გოგონა მწვანეში (4)
სიმართლე გითხრათ,არასდროს არ ვყოფილვარ,ვინმეს გაიდეალების მომხრე. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ცუდი ილუზია და გულის საშინელი, გაუსაძლისი ტკივილია. დღეს იმაშიც ვრწმუნდები, რომ სიყვარული ამპარტავნებასაც კი უდრეკს ქედს. დიახ, ამპარტავნებას.თითქოს მეც სადღაც აქ ვარ. მგონი მიყვარს, მაგრამ ვერ ვადასტურებ, მე ხომ ამ დრომდე ჯერ არასდროს მყვარებია. *** ნელა ჩავირბინე,ორი სართული და კარზე ზარი დავრეკე. -მიმიიი, საყვარელო შემოდი. ჩემი მეზობელი, კარში შემომეგება და ჩამათვალიერა. თვალი არ მეცეს, გავიფიქრე ირონიით და საპასუხოდ ავათვალიერე. -არაა, მაგვიანდება. უბრალოდ მინდოდა მეთხოვა, რომ გასაღები დაგეტოვებინათ.დედა ჩემზე ადრე ბრუნდება დღეს, მეორე გასაღები კი დავკარგეთ. მოგეხსენებათ. -კარგი, ჩემო ლამაზო, საღამოს თუ შემომივლი მოხარული ვიქნები. -ვეცდები. დარჩენილი ორი სართულიც, მთელი ჩემი სისწრაფით ჩავირბინე. მეორე ლექციაზე ვაგვიანებდი, თუმცა ეს სულაც არ მადარდებდა. მალე კვლავ შევაღე, აუდიტორიის კარი და ახლა უკვე ბევრად უფრო ბედნიერი,კვლავ უკან მდგომ სკამზე,მოვთავსდი. ლექცია უაზროდ გაიწელა, თომა ხშირად აპარებდა ჩემსკენ მზერას. ეს ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია. მალე ლექცია დასასრულს მიუახლოვდა და ლექტორი საგულდაგულოდ დაგვემშვიდობა. ამჯერად აუდიტორიიდან, სწრაფი ნაბიჯებით, პირველი გავიდა. შემდეგ მიჰყვნენ ჩემი თანაკურსელები. -გამატარეთ, მეჩქარება. ვთქვი და უკან მოუხედავად, შევაჭერი ახალგაზრდა კურსელების დაჯგუფებაში. მათი სახეები, საინტერესო იქნებოდა ამ მომენტში, თუმცა ამისთვის ნამდვილად არ მეცალა. მალევე წამოვეწიე, აწ უკვე დასეიოზულებულ ლექტორს. -თოომაა! დავუძახე და დარცხვენილი ავიტუზე დერეფანში. -მიმიი ? ისევ თქვენნ ? გისმენთ. -ნუ ლაპარაკობ ასე გრაციოზულად, არც თქვენობითი ტონია საჭირო. უბრალოდ მინდა შენთან ლაპარაკი.იქნებ ყავაზეც დამპატიჟო. -ყავაზე?მიმიი ვერ ხვდები რომ სრულიად განსხვავებული ადგილი,მომენტი და დრო იყო წარსულიში? ახლა ჩვეულებრივი რიგითი სტუდენტი ხარ. დაიმახსოვრე. -ჰოო, არაა ? მაშინ რატო მიყურებ ასე და რატომ არ უყურებ სხვებს მსგავსად ? ახლა საშინელი გრძნობა დამეუფლა ვიგრძენი რომ მომეშვა და დავიცალე ყველაფრისგან რაც ასე მახრჩობდა, იმასაც კარგად ვხვდებოდი რომ ჩვეულებრივ იდიოტს დავემსგავსე, რომელიც შეჩვეული იყო ყურადღებას ბიჭებისგან და ვერ გადაეტანა ეს იგნორირებული ქცევები. ვიცოდი, რომ საშინელებას ვაკეთებდი, როცა სულელურად,თითქმის გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში. ამდენ უშედეგობას