შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე (4 თავი )


21-06-2016, 16:34
ავტორი Peoplefallformysmile
ნანახია 1 593

ისევ მისი კოშმარი რომელიც უკვე დიდი ხანია არ ასვენებს.ისევ ის თვალები,ისევ ცეცხლი და რაღაც ხმა რომელიც მას ეძახის და რაღაცას ეუბნება.შორიდან ისმის ხმა და თითქოს ეს ალექსანდრეა,ეს მისი ხმაა.ლეა წინ მიიწევს უნდა მისწვდეს ან მისი ხმა გაიგოს უკეთ,და გაიგოს რას ეუბნება თმცა ადგილიდან ვერ იძვრის ლოგინს არის მიჯაჭვული,ხმა არ ჩერდება ,ყვირის და ყვირის.
როგორც იქნეა ყური მოჰკრა მის სიტყვებს,ის ბოდიშს იხდიდა იმ საქციელისთვის რაც მას არ ჩაუდენია და სთხოვდა არ მიეტოვებინა.ლეა კი ვერაფერს ხვდებოდა,რას ნიშნავდა ეს სიზმარი.
აფორიაქებულს გამოეღვიძა,ჯერ კიდევ შუა ღამე იყო ის კი ვეღარ იძინებდა.
კოშმარი
ცეცხლი
თვალები
ალექსანდრე ...
რა კავშირში იყო ამ სიზმართან ალექსანდრე,რატომ სთხოვდა პატიებას,უამრავი კითხვა უტრიალებდა გონებაში და პასუხს ვერ პოულობდა. ლოგინში ვეღარ მოისვენა,ჩაიცვა და მამამისის დატოვებული მანქანით მშობლების საფლავისკენ გაეშურა. მიუახლოვდა თუ არა საფლავს მაშინვე თვალწინ დაუდგა მათი სიკვდილის სცენა რომელიც არ ავიწყდება,როგორ უმოწყალოდ წვავდა მათ სხეულებს ნიღბიანი მამაკაცი , რომლის ნიღბიდანაც მხოლოდ მისი შავი თვალები მოსჩანდა.
მანქანიდან გადავიდა,საფლავს მიუახლოვდა და ჩაიმუხლა.ჩუმად ბუტბუტებდა:
როგორ მინდა ახლა აქ იყოთ,ძალიან მჭირდებით და მაკლიხართ.მაპატიეთ , რომ თქვენი მკვლელობისთვის შური არ ვიძიე,მე არ მქონდა ამის ძალა და იძულებული გავხდი ამას შევგუებოდი. ცრემლები მოიცილა და გაიღიმა,ცივ საფლავის ქვას ხელი გადაუსვა და ახლა მხიარულ ნოტაზე დაიწყო:იცით მე ბიჭი გავიცანი,ჰო გაგიკვირდებათ და უფლება მივეცი ჩემი გაცნობის,დავახლოვდით და ძალიან მინდა მასზე ბევრი რამ გავიგო,მაგრამ მისი თვალები რაღაცას მახსენებს და ვერ ვხვდები რას , ამოუცნობია ჩემთვის. თმცა რაც არ უნდა იყო მე მასთან თავს კარგად ვგრძნობ და იმედი მაქვს კიდევ დიდი დროს გავაატარებთ ერთად დავახლოვდებით.
მშობლებს დაემშვიდობა და სახლში წამოვიდა,უკვე თენდებოდა როცა სახლში მივიდა. დილიტ 6 საათი იყო , ალექსანდრე დაურეკა გააღვიძა და გარეთ გამოსვლა სთხოვა , ძალიან უნდოდა ისევ იმ შენობის სახურავზე ასულიყვნენ.რათქმა უნდა ალექსანდრე უარი არ უთქვამს, მაშნვე ჩიცვა და მისკენ გაემართა , მალე უკვე სახურავზე იყვნნ და უყურებდნენ როგორ ამოდიოდა მზე.
--ალექსანდრე--
დილით ლეამ დამირეკა,ძალიან გამიკვირდა როცა გარეთ გასვლა მთხოვა ასე ადრე , თუმცა მე უარი არ მითქვამს,მალევე მასთან გავჩნდი. სახურავზე ასვლა მთხოვა ეს თხოვნაც შევუსრულე,ავედით და ერთმანეთზე ჩახუტებულები ვუყურებდით მზის ამოსვლას, ნეტა ეს წუთები არასდროს დასრულებულიყო..
თითქოს უკვე დავახლოვდით,ერთნი ვიყავით,ან იქნებ ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო..
რამდენიმე საათში,ლეასთან ვიყავი სახლში და ჩაის ვსვამდით და მომავლის გეგმებს გავიხილავდით,უხილავი ძაფები გაჩნდა ჩვენს შრის და ერთანეთს გარეშე ვერ ვძლებთ.
ორი კვირის შემდეგ
ისევ ლეასთან ვარ.ჩაის ვსვამთ, ეს უკვე ჩვევად გვექცა . ცოტახნისწინ კიკეთში , ჩემს სახლში წასვლა გადავწყვიტეთ ლუციფერთან და კასისთან ერთად . საჭირო ნივთები და საჭმელი უკვე ჩავალაგეთ და გზად დავადექით .მთელი გზა მხიარულად ვიმგზავრეთ,შუადღისას უკვე დანიშნუნლების ადგილზე ვიყავით და სახლს ვალაგებდით. საღამოს კი ჰამაკში , ბუნების სილამაზით ვტკბებოდით. ყოველი დღე ნათელი და მზიანი იყო ჩვენთვის, ერთად ვკითხულობიდთ წიგნებს,ვსვამდით ჩაის,ვსეირნობდით და ბედნიერად ვატარებდით ერთად დღეებს.
--ლეა--
ძაკიან ბედნიერი ვიყავი ალექსანდრესთნ ერთად კიკეშ . საუკეთესო დროს ვატარებდით ერთად . სულ ცდილობდა რაღაცით გავეხარებინე. დილაააობით გვირილებს მახვედრებდა ოთახში. მე არ მითქვამს და არ ვიცი საიდან გაიგო რომ გვირილები მიყვარს,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია რომ ერთად ბედნიერები ვიყავით, სულ ვიცინოდით და ერთად ვატარებდით კარგ დროს.
მზეც ჩვენს ბედნიერებას იზიარებდა და ხანდახან ბედნიერების ცრემლები გადმოსცვივდებოდა და გვასველებდა.სულ თან დაგვყვებოდა,ბედნიერებას ასხივებდა და ჩვენი შემხედვარე უფრო და უფრო კაშკაშებდა,სხვებსაც აბედნიერებდა და ცდილობდა სამყაროზე სიბოროტე გაექრო .
მაალე სახლში დაბრუნების დრო დადგა,ყველაფერი მოვაწესრიგეთ და წამოვედით.ისევ ბევრი ბედიერება , სიხარული , სიყვარული , სიცილი ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent