შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიულში ( ნაწილი მეხუთე )


13-06-2016, 16:48
ავტორი მავეკასტრა
ნანახია 1 332

ფერნანდინიო, ყველასთვის საყვარელი და თბილი მოხუცი. მისი შემხედვარე ყოველთვის სითბოთი ვივსები, რაგაც განსაკუთრებული აქვს ამ კაცს, სკლეროზით არის ავად ხშირად ავიწყდება ორი წუთის წინანდელიც და თავისი ოთახიც და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ მთავარი მისი დამოკიდებულებაა ხალხის მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა რაცა სჭირს მის თანამგრძნობელ თვალებს ყოველთვის აღტაცებაში მოყავხარ და მზად ხარ ყოველთვის გაუწოდო დახმარების ხელი მოუბეზრებლად, მომენატრები ტკბილო მოხუცო და იმედი მაქვს “სვაბოდაზე “ გიხილავ საღს და სალამათს, უფალმა დაგლოცოს ფერნანდ.
ტიაგოზე განვაგრძოთ, ყველაზე საღად მოაზროვნე და თითქმის უპრობლემო ის გახლავთ აქ, უპრობლემოო ეს ახლა მარა ერთი თვის წინ როდესაც მოიტანეს სულ სხვა რაღაც მეთქმოდაო თავად აღნიშნა. ჭკვიანიცაა საკმაოდ და ცხოვრებისგან ნაცადიც. მისი თვალების შემხედვარე ყოველთვის რაღაც საიდუმლოს გადავეყარეო იფიქრებ კაცი, 30 წლამდეა და მთელი ტანი გადავსებული აქვს ნაკოლკებით რას აღარ წააწყდები მის სხეულზე მოხატულს მაგრამ ხელის ბოლოებს საშინელი შპრიცები აბოლოებს და თავადვე გეუბნება რო უყვარს ვენების გავსება წამლით და ათასი უბედურობით. ერთ-ერთ ნაკოლკაზე მკითხა რას ნიშნავსო, რუსულად აწერია “ ლუძი ი ზვერი" და გადავუთარგმნე “ადამიანები არიან ცხოველები”, ძალიან წარსულისდროინდელი ყოფილა და დავიწყნია მნიშვნელობა, წამოსვლისას მთხოვა ქართულად დამეწერა მომავალი ნაკოლკისთვის “ადამიანები ვკლავთ საკუთარ სიცოცხლეს", ჩაწვდა საკუთარი თავის რეალობას. თითქმის ყოველდღე ვთამაშობდით ჭადრაკს და სხვათაშორის ძლიერი მოთამაშეა, ერთადერთი ჩემი წარმატება მასთან თამაში იყო რო ფრედ დავუმთავრე, როგორც მითხრა ბავშობაში ტურნირებითაც იყო დაკავებული და მე მოყვარულმა ვერ გავუქაჩე. ჩემი ნაიკის სპორტული შარვალი დავუტოვე საჩუქრად, მითხრა ორი კვირა კიდე მსურს გავჩერდე რო სულ მთლად განვიწმინდოო და ეგრეც ქენი ძმაო, მოიშორე ეგ მავნე ჩვევა და იცხოვრე ნათელი და სუფთა გონებით. ღმერთი გფარავდეს ტიაგო.
ნუნო, რომლის მხოლოდ ის შევიტყვე რომ ბოლო ერთი წელი ლონდონში მუშაობდა ფაბრიკაში და ძალიან უყვარს საღეჭი რეზინი. მეცოდება , ძალიან დაკარგული და საწყალი სახის პატრონია, 23 წლისაა მხოლოდ და ცუდია მწარე ფიქრებში რო კლავს თავის ოქროს წლებს, გამოდი და მოშორდი მაგ არაფრის მომცემ აზრებს ნუნუჯან, მანდაა პრობლემა, კარგი იფიქრე და პოზიტიური მეგობარო და უკეთესადაც იქნები კარგი ფიქრების გადამკიდე. ბედნიერება არ მოგკლებოდეს მომავალში. ღმერთო დალოცე და სწორი აზრი მოუძებნე მის გასაჭირს.
ედმონდო, აჭამე, აწევინე და ეგაა სრულად ბედნიერად გრძნობს თავს. ნამეტანი უხათროა, თუ წაგასწრო ტკბილეულით, სიგარეტით რაც არ უნდა იყოსმოურიდებლად გთხოვს, არაა სწორი ედმონდ მუქთახორობა შენი ასაკის კაცისთვის მითუმეტეს, მოკალი ეგ ჩვევა შენში და იქნებ მალეც დატოვო აქაურობა. წარმატებები. დაგლოცოს უფალმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent