შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [15]


21-06-2016, 10:20
ავტორი N7
ნანახია 2 365

15
სამზარეულოში მართლაც დაუხვდნენ ნაცნობი სახეები, რომლებიც მდიდრულ სუფრას მისხდომოდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ საკვებს, რომელიც უგემრიელეს არომატს უშვებდა მთელ სახლში.
– ოჰ, გაიღვიძა ვაჟბატონმა! – შეამჩნია დედამ და ბღვერით შეხედა შემოსასვლელ კარში ჩამდგარ შვილს. – არ დაგვეწვევი ვახშამზე?
– ვაიმე, სანდრო... – წამოიკივლა მაგდამ, ფეხზე წამოხტა და ქმარს ჩაეხუტა. – როგორ მომნატრებიხარ!
ზიზღით ჩამოხედა კაცმა ქალის წითლად შეფერილ თმას, შემდეგ სურნელი იგრძნო, ფრანგულ სუნამოს რომ შეიძლება სდევდეს მხოლოდ. კინაღამ გული აერია, ისედაც მოწოლილ ზიზღს რომ ეს აფერისტული ხვევნა დაერთო.
– რა სამწუხაროა, იგივეს რომ ვერ ვიტყვი, მაგდ! – სწრაფად მოიშორა ქალის სხული, ტკიპასავით რომ მიჰკრობოდა, ტანსაცმლიდან.
– რა გჭირს? – ბღვერით შემოხედა მამამ, რომელიც ჩანდა ბრაზს ძლივს იკავებდა.
– რა მჭირს, ავთო?! – ხმას აუწია უნებურად, – ვინ მომიყვანა სახლში?
– არ ვაპირებ მაგაზე აქ საუბარს! – შეუღრინა ისევ კაცმა, რომლის თმა უკვე ბოლო ღერამდე შეფერილიყო თეთრით.
– აბა, გვერდზე გამიყვან და კაცურად ამიხსნი, რომ ბარებში არ მეკადრება გამოთრობა და მერე ქუჩაში ყინწის წაძრომა? – გაიხსენა მამის ჩვეულება და ზიზღით მიახალა პირში. – ფეხზე , რაც გინდათ ის გიქნიათ დღეიდან! მე თქვენს გამო, საყვარელი ადამიანი დავკარგე, ვატკინე... და ურცვად მიწყობთ აქ სცენებს? – ღრიალზე გადავიდა, როგორც კი თიკა გაახსენდა. – გშორდები! – ჩამოხედა თავისზე ერთი ან ორი თავით დაბალ ქალს, რომელსაც ლამაზ სახეზე სიმწარემ აასხა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა და მალე ტირილს თუ არ დაიწყებდა, თმის დაპუტვას მაინც ვერ აიცელდა.
– რას ჰქვია შორდები? – წამოიკივლა თამარმა და ფეხზე გააფთრებული წამოვარდა. ამ მოძრაობამ თეფშების წრიალი და დანა–ჩანგლის იატაკზე მძიმედ დანარცხება განაპირობა. სახეზე წითელმა ფერმა აჰკრა ქალს და თვალებში ნაპერწკლები გაუელვდა.
– დღეიდან ჩემს ცხოვრებაში ვერც ერთი თგვენგანი ჩაერევა! – დაიწყო წყობადაკარგულმა დაბალი, მონოტორული და გამაფრთხილებელი ხმით, – რაც ამიწეწეთ, კმარა!
– სანდრო! – დაეწია მამის სიმკაცრით გავსებული ხმა. – დამელოდე!
ბიჭი შემობრუნდა, მშობლებს კიდევ ერთხელ შეაგება ზიზღით სავსე მზერა და ესღა უთხრა:
– მივდივარ სახლიდან, მაგდას გაყრის საბუთებს გამოვუგზავნი და არც კი გაბედოთ ჩემი დადევნება!
ეს მართლაც ბოლო წერტილი აღმოჩნდა ამ თავგადასავლის. აღარ ადარდებდა სანდროს თუ მისი ტრადიციული ოჯახი გაკოტრდებოდა კვლავ. თუ ჭკუა ეყოფოდათ, ამას არაფრით დაუშვებდნენ, მაგრამ მეტად აღარ გაერეოდა ამ ამბავში, რადგან ჭაობივით იყო, რაც უფრო შორს ტოპავდა მით უფრო ითრევდა ეს ჭაობი. თუნდაც ასე არ ყოფილიყო და ყველაფერი მარტივად აწყობილიყო, მაინც გადადგავდა ამ ნაბიჯს, თიკას ხათრით. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, გამოჰყვებოდა თუ არა ცოლად გოგო, უბრალოდ, ამიერიდან ყველაფერს გააკეთებდა, რომ თიკას გატეხილი გული რამენაირად აღედგინა.

შებინდებულზე დაიწყეს ბუშტების გაბერვა, შამპანურების მომარაგება და საჩუქრის სასაჩუქრე ყუთში მოთავსება. პირველი ნაბიჯი, თიკას გასამხიარულებლად გადადგმული, ეს უნდა ყოფილიყო. რადგან პირდაპირი გზა ვერაფერი მოიფიქრეს, დეპრესიიდან გამოსაყვანად, ირიბად, ნაბიჯ–ნაბიჯ გადაწყვიტეს.
– მზად ხართ? – ნატამ თავის მეგობარ, მომღერალ ბიჭებს სთხოვა დახმარება.
– უკვე კორპუსთან ვართ და თქვენ გელოდებით, – მოახსენა ერთ–ერთმა, რომელსაც ხავერდოვანი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
– ოქეი, დათ. მანდ ვართ ათ წუთში.
სწრაფად დატოვეს სახლი, მარიამს ლამის დაავიწყდა კარის დაკეტვა. კიბეებზე ქოთქოთით დაეშვნენ. მეზობელმა გამოიხედა და უკმაყოფილო კრულვა დააწია, თუმცა ამაზე მხოლოდ იცინეს. ნინო შეთანხმებული ჰყავდათ და მეტიც, მხოლოდ თიკას არ უწყობდნენ სიურპრიზს... მომღერალ ბიჭებთან ერთად კორპუსთან ოთარიც ელოდათ, რომელსაც ბოლო წუთს გადაეწყვიტა სიურპრიზში ჩაბმა. თანაც ყველა აცნობიერებდა, რომ ნინოს და ოთარის შერიგება ყველაზე მეტად შეუწყობდა ხელს თიკას, დეპრესიისგან გათავისუფლებაში.
რვა წუთი დასჭირდათ მანქანაში ჩასაჯდომად და თიკას უბნამდე მისასვლელად. ერთმანეთს გაჩუმებისკენ მოუწოდებდნენ, რადგან ეგონათ ამხელა ქოთქოთი თიკამდე მიაღწევდა, მეშვიდე სართულზე, და დროზე ადრე მიახვედრებდა გოგოს სიურპრიზს. ოთარი განსაკუთრებულ ეიფორიაში იყო, რადგან ეშინოდა, უარესი არ მომხდარიყო, ნინო თუ არ შეურიგდებოდა. არადა, თიკა უკვე შეგუებოდა მათ ამბავს, მეტ–ნაკლებად. უბრალოდ, იცნობდა ნინოს და იცოდა, როგორი პრინციპული იყო – თუ იტყოდა, მამაზეციერიც რომ ვერ გადაათქმევინებდა.
– აბა, მოეწყვეთ! – ბიჭებს გაუცინა ნატამ, სათითაოდ გადაკოცნა და მეგობრული „ბრძანება“ გასცა. მერე დანარჩენებს მიუტრიალდა, – ჰა, დაასრულეთ მაგ ბუშტების გაბერვა და სანთლებიც დაანთეთ. ჰო, მარიამ, საჩუქარი ხომ არ დაგრჩა?
მარიამმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და ყუთზე მიანიშნა, ორივე ხელით რომ ჩაბღაუჭებოდა.
– კარგია! – დაიყვირა შემართებით.
ანამ და ლინდამ ერთხელ ხმამაღლა გადაიკაკანეს.
– კარგით რა, დაბალ ხმაზე! – შეუღრინა ნატამ და მომღერალი ბიჭების წინ დირიჟორივით დადგა. – ბავშვებო, ამ ბიჭების უკან მოეწყვეთ და ვიწყებთ!
ანა და ლინდა ისევ აფხუკუნდნენ. ნატამ კიდევ ერთხელ დაუქაჩა თვალები დაქალებს.
– ბატონო ოთარ, თქვენც იმღერებთ?
გოგოებმა განაახლეს მხიარულება. მარიამმა კიდევ ერთხელ მოჰკრა თვალი ამ სცენას და ნერვიულობა წამში გაეფანტა, ისტერიკული სიცილი აუვარდა.
– მართლა? – სერიოზულად გაბრაზდა ნატა.
– არა, არ ვმღერი, – ღიმილით უპასუხა ოთარმა, – საჩუქარი ვუყიდე ნინოს, – რომ არ ეთქვა, ისედაც ნათელი იყო, ხელში პატარა ყუთი ეჭირა, ბავშვების გვერდით კი წითელი ჯიპი იდგა, თეთრ ლენტაში „გამოპრანჭული“. ეს ბავშვებს არ ეკუთვნოდათ, თუმცა აშკარა იყო, ვის საჩუქარს წარმოადგენდა.
– გასაგებია, – თავი დაუკრა ნატამ და ბიჭებს მიუტრიალდა. – როცა მზად იქნებით, ვიწყებთ!
სამამდე დაითვალა ერთ–ერთმა ბიჭმა, რომელსაც ძველი თბილისის მოდით ეცვა. კიდეც გახურდა საკრავები. რამდენიმე წამიან შესავალს დაჭექილი სიმღერა მოჰყვა, სასიამოვნო ხმისმიერი.
აივანზე ნინო და თიკა გამოვიდნენ. ბავშვები ვერ ხედავდნენ თიკას სახეს, რადგან მათგან შვიდი სართულით ზემოთ იყო, თანაც უკვე საკმაოდ მოეკიდა ქალაქში ბინდს ფეხი. თუმცა თიკა იღიმოდა. რამდენად ბედნიერად, ჯერაც საკითხავია, მაგრამ, მთავარია, იღიმოდა. გვერდში ბედნიერებისგან გაბადრული დედა ამოსდგომოდა და ძლიერად იკრავდა გულში სიფრიფანა სხეულს.
– დე, შენი მეგობრები მოვიდნენ შენთან, – ამოიჩურჩლა მის თავთან და აკოცა.
სიმღერა რომ შეწყდა, ოთარმა ოდნავ დაარტყა ყელი წითელ მანქანას და ახლა მან დაიწყო ყვირილი, რომელიც, ნამღერისგან განსხვავებით, თითოეული მეზობლის ყურთა სმენას მისწვდა.
– მგონი, მარტო ჩემი მეგობრები არ მოსულან, დეე! – ეშმაკურად გაუელვდა თვალები, ხელები გააწევინა ნინოს, სწრაფად გადაირბინა რამდენიმე ოთახი და კიბეებზე ხალათის ამარა დაეშვა.
სადარბაზოდან გასულმა არ იცოდა, პირველი რომელს ჩახუტებოდა და ყველაზე მეტად მონატრებულს – მამას – ჩაეხუტა.
– ახლა კი მართლა შეირიგებ დედას ამ საჩუქრით, – უჩურჩულა გახარებულმა.
– ვითომ? – ნერვიულად გაეცინა კაცს.
– აი, აგონიიდან გამოვა და ნახავ! – ესღა უთხრა და მოშორდა.
სათითაოდ ჩაეხუტა ყველა მეგობარს, ასე რომ მონატრებოდა. ძალიან, ძალიან ამაღელვებელი საღამო მოუწყვეს და უნებურად გამოსტაცეს დეპრესიას საშინელი მარწუხებიდან. ამის გამო, და არა მარტო, ძალიან ბევრი მადლობისა და ჩახუტების ღირსები იყვნენ, თუმცა თიკას ენა ებმეოდა და ნაბიჯებსაც ძლივს ადგამდა.
– თიკ, შენ რომ მოგწონდა სუნამო, ჩვენგან, – გაუწოდა სასაჩუქრე ყუთი.
თავიდან ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა, შემდეგ ნაზად გამოართვა და გახსნა. თავიდან ვერ მიხვდა, რა სუნამოზე იყო საუბარი, შემდეგ კი, რომ დახედა, გაახსენდა, ეს ის ხუთას დოლარიანი სუნამო იყო, რომლისთვის ფულს ვერასდროს სთხოვდა მშობლებს. გაოცებისგან ჯერ ოდნავ შეხსნა პირი, ჰაერს ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა ამდენი ამბის გონებაში გადახარშვას.
– რა? – დაიყვირა ბოლოს და კისერზე ძლიერად შემოჰხვია ხელები მარიამს.
– მე? – ნაწყენი გამოვიდა ჩრდილიდან ანა.
ის იყო მის გადასახვევადაც დააპირა წასვლა, რომ გრგვინვა ამოხდათ მომღერალ ბიჭებს, კიდევ დაიწყეს სიმღერა. მათკენ გაოცებულმა გაიხედა და მათ მზერას თავისი გააყოლა. მანქანასთან ჩახუტებულ ნინოსა და ოთარზე შეჩერდა მზერა და გული აუჩქარდა. ეს ბედნიერებისგან გულამოვარდნა იყო. და ცრემლებიც, რომელიც ვეღარ შეიკავა, ბედნიერებისა იყო.
ოთარმა, სიხარულისგან აღელვებულმა, დაიყვირა, რომ ყველანი მიდიოდნენ რესტორანში, დიდი ზეიმის გასამართად. მაშინღა შენიშნა ნინომ, რომ ქმარი ნასვამი იყო.

არ ვგეგმავდი ამ კუთხით განვითარებას მოვლენების, მაგრამ ჩემს მუზას ასე "მოუფრინა" და ვერ შევეწინააღმდეგე. ჯერ კიდევ წუხელ უნდა დამედო ეს თავი, მაგრამ ჩემს სიზარმაცეს რა ვუთხარი...
მაპატიეთ და მიყვარხართ!



№1 სტუმარი Mariami

Dzalian momwons,magram nu agvianeb ase dzalian ra.. Shens muzas rac sheexeba me momwons movlenebis am kutxit ganvitareba..

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ძაან მომწონს wink ეს განვითარება და ასე გააგრძელე მაგარია შენი მუზა wink

 


№3  offline წევრი Smiling girl

დედა ეს რაკაი რაღაც ნახა ჩემმა თვალებმა <3 ძალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი N7

Mariami
Dzalian momwons,magram nu agvianeb ase dzalian ra.. Shens muzas rac sheexeba me momwons movlenebis am kutxit ganvitareba..

დიდი მადლობაა! მიხარია, რომ მოგწონს love რაც შეეხება დაგვიანებას, ვერაფერს შეგპირდებით, ეს ჩემი დიიიდი მინუსია და მომიტევეთ sad

sameone crazy girl
ძაან მომწონს wink ეს განვითარება და ასე გააგრძელე მაგარია შენი მუზა wink

უჰ, ძალიან მიხარია, რომ მოგწონს love

Smiling girl
დედა ეს რაკაი რაღაც ნახა ჩემმა თვალებმა <3 ძალიან მომეწონა

ძალიან მიხარიაა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Kargi iko dzaliaaan.exla sandrostan shearige da amovisuntqeb.

 


№6  offline წევრი Pepper

ვაახხ
აქ რეები ხდება თურმე უჩემოდ
სანდროს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო შემაყვარა მისი პერსონაჟი. გაუმართლა თიკას ასე რომ უყვარს სანდროს.
ძალიან მომწონს თიკას მეგობრები თბილები და პოზიტიური. გამიხარდა თიკა რომ მოიყვანეს ცოტათი მაინც ხასიათზე. მშობლების შერიგების ამბავიც ძალიან ^^
მოკლედ მშვენიერი თბილი ტკბილი და ემოციური თავი იყო.
ველოდები შემდეგ თავს ჩემი საოცარი გოგო <3
ნუ დამიტანჯავ დიდხანს სანდროს მეე რააა <3
მიყბარხაარრრ

 


№7  offline მოდერი Eleniko13

მე კი ვერ ვიტყვი, რომ ეს თავი მომეწონა.
სანდროს გადაწყვეტილება არაფერია, გარდა მშობლების უპატივცემულობის გამოვლენა
და სანდრო იმდენად არასწორია,
მეშინია შემთხვევით არ შევიძულო მისი პერსონაჟი.
თიკა უარესად სუსტია. არ გამიგია მე ასეთი ცხოვრება...
არ მომეწონა ეს თავი, მე პერსონაჟებში იდეალურობას ვეძებ
და შვიდიანო, ეს იდეალურობა
გაუქრე ამათ შენ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი N7

tatuka20
Kargi iko dzaliaaan.exla sandrostan shearige da amovisuntqeb.

მიხარია, რომ მოგეწონა love

Pepper
ვაახხ
აქ რეები ხდება თურმე უჩემოდ
სანდროს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო შემაყვარა მისი პერსონაჟი. გაუმართლა თიკას ასე რომ უყვარს სანდროს.
ძალიან მომწონს თიკას მეგობრები თბილები და პოზიტიური. გამიხარდა თიკა რომ მოიყვანეს ცოტათი მაინც ხასიათზე. მშობლების შერიგების ამბავიც ძალიან ^^
მოკლედ მშვენიერი თბილი ტკბილი და ემოციური თავი იყო.
ველოდები შემდეგ თავს ჩემი საოცარი გოგო <3
ნუ დამიტანჯავ დიდხანს სანდროს მეე რააა <3
მიყბარხაარრრ

მე შენ მიყვარხარ!! და ძალიან მიხარია, რომ მოგწონს love

Eleniko13
მე კი ვერ ვიტყვი, რომ ეს თავი მომეწონა.
სანდროს გადაწყვეტილება არაფერია, გარდა მშობლების უპატივცემულობის გამოვლენა
და სანდრო იმდენად არასწორია,
მეშინია შემთხვევით არ შევიძულო მისი პერსონაჟი.
თიკა უარესად სუსტია. არ გამიგია მე ასეთი ცხოვრება...
არ მომეწონა ეს თავი, მე პერსონაჟებში იდეალურობას ვეძებ
და შვიდიანო, ეს იდეალურობა
გაუქრე ამათ შენ

მე კი იდეალურ ადამიანებს არ ვიცნობ, ელენიკო. ამიტომ ჩემი არც ერთი პერსონაჟი იდეალური არაა, ვერც იქნება, სანამ მე არ შემხვდება იდეალური ადამიანი. და რომც შემხვდეს, ალბათ, ვერასდროს შევძლებ მის ნაწერში გადმოტანას, რადგან თავად არ ვარ იდეალური.
მიუხედავად ამისა, კარგი შეფასება იყო, მინდოდა რაღაც ასეთიც.
მაპატიე, რომ ისეთი არ გამოვიდა, როგორიც შენც მოგეწონებოდა... ხომ იცი, მე არ შემიძლია უნაკლოდ ვწერო, სადღაც აუცილებლად ვუშვებ შეცდომას.
და მიუხედავად ამისა, მადლობა, ელენიკო!
მიყვარხარ მე შენ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline მოდერი Eleniko13

მეც ძალიან მიყვარხარ ❤️
არა, მე მხოლოდ პერსონაჟზე ავღნიშნე,
შეცდომა არსად მითქვამს და არც არსად გაქვს.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent