შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანატრი ბედნიერება (2)


21-06-2016, 17:13
ავტორი Takunia
ნანახია 1 714

-შეეეენ? ცოტა არ იყოს გაიკვირვა კაცმა გოგონას დანახვისას

-შენ! ცალყბად ჩაიცინა გოგონამ და მამაკაცის ზღვისფერ თვალებს დაკვირვება დაუწყო...

-ხელს აღარ შეგიშლი,მე მეგონა.... აღარ დაასრულებინა გოგონამ და ფეხზე წამოდგა

-კარგს იზავ! ჯიბრით საუბრობდა და მისი თავის უკვირდა

-კარგი! სიმკაცრით წარმოთქვა მამაკაცმა და უკანმმოუხედავად დატოვა იქაურობა

არ იცოდა სად წასულიყო, არც ფული ქონდა,არც ტანსაცმელი წესიერი ადამიანივით რო ეარა, მერე ერთმა აზრმა გაუელვა და სახლისკენ დაიძრა, უკვე ფეხები ტკიოდა ამდენი სიარულისგან თუმცა ეგ ვის ადარდებდა, ფიქრობდა სახლში არავინ იქნებოდა, დედამისიც და მამამისიც ხომ საავადმყოფოში იყვნენ, ხოდა მივიდოდა, ჩაალაგებდა ბარგს და ფულსაც აიღებდა, ასეც მოიქცა სახლის კართან მისულმა, დაიხარა და ხალიჩა ასწია, იქ ყოველთვის ტოვებდა სათადარიგო გასახებს, აიღო და სახლში შეაჭრა, მაშინვე გამოიღო ჩემოდანი და კარადიდან ყველა ტანსაცმელი შიგნით ჩაყარა, თვითონ ტანსაცმელები მოიმზადა და აბანოში შევიდა, ტანიდან სისხლი ჩამოირეცხა და 10წუთში უკვე გარეთ იყო, არ უნდოდა ვინმეს მიესწრო მისთვის, კარადის უკანიდან ყუთი გამოიღო, ძირი მოაცალა და დანაგროვები ფული ჯიბეში ჩაიდო, უკვე 3წელია აგროვებს, რაც და მოუკვდა იმ დღიდან ფიქრობს ამ სახლის დატოვებას, და ნამუშევრიდან მცირე ოდენ ფულს იტოვებდა და ყუთში ინახავდა, ჩემოდანს ხელი დაავლო და სახლის კარებთან მისულმა საკეტის ხმა გაიგონა, სამზარეულოს ბართან ჩაიმუხლა რომ არ დაენახათ, დედამისი ოხვრით შემოვიდა და ნამტირალევი სახით თავის ოთახში შეაჭრა, გოგონა კი ფეხზე წამოხდა და კარისკენ დაიძრა, უცებ ქალმა კარი გამოაღო და გოგონაც ადგილზე გააშეშაა

-სტუმრები გვყოლია! სიბრაზით ჩაილაპარაკა და ზიზღით შეხედა გოგონას

-ხო შემოვიარე! იგივე ტონით უპასუხა და გასასვლელად შეტრიალდა

-იცოდე მამაშენი გამომჯანმრთელდება მოგძებნის და მოგკლავს! ზიზღით მიაძახა ქეთას ნატომ

გოგონა ცოტახანი გაჩერდა, მერე ჩაეცინა და უკენ მოუხედავად გავიდა კარებიდან, უკვე გასულმა კი ნატოს მიაძახა

-სულ მოუთქმელად დაველოდები! ცინიზმით აღსავსემ მიუგდო ეს სიტყვები და გარეთ გავიდა.
ეხა რამე სახლს იქირავებს და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას.
გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო "ეხა სად ჯანდაბაში წავიდე" ფიქრობდა და ვერაფერი მოეფიქრებინა, მეზობლები კი გაშტერებულები უყურებდნენ, ერთი მისკენ თბილი გამომეტყველებით წამოვიდა და გოგონას დაუძახა, ქეთაც ქალის ხმის გაგონებისას სიხარულით მიბრუნდა უკან და ჩაეხუტა

-მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე. თბილად უთხრა და ჩალურჯებულ ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა, ნანა დეიდა, კარის მეზობელი იყო ძალიან უყვარდა გოგონა, ყოველდღე ესმოდა ქალს მისი განწირული ყვირილი როცა მშობლები ურტყავდნენ და ძალიან სწუხდა, რამოდენიმეჯერ შევიდა კიდეც მაგრამ ქალი უკან გამოაბუნძულეს, რამდენჯერ ისიც უფიქრია პოლიციაში დავრეკავო, მაგრამ ქეთას დაჯინებული თხოვნით, იმდენჯერვე გადაუფიქრებია, ქეთა კი ყოველდღე როცა მშობლები სახლში არ იყვნენ სტუმრობდა ნანა დეიდას და რასიყვარულსაც მშობლებიდან ვერ იღებდა, მისგან ახსოვდა.

-სხვანაირად აღარ შემეძლო, თვალები აემღვრა გოგონას თუმცა მისი ფიცი რომ გაახსენდა თავი შეიკავა.

-ეხა სად აპირებ წასვლას, შენ ხომ არავინ გყავს...

-არ ვიცი ნანა დეიდა სადმე ვიქირავებ სახლს, მინდა რომ ამათ მოვშორდე, ძალიან მინდა....

-იქირავებბ? არა შვილო, რას ამბობ, ფული გაააქ?

-ვაგროვებდი ნანა დეიდა ცოტა მაქ, ამჟამად მეყოფა და მერე მუშაობას დავიწყებ სადმე, არმინდა ისევ იმ ბარში მუშაობა, არმინდა ამათ კიდევ სადმე გადავეყარო

-შვილო ჩემს დიშვილთან წადი, მე ვეტყვი და იქ იცხოვრე რამდენიხანიც გინდა, ფულიც კარგად მოაგროვე და მერე წადი

-არა ნანა დეიდა, ესე ვერ შეგაწუხებთ... არა!

-იცოდე მეწყინება, კარგი რა... ნაწყენმა ჩაილაპარაკა ქალმა და თხოვნის თვალებით შეხედა

-კარგი ხოო.გაუღიმა გოგონამ -ოღონდ ცოტა ხნით! თავიდანვე გააფრთხილა ქალი

-მაშინ მე ეხლავე წამოგყვები მასთან და დაველაპარაკები შენზე

გოგონამ უბრალოდ გაუცინა და ტაქსი გააჩერა, მანქანიდან ღიპიანი კაცი გადმოვიდა და ქეთას ბარგი საბარგულში ჩაუწყო, მანქანაში ჩასხდნენ, ნანამ წამსვე უთხრა კაცს მისამართი და მანქანაც დაიძრა...

-ძალიან უხერხულია, ნანა დეიდა

-არაფერიც შვილო, კარგი ბიჭია და დასავით მოგივლის... ბიჭიოო?? თვალები დაჭყიტა, ალბათ გოგონა ეგონა მისი მასპინძელი და ცოტა შეკრთა

-კარგი ბიჭიათქო! ქალმა მისი სახის დანახვისას სიტყვები სიცილით გაუმეორა და დაამშვიდა თვალებგაფართოებული გოგონა, ისიც უარს ვერ ეუბნებოდა და გაყუსული იჯდა მანქანაში, მერე? მერე ხმა არც ერთს არ ამოუღია, ადგილზე მისვლისთანავე კაცი ისევ გადმოვიდა მანქანიდან და ქალებს წინ დაუდო მათი ბარგი, ქეთამ ჯიბიდან ფული ამოიღო და ღიმილით მიაწოდა მამაკაცს, მანაც თავი დაუკრა და მანქანა დაძრა, ჩვეულებრივი კორპუსი იყო, მოსახლეები გარეთ გამოსულიყვნენ,ზოგი მზესუმზირით ხელში ზოგს ეტყობოდა ყველას რო ჭორავდა, გოგონებიც და ბიჭებიც ცალცალკე შეკრებილიყვნენ და რაღაცაზე ორივე მხარე გვარიანად დაობდა, პატარა ბავშვები კი ეზოში დატანტალებდნენ და სიცილით დარბოდნენ აქეთ იქით, ქეთას არ გაკვირვებია, მასთანაც ხომ ესეთი სიტვაციაა, ქალმა ღიმილით მოხვია გოგონას ხელი და პადიეზში შეიყვანა, 6სართულის ერთ ერთ კარზე დააკაკუნა ნანა დეიდამ და მასპინძელს დაელოდა, სახლიდან ჩამი-ჩუმი არ გამოდიოდა, ისევ დააკაკუნა ქალმა და გოგონას გადახედა, რომელიც კუთხეში პატარა ბავშვივით ატუზულიყო და არ იცოდა რომელ ხრამში გადავარდნილიყო.
კარის ხმაც გაისმა, მამაკაცს ნამძინარევი სახე მოღუშოდა და სახეზე ეწერა ჯერაც ვერ გაეგო რახდებოდა, თუმცა მის წინ საყვარელი დეიდის დანახვაზე სიხარულით გაუცისკროვდა თვალები და მონატრებული ჩაეხუტა.

- როგორ ხარ დეიდამ გენაცვალოს. ქალმა დიდი სითბოთი მოიკითხა დიშვილი

-კარგად ნანა დეიდა კარგად, მოდი შემოდ.... ით ახლახანს მოკრა თვალი კუთხეში ატუზულ გოგოს, რომელიც არაფლის დიდებით მაღლა არ სწევდა თავს, კარი ფართოდ გააღო და სახლში შეიპატიჟა ისინი, გოგონას ბარგი გამოართვა და თავად შეუტანა სახლში, ქეთაც თავდახრილი შეყვა

-შვილო შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. სახლში შესული რომ დაიგულა კაცი, სკამზე დაჯდა და დაიწყო

-რაც გინდა მთხორე, ხოიცი რო არაფერზე გეტყვი უარს, გულწრფელად უთხრა მანაც და გაუღიმა

-ხოდა რო ვიცოდი რო არაფერზე მეტყოდი უარს მიტო მოგიყვანე... ქეთა შვილო მოდი აქ დაჯექი რა დასჯილი ბავშვივით დგახარ მანდ, სიცილით უთხრა ქამლა და და გოგონაც მისკენ დაიძრა

-მოკლედ ეს გოგო ცოტა ხნით უნდა დაგიტოვო დანო, ქეთაზე ანიშნა და გაუღიმა

-მერე რა პრობლემაა, მეთქი რაღაც მოხდათხო ისე შეპარვით მელაპარაკებოდი, დანიელმა გაიცინა და გოგონასკენ დაიძრა

-წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ, გაუღიმა და ერთ ერთი ოთახისკენ წაიყვანა

-იცით მე, არ ვაპირებდი.... ჯიუტი დეიდა გყავთ, მხოლოდ ეხა აწია გოგონამ თავი და ორივეს სახეზე ღიმილი შეეყინა.

-შეეენ?

-შენ!....სიცილი ვეღარ შეიკავა და ერთი გადაიხარხარა გოგონამ -ისე თუ ხვდები რო უკვე მეორეჯერ მესალმები ეგრე?!

-აი შენი ოთახი, იმედია მოეწყობი. მისი კითხვა დააიგნონა და ოთახიდან გავიდა....


------------
არვიცი მოგეწონებათ თუ არა მაგრამ იმედია თქვენს აზრს მეც გამიზიარებთ ეს 2თავი მხოლოდ საცდელია, იმედია მოგეწონებათ
Takk



№1 სტუმარი m

sashinladmomwonss

 


№2  offline წევრი Takunia

მადლობააა <3

 


№3  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№4 სტუმარი A

Sainteresoa gaagrdzele ra....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent