შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი 2 თვი


19-06-2016, 19:35
ავტორი მარე:)
ნანახია 1 392

უცებ ფანჯარასთან ყვავი დავინახე, ყვავი ადრეც მინახავს, მაგრამ ამ ყვავის დანახვამ რაღაც გრძნობა გამოიწვია ჩემში ეს არც შიში იყო და არც სხვა გრძნობა არ ვიცი რა შეიძლება დაერქვეს რაც დამემართა.
ოთხიდან გამოვედი , კიბეზე ჩავირბინე და სამზარეულოში წყლის დასალევად შევედი. ძალიან ცუდი გრძნობა იყო.. არ ვიცი რა დავარქვა ახლა ვწერ და მახენდება ჩემი სახე მის დანახვაზე. არასდროს მჯეროდა ზებუნებრივი არსებების მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ სხვა რაღა უნდა მეფიქრა. იმ ბავშვებს ვგავდი დედა ბუებით რომ აშინებთ ხოლმე და წესიერ გცევას ასწავლის.
მაგრამ დავფიქრდი და ვიფიქრე რომ ეს მხოლოდ ზედმეტი ფიქრის შედეგად გამოწვეული ჰალუცინაცია იქნებოდა. შუქი ჩავაქრე და ჩემს საწოლში კომფორტულად მოვთავსდი.
გათენდა ... როორც ყველთვის სპორტულებში გამოვეწყე. გადავწყვიტე გამესეინა, ავიღე ყურსასმენები და გზას გავუდექი. ჩემს სახლს რომ შევხედე გარედან ვიფიქრე სად ვცხოვრობ ჩემი კლასელები ჰელოუინს სიამოვნებით გამართავდნენ მეთქი და გამეღიმა.
სირბილით წავედი, მინდოდა მევარჯიშა რადგან დიდი ხანია აღარ მივარჯიშია, იმის შემდეგ რაც ამ სახლში გადმოვედი ფიქრის მეტი არც არაფერი მიკეთებია, ხო და გადავწყვიტე დღეიდან გავმხიარულდები მეთქი. თან იმედი მქონდა რომ რამეს სახლთან ახლოს წავაწყდებოდი. არ ვიცი რატომ მაგრამ სახლი ჩემში შიშს აღვიძებდა.
დავრბოდი და ვფიქრობდი რა ხდებოდა ჩემს თვს ან ის საშინელი ხმა რა იყო, ან ის ყვავი რატომ იჯდა ყოველ საღამოს ჩემს ფანჯარასთან. მაგრამ მაინც ვერაფერს ვხვდებოდი .
სახლში დაბრუნებისას დაღლილმა გადავწყვიტე შხაპი მიმეღო და დამეძინა. სააბაზანოში შევედი და ჯაკუზის ავსებას შევუდექი. სანამ ჯაკუზი ივსებოდა ვფიქრობდი. მოკლედ ძალიან დავიალე ამ უაზრობით მინდოდა სადმე წავსულიყავი შორს და აღარ დავბრუნებულიყავი შინ. შემეძლო ამის გაკეთება მაგრამ ვეღარ შევძელი ჩემი მშობლების გამო.
ადრე მამაზე მქონდა ეჭვი მაგრამ ეს ეჭვი მაშინ გამეფანტა როცა დავინახე მამა სარწყავით ხელში იმ მომენტში როცა სარდაფის კართან ვიდექი საიდანაც ეზოს დიდი ნაწილი ჩანდა კართან მდებარე ფანჯრის საშუალებით. ახლა აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ვერც კლასელებს ველაპარაკები ტელეფონი არ იჭერს და ვერ ვუკავშირდები.
ამ ფიქრებში ჯაკუზიც აივსო და შხაპი მივიღე, ახლა დასაძინებლად ვემზადები.
არ ვიცი ვერ გამიგია რა ადგილია საერთოდ. სირბილის დროს ერთი-ორი ხე შემხვდა და მეტი არაფერი. ხო და გადავწყვიტე ამ სახლზე რაიმე იმფორმაციიის მოძიება.
მამას ვთხოვე ქალაქში წავეყვანე, როდესაცც ინტერნეტ კაფეში მივედით სახლის მისამართი მივუთითე და არაფერი მიჩვენა. ვიფიქრე რადგან ინტერნეტში არაა იმფორმაცია ალბათ წიგნში იქნება მეთქი. მამას ვტხოვე წავეყვანე ბიბლიოთეკაში. მისი სახე უნდა გენახათ ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მერვე საოცრება დაინახა.
-რა იყო მამა, რატომ გაგიკვირდა?
- შვილო არასდროს გიხსენებია წიგნი და ახლა გადაწყვიტე წიგნების კითხვა დაიწყო? მითხრა გაკვირვებულმა.
- კი რა იყო რა გაგიკვირდა? უბრალოდ წიგნი ვნახე ინტერნეტში და დამაინტერესა.
მოვატყუე რადგან არ მინდოდა რამე გაეგოთ, გადავწყვიტე მაშინ მეთქვა როცა მეცოდინებოდა ჩემი ეჭვი მართალი იყო თუ არა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent