შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაკანსია სიყვარულით (7)


21-10-2015, 00:00
ავტორი mariako1997
ნანახია 3 591

ავფორიაქდი, ეს კარგად შემეტყო,სახე მომენტალურად შემეცვალა და სასწრაფოდ ერეკლესთან დავრეკე.
უკანასკნელი იმედიც მალე გამიცრუვდა,როცა ერეკლეს მაგივრად ტელეფონი მისმა ბიძაშვილმა აიღო.
კოორდინატები გამოვართვი და დაუფიქრებლად გავეშურე,საავადმყოფოში.
სულ მაცახცახებდა და ვგრძნობდი,გაცხელებული გული როგორ მიცივდებოდა.
საშინლად ვნერვიულობდი. მალე საავადმყოფოში შევაბიჯე,სწრაფად ავირბინე ორი სართული და მესამე სართულზე რეამინაციულში ავედი. იქ არავინ დამხვდა, მხოლოდ ექიმს მოვკარი თვალი და სასწრაფოდ შევაფერხე.
-ერეკლე პირველი, სად არის ?
საშინლად სწრაფად აღმომხდა ეს სიტყვები და უკანმოუხედავად გავვარდი მეოთხე პალატაში.
არ შებრძანდეთო, კი მომაძახა მაგრამ ნამდვილად არ მიმიქცევია ყურადღება.
კარები სწრაფად შევაღე და გავშეშდი.
ამ მომენტში მხოლოდ გულის ტკივილს ვგრძნობდი,აქ უკვე მეგონა ცხოვრება დამთავრდა...
ტვალები ცრემლებით ამევსო.. თვალი მოვავლე მის ჩალურჯებულ თვალის არეებს,გასიებულ შუბლს,გამსკდარ ტუჩებსა და დაკაწრილ ლოყებს.
ხელები ტუჩებზე ავიფარე, ემოციის დაფარვა ვცადე.მწარედ ავქვითინდი და ნელ-ნელა მივუახლოვდი.
დავუკოცნე მოტეხილი ხელის თითები და ცრემლებით აქა-იქ დავასველე...
-ძალიან მიყვარხარ, არ დამტოვო გთხოოვ.
ამოვილუღლუღე და შეშლილივით მივიტუზე კუთხეში, იქვე ჩავიკეცე და მუხლებზე დავემხე.
მალე კარი თეთრ ხალათიანმა ექთნებმა შემოაღეს და უბრალოდ პალატიდან გამაძევეს.
ახლა უკვე მოგონებებმა შემომიტიეს..
მე ხომ მის ცხელ სუნთქვას დღესაც ვგრძნობდი...
ახლა უკვე დარწმუნებით შემეძლო მეთქვა რას ვგრძნობდი, ცრემლი, ცრემლი და სევდა, აი ჩემი განუყოფელი ნაწილი.
მალე ერეკლეს ნათესავები მოვიდნენ, ყველამ გადამკოცნა, ეს ჩემში დიდ გაკვირვებას იწვევდა, მაგრამ ფიქრები და გონება სულ სხვაგან იყოო.
ცოტა ხნის შემდეგ ლიფტიდან, ერთი აყლაყუდა გამოვიდა, მისი სილუეტი შორიდან ვერ ვიცანი და თავი კვლავ ხელებში ჩავრგე.
-გამომხედე!!
მომესმა წიკვინა ხმა და ცრემლნარევი თვალები ზემოთ მივაპყრე.
ეს თიკო იყო, ახლა უფრო მეტად ვერ ვიტანდი მას.
-ერეკლეს, ჩემს გარდა არასდროს არავინ ყოლია,რა აჭამე ასეთი ? შე ძუკნა ! ავარიამდე 15 წუთით ადრე მან facebook-ში ეს ფოტო დადო.
მან ტელეფონი სახეზე ამაფარა.
მე ჯერ თვალები გამიფართოვდა შემდეგ კვლავ ამევსო ცრემლებით და დავდუმდი.
ეს ის ფოტო იყო ბარმენს რომ გადააღებინა. მე და ის ხელგადახვეულნი. ორივეს ღიმილიანი სახე გვქონდა, მაგრამ მის თველებში სევდა იგრძნობოდა.
-როცა ვკითხე ფართიზე ვინარის შენი კავალერითქო . მიპასუხა რომ ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა.
თქვა ცოტა უხამსად ვიღაც წითურმა გოგომ და კიდევ ამათვალიერა.
ხმა არც ახლა ამომიღია, სიმართლე გითხრათ, სულ არ მქონდა თავი რამე მეთქვა.
პალატას კვლავ მივუახლოვდი და ნერვიულად შევაღე კარი.
იქიდან კვლავ ექთნებმა გამომაძევეს.
ახლა უბრალოდ თვალცრემლიანი შევცქეროდი, კარის პატარა ფანჯრიდან მას, თვალწინ კვლავ მისი ღიმილიანი სახე მიდგებოდა.
ვხვდებოდი რომ ეს სულ სხვა ადაამიანი იყო, არ მჯეროდა რომ ის ამ მდგომარეობაში ჩავარდა.
მალე გავიგე რომ მას კომა ქონდა, და ღმერთმა იცოდა როდის გაიღვიძებდა....



№1 სტუმარი nino k.d.

ძალიან წაუბანალურე ბოლოში მაგრამ მაინც კარგია და მომწონს

 


№2  offline წევრი mariako1997

nino k.d.
ძალიან წაუბანალურე ბოლოში მაგრამ მაინც კარგია და მომწონს

love კაიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent