შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 თვე (მესამე თავი)


20-06-2016, 22:37
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 230

დეკემბერი ცივ ზამთარს გვიქადდა.
გაყინული შევვარდი არტ-კაფეში და ალექსანდრეს გადავეხვიე.
-როგორ გაყინულხარ სიფრიფანავ.
-ხო, ძალიან ცივა.
-ჩაის დალევ თუ ყავას?
-ჩაი მინდა ლიმნიანი. ბავშურად ავცქმუტდი მე.
ჩაი შეუკვეთა და ისევ მე მომიბრუნდა.
-ახალ წელს რა ვქნათ?
-გუდაურში წავიდეთ სასტავი რა.
-ბაზარი არაა, 30-ში გავგაზოთ.
-ხო და იქნებ გამოაშკარავონ გრძნობები ლილიანამ და ლუკამ.
-მაგათ ვუშველით, მაგრამ ჩვენ?
-რა ჩვენ? თავი გავიდებილე მე.
-როგორ არ გიხდება ეს ვითომ სიდებილე ნუცა. ეცინება ალექსანდრეს.
-ხო?
-ხო! ხომ იცი, რომ მიყვარხარ.
და მისი ნათქვამი პირველი მიყვარხარ გამახსენდა.
წყნეთში ვიყავი, რომ ამომაკითხა. თავიდან ძალიან უცნაურად იქცეოდა, შემდეგ მანქანაში გაბრუნდა, 100 ვარდი მაჩუქა, დაბადების დღე მომილოცა და დაამატა მიყვარხარო.
როგორ არ მიყვარდა მეც, მაგრამ ცოტას ვაწვალებდი.
ხომ იცით ქალური ლოგიკა. სულ ვხალისობდი მის გაბრაზებულ სახეზე ხოლმე.
-ვიცი.
-მერე რას ელოდები?
-საჭირო მომენტს ალექსანდრე! ესეც პირველი „ჩორტი“ ჩემი მხრიდან.
-მოუთმენლად ველი.
-ელოდე.
-უნდა დაგათრო! გადაწყვიტა წამში.
-არ არსებობს!
-უნდა გამოგცადო როგორი ხარ სიმთვრალეში და როგორი ცოლი იქნები. ეცინება ისევ.
-მაგას წესით ქალები აკეთებენ ხოლმე. ისტერიულად გამეცინა მე.
-ცოტახანი გავცვალოთ პოზიციები.
-არა თქო.
-კი.
***
ჩაის ნელ-ნელა ვწრუპავდი და ქუჩაში ვიყურებოდი.
მიყვარდა ასეთი ამინდები, თან რომ წვიმდა და თან არა.
ზიხარ ფანჯარასთან, სახით ლოიალურ
გარეთ წვიმებია-შიგნით წყვეტილები.
სიგიჟემდე ვარ მისული ალექსანდრეს მონატრებით.
წასვლა და საბოლოოდ გადაკარგვა.
იმედი, იმედი იმის, რომ ქუჩაში გასულს სადმე შეგხვდება, მაგრამ მალე ჩამქვრალი ეს ნაპერწკალიც.
და ვფიქრობ, რომ ჩვენ ადამიანები ცხოველები ვართ.
ვტოვებთ ან გვტოვებენ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და ვუყვარვართ.
ვტკენთ ან გვტკენენ ისინი, ვისაც არ გვინდა, რომ ვატკინოთ ან თუნდაც გვატკინონ.
მაგრამ ყველაფერი ისე არაა,როგორც ჩვენ გვინდა.
არაა ეს ცხოვრება ზღაპარი, სადაც ყველაფერი კარგად სრულდება.
სადაც ყველა ბედნიერია.
ეს არის ქალაქი, სადაც ყოველდღიურად ვიღაცას უჭირს.
ვიღაცას სტკივა.
ან ვიღაც კვდება.
***
იმ საღამოს მაინც დამალევინა, გონის დაკარგვამდე.
მე არყით მათრობდა თვითონ-ჭიქებს მიტეხავდა.
-მთვრალიც რა საყვარელი ხარ. ეცინება ალექსანდრეს.
-შენ კიდე მაგარი არასწორი.
-რატომ, რომ დაგათვრე?
-თუნდაც.
-კიდევ რატომ ვარ არასწორი?
-თავი, რომ შემაყვარე იმით.
-აი ამას ველოდებოდი.
გვერდზე დამიჯდა და შუბლზე მაკოცა გავარვარებული ტუჩებით.
გრძნობას, რომ აღიარებ და თავისუფალი,რომ ხარ.
ფილტვების ატკიებამდე ჩახუტება და საუკეთესო ალექსანდრე.
წარმოიდგინეთ და ნაკლი ვერ ვუპოვე.
ვეძებ რაღაც ცუდს, ველოდები როდის დაუშვებს შეცდომას.
მაგრამ გასული ექვსი თვე გაცნობიდან და არცერთი მიქარვა.
-წამო ლუკა ჩამოვიყვანოთ და ლილიანა.
-დანარჩენები?
-დანარჩენებიც, მაგრამ ჯერ ეგენი.
-ხანდახან რა დამპალი გოგო ხარ! ეცინება ისევ.
პიჟამოთი ჩამოყვანილი ლილიანა და დახვედრებული ლუკა.
მიტკლისფერი დაედო გოგოს.
მე კი მის სახეზე ვხარხარებდი.
მოსული ნინე.
შემდეგ ვაკო.
და შემდგარი შემადგენლობა.
-რა საყვარელი ხარ ლილი. ეცინება ლუკას.
-ხმა ჩაიწყვიტე. ეუბნება გაბრაზებული.
-ხომ იცი ეგეთიც მომწონხარ. ისევ სიცილი.
-მასხარა ხარ.
ვუყურებდით მომალა წყვილს და ვბედნიერდებოდით.
-რა საყვარლები არიან არა? მეუბნება ნინე.
-ძალიან, ლილიანა განსაკუთრებით თავისი ყვავულებიანი საღამურით. მეცინება მე.
-კენგუროიანი მაინც არ აცვია. წამკბინა ალექსანდრემ და მიტინგი გამახსენდა ჩემს სახლთან.
-მასხარა ვარ არა? მესმის ლუკას სიცილნარევი ხმა.
-დიახაც.
-ხოდა ეხლა განახებ ვინაა მასხარა. ხელი დაავლო და მანქანისაკენ გააქანა.
ერთი მოგვაძახა დღეს არ დავბრუნდებითო და აორთქლდა.

***
ლუკა და ლილიანა ოთხი დღე იყვნენ დაკარგულები.
ხან რას ვაყუებდი დედამისს ხან რა.
-სად დამეკარგა შვილი ნუცა, დამიბრუნეთ დღეს მაინც. ეცინება მზისოს.
-მზისო დეიდა ვეცდებით, ნერვიულობას არ ვიმჩნევ მე.
-ესეთი რამე არ გამიგია რა! შეიცხადა ისევ.
-კარგით წავედი ლილიანა მეძახის.
-დამალაპარაკეთ მაიც, მომენატრა! ხალხი არა ხართ? მითხრა საცოდავი ხმით.
ნეტა შემძლებოდა, მეც არ ვიცოდი სად იყო გოგო.
-არა უნდა მოგანატროთ! განვაგრძობდი მზისო დეიდას წვალებას მე.
-კარგი. გამითიშა ტელეფონი და შვებით ამოვისუნთქე.

უკვე ვბრაზდები ლუკაზე და ალექსანდრეს ვურეკავ.
-ალექს სად არიან არ იცი? ან აღარ მოდიან ლუკა და ლილიანა? ტელეფონიც მაინც ჩართონ.-მივაყარე უცებ.
-წეღან დამირეკა ლუკამ მოვდივართო. აშკარად მოარჯულა, ამაღლებულ ხასიათზეა ბიჭი. ეცინება ალექსანდრეს.
-ჩამოვიდნენ ერთი და წავიდეთ გუდაურშიც, მოგვადგა ახალი წელი.
-ხო, თხილამურებზე დგომა უნდა გასწავლო.
-არა, ხო იცი ვერ ვსწავლობ და დავიმტვრები, მაგ საქმეში მოვიკოჭლებ. მეცინება მე.
-მაგასაც ვნახავთ, წავედი და საღამოს გნახავ, ჭკუით.
მითიშავს ტელეფონს და უზომოდ ბედნიერი ვარ.
იმიტომ, რომ სასწაულად მიყვარს.
იშვიათად თუ ვამბობ ხოლმე,
მაგრამ რა საჭიროა თქმა, როდესაც შენც გრძნობ და ისიც.
მთავარი საქციელებია.
საქციელებით არ უნდა შეგეშალოს,თორემ სიტყვით ადამიანს შეიძლება ოცნების კოშკებიც აუგო.

ესე ექვსისთვის კარებზე ზარია.
მეც ბედნიერი სახით გავდივარ, უფრო ბედნიერით კი ლილიანა მხვდება.
-დიდება ლილიანა. სიცილი ამიტყდა მე.
-შეყვარებული ვარ! მეუბნება და ფიქრებით ისევ ლუკასთან ვარდება.
-გეტყობა, შემოდი!
-იცი რა ტკბილია? აგრძელებს და ღიმილს ვერ ვიკავებ.
-ტკბილი კი არა მოსაკლავი ხარ, დედაშენს რეები არ ვატყუე იცი?
-რა დროს მზისოა ნუცა! ხელი ამიქნია ლილიანამ.
გაოცებული ვარ.
ამ ქაჯის ასე გამოცვლა რამდენიმე დღეში შეუძლებლად მეჩვენება, მაგრამ ფაქტს ვერ გავურბივარ.
-ხომ იცი, ვიწყებ მე.-ბედნიერი ვარ შენი ბედნიერებით და ძალიანაც მიხარია, მაგრამ დაურეკე დედაშენს ან წადი სახლში, გაგიჟდება ქალი.
-მაგდებ? მეუბნება მოღუშული სახით.
ისტერიულად მეცინება მე.
-სულ ნუ გაგიჟდები ახლა! რა გაგდებ, უბრალოდ დაურეკე და უთხარი, რომ მოგენატრა და მალე მიხვალ, ეგაა და ეგ. ისე მოგიგვარე არაფერს არ გეტყვის ზედმეტს.
-კარგი, მემორჩილება და მზისოს ურეკავს.
მე კი ალექსანდრეს ვუგზავნი შეტყობინებას, რომ სხვებსაც გააგებინოს და ჩემთან ამოვიდნენ.
გიჟდება დედაჩემი ალქსანდრეზე.
რამდენიმე დღის უკან გავაცანი.
აქამდე უნახავად გიჟდებოდა, შემდეგ კი მისი ჯელტმენობაც რომ დაინახა გადამირია ქალი.
ხანდახან გამოგიტყდებით და ვვეჭვიანობ ხოლმე.
***
დღევანდელ დროს, რომ ვუყურებ ფიტული ვარ.
ტკივილებით დარჩენილი ადამიანი, რომელსაც არაფერი აღარ შეუძლია.
ყოველთვის მინდა დავლიო, სასმელში ჩავიძირო, რომ დავივიწყო ყველაფერი ცოტახნით მაინც.
მაგრამ არ მინდა გავლოთდე.
და თავს ვიკავებ.
ადამიანებმა იციან როგორ აგარიდონ თავი, როგორც ალექსანდრეს შემთხვევაშია.
ბევრი ამბობდა, რომ როცა მიდიან დაკიდებას სწავლობო.
არ ვეთანხმები ამ აზრს, რატომ?
იმიტომ, რომ როცა ადამიანი შენთვის ძვირფასია, როდესაც ყველაფერს ნიშნავს და რაც მთავარია გიყვარს, ასე უბრალოდ ვერ დაიკიდებ.
ვერ ამოშლი მასთან გატარებულ წუთებს.
არ ვიცი, როგორ მოვიტანო თქვენამდე ჩემი ტკივილი, რომელიც მახრჩობს.
რომელიც მკლავს.
და ხანდახან მეზიზღება ეს ბედიწერა.
მეზიზღება ღმერთიც, რომ მე არ მომცა სიყვარულით დატკობიბის საშუალება ბოლომდე.
მაგრამ ვიცი, რომ არასწორი ვარ, არ უნდა მეზიზღებოდეს ღმერთი.
უბრალოდ ბოღმას ვეღარ ვანთხევ სხვა ვერაფერზე.
სადაც არის გავსკდები და ბოლომდე დავეცემი.
სხეულითაც და სულითაც.

ვცხოვრობ წამებით, რომლებიც მე და შენ გვაკავშირებს ალექს.
მინდა ვიყვირო, რომ მიყვარხარ და იგრძნო შენც.
დანაშაული ჩემი მიტოვებისა.
წასვოლა უმიზეზოდ, ახსნის გარეშე და დატოვებული უამრავი შეკითხვა და უმთავრესი
რატომ?


ესეც მესამე თავი ჩემო საყვარლებო.
თქვენი კომენტარები სტიმულს მაძლევს წერისას.
მიხარია, რომ მოგწონთ.
სიყვარულით ნინე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent