შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I ____ You (თავი მეშვიდე)


10-05-2016, 18:59
ავტორი khatuna
ნანახია 2 014

სანდრო იმ დღის შემდეგ თათიას ზედაც არ უყურებს. თათიას კი სანდროს დანახვისას ხმამაღლა სიცილის სურვილი უჩნდებოდა. როგორც კი სიცილს შეატყობდა სანდრო, უფრო ნერვები ეშლებოდა თან ცდილობდა ნერვები მოეთოკა და ზედმეტი არ მოსვლოდა თათიასთან.
სანდრო ყოველთვის უცნაური ადამიანი იყო. ბავშობაშიც უმნიშვნელო რაღაცები წყინდა, იმდენად ,რომ გულში ინახავდა და თავის დროზე წამოაძახებდა ხოლმე გარშემომყოფებს. ნებისიმიერ წვრილმანზე სეეძლო სამუდამოდ გაბუტვა. ადრე იცოდა , რომ მივიდოდნენ , დაამშვიდებდნენ და გადაყვებდნენ თუ რამე ეწყინებოდა,ახლა იცის არავინ დაამშვიდებს , არარის პატარა და არც არავინ მოაკითხავს დანასწნარებლად , თუმცა ეს ჩვევა მაინც აქვს. გაბუტული იქნება მანამ სანამ ბოდიშებს არ მოუხდიან. სანდროსთვის ბოდიშის მოხდა არაფერს ნიშნავს.. თუ გააბრაზეს ესეიგი გააბრაზეს და სამაგიეროც უნდა გადაუხადოს.. მაგრამ თათიასგან მაინც ელოდებოდა ბოდიშს. თათიასთვის ეს უბრალოდ ხუმრობა იყო და თითქოს გული მოიფხანა სანდროზე, მარინას გაბრაზების გამო. არც წარმეოდგინა სანდროს ასე თუ ეწყინებოდა ოთახში ჩაკეტვა.. ფიქრობდა უბრალოდ გაბრაზდა , როგორც ყოველთვის და გადაუვლისო. ბევრჯერ სცადა სანდროსთან დალაპარაკება , მაგრამ სანდრო არ უსმენდა სიე იქცეოდა თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა. ერთ დღეს თათიამ სანდრო ეზოში გამოიჭირა. სანდრო გაწოლილი იყო სკამზე , მასცხენა ხელი გვერდძე ქონდა გადაგდებული და ძაღლს ეთამაშებოდა. ისე მწარედ კბენდა ხელზე ძაღლი სანდრს რომ რომელიღაც ნაკაწრიდან სისხლიც წამოუვიდა, სანდრო ვერც გრძნობდა კბენას.. თითქოს გათიშული იყო. უგრძნობლად იწვა სკამზე. ცას უყურებდა გაშტერებული. თათიას ხმამ გამოაფხიზლა. იფიქრა ავდგები და წავალო მაგრამ იმდენად დაღლილი იყო , რომ მაგის თავიც არ ქონდა და თან მგონი იყო დრო თათიასთან ელაპარაკა. თათიას დაძახებაზე ღრმად ჩაისუნთქა , ოდნავ გაიმართა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ელოდებოდა ბოდიშებს, მაგრამ თათია მეორე სკამზე დაჯდა და კარგა ხანს ხმას არ იღებდა , ისიც უყურებდა ცას.. ყვავილებსაც გახედავდა ხოლმე. სანდროს არ იმჩნევდა. არცერთს არუნდოდა პირველი საუბრის დაწყება და ორივე ჩუმად იჯდა. ბოლომდე ცდილობდა სანდრო თავისი გაბრაზება შეენარჩუნებინა, მაგრამ მაინც გახედა თათიას , მაშინ როცა ნიავმა სარაფანი აუფრიალა თათიას და ისიც ხელებით იჭერდა კაბას. ჩაეცინა სანდროს და თათიაც გამოიწვია.

- რა არის სასაცილო?
- შენ რამე გითხარი? ჩემთვის ვიყავი , მოხვედი და სიმშვიდეს მირღვევ! *დაბალი ტონით ელაპარაკებოდა ისე რომ თავი არც შეუტრიალებია თათიასკენ.*
- და რო დამცინი ეგ არაფერი?
- შენ არ დაგცინი, ჩემთვის გავიცინე. შენ მაინც არ შეგეკითხები როდის უნდა გავიცინო.
- არც მითქვამს მე შემეკითხე თქო... უბრალოდ..
- ეგღა მაკლია. *ისევ გაიცინა სანდრომ. თათიამ სიცილი დაასრულებინა და შემდეგ განაგრძო ის რისი თქმაც უნდოდა.*
- .. უბრალოდ მე არუნდა დამცინო. მესმის შენ დონემდე ვერ მოვალთ მაგრამ ძალიან ცუდი ჟესტია დაცინვა. *

სანდრომ ჯერ თვალებით გახედა მერე თავიც გადაატრიალა, სახის მიმიკა შეცვალა. ჩვეულ პოზას დაუბრუნდა და ძლივს ადგა სკამიდან. ფეხზე ფრთხილად მიირტყა ხელი.. ძაღლს ანიშნა რომ გაყოლოდა. გზაში თატიამ მაინც გააჩერა და რისთვისაც მივიდა სანდროსთან იმ თემას დაუბრუნდა.

- მარინას რა უთხარი მაშინ? *სანდრომ სკამი თათიასთან ახლოს მისწია და ისე დაჯდა*
- ვერ გავიგე რა გინდა.
- ძალიან რთულ შეკითხვას გისვამ? უბრალოდ მაინტერესებს შენს გამო რატომ ტიროდა ამხელა ქალი.
- შენი საქმე არარის. შენი დახმარების გარეშეც გავარკვევთ.
- საერთოდ არგაინტერესებს ხო ,როგორ ინერვიულა. ის თუ ნერვიულბს შენზე , შენ რატომ არ აქცევ ყურადღებას?!
- არ მესმის ეს თემა შენთან რატომ უნდა გავარჩიო. სხვის საქმეში რომ არუნდა ჩაერიო არგასწავლეს შენ? არც ის გასწავლეს , სადაც შენია ადგილი არარის იქაც ნუ იქნებიო?!

ლაპარაკში მიატოვა სანდრომ თათია და სახლში შევიდა. სხხვის გულის ტკენას მაინც არ ეშვებოდა სანდრო. როგორც არუნდა ეცადა მაინც ყველას დაგესვლა უნდოდა. მისი საქმიანობას ეს არის. თან ძალიან კარაგდ გამოსდის. როცა არ გამოსდიოდა მაშინ სხვები ტკენდნენ გულს. თათიამ საკუთარი თავი დაამშვიდა.. ყველა გრძნობა ერტად მოაწვა ამ სიტყვების მერე.. სანდროს კარგ თვისებაშიც შეიძლება ჩავუთვალოთ ეს პირდაპირობა , ყველას თავის საქციელზე აფიქრებს. ბევრი რამის შეცვლა შეეძლო თათიას მაგრამ არავის წინააღმდეგ წავიდა. თათია რომ შედიოდა სახლში მაშინ გამოვარდა ოთახიდან სანდრო და კარებთან კინაღამ შეეჯახა თათიას. მარინა შორიდან უყურებდა ამ სიტუაციას და პირველად მოუნდა ამ ყველაფრის მალე დასრულება.. უნდოდა მისი შვილი ბედნიერი ყოფილიყო , სხვა არაფერი.

***
სანდროს წასვლიდან ორ საათში თათიას დედამისი ესტუმრა. მარინასაც და თათიასაც გაუკვირდა მისი აქ დანახვა თუმცა იფიქრეს თათია ცუდად ,რომ იყო მაგიტომ მოვიდაო. თათია სიხარულით შეეგება დედამის ჩაეხუტა და თვალები აუცრემლიანდა. ახლა დედის გარდა არაფერი სჭირდებოდა ასე ძალიან. ცოტახანი ილაპარაკეს , ყავა დალიეს და მერე თათია დედამის ჩაეხუტა და არუშვებდა. სანდროს მოსვლამდე ასე იყვნენ. სულ ორი წუთით შემოირბინა სანდრომ რაღაცის ასაღებად და კარგა ხანს მოუწია იქ ყოფნა.
სანდრო სახლში შემოვიდა და სიდედრის დანახვაზე კინაღამ გული წაუვიდა. ყვლაფერი ჩემ ჯინაზე ხდება დღესო ხმადაბლა თქვა და მიესალმა ნათიას.

- გამარჯობა ქალბატონო ნათია. *ეს "ქალბატონო" მარინას ხათრით*
- გაგმარჯოს.. *ვაჟბატონი.. ჩაიჩურჩულა*
- დაგაგვიანდათ სულ რაღაც ორი დღით.
- ოჰ. ვერ მოვიცალე.. უკვე ამასაც მიკონტროლებთ?
- არა.. ხო შეიძლება ადამიანმა ვერ მოიცალოს.. *ნეტა ეხლა რატო მოიცალა, გადაულაპარაკა მარინას.*
- შენ ხო იმ დღესვე მოვარდი ჩემთან. - თათიამ ჩაუშვა სანდრო.
- ყოჩაღ! მოველოდი. - არ გამოუვიდა სანდროს ნათიას დაგესვლა.. თუმცა დრო მაინც ქონდა. მარინასთან შევიდა სამზარეულოში და ლოყაზე აკოცა. ჩახუტებასაც ცდილობდა.

- დალიე შენ?
- მე? ნუ ცოტა...
- უფრო თავაზიანი იყავი ხო შეგიძლია.
- უფრო თავაზიანი როგორ .. დედა დავუძახო? თუ დეიდა? - ამაზე მარინამ ძლივს შეიკავა სიცილი. სანდრომ დიდხანს ვერ გაძლო ასე და თავის ოთახში ავიდა. ნათიამ ზურგს უკან მაშინვე დაიწყო სანდროს გალანძღვა.

- ამას როგორ უძლებთ მთელი დღე? როგორ მეცოდები თათი დე.. ცოტაც გაუძეი და არაფერი არ დაუთმო ამ გათამამებულ ბიჭს.. ზედმეტად განებივრებულს. ღარიბებს ყოველთვის დაჩაგრავენ...
- ჩემი შვილი ეგეთი არარის.. ახლა ხასითი აქვს გაფუჭებული და გეჩვენებათ.. არც არავის ჩაგრავს..
- წავედი მე.. აზრი არ აქვს თქვენთან კამათს.. კიდევ გნახავ... თუ დაგჭირდები იცოდე აუცილებლად დამირეკე.

***
სანდრომ გუგას დაურეკა.. სამსახურის ამბები გამოკითხა. უფრო მეტად დასალევად უნდოდა წაეყვანა გუგა და მაგიტომ დაურეკა.. ნელ - ნელა აპარებდა. იმდენი ქნა მიანც დაითანხმა გუგა და ბარში წავიდნენ. გუგას ცოტა ნასვამმა სანდრომ მოუყვა ოთახში ჩაკეტვის ამბავი.. გუგამ კარგა ხანს იცინა, მაგრამ როცა მიხვდა ამით სანდრს უფრო აღიზიანებდა. რაღაც რჩევები მისცა. ასე გულისყურით არასდროს მოუსმენია სანდროს გუგასთვის. შეიძლება სიმთვრალის და მოზღვავებული ემოციების ბრალიც იყო. შეზარხოშებულები იყვნენ.. სულ მთვრალეებიც არა ... ცოტა ხნით ჰაერზე გამოვიდნენ ბარის წინ პატარა სკვერი იყო სადაც ხშირად დადიოდნენ ახალგაზრდა წყვილები.. ყველას აკვირდებოდა სანდრო.. სიგარეტს ეწეოდა და სევდა უფრო აწვებოდა.. ნია ენატრებოდა.. ან უბრალოდ სითბო საყავრელი ადამიანის.. ვერ იაზრებდა ზუსტად რომელი მაგრამ უნდოდა თითონაც შეყვარებული ყოფილიყო. ყველა დაათვალიერა და კიდევ ერთი სიგარეტი ამოიღო. გუგას უნდა გადაეხადა ფული და ბარში იყო შესული. ბარის მოაჯირის გვერდით და ოდნავ მოშორებით გრძელი სკამი იდგა.. ბაღებში რომ დგას ზუსტად ისეთი... შეყვარებულ წყვილს მოკრა თვალი.. სიბნელეში ვერ არჩევდა სახეებს მაგრამ ორივეს ხმა ეცნობოდა.. ცოტა მანძილი გაიარა რომ უკეთ გაეგო ხმა.. უახლოვდებოდა ნელ ნელა და ხმას უფრო მკაფიოდ ესმოდა. ნასვამმი რომ არ ყოფილიყო უფრო მალე გაიხსენებდა ამ ადამიანებს.. ახლაც არ გაუჭირდა.. ბიჭმა გოგოს მუცელზე ხელი დაადო და რაღაცას გაურკვევლად ეუბნებოდა... მხოლოდ მისთვის საჭირო წინადადება გაიგო სანდრომ.

- მე და შენ გავზარდოთ.. თუ არუნდა მის მამას ეს ბავშვი.. მე მინდა.. მე და შენ გაცილებით უკეთესი მშობლები ვიქნებით..
- იცი .. არვიცი.. არვიცი რა იქნება ბავშვის გაცენის მერე.. და არც ის ვიცი შენს მიმართ რას ვგრძნობ.
- ყველაფერში გავერკვევით.. დამიჯერე ასე აჯობესბ.. ბევრს ვიცნობ მისნაირ ხალხს კიდევ ბევრჯერ გაგამწარებენ. მე ძალიან მეყავრება ეს ბავშვი. მის ბრალი არარის მამა რომ ყავს.

სანდრომ ორივეს ხმა გამოიცნო.. ამის მერე თითქოს თველებიდანაც უკეთესად გამოიხედა და ამ სიტყვებმა უფრო გამოაფხიზლა.. თათია და ის ბიჭიც იცნო. ძალიან აღელვებული იყ ოდა არიცოდა რაექნა.. უცებ მხარზე დაადო ვიღაცამ ხელი და სნადროც შეკრთა..

- გული გამიხეთქე!
- რაგჭირს?!
- გადავიხადე უკვე .. ერთი არაყი კიდე ვიყიდე და წამოდი ჩემთან წავიდეთ.
- არმინდა არაყო სახლში წამიყვანე. რაღაც არ ვარ კარაგდ , უნდა გამოვიძინო.
- კარგი წავიდეთ.. მერე შემეხვეწები.
- ხო.ხო.

(მაინტერესებს თქვენი აზრი.)



№1  offline წევრი Nini123456

ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი nini

kargi ra me sandro momwonsa daa sheayvare amat ertmaneti ra maleee

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzann magariaaa momwonnss sandroo
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი isterichka123

Kaia gagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent