომ...აი,სხვა ისტორიებს ხომ სჭირდება ხოლმე ინტრიგობაზე შეწყვეტა,რომ მომდევნო თავს მკითველი დიდი მოლოდინით ელოდოს, აი ამას ეს არ სჭირდებოდა. სწორედ ეს არ მომეწონა. მგონი ჩამოვყალიბდი გასაგებად:)))). როცა მოგიხერხდება მაშინ დადე. ყოველ დღე წასაკითხად არც მემეტება მგონი ასეთი ისტორია:*.

ყველაზე ნაღდი ხარ,
გრაფო.
გავითვალისწინებ და მადლობა დიდი...
არ ვიცი, რატომღაც მომინდა ასე გაწყვეტა და არ მიფიქრია,
რომ მართლა არ მოუხდებოდა ისტორიას ინტრიგა.
ხო, ყოველ დღე დადებას რაც შეეხება... ვერ ვახერხებ, და დიდი მადლობა რომ ამასაც გაგებით ეკიდები.
მე ვფიქრობ, ერთი სრული ნაგავია ეს ისტორია, მაგრამ მაინც მიყვარს
და მიხარია,
რომ ჩემს გარდა შენც მოგწონს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი Salo me

ყველა თავი ერთად წავიკითხე და რა გითხრა არ ვიცი... ისე კარგად წერ... ძალიან მომწონს. ეს ინტრიგა კი ალბად ნიკას დედაა :) მე ასე მგონია და ვნახოთ. ველი შემდეგს.
--------------------
Sally

 


№10  offline მოდერი Eleniko13

Salo me
ყველა თავი ერთად წავიკითხე და რა გითხრა არ ვიცი... ისე კარგად წერ... ძალიან მომწონს. ეს ინტრიგა კი ალბად ნიკას დედაა :) მე ასე მგონია და ვნახოთ. ველი შემდეგს.

დავდებ მგონი დღეს...
მადლობა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent