შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

......


16-06-2016, 15:58
ავტორი ananio
ნანახია 1 153

უცნაურად იქცევა ცხოვრება.. ბედი თამასობს.. თან ძალიან კარგად თამაშობს...
.......................................................
ვერანდაზე იჯდა პატარა მაგიდასთან და მშვიდად გადასცქეროდა ულამაზესს ხედს, ცხოვრება თავზე დაემხო, იყო დრო როცა ყველაფერი ჰქონდა ახლა კი? ახლა არაფერი გააცნდა სტატუსის გარდა და ეს სტატუსიც უკვე გულს ურევდა...
მძიმედ ამოიოხრა და სიგარეტის უკანასკნეკნელ ღერსაც გაუკიდა... ვერასდროს წარმოიდგენდა რომ აქამდე მივიდოდა, რომ ასე იჯდებოდა ღვინოსთან და სიგარეტთან ერთად სახლში სადაც ადრე უბედნიერეს წუებს ატარებდა გეგასტან და მთელს მის სამეგობროსთან ერთად..
გეგა? გეგა იმედგაცრუება იყო.. როგორ ვერ იტანდა ამ გრძნობას და ეს მაინცდა,აინც მისგან განიცადა, ადამიანისგან რომელიც ყველაფერს ერჩივნა..
ტელეფონი ამღერდა, არ უპასუხებდა რატქმაუნდა მაგრამ ეკრანზე გაკრეჭილი ნიკოლოზი რომ ამოხტა გაეღიმა, სწრაფად ცაერთო დედის ინსტიქტი და ტელეფონს უპასუხა...
-დე!- გაისმა 12 წლის ბიჭუნას ხმა..
- ხო დე- თბილად უპასუხა და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.
- როგორ ხარ?
- კარგად დედი შენ?
- მეც, დე მენატრები და ჩამოვალ რა შენთან?
-მეც მენატრები დე, ახლა გვიანია და ხვალ მეც ვბრუნდები უკვე .. ხომ იცი დე აუცილებელი რომ არ ყოფილიყო არ წავიდოდი..
- ვიცი ხოოო .. კარგი ხვალ სნაამ გავიღვიძებ მოხვალ?
- მე გაგაღვიძებ - სივრცეს გაუღიმა ქალმა.
- მიყვარხარ დე ..
- გკოცნი, ტკბილი ძილი.
ნიკოლოზი იყო სამყაროს ცენტრი, ღმერთო როგორ უყვარდა ეს არსება, სიგიჟემდე ზღვარს იქით, გეგაზე მეტადაც ან გეგასნაირად.... არ იცოდა მაგრამ გეგა..
გეგა მაინც უყვარდა...
..........................................................................................................................................
გეგა წერეთელი და ნინა გუგავა ...
ნინმ გეგა 16 წლისამ გაიცნო, მაშინ გეგა 18 ის იყო უკვე, დიდი არაფერი ნინა ბავშვი იყო ვითომ მაგრამ გეგას მაინც მოეწონა, გეგა მდიდარი ოჯახის და საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსის გიორგი წერეთელის შვილი იყო, ყველაფერი ჰქონდა მაგრამ არ იყო გატუტუცებული ბავშვი, არასდროს უსვამდა ხაზსს მის ოჯახს და თუ საჭირო იყო გვარსაც კი არ ახსენებდა არც ნინა იყო რარიბი ოჯახის შვილი მამამისი იურისტი იყო და საკმაოდ კარგი იმიჯითაც სარგებლობდა, ნინამაც ეს პროსფესია აირჩია..
გეგას და მისი ურთიერთობა გაცნობიდან ერთ წელში დაიწყო. ნინა თექვსმეტის იყო და საკმაოდ ლამაზიც, გეგასთან და მის სამეგობროსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მას და მის დაქალს ნიას, ქეთოსაც იცნობდნენ, ქეთო წერეტელს, ქეთო ცალკე თემაა...
