ფსიქიატრიულში ( ნაწილი მეოთხე )
სულ 22-23 პაციენტი ვიყავით ჩემი შემოსვლიდან გასვლამდე, დიდად არ იცვლებოდა ხალხთა მრავალფეროვნება, ყველას პიროვნების ჩამოთვლას არ დავიწყებ , აზრიც არ ექნება, უშვალოდ ვისთანაც კონტაკტი დავამყარე იმათზე განვაგრძობ თხრობას. ერთი რუსი გოგონა შემოგვემატა, დაახლოებით 25 წლის და მისი სახელი სწორად მახსოვს კარინაა, შეხედვისთანავე იგრძნობდით მის სისუსტეს საკუთარი თავის მიმართ, თითქოს სულ გამოსცლოდა ცხოვრების ძალა, მკრთალად გამოკრთოდა მისი სათვალედან ამღვრეული თვალები. რუსულად კარგად ვსაუბრობ და გრძელი დიალოგები გვქონდა ტერასაზე როცა კი ახერხებდა საწოლს მოშორებოდა, რადგან თავად თქვა რო საკუთარი სურვილით არის მოსული, ბოლო დროს.ძაან აურია და დაბრუნება გადაეწყვიტა, ყოფილ საპყრობილეში. დიახ არაერთი ადამიანი ბრუნდება აქ რო ცხოვრება ცოტა ორგანიზებულად წამართონ,რწმენა აქვთ რომ აქ უშველიან და იმედია ამართლებენ საკუთარ იმედებს.კარინას პრობლემას ნარკოტიკები და სასმელი წარმოადგენდა, ჩაკეტილი გოგო გახლდათ და როგორც ყველას აზრი მისიც იქით მიდიოდა რომ, ეს ყველა სისაძაგლე ეხმარებოდა უფრო გახსნილი და თავდაჭერილი ყოფილიყო, მაგრამ კარგად გვესმის როგორი უნაყოფო და მავნე ფიქრებია ის რომ დიდი რაოდენობა ალკოჰოლის, ნარკოტიკის მხოლოდ და მხოლოდ მომავლის დამახინჯებაა და მეტი არაფერი. სასიამოვნოა რომ ამას ნელნელა წვდება კარინა და მაგანაც მოიყვანა აქ, მადლობა ღმერთს რო საერთოდ არ დაიკარგა. დაახლოებით 4 დღე მოგვიწია ურთიერთობა და ჩემი გამოწერის ბოლო დღეს ბედნიერება ვიგრძენი მის გამო, რადგან საკმაოდ მხიარული და ენერგიული ჩანდა, ღმერთმა დაგლოცოს კარინა, გაანებე ამ საშინელებათა მიღებას თავი და იბედნიერე საღი და ნატურალური ცხოვრებით. შემდეგ შესანიშნავი სამეული ქალთა საზოგადოებისგან შემდგარი, დორათი, ლუსია და დინა მარია.თითქმის სულ ერთად იყვნენ და სხვადასხვა თამაშობანით ირთობდნენ თავს, კერძოდ შაში იზიდავდათ. ერთხელ დინა მარიას ვეთამაშე, ვიფიქრე მომიგებდა რადგან ძლიერ მოთამაშედ არ ვთვლი თავს მაგრამ გამიმართლა და ორით ნოლი მოვუგე, არც წყენია მხოლოდ დედობრივი ღიმილი მესროლა და ეგ იყო. მისი ბიოგრაფიიდან ის შევიტყვე რომ ერთი ბიჭი ლონდონში ყავს და ჩემი არ იყოს აყლაყუდაა. ლუსია, ყოველთვის მოღიმარ და საყვარელ გოგოდ დარჩემა ჩემს თვალში. მისი საყვარელი ჟანრი მუსიკის “კიზომბა" გახლავთ, ოღონდ ნუ დამაწყებინებთ ახლა მუსიკის ისტორიას, მოკლედ ვიტყვი აფრიკული სტილია რაღაც, ვერ ვუსმენ მე პირადად. ასევე იტაცებს კულინარია, დედაჩემს და მის შორის მომხდარი დიალოგიდან გამოვიტანე დასკვნა, დედაც მოყვარულია მსგავსი საქმის და როდესაც მომინახულა აშკარად გამონახეს სასადილოში საერთო ენა მაგის გამო. დორათი ცოტა არ იყოს ნერვიული და ჭირვეული გოგო გახლავთ, ყოველთვის ცდილობს ბავშვივით ყველას აჩვენოს რო კარგად იქცევა და საკუთარი თავის მიმართ სულ ავიწყდება სიმართლის აღიარება, რაც მის ნაკლოვანებად წარმოჩნდა, მაგიტომაც მოხდა ალბათ რო ერთი და იგივე დღეს გაგვწერეს მე, ლუსია და დინა მარია, დორათი კი სამწუხაროდ შემორჩა კედლებს, მაგრამ ნუ ინერვიულებ მეგობარო შენც დაახწევ ყველა შენს ავადმყოფობას თავს და ბედნიერად ისეირნებ შენს საყვარელ ამხანაგებთან ერთად სუფთა ჰაერზე. ღმერთმა დაგლოცოთ გოგონებო და გაგაძლიეროთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.