ექიმი დეტექტივი 6
თითქმის ერთი კვირა უშედეგოდ ვცდილობ ემას საეჭვო რამე შევატყო, მაგრამ ამაოდ, უბრალოდ ყოველ დღე კომპანიაში წასული ერთსა და იმავე დროს ბრუნდება შინ და ერთი საათით უჩინარდება, ბერნარდი თითქმის არასდროს ატარებს დიდი დროს სახლში არჩევნებთან დაკავშირებით წინა საარჩევნო ციებცხელებაშია. წინა კვირის ვახშმის შემდეგ ემამ დღეისთვის ქართული საჭმელების მომზადება დამავალა, ძალიან მომეწონაო მითხრა და სახლი დატოვა. უნდა ვაღიარო რომ ჩემი თავი საოცრად მაოცებს, ჯერ იყო და მთელი ცხოვრება ჰარვარდში სწავლაზე ვოცნებობდი, შემდეგ უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრებაზე და კარგ ქირურგობაზე, ამ ახდენილ ოცნებებს ჩემი კარიერული გადაგვარება ჯერ დეტექტივად, შემდეგ კი შინამოსამსახურედ გადაქცევა თუ მოჰყვებოდა ვერასდროს ვიფიქრებდი, თანაც თითქოს ჩემს თავში აღმოვაჩინე, რომ თურმე სამზარეულოში ფუსფუსი მომნატრებია და დიდი დრო უნდა დავუთმო ამ მეტად გემრიელ საქმეს, ამ ფიქრებთან ერთად ღუმელში ხაჭაპური შევაცხე და კარის გასაღებად წავედი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა კარებთან დაყუდებული დემეტრე, რომ დავინახე -მობრძანდით, მაგრამ არც ქალბატონი ემა და არც ბერნარდი შინ არ არიან, ის კი ისე ურცხვად მაკვირდებოდა, რომ ჩემნაირ თითქოსდა უკომპლექსო ადამიანსაც კი შერცხვა მისი მზერის, აშკარად ვიგრძენი რომ საშინლად ვწითლდებოდი და ჩემი თავი ამ სისუსტისთვის სამარადჟამოდ მივაწყევლე, ყოველთვის ასე მჭირდა. უხერხულ სიტუაციაში სიწითლე კისრიდან მეწყება და ერთიანად ვხურდები, განა რა მოხდა დემეტრეს დაჟინებული მზერით, მაგრამ ჩემი სხეული საგანგაშოდ გაწითლდა -ვიცი, ემამ დამირეკა და მითხრა რომ დააგვიანდება, - შევეცადე სახე დამელაგებინა და ოთახში შევატარე -რამეს ხომ არ ინებებთ? -ერთი ჭიქა წყალი მომიტანე, ხო მართლა ღუმელში მგონი ხაჭაპური იყო, ცალყბად იცინის და თვალს მიკრავს, მეც თითქოს გონზე მოვდივარ და ისეთი სისწრაფით შევრბივარ სამზარეულოში თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ, - არა რაა რგორ დამავიწყდა, სანამ ემა მოვა ეს უნდა გავაქრო, ჩავიბუტბუტე და განაწყენებული სანაგვისკენ წავედი -ლილი აქ რატომ მუშაობ? მოულოდნელობისგან სანაგვეში ხაჭაპურს ტაფიანად ვაგდებ, მის შინაურულ ტონს და მოულოდნელ უკან წამოყოლას ვაიგნორებ და ვცდილობ მაქსიმალური სიმშვიდით და დალაგებული სახით გავუსწორო მზერა -სამსახური მჭირდებოდა ბატონო დემეტრე -არ გინდა ბატონობით და ზედმეტი თავაზიანი ფორმებით მომართვა, ერთი სული მაქ მის შავ თვალებს როდის მომაშორებს და ჭიქით წყალს ვაწვდი -ის რომ ორივენი საქართველოდან ვართ არ ნიშნავს იმას, რომ უტაქტოთ გესაუბროთ, თქვენ... -რა მე ლილი? თანაც უტაქტობის არაფერი გეტყობა, კითხვაზე მიპასუხე, რენდალებთან რატომ მუშაობ? ზედმეტად მომთხოვნი უხდება ხმა და ჩემს წინ დგება -მგონი ზედმეტად ერევით ჩემს პირად საქმეში ასე არ არის? მე სამუშაო მჭირდებოდა და საკმაოდ მშვენიერი შემოთავაზება მივიღე -ანუ მოსამსხაურე ერთ დღეს მეც, რომ დამჭირდეს ჩემთანაც იმუშავებ? ცოტა გასაკვირია შენნაირი პროფესიონალის მხრიდან საოპერაციო მაგიდას, სამზარეულოს მაგიდაში რომ ცვლი... -ვერ ვხვდები რას გულისხმობთ,- მაქსიმალურად ვცდილობ იმ გაოცების დამალვას რომელიც იმითაა გამოწვეული, რომ დემეტრემ ჩემს შესახებ რაღაცეები იცის -რაღაცას ეშმაკობ პატარა მატყუარავ ასე არ არის? პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ ემა რომ ბრუნდება შინ -თქვენ ალბათ სამშობლოს იხსენებთ არა? თვალი მოგვავლო უცებ ზედმეტად ახლოს მდგომებს ემამ და კაბინეტისკენ შებრუნდა, - ლილი ორი ყავა შემოგვიტანე კაბინეტში -მე ტკბილი ყავა მიყვარს ლილი, ზემეტად ტკბილი... თვალს მიკრავს დემეტრე და ემას უკან მიყვება. ...... -პიტერ როგორ ფიქრობ ამ ვიღაც დემეტრე ნოზაძეს ჩემს შესახებ რაღაცეების დაგება საიდან შეეძლო -ნამდვილად ვერაფერს გეტყვი ჯერ დაზუსტებით, რადგან მასზე მასალებს ვაგროვებ დაველოდოთ ჩემი თანამშრომელი რას გვეტყვის, კევინის მკვლელს თხუთმეტი წელი მიუსაჯეს -რა უსამართლობაა, ეგ ტიპი დანაშაულს იბრალებს მაგრამ რატომ ეგ არ მესმის -იტალიაში რომ ვიყოთ ვიფიქრებდი რაღაც მაფიოზურ კლანთან გვაქ საქმეთქო, მაგრამ აქ რავიცი... ჯეიმსი თავის აზრს გამოთქვამს და ყავას სათითაოდ გვირიგებს, დღეს მე მერგო დიასახლისის როლის მორგება, კლარას ბავშვი დედასთან ყავს წაყვანილი -შენს აქ არ ყოფნაში ძალიან მეცოდებოდა კლარა -ვიცი ლილი, შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ, საუკეთესო. კარგად იცი რომ არ მხიბლავს შენი მონდომება, მაგრამ არ ვიცი როგორ გადაგაფიქრებინო ყველაფერზე უარის თქმა, თუმცა იცოდე შენი შვებულება ამოიწურება თუ არა თითქმის ყოველ დღე მორიგეობა მოგიწევს ასე რომ ეცადე სწრაფად გამოიძიოთ ეგ საქმე შენ და პიტერმა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი გამომძიებლებში ჩვენს ქვეყანას თუ გაუჭირდბოდა და ერთი გადარეული ექიმის და ადვოკატის იმედზე თუ იქნებოდა მთელი ქვეყანა -ჩვენს შესაძლებლობებს ვერ აფასებს არა პიტერ? გავხედე კუთხეში მჯდარ მამაკაცს, რომელიც კომპიუტერში რაღაცას ჩაკირკიტებდა -ესეც ასე, წამოიძახა უეცრად და განათებული თვალები შემოგვანათა -რა ხდება პიტერ რამე გაირკვა? -ესეიგი დემეტრე ნოზაძე 29 წლის, ოთხი წელი კანადაში სწავლობდა, საქართველოში ჩასვლის შემდეგ შექმნა თავისი კომპანია (new-wood), აქვს ავეჯის ბიზნესი და რამდნიმე მსხვილი მაღაზია, საქართველოში მისი კომპანია საკმაოდ გავლენიანია, კარგი სახელიც აქვს და მოგებაც, როგორც გავარკვიე ემას მშობლებს წლებია ავეჯის ბიზნესი აქვთ, თავიანთი კომპანია და მაღაზიები ერთადერთ შვილს დაუტოვეს, როგორც აღმოჩნდა ემა ღარიბი და ქარაფშუტა გოგო არ ყოფილ, რომელიც რენდალების ქონებაზეა დამოკიდებული, ერთი წელია რაც ეს კომპანიები ნაწარმის გაცვლას აწარმოებენ და მათი მოგებების წილი საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვეს თუ არ ჩავთვლით -და ამ ბოლო თვეებში საინტერესოა რა მოხდა -მეც ეგრე ვფიქრობ ლილი, დამეტანხმა პიტერი და ჯეიმს გახედა რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იყო -ლილი შენ არ წუწუნებდი საქართველოში ვერაფერს გააკეთებს კაციო? ეგ დემეტრე ნახე, -არსებობენ დემეტრესნაირი გამონაკლისები, იქ შენით ამხელა წარმატებას ვერ მიაღწევ -კარგი, მაგრამ თქვენი აზრით ემას და დემეტრეს კომპანიებს რამე საერთო აქვთ კევინთან? -სწორედ ეგ მაინტერესებს... .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.