ექიმი დეტექტივი 8-9
.............. -ლილი როგორ ხართ? -ქეით? კარგად შენ როგორ ხარ? რამ შეგაწუხა? -გავიგე თქვენი მეგობარი გაუნთავისუფლებიათ... გილოცავთ. ალბათ ახლა მშვიდად ხართ -მადლობ ქეით, ნამდვილად დამამშვიდა ჯეიმსის განთავისუფლებამ, მაგრამ ვიღაც უილის დაკავება შენ არ გაეჭვებს? -სიმართლე გითხრათ თავიდან მეც გამიკვირდა, თუმცა შემდეგ ეჭვები გამიქრა, მე ხომ კევინის სამეგობროდან პიტერის მეტს არავის ვიცნობდი, ალბათ უთანხმოება უილს და კევინს მოუვიდათ და მერე თქვენც იცით რაც მოხდა -არ ვიცი ქეით რა ვიფიქრო, შენ როგორც ჩანს ადვილად გადაიტანე კევინის დაკარგვა არა? დამშვიდებული მეჩვენები... -ახლაც მიჭირს ყველაფრის გაცნობიერება... ხანდახან ისევ ცოცხალი მგონია კევინი. თუმცა ადრეც გითხარით საოცარი სიყვარულის ისტორია სულაც არ გვქონია მე და კევინს. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვწონდა, უბრალოდ ნარკოტიკები გვიქმნიდა დისკომპორტს, რა საკვირველია გული მწყდება და მენატრება... -კარგი ქეით ნუ მიხსნი, ყველაფერი გასაგებია, ახლა სამსახურში ვარ და აუცილებლად შეგხვდები თუ გინდა ამ დღეებში და ვისაუბროთ კევინის მკვლელობაზე თუ რამე გაინტერესებს -არა ლილი, მთავარია მკვლელი ისჯება და მიხარია, რომ თქვენც შეეშვით ამ საქმეს... ნახვამდის. .... ზუსტად იცი, შენ ზედმეტი ხარ, არაფერი გესაქმება და არ უნდა ჩაერიო, თუმცა შიგნით რაღაც, ინტერესია თუ ბედისწერა უარყოფითისკენ გიზიდავს და ღმერთმა უწყის საბოლოო წერტილამდე როდის მიაღწევ. ......... ისევ ზარია კარზე, დარწმუნებული ვარ დემეტრეა. ემა დილიდან საბუთებს ჩაკირკიტებს და კაბინეტში ზის, რატომღაც დღეს კომპანიაში არ წავიდა... ერნარდი კი დილითაც არ მინახავს... ნამდვილად არ შევმცდარვარ, ისევ დემეტრეა მაკვირვებს მისი წარმატება და თვითონაც რაღაც ემოციებს იწვევს ჩემში, ეს კი საშინლად არ მომწონს -ლილი, ლილი... რატომ არ ხარ მეორე სამსახურში? -უკაცრავად? -ჩემთან მაიც რაში გჭირდება თამაში? -სიმართლე გითხრათ საერთოდ ვერ ვიგებ რა გინდათ - ვერ იგებ კი არა, უბრალოდ დაიბენი, არ იცი შენზე ინფორმაცია საიდან და რატომ მოვიძიე. იცი რა, დღეს შვიდზე გამოგივლი და აგიხსნი ყველაფერს -კი მაგრამ.... -რენდალებმა არც არაფერი იციან ნუ ღელავ და საერთოდ მათზე ლაპარაკს არც ვაპირებ - კარგით ხო, მეც მაქვს რაღაც კითხვები. ახლა კი ემასთან მიბრძანდით ნუ ალოდინებთ. .... -პიტერ დემეტრეზე რამე ხომ არ გაგირკვევია? -მეტი არაფერი რამე მოხდა? -ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, დღეს შვიდ საათზე უნდა შევხვდე -დახმარება გინდა? -არა, ჩემს მოკვლას არ აპირებს, უბრალოდ დაველაპარაკები, იქნებ ისიც გავარკვიო კომპანიაში პრობლემები აქვთ თუ არა ... დღე ჩვეულებრივად გაგრძელდა, რადგანაც შაბათი იყო ხუთ საათამდე ვმუშაობდი რენდალებთან. ზამთრის სუსხი იყო, უჩვეულოდ აფორიაქებული ვიყავი. ნეტავ როდის უნდა მოვრჩე ამ მასკარადს? ნამდვილად სისულელეა ყოველი ჩემი ქმედება, რის მიღწევას ვცდილობ თავადაც არ ვიცი.... ჩანთაში დიდი ხნის ქექვის შემდეგ გასაღები ვიპვე და კარს მოვარგე, თუმცა ღია დამხვდა, ერთიანად ამიტანა შიშმა მაგრამ მაინც შევაღე კარები. ავეჯი აყირავებული იყო, ჭურჭელი დამსხვრეული, უჯრები გადმოყრილი და გადაქექილი, საშინელება იყო ასეთ დღეში ჩაგდებული სახლის დანახვა, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ არც ძვირფასეულობა და ჩემი დანაზოგი არ იყო წაღებული, სასწრაფოდ პოლიციაში დავრეკე, შემდეგ კი პიტერს შევატყობინე ჩემს ბინაში მოდითქო. უბრალოდ შოკში ვიყავი, ვხვდებოდი რომ შევტოპე და უკან ვერ დავიხევდი, თუმცა უკან დახევაც არ მინდოდა. დამამშვიდებელი ტაბლეტები ერთიანად გადავუშვი ყელში უწყლოდ და აბაზანაში შევედი თავის ცოტა მოსაფხიზლებლად, თუმცა მთელ სარკეზე წითელი პომადით ეწერა, რომ ,, სულ ცოტაც და მოკვდები“. ყველაზე მეტად რაც მეზიზღებოდა ის დაიწყო, ლენტებით შემოსაზღვრული ადგილები, გადაღებილი კარებები, თაროები, უჯრები და ყველა ნივთი რასაც შეეხნენ. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ანაბეჭდი არსად იქნებოდა, ეცოდინებოდათ რომ აღარ მოვითმენდი და პოლიციაში დავრეკავდი. თითქმის ორი საათია პოლიციელები სახლს ათვალიერებენ და პიტერიც ჩემთან არის, მარწმუნებს რომ თუ რენდალებთან მუშაობას არ შევეშვები მკვლელის შემდეგი ნაბიჯი ჩემი დაჭრის ან მკვლელობის მცდელობა იქნება. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უილი პაიკია. ნამდვილი მკვლელი კი ძალიან ახლოა და ჩემი მოშორება აქვს განზრახული -ლილი აქ რა მოხდა? დემეტრე ისე შემოდის ბინაში აზრზე მოსვლას ვერ ვახერხებ, წამით გონება მებინდება და მთელი ძალით ვაწნი სილას სახეში, - შენ იცოდი არა? -ეს ..... ეს რა იყო? ან რა ვიცოდი ლილი კარგად ხარ? -პიტერ აქაურობას შენ მიხედე გთხოვ, მე საქმე მაქვს -კარგი, თუ რამე ხომ იცი ლილი.... -ვიცი, ვიცი.... ... -ხომ გინდოდა ყველაფრის გარკვევა დემეტრე? ხოდა წავიდეთ აშკარაა რომ ორივე ერთმანეთის თვალის ახვევას ვცდილობთ -მე არაფერს არ ვცდილობ ლილი და იცოდე მეორედ აღარ გაბედო ეს!!! ....... უბრალო მყუდრო კაფეში დავხედით და ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. გავაცნობირე რამდენად სულელურად მოვიქეცი და საშინლად შემრცხვა. რა შუაში იყო დემეტრე ჩემი ბინის აოხრებასთან და მუქარებთან? - არც არაფერში... უბრალოდ სულელი ვარ. იმდენად მაღიზიანებს რომ მიზეზს ვეძებ ენერგიის დასაცლელად... -ბოდიში, ვაღიარებ რომ სულელურად გამომივიდა, მაგრამ... -მაგრამ არ იცოდი რა გექნა და გონება დაგებინდა ხო? -ხო -პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ მეორედ მსგავს გამოხტომას არ გაპატიებ და მართლა გავლენიანი მეგობრები მეც მყავს და მეც შემიძლია თავისუფლად მოვიპოვო იმის დოსიე ვისიც მაინტერესებს, ხომ გაიგე ლილი? -კარგი ესეიგი შენ ისიც იცი რომ შენზე ინფორმაციას ვეძედი? -დიახ -კი მაგრამ საიდან და რატომ? -მაგაზე შემდეგ განვაგრძოთ, ჯერ შენ მითხარი ქართველი ქირურგი გოგონა, რენდალებთან მოსამსახურედ რატომ მუშაობ? -მოიცა შენ მხოლოდ ეგ გაინტერესებს? თითქოს გულზე მომეშვა იმის გაფიქრებაზე რომ ჩემი ახირების და რენდალებთან მუშაობის მიზეზეი არ იცოდა -არა ისიც მაინტერესებს დღეს შენი ბინა ასეთ დღეში ვინ ჩააგდო და საერთოდ რა შარში ხარ -მე არ მესმის შენ რატომ ხარ ამ ფაქტებით ასე დაინტერესებული -იმიტომ რომ აშკარად ვგრძნობ შენს ინტერეს ჩემდამი -რა სისულელეა -პირადული არაფერი ხომ? -დიახ, უბრალოდ საქმესთან დაკავშირებით მაინტერესებდა შენი ვინაობა, თან გამიკვირდა ქართეველი ბიჭის ასეთი წარმატება, ემას კომპანიასთან პარტნიორობა და ასეთი ახლო ურთიერთობა რენდალების ოჯახთან, ეჭვებს მიქმიდა და მიქმნის -მე კი შენი დანახვა გამიკვირდა პირველ დღეს რენდალებთან... -მაგას ისე ამბობ გეგონება მანამდე მიცნობდი -გიცნობდი.... რამდენიმე დღე ვერ მოვახერხებ მომდევნო თავების დადებას, ფინალურების გამო... ძალიან გამიხარდება თუ მეტყვით რას ფიქრობთ და თქვენი აზრით როგორ განვითარდება მოვლენები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.