სიყვარული და ტკივილი (16თავი)
-დედა მე დიდი ხანია ვიცი ეს ამბავი, მაგრამ რადგანაც ამდენი პრობლემები გქონდა არ მინდოდა კიდევ საჯავრო დამემატებინა და თავი შევიკავე ამის თქმისგან, სანდრომ როდესაც ეს მითხრა მეც გავოცდი, მაგრამ მალევე შევეგუე ამას. მოკლედ როდესაც მამა წავიდა ჩვენგან ამან სანდროზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, ძალიან განიცდიდა, მაგრამ ამას არ იმჩნევდა. სწორედ ამ დროს დაიწყეს ჯგუფში ბიჭებმა სიგარეტის მოწევა და მასაც მოუნდა ამის გაკეთება. მის შემდეგ ეწევა. უცდია თავის განებება, მაგრამ ვერ შეძლო. -ანუ გინდა თქვა რომ სანდრო დღესაც ეწევა? -კი დღესაც ეწევა, თან ეხლა ნინის ამბავი რომ დაემატა მგონი გაუჭირდება თავის განებება. უი სანდრო მოდი? ორ წუთში მზად იქნება და მიირთვი. -სანდრო მართალია რაც თიკომ მითხრა? -კი დედა. არ მინდოდა გაგეგო და გენერვიულა ამის გამო, მაგრამ უკვე დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და შენც ამჩნევდი რომ რაღაც რიგზე არ იყო. იმედი მაქვს ამაზე ძალიან არ ინერვიულებ. -სანდრო ამას შენგან არ ველოდი, მაგრამ რას ვიზამ, ამის გამო ხომ არ მოგკლავ, თან თიკომ ამიხსნა რის გამოც დაიწყე მოწევა. იმედი მაქვს შეძლებ ოდესმე თავის დანებებას. -მადლობა დედა ძალიან მიყვარხარ. თიი მზადაა ვახშამი? -კი მოდი ვჭამოთ და მერე საქმე მაქვს ნინიმ მომწერა რაღაც უნდა გითხრაო. -ჩემთან რომ არ გეხსენებინა მაგ პიროვნება არ შეიძლებოდა? -ბოდიში სანდრ რა.. კაი წავე მე და თუ რაიმე დაგჭირდება მომწერე ან დამიძახე ჩემს ოთახში ვიქნები. პრივეტ ნი როგორ ხარ? -საშინელ ხასიაზე. ვითომ არ იცი ეხლა როგორ ვარ. -ვიცი მითხრა სანდრომ რომ მოვიდა სახლში. -და შენ მანამდე არ იცოდი ხომ? არ ველოდი შენგან. -არა ნი არ ვიცოდი თორემ გეტყოდი, მაგრამ შენ ამხელა ამბავი არ უნდა ,,აგეტეხა“. ბოლოს და ბოლოს მეგობრები ხართ. -მეგობრები რომ ვართ მიტომ ,,ავტეხე“ ამხელა ამბავი. თიკო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, მე უბრალოდ მისგან ასეთ რაიმეს არ ველოდი, თან მ,ე სანდრო არ მიყვარს და რავქნა? -მესმის ნი შენი, რმ არ შეგიძლია შეიყვარო იმის გამო რომ ერთად გაიზარდეთ, მაგრამ სანდრომ მითხრა ესე თქვა ნინიმ სხვა მიყვარსო და თუ ვინმე გიყვარდა ჩემთვის არ უნდა გეთქვა? მე ვუთხარი არ ეყოლება რომ ყოლოდა მეტყოდათქო მაგრამ მგონი შევცდი. -მაპატიე თიკო რომ არ გითხარი. არ ვიცოდი რანაირად მეთქვა, არადა მინდოდა თქმა ისეთი პიროვნებაა შეიძლება ,,გადაირიო“, მაგრამ მხოლოდ მე მიყვარს, მას კი სხვა უყვარს. -ვინა რის რომ გადავირიო? ყველა გადარეულს შენ როგორ პოულობ? მითხარი ეხლა ვინ არის. -არ შემიძლია მაგის თქმა თორე შემდეგ სხვები გაიგებენ. -აუ კარგი რა მითხარი, სანდრო თუ მოინდომებს მაგას მაინც გაიგებს და დამალვას რა აზრი აქვს? -ხო კარგი გეტყვი, მაგრამ სანდროს არ უთხრა კარგი? ნუ ეხლა თუ გამოუვალი მდგომარეობა იქნება კი, მაგრამ ისე არა. მპირდები? -კარგი ნუ ბავშვობ. მიდი თქვი თორე.. -ნიკა, დაწყნარდი ეხლა? -რაა? ნიკა? კლასელი ნიკა? ,,მეღადავები“? -არა მართლა, რა გეღადავები. არ მითხრა ეხლა მე შემიყვარდაო? -არა გოგო არ გადაირიო. რა შემიყვარდა? არ იცი ეხლა ვითომ მე ვინ მიყვარს. -კი ვიცი მაგრამ რადგანაც მას უყვარს მეთქი ამასაც ხომ არ შეუყვარდათქო. იმედი მაქვს ნიკა მალე ვერ გაიგებს ამას. -თუ გინდა გაიგოს. მერე რა? ცუდი და შეუხედავი ხარ თუ? იქნებ შეუყვარდე კიდეც. კაი ეხლა წავედი მე მეძინება და ხვალ შემოგეხმიანები. ხვალ კვირაა და ცოტას მაინც ვიძინებ. -აპა დროებით, ხვალ გნახავ. -ესეიგი, თიკოს მოსწონს რომელიღაც ჩემი ძმაკაცი, ანუ ახლო ძმაკაცი (დათო, ნოდო, სანდრო ან..) და ამ პიროვნებებიდა ერთს არ უყვარს თიკო, იმიტომ რომ მას სულ სხვა პიროვნება უყვარს. რომელი ძმაკაცი უნდა იყოს? დათო არა, არავინ უყვრს, ნოდოსაც არავინ უყვარს, დარჩა სანდრო? თქვენ რა მეხუმრებით? თიკოს სანდრო უყვარს. გავგიჟდები. ამას სანდრო რანაირად ვერ ხვდებოდა ტო? ნუ ეხლა ძმაა თითქმის და რას იფიქრებდა. ახლა მე ვალდებული ვარ სანდროს ეს ვუთხრა... (ნიკა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.