გეგა წერეთელი, დავით კოდუა და ალექსანდრე იმნაძე.. სამეული იყო ისთი ერთმანეთის გარეშე რომ ვერ იყო, სამივე პოლიტიკოსის შვილები იყვნენ და სამივე არანორმალურები, მაგრამ სამივეს ეზიზღებოდა სიტყვა პოლიტიკა..
19 წლის გეგას მშობლებმა გამოუცხადეს რომ რუსეთში მიდიოდა სასწავლებლად და ტანაც ეს გადაწყვეტილი იყო, უკვე მოეთათბირათ ბიჭების მშობლებს, გეგას ნინა უყვარდა, იმ ორს არავინ და ჩვეულებრივად დათანხმდნენ „გულაობის ოთხ წელიწადს“ მაგრამ გეგა გაბრაზდა, იყვირა იცხუბა გააპროტესტა თუმცა არაფერი შეიცვალა, ამიტომაც დაავლო ნინას ხელი და წაიყვანა..
მათი დაოჯახება რათქმაუნდა გააპროტესტეს, ნინა 17-ის იყო და მშობლებისთვის ეს მიუღებლი იყო მაგრამ ვერც ვერაფერს შეცვლიდნენ, თავად გიორგი წერეტელი ჩაერია საქმეში და ნინას მშობლებისგან ნინაზე მეურვეობა გადაიბარა, არც თვითონ მოსწონდა ეს იდეა მაგრამ სვხნაირად გეგა არ წავიდსოდა ზუსტად იცოდა, თანაც ნინა ერთგვარი გარანტი იყო რომ მომავალსი გეგა ვიღაც მათთვის არასასურველს არ გადაეყრებოდა, ნინა ბავშვი იყო მაგრამ ყველანაირად ჯდებოდა მათ გემოვნებაში..
პოლიტიკა...
ბიჭებმაც პოლიტიკა აირჩიეს, რათქმაუნდა მსობლების გავლენით მაგრამ ნელნელა აზარტში შევიდნენ გეგა ოთხი წლის მაგივრად 6 დარჩა ისევე როგორც დანარჩენები იქიდან ჩამოსულები კი აქტიურად ჩაებნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათივე დაარსებული ახალი პარტიით..
იქიდან აირია ყველაფერი, ბიჭები მტელი თავით გადაეშვნენ პილიტკაში და გარშემო ველაფერი დაივიწყეს, ნინას ნიკოლოზი უკვე ყავდა, პირველივე წელს გაუჩნდა, პატარა იყო მაგრამ მის მოშორებაზე არც უფქრია, გეგას ეს უყვარდა ყველაზე მეტად მაგრამ მაინც მოუწია შეცვლა, სახლში თითქმის არ მიდიოდა საქმეს იმიზეზებდა, ნელნელა გაცივდნენ ნინას საყვედურებსაც აღარ ამბობდა რადგან ამას ჩხუბი მოსდევდა, დაინგრა, მაინც მოხდა ის რისიც ნინას ეშინოდა, საარჩევნო პერიოდმა კი საბოლოოდ ყველაფერი დაასრულა.. გეგა ღამით კი არა საერთოდ აღარ მიდიოდა სახლში, მერე რამდენიმე ფოტო გაჩნდა ყვითელ პრესაში რათქმაუნდა ნინას არ გაუმახვილებია ყურადღება მიუხედავად იმასა რომ ქერა ქალის წელზე მოხვეული მისი ქმრის ხელი ყველაზე საშინელი სნაახავი იყო, არ იკადრა და არ დაუჯერა პრესის ნაბოდვარს, გეგას ვერ აკადრა ღალატი ვერ დაუშვა გონებამდე..
მერე ამ ფოტოებს ნინას პირად მეილზე მოყვა ფოტოები.. არც ამას მიაქცია ყურადღება... თავს აჯერებდა რომ როგორც კი ყველაფერი დამთავრდებოდა გეგა დაბრუნდებოდა მაგრამ...
მაგრამ ბიჭებმა არჩევნებში მოიგეს, მმაღტველი პარტია მათი პარტია გახდა, დავით კოდუა ქვეყნის პირველი პირი, ალექსანდრე იმნაძე პრემიერმინისტრად დაინიშნა გეგამ კი თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა რადგან ყოველთვის დაინტერესებული იყო ამ საქმით, ის რაც უნდა დასრულებულიყო ამჯერად გაორმაგდა,გაასმაგდა და საბოლოოდ აუტანელი გახდა....
.................................................................................................................................
ღამის ოთხ საათზე შეაღო კარი და ჯერ ნიკოლოზის ოტახში შეიარა, ეძინა, ყველაფრის მიუხედავად გიჟდებოდა შვილზე, ნიკოლოზი მისი იმედი იყო, ისევე როგორც ნინა... მერე თავის ოთახისკენ დაიძრა, ნინას ეღვიზა აბაზანიდან ახალიგამოსული იყო და პიჟამოებით იდგა ოთახის შუაგულში, ისევ ბუზღუნით იშრობდა მის შავ გრძელ თმას, გეგას გაეღიმა მაგრამ თვალი ჰკიდა მის ოთახში მდგარ სამ ჩემოდანს და მერეღა გაახსენდა რომ ნიკოლოზის ოთახშიც შენიშნა მსგავსი ნივთები..
-რა ხდება?- დაძაბულმა იკითხა და ნინას ჩემოდნებზე ანიშნა.
-მივდივარ- მშვიდად ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა, სიგარეტი მოუნდა მაგრამ გეგას წინ ვერ მოწევდა .
-სად?
-ჩემს სახლში ვბრუნდები..
-რატომ?
-მეკითხები კიდეც ?- მშვიდი ტონი სწრაფად შეეცვალა და ფეხზე ადგა- იმიტომ რომ შენ აღარ გინდიოვართ არც მე და არც ნიკოლოზი, იმიტომ რომ სახლში არასდროს ხარ, იმიტომ რომ თავით ხარ ჩაშვებული იმ დამპალ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ყელში ამოვიდა შენი ლოდინი, კარის ყურება და შენი ნაბიჯების ხმის გაგონების ნატვრა, მომბეზრტდა სურათები რომელსაც ყოველდღე ვიღებ მაილზე, არ დამიშბვია და არ დამიჯერებია რომ მიღალატებდი მაგრამ ეს უკვე ექვსი თვეა გრძელდება, არ შეგეკითხები არაფერს ვიცი რომ არ უარყობ, დავიალე გეგა გესმის? შენ სხვანაირი ცხოვრება გინდა და მედა ნიკოლოზი ტვირთი ვართ შენთვის....
- დაიღალე?- მიუახლოვდა გეგა და ისე შეხედა ნინას ცრემლები მოაწვა.
-დავიღალე- ხმადაბლა დაიცურჩულა იცოდა რასაც აკეთებდა გეგა, იცოდა მისი ხასიათი და იმასაც ხვდებოდა ეს ბოლო იყო, ბოლო დიალოგი, რადგან როგორც ყოველთვის ისევ გეგა ვერ აპატიებდა.
-და ჩემგან მიდიხარ ?
-მივდივარ..
-უკვე გადაწყვეტილი გქონია, რაღა მეთქმის..
-ხო..
-ნიკოლოზსს დაელაპარკე?
-ხო
-რა თქვა?
-მომყვება..
-მოგყვება- მშვიდად გაიმეორა და სიგარეტს მოუკიდა.
უღალატეს, იმ ორმა ადამიანმა უღალატა ვინც ყველაფერს ერჩია, ყველაზე ახლობლებმა ურალატეს, ხო ნინას და ნიკოლოზის სქციელი მისთვის რალატი იყო უპატიებელი, თუმცა ნიკოლოზსს რას ერჩოდა, კარგად იცოდა დარჩენა რომც მოენდომებინა არ დატოვებდა.
-არ გაბედო ნიკოლოზის დადანაშაულება- სწრაფად მიხვდა ფიქრებს ნინა- შენ არ იცი როგორ ტკენდი.. იცი მაინც რამდენჯერ უტრია შენსგამო? ყოველთვისდ როცა გელოდებოდა და არ მოდიოდი ნიკოლოზი ტიროდა, მერე ისწავლა ტავის შეკავება მაგრამ ეს უარესი იყო, აღარავის გველაპარაკებოდა, კარისკენ აპარებდა თვალს, გამუდნებით გელოდებოდა მერე როცა ხვდებოდა რომ ისევ მოატყუე მიდიოდა და ოთახში იკეტებოდა, იცი რამდენჯერ უკითხავს რატომ არ გიყვარდა? ვუხსნიდი რომ უბრალოდ არ გეცალა მაგრამ .. მერე საკუტარი ტავის დადანასაულება დაიწყო, მიზეზებს თავის თავსი ეძებდა გესმის? გამუდმებით მეკითხებოდა როგორი შვილი იყო, შენ როგორი იყავი ან როგორი შვილი გინდოდა, გუშინ კი პიკი იყო, მთელი საღამო დაპაუზებულ ტელევიზორს უყურებდა და გელოდებოდა ვუთხარი რომ შეიზლებოდა ვერ მოსულიყავი მაგრამ მაინც ჯიუტად იჯდა გამომიცხადა დამპირდა და მოვაო მაგრამ არ მოხვედი, ღამის ოთხ საათამდე ვისხედით ორივე ასე დაპაუზბულ ტელევიზორტან, ეს ბოლო წვეთი იყო არ მოგცემ უფლებას ნიკოლოზი გაანადგურო, არც ჩემი განადგურების უფლებას მოგცემ, დამთავრდა გეგა, ხვალ დილით წავალ..
არაფერი უთქვამს გეგას, უხმოდ დატოვა ოტახი და ნიკოლოზის ოთახისდკენ დაიძრა ისევ მშვიდად ეძინა, საწოლზე ჩამოჯდა მიეყუდა და შვილს დააცქერდა „ არ მოგცემ უფლებას ნიკოლოზი გაანადგურო, არც ჩემი განადგურების უფლებას მოგცემ“ ნინას სიტყვები ამოუტივტივდა.. ასე იყო, შვილს ანადგურებდა..შვლს და ცოლს ..
ნიკოლოზის დაბადების კადრები ამოუტივტივდა გონებაში, ნინას დაღლილი სახე, როგორი სუსტი იყო და რა ძლიერი დედა გამოდგა, მაშინ პატარები იყვნენ და ალბათ ამიტომაც ვერ გაიაზრა ბოლომდე ცოლის და შვილს არსებობა...
ოთახში შესულს ნინა აივანზე დახვდა, სიგარეტს ეწეოდა, პირველად დაინახა რომ ეწეოდა და რაღაც ცასწყდა..
-რამდენი ხანია ეწევი?- ზურგსუკან მოესმა ხმა.
-ორი წელია ან მეტი -სწარაფდ დაასრისა სიგარეტი საფერფლეს და გეგასკენ შებრუნდა.
- როდის მიდიხარ?
- ხვალ დილით..
-სად გადადიხართ?
-ჩემს ბინაში..
-შენი ბინა სამოთახიანია-აღნიშნა გეგამ და სავარძელში ჩაჯდა.
-მე და ნიკოლოზსს გვეყოფა.- ნინა გვერდით მუჯდა და წვენი მოსვა.
-აიღე- წყნეთის სახლის გასაღები და მანქანის გასაღები დაუდო - მძღოლი მოგემსახურებათ მაგრამ მანქანაც წაიყვანე ყოველიშემთხვევისთვის..
-არ მინდა მზღოლმა ნიკოლოზი ატაროს მე ჩემით..
-რა ტაქსებით ივლი თუ მარშუტკით? ნუ გავიწყდება ისევ ჩემი ცოლი ხარ და უნდა ხვდებოდე რა შეიზლება და რა არა..
-რთქმაუნდა ხალხი რას იტყვის- მწარედ გაეღიმა ნინას და ხალათი მჭიდროდ მოიხვია.- კარგი მცივა ძალიან დავიძინებ ხვალ რთული დღე მაქვს - წამოდგა და წავიდა მაგრამ კართან შეჩერდა- მხოლოდ ერთი კითხვა- არ მოუხედავს ისე ამოილაპარაკა, არც გეგას შეუხედავს ისე უპასუხა გისმენო- ერთი გყავს ვინმე თუ სხვადასხვასთან დადიოდი.
- სხვადასხვასთან..-სივრცეზე მიშტერებულმა ამოილაპარაკა წერეთელმა.
- ზედმეტად ადრე იყო ჩვენი დაქორწინება ..
- ალბათ ..
- მაგრამ მაინც დაიმახსოვრე ჩვენ ორიდან შენ წახვედი სხვასთან- ნაწყენმა ამოიალაპრაკ და კარში გაუჩინარდა.
მეორე დღეს დატოვეს ორივემ ბინა, გეგა უკვე წასული იყო, რაღაც შეხვედრა ჰქონდა დანიშნული ნატოს წარმომადგენლებთან, ბოლოჯერ მოავლეს თვალი სახლს და მანქანაში ჩასხდნენ.
.............................................................................................................................
-რაო იმ პიდარა..მა?-იკითხა სანდრომ როცა გეგა დატას კაბინეტში შევიდა შეხვედრიდან.
-ჩვეულებრივად იბოდიალა, არაფერი ისეთი ...- ამოილაპრაკა და სიაგრეტს მოუკიდა, დაღლილმა გადაწია თავი დივნის საზურგეზე და ჭერს მიაშტერდა.
-რა გჭირს?-იკითხა დათამ.
-ბ. პრეზიდენტი ღელავს- გაიხუმრა სანდრომ - ჰა შეჩ@@მა თქვი..
-ნინა წავიდა..
-სად წავიდა?- გახედა დათამ გაოცებიტ.
-სახლიდა წავიდა..
-ნიკოლოზი?
-წაიყვანა..
-და გაუშვი?- არშფოთდა დათა-ფუ რა ს@რი ხარ...
-თქვა რომ დავღალე და რომ მას და ნიკოლოზსს ვანადგურებ..
-ნინა მაგარი გოგოა- დაიწყო სანდრომ და მანაც მოუკიდა სიგარეტს- 12 წელია შენს უტვინობას იტანს, არცერთი წამით არ ვამტყუნებ მე აქამდე ველოდებოდი მაგ ნაბიჯს...
-რატო გაუშვი ბიჭო?
-აბა რა მექნა დატა?-იფეთქა გეგამ- შევხვეწებოდი? ვისაც უყვარს არ იღლება . იცოდა რომ ვერ ვაპატიებდი როცა მომყავდა გავაფრთხილე რომ ჩემი სახლიდან როდესმე თუ წავიდოდა ვეღარ დაბრუნდებოდა, მაშინვე ვუტქარი რომ რთული იქნებოდა, იცოდა რაზეც ტახნმდებოდა, ვერ ვაპატიებრომ სახლი დატოვა გასაგებია?
-შენ შ.. ხო არა გაქვს ბიჭო? საყვარლებში დაეთრეოდი, მთელი დღეები სახლში არ მიდიოდი ვაბსე გეკიდა და კიდე ნინას ვერ აპატიებ ?- იყვირა სანდრომაც და ფეხზე წამოდგა.
-შეიძლება ასე ვიქცეოდი მაგრამ მე ნინა არ მიმიტოვებია..
-რას აპირებ?- სერიოზული სახით იკითხა დათამ მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო ხმაგაბზარულმა ამოილაპარაკა- მაგას ვერ იზამ გეგა, ნინა ქეთო არაა, არ გაბედო და ქვეყნიდან არ გაუშვა...
-მოვალეობები გიხმობენ პრეზიდენტო ჯობია საზღვრის გადმოწევაზე იდარდო- გაუღიმა გეგამ დათას მხარში ხელი დაკრა და კაბინეტიდან გამოვიდა..
................................................
ქეთო.. ქეთევან წერეთელი გეგა წერეტელის უმცროსი და..
გეგა რომ რუსეთში წავიდა ქეთო 13-ის იყო, ჩვეულებრივზე კარგი იყო, ჩვეულებრივზე მეტად უყვარდა ყველას, მაგრამ გეგას არა, ასე ქეთო ფიქრობდა , ქალაქში პალაჟენიეს დამყარებით გართულ ძმას ქეთო ნაკლებად ახოვდა თანაც ვერ აღიქვამდა დიდად ..
გეგას ის პერიოდი ჰქონდა კაი ტიპობა რომ უნდათ და სხვა არაფერი, ცალკე ნინა ყავდა „მისახედი“ და ქეთო მეასე პლანზე იყო, გეგას ცოლის მოყვანას და მერე მის რუსეთსი წასვლას იმხელა ამბები მოყვა მშობლებსაც დაავიწყდათ ქეთო.. მერე გეგამ იქ ცხოვრება ააწყო ქეთოც გაიზარდა მაგრამ მისთვის ისევ აარვის ეცალა, ძნელი აღმოჩნდა იქ მცხოვრები ძმისთვის ქეთოს დიდად მოაზრება
ამ დროს გამოჩნდა ლაშა დემეტრაძე..
ლაშა კარგი ბიჭი იყო, ზედმეტად საყვარელი მხიარული და ყურადღებიანი, 17 წლის გოგოს კი მეტი არაფერი უნდა შესაყვარებლად, შეუყვარდა კიდეც ძალიან ძალიან და კიდე მეტად..
კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ექვსი თვე მალეს მერე გეგამ გაიგო იქ მოსკოვში საიდანღაც..
მეორე დღესვე გამოფრინდა თბილისში, ლაშასთან ყოველთვის კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა და ქეთოს და მისი სიყვარულიც ამას დაუკავშირა, ლასა ტრავმატოლოგიურში ქეთო კი მონატერში არმოჩნდა ერთი თვით .. კარგად ახსოვს როგორ ტიროდა ქეთო და ეხვეწებოდა რომ არ გაეშვა მაგრამ ვერავინ ვერაფერი გააკეთა, მთავარი გეგას გადაწყვეტილება აღმოჩნდა, იმ დროს მამამისს ზედმეტად ბევრი საქმე ჰქონდა და „ქეთოს პრობლემა“ გეგას მიანდო მოსაგვრებლად.. გეგამაც „მოაგვარა“ და მოსკოვში დაბრუნდა.
ყველაფერი დალაგდა ქეტო სქტემბერში ჩავიდა თბილისში და სწავლა დაიწყო, წყნარად მიდიოდა ყველაფერი მანამ სანამ ღამის 3 ზე გეგასთან ქართული ნომერი არ დაფიქსირდა.
-ვაიმე გეგა ლაშამ ქეთო წაიყვანა ვერ ვპოულობთ...-გაისმა ქალის ნამტირალევი ხმა.
ჩამოვიდა იმ დღესვე, ქეთო იპოვა და ჩააკითხა.
გეგას მძაფრ რეაქციას ყველა ელოდა მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, იარაღიან ძმის დანახვაზე ქეთოს კანკალი აუვარდა, კარებში იდგა გეგა იარაღით სხვა ძმაკაცებთან ერთად და წყვილს აკვირდებოდა, ლაშა მსვიდად ადგა ქეთოსტან ერტად და აკანკალებული გოგონა მიიხუტა, ოთახში მყოფი ლასას ახლობლები დაიძაბნენ მაგრამ ვერავინ ვერაფერი გააკეთა, ან რას იზამდნენ.
მსვიდად აწია გეგამ იარაღი და ლაშას დაუმიზნა ასევე მშვიდად გამოჰკრა სასხლეტს ხელი და ლაშა ძირს დავარდა, ქეთომ ხმამაღლა იკივლა და დაიხარა მაგრამ აღარ აცადეს სანდრომ ხელი მოკიდა და იქიდან გამოიყვანა..