სულაც არ ვიყავი მიჩვეული,არც იმას რომ მას ინიციატივა არ გამოუჩენია. -და მაინც როგორ გიყურეებთ ? მან ხელი ხელში ჩამავლო და მთელი სისწრაფით მიმარბენინებდა. გარეთ მისი მანქანა შევნიშნე, ახლა უკვე ცხადი იყო მისი ჩანაფიქრი. მანქანის კარი გააღო და მიმანიშნა. სულ რაღაც ათიოდე წუთი,ვდუმდით მალე ერთ პატარა რესტორანს მივუახლოვდით და მე-12-ე კუპეში მოვკალათდით. -სალაპარაკო მეც მაქვს. თუმცა თუ გინდა შენ დაიწყე. თქვა მკაცრი ტონით და მზერა მომაბყრო. -მე უბრალოდ, მე მხოლოდ, იმის თქმა მსურს, რომ საშინლად უყურადღებო ხარ, ასე ჯერ არცერთი ბიჭი არ მომქცევია. -რა მხრივ ვარ უყურადღებო? როგორ არ მოგქცევია არავინ ? რა დავაშავე? - შენ რაა ვერ ხვდები, რომ საშინლად მაინტერესეებ ? ცხოვრებაში პირველად ვთქვი სიტყვები რომელსაც უკვე ვნანობდი და ყელში ბურთი გამეჩხირა, ნერვიულობისგან. -პატარა! ვხვდები, მაგრამ მე უკვე ცოლი მყავს. თქვა ღიმილით. მას სევდიანი თვალები ჰქონდა, დიახ სევდიანი და ამოუცნობი. -ცოლიი ? ცოლი რომელიც შესაძლოა გიყვაარსს ? ღმერთო ვინ დამწყევლა ასე, ცოლიანი კაცი რომ შემიყვარდა. -გადაგივლის, შეიძლება ჯერ კიდევ ჩაითვალოს რომ ასაკობრივია.მე შენ ძალიან მომწონხარ. მართლა, რაღაცნაირად ძალიან დადებითი ხარ. როცა შემოგხედავს ადამიანი, ეს უკვე თვალნათელი ხდება.მე და შენ რაც შეგვეხება, გეთანხმები შეიძლებოდა იდეალური წყვილი შეგვექმნა, თუმცა უკვე 6თვეა, დაქორწინებული კაცი ვარ. ასე რომ ჯობს, ილუზიებს შეეშვა და უბრალო ორნამენტები შევისწავლოთ. -თომა, შემომხედე, შენ სულაც არ გესმის მაგრამ ძალიან,ძალიან მეფიქრები. -იციი, მეც ხშირად მეფიქრები გაგვივლის. -შენი ცოლი ლამაზიაა ? -სიმართლე გითხრა, მასში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ის ჩემია და რათქმაუნდა მიყვარს.ხვალ სახელოსნოში მოდი, მისამართს აუცილებლად მოგწერ. მინდა დაგხატო იმ ლამაზი კაბით.ახლა წავიდეთ, ვინმემ ერთად არ დაგვინახოს. არაფერი მითქვამს, დუმილი მკლავდა მანქანაში ვისხედით ერთად მაგრამ თითქოს სხვაგან იყო ის. ბოლოს როგორღაც ამოღერღა: - მიმი, მე ყოველთვის ვოცნებობდი შენნაირ გოგონაზე,ცოლისგან მალულად.დაფიქრდი ამაზე. თქვა და ჩემს კორპუსთან მანქანა გააჩერა. იმდენად გაოცებული დავრჩი, სახეზე ფერი მეცვალა სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან და კვლავ ქუსლების კაკუნით დავტოვე გზაქჯვარედინი. ------------------- ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, რომ ვერ დავწერე მალე. სამწუხაროდ, ვერ მოვიცალე, შემდეგისთვის ვეცდები, უფრო დიდი თავი დავწერო. გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.