ქაოსი. #25
ერთ-ერთ ქუჩაზე რომ გადავუხვიე, რაღაც ბარს მოვკარი თვალი. ღია ცის ქვეშ ელაგა მაგიდები და სკამები, განათებაც უცნაურად და ლამაზად იყო გაკეთებული, შუაში კი ბარის მაგიდა და ალკოჰოლით სავსე დახლები იდგა. რომ მივუახლოვდი, გემოვნებიანი ელექტრონული მუსიკა ჟღერდა.. Kollektiv Turmstrasse_ეს ეს ტრეკი სულს მიფორიაქებდა ყოველთვის. ბარს ”Wonderland” ერქვა. მომეწონა, მანქანა გავაჩერე და შევედი. ერთ-ერთი თავისუფალი მაგიდა დავიკავე და სასიამოვნო გარეგნობის ქერა მიმტანთან ლუდი შევუკვეთე. თვალი მოვავლე იქაურობას, უცნაური და საინტერესო ხალხით იყო სავსე. მიმტანმა ლუდი მომიტანა და მალევე ვიღაც გოგო დამიჯდა წინ. -მიაუ.. -ამოიკნავლა კატასავით და გამიღიმა. თავზეც კატის ყურები ეკეთა. მეც საპასუხოდ გავუღიმე. -აქ პირველად გხედავ. -მითხრა იტალიურად. -ხო, ამ წამს აღმოვაჩინე ეს ადგილი. -ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე. -შეიძლება? -სიგარეტზე მიმითითა. -კი. -გავუღიმე და კოლოფი მისკენ გავაცურე. -მომწონს შენი ვარცხნილობა. -სიგარეტს მოუკიდა, თვალს არ მაშორებდა. -დღეს შევიცვალე, ჩემით. -გამეცინა და ჩემი თავი წარმოვიდგინე სხვისი თვალით. -უცნაური ხარ. -შენსავით უცნაური არა. -მეც არ ვაშორებდი თვალს. -ნიკოლი. -გამეცნო და ჩემ გვერდით სკამზე გადმოჯდა. -კირა. -მოწევ? -გაიყნოსავ? -სასიამოვნოა შენი გაცნობა. -მითხრა და ორივეს გაგვეცინა. -წამოდი ჯადოსნურ ოთახში წაგიყვან. -ხელი ჩამკიდა და წამომაყენა. ბარის უკან კარი იყო, შევედით. მისტიურ ადგილს გავდა, პატარა აგურებით ნაშენები კედლები იყო, სიძველის სული ტრიალებდა. მთელი ოთახი კვამლში იყო, მოსაწევის სუნი მიღუტუნებდა ცხვირთან. ოთახში დაახლოებით 5 ბიჭი და 1 გოგო იდგა. -გაიცანით, ოჯახის ახალი წევრი კირა. -გამაცნო ხალხს და მათ შევუერთდით. ეწეოდნენ. -მე ენი. -გამიღიმა გოგონამ. ყველანი თბილად და მხიარულად შემხვდნენ. -მოწევ? -მკითხა დრედებიანმა ტიპმა. -მე უკეთესი შემოთავაზება მაქვს. -გავუღიმე და ამფეტამინის და ემდიემესი პაკეტები დავაგდე მაგიდაზე. -უუუუ... -გაისმა ყველას სიხარულის წამოწახილი. -ერთმანეთში გავურიოთ და ისე გავიყნოსოთ. -ვთქვი მე. -და მერე დალისთან წავიდეთ, დახურული ივენთი აქვს. -ხელები შემოარტყა ერთმანეთის ნიკოლიმ და დრაგების ერთმანეთში არევა დაიწყო. -დალი? -ვიკითხე მე. -ხო, ჩვენი მეგობარია. ერთი პერიოდი სალვადორ დალისნაირი ულვაშებით მოძრაობდა და შერჩა ეგ სახელი, თვითონაც ხატავს. -ამიხსნა ჰიპივით ჩაცმულმა ტიპმა, საპასუხოდ გავუღიმე. რამოდენიმე ხაზი გავაკეთეთ მაგიდაზე და ყველამ სათითაოდ გავიყნოსეთ, კიდევ ერთ წრეზე წავედით და ბოლოს ღიმილიანი სახეებით გადავხედეთ ერთმანეთს. -წავედით? -იკითხა თეთრმაისურიანმა. ლამაზი თვალები ჰქონდა და წარბთან შრამიც ძალიან უხდებოდა. -მოვწიოთ ცოტა და წავიდეთ. -თქვა ერთ-ერთმა.შავი ბეტმენის ზედა ეცვა, ძალიან სასაცილო ტიპი ჩანდა. მოსაწევს გაუკიდა და პირველი მე მომაწოდა. -მე ბიგის მეძახიან. -გამეცნო, გავუღიმე და ჰაშიშს ნაპასი დავარტყი. -Biggie Biggie Biggie can't you see Sometimes your words just hypnotize me.. -წავუმღერე და კვამლი ამოვუშვი ფილტვებიდან. როგორც შემდეგ გავიგე დრედებიანს მიკი ერქვა, შრამიანს იო, ჰიპის მობი, ხოლო დანარჩენ ორს ნიკე და ვილი. თუ არ ვცდები ნიკე გეია, ვილს კი ვაკვირდებოდი და ძალიან სტანდარტული ტიპი იყო, აშკარად არ ჯდებოდა ამათ ფორმატში და ვერ მივხვდი რა შუაში იყო. საერთოდ ყველანი ძალიან მეგობრული და მარტივი ტიპები ჩანდნენ.. მგონი სწორ დროს, სწორ ადგილას მოვხვდი. გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით. ჩემთან ნიკოლი, მიკი, ბიგი და იო ჩასხდნენ, ენი, მობი და ნიკე კი ვილის მანქანაში. მიუხედავად გაზაფხულისა, გათბობა ჩავრთე.. სითბოში უფრო დამიარა ნარკოტიკმა მთელს სხეულში და ცივმა ოფლმა დამასხა. მივხვდი, რომ დანარჩენებსაც მოეწონათ.. ნიკოლიმ მუსიკა ჩართო. ”მე ვსუნთქავდი შენს გამოგზავნილ ფიქრებს, რომლებსაც ატანდი ნაფასებს ჩემთან. ოდესმე სამყარო გახდება ისეთი, როგორსაც ვხედავთ როცა ვეწევით ერთად..” -რა ენაზე მღერის? -მკითხა გაოცებულმა. -ქართულად. -კარგი მელოდიაა.. -ნასიამოვნებმა დახუჭა თვალები და მანქანის სავარძელს კომფორტულად მიეყრდნო. -გადამითარგმნი? -სხვა დროს.. -გავუღიმე და გზას გავხედე. ვილის მანქანას მივყვებოდი უკან. -რა ქვია ვინც მღერის? -ერეკლე დეისაძე. -შენც ქართველი ხარ? -მკითხა ბიგიმ, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -კარგად ლაპარაკობ იტალიურად. -აღნიშნა იომ. -მეოთხე წელია აქ ვცხოვრობ.. -სევდიანად გავუღიმე სივრცეს და ნიკაკოი_ს ჰანგებში ჩავიკარგეთ ყველანი. ასე კარგად დიდი ხანია თავი არ მიგრძვნია.. ყველა ტკივილს ვაიგნორებდი ნარკოტიკების საშუალებით და ახალი ნაცნობებიც საკმაოდ ხელს მიწყობდნენ ყველაფერში. -ესეც ის ტიპი იყო? მაპატიე ვერ ვიმეორებ სახელს. -მკითხა ნიკოლიმ. -არა, ეს ნიკა მაჩაიძე იყო, ნიკაკოი. -გამეცინა მე. -ნიჭიერები ყოფილხართ ქართველები. -მითხრა და სიგარეტს მოუკიდა, მესიამოვნა კომპლიმენტი და გავუღიმე. დათქმულ ლოკაციაზე მივედით, ტელეფონი გამოვრთე და დავტოვე. საბარგულიდან კიდევ ამოვიღე დრაგის რაღაც ნაწილი და სადარბაზოში შევედით. ბოლო სართულზე მთელი სართული დალის იყო, სასიამოვნო ელექტრონული მუსიკა გამოდიოდა სახლიდან, სამწუხაროდ შემსრულებელი ვერ ვიცანი. კარი ღია იყო და ყველანი შევედით, დალი დიდი სიხარულით შეგვხვდა. სახლში სულ მაქსიმუმ 15 კაცი იქნებოდა და ჩვენ.. სპიდი და ცოტა ამფეტამინი დავამატეთ და ყველანი გავიფანტეთ. ზოგი სად ცეკვავდა, ზოგი სად.. თვალები დავხუჭე და ერთიანად ჩავიძირე მუსიკაში.. ბითებს მივყვებოდი სადღაც არაამქვეყნიურ სამყაროში, მთლიანად დამიპყრეს და დამიმონეს. ისე ვმოძრაობდი, როგირც მუსიკა მიბრძანებდა, მეც ყველანაირად ვემორჩილებოდი და მინდოდა ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელებულიყო... დედამიწაზე ნიკოლიმ დამაბრუნა, ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ისე. -აჰა, ლუდი გამომართვი. -ბოთლი გამომიწოდა. -მადლობა. -გავუღიმე და სიგარეტის კოლოფი ამოვიღე ჯიბიდან, ერთი ღერი გოგონას მივეცი, მეორე კი ჩემთვის ამოვიღე. -მოსაწევს არ დაამატებ? -ცოტახანში. ნიკოლი გვერდით მომიდგა და გვერდი-გვერდ განვაგრძწთ ცეკვა.. საოცარი საღამო იყო, დაუვიწყარი.. ულევი ეიფორია, დიდი ხნის ნანატრი ბედნიერების ჰორმონები, სიმსუბუქე და თავისუფლება. მენატრებოდა ეს შეგრძნებები და ძალიან ჰეფფი ადამიანი ვიყავი იმ მომენტში. გათენდა... ნაწილი დივანზე ვისხედით, ნაწილი ძირს და მოსაწევს ვეწეოდით. გაღიმებული სახეებით ვუყურებდით ერთმანეთს და საინტერესო თემებზე ვლაპარაკობდით.. მოგზაურობაზე, მწერლობაზე, მხატვრობაზე, მუსიკაზე. საოცრად განათლებულები იყვნენ და ჩემს გაკვირვებას არც ერთი წამით არ წყვეტდნენ. უცებ საქართველო გამახსენდა, მასა ასეთ ხალხს ვერ იღებს. პირსინგების, ტატუების, განსხვავებული ჩაცმულობის, ვარცხნილობის და აზროვნების გამო გარყვნილებს ეძახიან. მერე რა რომ ნარკოტილების მომხმარებლები არიამ? თავისთვის არიან, არავის არაფერს არც აძალებენ, არც უშავებენ. ჩემი აზრით, ადამიანი იმიჯით კი არა, ჭკუით და გულით უნდა შეაფასო. ასე გავაგრძელეთ კიდევ ორი დღე.. არც ერთი წამით გვიძინია. ვსვამდით ლუდებს, ვეწეოდით, დრაგებს ვიღებდით, მუსიკას ვუსენდით, ვცეკვავდით ან ვლაპარაკობდით. მესამე დილას გადავწყვიტეთ, რომ გამოსაძინებლად დავშლილიყავით და მეორე დღეს ისევ ”Wonderland”ში შევკრებილიყავით. რეალურად გაგრძელებისთვის აღარც დრაგი გვქონდა და აღარც ძალა.. ნიკოლი მე გამომყვა, მანქანაში ჩავსხედით და მისი სახლისლენ დავიძარით. -მიყვარს მზე.. -მითხრა ცოტახნიანი დუმილის შემდეგ. -მე სიბნელე მირჩევნია. -სიბნელეც კარგია, მაგრამ მზის სხივები სიცოცხლის ნიშანია. იდეალური ღამის შემდეგ ნათელი სხივები რომ მოგეფინება სახეზე, კიდევ უფრო ჰეფფი ხარ და იდეალურ ღამეს იდეალური დღით ცვლი. -მიხსნიდა ის.. არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ გავუღიმე. -შენ ძალიან სევდიანი თვალები გაქვს. მომიყვები? -ალბათ ოდესმე მოგიყვები.. -მზის სხივები გაკლია ცხოვრებაში. -მითხრა დარწმუნებით და სიგარეტს მოუკიდა. მე ისევ არაფერი ვუპასუხე, თემის შესაცვლელად ეკო დეისაძის რამოდენიმე სიმღერა ჩავურთე და გადავუთარგმნე. -რა მაგარი სიტყვებია.. საოცრება პირდაპირ. -წამოიძახა აღფრთოვანებულმა. -გენიოსია? -ღმერთია. დარჩენილი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ. ნიკოლი რომ დავტოვე, სახლში წავედი. ოთახში რომ შევედი, ემა მალევე შემომიხტა გაცოფებული. -ნორმალური ხარ? სად იყავი 3 დღე? ყველა კლუბი და ბარი მოვიარე. ბარიგებთანაც ჩამოვრეკე, ნაჯამ მითხრა რომ მასთან შეგივლია. გული გამისკდა, რა არ ვიფიქრე! ბოლოს ლამის გარეუბნებში დაგიწყე ძებნა, სადღაც ქუჩაში უპატრონოდ მიგდებული მეგონე. -მომაყარა ამოუსუნთქავად. -ემა, ნუ წიკვინებ გეხვეწები თავი მისკდება. -თავზე ხელი მივიჭირე და სახე დავმანჭე. -რას გეუბნები და რას მპასუხობ! -მეგობრებთან ერთად ვიყავი დახურულ ივენთზე. -ვუთხარი უდარდელად.. კიდევ ნარკოტილების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, ახლა აზროვნების თავიც არ მქონდა, ჩხუბის, კამათის და რაღაცეების ახსნების მითუმეტეს. -ლაშა რომ გიყურებდეს, შენი აზრით, მოეწონებოდი? -მითხრა მოულოდნელად. თვალი გამიშტერდა და უემოციოდ ვუყურებდი. -რომ მიყურებდეს? -ირონიულად ჩამეცინა. -რომ მიყურებდეს ასე არც ვიქნებოდი.. მაგრამ არ მიყურებს, ვერ მიყურებს! -კირა, მომისმინე.. -ტონი დაულბა ემას. -ასე არ შეიძ.. -ემა, ძალიან მეძინება. -გავაწყვეტინე წინადადება. -გთხოვ, მარტო დამტოვე. ემა უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, საწოლისკენ შევბრუნდი და.. არა აქ ვეღარ დავიძინებ.. ამ ოთახში საერთოდ რა მინდა ლაშას გარეშე? დავბრუნდი სახლში და ტკივილიც დაბრუნდა.. გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი. ჩემს ძველ ოთახში გავედი და საწოლზე წამოვწექი. მოსაწევი ამოვიღე ჯიბიდან, რამოდენიმე ღრმა ნაპასი დავარტყი, რომ ტკბილად დამძინებოდა, თავი ბალიშზე დავდე და გავითიშე. 28 საათი მეძინა.. საშიმლად უხასიათოდ გავიღვიძე. შინაგანად უარყოფითი ემოციები მჭამდნენ.. ავდექი და წყალი გადავივლე. შხაპის ქვეშ ერთ საათზე მეტი ვიდექი, მაგრამ არ მიშველა. მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი.. ცოტა უნდა ვჭამო, თორემ ეგრეც არ შეიძლება. ამ კედლებს ჭკუიდან გადავყავარ, საერთოდ ეს სახლი მაღიზიანებს. ყველაფერი ლაშას მახსენებს... -მერი, საჭმელი რა გვაქვს? -ვიკითხე და სამზარეულოს დახლზე შემოვჯექი. -ამ წამს გავაკეთე სპაგეტი, გნებავთ? -ხორცი ხომ არ აქვს? -რა თქმა უნდა, არა. -მითხრა მერიმ და გამიღიმა. -კარგი ცოტას შევჭამ, აქ მომაწოდე. მერიმ სპაგეტიანი თეფში მომაწოდა და სამზარეულოდან გავიდა. ტელეფონი ჩავრთე.. ლისას და ნინას უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა, ემაზე და ებბიზე ხომ არაფერს ვამბობ საერთოდ. რაღაც უცხო ნომრიდან სმს_იც მოსულა, საქართველოს ნომერია.. -აქ ხარ? გეძებდი. -ემა შემოვიდა სამზარეულოში. -ხო საჭმელად ჩამოვედი, არ გინდა? -არა, მე უკვე ვისადილე. კირა, შენთან ლაპარაკი მინდა. -გისმენ. -ვუთხარი და მაკარონი პირით შევისრუტე. -უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებ? -არა. -რატომ?! -ემა, როლები აგერია. მე ვარ შენი დედინაცვალი. -ირონიულად ვუთხარი და დახლიდან ჩამოვხტი. -რამე დაგიშავე? რატომ მელაპარაკები ეგრე? -მაღიზიანებ.. არ მინდა ეგ შენი მზრუნველობა. როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ! -ვუთხარი უხეშად და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე. -კირა, ”მე და შენ სულ ერთად”; ”მე და შენ ტკივილის გადატანა მხოლოდ ერთად შეგვიძლია” სად წავიდა ის კირა ვინც ამ სიტყვებს მეუბნებოდა? მენატრები.. რატომ მკრავ ხელს? რამე დაგიშავე? წამით შევდექი, ზურგით ვიდექი.. ცრემლები მომაწვა, მინდოდა შევტრიალებულიყავი და მოვხვეოდი, მაგრამ თავი შევიკავე. არაფერი ვუთხარი, არც გავბრუნებულვარ, გზა გავაგრძელე და ოთახში ავედი. საწოლზე წამოვწექი და სმს გავხსენი, რომლის ნახვაც ემას გამო ვერ მოვახერხე. ”აუცილებლად უნდა გნახო. გიო” |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.