-რა გააკეთე?- იყვირა უკვე ქეთოს ოთახში მყოფმა გეგამ- მე შემომხედე დებილს ვგავარ?
-დებილს? დებილს არა ცხოველს გავხარ, რომ იცოდე როგორ მეზიზღები, არასდროს გაინტერესებდი და ახლა გაიგიჯჰე მაინცდამაინც თავი, ნამდვილი სადისტი ხარ, მზუხარ გესმის? ცხოველი ხარ უგრძნობი ცხოველი არაფერს იმსახურებ ნამდვილი ნაბი@@არი ხარ- იკივლა ქეთომ და მარჯვენა ლოყა აეწვა.
იმდენად ძლიერი აღმოჩნდა გეგას ხელი რომ ქეთომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ძირს დაეცა, ლანამ გეგას დედამ ხმამაღლა იკივლა და ქეთოსტან მიირბინა გეგა ჯერ გაოცებული უყურებდა ამ სცენას მერე კი სასწრაფოდ დატოვა სახლი..
ერთადერთი ერთადერთი ქალი იყო რომელზეც ხელი აწია და მაინცდამაინც თავისი და იყო..
პატიება.. პატიება გრძნობა იყო რომელიც გეგას არადროს გააჩნდა ეს ყველამ იცოდა, ქეთოს „ტავზე გადავლას ვერ აპატიებდა“ ღალატს ვერ აპატიედა ეს საქციელი კი მისთვის ღალატი იყო, ვერც თავისთავს აპატიებდა ქეთოზე აწეულ ხელს, ქეთო გერმანიაში გაუშვა..
ყველამ იცოდა რომ ამას იზამდა, გეგა ვერ ისუნთქებდა იმ ჰაერით რომნლითაც ქეთო, კარგად იცნობდნენ და იცოდნენ რომ გეგა არ პატიობდა და ვინც დანასაულს ჩადიოდა“ ან უნდა მოვკლა ან აქედან გაუშვა ვერ ვისუნთქებ იმ ჰაერს რომლითაც ისინი სუნქავენ“ ეს ბევჯერ უთქვამს გეგას და ამიტომაც ქეთოს წასვლა არავისთვის ყოფილა მოულოდნენლი.
ნული კონტქატი 6 წლის მანძილზე გეგასთან გეგას სურვილით, დანარჩენებთან კი ქეთოს სურვილი, გეგას მეტისმეტმა პატივმოყვარეობამ ქეთოს სიყვარული, ოჯახი, ქეთოს მსობლებს კი ქალიშვილი დააკარგვინა მაგრამ არაფერი შეცვლილა.
.........................................................................................................................................................................
ახლა ყელაზე ნაკლებად მისი გახსენება უნდოდა, 6 წლის მერეც არ ნანობდა ცადენილს მაგრამ ხანდახან როცა ქეთოზე რამეს მოკრავდა ყურს ან მისი ფოტო გამოჩნდებოდა სადმე შემთხვევით გრძნობდა რომ ენატრებოდა...
................................................................................................................................................................................
-მოდი ვილაპარაკოთ- წინ დაისვა ნიკოლოზი გეგამ.
ნინას სთხოვა ნიკოლოზის დარჩენა და მისდაგასაკვირად ისიც დატანხმდა.
-უკვე დიდი კაცი ხარ და ხვდები რომ ყველას მოსდის შეცდომა- მზიმედ დაიწყო გეგამ- მე ბევრი დაგიშავე, მინდა რომ მაპატიო, რაცარუნდა იყოს მამა ვარ შენი ..
-რატომ არ იყავი ჩემთან არ გიყვარვარ?
-ძალიან მიყვარხარ ნიკოლოზ- პირველად უთხრა შვილს ეს სიტყვები და იგრძნო როგორ ეტკინა რაღაც როცა ნიკოლოზის თვალებსი ცრემლები დაინახა დიდ ტკივილთან ერთად- ხომ გეუბნევი ბევრი დავაშავე..
-ანუ გიყვარვარ?- გადაამოწმა და მამამისს შეხედა.
- ხო- გაეღიმა გეგას და თავის იდენტურ თვალებს შეხედა.
-დედა?
- რა დედა?
- დედაც გიყვარს?
- ხო..
- დედაც ძალიან?
-ხო..
- არ მჯერა..
- რატომ?
-იმიტომ რომ თუ კაცს ქალი უყვარს არ აატირებს, დედ კიდე ხშირად ტირის..
- ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდა ნიკა..
- დედას ატკინე, მეც ძალიან მატკინე და ტუ შენ არ პატიობ არავის მე რატომ უნდა გაპატიო?
-იმიტომ რომ- გეგა შეკრთა არ ეგონა ამდენად გაზრდილი თუ დახვდებოდა ნიკოლოზი, სიმწრით ჩაეცინა ისე მოემზადა სალაარაკოთ როგორც 5 ელის ბავშვებს ელაპარაკებიან- იმიტომ რომ შენ ჩემზე უკეთესი ხარ..
- არაფერიც დედა ხშირად ამბობს რომ შენი ასლი ვარ, სამწუხაროდ 100 %ით მართალია თვისებებიც შენი დამყვა- ხმამაღლა ამოტქვა და ფეხზე ადგა.
- დაჯექი- მკაცრად გაიჟღერა გეგას ხმამ.
ნიკოლოზმა ცოტახანს იყოყმანა, თავისტავს ებრზოდა მაგრამ მაინც ვერ გაბედა მამის წინააღმდეგ წასვლა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ჯერ ერთი აღარ გაბედო ტონს აუწიო და ადგე სანამ ლაარაკს არ დავამთავრებ- მეორეც მე ამ თვისების გამო ბევრი ადამიანი დავკარგე, შენც ეს გინდა ?
-მე არასოდეს დავკარგავ დედას, არ დავკარგავ ლილის...
-ლილი?
-ჩემი შეყვარებულია..-ამაზე გეგას გაეღიმა ნიკოლოზმა განაგრძო- არასოდეს დავკარგავ ბებოს ბაბუას და ჩემს მეგობრებს ყველას შევძლებ ვაპატიო მაგრამ შენ არა.. იმიტომ რომ შენ ყოველთვის დაკარგული იყავი და ვერ ვხვდები რარატომ უნდა ვაიზულო თავი გაპატიო...
გეგას აღარაფერი უთქვამს ჩუმად უსმენდა, დაუჯერებელია არა? მამას შვილტან ათქმელი სიტყვები გამოელია, მდუმარედ დასცქეროდა სიგარეტის კოლოფს და ღრმად სუნთქავდა.
-ავდგები თუ შეიძლება - გაისმა ნიკოლოზის ხმა და ფეხზე წამოდგა- ღამემშვიდობის..
........................................................................................................................................................
ისევ სასმელთან და სიგარეტთან ერტად იჯდა,ამჯერად სამ ოთახიანი ბინის მისაღებს და უაზროდ შეჰყურებდა ოფიციალურ სამოსში გამოწყობილ ტრიბუნსტან მდგობ გეგას, პრემიერმინისტრი ბრიფინგს ატარებდა, საფერფლეში ცაწვა სიგარეტი და დივანზ გაწვა ..
სასაცილოა ეს სახლი თითქმის აღარ ახსოვდა, არც ის ცხოვრება ახსოვდა გეგას გარეშე რომ იყო, თიტქოს მასთან ერთად დაიბადა ყოველთვის გეგა იყო მის ცხოვრებაში და ახლა, ახლა ? ახლა დაიკარგა ...
...........................................................................................................................................
დავბრუნდი :დ როგორ ხართ? იმდია კარგად :დ და იმედია ეს ისტორიაც მოგეწონებათ..



№1 სტუმარი Nino

Zalian momecona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent