შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ჩხვლეტა -3-


15-06-2016, 11:37
ავტორი sopiko
ნანახია 3 179

[თავი 3]
შეიძლება ამით სულ სხვა რამეს ცდილობდა... ცისას მოხიბვლას, მაგრამ სულ რომ გაებრდღვნა ყველაფერი, ვერაფერს მიაღწევდა. მეუნერგიამ კარგად იცოდა აბეზარი თაყვანისმცემლების თავიდან მოშორების სხვადასხვა ხერხი და ეს ყეყეჩიც თუ გადაიჭრებოდა რომანტიკის ზღვაში, ყველა გზას ადვილად მოუჭრიდა.
-მართალია დიდად გულზე არ მეხატებით და ვარდებიც მენანება თქვენნაირი ვაი უფლისწულისთვის, მაგრამ ამჯერად გაგიმართლათ. დღეის მდგომარეობით სხვა გზას ვერ ვხედავ, ამიტომ თანახმა ვარ. ჩემი სათბურის მეორედს მოგყიდით. იმედია გეყოფათ.-კოპებშეკრულმა აუხსნა სახლში შემოპატიჟების მიზეზი მამაკაცს მაშინ, როცა უკვე მისაღებში ისხდნენ.
-რადგან თანახმა ხარ, მაშინ ისე გაგეცნობი, როგორც ჩვეულებრივ ვეცნობი ხოლმე ადამიანებს.-მისგან ამ სიტყვებს არ ელოდა ლეო და მოულოდნელ წარმატებას განსაკუთრებით გაეხარებინა. ისე, რომ ცისას კონბინიზონსაც კი ვეღარ ამჩნევდა.-ლევან მინჩხი, თუმცა ლეო დამიძახეთ. ყველა ასე მეძახის. ვარ ჟურნალისტი. ახალი პროექტი წამოვიწყეთ. გადაცემა ''იდეალური ქალბატონი'', რომლის ყურებას და შენი ვარდებით დატკბობას ტელევიზორში შეძლებ. ეს მცირე რეკლამაა. ვარდები დეკორაციისთვის მჭირდება. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მათზე არ იდარდო. მე კარგ ფულს მომიტანენ და შენთვის არ ვიცი, საკმარისი იქნება თუ არა ის თანხა, რომელიც დღეს შენს ანგარიშზე გაჩნდება.
-ვერანაირი თანხა ვერ დამავიწყებს იმას, რომ თქვენ ვარდები წამართვით! და კიდევ, თქვენთვის არაფრის დაძახებას არ ვაპირებ, რადგან ვიმედოვნებ, მეტჯერ აღარ შევხვდებით. ვარდებისთვის როცა გინდათ მობრძანდით, ოღონდ ვარდებს მე ვერ მოვჭრი. ამაზეც თქვენ იზრუნეთ. კიდევ რამე გინდათ?-ცოტაც და ბოღმას ამოასხამდა, ისე იყო გაცხარებული.
-არა, არაფერი. პირიქით, ძალიან მადლობელიც ვარ. ნახვამდის.-უკვე მეორედ დაემშვიდობა ლეო და ასევე მეორედ, ოღონდ ამჟამად კმაყოფილმა დატოვა ცისას სახლი.

ცისა თავის საყვარელ სავარძელში იჯდა ფეხმორთხმით და ცხელი სითხით გახურებული ფინჯნისთვის ხელები შემოეხვია. როგორი დაღონებულები უცქერდნენ ვარდები, რომლებიც ლეოს გამოგზავნილმა ხალხმა წაიყვანა... ღმერთო, დილის ნამი ცრემოლებად გადაქცეულიყო... მაგრამ დროის უკან დაბრუნება რომ შეძლებოდა, მაინც იგივეს გააკეთებდა! აბა, რა ექნა ასეთ უსასოოს? მართალია ვაჟას ეს ამბავი რომ გაეგო, ძალიან გაუცრუვდებოდა იმედი. ვარდები რატომ გაყიდე, ჩემთვის უნდა გეთქვა და დაგეხმარებოდიო, თუმცა მარტო ცისაზე ხომ არ უნდა ეზრუნა! ვაჟას ვალი დედის, მამიდის და მამიდაშვილიშვილების დახმარებაც იყო. ცისას ყველაფრის შესაძლებლობა მისცა, კარგი და ცუდი დაანახა და ამაზე მეტს უკვე დახმარება აღარ ერქვა! მეუნერგიას თვითონ უნდა მოეგვარებინა ყველაფერი! ეს მისთვის პირველი პრობლემა იყო და ამიტომაც გაუჭირდა, თორემ შემდეგში უფრო გამოცდილი იქნებოდა და სისულელეებზე აღარც იფიქრებდა.
ცხელი ყავით პირი დაითუთქა და მერე ცარიელი ჭიქა წყლის ნიჟარაში ჩადო. როგორ დაფრთხნენ საგადასახადოს წარმომადგენლები უცხო პირის დანახვაზე. შეიძლება რაღაცას უკანონოდაც აკეთებენ, თორემ ის ლეოც არ იყოს რობინ ჰუდი, რომელიც უსამართლობას ებრძვის.
ჰმ, ლეო! რა ჭირად მოადგა საერთოდ იმ დღეს კარზე? იღბალმაც რომ არ უმტყუნა! ცისას გასაჭირი მის გასაჭირს დაემთხვა და პრობლემაც მინჩხის სასარგებლოდ მოგვარდა! არა, ცისას სასარგებლოდაც, მაგრამ... ვარდები რომ დაზარალდნენ, ამას ვერ პატიობდა თავს. ამდენი მოვლა, შრომა, დილით ადრე ადგომა, ღამით გვიან დაძინება, ვარდებზე ფიქრით გამოწვეული უძილობა და კიდევ რა არ გადაიტანა იმისთვის, რომ ეს სათბური ჰქონოდა და ახლა... ახლა განახევრებული იყო მისი საუნჯე!
''არა უშავს! ყველაფერს თავიდან დავიწყებ და იმ ლეოს საერთოდ ამოვიგდებ თავიდან!''-დაწოლის წინ ამით დაიმშვიდა გული, თუმცა საცა არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ბედი შენიო!
რა იცოდა, რომ ლეოს ბრალი არაფერი იყო...
ეს ბედი უნდა დაედანაშაულებინა ყველაფერში!

-ეს ვარდები საიდან, ლეო? სულ ახალივითაა და თანაც... საოცარი სურნელი აქვს!-ვარდის სურნელი ღრმად შეისუნთქა კომპანიის უფროსმა, სოსოლომ.
-ო, ეს გრძელი ამბავია, ბატონო სოსოლო.-გაეცინა მამაკაცს ცისანას გახსენებაზე.
-გრძელი ამბავიც ითქმის მოკლედ, ჩემო ლევან!-მხარზე ხელი დაჰკრა კაცმა.
ლეომაც დაიწყო და... დაიწყო! მოყოლის დროს ყველა კადრი თვალწინ ედგა და ამ კადრების გადიდებაც შეეძლო. ასე რომ, მიხვდა, რამდენად უჯდებოდა მაშინ ცისანას სიძლიერის გამოჩენა, როცა მის ვარდებს ჭრიდნენ. გოგონას სიბრაზის ელვა არ გაქრობია თვალებიდან და ლეოს ცოტათი შეეცოდა კიდეც. სამაგიეროდ ძალიან, ძალიან მოუნდა მისი ნახვა თუნდაც შორიდან, რომ დარწმუნებულიყო, კარგად იყო ის თუ არა. ადამიანები თავს იკლავენ ისეთი სულელური მიზეზის გამო, რასაც შეყვარებული ჰქვია და მგონი ცისანა ისე ვერავის შეყვარებდა, როგორც თავის ვარდებზე იყო შეყვარებული.
-ეს რა საინტერესო ამბები გადაგხდენიათ! ამ გოგოს ხასიათიც ძალიან მომეწონა! ძლიერი, სერიოზული და გაწონასწორებული ადამიანი ყოფილა! რაც მთავარია, ტრიპაჩობის და მეტიჩრობის მოდას არ მიყვება... შესანიშნავი იდეა მომივიდა! პირველ გადაცემაში პირველივე სტუმრად ის უნდა მოვიწვიოთ!-აღტაცებულმა წამოიძახა სოსოლომ და ლეოსაც გამოუჩნდა შანსი, რომ ცისანა ენახა. თანაც ისე, არც იმაზე იფიქრებდა, რატომ მივდივარ ამ გოგოსთან, რა დამრჩენია მასთანო.
-მართლაც რომ შესანიშნავი იდეაა, ბატონო სოსოლო! დღესვე წავალ მასთან.-მყის მხარი აუბა მინჩხმაც, მაგრამ როცა გაანალიზა რამხელა პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე, მაშინვე ყველანაირი სურვილი გაუქრა. მართალია ცისანას ნახავდა და ამ სინდისის ქენჯნას გააყუჩებდა, მაგრამ რა ხერხით უნდა დაეთანხმებინა ის გადაცემაში სტუმრობაზე? თანაც გოგონა ძალიან იყო გაბრაზებული ლეოზე და არასდიდებით მის გადაცემაში არ გამოჩნდებოდა. ამჯერად დაჩოქებას არ აპირებდა მინჩხი! ვარდების საქმე მოგვარებული იყო და ამაზეც რამდენი იწვალა. ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყებოდა? მგონი მართლა ფეხები თავისით გარბოდნენ ცისანას სახლის მიმართულებით, მაგრამ ისეთი დიდი ჯებირი უნდა აეშენებინა, რომ მას ფეხებიც შეეკავებინა და თვით ლეოც.
-სწორედ ამის თქმას ვაპირებდი შენთვის, ლეო! პროდიუსერი შენ ხარ და მასთანაც შენ უნდა წახვიდე! თქვენ ურთიერთობა უკვე გქონდათ და დარწმუნებული ვარ დაგთანხმდება...-მოუწონა კაცმა.-დღესვე წადი და ყველაფერი მოაგვარე. ხვალ მისი პასუხი მომახსენე.
''ამის იმედი არ გქონდეთ, ბატონო სოსოლო...''-ხმამაღლა ვერაფერი თქვა და გულში მაინც გაიფიქრა.
ბურტყუნით შევიდა თავის კაბინეტში, თავი აწია და დადა დაინახა.
მისი ტვინის მბურღავი!
-მოხვედი? რამდენი ხანია გელოდები. გითხრა სოსოლომ?-ეცა მაშინვე.
-შენ რა იცი, რომ სოსოლომ რაღაც მითხრა?-დაეჭვებულმა შეათვალიერა ძმაკაცი.
-მე? რა ვიცი?-შეცბა დადა და კეფა მოიქექა.
-ეს შენ შესთავაზე ცისანას გადაცემაში მოპატიჟება, არა? რამ მოგაფიქრა ასეთი სისულელე?-თვალები დაუბრიალა და საქაღალდეები მაგიდაზე დაახეთქა.
-რა გაბრაზებს? მაყურებლებს მოსწონთ ასეთი სისულელეები! უმაღლეს ქულას ავიღებთ, გადაცემის გაგრძელება გარანტირებული გვექნება!-გაბრაზდა ფანჯიკიძეც.-რატომ არ გინდა იმ გოგოსთან შეხვედრა?
-მერამდენედ უნდა შევხვდე, დადა?-ხელები ჩამოუშვა და ამოიოხრა.
-თანამშრომლებს რამდენჯერ ხვდები?
-ეს სხვაა... სხვა! ძალიან მოსაწყენი ადამიანია, უცნაური, ჩაკეტილი...
-ეს ტყუილი არგუმენტებია, ლეო!
-უბრალოდ არ მინდა! მე მას ვერაფერს ვუგებ! რატომ უნდა იყოს ჩემს გადაცემაში ასეთი ადამიანი? თანაც პირველივე გადაცემაში? შენ გამო კი დღეს კვლავ მასთან წასვლა მიწევს! სოსოლოსთვის რომ არაფერი გეთქვა, ეს არ მოხდებოდა.-გაკიცხა ძმაკაცი და კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა.

^^^
შუადღე მშვიდობისა, ძვირფასებო!
გუშინდელი დღის ''ჩაგდებისთვის'' ბოდიშს გიხდით, მაგრამ ექსკურსიაზე ვიყავი და თერთმეტ საათზე ჩამოვედი მთლად ქანცგაწყვეტილი... რომც დამედო, დაგიდებდით შეცდომებით გატენილს და ასე ვარჩიე.
ძალიან, ძალიან გამახარეთ წინა თავზე დატოვებული კომენტარებით და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე ერთგული და თბილი მკითხველები მყავს!
სიტუაცია ჩაიხლართა და მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე... ველი შეფასებებს!
ჩემი უგულწრფელესი...
''უყვარხართ სოფიკოს!''
პ.ს. უპს, პროტოტიპები კინაღამ დამავიწყდა...
ველური ჩხვლეტა -3-
ველური ჩხვლეტა -3-



№1  offline წევრი mimimimo

გუშინ მეც ექსკურსიაზე ვიყავი. wink

ეს რა ლამაზი წყვილი გვყავს!

მომწონს ცისა და ლეოც, მაგრამ უფრო ცისიკო. wink

შენი ისტორია ერთადერთია, სადაც არ მხვდება შეცდომები და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ! feel

გელი, გელი მოგელი! wink
წარმატებები! love

 


№2  offline წევრი cisa

ხასიათით უფრო ჩემიანია ვიდრე გარეგნობით ♥ ძალიან კარგი გოგოოაა..ეს ლეო კიი რას გაურბის ვერ გავიგე :დდ ჩემი ყოჩაღი გო გო ხარ შენ..ამ ისტორის დასასრულებას ვერ გადავიტან იცოდეე ♥♥♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აღარ დააგვიანო კარგი იყო ძალიან

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

არ დაიგვიანო რა sad ძალიან მომწონს wink wink wink

 


№5 სტუმარი Black

Sopachka!dzalian kargi iyo sagol..wink

 


№6  offline მოდერი sopiko

mimimimo
გუშინ მეც ექსკურსიაზე ვიყავი. wink

ეს რა ლამაზი წყვილი გვყავს!

მომწონს ცისა და ლეოც, მაგრამ უფრო ცისიკო. wink

შენი ისტორია ერთადერთია, სადაც არ მხვდება შეცდომები და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ! feel

გელი, გელი მოგელი! wink
წარმატებები! love

ჩემო მარიამ love
უდიდესი მადლობა!
cisa
ხასიათით უფრო ჩემიანია ვიდრე გარეგნობით ♥ ძალიან კარგი გოგოოაა..ეს ლეო კიი რას გაურბის ვერ გავიგე :დდ ჩემი ყოჩაღი გო გო ხარ შენ..ამ ისტორის დასასრულებას ვერ გადავიტან იცოდეე ♥♥♥♥

გარეგნობის გამოცნობა ძალიან რთული იყო wink
შენ რომ მახარებ... love
ანი ანი
აღარ დააგვიანო კარგი იყო ძალიან

გმადლობ, ანი love
აღარ დავაგვიანებ!
sameone crazy girl
არ დაიგვიანო რა sad ძალიან მომწონს wink wink wink

ნუ გეშინიათ, არ დავაგვიანებ lol
გმადლობ, მარიამ love
Black
Sopachka!dzalian kargi iyo sagol..wink

გმადლობ, ნოე lol

 


№7 სტუმარი tamarii ✔️

suratis dadeba rasachiroa,yvela tavis tavshi qmnis tavis personajs tu rogoriia rogor gamoiyurebaa ❤️ ise ki dzalian kaia patra tavebi rom ar iyoos

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent