შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I ____ You (თავი მეცამეტე)


20-06-2016, 23:45
ავტორი khatuna
ნანახია 1 730

(თავი მეცამეტე) /13/

30 აგვისტო. დილა.

თათია ტელეფნის წრიპინმა გააღვიძა.. უამრავი მესიჯი იყო მოსული დემეტრესგან. საწოლთან ახლოს პატარა ტუმბო იდგა , იმ ტუმბოზე ეძებდა ცალი ხელით ტელეფონს, გახსნა თუ არა მესიჯები თვალები გაუფართოვდა, ასზე მეტი მესიჯი იქნებოდა მოსული. ყურადღება მხოლოდ მესიჯების რაოდენობამ მიიქცია. თავი მარცხნივ გადაატრიალა , იმ იმედით რომ სანდრო ისევ მძინარე დახვდებოდა, როგორც ჩანს სანდრო უფრო ადრე ადგა და ჩუმად გაიპარა. სხვა დროს უფრო მიაქცევდა თათია ამ სიტუეციას ყურადღებას , დღეს მეტად მნიშვნელოვანი დღე ელოდებოდა. დედამისის ტელეფონის ნმერს კრეფდა და თან საათს უყურებდა. ფეხზე წამოდგა , ჰაერზე გავიდა და იქიდან დაურეკა ნათიას. ნათია ტელეფონს არ იღებდა, ეძინა, როცა გამოიღვიძა გამოტოვებული ზარი ნახა და თათიას გადაურეკა.

- თათი, ხო მშვიდობაა რატო მირეკავდი? მეძინა..
- ვაიმე დედა , ხო კარგად ხარ?! დაბადების დღის მოსალოცად დაგირეკე.
- უჰ, სულ გამოვშტერდი , არც მიფიქრია მაგაზე. მეთქი რაღაც მოხდა. მაგიტო გაიღვიძე ესე ადრე?
- არა, თავისით გამეღვიძა, პირველობა მინდოდა მაგრამ არ მოგატყუებ და გეტყვი რომ სპეციალურად არ გავიღვიძე. მოკლედ ,გილოცავ დაბადების დღეს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. მალე მოვალ შენთან და მოგეხმარები რაღაცეებში. იმედია ქეიფობთ გოგოები.
- არვიცი ვნახოთ.. მინდა რო ჩემთან იყო მაგრამ არ მინდა დაიღალო გზაში.
- არ დავიღლები. დამიჯერე ესე უფრო დავიღალე.
- მალე გექნება , პატარა და საყავარელი საქმე. თან სულ ჩემთან იქნები.
- მმ.. ხოო. კარგი წავედი ეხლა და დაგირეკავ როცა გამოვალ.
- კარგი. როცა მოხვალ მაშინ დაგელაპარაკები სხვა რაღაცეებზე.
- მიყვარხარ.
- მეც.

თათიამ აივნიდან დაიანხა ლიზა და სანდრო როგორ ეთამაშებოდნენ ძაღლს. თვითონაც მოუნდა ქვემოთ ჩასვლა. მოწესრიგდა და მათთან ჩავიდა. ლიზას საოცარი გრძნობა ეუფლებოდა გაბერილი თათიას დანახვისას.

- გაიღვიძე თათული? როგორი გაბერილი ხააარრ!! - ახლოს მივიდა და მუცელზე ნაზად მოეფერა. მერე სანდროსთან მივიდა და ხელი კრა. სანდროც მიხვდა მინიშნებას და თათიას მიესალმა თავაზიანად.
- დილამშვიდობისა თათია.
- დილამშვიდობისა სანდრო.. მოხდა რამე?
- არა არაფერი.. როგორი ყურადღებიანი გახდა არა სანდრო?!
- ხო ძალიან. - ლიზას ხელი მოკიდა და ცოტა შორს გაიყვანა.
- მოხდა რამე თათული?
- მარინა სად არის არიცი?
- მემგონი მაღაზიაში გავიდა.. არამგონია მალე მოვიდეს , წერან გავიდა თან აქედან შორიაო მითხრა. გჭირდება რამე? მე ვერ დაგეხმარები?
- დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და...
- მართლააა?? გილოცაააავვ!
- შშშშ.. ესე მე არ მიხარია რაიყო.
- მაგარია , ვგიჟდები დაბადების დღეებზე.
- დამამთავრებინე კაი?!
- ბოდიში მიდი მითხარი.
- მინდა რო მარინამ წამიყვანოს. სანდროს ხელი ტკივა და ვერ ატარებს, რომც ატაროს არმინდა დედაჩემმა ნახოს , მერე რა გააჩერებთ ამათ, რაღაცას იტყვის დედაჩემი და ესეც აყვება. იმედია მარინა შეძლებს ტარებას.
- რა პრობლემაა წაგიყვანს.. რო მოვა კითხე.
- აუჰ.. მერიდება მე. შენ რო თხოვო?
- რისი გერიდება?
- რავიცი.
- კარგი მე ვეტყვი და წაგიყვანს.
- მადლობა. შევალ მე კარგი? მომშივდა.
- მოიცა.. მარინას კი ვეტყვი მე მაგრამ ესე არაფრის სანაცვლოდ? რაღაცას მეც გთხოვ.
- მთხოვე.
- აი შენ მარკერი და სანდროს დააწერე თაბაშირზე რასაც გეტყვი. - თათია კარგის მოლოდინში არ იყო.. მაინც სანდროს დაა. რაიცი რა მოუვიდა თავში აზრად.
- რრ..რა დავაწერო?
- ყურში გეტყვი.

ლიზამ საიდუმლ სიტყვები ჩასჩურჩულა თათიას ყურში , საქანელაზე მოკალათდა და მოვლენების განვითარებას დაელოდა, თათიას გული აუჩქარდა , ძალები მოიკრიბა და სანდროსთან მივიდა.

- სანდრო...
- გისმენ.
- ხელზე მეც რო დაგაწერო რაღაც შეიძლება?
- კი , შეიძლება.
- კარგი მაშინ , თვალები დახუჭე და მე რო შევალ სახლში მერე წაიკითხე.
- რაიყო, რამე უზრდელობა უნდა დამაწერო?!
- არა.. ისე უბრალოდ.
- კარგი.

სანდრომ თვალები დახუჭა.. თათია ანიშნებდა ლიზას რომ გადაეფიქრებინა , მაგრამ ლიზა მაინც მოუითხოვდა სურვილის ასრულებას. ბოლოს მაინც დაიყოლია თათია და სანდროს ხელზე "სანდრო მიყვარხარ" დააწერინა. თათიამ მარკერი ლიზას გადაუგდო და სახლში სწრაფად შევიდა, (როგორ სწრაფადაც შეეძლო ისე. ) სნადროსაც დააინტერესა რას წერდა ასეთსო და ხელზე დაიხედა... ცოტახანი უემოციოდ უყურებდა , დაბნეული იყო.. მერე შეიფერა და გაეღიმა. ლიზა კი ორჯერ უფრო ბედნიერი იყო , ჯერ სად ხართო გაიფიარა და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი სანდროს.

***
მარინა უკვე დაბრუნდა მაღაზიიდან , საშინლად იყო დაღლილი , ამ სიცხეში ამხელა გზაზე უწევდა სიარული. პარკები ლიზამ გამოართვა და სამზარეულოში შეიტანა. სანდრო და თათია ვერ ეხმარებოდნენ მაგრამ დამშეულები უყურებდნენ მარინას ხელებში. მარინამ ღრმად ჩაისუნთქა , თვალები დახუჭა , ამოისუნთქა და უთხრა პატარა "ბავშვებს" მალე იქნება საჭმელიო. ამათაც თვალები გაუბრწყინდათ , წვენების და ნაყინების დანახვაზე. თათიას ზუსტად ის ნაყინი უნდოდა სანდრომ რომლისკენაც გაიშვირა ხელი, მისი თვალებიდან გამომდინარე სანდრო მიხვდა ვისი ნაყინიც აიღო "შემთხვევით" და თათიას გაუწოდა. არ შეიმჩნია მაგრამ ძალიან გაუხარდა , კოვზი აიღო და გემრიელად შეუდგა ნაყინის ჭამას. ჯერ მარტო ყურებით ტკბებოდა. წინასწარ გრძნობდა ნაყინის გემოს. აგვისტოს სიცხეში სხვა რა უნდა მოგინდეს. პირველმა კოვზმა სულ გაყინა შიგნიდან თათია. მალე საქანელაზე გადაინაცვლა და იქ უფრო გემრიელად ჭამდა. ნიავი უბერავდა და გარედან აგრილებდა , შიგნიდან კი ნაყინი. ისე გაერთო რომ არავის აღარ აქცევდა ყურადღებას.
მარინამ ცოტა რო დაისვენა და საუზმისის კეთებას შეუდგა ლიზამ ნათიას დაბადების დღის შესახებ მოუყვა. მარინას რათქმაუნდა არც დაუწუწუნებია , რატომ მოერიდა თათიას ამის თქმა ვერც მიხვდა.

- ეთქვა ჩემთვის რა დაშავდებოდა.
- რავიცი. მორცხვია ძალიან.
- ხო. საყვარელია..
- ძალიან!

სანდრო საუზმის გამო შევიდა სახლში თან ნაყინის ქაღალდები გადაყარა. თათათია უკან მოყვებოდა ისე ,რომ არც გაუგია. მარინამ მაშინვე მიულოცა დედის დაბადების დღე.

- გილოცავ ჩემო კარგო..
- რახდება? - დაბნეული იყო სანდრო. ფიქრობდა ძაან ცუდ დღეში ვიქნები ეხლა თათიას დაბადების დღე რო იყოსო. ისიც აღარ ახსოვდა თათიას დაბადების დღე როდის იყო. ან არც დაიმახსოვრა.
- თათიას დედის დაბადების დღეა..
- აუჰ.. ვიცოდი დღეს გამიხარდებოდა რაღაც.
- სანდროო!! - უტაქტობა არესიამოვნა არც მარინას და არც თათიას. ლიზას გაეცინა ხმამაღლა და მალე შეიკავა სიცილი. - არ გეწყინოს თათია .. ხოიცი როგორი უტაქტოა.
- აუ შენც აქ ხარ თათი? - ცინიკურად გაუღიმა.
- ხო.. - თათიამაც ირონიულად უპასუხა. მერე ხმადაბლა ჩასჩურჩულა ყურში სანდროს : - თათი?! თათი არა თათია. წამში შეეცვალა სანდროს სახე.
- ოჰ! - თათია ოთახში შევიდა და სანდრც გაყვა. - რავიცი უკვე ჭეშმარიტი ცოლ - ქმარნი ვართ , შენ გიყვარვარ და მე რო თათი დაგიძახო არ შეიძლება? - თან მარცხენა ხელი დაანახა დასამტკიცებლად.
- ჯერერთი ეგ ლიზამ მთხოვა და დაგაწერე და მერე მეორე სიმართლეც რომ იყოს , შენ არ გიყვარვარ და ჭეშმარიტი ცოლ - ქმარნი როგორ გამოვდივართ მეტყვი?!
- კარგი ხო!! მიდიხარ ნათიასთან? - შეცვალა თემა სანდრომ , სხვა გამოსავალი არიყო. ვერაფერს ვეღარ ეტყოდა.
- კი. - სანდრომ არაფერი უთხრა და გავიდა ოთახიდან. ნერვები მოეშალა და დაგრუზული სახით დადიოდა. გარეთაც აღარ გავიდა , პირდაპირ თავის ოთახში შევიდა და იქ ჩაიკეტა. ყველაფერი გადაატრიალა, საწოლი მთლიანად აყარა , ყველაფერს და ყველა უჯრას ამოწმებდა , სკამზე ავიდა , იქიდან პატარა მაგიდაზე და ზემოთა წიგნების თარო გადმოქექა , შემთხვევით მაგიდაზე მდგარ ლამაზ ლარნაკს კრა ფეხი და გადმოაგდო საშინელი მსხვრების ხმა იყო , გული გაუსკდათ "გოგონებს" , სანდროს თითქოს არ გაუგია , ძლივს სიგარეტი იპოვა და სულ არ მიაქცია ყურადღება იმას რომ ლარნაკი გატეხა. მარინამ შესძახა სანდროს , მანაც თავიდან მოკლე პასუხით მოიშორა. - არაფერი არ მომხდარა და ვსიოო. ნამსხვრევები გადაწმინდა და სიგარეტი აიღო. გაიფიქრა, რა თხუთმეტი წლის ბავშვივით ვმალაც სიგარეტსო და ერთი ღერი ამოიღო კოლოფიდან. მუკიდა და ძლიერად მოქაჩა. ნერვები იმ წამსვე დაუწყნარა ნიკოტინმა. ამდენი ხანი ითმენდა და აღარ ეწეოდა მარინას ხათრით , მაგრამ ახლა არც უფიქრია მარინაზე, ისე გადავიდა მეორე და მესამე ღერზე არავინ გახხსენებია გარშემო აღარც ნანატრი საუზმე. - საუზმეზე უკეთესი თუ არ იყოს ახლა ესო..

***
მარინა და თათია მოწესრიგდნენ , თათია გამოიპრანჭა და წავიდნენ ნათიასთან. სანდრო გარეთ იყ ძაღლს ეთამაშებოდა, უფრო სწორად სანდრო იჯდა და ძაღლი ეთამაშებოდა. თათია ძალიან მოეწონა სანდროს, მაგრამ არაფერი უთხრა, არც კომპლიმენტი არ გაიმეტა. ყურადღება ძაღლზე გადაიტანა. მერემარინას უთხრა კარგად გამოიყურებიო და სახლში შევიდა. ლიზამ გააცილა ორივე და სანდროსთან შევიდა სამზარეულოში. სანდრომ მაღალი ჭიქით ცივი წვენი ქონდა ,ბევრი ყინულებით და სვავდა. ლიზამაც გამმოაღო მაცივარი , წვენი დაისხა , ყინულები ჩაყარა და დივანზე მიუწვა სანდროს.

- დიდი ხანია მინდა ყინულები ჩავყარო და მარინას წასვლას ველდებოდი. თორე გამიგიჟდებოდა.
- ო, დაიკიდე რა. ბავშვი ხო აღარ ხარ.
- ოჰ. მაგარი ბიჭი ხარ ხო? აბა ეგ მარინას უთხარი.
- ვეტყვი.
- უთხარი.
- ვეტყვი თქო.
- რატო ხარ ცუდ ხასიათზე?
- ცუდ ხასიათზე ვარ და იმიტო.
- კარგი. ბოდიში.

***
ნათიასთან დრო მალე გადიოდა. რაღაცეებში თათიაც მიახმარა და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ. დედის დაქალები მალე წავიდნენ და ჭორაობა მარტოებმა განაგრძეს. ბავშვის მომავალზე საუბრობდნენ. ვერაფრით შეაპარა თათიამ რო არუნდოდა სანდროს და ბავშვის დაშორება და ამიტომ სულ ცდილობდა სხვა რაღაცეებზე გადაეტანა საუბარი. თან დღევანდელი დღეს არ ჩაუშხამა სანდროზე ლაპარაკით.

***
მარინამ მაღაზიებში გაიარა გზად და სახლში შეაგვიანდა. ლიზას და სანდროს რა უნდოდათ მეტი პატარა ბავშვებივით იყვნენ, დაიმხეს მთელი სახლი. მუსიკებიც ქონდათ ჩართული. ტელეფონის ზარმა გააჩუმა ორივე. ასეთ ზარს არ ელოდებოდა სანდრო , უცხო ნომერი იყო.. ერტხელ არ უპასუხა , მაგრამ მაინც რეკავდა ტელეფონი. მეორე ჯერზე აიღო ,აცნობეს რომ პოლიციიდან იყვნენ და სანდროს მანქანა იპოვეს. სანდრომ ლიზა ანიშნა რომ ყველაფერი გაეთიშა და თვითონ გარეთ გავიდა. განაბული უსმენდა პლიციელს.

- თქვენი მანქანა უკვე ნაპოვნია. საშინელ მდგომარებაში იყო თუმცა რაღაცის გარკვევა უკვე მვახერხეთ.
- იქნებ მითხრათ რატომ მოხდა ესე და რამოუვიდა მანქანას.
- ტორმუზის "შნურები" იყო გადაჭრილი.
- ვერ გავიგე?!
- აშკარად განძრახ იყო გადაჭრილი. არარსებობს უბრალოდ დახეთქვა. გამოძიება მიმდინარეობს.
- კარგი მადლობა.
- თუ რამე ახალი იქნება შეგატყობინებთ.
- კარგით. - სანდრო გაშრა. დაბნეული იყო. ყველაფერს მოელდა ამის გარდა. შემთხვევით რომ მომხდარიყო ეს ყველაფერი მაგ ვარიანტსაც დაიჯერებდა. არუნდოდა ამ შემთხვევის დიდი ხანი "გაწელვა". პოლიციასაც იმიტომ გააგებინა , რომ მანქანის პოვნა უნდოდა. იცოდა ვერაფრით გააკეთებდა დალეწილ მანქანას მაგრამ მაინც უნდოდა პოვნა.
სიგარეთს ისევ მოუკიდა... გაშტერებული თვალებით იყურებოდა და ფიქრობდა ვის შეიძლებოდა ტორმუზის "შნურები" გადაეჭრა.

(ველოდები შეფასებას.



№1  offline წევრი Tako Gogelia

მომწონა იმედია აღარ დაგვიანებ

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე და ნუ აგვიანებ

 


№3  offline წევრი shakala

კარგიაა თუ მალმალე დადებ

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Ehhh imdeni xaniaa amm istoriaa gagrdzelebass velii romm
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent