შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 5


14-06-2016, 18:50
ავტორი NA NO
ნანახია 2 142

კვირა
ემა დარწმუნებული ვარ ახალი ამბით გაგახარებ, მართალია მე წინააღმდეგი ვარ შენი საქმეში ჩარევით, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჯიუტ ქართველთან გვაქ საქმე, ვფიქორობ დაგეხმარო, თან იმ პირობით რომ ამით შენც დამეხმარები
-პიტერ პირდაპირ მითხარი აბა რითი უნდა გამახარო
-მოსამსახურის ადგილი გიშოვე
-რად მინდა დამლაგებლის ადგილი?
-რენდალებთან ძვირფასო რენდალებთან
-რაა? ეგ როგორ
-ყველგან უნდა გყავდეს საჭირო ხალხი, ასე რომ დღეს ხუთზე მათან მიხვალ ერთი თვით უნდათ შეცვალო მათი მოსამსახურე
-ანუ თქვენი აგენტი გამოვდივარ?
-დაახლოებით, რამე პრობლემააა?
-არა პირიქით, საინტერესო საქმე ჩანს
-სახიფათოს, ასე რომ აგენტო ლილი წინ მისიის შესრულებისკენ
-არის უფროსო....
პიტერს ჯეიმსის გადამკიდე ძალიან დავუახლოვდი, შუახნის სასიამოვნო და ბუნჩულა ადვოკატია, თანაც თავისი საქმის მცოდნე, აშკარად ვატყობ მასაც მოსწონს ჩემი დაინტერესება ამ საქმით, თუმცა ხიფათის გამო ღელავს და თითქოს ცდლიობს აზრი შემაცვლევინოს...
ორშაბათი......
-სამუშაო გამოცდილება გაქვთ?
-არა იცით, მოსამსახურედ არასდროს მიმუშავია, თუმცა ამაყად შემიძლია გითხრათ, რომ სახლის საქმები კარგად მეხერხება, კარგი კულინარიც ვარ თუ გნებავთ ქართულ ნაციონალურ საჭმელებსაც მოგიმზადებთ ქალბატონო ემა
-საქართველოდან ხართ?
-დიახ.
-საინტერესოა, ბიზნეს პარტნიორი მყავს ქართველი და საკმაოდ ბევრი კარგი რამ მსმენია თქვენს ქვეყანაზე და სამზარეილოზე, სიმართლე გითხრა მოსამსახურის არჩევას დიდი ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ახლა სასწრაფოდ მესაჭიროება შემცვლელი ხვალ საღამოს ვახშამს ვმართავთ სტუმრები გვეყოლება, თანაც არ ჩანხად ცუდი გოგო, თანდათან მივხვდები როგორიც ხარ
-ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ
-კარგი სახლს დაგათვალიერებინებ და შენს მოვალეობებსაც უკეთ გაგაცნობ.

....
სახლი რა გასაკვირია საკმაოდ კარგად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი, ემაც სასიამოვნო პიროვნება ჩანს, ერთი შეხედვით ნამდვილად ვერ იფიქრებ ამ ქალს ვინმეს მკვლელობის დაკვეთა რომ შეუძლია, საოცრად მეოჯახისა და მზრუნველის შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი ნდობა უნდა მოვიპოვო უნდა გავიგო კევინთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. ხვალინდელი საღამოსთვის ტკბილეულობის, სალათების და ქართული კერძების მომზადება მთხოვა, ამასგარდა სახლიც უნდა მომეწესრიგებინდა და ყვავილებით გამეფორმებინა, ნამდვილად დატვირთლი დღე მქონდა, კიდევ კარგი ჯეიმს ერთ თვიანი შვებულება ვთხოვე და სულ ბუზღუნით დამთანხმდა. ანონიმური წერილი კიდევ ერთხელ გამომიგზავნეს, რომლიდანაც მოწოდების ტონი ძალიან ხმამაღალი იყო, ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოში დამაბრუნოს, ალბათ სწორ გზას ვადგავარ და ყველაფერს კევინი მიწყობს, მაგრამ თუ ემამ მოაკვლევინა კევინი, აუცილებლად ეცოდინება ჩემი ვინაობა და მოსამსახურედ არ ამიყვანდა, ან ამიყვანდა, მაგრამ ასე თბილად არ შემხვდებოდა, ნამდვილად ვერ ვამჩნევ ამ ქალს ხელოვნურობას.

სამშაბათი
რენდალებთან ისეთი ქაოსი დამხვდა თვალები გაკვირვებულმა ვჭყიტე, როგორც აღმოჩნდა ემას დიზაინერები მოუყვანია და სახლს საზეიმოდ რთავენ, ბრენდი რენდალი შინ დამხვდა და რაღაცაირი აურა აქვს, ნამდვილად არ მესიამოვნა რომ დავინახე, სახეზე დიდი უკმაყოფილება ეხატა და ნამდვილად არ იყო ამ წვეულებით აღფრტოვანებული, როგორც ემა.
-მაინც ვერ ვიგებ ამხელა ამბის ატეხვა რა საჭირო იყო ემა
-კარგი რა ბერნარდ, ნუ იცი ხოლმე ადამიანის ხასიათის გაფუჭება, ყოველდღე ხომ არ გვსტუმრობს დემეტრე ნოზაძე სახლში, ნუ დაგავიწყდება რომ ის ჩვენი ერთ-ერთი უმხვილესი პარტნიორია, მასთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ ეს ჩვენი კომპანიისთვის მომგებიანია
-ჩვენი არა, შენი კომპანიისთვის. ნუ დაგავიწყდება, რომ კევინი ახლახანს დავკრძალეთ
-მე ის არასდროს დამავიწყდება ბერნარდ, ეს შენც კარგად იცი, ბევრი უთანხმოების მიუხედავად მაინც კარგი ურთიერთობა გვქონდა დედინაცვლისა და გერის პირობაზე, მგონი ეს ახსნას არ საჭიროებს! უბრალოდ კევინის სიკვდილის გამო დრო არ გაჩერებულა, ცხოვრება გრძელდება, მისი ნამდვილი მკვლელი ისჯება და ჩვენც ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ როგორც მას ენდომებოდა
-ხო მაგრამ ემა, ეს წვეულება ზედმეტად პომპეზურია
-კევინს არ მოეწონებოდა შენი ნირწამხდარი სახე, რომ დაენახ ასე რომ დამაცადე რენდალ და მოიქეცი ისე როგორც შენ შეგეფერება, ნუ გავიწყდება არჩევნები ახლოვდება და არ იქნება უპრიანი შენი სახელი რამემ შელახოს

ნამდვიად არ ვიცი დემეტრე ნოზაძე ვინ არის, ან რა გეგმები აქვს ემას მაგრამ გავარკვევ, თანაც ამ დიალოგით თუ ვიმსჯელებთ, ბერნარდი ცოლისა და შვილის დაძაბულ ურთიერთობას ნამდვილად ვერ გრძნობდა. მართალია სინდისი მაწუხებს სხვის საუბარს რომ ვუსმენ, მაგრამ მე ახლა ,,დეტექტივი“ ვარ და მეპატიება.
საღამო მოსალოდნელზე კარგად გრძელდება, თუ იმას არ ჩავთვლით რომ მთავარი სტუმარი აგვიანებს, ძალიან მაინტერესებს დემეტრე ნოზაძე ვინ არის და რა ბიზნესი აქვს ასეთი ურთიერთობა რომ ჩამოუყალიბა ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნების ოჯახთან, როგორიც რენდალებისაა.
სამზარეულოში აქეთ-იქეთ ფუსფუსით ძალიან დავიღალე, დიდი ხანია არაფერი მომიმზადებია თანაც ასეთი რაოდენობით და ცოტა არ იყოს დაღლილობა მახსენებშს თავს. ყველა კერძის მომზადებას რომ მოვრჩი მიმტანებს დავუძახე და გამზადებული თეფშები მათ გავატანე, მე კი ჩემი ნივთების მოსაგროვებლად მოსამსახურისთვის განკუთვნილ ოთახში დავაპირე წასვლა, ნამდვილად არ მინდოდა სტუმრების ყურადღების მიქცევა, თუმცა სხვანაირად არ გამოდიოდა, რადგან სადაც ვახშამი იმართებოდა ის ოთახი ყველანაირად უნდა გამევლო ჩემს ოთახში რომ შევსულიყავი... ოთხაში შესული სასიამოვნოდ გავოცდდი, დიზაინერების საბოლოო ნამუშევარი არ მქონდა ჩემი საქმეების გამო ნანახი, ოთახის ნათელ ფერებს საოცრად უხდებოდა ორქიდებისა და ვარდების ნაზავი, სასაიამოვნო მუსიკა ისმოდა და სუფრაც საოცარი გემოვნებით იყო გაფორმებული, წამით სუფრასთან მჯდარ სიმპათიურ მამაკაცს გავხედე და მაშინვე შეეჩეხნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს, თითქოს გაოცებული მიყურებდა, შემდეგ თავი გააქნია და ემას მიუბრუნდა, რომელიც სუფრასთან მიხმობდა.
-აი სწორედ ეს არის ამ შედევრების შემქმნელი დემეტრე, თანაც ქართველი
-საქართველოდან ხარ? ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, უცებ ისევ თვალებში ჩამაშტერდა და ტუჩები გაილოკა, შემდეგ კი ირონიულად ჩაიღიმა - საინტერესოაო ქართულად ჩაილაპარაკა და თეფშს მიუბრუნდა
-მადლობთ, ქალბატონო ემა თუ საქმე ჩემთან აღარაფერი გაქვთ მე წავალ
-ხვალ იგივე დროს მოდი ლილი! - ხმაში სიმკაცრე შეურიაა ემამ და მეც აფორიაქებული გამოვედი სახლიდან, აშკარად ეს დემეტრე უფრო მაფრთხობს ვიდრე ტირანიით სახელგანთქმული ბერნარდ რენდალი.
......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent