პლუვიოფილი (თავი პირველი)
"პლუვიოფილი" თავი პირველი *** გოგო უცნაურმა წკაპუნმა გააღვიძა, თვალების გახელაც არ დასჭირვებია ისე ამოიცნო მისი საყვარელი კოკისპირული წვიმის ხმა, ლოგინიდან თვალებმოჭუტული წამოდგა, თავის საყვარელ ყურცქვიტებში გაყო ფეხი, თანავ მხრები გაშალა, ახალ გაღვიძებულს სრულიად ბუნებრივად დაამთქნარა და სააბაზანოსკენ გაეშურა. ერთმა პეშვმა წყალმა წამშივე გამოაფხიზლა, ყოველი შემთხვევისთვის აბაზანაც მიიღო და არც კბილების გამორეცხვა დავიწყებია, სამოსი ადვილად აარჩია არ მიეკუთვნებოდა იმ სტილის ადამიანს რომელიც მხოლოდ ზედის შერცევას ანდომებდა ორ საათს, ყოველთვის რაც პირველი ხვდებოდა ხელში იმას იცვამდა. სამზარეულოსკენ გაემართა, მიუხედავად დილისა მუცელი მაიცნ არ ასვენებდა, მაცივარი ელვის სისწრაფით გამოაღო, მხოლოდ სალათი შეამჩნია ამიტომაც უცებ მიირთვა, როცა დაკმაყოფილდა გადაწყვიტა საუკეთესო მეგობართან წასულიყო, ბოლოსდაბოლოდ შაბათი გახლდათ დასვენების დღე, ცოტას გაერთობოდა და განიტვირთებოდა. *** წვიმა გოგონას სუსტი წერტილი იყო, გიჯდებოდა მის პატარა წინწკლებზე, მელოდია რომელსაც ისინი უკრავდენ მისთვის გასაოცარი იყო, უბრალოდ არ იდგა წვიმაში მას გრძნობდა კიდეც, ისინი ძალზედ უხდეობდნენ შემოდგომის წითელ-ყვითელ ფოთლებს. გოგონას თმები დასველებოდა მაგრამ გზას განაგრძობდა თვალები დახუჭა ერთი კარგად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა ნოტიო ჰაერი, სწორედ ამ დროს უეცარი შეეჯახა იგრძნო მძიმე სხეულსა და სულ მალე ძირს აღმოჩნდა. -ბოდიშით ქალბატონო..- გაისმა ბიჭის ხავერდოვანი ხმა, გოგონას ხელი გამოუწოდა, წვიმისმოყვარული ევა არ გავდა სხვებს, ყოველთვის იცოდა რომ ჯენტლმენი ბიჭების დაფასება ამიტომაც დახმარების შეთავაზება მიიღო, საბოლოოდ წამოდგა , ბიჭს კი ინტერესიანი თვალებით მიაპყრო, მალევე ინტერესი გაოცებამ ჩაანაცვლა თვალებში სიხარულის ნაპერწკალი აუგიზგიზდა, მის წინ ლამაზი აღნაგობის ბიჭი იდგა მწვანე თვალებით, აი ისეთი თვალები ჰქონდა ზუსტად რომ შეხედავდი და მასში ჩაიკარგებოდი, ან თუნდაც ტყეში გეგონებოდა თავი, ალბათ ვაზვიადებ მაგრამ ევასთვის სწორედ ასე გახლდათ. კარგახანს გაშტერებული უყურებდა ბიჭს, მოჯადოვებული იყო მისი ეშხიმ, არც ის იღებდა ხმას, საბოლოოდ ქუხილმა გამოაფხიზლა ორივე მათგანი და იქვე ახლოს კაფეში შეაფარეს თავი -კარგად ხართ? -დიახ! - გოგონამ გაუღიმა და ადგილი დაიკავა -მე მათე ვასაძე ვარ! -ევა გველესიანი! -სასიმოვნოა! - ამის თქმა და მიმტანის მოსვლა ერთი იყო, ხელში ცხელი კაკაო ეკავა ზეფირებით -ეს დაწესებულებისგან საჩუქრად ბატონო ვასაძე! - თქვა და მაგიდაზე დადგა ევა გაოცებული უყრებდა , მიმტანს რომელიც უკვე უკან ბრუნდებოდა -ეს... ეს რაიყო? -რთული ასახსენილია -დრო მაქვს ბატონო ვასაძე :D - უთხრა ევამ და ინტერესიანი მზერა მიაპყრო მათეს -ასევთქვათ, მომღერალი ვარ, ალბათ გსმენია ჯგუფ "ადრენალინზე" მისი წევრი ვარ. -ძალიან რთული ასახსნელი ყოფილა! - წვიმისმოყვარულმა ჩაიხითხითა, ნელ-ნელა კი კაკაოს დალევა დაიწყო. მათ შორის უხერხულმა სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ ანდა რა უნდა ეთქვა რომელიმეს? საბლოოდ გოგონამ კანკალი დაიწყო, როგორც ჯენტლმენმა ბიჭმა მათემ თავისი მოსაცმელი ევას მისცა -მადლობა....-უთხრა ცოტათი შემთბარმა, მალევე ევასს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ისიც წამოდგა და სალაპარაკოდ მოშორებით გავიდა. ტელეფონზე მისი მეგობარი ლიზი ურეკავდა, მეგობართან საუბარს მალევე მორჩა მაგრამ ვასაძე ვერსად დაინახა, გაიხედ-გამოიხედა და შეამჩნია რომ ამინდიც გამოკეთებულიყო, მაგიდასთან მივიდა ისეც და ფურცელს მოკრა თვალი რომელსაც დიდი ასოებით ეწერა "ევასთვის". ფურცელი გადმოაბრუნა და კითხვას შეუდგა "ბოდიშს გიხდი ევა რომ მარტო დაგტოვე უბრალოდ სტუდიაში საქმეები გამომიჩნდა თანაც წვიმამაც გადაიღო ბოდიში მართლა ძალიან ვწუხვარ :( :( :( სიამოვნებით დავრჩებოდი და უკეთ გაგეცნობოდი. P.S. ძალიან ლამაზი ხარ " კითხვის დამთავრებისთანავე სახე გაებადრა, შემდეგ კი უბრალოდ ჩანთა აიღო და თავის გზას დაადგა. ------ რავი პირველი მოთხრობაა და ჯანსაღად გამაკრიტიკეთ :D |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.