შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარსელიოზა


19-06-2016, 23:18
ავტორი liiilith.
ნანახია 1 541

სიგარა ბალახის სურნელით, წვიმაში დამბალი ხის ქერქის გემოთი...
ვერცხლისფერ კოლოფში ჩავდე, ვერცხლისფერი კოლოფი - თვალსაჩინო ადგილას
თხელი და ჭრელი ნაჭრის კაბები. საზაფხულო შლიაპმბრერო, ახალთახალი საცვლები...
რამდენიმე წიგნი და მტვრიანი, ძველი დროიდან ახლად გამოყოლილი, ჩემი კანის სურნელისფერი "პარფიუმი",

ჩემოდნის ელვა და მისი ზუზუნი, მარჯვნიდან მარცხნივ.
სახელურის ტკაცუნი.
წითელი ყუთი გარეთ გავახრიალე.
ისე წავედი, არავისთვის მითქვამს.

***
პარიზიდან 30 კილომეტრში , სენას დეპარტამენტში
მდებარეობს პატარა, ლამაზი, ფრანგული სოფელი - ლევილ-სიურ-
ორჟი
ანუ ლევილი.
ახლომდებარე დასახლებებიდან დიდად არაფრით განსხვავებული, ქართველთათვის ისტორიული მნიშვნელობის საკმაოდ თვალსაჩინო დეტალებს თუ არ ჩავთვლით.
წლებია საუკეთესო მეგობარი აქეთ გამოვამგზავრე.
ის მეგობარი, ბარბარისის კაკლებს რომ ვიგროვებდით მუჭაში, ვისხედით, ვტკბებოდით.
მისი რბილი, თეთრი ხელებით, მოწითალო ლოყებით და შუბლზე ჩამოყრილი კულულებით მახსოვს მარია.
იჭებს რომ მოსწონდათ, კანფეტებს და სუნამოებს, დედისთვის მოპარულ ბეჭდებს რომ ჩუქნიდნენ , მერე რომ მიყოფდა, მთხოვნიდა, ის მარია.
ახლა მკრდსავსე, ლოყებჩავარდნილი, თმებშეღებილი და მარტოხელაა. პარიზის კლინიკაში მუშაობს, ორთოპედად.

-არც კი მჯერა! წამოიკივლა გახარებულმა.
გავუღიმე, ფართოდ გაშლილ მკლავებში ჩავიხუტე ძველი მეგობრობა.

მთელი ღამე სასაუბროდ ორი ჭიქა ყავა და კოლოფი ფრანგული ტკბილეული გვეყო.
შოკოლადის კონიაკი...
ჰო, ეს გაშინაურების მერე.

ფარვანასავით გაფერმკრთალებულხარო.
კაბარეს კახპასავით მოგხდომია შავი თმები მეთქი.
ისე ჩაიკისკისა , თრთოლვამ აიტანა მისი სავსე მკლავები. სლოკინი აუტყდა, უცნაურად დაეპრანჭა კონიაკში ჩაბუჟბუჟებული სახე.
-აქ რამ მოგიყვანა?
-ეგზისტენციალურმა კრიზისმა.
-აღარ წერ?
-არც ვცდილობ.
-იქნებ აქაურობამ გაგიღვიძოს მუზა.
-მკვდრის მე მხოლოდ აღდგომა გამიგია...
-ეჰ, ეჰ...
სლოკინიც ვაი-ვიშის წარმომავლობის შორისდებულს ჰგავდა. ან პირიქით.
გამეღიმა.
-უი, რა გითხრა! ხელი ხელს წამოკრა. წამოგორდა დივანზე. ათქვირებული მკერდი ლამაზად ამოებურცა. ყოველთვის უბოროტოდ მშურდა მისი ფორმების.
-ნიკო მუშაობს ჩემთან, მთავარი ნეიროქირურგია.
თვალები ავაფახულე, რამდენიმე ტკბილი ყლუპი დამჭირდა იმის მისახვედრად, ვიზე იყო საუბარი.

მერე რაღაცამ გამათბო. თბილი აკლოჰოლის დინებამ. ან მოგონებების. ყელში მომაწვა , გამეცინა. ისეთი იყო ეს სიცილი, რომლის უკანაც ყოველთვის დგება სინანულს და ტკივილის ჩრდილი.

***
ნიკოს ვუყვარდი.
მთელი ბავშვობა... მოწიფულობა, ახალგაზრდობა.
ვუყვარდი სკოლის დაწყების პირველ დღეს,
დამთავრების დღესაც.
უნივერსიტეტის დაწყებისას, ბაკალავრის ბოლოს.
ვუყვარდი აეროპორტშიც, მაგისტრატურის დაწყებისთვის გამზადებულს, პარიზისკენ მიმავალს.

არც მე ვიყავი გულგრილი, ეს დასკვნა წლების შემდეგ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენია.
სხვას რომ ეკითხა,
"გულის იმ სიღრმემდე არასდროს მიმიშვია, რომლის ძირებში ჩაზრდილი გრძნობა, ჩაზრდილ ფრჩხილსავით გვაწუხებს ზოგჯერ. ოღონდ ისიც, განშორების და წლების მერე."

თუ ნიკო მახსოვს, მუდამ ჩემ გვერდით. ყველაფერში მეხმარობოდა, უანგაროდ, ჩუმად.
მიმაჩვია , შემაგუა. არ დავაფასე.
მერე დედა გარდამეცვალა, წლების წინ გადაკარგული მამა, დაკრძალვაზე ვნახე პირველად. ეს ის პირველია, ბოლოს რომ ჰგავს. იქვე, გულში გადავწყვიტე რომ არ მჭირდებოდა სიყვარული...
გადავწყვიტე და შევიცვალე.
უცნაურად შემზიზღდა ყველა, ვისაც ვუყვარდი. ნამდვილი არა, გამოგონილი ზიზღით.
ასეც ვუთხარი, " ვერ გიტან" მეთქი და... ავქვითინდი. მერე ცრემლების შემრცხვა, ხელი ვკარი და გავიქეცი.
მაინც ჩემ გვერდით იყო, მფარველ ანგელოზსავით, რომელსაც ურწმუნომ ზურგი აქცია.

ბანკეტის დღეს დავთვერი, მის თვალწინ ვაკოცე იკას და მერე... გავყევი სახლში.
არაფერი მომხდარა.
მე გულს მირევდა, მას კი მსგავსი ჭორის გავრცელება უფრო ესიამოვნებოდა, ვიდრე "გამოუცდელი გოგოს შეცდენა".
რომ ჩაიძინა, თხელი გეტრები ამოვიცვი, ქუსლები ხელში დავიჭირე და სახლისკენ ფეხით წამოვედი.
ჩემს კი არა, მის სახლთან მივედი. მაკიაჟჩამოთხვრილი, გაწეწილი და უბედური.
უსიტყვოდ შემიშვა, სააბაზანოც დამითმო და ოთახიც...

ძილის წინ მოვიდა, სასთუმალთან დამიჯდა. დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში.
-შენ და ის... მასთან...
თავი დავუქნიე. არაფერი უთქვამს, მაინც გავიგონე როგორ ჩაუწყდა ხმა.
რომ გავიდა , თვალები დავხუჭე და მოვიტყუე, რომ ჩამეძინა.
ღამე მისი შემოსვლა ვიგრძენი, მისი კართან დაყურებული, მერე შიშით მოახლოვებული სხეული. ხელისგულები დამიბუჟდა, ამიჩქარდა გული. მაინც დავძლიე, სხეული ისე მოვადუნე, თითქოს ყველა კუნთი ერთბაშად დაწყდა.
შუბლზე ჩამოყრილი თმები, აკანკალებული თითებით გადამიწია.
ლოყაზე მომეფერა თითისგულებით და... ატირდა.
***
-იმდენი თავმოყვარეობა უნდა გქონდეს, რომ ამის მერე შემიძულო. ჩამომშორდე... ვუთხარი მეორე დილას. წასვლის წინ. კარების ზღურბლს მოუეყუდა, ჩემკენ გადმოიწია. მშვიდი სახე და დათვლილი სუნთქვა მომიახლოვა
-დაიტანჯები, გეტკინება.
-სასაცილოა...
-დაგაკლდები სი
-ვერ მაპატიებ.
უცნაურად მოექცა სახე. თავი დახარა
-მე რომ წავალ... გამაცილე. კარგი?
აღარაფერი მითქვამს, გამოვბრუნდი.

5 წელიწადში წავიდა...
მაგისტრატურის დაწყებისთვის გამზადებული, პარიზისკენ მიმავალი მახსოვს ბოლოს. აეროპორტში, წითელი ჩემოდნით. მეგობრები აცილებდნენ, საერთო, საკუთარი...
მე ჩემთვის, ჩუმად მოსული, ხალხის ზურგებს ამოფარებული , მოშორებით ვიდექი,
არ მინდოდა დავენახე.
გული მიცემდა ჩქარა, ტუჩებს ვიჭამდი...
არა, მინდოდა დავენახე...
ჩემ მხარეს რომ გამოიხედა, მეგონა გავქვავდი. უცნაური იყო ერთმანეთისკენ მიმართული ეს ბოლო მზერა.
მისმა სახემ არა, სხეულმა ამისხლიტა... პირველად , გულგრულად.
კანკალით გადავდგი ნაბიჯები.
უხმოდ დამიკრა თავი, ცივად მომეხუტა.
უსიტყვობა ვერ გადავლახე.
მანაც უხმოდ, ისე უარმყო, თითქოს მთელი ცხოვრება ამას ელოდა.

მეტკინა. მერე დამაკლდა. მერე... დავიტანჯე.
გავიდა დრო და დავიჯერე, რომ წასვლის წინ, სწრაფი, ყველასგან შეუმჩნეველი მოძრაობით ნაჩურჩულები
"-ხომ გეუბნებოდი, სი..." და
მისი გაქრობა, იყო ერთადერთი, რეალური რამ ჩვენს ისტორიაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent