სახლი 4 თავი თავდაჯერება
მინდოდა ეს ყველაფერი მალე დამესრულებინა და ჩვეულებრივ გამეგრძელებინა ცხოვრება მაგრამ თავს არ მანებებდა ფიქრი სხვადასხვა არსებებზე რომლებსაც არ იყო გამორიცხული ჩემთან ერთად ჩემს სახლში ეცხოვრათ. ამ ფიქრებით გადიოდა დღეები და მე ვრწმუნდებოდი რომ ეს ჩვეულებრივი სახლი ნამდვილად არ იყო. ერთ მშვიდ საღამოს წიგნს ვკითხულობდი ჩემს ოთახში, და უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა , იმდენად ძლიერი რომ ხეები ლამის ფესვიანად ამოეგლიჯა. უეცრად ფაჯარა გაიღო, საშინელმა შიშმა ამიტანა და ამაკანკალა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ფანჯრის დახურვა ვცადე მაგრამ უშედეგოდ. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ფანჯარას მით უფრო იმატებდა ქარიც, ფარდები კი ფრიალებდნენ შუქის ანთებას ვეცადე მაგრამ ნათურა მოხსნილი იყო. არადა მახსოვს რომ მე არ მომიხსნია და ამამ სულ დამაბნია, მაგრამ დაბნეულობას ვინ ჩიოდა ოღნდაც ფანჯარა დამეხურა და ამის მეტი ახლა საფიქრალი არ მაფიქრებდა. ქარი კი უფროდაუფრო იმატებდა, ამ დროს ჩემი ფიქრი იყო საკუთარუ თავის შთაგონება იმში რომ ეს უბრალოდ ქარი იყო და მეტი არაფერი საკუთარ თვს ვეუბნებოდი ( ამხელა ბიჭი ხარ და რა სისულელეებს ამბობ რა ზებუნებრივი არსებები რა მაქციები და ვამპირები მეთქი) მაგრამ ჩემი სიტყვების მე თვითონ არ მჯეროდა. ამ ჩემს აელვებულ ქცევებში ქარიც ჩადგა. და დამშვიდდა ამინდი ისე თითქოს არაფერი მომხდარა ჩვეულებრივი ამინდი იყო და ფანჯარაც დაჯეტილი დამხვდა როცა აზრზე მოვედი კი მაგრამ ფანჯარა მე ხომ არ დამიკეტავს საიდან არის დაკეტილი ვინ დაკეტა? მნუთუ დედა ან მამა შემოვიდნენ? რა დამემართა? ვგრძნობდი რომ ეს სახლი ჭკუიდან მშლიდა. უფროსწორად ან მე ვიშლებოდი ჭკუიდან და ან მართლა ხდებოდა ეს ყველაფერი. ესეც დავიციწყე. ამ ამბის შემდეგ გავიდა ზუსტად ერთ კვირა და სწორედ იმ საამოს მსგავსად ამოვარდა ქარი. ძალიან მეშინოდა ფარდები ისევ ფრიალებდა ფარდებში გაურკვევლად ჩანდა ჩრდილები ძალიან მეშინოდა მაგრამ ვცდილობდი საკუთარი თავის დამშვიდებას ნელ-ნელა ჩრდილი იკვეთებოდა ის ან ძალის მაგვარი იყო რამე ან მგლის. მისი თვალები კი ისე ანათებდა როგორც ჭვიმისდროს ელავს ხოლმე დიდი ლურჯი მომწვანოთვალები ჰქონდა. თეთრი ფარდები კი ამას ხაზს უფრო მეტად უსვამდა. ნელ-ნელა ჩემმსკენ მოდიოდა და მიახლოვდებოდა ძალიან შემეშინდა და საწოლის კუთხეში მივიკუნტე შიშისგან კი ხელები საწოლის გადასაფარებელზე მქონდა ჩაჭიდეული. ვგრძნობდი მის სუნთქვას სუნთქვას კი არა უფრო ყნოსვას წააგავდა. იმდენად საშინელი იყო რომ ახლაც ვწე და ტანში ჭრუანტელმა დამიარა. მხეცი მალე ჩემს საწოლთან მოვიდა ცოტაც და მომწვდებოდა, კი არადა შეეძლო მომწვდომოდა და რაიმე დაეშავებინდა მაგრამ თავს იკავებდა თითქოს რააც აფერხებსო. მე კი გამახსენდა რომ საწოლის გვერდით ტუმბოზე სანათი მედო და გადავწყიტე რამენაირად მივწვდომოდი, მაგრამ იმდენად დიდი მანძილით ვიყავი შორს რომ იმაზე დიდი დრო დამჭირდა ვიდრე მეგონა, მხეცი ეშმაკური გამოხედვით ჩემსკენ ნელი ნაბიჯით მოდიოდა და საშინელ აურას ქმნიდა ჩვენს გარშემო მე კი მხოლოდ თითების შეხება შემეძლო სანათზე აღებისთვის კიდე უნდა გავწეულიყავი. ნელ-ნელა მივოავდი საწოლზე მეშინოდა მხეცს არ შეემჩნია ჩემი გადაადგილება. ის ისევ ნელი ნაბიჯით მოაბიჟებდა. გამიმართლა რომ ჩემი ოთახი ყველაზე დიდი იყო მისაღების შემდეგ. და აი მივწვდი კიდეც სანათს და ვიფიქრე ახლა რომ გავუქანო ეს საათი და ვესროლო მაინც ვერაფერს დავაკლებ და ის გამწარდება მეთქი და შუქი ავანთე სანათში ცემდა საბედნიეროდ იყო ნათურა. სინათლის ანთების თანავე ელვის სისწრაფით წამებში გაქრა ის დემონი თუ შეიძლება დაერვეს, მაგრამ არამგონია დემონი ყოფილიყო, რამოდენიმე საათი შიშისგან ვკანკალებდი და ჩამეძინა. მეორე დღისით ვფიქრობდი იმაზე რაც მოხდა და ისევ ჩემს ფანტაზიას დავაბრალე მეგონა სიზმარი იყო. დღე ფიქრში გაილია. საღამოს მთელმა ოჯახმა ეზოში ვივახშმეთ.საღამო არნახული გამოვიდა დედა და მამა ახალგაზრდობის ლამაზ წლებს იხსენებდნენ.არც მათი სიყვარულის ისტორიის. გახსენება დავიწყებიათ.რომელიც უკვე მეათასედ მქონდა მოსმენილი და ლამის ზეპირადაც ვიცოდი. თუმცა მაინც დიდი გულისყურით მოვისმინე კიდევ ერთხელ ესოდენ ამაღელვებელი ამბავი ორი ჩემთვის ძვირფასი ადამიანისა.მეც ჩემი მხრიდან ჩემს სამომავლო გეგმებს ვანდობდი მშობლებს და რჩევა დარიგებების მთელ ასხმულასთან ერთად გემრიელად შევექცეოდი დედას მიერ საგულდაგულოდ მომზადებულ ნაირნაირ კერძებს. საუბარში გავერთეთ ათი სრულდებოდა დედამ სუფრა რომ აალაგა.სახლს გავხედე. შუქები ანთილიი იყო მთელ სახლში თუმცა იქ შიგნით მაინც რაღაცნაირი უხილავი სიბნელე იგრძნობოდა. არ შემოხვალ შვილოო?გამომძახა. დედამ..ისე რომ გარეთ არ გამოუხედავს. არა დედა ცოტახანს დავრჩები სუფთა ჰაერზე, გავძახე მეც ისე რომ სახლზე ფიქრი წამით არ შემიწყვეტია.. არა მაინც რაღა მაინცდამაინც ამ სახლში გადმოვედით .. რა მოეწონა ნეტავ მამას აქ.აქ ხომ ნორმალური არაფერია. ჰაერიც კი რომელსაც რამდენიმე წამისწინ სუფთა ვუწოდე.სულს მიხუთავდა გადმოსვლის დღიდან.. ან ეს კოშმარები. სადარ მიცხოვრია მაგრამ მსგავსი ამ სახლში რომ მესიზმრებოდა ცხოვრებაში არ დამსიზმრებია. მამა კი ფიქრობდა რომ როგორღაც ძალიან ხიბლავდა ეს სახლი და მშვიდი გარემო სააათობით იკეტებოდა თავის სამუშაო ოთახში და ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა..დედა კი მგომი მთლამ მოხიბლული არ ჩანდა მაგრამ თქმით არაფერს ამბობდა.. გვიანობამდე ვიჯექი ეზოში სახლში შუქები ჩააქრეს და მშობლებმა დაიძინეს. არა რა სულელი ვარ ერთი ჩვეულებრივი სახლია ბოლოსდაბოლოს.რა შიშები და მოჩვენებები დავიწყე ამ ახალგაზრდა ადამიანმა.შევუტიე ჩემ თავს და კიბეები უშიშრად ავირბინე. წყალი გადავივლე და ხალათში გამოწყობილმა ჩემ ოთახს მივაშურე.. ისეთი შეგრზნება მქონდა თითქოს გვერდით ვიღაც მომყვებოდა.სწრაფად შევედი საძინებელში და კარი ჩავკეტე შუქი ავანთე. სა ღამურები გამოვიღე კარადიდან. ხალათი სკამზე დავდე სწრაფად გადავიცვი.შუქი ჩავაქრე და დავწექი.. ოთახში თითქოს ჟანგბადი გამოლეულიყო. სუნთქვა მიჭირდა . ავდექი ფარდა გადავწიე და ფანჯარა გავაღე. სიბნელეს გავხედე.ჩემი გულადობა და სიმამაცე სადღაც გაქრა ისევ შიშმა ამიტანა.სწრაფად ჩავწექი საწოლში და თხელი საბანი გადავიფარე..სიბნელის ყურება შიშს მიორკეცებდა..მაგრამ აღარც ადგომა შემეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.