ჩემი ამბავი (თავი მეორე)
80 იანი წლების ლისაბონი განსხვავებდებოდა ყველამხრივ ახლანდელისგან, ნარკოტიკების ზღვას მიქონდა აქაურობა როგორც დანამდვილებითი ცნობები მაუწყებენ, ევროპის უდიდესი ბაზარი ნარკოტიკის სწორედ აქ მდებარეობდა, კერძოდ უბნის სახელი სადაც ეს ჯოჯოხეთური მარკეტი არსებობდა ალკანტარაა, რა თქმა უნდა პოლიცია არაფერს თუ ვერაფერს ხდებოდა ამ სიტუაციაში თუმცა დღევანდელ დღემდე სულ სხვა ლისაბონდმა მოახწიე, განსაკუთრებით უსაფრთხო და ხალისიანია დღევანდელი ქალაქი, მაგრამ ნარკოტიკის სიძლიერე მაინც იგრძნობა. ალკანტარას ის ძალა აღარ გააჩნია რაც ქონდა მაგრამ მაინც არის ძველი ცოდვილობით შერჩენილი ბნელი კუნჭულები, სადაც საკმაოდ იაფად შეგიძლია შეიძინო რაც გსურს. ერთადერთხელ მომიწია ამ უბანთან შეხება და მართლაც ძლივს გამოვუძვერით შარს მე და ჩემი მეგობარი. ასე იყო ეს ამბავი: საღამოს თბილი ამინდი იდგა, გაზაფხულის დასაწყისი იქნებოდა თუ სწორად მახსოვს, სამუშაოს ახალი მორჩენილი ვიყავი და ქალაქის ცენტრში, როსიოზე გამოვისეირნე სადაც მუსიკოსებს გადავეყარე, თუმცა დაკვრას მორჩენილიყვნენ და ყველა თავისი მისამართით აპირებდა წასვლას, უკრაინელ ვიოლინოს მამასაც აქ შევხვდი, ანუ ჩემს მეგობარს რომელთან ერთადაც ეს მოკლე ისტორია გადამხდა. მოდი სკრიპკა დავარქვათ. მოსაწევი გათავებოდათ ბიჭებს და სკრიპკამ მითხრა გავიაროთ და ვიყიდოთ გულის გადასაყოლებლათო, უკვე ამ დროს კარგი მწეველი ვიყავი, უფრო პარაოზი მეთქმოდა. ჩამოსვლისას დიდად მოჭარბებულად არ მიმიწევდა გული მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე კარგად ვიჯექი. ჩვეულ ადგილს სადაც ჰაშიშს ვყიდულობდით პოლიცია დაჰხვეოდა, რეიდის მსგავსი რამ ხდებოდა და ვერაფრის ყიდვაც ვერ მოვახერხეთ და აქ წამოიჭრა იდეა ტრამვაით ალკანტარასკენ გაგვესეირნა და იქ გვეყიდა იგივე ფასში უკეთესი ხარისხიც და უფრო დიდი რაოდენობაც. იდეა მეგობრისგან წამოვიდა და თან კბილები ისე მიკაწკაწებდა მოწევის სურვილისგან, რო მის გარეშეც რომ დამჭირვებოდა წასვლა, წავიდოდი. მოკლედ შევახტით უფასო ტრამვაის და გავემგზავრეთ ბაზრობისკენ, უფასო იმიტო დავუძახე რომ კონტროლიორის არ გამოჩენის შემთხვევაში ვერავინ ბოდიში და ფეხს ვერ გჭამდა თუ უბილეთოდ იყავი. ნახევარი საათი მოვუნდით წამლის უბნამდე მისვლას, ჩამოვედით და ჩვეული ლისაბონის სტილით აღმართს ავუყევით, აქ ხომ ყველა ქუჩა მთაგორიანია და მაგიტომაც ეძახიან; ქალაქს შვიდ ბორცვზე. მუზიკანტისთვის მრავალჯერნაცადი გახდათ ეს ადგილი და თავისივე სკრიპკით ჩემი დროებით ადგილას გაჩერება გადაწყდა და თავად მარტო გაემართა საყიდლებზე, 15 წუთში უკვე პარკში ვიჯექით, უკრაინელი მოსაწევს აკეთებდა, მე კიდე ლუდს ვასხამდი ჭიქებში. ზედმეტად მყუდრო გარემო იდგა სკვერში სადაც ვისხედით, მაგრამ დიდი ყურადღება ამისთვის არ მიგვიქცევია ისეთ სიამოვნებას ვიღებდით ტალახით შეკეთებული ტარიანისგან, მე შევარქვი ტალახი ჰაშიშს და ნამდვილადაც შეშვენის დაწყევლილს. მისი მთელი მოყვანილობაც და ფერიც ერთია ტალახისა, მაგრამ სისხლში რო გაგიჯდება რამე სულ ერთია მერე, გაკარგვინებს მგრძნობელობას. პირველი სიგარეტი დამთავრებული გვქონდა და მეორეს გაკეთებაზე უკვე თავად მე გადავედი, სწორედ ამ დროს მოგვადგა უკნიდან პოლიციის მანქანა და ზედმეტ უხერხულობაშიც ჩაგვაგდო, მართალია იმ რაოდენობისგან რაც გვქონდა არავითარი ჯარიმა არ გვეკუთვნოდა თუმცა სკრიპკას ნამდვილად არ აწყობდა გადამოწმება, რადგან ერთი წლის წინ ფესტივალზე ყოფნისას დიდი რაოდენობით დააკავეს, ორი კვირა ხო სჭირდებოდა გასართობად და მომარაგებული ქონია მოსაწევიდან დაწყებული ექსტაზით დამთავრებული, ამიტომ მისი საქმე ჯერ კიდევ განყოფილებაში ეგდო სადღაც კუნჭულში, თუმცაღა კომპიუტერს რომელიც ამ დროისთვის ყველა პოლიციელის მანქანას თანს დევს არამგონია ეს ცნობა გამოპარვოდა, ამიტომ აუცილებელი იყო ბევრი გადამოწმებების გარეშე დაგვშორებოდნენ ჩვენი გულისგამხეთქველნი. ისეთი ზრდილობიანად მოგვესალმნენ ბატონი პოლიციელები რომ კარგი გული მომეცა, უკრაზე რა მოგახსენოთ აშკარად იგრძნობოდა მის საუბარში დაძაბულობა და ამან მეც ამიყოლია, გადაგდებით ვერაფრის გადაგდება ვერ მოვახერხეთ, ცოტა ჩატეხა სკრიპკამ და ეგ იყო, დაგვილაგეს ცხვირწინ ყველა ფაქტი და ასავალ დასავალი გამოგვკითხეს, ღმერთს მადლობა ჩვენმა პროფესიებმა გადაგვარჩინეს როგორც ჩანს, მუსიკოსი და მხატვარი, დიდი ამბავი ახლა ალკანტარაზე ერთი გრამი მოსაწევით იჯდნენ და თავს ირთობდნენ, მაგრამ ყველაზე ძაან იმან გამაკვირვა და გამახარა რომ ერთმა მათგანმა რომელიც ინგლისურად მელაპარაკებოდა, დიდი ბოდიში მომიხადა და მთელი ჰაშიში ჯიბეში ჩამიბრუნა. ჩვენი სკრიპკაც გამოძვრა სიტუაციიდან, უნდა გენახა მათი წასვლიდან როგორი ადრენალინით გამოვქანდით მშობლიური სახლებისაკენ და ლამის აღთქმა დავდეთ იქაურობას აღარ გავკარებოდით. საფრთხე ის.იქნებოდა საბუთები რო მოეთხოვათ, მე უსაბუთოდ ვიყავი და მეგობარს კიდე სახელი გაუტყდებოდა და ღმერთმა იცის სად წაგვათრევდნენ და რამდენ ათას კითხხვას დაგვაყრიდნენ, მაგრამ მთავარი ისაა რომ რაღაც კეთილმა ძალამ გამოგვაძვრინა და უსაფრთხოდ დაგვაბრუნა ჩვენ ჩვენ სახლებში. და ამ ჩემი ამბის პირველსავე დღესაც ჩოულებრისამებრ კარგი შეკეთებული ტარიანით განვაგრძე სამუშაო დღე, ხან ახლომდებარე ბარში მომუშავეებთან გავაბი საუბარი, ხან უბნელებთან წავიჭორავე და კიდევ ერთი მოსაწევი დავამატე, ცოტაც წავიმუშავე შეძლებისდაგვარად, როგორც იყო ტურისტი და დღის ბოლოსკენ ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც წარმოშობით ნეპალიდანაა მომადგა, გამახარა, კაი ხნის უნახავი მყავდა და საწყალმა ცოტა ჰაშიში მთხოვა, სამწუხაროდ გამთავებოდა ისე რომ ვერც მიმხვდარიყავი და 5 ევრო მივეცი რო წასულიყო და ეყიდა. ვმუშაობდი და დრო არ მქონდა მე გავსულიყავი იმას კიდე ფული, ასე რომ ხელმა ხელი დაბანა და ორივემ ერთად პირი. ევერესტელის დაბრუნების შემდეგ, ტურისტიც აღარ იკლავდა სურათის ყიდვით თავს და ერთ საყვარელ კუთხეში მოვთავსდით და ტარიანის ტრიალს შევუდექი თან ნეპალელის ნეპალელ მეგობარს გავუბი ინგლისურად ქართული ენის ისტორიის მოყოლაც, როდესაც გვერძე საკმაოდ ლამაზი და.მომხიბლელი გოგო მომიჯდა და გამარჯობა გენაცვალეთი მომმართა, თან ძალიან უცნაური ინტონაციით, რო ვერც მივუხვდი საიდან შეიძლება ყოფილიყო. უცებ შევიცანი მისი სახე, რადგან ჩემს მოპირდაპირე მომარჯვენე გრძელ სკამზე მყავდა შენიშნული თავის არანაკლებ მომხიბლელ ალბათ თუ არ ვცდები მეგობართან ერთად, გამაკვირვა მისმა ინიციატივამ და გულმაც მიგრძნო რომ მოსაწევმა მოუქრთამათ გული და მაგიტომაც დამიმშვენა ჩემგან მარჯვენა მხარე, ლამაზმა ქალბატონმა. არც მოვტყუვდი შემდეგი მომართვა რუსული გახლდათ და კანაფის ადგილმდებარეობას ეხებოდა, ანუ თუ შეეძლოთ და როგორ მისი შეძენა. როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევით არ ვისარგებლებდი? რა თქმა უნდა გონებამ ავტომატურად მოისაზრა და ზრდილობიანად ჯერ გაკეთებული ტარიანი შევთავაზე და დანარჩენზე საუბრის განაგრძვა შემდეგში გადავდე. რათქმა უნდა მისი მეგობარიც მივიპატიჟეთ და ბრიალა ცისფერი თვალებიც ჩვენ შემოგვიერთდა, ევერესტელებიც გავაცანი და მსგავსად ფლირტისა გავმართედ საუბარი, ძალიან სასიამოვნოდ. მოკლედ რომ ვთქვა ნახევარ საათში ისეთი წარმოდგენა შემექმა თითქოს საუკუნეა ვიცნობ ამ გოგოებსთქო, გაგაცნობთ მათ. მაგრამ მოდი შევთანხმდეთ რომ ყველა სახელი ჩემგან შერქმეული იქნება და არა რეალური, მაგრამ ამით ისტორიას დიდად არ შევცვლი. ინიციატორს, ელენას დავარქმევ რომელმაც მოახერხა და ძალიან იოლად გამიცნო და მეორეს სუზანას. წარმოშობით როგორც გამეცნენ უკრაინიდან იყვნენ. ჩემს ახლო მეგობარს ნეპალიდან ანუ ქვია და მის მეგობარს ლამა. თუმცა მათი და გოგოების კავშირი მთლად კარგად ვერ ეწყობოდა, რადგან ქალბატონები დიდად ვერ ფლობდნენ ინგლისურ ენას მაგრამ მე პლიუში ვიყავი ჩემი რუსულით, ბოლოს ისე შევთანხმდით რომ მეორე დღეს შევხვდებოდით იგივე ადგილას თუმცა დილას ლამასთან ერთად წავიდოდნენ სინტრაში. ეს სინტრა ძველ სამეფო ქალაქს წარმოადგენს, სადაც ულამაზესი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და ასევე მეფის სასახლის მონახულების საშუალებაც გეძლევათ, მოკლედ ელენამ საკონტაკტო ცნობარიც დამიტოვა და მალევე დაგვტოვეს, რათქმა უნდა ერთი ნატეხი ჰაშიშიც ჩავუცურე გულის ჯიბეში და მკერდიც მაცდურად მოვუსინჯე, თუმცა წყენით კი არა ბედნიერი ღიმილით მიიღო ეს საჩუქარი ჩემგან, არაჩვეულებრივ ხასიათზე დავდექი, თითქოს რაღაც განსაკუთრებული შემმატებოდეს. ნამდვილად, ქალებს შეუძლიაც არაჩვეულებრივი მოტივაციით დაგაჯილდოვონ, მაგრამ იქნებ ბევრი მოსაწევის ბრალი იყო ეს ახალი გრძნობა?! როგორც იქნა დღეც ჩავამთავრე, სურათები ავალაგე და ძიას დავუწყე ლოდინი. უცებ მოვიდა, ისე რომ ახალის შეკეთება ვერ მოვასწარი, ნამდვილად ბევრს ვეწევი დღეს, მოტანილი ჰაშიში თითქმის უკვე აღარ მაქვს, კი გავაჩუქე მაგრამ მაინც ბევრია. ჩავაბარგეთ მანქანაში ყველაფერი, ფული გადავუთვალე, მშვენიერი ნავაჭრი გამოვიდა, მეც დამრჩა კარგად და ის თავის გზას გაუყვა მე კიდე მზის ჩასვლას დაველოდე და თან კიდევ ერთი დავამატე, საქმე ისაა რომ წარმოსახვაში მხოლოდ გონების დაღლას ვგრძნობდი და არა დაბოლებას და კაიფს რასაც ნორმანულ სიტუაციაში გრძნობ კანაფის ან ჰაშიშის მოწევისას. აშკარად რაღაცაში არის საქმე მაგრამ ცუდს ვერაფერს ვგრძნობ და მეც ვქაჩავ და ვქაჩავ, რა მედარდება. ევერესტლებთან ერთად ჩამოვუყევი გრასის მაღლობს ცენტრალური ქუჩისკენ, დაახლოებით 10 წუთში მარტინ მონიშზე ვიყავით, ეს გაშლილი ადგილია პატარა ბარებით გადავსებული, რა ჯისის ხალხი არ იყრის თავს, ნამდვილი ხალხთაფეროვნებაა. მეგობრებმა თავიანთი დაგეგმილი გზით განაგრძეს გზა მე კიდე მარტო დავრჩი და ჩოულებრისამებრ ჩემს საყვარელ ბარს მივაშურე, სახელი არც ვიცი და არც დავინტერესებულვარ, ინტერესი იმიტო გამაჩნდა ამ კაფესი რომ გვერდს ფანტანი უმშვენებდა და დატვირთული დღის მერე სასიამოვნო განტვირთვას ვპოვებდი ხოლმე წყლის შემყურე. დიახ არაჩვეულებრივია ჩქერი წყლის ხმა, ნერვებს აწყნარებს, თუმცა დღეს ნერვის მგრძნობელობა სულ დაკარგული მქონდა, არ მესიამოვნა ეს ნაცნობი გარემო და ჩემი მეგობრის ბარს მივაშურე, ავირბინე კიბეები, მოკლედ ყველგან კიბეებია და მაღლობები, ნუ დაგავიწყდებათ. მეორე სართულზე მდებარეობს ლუკის ბარი, არაჩვეულებრივი ბაღით მოწყობილი, სიმშვიდე და ძაან სასიამოვნო გარემო სუფევს. მოკლედ მოვინახულე მეგობარი, ერთი ლუდიც ავიღე და შევთავაზე სიგარეტი შეეკეთებინა თან ტელეფონზე ახალ მეგობარ გოგონებთან შეხმიანებას ვცდილობდი, თუმცა სოციალური ქსელის მისამართი მქონდა და ონლაინში არ იყვნენ სამწუხაროდ, ამასობაში შემომეთიშა კიდეც დაუტენველობის გამო. სიმართლე გითხრათ კარგი დაგრუზულიც ვიყავი ამდენი წევისგან და თითქოს ელდა ნაკრავივით შევხვრიპე ლუდი და ორ ნაპასში გამოვოქეცი მეგობარს, ერთი სული მქონდა სახლამდე როდის მოვიდოდი. ერთადერთი მიზანი მხოლოდ ეს გახლდათ და ვაი როგორ იწელება ამ დროს გზა, საშინელია თითოეული წუთი, თან არც კითხვის თავი გაქვს არაფრის, დროსაც ვერ კლავ, ძლივს ჩემი ილუზიით სამი ოთხი საათის შემდეგ მოვახწიე სახლამდე და ცოტა ენერგია ვიგრძენი საწოლზე დაშვებისას, მისია შესრულებული იყო. არადა მაქსიმუმ საათი ვყოფილიყავი გზაში. ტელეფონის შეერთება მოვახერხე და ჰოი საოცრებავ ელენას მოწერილი დამხვდა, უკვე მოვნატრებივარ გოგოს, მოსაწევიც შეუკეთებიათ რაც ვაჩუქე და საკუთარ მონაგარზე მეპატიჟებოდა. რათქმა უნდა ზრდილობიანად ავუხსენი ჩემი გადაღლილობის და უუნარობის ამბავი და მეორე დღემდე დიდი კოცნა პროშვნა სმაილებით გამოვემშვიდობე და ძილსაც მივეც თავი. ხვალამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.