დაკარგული 4 წელი.
*** 7 მაისი. 2020 წელი. *** -კი მაგრამ რომ არ მიხდება?უბრალოდ ნახე როგორ მადგა უფ_თვალები დაბლა დახარა და ლამის ატირდა, რადგან ვერა და ვერ აერჩია რა უნდა ჩაეცვა თავის ბანკეტზე. -გოგო, რატომ არ მოგწონს?მე ძალიან მომწონს უფ, მაგრამ შენი ამბავი ხომ ვიცი დღეს მთელი დღე აქ უნდა მაყურყუტო , ისე რომ შეიძლება ვერცერთი ვერ აარჩიო...რას უწუნებ ვერ ვხვდები...მიბაძე რა ლილის ნახე რა მალე აარჩია_გაბრაზებული ცოფებს ყრიდა ელიზაბედი და თან ცდილობდა დაღლილს ზედმეტი არ მოსვლოდა. -ოოომ , კაი რა ეელ ერთიც ვნახოთ რამე სხვა და მერე რავი რა რამეს ვიზამ...ასეთ დღეში არ დამტოვოთ , თორემ ალბათ შევიშლები ... _მოწყენილი თვალებიც მიაჩერდა ელიზაბედს , თან იცოდა, რომ მეგობარი მას იმედს არ გაუცრუებდა. ამ დროს ლილიც მოკუსკუსდა თავისი კაბით ,ხელში კი სხვა კაბა ეჭირა. -ქეთ , აბა მოიზომე ეს კაბა._ნაზი ღიმილი შეაგება თავის მეგობარს და კაბა ფრთხილად გაუწოდა.ქეთის კი ისე მოეწონა ის კაბა, რომ სულ ერთ ადგილზე ცქმუკავდა...და ბოლოს დადგა ელიზაბედის ჯერიც...მან ერთ კაბას დაადგა თვალი , რომელიც ალბათ გულგრილს არავის დატოვებდა და ეს თვითონაც იცოდა, ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით შევიდა გასახდელში. -არ არსებობს! ვაიმეე, ეელ ეს ზუსტად შენი კაბაა!_ტაში შემოკრა ლილიმ და ელიზაბედი ჩაიხუტაა. -მმმმ, არა რა...ბიჭი რომ ვიყო ახლავე დავიწყებდი შენს დაკერვას._თვალი ჩაუკრა და სწრაფად დაატრიალა ქეთამ ელი... -უუპს , რა სულელი წიწილები მყავხართ_ერთხმად გადაისკისეს და თავიანთი კაბებით ერთად მოუსვევს იქიდან. *** 10 მაისი. 2020 წელი. *** -ეელ, სად დაფრინავ? ჰეეეი, აქ ვართ ბრრო_სწრაფად შეანჯღრია ლილიმ ელი და გაკვირვებული მიაჩერდა... -ჰოოომ...რახდება?რამე მკითხეთ?_გაკვირვებული მზერით განგმირა ჯერ ლილი და შემდეგ ქეთა. -ამ ბოლო დროს რა გჭირს? მისი ბრალია ხომ? რით ვერ დაივიწყე ეელ? _ ოდნავ აცრემლებული თვალებით მიაჩერდა ქეთა ლილის, რადგან ხვდებოდა რა ტკივილმა იჩინა თავი და არ უნდოდა , ეს დიდხანს არ გაგრძელებოდა. -მგონი ახლიდან მიწევს მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილს განცდა...4 წელი სრულდება გესმის? 4 წელი... ახლა შემიძლია მივწერო...შემიძლია გავიგო როგორს არის, სად არის ან რას აკეთებს...თუმცა არვიცი , იქნებ ჯობს სულ მთლად დავივიწყო და არ შევასრულო ჩემი დანაპირები...არვიცი რა გავაკეთო, ხომ იცი შეიძლება ლუკამ ბანკეტზე მოიყვანოს... და თუ ეს ასე მოხდა, არვიცი რა უნდა ვქნა.არ მინდა რომ ვნახო, ვიცი რომ სადღაც მეტკინება ჩემი სისულელე._ცდილობდა თვალებიდან წამოსული ცრემლები ოდნავ , მაინც დაემალა თუმცა ვერც ცრემლების სახიდან მოწმენდას ვერ ახერხებდაა... -კარგი ელ რაა...მესმის ჰომ შენი, მოდი ჩაგეხუტო..ხომ იცი გულს უნდა მიენდო, ვიცი რომ გეშინია და სულელი უნდა იყო, რომ არ გეშინოდეს._მჭირდროდ შემოეხვიათ მხრები სამივეს და ჩუმად ისმენდნენ ზღვის ხმას და გრძნობდნენ იქ გამეფებულ სიმყუდროვეს. *** 17 მაისი. 2020 წელი*** ბანკეტიდან სახლებში მიდიოდნენ , დაღლილ_დაქანცულები, მთვრალები და ნახევრად მძინარენი... ლუკას მანქანა, როცა ელის სადარბაზოსთან შეჩერდა , ოდნავ გულნატკენი და ნახევრად მძინარე ელი გადმოვიდა..დიახ, მას რაღაც იმედი მაინც ქონდა, რომ ნახავდა, თუმცა ის არ მოვიდა...მას თავისი თავისაც არ ესმოდა კარგად, თან უნდოდა , ძალიან უნდოდა რომ ენახა , თუმცა ამავე დროს უსაშველოდ ეშინოდა, ეშინოდა იმ ტკივილისაც რომელიც შეიძლებოდა თავიდან დაწყებოდა. -ეელ, გინდა მიგაცილო თუ შეძლებ სახლამდე ასვლას?_ღიმილით იკითხა ლუკამ და თან მანქანიდან გადმოვიდა. -ოომ, არა არა ლუუკ..ავალ მე თვითონ..._ყველას ლოყაზე აკოცა და ოდნავ მხნედ გასწია სახლსიკენ. კიბეებზე არ იყო ასული, რომ ნაცნობი სურნელი იგრძნო...გაქვავდა და ვერც მობრუნება ცადა.იცოდა რომ ის,ის იქ იყო...ეშინოდა სასტიკად ეშინოდა, მის თვალებში ჩახედვის.მან ხომ იცოდა რა ბოროტულად მოექცა 4 წლის უკან..იცოდა და ნანობდა. უეცრად იგრძნო როგორ შეეხო მისი ტუჩები კისერს და გააჟრჟოლა..ნელა მოხვია ხელები და თმებში ჩარგო თავი...ალბათ ელი ცოტაც და შეიშლებოდა, ბოლოს მოიკრიბა გამბედაობა და შებრუნდა...თუმცა ეს ძვირად დაუჯდა, მის თვალებში ჩახედვა და მისი ცრემლების უნებურად გადმოშლა თეთ სახეზე ერთი იყო..ახლოს მიწწია და ახლა თვითონ ჩაეხუტა...ისრუტავდა მონატრებულ სურნელს და გრძნობდა რომ ის რაც 4 წლის მანძილზე ტანჯავდა სადღაც გამქრალიყო...A-მ ფრთხილად ჩარჩულჩულა ყურში._უსაშველოდ მომენატრე. -მაპატიე._თქვა და თვალებში მტკივნეული მზერით მიაჩერდა. -4 წელი გელოდე. 4 წელი უსაშველოდ გაიწელა უშენოდ, ეელ. -პატარა და სულელი ვიყავი..._ თვალები დახარა და იმ შავ ხვრელს მიშტერებოდა , რომელიც არარსებული სამყაროდან გადმოსულიყო. -აღარსდროს დაგტოვებ, ამიერიდან რაც არუნდა გინდოდეს მაინც არ წავალ.მაინც შენს გვერდით ვიქნები.ვიცი რომ გჭირდები, ვიცი ეს რატომაც გააკეთე 4წლის წინ.ახლა,ახლა უბრალოდ ‘’ჩემი ხარ’’._ელის ჩაეღიმა, თუმცა ამ ღიმილში ის ტკივილი მაინც თრთოდა...მაგრამ იცოდა, რომ იმ დღეების მერე დატოვებული სიცარიელე გაქრებოდა, გაქრებოდა და სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებოდა მასთან ერთად. ცრემლები გზა არეულად მიედინებოდნენ მის ნაზ სახეზე და სახეს მთლად უსველებდა. მწარედ იხსენებდა სუიციდის მცდელებობს, გადასერილ ხელებს და მისი მონატრების სურნელიც კი ახსოვდა, როგორ უწვავდა ცხვირსს..თუმცა ის ცდილობდა რაღაც მხრივ გამოსულიყო მდგომარეობიდან ამიტომ ბლოგის მეშვეობით ცდილობდა , აეღწერა ყველა ის გრძნობა , რაც კლავდა..ყოველი დღე წერდა,წერდა და წერდა...ლილი და ქეთა კი ამ დროს მისგან შორს იყვნენ, არც ის იცოდნენ როგორ იყო...არ უნდოდა ელის რომ გაემხილა მათთვის, თუმცა ბოლოს მაინც გაიგეს.ეწყინათ თუმცა არ შეიმჩნიეს და ცდილობდნენ მასთან დიდი დრო გაეტარებინათ და არ მიეცათ იმის საშუალება, რომ იმავე მდგომარეობას დაბრუნებოდა... *** 17 მაისი. 2024 წელი*** მას შემდგემ კიდევ 4 წელი გავიდა, ამ დროს კი ელი და A ერთად ცხოვრობდნენ.ქეთას და ლილის კი საოცარ ადამიანებს შეხვდნენ , რომლებიც აბედნიერებდნენ მათ.. ისინი ყოველთვის იკრიბებიან ერთ საერთო კოტეჯში , ზღვის პირას და იხსნებენ ძველ დროს, რომელიც მათ არაამქვეყნიურად აძლიერებთ...A და ელი მუდმივად ცდილობდნენ აღედგინათ ის დაკარგული 4 წელი... აი ისინი იმ ადგილას არიან, სადაც პირველად გაიცნეს ერთმანეთი... ციცაბო კლდიდან გაჰყურებდნენ მშვიდ ზღვას და ბედნიერების ცმრელებს ნებას აძლევდნენ ეხეტიალათ, მათ სახეებზე..მშვიდად ჩაყურებდნენ თვალებში ეთმანეთს და ცდილობდნენ , ის რაღაც ეპოვათ , რაც მათ ასე ძალიან უყვარდათ.ეკონომიურად წვიმდა, მათ სახეზე კი არეოდათ წვიმის წვეთები და მლაშე სითხე, რომელშიც არ ერია ის ფერი, რასაც ტკივილი გვიტოვებს...უსმენდნენ ზღვას , წვიმას და თავიანთ გულის ცემას... A-მ გააკეთა ის , რაც 8 წელი გულმოდგინებით ელოდა... მან ‘’თავის გოგოს’’ ცოლობა სთხოვა, ზუსტად იმავე ადგილას , ზუსტად იმავე დროს, როდესაც მათი გზები გადაიკვეთნენ, როდესაც დაიწყო არ არსებბული მონატრებები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.