შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

L'ignorence


13-06-2016, 13:48
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 4 544

მეხუთე კორპუსის 403-ე აუდიტორიაში ორელიენ ჟიროს ჩააბარა გამოცდა და ოთხ საათში ჩასაბარებელი კიდევ ერთი გამოცდისთვის მოსამზადებლად მირბოდა, ვიღაცას რომ შეასკდა. მამაკაცს ფურცლები დაუცვივდა. წამით მომენტი ისევე გაიყინა.
- საშინელი ფილმის საშინელი მომენტის საშინელი სცენარი დაიწერებოდა ახლა ამ სცენის მიხედვით, - თქვა და ფურცლებს დახედა, - ამიტომ, ან თქვენ აკრიფეთ, ან ნება მომეცით, ავკრიფო, მაგრამ ნუ დაიხრებით და თვალებში ნუ მომაჩერდებით იმის იმედით, რომ საიდანღაც უაზროდ რომანტიული სიმღერა გაისმება.
მამაკაცს არაფერი უთქვამს. გოგონა დაიხარა, ყველა ფურცელი შეაგროვა და კაცს მიაწოდა. ის იყო, უნდა წასულიყო, კაცმა რომ იკითხა:
- ორიელიენთან იყავით?
- დიახ, - იყო პასუხი.
- თსავისუფალია?
- გამოცდას იბარებს და არ მგონია, თქვენი მიღება მოახერხოს, მაგრამ მიაკითხეთ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, - უპასუხა გოგონამ რაც შეიძლება ამომწურავად და ისევ წასასვლელად მოემზადა როცა კვლავ გააჩერეს:
- და ამას რა ვუყოთ?
- რას?
- აი ამ სცენას.
- რა უნდა ვუყოთ?
- ასე დავტოვოთ?
- არა? - უკვე იბნეოდა.
- გინდათ, რომ დავტოვოთ?
- რას მთავაზობთ?
- არ ვიცი.
- ესე იგი, არ დავტოვოთ, - გაიღიმა და ცალი ხელი ჩანთაში ჩაყო, იქიდან კალამი ამოაძვრინა და ჯერ კიდევ მის მკლავზე მოთავსებულ მამაკაცის ხელს დახედა. მერე კარგად მოიქცია ხელში და შავი კალმით, მაჯაზე გამოყვანილი ასოებით ელექტრონული ფოსტის მისამართი დააწერა: << [email protected] >>
მამაკაცი ჯერ ნაწერს დააკვირდა, მერე გოგონას შეხედა და გაეღიმა. არაფერი უკითხავს, ისე დაიხარა და აკოცა. დაბნეულმა გოგონამ ვერც რეაგირება მოასწრო და ვერც გაოცება. გონს რომ მოეგო, უკვე თავად კოცნიდა კაცს, რომელსაც....
ისევ ღიმილით შეაცქერდა უცნობი და წამით თვალი გააპარა გაოცებული ჯგუფელებისაკენ, თუმცა არაფერი უთქვამს. არ დამშვიდობებია, ისე აქცია ზურგი და წავიდა.
ჰო, ამ კაცს ყავის გემო ჰქონდა.

არ ელოდა. არ ელოდა, ისე მიუვიდა ზუსტად სამ დღეში მეილი. მეილი უშაქრო ყავისგან.


<< [email protected] >>

„ძვირფასო ჩაი,
ახლა საღამოა. არ წვიმს, თუმცა ჰო, შენ ალბათ წვიმა მოგიხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ხარ წვიმისფერი. ჩემს ოთახში ბნელა. ბნელა და ხარ შენ. აი აქ, ჩემს საკუთარ მაგიდაზე, კომპიუტერის ანთებული ეკრანი ნაწილობრივ შენც განათებს და ძალიან, ძალიან გემრიელი სუნი გაქვს, მაგრამ ცხელი ხარ.
სინამდვილეში, საერთოდ არ ვიცი, რატომ გწერ, მაგრამ რახან ჩემს მაჯაზე ჯერ კიდევ წერია შენი მეილის მისამართი, ე.ი. მართლა არ უნდა დავტოვოთ ის საშინელი სცენა ისე, როგორც დარჩა. ორელიენმა ვერ მიმიღო, თუმცა მაინც მგონია, რომ შენად მაინც ღირდა ის დღე იმ საშინელ შენობაში.
არ ვიცი. ბედისწერის გჯერა? ალბათ სისულელეა, მაგრამ სასწაულად არანორმალური რამე იყო ჩვენი შეხვედრა იქ, ისე, იმდენი ხალხის წინ. შეამჩნიე, შენი მეგობრები როგორ გვიყურებდნენ? ერთი ბიჭი - განსაკუთრებით. მგონი, მოსწონხარ.
მენატრები, ჩაი.“

დიდხანს იფიქრა, რა შეიძლებოდა მიეწერა. იმიტომ კი არა, რომ მაშინვე მიწერა ზედმეტ აფორიაქებად ჩათვალა. არა. უბრალოდ, ჯერ ის ემოციები უნდა დაელაგებინა, რაც ამ წერილისგან მიიღო. მეორე საღამოს უპასუხა:

<< [email protected] >>

“ საღამომშვიდობისა, ყავა.
რომ გითხრა, ველოდი ამ წერილს-მეთქი, მოგატყუებ. ძალიან მოგატყუებ. საერთოდ მგონია, ხოლმე რომ არ ხდება ასეთი რამეები. დაახლოებით როგორი იყო ჩვენი შეხვედრა, იცი? რომ ვერ წყვეტ, სიზმარი იყო თუ ცხადი. მე მაინც სიზმრად ჩაგთვალე. სიზმრიდან კი წერილები არავის მისდის.
ჩემს წვიმისფერობაზე არ მიფიქრია. საერთოდაც, დიდად არ მიყვარს წვიმა. განსაკუთრებით მაშინ, თუ გარეთ მიწევს ყოფნა. ლიმონიანი ჩაი სანამ გაცივდება, მანამდე უნდა დალიო. მერე აღარ აქვს გემო.
არც მე ვიცი. შეიძლება მართლა არ უნდა დავტოვოთ ეს ამბავი ასე. ან იქნებ უნდა დავტოვოთ კიდეც. სიზმრად. სიზმრად, რომელსაც ყავის გემო აქვს. ჰო, თუ შენ ჩემი მეილი გაწერია ჯერ კიდევ, მე შენი გემო მაქვს ტუჩებზე.
მონატრება საინტერესო გრძნობაა, ყავა. ძილინებისა. „





<< [email protected] >>

„შენზე ვფიქრობდი. გირძვნია ოდესმე, რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობ? ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს. შენ ხარ ყველგან, ჩაი. სისულელეა, ვიცი. ვერდაჯერებადი სიტყვებია, მაგრამ ყველაგან შენ ხარ.
რაღაც ხარ, ჩაი. ვიღაც კი არა, რაღაც ხარ. გაგიჟებამდე ცოტა მიკლია, ძალიან, ძალიან ცოტა. ახლაც ხელები მიკანკალებს. არ ვიცი, რატომ. არ ვიცი.
არ არის ეს ყველაფერი ნორმალური. არ ხდება ასეთი რამეები ყოველ დღე. არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს. დავარქვათ სახელი. რამე დავარქვათ... „

<< [email protected] >>

“ზოგჯერ ძალიან საშიშია ბევრი ფიქრი. ზოგჯერ კი არა, ყოველთვის ასეა. მით უმეტეს, როცა ამ ფიქრს არსად არ მიჰყავხარ. შეეცადე, სადმე მიგიყვანოს. თვალები დახუჭე და მე სადმე აუცილებლად ვიქნები. ახლოს. ძალიან ახლოს. ლიმონის ფოთლის სუნს რომ იგრძნობ, აი იქ ვიქნები. ზუსტად იქ.
მე... მე თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა ზოგჯერ. გაგიჟებას წინ არაფერი უდგას, ყავა. შეგიძლია, გაგიჟდე. იქნებ ასე უფრო საინტერესო იყოს. თითებს დააკვირდი ხოლმე ყოველთვის, როცა ხელები გიკანკალებს. თითებს დააკვირდი და დამშვიდდები.
ზუსტად იმიტომ, რომ არ არის ეს ყველაფერი ნორმალური, არაფერი უნდა ერქვას... არაფერი. ან ჩვენი სახელი. მხოლოდ ჩვენი.“

<< [email protected] >>

“შენამდე მოვყავარ ამ ფიქრებს. სიგიჟის ზღვარზე დგახარ. ზუსტად საზღვარზე. შენს იქით სიგიჟეა. განუზომელი სიგიჟე, უჰორიზონტო. ეს ლიმონის ფოთლის სუნი უკვე ყველგან დამყვება, ჩაი. სულ ყველგან.
შენ... შენ უნდა მომცე უფლება, რომ გავგიჟდე. უშენოდ ვერ გავგიჟდები. შემეშინდება ალბათ. უშენოდ ვერ. აზრი არ ექნება უშენო სიგიჟეს.
ჩვენი - ეს უკვე ნიშნავს რაღაცას, ჩაი. ჩვენი რომაა და არა მარტო ჩემი ან შენი ან...
ისევ მენატრები.“

<< [email protected] >>

“რაღაც მუსიკა გაქვს, ასე მგონია. რაღაც მუსიკა და ჯერ ვერ ვხვდები. შორიდან მესმის. რაღაცით ქარის ხმას ჰგავს. ზღვის სანაპიროზე რომ ქარი უბერავს, აი იმ ქარის ხმას. უსმინე საკუთარ მუსიკას.
ჩვენ არ გვჭირდება ჰორიზონტები. ჰოდა, ნუ შეგეშინდება უჰორიზონტობის.
ერთი ნაბიჯია. ან ცოტა ნაკლები ჩემამდე. ჩემგან სიგიჟემდე კი - ნახევარი ნაბიჯიც არ. ვიფიქროთ. ვიფიქროთ, ოღონდ ცოტა. შევცდეთ. დავუშვათ შეცდომები უფიქრობით, უაზრობით, უკონტროლობით... იყოს შეცდომა გაგიჟება. იყოს შეცდომა, მაგრამ გავგიჟდეთ.
ყველაზე ძლიერი ჟრუანტელი ხარ, მთელ სხეულში.“

<< [email protected] >>

“მაკანკალებ. იცი ეს რას ნიშნავს, ჩაი? მე არ ვიცი. ერთადერთი ადამიანი ხარ, რომლის გამოც ვზივარ ახლა და ნერვებს ვერ ვიმორჩილებ. ისევ შენი სუნი ტრიალებს ყველგან, ჩაი. სულ ყველგან.
სუნთქვას ვაყოლებ ამ წერილს. სხვას ვერაფერს. არ შემიძლია.
უნდა გნახო, ჩაი.“

<< [email protected] >>

„მძაფრი ვარ. ზედმეტად მძაფრი. ეს ცუდია. ცუდია, თუ არ შეგიძლია გაუძლო.
თუ შეძლებ... თუ შეძლებ...
ყელთან ჩამიქროლე ამ წუთას. ძალიან ახლოს ხარ, რა. ძალიან ახლოს.“

<< [email protected] >>

„ყველაფრად მიღირს. სიცოცხლედ მიღირს შენი არსებობა, ჩაი. იქნებ ვერც გაგიძლო და მაინც, მჭირდები. მჭირდები კატასტროფულად.
არ ვიცი. საერთოდ არ გიცნობ, მაგრამ მჭირდები არანორმალურად.
რომც ვერ გაგიძლო... იქამდე მომივა რამე თუ ჩემთან არ იქნები.“

<< [email protected] >>

“ჩემს სახლთან პატარა კუთხის კაფეა. ლამაზი, ცისფერი კედლებით.
ხვალ. დამელოდე. მოვალ. აუცილებლად მოვალ.“

ყველაზე უბრალოდ ჩაიცვა, როგორც კი შეეძლო და საღამოს, რაღაცის რაღაც წუთზე, კიბეებზე დაეშვა. საიდანღაც იცოდა, რომ ზუსტად მოაგნებდა ყავა მის სახლთან მდებარე კუთხის კაფეს. უნდა მოეგნო. ყველა ვარიანტში უნდა მოეგნო. მაშინ ეს ის არ იქნებოდა.
იღრუბლებოდა. ისევ გაწვიმდებოდა ალბათ.
სანამ კაფეში შევიდოდა, იგრძნო, გული როგორ სწრაფად უცემდა და გაეღიმა. როგორ აღწევენ ადამიანები ასე ღრმად ჩვენში? აბსოლუტურად ამოუხსნელი ფენომენია, როგორ შეიძლება უცხო ადამიანის გამო გულისცემას ყელში გრძნობდე? ვერაფერი ვერ ხსნის ამას. და ცხოვრებაც ალბათ ასეთი აუხსნელი რამეებისთვის ღირს.
იცნო. ზურგიდანვე იცნო. ყავისფერი პიჯაკი ეცვა. პერანგის თეთრ მანჟეტებსაც მოჰკრა თვალი. უცნაური ფერის, პიჯაკთან იდეალურად შეხამებული შარვალი და ზამშის ფეხსაცმელები ეცვა. იჯდა და ელოდებოდა. არ იცოდა, მისვლისას რა უნდა ეთქვა. ალბათ, არაფერი. არაფერი წინასწარ დაგეგმილი. სანამ მამაკაცი მის შემჩნევას მოასწრებდა, გოგონამ მისი სახის ნაკვთებს შეავლო თვალი. გამოკვეთლად ლამაზი არც ცხვირი ჰქონდა და არც ტუჩები, მაგრამ საინტერესო გარეგნობის პატრონი იყო. ღია ხორბლისფერი კანი ჰქონდა, ოდნავ ჭორფლებიც. ყავისფერი თმა. ზუსტად ასეთივე თვალები. მერე დაინახა... მზერა ჯერ სხეულზე იგრძნო, მერე - სახეზე. მამაკაცს გაეღიმა. გოგონა ფრთხილად დაჯდა მის წინ სკამზე და ხელები მაგიდაზე დააწყო. დიდხანს უყურეს ერთმანეთს. ალბათ, ისიც ათვალიერებდა. საინტერესო პროცესია, ადამიანები ერთმანეთს ნაკვთებში რომ ცდილობენ რაღაც დამალული სიმართლეების აღმოჩენას. იქნებ პოულობენ კიდეც, ვინ იცის.
- თეთრი ღვინო, მშრალი... - თქვა მერე მამაკაცმა და ჩაის თვალებში შეხედა.
- რატომ მაინცდამაინც? - იკითხა გოგონამ და შეამჩნია, რომ ხმა ოდნავ აკანკალებული ჰქონდა. ესეც კიდევ ერთი ამოუხსნელი ფენომენი. ისევ გაეღიმა.
- შავი არ მოგიხდება.
- უნდა გაწვიმდეს, - ისე თქვა, ფანჯრისკენ არ გაუხედავს.
- მერე რა?
- წვიმას შავი ღვინო უხდება.
- წვიმას კი, მაგრამ შენ - არა.
- კარგი, - გაიღიმა ჩაიმ. ყავამ ღვინო შეუკვეთა.
- იცი, რამდენჯერ მაქვს გადაკითხულო შენი ყველა წერილი, ჩაი? - ჰკითხა კაცმა და მის ხელებს დახედა.
- არ ვიცი, - ღიმილით უპასუხა ჩაიმ, - შეიძლება, დაახლოებით იმდენჯერ, რამდენჯერაც მე - შენი.
- ჩაი, ვინ ვართ მე და შენ?
- იცი, ჩაი და ყავა როგორი წყვილია? ან ერთი უნდათ, ან - მეორე. არასდროს ორივე ერთად, როგორც მაგალითად ჩაი და ვაშლის ნამცხვარი.
- ანუ ერთად ვერ ვიქნებით.
- ეს არ მითქვამს, - ჩაის გაეღიმა. ღვინო მოიტანეს.
- აბა რა თქვი?
- თვალებში მიყურე.
ისხდნენ და უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში.
ბევრი დალიეს. ძალიან წვიმდა.
- შენთან მინდა, - არეოდა ხმა ყავას.
- ვიცი. მაგრამ მე არ მინდა შენთან პირველი სექსიდან არაფერი მახსოვდეს.
- არ ხარ ასეთი მთვრალი.
- ძალიან მთვრალი ვარ.
- წავიდეთ მაშინ.
- სად?
- სახლში. გამოიძინე.
ისევ საშინლად წვიმდა და ჩაი მთელი ძალით ეყრდნობოდა მამაკაცს, რომელსაც ყავის არომატში ახლა ღვინის სუნი შერეოდა. მაინც ძალიან ყავა იყო ეს კაცი. ძალიან, ძალიან ყავა. მეოთხე სართულზე, შავი რკინის კარის წინ დატოვა და სანამ წავიდოდა, საფეთქელზე აკოცა. ყოველ შემთხვევაში, ჩაის ასე ახსოვს.

***

მეორე დღეს კარზე კაკუნმა გააღვიძა ჩაი. სანამ კარს გააღებდა, იქამდე იგრძნო ყავის არომატი და ჩაეღიმა. თავი არ მოუწესრიგებია, ისე გააღო მძიმე რკინის კარი და მამაკაცს შეეგება. არაფერი უთქვამს, ისე მოიქცია ყავამ მისი სახე ხელებში და აკოცა. არანაირი ჟრუანტელი, დენის დარტყმა, პეპლები... ერთადერთი რაც იგრძნო, გემო იყო. ძალიან ამოუცნობი და სასიამოვნო გემო.
- შეიძლება, შემოვიდე? - იკითხა მერე კაცმა.
- შენ როგორ გგონია? - კაცს გაეცინა.
- როგორ ხარ?
- კარგი, რა, ყავა...
ჩაიმ ამასობაში გაზქურაზე წყალი შემოდგა ასადუღებლად.
- ესე იგი, უშაქრო.
- დიახ.
- ნაღების გარეშე.
- ჰო.
- საინტერესოა.
თავისთვის ჩაი დააყენა, კაცს მაგარი ყავა დაუდგა წინ და სავარძელში მოთავსდა.
- ალბათ, არაჩვეულებრივი სანახავი ვარ, - მერეღა დაიხედა ტანსაცმელზე.
- არ გიფიქრია, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს?
- რას? რა გაცვია?
- გაცვია თუ არა რამე საერთოდ.
- ამას აუცილებლად აქვს მნიშვნელობა, ყავა, - აღნიშნა გაოცებით.
- ვიხუმრე. ჰო, იმას, რა გაცვია და როგორ გამოიყურები.
- არ აქვს მნიშვნელობა?
- ნწ, - თავი გააქნია ყავამ და ჭიქა აიღო.
- როგორ არ აქვს.
- არ აქვს.
- აქვს, რა თქმა უნდა. ახლა მე რომ აქედან ამ საცველბით გავიდე გარეთ, როგორ გგონია, ამას მნიშვნელობა არ ექნება?
- არ ექნება.
- უაზრო სიჯიუტეა, ყავა. დავნიძლავდეთ! - თვალები აუციმციმდა ჩაის.
- მოდი. რაზე?
- რაზეც გინდა.
- ყველაზე დიდი საიდუმლო უნდა მითხრა შენი, თუ წააგებ.
- კარგი. ოღონდ შენც უნდა გაიხადო.
- მოსულა, - დაეჭვებით, მაგრამ მაინც დათანხმდა ყავა.
- ჰოდა მერე ნახავ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, ნორმალურად გაცვია თუ არანორმალურად.
ორი ზრდასრული ადამიანი გამოვიდა ხუთ წუთში კორპუსიდან ნახევრად შიშველი. ხელიხელჩაკიდებულები მისეირნობდნენ ჩაი და ყავა პროსპექტზე და ყავა ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. არადა...
- ხალხი შეიშალა.
- ხალხი ისედაც შეშლილია, - დაასკვნა ყავამ და გაიღიმა.
- კარგი, რა. შეხედე როგორ გვიყურებენ.
- მერე რა. ესენი საერთოდ ასე იყურებიან.
ხუთმა ბიჭმა ჩაუარა არანორმალური სიცილით.
- და ასე დაგცინიან? - ცერით ანიშნა მათზე ნიშნისმოგებით ჩაიმ.
- ჰო.
- არა.
- კი.
- არა, ყავა. ნორმალურად ჩაცმულ ადამიანს არავინ დასცინის.
- დასცინის. თან ბევრად უფრო მწარედ, ვიდრე ახლა დაგვცინეს ჩვენ.
თითქოს ყველაფერი ერთად გაახსენდა ჩაის. ყველა ადამიანი, ვისი ჩაცმულობაც ოდნავ ზედმეტად მაინც აღუნიშნავს. გაახსენდა და შეკრთა.
- ხომ გითხარი, - მიხვდა ყავა და თვალებში შეხედა.
- ყავა...
- ჰო.
- მომიგე.
- მოგიგე, - ღიმილით უპასუხა კაცმა და სახლში დაბრუნდნენ.

- გელოდები, - თვალებში შეხედა და ისე უთხრა.
- ანუ? - დაიბნა ჩაი.
- ნიძლავი მოგიგე.
- ა, ჰო... - მოაგონდა ჩაის, - საიდუმლო... საიდუმლო.
- ხო, საიდუმლო, - სმენად იქცა ყავა.
ჩაიმ ბევრი იფიქრა. იცოდა, რაც უნდა ეთქვა. ფიქრობდა, ღირდა თუ არა ამის თქმა. ბოლოს მაინც პატიოსნად თამაში გადაწყვიტა და დაიწყო:
- ჩემი პირველი სექსუალური გამოცდილება, ყავა. ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი. ის გოგო ჩემი მეზობელი იყო. ბავშვები ვიყავით, ძალიან ბავშვები. მასთან აბაზანაში პირველად გავაცანით ერთმანეთს, - ჩაის გაეღიმა, - მერე შეეხო. პატარა თითებით. პირველი რაც მახსოვს, მეღუტუნებოდა ძალიან და გამეცინა. ამის მერე ყოველ დღე ვაკეთებდით ამას. ყოველ დღე უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით ამ ამბავში. ორი წელი... მერე გადავიდა სხვაგან და... მაშინ დავიწყე . სასაცილო იყო იცი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი ხელითაც შემეძლო იგივე გამეკეთებინა. სასწაული იყო. ეს ამბავი, ყავა, მხოლოდ მე და იმ გოგომ ვიცით. იმის მერე ძალიან ბერი დროა გასული.
- აღფრთოვანებული ვარ, - წარმოთქვა კაცმა გამკრთალებული ხმით.
- არ მითხრა, რომ... - იკითხა ჩაიმ გაოცებით და თვალები გაუფართოვდა.
- ჰო. ზუსტად.
- გამორიცხულია... - ისტერიკული ჩაცინება ამოაყოლა სიტყვებს.
- რა არის გამორიცხული? - ეცინებოდა კაცსაც.
- ტუალეტი დერეფნის ბოლოშია.

***

ჩაი და ყავა ყავას სახლის აივანზე ისხდნენ და ღამით განათებულ ქალაქს უყურებდნენ, ყავას მობილურმა რომ დარეკა. ყავამ უნაკლო ფრანგულით ილაპარაკა დაახლოებით შვიდი წუთის განმავლობაში და მერე ტელეფონი გათიშა.
- რატომ მიყურებ ასე?
- გავგიჟდები!
- რატომ?
- საიდან ეს აქცენტი?
- ნანტში ვცხოვრობდი რამდენიმე წელი.
- ორელიენი იქ გაიცანი?
- ჰო, ვმუშაობდით ერთად.
- ყავა...
- ჰო.
- ბალზაკი წამიკითხე რა.
- ბალზაკი?
- ჰო, ორიგინალში.
- ბალზაკი?
- ჰო.
- კარგი, რა, ჩაი.
უელბეკს უკითხავდა ყავა ჩაის იმ საღამოს.

***

- ცივი ჩაი წამომიღე, - ეუბნებოდა ჩაი ყავას ტელეფონით, - ოღონდ ატმის. იმდღევანდელივით მარწყვის არ მომიტანო, ზედმეტად ტკბილია და ვერ ვსვამ.
- ჰო, კარგი. ისუნთქე ცოტა.
- დაგახრჩობ, იცოდე.
- ჩაი, ამოისუნთქე, თორემ სანამ მე მოვალ თავად დაიხრჩობი.
- დროზე, გელოდები.

- ფუ, ამის! ისევ მაწყვის მოვიტანე.
- იდიოტი ხარ, ყავა, - კარი ცხვირწინ მიუკეტა და სახლში შებრუნდა სიცილით.
ცოტა ხანში ჩაის კარზე ისევ გაისმა ზარი. ღიააო გასძახა და დივანზე წამოწვა. ცოტა ხანში ოთახში ყავის სუნი დადგა. ჩაის გაეღიმა. ყოველთვის ეღიმებოდა, როცა ამ არომატს ასე მძაფრად გრძნობდა. კაცმა მთელი შეკვრა ატმის ცივი ჩაი დადო მაგიდაზე და თქვა:
- ხო გეყოფა?
ჩაიმ თვალი შეავლო შეკვრას და უპასუხა:
- დღეს კი.
ჩაის ერთი პერანგი ეცვა მხოლოდ. მამაკაცის პერანგი. მეტი არაფერი და ძალიან, ძალიან ლამაზი მოეჩვენა ყავას. უფრო ლამაზი, ვიდრე ოდესმე. უფრო ლამაზი, ვიდრე პირველად.
- ვისი პერანგი გაცვია? - ჰკითხა კაცმა გოგონას და მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.
- ღმერთო ჩემო, ყავა. არ მითხრა, რომ ეჭვიანობ.
- კითხვა დაგისვი უბრალოდ, ჩაი. ნუ უღრმავდები ასე.
- მამაჩემისაა.
- ესეიგი, მამაშენის... - ჩაილაპარაკა კაცმა და ჩაის სიცილი აუტყდა. ისე იცინოდა, სულს ვერ ითქვამდა. ყავას მიმიკა არ შეცვლია სახეზე. ჩაიც, ამის შემხედვარე, მალევე დასერიოზულდა.
- ჩაი...
- ჰო.
- საკმარისად ფხიზელი ხარ იმისთვის, რომ ყველა დეტალი დაიმახსოვრო?

***
კაფეში ისხდნენ და სვამდნენ. მაშინ პირველად, ჩაი უშაქრო ყავას სვამდა, ყავა - ლიმონიან ჩაის.
- ღმერთო, ამას როგორ სვამ? - დაიჯღანა ჩაი.
- გემრიელად, ჩაი, - გაუღიმა ყავამ.
- ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ჩაის მეძახის, - თქვა ჩაიმ და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა ძალდატანებით. ისეთი საშინელი უკვე აღარ იყო.
- ჰო? კიდევ არის რამე, რაშიც ერთადერთი ვარ?
- რა თქმა უნდა.
- რა?
- შენ გარდა არავის ვეძახი ყავას, - გოგონამ თვალი ჩაუკრა და გაიღიმა.

***
- დღეს ვერ გნახავ, ჩა.
- არაუშავს.

- სად ხარ?
- სამსახურში, ჩაი.
- კარგი.
- მომენატრე, ჩაი.

- არ მცალია, დაგირეკავ.
- არ იჩქარო.
- გკოცნი.

- დღეს სახლში იქნები, ჩაი?
- არ ვიცი.
- ჩაი...
- ჰო.
- ამოვალ დღეს.

***
აივანზე, პლედში გახვეული ჩაის ხელში აყვანას ისე შეეცადა, რომ არ გაეღვიძებინა. ჩაიმ ხელები მოხვია კისერზე და თავი მხარზე დაადო. ყავის სუნი იგრძნო. ისევ ისეთი, ძალიან მძაფრი და ისევ გაეღიმა.
- არ გშია? - ჩაიბურტყუნა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- არა, დაიძინე, - უთხრა კაცმა ჩურჩულით და ყელზე აკოცა.
- ყავა? - არ ნებდებოდა ჩაი.
- ჰო.
- დამსვი, გაგიკეთებ.
- არ მინდა, არა. მეგონა დამიძახე.
ჩაის ისევ გაეღიმა და თვალები გაახილა და ჩუმად თქვა:
- ვგიჟდები.
- რაზე?
- შენს სუნზე.
- მაპატიე, რა, - უთხრა და საბანი გადააფარა.
- რა უნდა გაპატიო?
- დავრჩე?
- დარჩი.

***
- ყავა, ჩემზე რომ წერდე წიგნს, როგორ დაიწყებდი წერას?
- პირველი სიტყვა გაინტერესებს?
- პირველი წინადადება.
ყავამ ცოტა ხანს იფიქრა და თქვა:
- „კატას საჭმელი დაუყარა და სახლიდან გავიდა.“
- კატა რომ არ მყავს? - დაიბნა გოგონა.
- არ დავწერდი შენზე, ჩაი. არასდროს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ მემეტები დასაწერად.
- მიხარია, - თქვა ჩაიმ ღიმილით.
მერე ყავა ადგა და ძალიან, ძალიან ახლოს მივიდა ჩაისთან, რომელიც ფანჯრიდან გაჰყურებდა ქუჩას. თმები წინ გარმოუყარა და შუბლით კეფაზე დაეყდრნო. გრძნობდა ჩაი, როგორ სუნთქავდა მამაკაცი მის ზურგზე და ჟრუანტელი უვლიდა. მერე ტუჩების შეხება იგრძნო. ჰო, ეს პირველი ჟრუანტელი იყო. მათი პირველი ჟრუანტელი. ხელები წელზე მოხვია ყავამ და მჭიდროდ მიიკრო სხეულზე გოგონა.
- ვგიჟდები, - თქვა წართმეული ხმით კაცმა.
- რაზე? - ჰკითხა გოგონამაც სადღაც შორიდან.
- შენს სუნზე.

***
- რას უყურებ? - ლოგინში იწვნენ მთლიანად შიშვლები ერთმანეთის ფერხთით და ჩაიმ ყავას გაშტერებული მზერა ვერაფერს დაუკავშირა.
- ტერფებს.
- რა ტერფებს?
- მამონტის ტერფებს „დისქავერიზე,“ ჩაი! რა ტერფებს ვუყურებ შენი აზრით?
- ხო, მაგრამ ტერფებში საყურებელი რა არის? თუნდაც ჩემსაში.
- კოსმოსი.
- ჰო?
- კი. კოსმოსი ტერფებში.
- ზედმეტად პოსტმოდერნისტულია.
გოგონას ტერფებზე დაატარებდა თითებს კაცი ძალიან დიდხანს და ჩაის მთელ სიცოცხლედ უჯდებოდა, რომ ამ ყველაფრისთვის ისე გაეძლო, არ გასცინებოდა. მერე ყავა ადგა, ნაცრისფერი, თხელი ნაჭრის შარვალი და თეთრი პერანგი ჩაიცვა და ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან სადღაც. მერე აპარატი მოიტანა ძველი, „პოლაროიდი“ და ბევრი სურათი გადაუღო ჩაის. ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი ჩაისარომატიანი სურათი.
- კოსმოსის რა გითხრა, მაგრამ იდეალური ტერფები ალბათ ისეთია, როგორიც შენ გაქვს, - თქვა ბოლოს ჩაიმ და ლოგინიდან ადგა.

***
გრძელი, თეთრი მაგიდის ერთ ბოლოში ჩაი იჯდა, მეორე ბოლოში ყავა. გოგონა ჩაის სვამდა, კაცი - სიგარეტს ეწეოდა. ჩაისთან იყვნენ და მას მამაკაცის ცისფერი პერანგი ეცვა ისევ მხოლოდ. ამჯერად, არა მამამისის, არამედ - ყავას ცისფერი პერანგი. ერთმანეთს ათვალიერებდნენ და არაფერს ამბობდნენ. ჰაერი დამუხტული იყო. უცნაურად დამუხტული და დამძიმებული. ცოტა ხანში კაცმა რაღაც ფურცელი ამოიღო შარვლის უკანა ჯიბიდან და სანთებელით ცეცხლი წაუკიდა.
- რა დაწვი? - იკითხა დაეჭვებით ჩაიმ.
- პარიზში გადაყვანის ბრძანება.
- რატომ დაწვი?
- ცოლი მყავს იქ, ჩაი... ყოფილი ცოლი... და შვილი. ხუთი წლის ნიკოლა.
- მერე?
- მერე?
- „დანაშაული გამოისყიდე“ ამით?
- ჩაი...
- რა ვიგრძნო, მითხარი.
სიცარიელე იყო ჩაის შიგნით. არაფერი, სრულიად არაფერი ხდებოდა. არაფერი შეუცვლია ამ ამბის მოსმენას. არაფერი დაუნგრევია.
- ჩაი, ვერ წავალ შენგან.
- ის ნიძლავი მე რომ მომეგო, ამას მეტყოდი?
კაცი გაჩუმდა.
მერე ჩაი ადგა, ოთახიდან სამ ადგილას უზადო სიზუსტით გაკეცილი თაბახის ფურცელი გამოიტანა და კაცს გაუწოდა გაუწოდა.
- მე ამას ვერ დავწვავ, - თქვა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
კაცს ფურცლისთვის არც დაუხედავს, ისე უთხრა:
- სორბონაა?
- სორბონა.
- მეოთხე?
გოგონამ თვალებში შეხედა. თითქმის ორი წუთი ასე უყურეს ერთმანეთს.
- პირველი, - თქვა ჩაიმ მერე და კაცის მიღმა მიაშტერდა კედელზე ერთ წერტილს.
მამაკაცი ნელა ადგა. გოგონას ზურგიდან მიუახლოვდა და ისე დაუწყო პერანგის ღილებს გახსნა. აღარ უვლიდა ჟრუანტელი ჩაის, მაგრამ იმ ყავის არომატს მაინც ვერაფერს უხერხებდა. გახადა ყავამ ჩაის თავისი ცისფერი პერანგი და ისე შემოიცვა, გოგონაზე მორგებული აკეცილი სახელოებიც კი არ გაუსწორებია. ჩაის სუნი გაიყოლა ყავამ და წავიდა.

***
<< [email protected] >>

„არ გამომიგზავნო. არც ერთი დრაფტი არ გამომიგზავნო, ყავა. ეცადე მაინც.“

***
ერთი წელი გავიდა. სრული ერთი წელი.
არ იცოდა, დახვდებოდა თუ არა. არ იცოდა და მაინც მივიდა იმ კაფეში, ცისფერი კედლები რომ ჰქონდა. ლამაზი, ცისფერი კედლები. როგორი იყო მაშინ ჩაი? შვრიისფერი კანი ახსოვს, ძალიან ლამაზი კანი და ლამაზი, თხელი ხელები.
კაფეში უმისამართოდ შეაბიჯა. თვალი მოავლო პატარა ფართს და ერთი მაგიდა დაინახა. არავინ იჯდა, მაგრამ წიგნი იდო და ერთი ფინჯანი. კაცი უფრო მიუახლოვდა მაგიდას და წიგნის ყდაზე „Soumission” ამოიკითხა - უელბეკი, ორიგინალი. ფინჯანში ყავა ესხა. სუნით მიხვდა, რომ უშაქრო იყო. ზუსტად ისეთი, როგორსაც თავად სვამდა ხოლმე. მაგიდაზე ცივი ჩაის ერთი ბოთლი დატოვა და კაფედან გამოვიდა.
ტუალეტიდან გამოსულ ჩაის მაშინვე მოხვდა ნაცნობი არომატი ცხვირში და თავბრუ დაეხვა. თვალების ცეცებით მივიდა თავის მაგიდამდე. დარბაზში საეჭვო ვერაფერი შეამჩნია, სანამ მაგიდას არ დახედა. მაგიდაზე მარწყვის ცივი ჩაი იდო.
არავინ იცის, რამდენ ხანს იჯდა მზერაგაშტერებული ჩაი თავის მაგიდასთან ყავის ხელუხლებელი ფინჯნით და ცივი ჩაის ბოთლით. მთელი უსასრულობა გავიდა ამასობაში. მთელი უსასრულობა. არც მეტი, არც ნაკლები.

- ისევ შეგეშალა, - თქვა და კაცის გვერდით კედელს მიეყრდნო ზურგით.
- ვიცი, - უპასუხა კაცმა და ატმის ცივი ჩაის ბოთლი ისე გაუწოდა, მისთვის არ შეუხედავს.



№1  offline მოდერი chica sol

რაღაც ახალი? არ გაპატიებ თეო როგორ არ შემამზადე?0-0

 


№2  offline წევრი შამხათი

შენ მე გამაგიჟებ ერთ მშვენიერ დღეს! ეს იყო... არ ვიცი, რა იყო. სიტყვები არ მყოფნის..

 


№3  offline წევრი NA NO

ვფიქრობ, ვფიქრობ და კიდევ ვფიქრობ... უბრალოდ საიდან მოგდის ასეთი აზრები ან როგორ ახერხებ ყველა შენს ნაწერში გრძნობების ასე ჩადებას, ყოველ ახალ ნაწერში იგრძნობა, რომ რაღაცნაირად იზრდები, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა, ძალიან მომეწონა :* :*

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

ninaka loves u
ჩაის საიდუმლო. ეგ სცენა უელბეკის 'პლატფორმიდან' მეცნო...
ძალიან მომეწონა!

ვა, რამე დავამთხვიე? ჩემსა და მიშელს შორის რო უხილავი კავშირი იყო, ვიცოდი ყოველთვის. :)) ახლა ვიწყებ მე 'პლატფორმას' და მოვძებნი მაგ სცენას აუცილებლად.

 


№5  offline მოდერი -ნინაკა

სასწაული გოგო ხარ, ფორთოხალო❤❤

 


№6 სტუმარი Black

Sagol portoxalo dzalian magari iyo dzalian!<3

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ, უშაქრო ყავას აშკარად "ფანები" მოემატება love

 


№8  offline მოდერი Amalthea

მზად ვარ უშაქრო ყავაზე უარი ვთქვა და ლიმნიანი ჩაი შევიყვარო.
მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ღრმად ჩავიკარგო ამ ისტორიაში, უფრო მეტად ვიგრძნო.
რა უნდა გითხრა ახლა?!

ყველაზე მეტად იცი რა მინდა? :)
საწოლზე მიგდებული წიგნი, შენი ავტორობით. რომელსაც ყოველ საღამოს წავიკითხავ.
და არ მომბეზრდება
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№9  offline მოდერი ანუბისი

ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ისტორიათა რიგში ჩაეწერება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent