შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გამახსენდა ქალი, ქალი რომელსაც შევარქვი წამი.


31-01-2016, 00:03
ავტორი Judi
ნანახია 1 602

მე გავყურებდი ჰორიზონტს მიღმა დარჩენილ წამს და დრო გაჩერდა, უსასრულოდ გაიწელა აი ის წამი. მე გამახსენდა ქალი, ქალი რომელსაც შევარქვი წამი.
სწორედ ეს ქალი შემხვდა იმ დილას ეკლესიაში, თან ახლდა დედა უკვე ხნიერი, თუ მეხსიერება არ მღალატობს ოთხმოც წელს იყო გადაბიჯებული. თვალებს ვხუჭავ და მახსენდება მისი ნაოჭ შეპარული სახე, მისი ჭაღარა.. და თვალები? საოცრად მშვიდი, ცოტა შეშინებული. მისი გულისცემა ახლაც შამესმის ყურში მაგრამ, ჩემი ყურადღება მაინც მისმა ქალიშვილმა მიიქცია.
ტაძარი სავსე იყო ხალხით, კედელს ვიყავი მიყრდნობილი და ლოცვას ვუსმენდი. ხალხით სავსე ეკლესია, მამაოს ენით აუღწერელი ტკბილი ხმა, ანთებული სანთლები საოცარ ერთობლიობას ქმნიდა.ამ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქართველი რწმენას არასდროს დაკარგავს, ყველაზე რთულ მომენტში თავს უფლის სახლს შეაფარებს.
უკნიდან ხმა მომესმა, ინსტიქტურად მივტრიალდი და დავინახე ახალგაზრდა ქალი. მის შავ თმასაც შემოხვეოდა თითოოროლა ჭაღარა, წყლიანი თვალები ზღვას გავდა, ზღვას მშვიდს და ამავდროულად ძალიან მღელვარეს. ორ ქალს შუა იჯდა და კალთაში დედა ჰყავდა ჩასმული, ეხუტებოდა, ეფერებოდა და ათბობდა. უეცრად თავის მართლება დაიწყო: - მაპატიეთ, წამლები დამრჩა სიჩქარეში და შეუძლოდაა, ბოდიშით, უბრალოდ რომ ვუთხარი დღეს მამაო გაზიარებს მეთქი სულ თავისით ჩამოირბინა თოთხმეტი სართული, ეს ლიფტიც რომ დღეს გაფუჭდა?! პატარა ბავშვივით გაუხარდა ჩემი ნათქვამი.. მაპატიეთ შეწუხებისთვის. თან თვალებს ქვევით ხრიდა, დედას კი ისე ეფერებოდა ალბათ როგორც ერთ დღეს თვითონ დედა.. მოხუციც მორცხვად აცეცებდა თვალებს აქეთ იქით, თან შვილს ეკითხებოდა - მაზიარებს მამაო? ხომ მაზიარებს?
- კი დედა გაზიარებს. ნუ გეშინია ჩემო ლამაზო, აუცილებლად ეზიარები..
ჩემს გვერდით ნანუცა იდგა, მისი თვალები ისეთივე იყო როგორიც ჩემი, ცრემლიანი, აღელვებული, სავსე სევდით. ცოტაც და ცრემლის ტალღა დაფარავდა ჩვენ სახეს, სახეს რომელიც ადრე თუ გვიან დანაოჭდება და ჩვენი ცხოვრების ყველა ეპიზოდი თითო ნაოჭში ჩაიღვენთება.
და მე დღემდე ვეძებ ქუჩაში უამრავ სახეში იმ ერთადერთ თვალებს, იმ ხმას, იმ ქალს მე რომ შევარქვი წამი..



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent