ველური ჩხვლეტა -5-
[თავი 5] ცისა თუ ასე იზრუნებდა მასზე რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში, ვერ წარმოიდგენდა... ან საიდან უნდა წარმოედგინა? ის მუდამ ისე იჭერდა თავს, ვითომ ძალიან ''დიდი'', ჩამოყალიბებული და გაწონასწორებული ადამიანი იყო, სინამდვილეში კი მის გონებაში ჯერ კიდევ ვარ აღმოფხვრილიყო ბავშვური ქცევები, შიშები და გრძნობები. საშინლად სიამოვნებდა ეს სიფაქიზე მისივე მიმართ. პირველად ხდებოდა ასე... პირველად იმის შემდეგ, რაც გაიზარდა, ვიღაც ისე ეპყრობოდა, როგორც ძალიან ძვირფასს... როგორც დედა შვილს და როგორც... ქმარი ცოლს. -მორჩა.-გადიდრონებული თვალებით ახედა გოგონამ. -როგორი კარგი მსახიობი ყოფილხარ, ცისანა... -ცისა.-მორიდებით შეუსწორა ცისამ.-დედას ჩემთვის ცისას დარქმევა უნდოდა, მაგრამ იმ ექიმმა ასე ჩამწერა საბუთებში. -ზუსტად შენნაირები მჭირდება ჩემს პირველ გადაცემაში... იმ გადაცემაში, რომელსაც შენი ვარდები დაამშვენებენ. დამთანხმდი და აღარ გიჩივლებ!-გაუღიმა გოგონას ლეომ. -არ მიყვარს კამერები! მე მარტოობა მიყვარს! -მე გადაგაყვარებ.-დაუფიქრებლად თქვა მინჩხმა და ასევე დაუფიქრებლად წაიღო ხელი ცისას წაბლისფერი თმისკენ... გოგონა დაფრთხა. მიხვდა, რასაც აპირებდა ლეო, მაგრამ უცებ მოდუნდა და წინ წამოიწია, უკეთესად რომ მიწვდომოდა მამაკაცი. ლეომ წინ ჩამოშლილი ღერები უკან გადაუწია და თავი უკან გაწია.-უკან გადაწეული თმა უფრო გიხდება. -არ მიყვარს ქათინაურები!-საწვიმრად მოემზადა გოგონა. -ხოდა შეგაყვარებ! ესე იგი გადაცემაში სტუმრობაზე თანახმა ხარ, ხო? -ხოო.-ძალაუნებურად დათანხმდა ცისა და ეს არ იყო მხოლოდ დანაშაულის გრძნობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება. -ყოჩაღ, გამოგივიდა!-ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად და ფეხზე წამოდგა. -რა?-რამე ხომ არ შემეშალაო, დაიბნა გოგონა. -კომპლექსების დაძლევა! შემდეგისთვის უკეთ გამოგვივა!-მიაძახა უკვე კარისკენ წასულმა.-გადაცემა ზეგაა! შემდეგი გაკვეთილიც ეს იქნება! მანამდე დაგირეკავ. -მოიცა, ჩემი მობილურის ნომერი რომ...-ვეღარ დააწია სათქმელი ცისამ. ქურდულად გაიღიმა, არავის რომ არ დაენახა, მეორე მესაც კი და ხტუნვა-ხტუნვით შევარდა სახლში. თითქოს ასაკი ჩამოკლებოდა... კომბინიზონის ''დამახასიათებელი'' თვისებებიც ჩამორეცხოდა და... თავსაც უფრო ლაღად და თავისუფლად გრძნობდა, რაც ლეო მინჩხის დამსახურება იყო! ტაფას თავსახური ახადა და ჯერ კიდევ უმ კარტოფილს მოურია, ნაპირებს რომ არ მიკრობოდა. მობილურის სიმღერის ხმა მოესმა მისაღებიდან. ასეთ უდროო დროს დარეკვა შეიძლებოდა? უკვე მუცელი უყმუოდა შიმშილისგან. ''მოვდივარ, მოვდივარ''-ის ძახილით გაიქცა გვერდითა ოთახისკენ და იქიდან მობილური გამოარბენინა. -რა გნებავთ?-ისე დაიწყო საუბარი, როგორც ყოველთვის, უცნობ ნომერს რომ დაინახავდა. სხვებმა შეიძლება ხმა დაიწვრილონ, გაიპრანჭონ და ისე ჩაიჩურჩულონ ''გისმენთ'' ან ''ალოუ'', მაგრამ სად სხვები და სად ეს ლამის ''აჩკებიანი'' ქალიშვილი, რომელსაც მგონი სიზმარშიც არ დასიზმრებია კაბა და პიზის კოშკად ქცევა მოუწევს მაშინ, როდესაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩაიცმევს. -ეს შენ ხარ! ასე მხოლოდ შენ თუ დაიწყებ საუბარს და პირდაპირ სახალისო ტალღაზე მოისვრი!-ნაცნობი ჩაცინება მოისმა მეორე მხრიდან. -ლეო მინჩხი!-დამცინავი ტონით ჩაილაპარაკა და ტაფას თავსახური დაახურა.-მოგირჩა ნაიარევები? -აუ, შენ ისევ ისეთი ხარ?-ოთხმოცდაათი წლის მოხუცივით ამოიოხრა ლეომ. -აუ, შენ არ მორჩები ჩემი კომპლექსების აღმოფხვრის მცდელობას? ხო, ძალიან ვნანობ, ასე სულელურად რომ მოვიქეცი იმ დღეს და ეკლებიც დაგფხაჭნე, მაგრამ ისიც ზედმეტი იყო, შენი ჭრილობები რომ დავამუშავე. გეგონა რამე შეიცვალა და შორსაც შეტოპე! ეს, რათქმა უნდა, ჩემი ბრალია უპირველესად, მაგრამ...-დაიქოქა და რას დაიქოქა, მაგრამ ცისა კი არა, ვიღაც სხვა. ის სულ სხვანაირად ფიქრობდა გუშინდელიდან მოყოლებული, თუმცა ახლა რამ ათქმევინა ამდენი სისულელე, ვინ იცის... -მოიცა, მოიცა! ანუ პირობის დარღვევას აპირებ?-ხმა ჩაეხრინწა მინჩხს. -ვიცი, შენ მარტო ამაზე დარდობ,-გულში რაღაც სიმი ჩაუწყდა მეუნერგიას.-მაგრამ ნუ ღელავ. როდის მოვიდე ხვალ მითხარი და მოვალ. -კარგი. ხვალ, საღამოს, ხუთზე ჩვენს კომპანიაში იყავი.-მაინც წახდენილი განწყობით განაგრძო ლაპარაკი მამაკაცმა, რაც არც ცისას დარჩა შეუმჩნეველი. -თქვენს კომპანიაში? რა ვიცი მე თქვენი კომპანია. -ხოდა თუ არ იცი, მოძებნე! ინტერნეტში ჩაწერე ჩემი სახელი და გვარი და მნახავ. თუ მონატრებაა, მონატრება იყოს! მე თუ მომენატრე და შენი ნომერი გავიგე, ინტერესი გამოვიჩინე, შენ რატომ ხარ ვითომ გამონაკლისი? ასე რომ... ჩაო!-დააბოლოვა და ზარიც შეწყდა. -მომენატრეო?-ლოყების სიწითლე შინდისფერში გადაუვიდა მეუნერგიას. მაშინვე სარკეს მივარდა და თავის შავ თვალებს დააკვირდა. რა ცუდია, რომ შავში ვერაფრის დანახვას შეძლებდა, მაგრამ ეს რა იყო? თითქოს რაღაც ანათებდა ამ სიშავეში... სიველურე რაღაც უფრო ლამაზში გადაზრდილიყო... ძალიან ლამაზში! თითები სწრაფად აამუშავა და საძიებო ველში ''ლევან მინჩხი'' ჩაწერა. რამდენიმე რაღაც ამოუგდო. ორი ინტერვიუ, სოციალური ქსელის გვერდი და კონკრეტული ინფორმაცია მასზე. ამ უკანასკნელს დააწკაპა და ჩამონათვალს ჩამოუყვა. სახელი და გვარი: ლევან მინჩხი. ასაკი: 28 წლის. ''ჩემზე შვიდი წლით დიდი ყოფილა.''-გაიფიქრა ცისამ და იმაზე დაიწყო ფიქრი, სამუდამო იყო ის თუ არა, რასაც ახლა გრძნობდა. ეს კანკალი ფეხებში, ეს ღელვა, განსაკუთრებული სიწითლე და თავისი სურვილების ლეოს სურვილებისთვის დაკავშირება... -არა, ასაკი რა შუაშია!-ღამის სიბნელე მისმა გამამხნევებელმა წამოძახილმა გააპო. განათლება: უმაღლესი. პროფესია: ჟურნალისტი. განხრა: სატელევიზიო. სტატუსი: დაუოჯახებელი. სამუშაო:... აი, რა უნდოდა! მაშინვე ამოწერა კომპანიის მისამართი და კმაყოფილმა ჩამოდო თავი ხელის გულებზე. ლეოს თუ ეგონა, რომ ცისა ასეთ მარტივ რამეს ვერ შეძლებდა, ძალიან ცდებოდა. ამას კი... ხვალ დაუმტკიცებდა! საწოლზე გულაღმა დაწვა და ჭერს მიაჩერდა. ამ შუაღამისას ძალიან მწვავედ იგრძნო მამობილის მონატრება. კომოდზე დადებულ მობილურს გადაწვდა და ნომერი ისე აკრიფა, ღილაკებისთვის არც დაუხედავს. -მა!-შესძახა, ვაჟას ხმა როგორც კი გაიგო. -ჩემო საყვარელო გოგონი! ეს_ეს იყო გავიფიქრე, ჩემმა ცისამ ხომ არ დამივიწყა_მეთქი.-ჩვეულებრისამებრ, მხიარულად და საოცრად დიდი სიყვარულით საუბრობდა ვაჟა. -ამას მეორედ გაიფიქრებ და საერთოდ აღარ დაგირეკავ!-მოჩვენებითად გაიმკაცრა ხმა ცისამ და წამში ბოლო ხმაზე გადაიკისკისა.-ხომ არ გეძინა, მა? -არა, გაზეთს ვკითხულობდი. ხვალ რაღაც გადაცემა იქნება პირველად... ''იდეალური გოგოო'' თუ რაღაც...-უპასუხა კაცმა. -ხო, ეს კარგი გამახსენე.-ლოგინში წამოჯდა მეუნერგია.-ამ გადაცემის პირველივე სტუმარი ვარ მე. -როგორც... -როგორც ვარდების გაყიდველი.-გაეცინა ცისას.-ამ გადაცემის პროდიუსერს მივყიდე ვარდების ნახევარი გადაცემის დეკორაციისთვის. -ეს რაში დაგჭირდა?-ვაჟა მაშინვე მიხვდა, რომ მის გოგონას თუ ძალიან არ გაუჭირდებოდა, ასე არ მოიქცეოდა, ამიტომ ძალიან შეშფოთდა. -უბრალოდ საჭიროებამ მოითხოვა, მა! მომეცი უფლება, რომ პრობლემები ჩემით გადავჭრა! შენ ხომ ყველაფერი მასწავლე უკვე... -ვიცი, რომ შენ ყველაფერს შეძლებ! არაფერს გააკეთებ არასწორად! ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ!-უზარმაზარი სითბოთი წარმოთქვა კაცმა. -შენ კი ჩემი უჭკვიანესი მამიკო ხარ! აბა, კარგად და ხვალ მიყურე, იცოდე!-გაფრთხილება რა საჭირო იყო, მაგრამ მაინც ამით დაამთავრა უფროს მეუნერგიასთან მეგობრული მასლაათი. -ძილი ნებისა, ცისა! ცისამ გვერდი იცვალა და ფუმფულა ბალიშს თავი დაადო, საამოდ გაბრუებულიყო და ეს უცნაური განცდა პირდაპირი ისრით მინჩხს უკავშირდებოდა. ^^^ აი, ასე! ცოტა დავალაგოთ სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ თავში უნდა აირიოს! შემდეგის შემდეგში კი დასასრულს იხილავთ, ჩემო კარგებო... მოდით, გუშინდელი შემთხვევა გავიხსენოთ... განგებ არ დავაბოლოვე ჩემი მინაწერი იმით, რითაც ალბათ ყველგან მიცნობენ ჩემი მკითხველები... მაინტერესებდა შეამჩნევდით თუ არა და ისე გამახარა თქვენმა გაბრაზებამ, ისე, რომ გამოხატვა არ შემიძლია... ველი თქვენს შეფასებებს ამ თავთან დაკავშირებით! ვაჟაც ცოტათი გაიცინეთ... და თქვენ ჩემგან... ''უყვარხართ სოფიკოს!'' პ.ს. თუ ვინმეს ჩემი საიტის გარეთ გაცნობა უნდა, პირადში მომწერეთ. ძალიან გამიხარდება, თუ ასეც ვიურთიერთებ თქვენთან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.